„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.11.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/342/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის 57-ე მუხლისმე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-11 პუნქტები: „9. სავალდებულო აუდიტის შედეგების განმარტების მიზნით, აუდიტორული ფირმა აუდიტის კომიტეტისათვის წარადგენს დამატებით ანგარიშს წერილობითი ფორმით. დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. 10. აუდიტორული ფირმა, რომელიც ახორციელებს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს ასახავს აუდიტირებული სუბიექტის აუდიტის კომიტეტისათვის წარდგენილ, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დამატებით ანგარიშში. თუ აუდიტირებულ სუბიექტს არ ჰყავს აუდიტის კომიტეტი, დამატებითი ანგარიში უნდა წარედგინოს აუდიტირებულ სუბიექტში მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ ორგანოს. 11. აუდიტის კომიტეტი ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო მითითებებს მუხლი 2. აუდიტის კომიტეტისთვის წარსადგენი დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიმუშავებს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება გამომდინარეობს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების საჭიროებიდან, რომელიც თავის მხრივ განპირობებულია საზოგადოებრივი დაინტერესების პირების სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნებისა და კომისიის 2005/909/EC გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 537/2014 რეგულაციით გათვალისწინებული დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზანშეწონილობით კერძოდ, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 141 მუხლი, რომელიც არეგულირებს არააუდიტორული მომსახურებების აკრძალვის საკითხს. თუმცა, აღნიშნული მუხლი უშვებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია დაუშვას აღნიშნული მომსახურებების გაწევის შესაძლებლობა, მაგალითად თუ აუდიტის კომიტეტისთვის წარდგენილია დამატებითი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება და მიზანშეწონილობა გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების მიზნებიდან. შესაბამისად, საჭიროა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი) შესაბამისი ცვლილების შეტანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული ცვლილების მიღების გარეშე არ იქნება შესაძლებელი რიგი ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან, ამასთან, გაძლიერდეს აუდიტის კომიტეტები და მათი როლი ქვეყანაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით აუდიტორულ ფირმებს შესაძლებლობა ექნებათ გასწიონ რიგი მათთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული არააუდიტორული მომსახურებებისა, აუდიტის კომიტეტისათვის დამატებითი ანგარიშის წარდგენის შემთხვევაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება დღეს მოქმედი კანონის 57-ე მუხლში და ემატება მე-9-მე-11 პუნქტები, რომლის თანახმად, განისაზღვრება, რომ აუდიტორული ფირმა, რომელიც განახორციელებს სდპ-ს (საზოგადოებრივი დაინტერესების პირის) ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, აუდიტირებული სუბიექტის აუდიტის კომიტეტს უნდა წარუდგინოს დამატებითი ანგარიში. თუ აუდიტირებულ სუბიექტს არ ჰყავს აუდიტის კომიტეტი, დამატებითი ანგარიში წარედგინება აუდიტირებულ სუბიექტში მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ ორგანოს. აუდიტის კომიტეტისთვის წარსადგენი დამატებითი ანგარიში მზადდება წერილობითი ფორმით და მასში განიმარტება ჩატარებული სავალდებულო აუდიტის შედეგები. დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესს დაადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. ამასთან, აუდიტის კომიტეტი ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება შეიმუშაოს კომიტეტისთვის წარსადგენი დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის თუმცა აღნიშნული გამომდინარეობს სამსახურზე კანონმდებლობით წესი, დაკისრებული ვალდებულებებიდან და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება არსებული რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას იქონიებს აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც ახორციელებენ სდპ-ს ფინანსურ ანგარიშგების აუდიტს, ვინაიდან კანონპროექტით განისაზღვრება ასეთი აუდიტორული ფირმების ვალდებულება აუდიტირებული სუბიექტის აუდიტის კომიტეტს წარუდგინონ დამატებითი ანგარიში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება რესურსზე, რომელიც საჭიროა ასეთი ანგარიშის შედგენისათვის. ამასთან, კანონპროექტი გავლენას იქონიებს ისეთ აუდიტის კომიტეტსა ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ ორგანოზე, რომლებიც გამოსცემენ ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ არააუდიტორული მომსახურებების აკრძალვასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო მითითებებს. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება რესურსზე, რომელსაც დახარჯავს აუდიტის კომიტეტი ან მსგავსი ფუნქციის შემსრულებელი ორგანო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებაზე. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან და სხვა სახის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.