„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ალტერნატიული კანონის პროექტი - საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე (№07-2/335; 15.11.2023)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,თავდაცვის კოდექსის შესახებ’’
მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი
სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის
მინიჭების გარეშე მიიღება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტი 24 წლამდე.
2. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
,,10. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ
გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის
ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება
აჩერებს მის მოქმედებას.
3. 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პირს, რომელიც არის:
დ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის
დამთავრებამდე;
დ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული არ აქვს
სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;“.
4. 67-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის
შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე
მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15
კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული
გადაწყვეტილების გასაჩივრება არის მისი მოქმედების შეჩერების საფუძველი.“
5.
90-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ
მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 1 წლისა. კონტრაქტის არასაპატიო
მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირი დაექვემდებარება წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთან, მას უნარჩუნდება სარეზერვო
სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზანად ისახავს მთავრობის მიერ შემოთავაზებული თავდაცვის კოდექსში
შესატანი ცვლილებების ალტერნატიული პროექტის წარმოდგენას. კანონპროექტის მიზანია
დაცული იქნეს წვევამდელის უფლება, როცა ის სასამართლოს მიმართავს სამხედრო
აღრიცხვაზე აყვანის ან და გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად შეჩერებულ
იქნას გადაწყვეტილების მოქმედებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
თავდაცვის კოდექსით არის დარეგურირებული კანონპროექტით შემოთავაზებული
საკითხები, ამიტომ ცვლილების განხორციელება აუცილებელია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
თავდაცვის კოდექსის ნაწილი შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების აღსრულებას, თანაც ისე რომ არ დაირღვეს
სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავდაცვის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილით
განისაზღვრება სტუდენტის ასაკი 24 წლით, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ნებაყოფლობით
სამხედრო პროგრამაზე საკუთარი სურვილით ჩაირიცხოს. 57-ე და 67-ე მუხლში
შემოთავაზებული ცვლილებით წვევამდელის მიერ სასამართლოში გასაჩივრებული
სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის გადაწყვეტილება და გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება არის
ამ მოქმედების შეჩერების საფუძველი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტი არ ითვალისწინებს ალტერნატიული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ალექსანდრე რაქვიაშილი, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ალექსანდრე რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო,ვახტანგი მეგრელიშვილი.