„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-3/395/10; 28/11/2023) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 10 ✗ 29
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’
საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994,
სარეგისტრაციო კოდი 440.000.000.05.001.000.090) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის
ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებით;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ,,საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და მიზნად ისახავს მასთან
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს
კანონის შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტის მიღება აუცილებელია ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი
განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოსაყვანად
,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, შეიცვლება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
საბიუჯეტო დაფინანსების წესები. ცვლილების თანახმად, ,,მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონიდან
ამოღებულ იქნება აკადემიების დაფინანსების განმსაზღვრელი ნორმატიული
შინაარსი. ცვლილების შემდგომ აკადემიების დაფინანსების წესი განისაზღვრება
,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს
კანონით, მასში ცვლილებების შეტანის საფუძველზე. ცვლილების თანახმად
სახელმწიფოსგან ვეღარ მიიღებენ ანაზღაურებას მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის ის წევრები, რომლებიც შესაბამის სტატუსს შეიძენენ ამ კანონპროექტის
ძალაში შესვლის შემდეგ. აკადემიების ადმინისტრაციის სახელმწიფო
დაფინანსება შენარჩუნდება მხოლოდ გარდაქმნის პერიოდის, 2026 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით. კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი ლარის გამოთავისუფლება,
რომელიც შესაძლებელი იქნება განაწილდეს უფრო მეტი სარგებლის მომტანი
დანიშნულებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ,,მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6
მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებში. ორივე ქვეპუნქტიდან
ამოღებულ იქნება აკადემიების სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველმყოფელი
ნორმატიული შინაარსის მქონე ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნული პუნქტის ,,ა’’
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული
ავტონომიური უფლებებით;’’, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი
რედაქციით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებით;“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში -- აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე, რადგან საჭიროა საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციის პროცესის დროული დაწყება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მხოლოდ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის იმ ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და
სტიპენდიანტებს, რომელთაც შესაბამისი სტატუსი ჰქონდათ ამ კანონში ამ
ცვლილების მიღებამდე. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისინი აღარ
მიიღებენ სხვა ტიპის ფინანსურ სახსრებს, მაგალითად როგორიცაა: საქონლისა და
მომსახურების ხარჯები, აპარატის შრომის ანაზღაურება და სხვა. გარდაქმნის
პერიოდში, 2027 წლის 1 იანვრამდე, მოცემულმა აკადემიებმა უნდა მოახდინონ
ალტერნატიული
დაფინანსების
წყაროების
მოეძიება
და
გადავიდნენ
თვითდაფინანსებაზე.
როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ისე საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების
დაახლოებით 45% მოდის ნამდვილი წევრების, წევრ-კორესპონდენტებისა და
სტიპენდიანტების ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი
დაზოგავს მოცემული აკადემიებისთვის გამოყოფილი ასიგნებების სულ მცირე
55%-ს.
„ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2024-2027
წლები)“
მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინასება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2025-2027 წლებში შეადგენს საშუალოდ 5.3 მლნ. ლარს,
ხოლო 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება 2022-2024 წლებში 1.3 მლნ.
ლარს.
ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება გავლენას
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 2027 წლის 1 იანვრიდან და
უნდა ვივარაუდოთ, რომ ის შემცირდება დაახლოებით 3.6 მლნ. ლარით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მოქმედების საფუძველზე სახელმწიფო დაფინანსება არ ექნებათ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იმ აკადემიკოსებსა და წევრ
კორესპონდენტებს, რომლებიც აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდგომ
მიიღებენ შესაბამის სტატუსს. ხოლო ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ მათ, ვინც ამ
ცვლილების მიღებამდე უკვე სარგებლობდა მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსისა
და
წევრ-კორესპონდენტის
სტატუსით.
ამავდროულად,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აპარატი მიიღებს დაფინანსებას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ტრანსფორმაციის პერიოდის
ჩათვლით, 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე