საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-14050/23; 01.11.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-19050/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 130

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 11/21/23, 2:49 PM საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 21 ნოემბერი 2023 13:00 2023 წლის 21 ნოემბერი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/374; 01.11.2023) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი; 2. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (1-14050/23; 01.11.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის (1-14514/23; 13.09.2023) საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/2553?local=true 1/2 11/21/23, 2:49 PM https://parliament.ge/print/announcement/2553?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 21 ნოემბერი 13.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N130 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, სალომე ჯინჯოლავა და გენრიეტა წიწავას უფლებამონაცვლე ანრი ოხანაშვილი. სხდომაზე მოწვეულები: საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი (მომხსენებელი). სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის 07-3/374; 01.11.2023) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი; 2. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-14050/23; 01.11.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის (N1-14514/23 13.09.2023) საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/374; 01.11.2023) II მოსმენით განხილვა მოისმინეს: შალვა პაპუაშვილის მოხსენება. მომხსენებელმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოადგინა მუხლობრივად: პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველ - მე-3 პუნქტებში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: 1. პარლამენტის წევრის გასამრჯელო განისაზღვრება შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კოეფიციენტზე ნამრავლით. 1 2. - პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვრება შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები: პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8; კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7,4; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2; პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0. 3. პარლამენტის წევრისთვის, პარლამენტის ბიუროს მიერ, ასევე განისაზღვრება სატრანსპორტო უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობები.“. მომხსენებელმა რეგლამენტის პროექტის პირველ მუხლთან დაკავშირებით განმარტა, რომ პირველი მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით ცვლილება განიცადა მე-14 მუხლის მე-2 პუნქტმა, კერძოდ აღნიშნულ პუნქტში ნაცვლად პარლამენტის წევრის გასამრჯელოს კონკრეტული ოდენობის მითითებისა თანამდებობის პირთა შესაბამისად მიეთითა სახელფასო კოეფიციენტები, რომელთა ნამრავლით შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ საბაზო თანამდებობრივი სარგოზე, განისაზღვრება პარლამენტის წევრის გასამრჯელო. კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები და შენიშვნები არ გამოთქმულა. პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ცვლილება ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: 1. თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. 2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. 3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები და შენიშვნები არ გამოთქმულა. მესამე მუხლის თანახმად, რეგლამენტის ამოქმედდების ვადად განისაზღვრება 2025 წლის 1 იანვარი. კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები და შენიშვნები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/374; 01.11.2023) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/374; 01.11.2023) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის 2 - თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-14050/23; 01.11.2023) განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-5 პუნქტში ცვლილების განხორციელებას, რომლის შესაბამისად, საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სხდომის ოქმში უნდა აისახოს საკანონმდებლო წინადადების კომიტეტის სხდომაზე განხილვისას ჩატარებული კენჭისყრის შედეგები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის ბიურო, საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს კომიტეტის სხდომაზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის სხდომა საჯაროა. კომიტეტის საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელშიც აგრეთვე აისახება კენჭისყრის შედეგები (მიღებული ხმების რაოდენობა), სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში, სხდომის აუდიოჩანაწერთან ერთად, ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს მისი ავტორი. ასევე, კომიტეტის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა აქვს საზოგადოების ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ეძლევა სიტყვით გამოსვლის უფლება. ამდენად, საქართველოს პარლამეტის რეგლამენტით დეტალურად არის გაწერილი პარლამენტისათვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, ასევე, კომიტეტის სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებული საკითხები და საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ უარყოფილად ცნოს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-14050/23; 01.11.2023)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-14050/23; 01.11.2023); 3 - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. წარედგინოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის (N1-14514/23 13.09.2023) საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან (N1-5372/22; 03.05.2022) დაკავშირებულ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მასალების შესწავლის შედაგად გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შესახებ არ აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ნორმატიული აქტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტები), ნორმატიული აქტის პროექტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტები), რომლის მიღებით ან, შესაბამისად, შეცვლით ან უარყოფით დაინტერესებულია განმცხადებელი. წარმოდგენილი განცხადებით კი, ლობისტად რეგისტრაცია მოთხოვნილია არა ნორმატიულ აქტზე/ნორმატიული აქტის პროექტზე, არამედ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, თუმცა საკანონმდებლო წინადადებაზე ლობისტად რეგისტრაციის შესაძლებლობას „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს. ამასთანავე, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლობისტად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს დავალების ხელშეკრულება (დავალება) ლობისტური საქმიანობის განხორციელების შესახებ. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დავალება უნდა შეიცავდეს ისეთ აუცილებელ მონაცემს, როგორიცაა ინფორმაცია ხელშეკრულების საგნის შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილების მითითებით, რომელსაც მიზნად ისახავს მარწმუნებელი. ზაალ სარაჯიშვილის მიერ წარმოდგენილი დავალების ხელშეკრულება (დავალება) კი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ აუცილებელ მონაცემს არ შეიცავს. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს ლობისტად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება თუ: „მის მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემები ან წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზაალ სარაჯიშვილს უარი უნდა ეთქვას ლობისტად რეგისტრაციაზე. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილს ლობისტად (N1-14514/23 13.09.2023) რეგისტრაციას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): 4 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა და გადაწყვეტილების პროექტი: საქართველოს პარლამენტში მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 5