„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.11.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/342/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) ქსელი - თანამშრომლობაზე ორიენტირებული ფართო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და რომელიც ცალსახად მოგებაზე ან ხარჯების განაწილებაზე არის ორიენტირებული ან წარმოადგენს საერთო საკუთრებას, ექვემდებარება საერთო კონტროლს ან მართვას, გააჩნია საერთო ხარისხის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, საერთო ბიზნეს სტრატეგია, იყენებს საერთო საფირმო სახელწოდებას ან პროფესიული რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს;“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისაგან (IFRS for SMEs); გ) მეოთხე სტანდარტისაგან; კატეგორიის საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისაგან.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოებისთვის.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. იმ სუბიექტის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs).“; დ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS);“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მეოთხე კატეგორიის საწარმოებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, გამოიყენონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).“. 3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო ნორმა არ ვრცელდება აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც არიან მეოთხე კატეგორიის საწარმოები. სამსახური ვალდებულია მათ მიერ წარდგენილი ანგარიშგება სამსახურის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს წარდგენიდან 1 თვის ვადაში.“. 4. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი დასაქმებული იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას.“. 5. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. არააუდიტორული მომსახურებების გაწევის აკრძალვა 1. სდპ-სათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა ან ქსელის (რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორული ფირმა) ნებისმიერი სხვა წევრი, არ არის უფლებამოსილი აუდიტს დაქვემდებარებულ იმავე სუბიექტს ან მის მშობელ საწარმოს ან მის კონტროლს დაქვემდებულ საწარმოს გაუწიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არააუდიტორული მომსახურებები: ა) აუდიტირებული საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისიდან აუდიტორული დასკვნების გაცემამდე პერიოდში; ბ) ფინანსური წლის განმავლობაში, რომელიც უსწრებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის აკრძალული არააუდიტორული მომსახურებებია: ა) მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია: ა.ა) საგადასახადო ანგარიშგების ფორმებისა ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანართებისა და ფორმების მომზადებასთან; ა.ბ) ხელფასიდან/ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან; ა.გ) იმპორტის გადასახდელთან; ა.დ) სახელმწიფო სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობით მოითხოვება აუდიტორული ფირმის მხრიდან ასეთი მომსახურების განხორციელება; ა.ე) მხარდაჭერა საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კონტროლთან/ანალიტიკურ პროცედურებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობით მოითხოვება აუდიტორული ფირმის მხრიდან ასეთი მომსახურების განხორციელება; ა.ვ) პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადების, ასევე გადავადებული გადასახადის გამოთვლასთან; ა.ზ) საგადასახადო კონსულტაციის გაწევასთან; ბ) მომსახურებები, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი სახით აუდიტირებული სუბიექტის ხელმძღვანელობაში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, ასევე ბუღალტრული ჩანაწერებისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; დ) სახელფასო ანგარიშსწორების მომსახურება; ე) ფინანსური ინფორმაციის მომზადებასთან ან/და კონტროლთან, ან ფინანსური საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის ან რისკების მართვის პროცედურების შემუშავება და განხორციელება; ვ) შეფასების მომსახურება, მათ შორის აქტუარულ მომსახურებასთან ან სასამართლო პროცესის მხარდაჭერის მომსახურებასთან დაკავშირებით შესრულებული შეფასებები; ზ) იურიდიული მომსახურებები, როგორიცაა: ზ.ა) იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ზ.ბ) აუდიტირებული სუბიექტის სახელით მოლაპარაკებების წარმოება (წარმომადგენლობა); ზ.გ) საადვოკატო ფუნქციის შესრულება სასამართლო დავის გადაწყვეტის პროცესში; თ) აუდიტირებული მომსახურება; სუბიექტის შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული ი) აუდიტირებული სუბიექტის დაფინანსებასთან, კაპიტალის სტრუქტურასთან და განაწილებასთან, ასევე ინვესტირების სტრატეგიასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით მარწმუნებელი მომსახურების გაწევისა, როგორიცაა მხარდაჭერის წერილების გაცემა აუდიტირებული სუბიექტის მიერ გამოცემულ პროსპექტებთან მიმართებაში; კ) აუდიტირებულ სუბიექტში წილების შეთავაზება, წილებით ვაჭრობა ან მათი ანდერრაითინგი (გარანტირებული განთავსება); ლ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია: ლ.ა) ისეთი კანდიდატების მოძიებასთან, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ აუდიტს დაქვემდებარებულ ბუღალტრული ჩანაწერების ან ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაზე ან/და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმებაზე; ლ.ბ) სუბიექტისათვის ორგანიზაციული სტრუქტურის შედგენასთან; ლ.გ) სუბიექტის ხარჯების კონტროლთან. 3. აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ა.ა“, „ა.დ“. „ა.ზ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებები, თუ აუდიტორული ფირმის მიერ დაცულია დამოუკიდებლობის პრინციპი და აღნიშნულ მომსახურებებს ცალკე აღებულს ან ერთობლივად არ აქვთ პირდაპირი გავლენა ან არაარსებითი გავლენა აქვთ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე, და თუ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე ზემოქმედების შეფასება სრულად არის დოკუმენტირებული და განმარტებული ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ, აუდიტის კომიტეტისათვის წარდგენილ დამატებით ანგარიშში. 4. თუ აუდიტორული ფირმა ან ქსელის წევრი აუდიტორული ფირმა ახორციელებს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, აუდიტორულ ფირმას/ქსელის ნებისმიერ წევრს, აუდიტის კომიტეტის თანხმობითა და აუდიტის კომიტეტის მიერ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საფრთხეების სათანადოდ შეფასების შემდგომ, შეუძლია აუდიტირებულ სუბიექტს, მის მშობელ საწარმოს ან მის კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოს გაუწიოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების გარდა სხვა არააუდიტორული მომსახურება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქსელის წევრი აუდიტორული ფირმა ვალდებულია იხელმძღვანელოს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული, აუდიტის კომიტეტის მიერ გამოცემული, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5. სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაწყებამდე ან გაგრძელებამდე, აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეაფასოს და დაადასტუროს, რომ დაცულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები.“. 6. მე-19 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური განიხილავს მისი წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. სამსახური ვალდებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა დაიწყოს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.“; ბ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „22. აუდიტორული ფირმა, რომელიც ფინანსური ანგარიშგების აუდიტს უწევს სდპ-ს, ვალდებულია თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, საკუთარ ვებგვერდზე გაასაჯაროვოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. გამჭვირვალობის შესახებ ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს მისი გამოქვეყნების დღიდან მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. გამჭვირვალობის შესახებ ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს, შესაბამისი მარეგულირებელი ევროკავშირის დირექტივების/რეგულაციების მოთხოვნების დაცვით ადგენს სამსახური.“. 7. 221 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი იგზავნება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ რეესტრში მითითებულ იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართზე. სუბიექტის/პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დოკუმენტის ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას განმეორებით ეგზავნება. სუბიექტის/პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სამსახურის ვებგვერდზე გაასაჯაროოს ინფორმაცია ჩაუბარებელი დოკუმენტის შესახებ, რაც ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, რასაც იგი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ადასტურებს. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარება არ დასტურდება სუბიექტის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებით, მატერიალური ფორმით ჩაბარების ნაცვლად, სამსახური უფლებამოსილია აქტის ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გაასაჯაროოს დოკუმენტი ანგარიშგების პორტალზე, რომელიც ჩაბარებულად ჩაითვლება გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. სამსახური ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს გასაჯაროებამდე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს, რომელიც სავალდებულო შეტყობინების ფორმით წარუდგენს ადრესატს ინფორმაციას ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის თაობაზე.“. 8. 26-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის 1 თვის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას. ფულადი ჯარიმის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა. ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური ორმაგად დაჯარიმების შემდგომ, ასევე უფლებამოსილია სუბიექტი დააჯარიმოს საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სუბიექტს ეგზავნება წერილობითი გაფრთხილება. წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში სუბიექტის მიერ კანონის მოთხოვნების შესაბამისად აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სამსახური სუბიექტს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად დამატებით ვადას განუსაზღვრავს ფულადი ჯარიმის აქტით. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოუდგენლობა გამოიწვევს კატეგორიისთვის განკუთვნილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით დაჯარიმებას.“. 9. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის 23-ე - 25-ე მუხლების ფარგლებში, სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესი განისაზღვრება სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. 10. 28-ე მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი: „23. ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია, შემოიფარგლოს წერილობითი გაფრთხილებით მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიმართ, 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდამდე წარდგენილი ანგარიშგებებისთვის.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, გამჭვირვალობის ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამავე ქვეპუნქტის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა აუდიტორულ ფირმებს ევალებათ 2025 წლიდან, 2024 წლის და მომდევნო საანგარიშგებო პერიოდებზე. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს 2025 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ნაწილობრივ შევიდა ძალაში, ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საკანონმდებლო საქმიანობამ მოითხოვა სამართლებრივი დაახლოების პროცესთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება და კანონშემოქმედებით საქმიანობაში ცალკეული დეტალების ინტეგრირება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ანგარიშგება-აუდიტის მიმართულებით საზედამხედველო რგოლი, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით 2016 წელს მიღებულ იქნა ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი. საზედამხედველო რგოლად კი განისაზღვრა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ - სამსახური). ვინაიდან ასოცირების შეთანხმებით განიმარტა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპი – ეტაპობრივი დაახლოება (gradual approximation) და დინამიური დაახლოება (dynamic approximation), სამსახურისათვის ორივე პრინციპი სამოქმედო გეგმას წარმოადგენდა რეფორმის საწყის ეტაპიდანვე (2016 წლიდან), რათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტები დანერგილიყო საქართველოს კანონმდებლობაში და გატარებულიყო არაერთი წარმატებული რეფორმა. სწორედ ამიტომ, სფეროს მარეგულირებელ, დღეს მოქმედ კანონის რედაქციაშიც აღნიშნულია, რომ ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა უნდა მოხდეს სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით. 2023 წლის მდგომარეობით ანგარიშგება-აუდიტის სფეროს კანონმდებლობას თუ შევადარებთ ამავე სფეროს მარეგულირებელ დირექტივებს და რეგულაციებს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სახელმწიფოს მხრიდან წინგადადგმულია ნაბიჯები სფეროს გაძლიერების ყველა ძირითადი მიმართულებით. თუმცა, ქვეყანაში ყოველი რეფორმა მოითხოვს პრაქტიკის ანალიზის შედეგად საკანონმდებლო ნორმების ეტაპობრივ გადასინჯვას. იმის გათვალისწინებით, რომ დირექტივა/რეგულაციები შესაძლებლობას იძლევა, ქვეყანამ მიიღოს უფრო მაღალი სტანდარტები სამსახურის დღის წესრიგში მუდმივად დგას ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი აქტების ანალიზისა და ცვლილებების განხორციელების პროცესი. მიმდინარე ეტაპზე, ეტაპობრივი დაახლოებისა და უკვე დანერგილი EU ნორმების აღსრულების მიზნებისათვის, შესაბამის ევროსტრუქტურებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის დახმარებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რამდენიმე საკითხის გამოყოფა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მომზადება, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს საქართველოში ანგარიშგება-აუდიტის რეფორმის განხორციელება. სამსახურის წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტისას, გამოვლინდა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნებისა და კომისიის 2005/909/EC გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ხელს შეუწყობს „წლიური და კონსოლიდირებული ანგარიშგების სავალდებულო აუდიტის შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006 წლის 17 მაისის 2006/43/EC დირექტივის ნორმების შესრულებას) ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 537/2014 რეგულაციით გათვალისწინებული დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზანშეწონილობა1. კერძოდ, სამსახურის მიერ მიღებული რეკომენდაციებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილებები განხორციელდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აუდიტორული ფირმებისათვის გამჭვირვალობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულების შემოღება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტორის დამოუკიდებლობა არის აუდიტის მნიშვნელოვანი პრინციპი და სავალდებულოა შემოწმების პროცესში აუდიტორი იყოს ყოველგვარი ზეგავლენისაგან დაცული, მიზანშეწონილად ჩაითვალა სამართლებრივად მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გამკაცრდეს აუდიტორების მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები. საყურადღებოა, რომ აუდიტორის დამოუკიდებლობა ეჭვს იწვევს, თუ აუდიტორი პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში იმყოფება აუდირებული პირთან. რისკების პრევენციისათვის, (EU) No 537/2014 რეგულაციაზე დაყრდნობით, პროექტით ხორციელდება აუდიტორული ფირმებისათვის არააუდიტორული ისეთი მომსახურებების აკრძალვა, რომელიც პირდაპირ უქმნის დამოუკიდებლობის საფრთხეებს სდპ-ებისათვის მომსახურების გამწევ პირებს. რეგულაციით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა ხელს შეუწყობს რეფორმას, აუდიტორების მხრიდან დაცული იქნეს დამოუკიდებლობა სდპებისათვის (მაგ.: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ) აუდიტორული მომსახურებების განხორციელებისას. მნიშვნელოვანი საკითხია, მოქმედი პრაქტიკა, როდესაც ერთი გარიგების პარტნიორი დასაქმებულია სხვა აუდიტორულ ფირმაში ან/და ინდივიდუალურად ახორციელებს აუდიტორულ საქმიანობას. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - კანონი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარიგების პარტნიორი არის აუდიტორი, რომელიც აუდიტორულმა ფირმამ კონკრეტული აუდიტის ჩატარებისათვის ან სხვა აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისათვის მთავარ პასუხისმგებელ პირად დანიშნა და რომელიც აუდიტორული ფირმის სახელით მოქმედებს, ან აუდიტორი, რომელიც ხელს აწერს აუდიტორულ დასკვნას ან სხვა აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს, ხოლო ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი თანახმად, რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმა საქმიანობას სულ მცირე ერთი გარიგების პარტნიორის მეშვეობით უნდა ახორციელებდეს. გარიგების პარტნიორის როლი და მნიშვნელობა იკვეთება როგორც საკანონმდებლო, ასევე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (შემდგომ - ასს) დონეზე. ასს-ის მიზნებისთვის გარიგების პარტნიორი წარმოადგენს პარტნიორს ან ფირმის სხვა თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელია მოცემულ გარიგებასა და მის შესრულებაზე, ასევე დასკვნაზე, რომელიც გაიცემა ფირმის სახელით 1 ევროკავშირის აღნიშნული სამართლებრივი აქტის კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება არც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ და არც ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს და ვისაც, აუცილებლობის შემთხვევაში, სათანადო უფლებამოსილება მინიჭებული აქვს პროფესიული, საკანონმდებლო ან მარეგულირებელი ორგანოსგან, ხოლო კანონის მე-15 მუხლის მე2 პუნქტით კანონმდებლის მიერ განისაზღვრა, რომ აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს გარიგების პარტნიორი ან/და აუდიტორული ფირმის მიერ უფლებამოსილი პირი. აუდიტორული ფირმის შიდა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება. ამასთან, აუდიტის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სწორედ გარიგების პარტნიორები ექვემდებარებიან მონიტორინგს, ვინაიდან სწორედ მათი მუშაობის ხარისხი აისახება აუდიტორული ფირმის საბოლოო ხარისხზე (შეფასებაზე). ვინაიდან, აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორია პასუხისმგებელი მოცემულ გარიგებასა და მის შესრულებაზე, ასევე დასკვნაზე, რომელიც გაიცემა ფირმის სახელით და სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი სტატუსის მქონე პირები პარალელურად დასაქმებულნი არიან ასევე გარიგების პარტნიორად სხვა აუდიტორულ ფირმებში ან/და ინდივიდუალურად ახორციელებენ აუდიტორულ საქმიანობას, საფრთხე ექმნება როგორც აუდიტის ფუნდამენტური პრინციპის, დამოუკიდებლობის დაცვას, ასევე, აღნიშნული უარყოფითად აისახება შესრულებული გარიგების ხარისხზე. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს გარიგების პარტნიორის მიერ სხვა აუდიტორულ ფირმაში ან/და ინდივიდუალურად აუდიტორული მომსახურების გაწევისას დროის რესურსის პროპორციულად გადანაწილება. ამასთან, გარიგების პარტნიორებისგან დამატებით დროის რესურსს მოითხოვს აუდიტორული ფირმების მიერ შემუშავებული, ერთმანეთისგან განსხვავებული, აუდიტის სახელმძღვანელოების, პოლიტიკისა თუ პროცედურების გაცნობა და პრაქტიკაში მათი ეფექტურად დანერგვა. შედეგად, ზემოთ მოყვანილი გარემოებები უარყოფითად აისახება გარიგების პარტნიორის მიერ შესრულებული გარიგებების ხარისხზე. კანონის ამოქმედებიდან დღემდე სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგების შედეგად გამოვლინდა, რომ თუ გარიგების პარტნიორი დასაქმებულია სხვა აუდიტორულ ფირმაში ან/და ინდივიდუალურად ახორციელებს აუდიტორულ საქმიანობას, უმეტეს შემთხვევაში, ვლინდება გარიგების შესრულების ერთნაირად დაბალი ხარისხი, ხოლო აუდიტორული ფირმები, რომლის გარიგების პარტნიორები მხოლოდ აღნიშნული ფირმის ფარგლებში ახორციელებენ აუდიტორულ მომსახურებას, გამოირჩევიან შესრულებული გარიგების შედარებით მაღალი სტანდარტით. საყურადღებოა, რომ რეფორმის განხორციელებიდან დღემდე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ფირმის და გარიგების პარტნიორის მიმართ შესაბამისი შეზღუდვების დაწესების შემდგომ გარიგების პარტნიორი, შეზღუდვების თავიდან არიდების მიზნით, აუდიტორულ საქმიანობას აგრძელებს მეორე აუდიტორულ ფირმაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გარიგების პარტნიორი, რომელიც დასაქმებულია სხვა აუდიტორულ ფირმაში ან/და ინდივიდუალურად ახორციელებს აუდიტორულ საქმიანობას მონიტორინგს ექვემდებარება განცალკევებულად, თითოეული ფირმის ან/და ინდივიდუალურად საქმიანობის ფარგლებში. აღნიშნული იწვევს სამსახურის მხრიდან გაორმაგებული რესურსის ხარჯვას, მით უფრო, რომ უმეტეს შემთხვევაში ვლინდება გარიგების შესრულების ერთნაირად დაბალი ხარისხი. შედეგად, მცირდება სამსახურის მხრიდან სხვა აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ზედამხედველობის პროცესის ეფექტურობა, რაც მთლიანობაში უარყოფითად აისახება აუდიტის ბაზრის ხარისხზე. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკებიდან და გარიგების შესრულების მაღალი ხარისხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ასევე, სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგების ეფექტურობის გაზრდის მიზნით საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახური წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა და პასუხისმგებელია აუდიტორულ ფირმათა/გარიგების პარტნიორთა ხარისხზე, მიზანშეწონილია მოხდეს ისეთი შემზღუდველი ნორმების დაწესება, რაც გარიგების პარტნიორს აღარ მისცემს შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას მის დამოუკიდებლობას და ასევე, გააუარესოს გარიგების შესრულების ხარისხი. ბოლო წლებია ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია აუდიტის რეფორმის დახვეწაზე და გარიგების პარტნიორთა მუდმივი ზრდისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებად იქცა. საკვანძო საკითხია, ქვეყანაში აუდიტორთა/აუდიტორულ ფირმათა მონიტორინგის მოსამზადებლად სამსახურს ჰქონდეს გონივრული ვადა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური განიხილავს მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სამსახური ვალდებულია არაუგვიანეს 2 კვირაში დაიწყოს ფირმის მონიტორინგი. საყურადღებოა, რომ რეფორმა არის ახალი, შესაბამისად, მიმდინარე მონიტორინგები, დაჩქარებულ ვადებში, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე ხორციელდება. ხდება იმ ფირმების კონტროლი, რომელიც სახელმწიფოს გადმოსახედიდან წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს. იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს მონიტორინგები, შესაძლებელია არაგეგმურად, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადება იქნეს წარმოდგენილი სამსახურში, რაც მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს, აჩქარებს მიმდინარე მონიტორინგის გეგმით გაწერილ ვადებს და რისკის ქვეშ აყენებს საბოლოო გადაწყვეტილების ხარისხს. შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილება განხორციელდეს კანონში და მონიტორინგის დაწყებისათვის განსაზღვრული ვადები (განცხადების განხილვის და უშუალოდ მონიტორინგის დაწყების ვადები) გაორმაგდეს. დღესდღეობით, საქართველოში არ მოითხოვება აუდიტორული ფირმებისაგან გამჭვირვალობის ანგარიში. გამჭვირვალობის ანგარიშის გასაჯაროებას იცნობს არაერთი სახელმწიფოს რეგულატორი. სასურველია იმ აუდიტორულმა ფირმამ, რომელიც სდპ-ს აუდიტორულ მომსახურებას განახორციელებს, ყოველწლიურად ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და რეესტრში ასახვის მიზნით სამსახურს წარუდგინოს გამჭვირვალობის ანგარიში. ასევე, ვინაიდან გამჭვირვალობის ანგარიში პირველად უნდა შედგეს საქართველოში, მიზანშეწონილია მისთვის ნორმები გაწერილი იყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რათა წარმოქმნილი ხარვეზის, ან აუდიტორთა/აუდიტორულ ფირმათა ან სამსახურის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში შედარებით სწრაფად განხორციელდეს მასში ცვლილებები. გამჭვირვალობის ანგარიშის შედგენისა და წარდგენის წესი მიზანშეწონილია დადგენილ იქნეს სამსახურის მიერ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სამსახურის მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის/დოკუმენტების ჩაუბარებლობა სუბიექტების და აუდიტორების მხრიდან. სამსახურს დაკისრებული აქვს ბევრი საზედამხედველო ფუნქცია. რეფორმის მიზნების სწორად და სწრაფად შესასრულებლად სავალდებულოა გამართული კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს შორის. მრავალწლიანმა პრაქტიკამ და მეტად, პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, რომ ხშირია სამსახურის მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაუბარებლობის შემთხვევები. ადრესატის იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართზე არყოფნა, ასევე მიზანმიმართული უარი კორესპონდენციის ჩაბარებაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტის პირის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი მას განმეორებით ეგზავნება. აღნიშნულის მიუხედავად, ხშირია შემთხვევა, როდესაც განმეორებით წარდგენილი კორესპონდენციაც ვერ ბარდება ადრესატს. რაც სამსახურს ასუსტებს, როგორც კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღმსრულებელ რგოლს. მიზანშეწონილია ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებთან ურთიერთობისას შემუშავდეს ისეთი ნორმები, რომელიც მისცემს საშუალებას სამსახურმა აღასრულოს დადგენილი საკანონმდებლო რეგულაციები. კანონპროექტის შემუშავება ასევე განპირობებულია ანგარიშგების წარუდგენლობის, როგორც სამართალდარღვევის ფაქტის განმეორებადობის და რეფორმასთან სუბიექტების სისტემატური წინააღმდეგობის აღკვეთის პრობლემატიკით - წარუდგენლობის ფაქტის ორ უწყვეტ საანგარიშგებო პერიოდთან მიმართებით განმეორებადობა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას კატეგორიისთვის განკუთვნილი ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით. კანონპროექტის მიღების მიზეზი ასევე არის არააუდიტირებული, ან არაუფლებამოსილი პირის მიერ აუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის ფაქტის, როგორც სამართალდარღვევის მიმართ გამოყენებული სანქციის შემსუბუქება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებით, კერძოდ, მიზანშეწონილია ანგარიშგების წარდგენა კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევით უფრო მძიმე დარღვევად არ იყოს კვალიფიცირებული, ვიდრე ანგარიშგების სრული წარუდგენლობა. პრობლემატურია, რომ არსებული რედაქციით, სამსახურს არ გააჩნია დისკრეცია მსგავს შემთხვევაში სუბიექტის მიმართ გამოიყენოს წერილობითი გაფრთხილების ალტერნატივა და განუსაზღვროს ვადა აუდიტირებული ანგარიშგების წარსადგენად. კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთი მიზეზია, კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის გამოსაყენებელი სანქციების სახეებთან და ოდენობებთან დაკავშირებული საკითხის დაზუსტების საჭიროება. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, კანონი ითვალისწინებს სანქციათა რამდენიმე სახეს (წერილობითი გაფრთხილება, საჯარო გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა და ა.შ.), ამასთან გარკვეულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, სანქციის სახით ფულადი ჯარიმის ოდენობები განსაზღვრულია ზღვრების სახით (მაგალითად, „5000 ლარამდე“, „500 ლარიდან - 5000 ლარამდე“, „1000 ლარამდე“ (კანონის 24-ე და 25-ე მუხლები)), ასევე აუდიტორული მომსახურების განხორციელების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელმოწერის აკრძალვაც გათვალისწინებულია ზღვრის სახით - „არაუმეტეს 3 წლით“ (24-ე მუხლი), რაც პრაქტიკაში ქმნის პრობლემას კონკრეტული სანქციის გამოყენებასთან მიმართებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია, კანონით დადგენილ ფარგლებში, სანქციების კონკრეტული სახეები და ოდენობები, ასევე მათი გამოყენების წესი განისაზღვროს სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რათა ნორმატიულ დონეზე იყოს განსაზღვრული კონკრეტული სანქციები და განჭვრეტადი იყოს, თუ რა შემთხვევაში კონკრეტულად რა სანქცია დაეკისრება სამართალდამრღვევს. ასევე, ცვლილების შემუშავება განპირობებულია კანონის არსებული რედაქციით, რომლის ფარგლებშიც სამსახური ვალდებულია წერილობითი გაფრთხილების გაცემის შემდგომ, დარღვევის განგრძობის პირობებში სუბიექტებს დააკისროს ფულადი ჯარიმა კატეგორიისთვის განკუთვნილი ოდენობით. კანონპროექტი შექმნის შესაძლებლობას, რომ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სამსახურმა დაიტოვოს უფლებამოსილება არ გამოიყენოს ფულადი ჯარიმა 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდამდე წარდგენილი ანგარიშგებებისთვის მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიმართ. ცვლილების მიზეზია აღნიშნული კატეგორიის საწარმოების წინაშე არსებული გამოწვევა - მათი ანგარიშვალდებულ სუბიექტებად მიჩნევის შემდგომ, მიმდინარე მოცემულობით, ჯერ კიდევ მაღალია ანგარიშგებათა წარუდგენლობის მაჩვენებელი - სამსახურის მიზანია მეოთხე კატეგორიის საწარმოთათვის შედარებით მარტივი გახადოს ანგარიშგებების თავდაპირველად შედგენისა და წარდგენის პროცესი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საწარმოთა შედარებით მოწყვლად რგოლს - განსაზღვრული კრიტერიუმების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ აუდიტორულმა ფირმებმა სულ მცირე IFRS for SMEs სტანდარტებით წარადგინონ ანგარიშგება, ასევე აუდიტორული ფირმების ანგარიშგებები გასაჯაროვდეს REPORTAL.GE-ზე - დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ რომელ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს აუდიტორული ფირმების ანგარიშგება, განპირობებულია იმით, თუ რომელი კატეგორიის სუბიექტის კრიტერიუმს აკმაყოფილებს აუდიტორული ფირმა. მიზანშეწონილია განისაზღვროს, რომ აუდიტორული ფირმების ანგარიშგება სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS for SMEs). ასევე, მიზანშეწონილია განისაზღვროს, რომ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საგამონაკლისო ნორმა, სამსახურის მიერ მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებების არგამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არ გავრცელდეს აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც არიან მეოთხე კატეგორიის საწარმოები და მათი ანგარიშგებები გამოქვეყნდეს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეული ნორმების დაზუსტებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის აუცილებლობამ. სამსახურის ფუნქციონირების განმავლობაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, გამოვლინდა რიგი საკითხებისა, რაც კანონმდებლობაში საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კანონპროექტი უზრუნველყოფს ნორმების შინაარსობრივ და ტერმინოლოგიურ გამართვას, ასევე სამსახურში მიმდინარე პროცესების დახვეწას - სამართლებრივ საკითხებზე დავების შემცირებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის გზით, რამდენადაც იცვლება საკანონმდებლო ნორმები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით გადაიდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ანგარიშგებააუდიტის რეფორმის განხორციელების კუთხით და საქართველოს კანონმდებლობა უფრო მეტად დაიხვეწება და დაუახლოვდება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ხორციელდება შემდეგი ცვლილებები: პროექტის შესაბამისად, განისაზღვრება ტერმინი „ქსელი“, როგორც - თანამშრომლობაზე ორიენტირებული ფართო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და რომელიც ცალსახად მოგებაზე ან ხარჯების განაწილებაზე არის ორიენტირებული ან წარმოადგენს საერთო საკუთრებას, ექვემდებარება საერთო კონტროლს ან მართვას, გააჩნია საერთო ხარისხის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, საერთო ბიზნეს სტრატეგია, იყენებს საერთო საფირმო სახელწოდებას ან პროფესიული რესურსების მნიშნელოვან ნაწილს. ასევე, ზუსტდება საერთაშორისო სტანდარტის სათაური, ისევე როგორც ეს განსაზღვრულია ორიგინალ ვერსიაში. ნაცვლად სიტყვა ,,სტანდარტებისა“ განისაზღვრა სიტყვა ,,სტანდარტი“. ამასთან, განისაზღვრება, რომ იმ სუბიექტის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs). ცვლილება ხორციელდება კანონის მე-9 მუხლში და განისაზღვრა, რომ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო ნორმა, არ ვრცელდება აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც არიან მეოთხე კატეგორიის საწარმოები. სამსახური ვალდებული იქნება წარდგენილი ანგარიშგება გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. დგინდება, რომ გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი დასაქმებული იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას. კანონის მე-14 მუხლის შემდეგ ემატება 141 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება იმ აკრძალული არააუდიტორული მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევის უფლებაც სდპსათვის აუდიტორული მომსახურების გამწევ აუდიტორულ ფირმებს არ ექნებათ, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა. ცვლილება ხორციელდება კანონის მე-19 მუხლში, რომლის თანახმად, იცვლება სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადების განხილვის ვადა. გარდა ამისა, დგინდება გამჭვირვალობის ანგარიშის გასაჯაროების ვალდებულება, კერძოდ, განისაზღვრება, რომ აუდიტორული ფირმა, რომელიც ფინანსური ანგარიშგების აუდიტს უწევს სდპ-ს, ვალდებული იქნება თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, საკუთარ ვებგვერდზე გაასაჯაროვოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტის ახალი რედაქციით დგინდება, რომ მატერიალური ფორმით გაგზავნილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას განმეორებით ეგზავნება, ხოლო განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სამსახურის ვებგვერდზე (www.saras.gov.ge) გაასაჯაროოს ინფორმაცია ჩაუბარებელი დოკუმენტის შესახებ, რაც ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს. რაც შეეხება ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კანონის 221 მუხლის მე-7 პუნქტის ახალი რედაქციით განისაზღვრება, რომ თუ მისი ჩაბარება არ დასტურდება სუბიექტის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებით, მატერიალური ფორმით ჩაბარების ნაცვლად, სამსახური უფლებამოსილია აქტის ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გაასაჯაროოს დოკუმენტი ანგარიშგების პორტალზე, რომელიც ჩაბარებულად ჩაითვლება გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს. კანონის 221 მუხლისთვის დასამატებელი 71 პუნქტით განისაზღვრება, რომ სამსახური კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციის დაკისრების თაობაზე სამართლებრივი აქტის გასაჯაროებამდე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სუბიექტის მიმართ გაცემულ ფულადი ჯარიმის აქტთან დაკავშირებულ შეტყობინებას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს, რომელიც სავალდებულო შეტყობინების ფორმით გაუგზავნის ადრესატს ინფორმაციას აქტის თაობაზე. ასევე ხორციელდება ცვლილება კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ზუსტდება, რომ სამართალდარღვევის შემთვევაში სამსახური გამოიყენებს ჯერ წერილობით გაფრთხილებას, აღმოუფხვრელობის შემთვევაში საჯარიმო სანქციას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ჯარიმის გაორმაგება. ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სუბიექტი დააჯარიმოს საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით. ამასთან განისაზღვრება, რომ სდპ-ს, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფების მიერ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის კანონმდებლობით დადგენილი წესით განუხორციელებლობის შემთხვევაში, სუბიექტს პირველ ეტაპზე ეგზავნება წერილობითი გაფრთხილება და მხოლოდ მოთხოვნის კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა. ასევე, სამსახური სუბიექტს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად დამატებით ვადას განუსაზღვრავს ფულადი ჯარიმის აქტით. სამსახურის მიერ სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს კატეგორიისთვის განკუთვნილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით დაკისრებას. კანონის 27-ე მუხლის ემატება 21 პუნქტი, რომლის თანახმად, კანონის 23-ე - 25-ე მუხლების ფარგლებში, სამსახურის მიერ სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესი განისაზღვრება სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. კანონის 28-ე მუხლს ემატება 23-ე პუნქტი და განისაზღვრება, რომ ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია, შემოიფარგლოს წერილობითი გაფრთხილებით მეოთხე კატეგორიის საწარმოების მიმართ, 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდამდე წარდგენილი ანგარიშგებებისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა მისი პირველი მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია საანგარიშგებო პერიოდის დაწყებასთან. ამასთან, კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტები - გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში დასაქმების ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად აუდიტორული მომსახურების განხორციელების შეზღუდვასთან დაკავშირებული ნორმა, ასევე კანონის 23-ე - 25-ე მუხლების ფარგლებში, სანქციის სახის/ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესის სამსახურის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენასთან დაკავშირებული ნორმა ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე პირებს, რომლებზეც გავრცელდება კანონის აღნიშნული ნორმების მოქმედება მიეცემათ გონივრული ვადა ადაპტირებისათვის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშსწორებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და სსიპ - შემოსავლების სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით დაკისრება, იმ სუბიექტებზე, რომლებიც ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდზე დაარღვევენ ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებას. გავლენის ოდენობა კი დამოკიდებული იქნება სამართალდამრღვევ სუბიექტთა რაოდენობას და დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე. წინა წლების სტატისტიკაზე დაყრდნობითა და იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგებები არ წარადგინა ხუთმა პირველი კატეგორიის საწარმომ და ოცდაერთმა მეორე კატეგორიის საწარმომ და 2023 წლის მდგომარეობით დაფიქსირებულია ერთი სდპ-ს, 9 (ცხრა) პირველი და 34 (ოცდათოთხმეტი) მეორე კატეგორიის საწარმოს მიერ წარუდგენლობა ფინანსური ანგარიშგების, ჯარიმის ხუთმაგი ოდენობის შემთხვევაში ამ მოცემულობით ბიუჯეტში შევა 775 000 ლარით მეტი (ამ მოცემულობითა და 2022 წელზე დაყრდნობით პირველ კატეგორის საწარმოებიდან - 250 000 ლ, მე-2 კატეგორიასთან მიმართებაში 525 000 ლ.) ამასთან, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან იცვლება სანქცია სდპ-ების, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფების მიერ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განუხორციელებლობისათვის, რადგან კანონპროექტის შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის პირველ ეტაპზე ასეთ პირებს გაეგზავნებათ გაფრთხილება (მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საწყის ეტაპზევე ჯარიმის დაკისრებას), ხოლო ჯარიმის გამოყენების უფლება სამსახურს ექნება მხოლოდ გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. ხოლო მეორე მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დებულებას, რომლის თანახმად ჯარიმის დაკისრების აქტით გათვალისწინებულ ვადაში სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რამდენი პირი არ შეასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებას. აღნიშნულთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება ჯარიმების შემცირება, მხოლოდ სანქციის სახედ გამოყენებული იქნება თავდაპირველ ეტაპზე გაფრთხილება და თუ არ მოხდება სუბიექტების მხრიდან ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენა, მხოლოდ ამის შემდგომ გამოიყენებს სამსახური სანქციის სახით დაჯარიმების ბერკეტს. 2022 წლის (2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებებთან მიმართებაში) ანალიზის საფუძველზე არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენის გამო, სანქციის სახის - წერილობითი გაფრთხილების კანონმდებლობით არარსებობის პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტში შესულია 55 000 ლარი (გარდა ამისა, 5 000 ლარი მიმდინარე ეტაპზე ელოდება აღსრულების პროცესს). აღნიშნული ცვლილების, კერძოდ, სანქცირების პროცესში 1 ეტაპის (წერილობითი გაფრთხილების) დამატებით არის მოლოდინი, რომ სუბიექტების მხრიდან მოხდება კანონშეუსაბამობის აღმოფხვრა და შესაბამისად შესაძლებელია ზემოაღნიშნული თანხები არ შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა თუ სუბიექტები არ გაითვალისწინებენ წერილობით გაფრთხილებას, გასათვალისწინებელია რომ ჯარიმების ოდენობა არ იცვლება და იგივე რაოდენობის თანხებით მოხდება მათი დაჯარიმება და შესაბამისად აღსრულდება მოთხოვნა. კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მეოთხე კატეგორიის საწარმოებს 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდამდე წარდგენილი ანგარიშგებების ვადის დარღვევით ან/და კანონმდებლობის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში არ განესაზღვრებათ ჯარიმა და სამსახური გამოიყენებს მხოლოდ გაფრთხილებას. აღნიშნულთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ მეოთხე კატეგორიის სუბიექტებს ფინანსური ანგარიშგების სახელმწიფოსათვის წარდგენის ვალდებულება გაუჩნდათ 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდიდან თუმცა აღნიშნული სუბიექტები სახელმწიფოს მხრიდან არ დაჯარიმებულან. მე-4 კაატეგორიის სუბიექტებზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შემდეგ აღარ მოხდება კომპანიების მიერ 2020 წელთან მიმართებაში - 13671 ლარის გადახდა, 2021 წელთან მიმართებაში 19691 ლარის გადახდა, ხოლო 2022 წლის ანგარიშგებებთან მიმართებაში 34 307 ლარის გადახდა, რაც საერთო ჯამში შეადგენს 67 669 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს აუდიტორული ფირმების (რომლებიც წარმოადგენენ მეოთხე კატეგორიის საწარმოს) წარდგენილი ანგარიშგებები, ასევე სამსახურის ვალდებულებაა შეიმუშაოს გამჭვირვალობის ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესი. აღნიშნული გაზრდის შესაბამის დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა დატვირთულობას, თუმცა აღნიშნული გამომდინარეობს სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებებიდან და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება არსებული რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ სუბიექტებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან აუდიტორული ფირმების რეესტრში, ვინაიდან კანონპრექტით განისაზღვრება ვალდებულება, რომ ასეთი სუბიექტების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs ). ამდენად, ასეთ სუბიექტებს მოუწევთ ფინანსური ანგარიშგების მომზადება ახალი სტანდარტით, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყო დასაქმებულ პირთა დატვირთულობასთან და დამატებით ხარჯებთან. დღეის მდგომარეობით აუდიტორული ფირმების რეესტრში რეგისტრირებულია 271 სუბიექტი. აღნიშნული მონაცემი ყოველდღიურად იცვლება. კანონპროექტი ასევე გავლენას იქონიებს ისეთ გარიგების პარტნიორებზე, ვინც გარიგების პარტნიორად დასაქმებული იყო ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში, ვინაიდან კანონპროექტის შესაბამისად იზღუდება ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში დასაქმება ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად აუდიტორული მომსახურების ინდივიდუალურად განხორციელება. შესაბამისად, ასეთ პირებს შესაძლებელია შეუმცირდეს შემოსავალი. გარიგების პარტნიორების რაოდენობა, რომლებსაც აეკრძალებათ სხვა ფირმებში დასაქმება/ან ინდივიდუალურად ოპერირება ბაზარზე - შეიძლება იყოს საშუალოდ 100 ფიზიკური პირი. კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს სდპ-სათვის აუდიტორულ მომსახურების გამწევ აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც აუდიტორული მომსახურების გაწევის გარდა პარალელურად ახორციელებენ ამავე სუბიექტების არააუდიტორულ მომსახურებებს, ვინაიდან მათ შეუმცირდებათ შემოსავლები, რასაც იღებდნენ ასეთი მომსახურებებისთვის. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება არააუდიტორული მომსახურების რაოდენობაზე და მომსახურებისათვის მისაღებ თანხებზე. აღნიშნული ცვლილება გავლნას მოახდეს ბაზარზე არსებულ მხოლოდ სდპსათვის აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელ 13 (ცამეტ) აუდიტორულ კომპანიაზე. კანონპროექტი გავლენას იქონიებს ისეთ აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების აუდიტს უწევენ სდპ-ს, ვინაიდან აუდიტორული ფირმები ვალდებული იქნებიან შეადგინონ გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში და ამასთანავე გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდზე. გავლენის ოდენობა თითოეული ასეთი აუდიტორული ფირმისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ რა ხარჯთან იქნება დაკავშირებული მისთვის გამჭვირვალობის ანგარიშის შედგენა და გამოქვეყნება. კანონპროექტი გავლენას იქონიებს სუბიექტებზე, რომლებსაც სამართალდარღვევის გამოსასწორებლად მიეცათ 1 თვის ვადა და მიუხედავად აღნიშნულისა არ გამოასწორეს დარღვევა, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით დაკისრება, თუ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდზე დაარღვევენ ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებას. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ოდენობაზე. გასათვალისწინებელია ასევე, რომ კანონპროექტი გავლენას იქონიებს სდპ-ებზე, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებზე და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფებზე, იმ შემთხვევაში თუ ისინი დაარღვევენ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების ვალდებულებას. რადგან კანონპროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია ერთის მხრივ ჯარიმის შემსუბუქება და აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის პირველ ეტაპზე ასეთ პირებს გაეგზავნებათ გაფრთხილება (მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საწყის ეტაპზევე ჯარიმის დაკისრებას), ხოლო ჯარიმის გამოყენების უფლება სამსახურს ექნება მხოლოდ გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. ხოლო მეორე მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაკისრების აქტით გათვალისწინებულ ვადაში სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა კატეგორიის სუბიექტს წარმოადგენს სამართალდამრღვევი. კანონის შესაბამისად პირველ ეტაპზე ჯარიმის ოდენობა შეადგენს: მეოთხე კატეგორიის საწარმო – 500 ლარი; მესამე კატეგორიის საწარმო – 1 000 ლარი; მეორე კატეგორიის საწარმო – 5 000 ლარი; პირველი კატეგორიის საწარმო და სდპ – 10 000 ლარი. ამასთანავე, კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს მეოთხე კატეგორიის საწარმოებზე, ვინაიდან ისინი არ დაჯარიმდებიან 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდამდე წარდგენილი ანგარიშგებების ვადის დარღვევით ან/და კანონმდებლობის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევის სახესა და ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად იცვლება აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისათვის სანქციის გამოყენების პროცედურა, კერძოდ, თავდაპირველად სუბიექტს გაეგზავნება წერილობითი გაფრთხილება. წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში სუბიექტის მიერ კანონის მოთხოვნების შესაბამისად აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა მომდევნო ეტაპზე გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შესაბამისი კატეგორიის სუბიექტისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. სამსახური სუბიექტს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად დამატებით ვადას განუსაზღვრავს ფულადი ჯარიმის აქტით. ჯარიმის დაკისრების შემდეგ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების კიდევ წარმოუდგენლობა უკვე გამოიწვევს კატეგორიისთვის განკუთვნილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით დაჯარიმებას. ხოლო ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სუბიექტი დააჯარიმოს საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. პირიქით, ეხმიანება და მოდის შესაბამისობაში საზოგადოებრივი დაინტერესების პირების სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნებისა და კომისიის 2005/909/EC გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის No 537/2014 რეგულაციასთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.