„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-3/395/10; 28/11/2023) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 10 ✗ 29
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
სსმ, 47, 26/12/2007, სარეგისტრაციო კოდი 440.020.010.05.001.003.076) შეტანილ იქნას
შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
საქართველოს
მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის
იმ
ნამდვილი
წევრების, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიანტების, რომელთაც ამ
კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი, დაფინანსების ძირითადი
წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აკადემიისათვის ამ პუნქტით
გამოყოფილი სახსრები ცალკე აისახება საქართველოს შესაბამისი წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში.“
2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
,,10. სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის
იმ
ნამდვილ
წევრებს,
ეროვნული
წევრ-კორესპონდენტებსა
და
სტიპენდიანტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი
სტატუსი.“
3. მე-161 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსებით (გარდა
ამ მუხლის მე-5 პუნქტისა) სარგებლობს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. კანონის მიღებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებები
1. სსიპ-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ უზრუნველყოს
საქართველოს
ეკონომიკისა
სამინისტროსათვის
და
მეცნიერებათა
მდგრადი
ეროვნული
განვითარების
აკადემიის
შენობის
დაბრუნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
უზრუნველყოს
აკადემიის
ფუნქციონირებისათვის
საჭირო
ალტერნატიული შენობის გამოყოფა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღოს
გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
სისტემაში
არსებული
,,ქართული
ენციკლოპედიის’’
შემდგომი
ფუნქციონირების ფორმის შესახებ.’’
მუხლი 2.
1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
მეცნიერებათა აკადემიის მიზნებია საქართველოში მეცნიერების განვითარების
ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად; საქართველოში და
უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების
მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და
საზოგადოებისათვის
რეკომენდაციების
წარდგენა;
თავისი
წევრების
ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით
საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ
ცხოვრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა; ფუნდამენტური და
გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა; საქართველოში მეცნიერების
განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად
სახელმწიფო
პრიორიტეტების
შესახებ
წინადადებების
შემუშავება;
ამავდროულად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია შესაბამისი
კანონის თანახმად არის მთავრობის მეცნიერული მრჩეველი და ევალება მისთვის
შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამოცანაა ქვეყანაში
აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და
აგრარულ საკითხებში მთავრობის მეცნიერულ მრჩეველად წარმომადგენლობა.
მიუხედავად კანონით დადგენილი ასეთი მნიშვნელოვანი ვალდებულებებისა,
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იქცა უფუნქციო დაწესებულებად. წლების
განმავლობაში
შეინიშნება აკადემიის საბიუჯეტო დაფინანსების ზრდის
ტენდენცია, რომელიც ძირითადად ხმარდება ბიუროკრატიულ აპარატს.
აკადემიკოსები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველთვიურად იღებენ
არანაკლებ 1600 ლარს
ანაზღაურების სახით. ამჟამად ამ ანაზღაურების
მოცულობა არის დაახლოებით 1800 ლარი. საყურადღებოა, რომ 2013 წლიდან 2024
წლის ჩათვლით, მეცნიერებათა აკადემიის საბიუჯეტო დაფინანსებამ ჯამში 48.7
მილიონი ლარი შეადგინა. საკმაოდ დიდ დაფინანსებას იღებს ასევე საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც, რომლის 2024 წლის შემოსავალი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.365 მლნ. ლარით არის განსაზღვრული.
უნდა შეიცვალოს მეცნიერებათა აკადემიის ამ ფორმით საქმიანობა. ანაზღაურება
უნდა შეუნარჩუნდეთ აკადემიის მხოლოდ არსებულ წევრებს, ხოლო აკადემიის
ახალ წევრებს აღარ უნდა დაენიშნოთ ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რაც შეეხება დღემდე არსებულ სხვა საბიუჯეტო დაფინანსებას, ის უნდა
შეუნარჩუნდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას და
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მხოლოდ
რეფორმირების პერიოდში, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავდროულად,
ამავე პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ალტერნატიული,
ადეკვატური მოცულობის ფართობის გამოყოფა, სადაც მეცნიერებათა აკადემია
გადავა მას შემდეგ, რაც ის ამჟამინდელ ნაგებობას უკან დაუბრუნებს
სამინისტროს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საკითხები, რომელსაც კანონპროექტი ეხება, მიეკუთვნება ,,საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ რეგულირების სფეროს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის
მოსაწესრიგებლად საჭიროა ამ კანონში ცვლილებების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოხდება საქართველოში
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის რეორგანიზაცია. აკადემიის აპარატს საბიუჯეტო დაფინანსება
შეუნარჩუნდება მხოლოდ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავდროულად,
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვეღარ მიიღებენ ანაზღაურებას აკადემიის ის წევრები,
რომლებიც შესაბამის სტატუსს ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდგომ
შეიძენენ.
კანონპროექტის მიღების შედეგად ყოველწლიურად მოხდება
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტში
რამდენიმე
მილიონი
ლარის
გამოთავისუფლება, რომელიც აღარ დაიხარჯება ისეთი დანიშნულებით, რაც
არსებითად არ ქმნის რაიმე პროდუქტს. კანონპროექტი შეეხება ასევე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შემადგენლობაში არსებულ
სტრუქტურულ
ერთეულს-,,ქართულ
ენციკლოპედიას’’.
კანონპროექტის
თანახმად, საქართველოს მთავრობამ, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა
მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
სისტემაში არსებული ,,ქართული ენციკლოპედიის’’ შემდგომი ფუნქციონირების
ფორმის შესახებ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონის მე-14 მუხლში (აკადემიის
დაფინანსება) და VI თავში (გარდამავალი დებულებანი). ცვლილების
საფუძველზე ახლებურად ჩამოყალიბდება საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის დაფინანსებისა და ქონების საკითხები.
კანონის მოქმედი რედაქციით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების
ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. მასში იგულისხმება
როგორც აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ანაზღაურება, ასევე
აკადემიის აპარატის ხარჯებიც. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად,
მოხდება იმ ნორმატიული შინაარსის ჩანაცვლება, რომელიც საბიუჯეტო
დაფინანსებას, აკადემიის წევრებთან ერთად, მის აპარატზეც ავრცელებს.
აღნიშნული ნორმის ახალი რედაქციით, 2027 წლის პირველი იანვრიდან
სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის იმ ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს,
რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი.
აქედან
გამომდინარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აპარატს
საბიუჯეტო დაფინანსება შეუნარჩუნდება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ
კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან და
ჩამოყალიბდება შემდეგი შინაარსით: ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის
იმ
ნამდვილი
წევრების,
წევრ-კორესპონდენტებისა
და
სტიპენდიანტების, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი
სტატუსი, დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
აკადემიისათვის ამ პუნქტით გამოყოფილი სახსრები ცალკე აისახება
საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში.’’
ზემოაღნიშნული ნორმის ძალაში შესვლამდე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
ახალი წევრების ანაზღაურების საკითხი შეიზღუდება აღნიშნული კანონის მე-16
მუხლში შეტანილი ცვლილების მიხედვით. კერძოდ, მე-16 მუხლს დაემატება
შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: ,,სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს
მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის
იმ
ნამდვილ
წევრებს,
წევრკორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე
ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი.’’ აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი
ცვლილებით, სახელმწიფო აღარ დააფინანსებს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის იმ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს, რომლებიც
შესაბამის სტატუს მიიღებენ ამ კანონის მიღების შემდეგ.
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დაფინასების
მსგავსი
წესი
გავრცელდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზეც, რომლითაც
აღნიშნული სტრუქტურის აპარატს დაფინანსება შეუნარჩუნდება განსაზღვრული
ვადით. კერძოდ: აღნიშნული კანონის მე-16 პრიმა (მუხლი 161) მუხლის პირველ
პუნქტს დაემატება შემდეგი შინაარსის პირველი პრიმა (11) პუნქტი:
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსებით (გარდა ამ
მუხლის მე-5 პუნქტისა) სარგებლობს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.’’
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის, ასევე აღნიშნული კანონის მე-17
მუხლში
(,,კანონის
მიღებასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი
ღონისძიებები’’). კანონპროექტის თანახმად გაუქმდება აღნიშნულ მუხლში
არსებული ჩანაწერი და მის ნაცვლად აღნიშნულ მუხლს დაემატება სამი ახალი
(პირველი, მეორე და მესამე) პუნქტი. კერძოდ: მე-17 მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ-საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნულმა აკადემიამ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსათვის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობის
დაბრუნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.’’
ხოლო მე-17 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
უზრუნველყოს აკადემიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ალტერნატიული
შენობის გამოყოფა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.’’
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ მუხლის მე-3 პუნქტი მოახდენს
მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი სტრუქტურული ერთეულის-,,ქართული
ენციკლოპედიის’’
შემდგომი
ფუნქციონირების
უზრუნველყოფას
ტრანსფორმაციის პერიოდის-2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კერძოდ:
აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიიღოს
გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სისტემაში
არსებული ,,ქართული ენციკლოპედიის’’ შემდგომი ფუნქციონირების ფორმის
შესახებ’’.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
ეს კანონი, გარდა მისი პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ძალაში შევა მისი
გამოქვეყნებისთანავე, რადგან საჭიროა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
რეორგანიზაციის პროცესის დროული დაწყება. ხოლო კანონპროექტის პირველი
მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდება 2027 წლის პირველი იანვრიდან
იმისათვის, რათა ამ პერიოდის დადგომამდე საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის აპარატმა ისარგებლოს არსებული სახელმწიფო
დაფინანსებით.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას უსასყიდლო უზუფრუქტით
გადაცემული აქვს სახელმწიფო შენობა, რომლის ნაწილი გაქირავებულია
კომერციულ ორგანიზაციებზე, საიდანაც იღებს დამატებით შემოსავლებს. ეს
შენობა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ისტორიული ნაგებობა, რომელიც
ქალაქის ცენტრალურ ადგილზეა განთავსებული, გაცილებით სარგებლიანად
შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მხოლოდ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის იმ ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და
სტიპენდიანტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი
სტატუსი. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისინი აღარ მიიღებენ სხვა
ტიპის ფინანსურ სახსრებს, მაგალითად, როგორიცაა: საქონლისა და
მომსახურების ხარჯები, აპარატის შრომის ანაზღაურება და სხვა. გარდაქმნის
პერიოდში, 2027 წლის 1 იანვრამდე, მოცემულმა აკადემიებმა უნდა მოახდინონ
ალტერნატიული
დაფინანსების
წყაროების
მოეძიება
და
გადავიდნენ
თვითდაფინანსებაზე.
როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ისე საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების
დაახლოებით 45% მოდის ნამდვილი წევრების, წევრ-კორესპონდენტებისა და
სტიპენდიანტების ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი
დაზოგავს მოცემული აკადემიებისთვის გამოყოფილი ასიგნებების სულ მცირე
55%-ს.
„ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2024-2027
წლები)“
მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინასება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2025-2027 წლებში შეადგენს საშუალოდ 5.3 მლნ. ლარს,
ხოლო 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება 2022-2024 წლებში 1.3 მლნ.
ლარს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 2027 წლის 1 იანვრიდან და უნდა
ვივარაუდოთ, რომ ის წლიურად შემცირდება დაახლოებით 3.6 მლნ. ლარით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მოქმედების საფუძველზე სახელმწიფო დაფინანსება არ ექნებათ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იმ აკადემიკოსებსა და წევრკორესპონდენტებს, რომლებიც აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდგომ
მიიღებენ შესაბამის სტატუსს, ხოლო ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ მათ, ვინც ამ
ცვლილების მიღებამდე უკვე სარგებლობდა მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსისა
და
წევრ-კორესპონდენტის
სტატუსით.
ამავდროულად,
საბიუჯეტო
დაფინანსება
შეუნარჩუნდება
საქართველოს
მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის აპარატს გარდაქმნის პერიოდში, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე