„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.12.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/345/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. 1184 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1185 მუხლი: „მუხლი 1185. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 29010 მუხლით დადგენილი წესით.“. 2. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე6−მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352 −1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 1662, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416 −17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715 , 180-ე−1811 , 1813 −1815, 182-ე−1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168 და 118-1184, 119-ე -122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 1291 და 1352−1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე პარაპლანით ფრენის განხორციელების დროს უსაფრთხოების წესების დაცვას, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 3. 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 239-ე მუხლის: ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168 და 1184 ე−118 , 119-ე-123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 134-ე, 135 2−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“; ბ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. ამ კოდექსის 1185 მუხლით და 1271 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.“. 5. 242-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1168 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 1291, 1352–1354, 1527, 1528, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ან 21 ნაწილით და 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“; ბ) შენიშვნის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „1. ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.“. 6. 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 1151−1168, 118-1184, 119-ე - 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“. 7. 290-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 1151, 116-ე, 118-1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 1271 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. ჯარიმის ან საურავის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მძღოლს აღუდგება მართვის უფლება. მართვის უფლების აღდგენისთვის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ არის.“. 8. 2909 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 29010 მუხლი: „მუხლი 29010. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის/გამოტანილი დადგენილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარება 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკისრება შესაბამის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების ცენტრს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება. 3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება. 4. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 6. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას გამოიყენება ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი. 7. ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა შეადგინა.“. 9. 291-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 1151, 116-ე, 118-1184, 119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 1271, 1291, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას სამართალდამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე სამართალდამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევით ახორციელებს აღმასრულებელი.“. მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, 2025 წლის 3 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების და წარდგენის წესის შემუშავება; ბ) ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის შემუშავება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 3 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი გამომდინარეობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული ცვლილებიდან და თან ერთვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს. ამ უკანასკნელის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ - სააგენტო) უფლებამოსილია, განახორციელოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი. აღნიშნულიდან გამდინარე, ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, რომლებიც უზრუნველყოფს დარღვევების პრევენციას და ინსპექტირების პროცესის ობიექტურად განხორციელებას, მომზადდა ცვლილების პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელსაც ემატება ახალი 1185 მუხლი. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, ინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება სააგენტოს მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე განისაზღვროს ადმინისტრაციული ჯარიმა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ინსპექტირების პროცესის ეფექტიანობას და გაჯანსაღებას, რაც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე პროექტით კოდექსს ემატება შემდეგი შინაარსის ახალი 1185 მუხლი, რომელიც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრავს ჯარიმების ოდენობებს: ა) სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის N510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში: „ტექნიკური რეგლამენტი“) მე-5 მუხლის 121 პუნქტის თანახმად: „ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ხარვეზები მათი სიმძიმის დონის გათვალისწინებით იყოფა კატეგორიებად შემდეგი თანმიმდევრობით: ა) სახიფათო ხარვეზი − ხარვეზი, რაც წარმოშობს პირდაპირ და მყისიერ რისკს საგზაო უსაფრთხოების მიმართ ან უარყოფითად აისახება გარემოზე; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზი − ხარვეზი, რომელიც შესაძლებელია, უარყოფითად აისახოს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გავლენა იქონიოს გარემოზე, ან საფრთხე შეუქმნას ქვეითებსა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს; გ) უმნიშვნელო ხარვეზი − ხარვეზი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გარემოზე.“. ამდენად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს მათ დაჯარიმებას და შესაბამისი სანქციის დადებისას გათვალისწინებულ იქნება იმ ხარვეზის კატეგორია, რომელიც არ დაფიქსირდა (მაგალითად: ავტომობილს გააჩნია სახიფათო ხარვეზი რისი დაფიქსირებაც არ მოხდა) ან არასწორად დაფიქსირდა (მაგალითად: გამართულ ავტომობილზე დაფიქსირდა სახიფათო ხარვეზი) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში. აქვე, დაჯარიმებას დაექვემდებარება ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევებიც, რომლებიც არ უკავშირდება ავტომობილის ხარვეზის კატეგორიას (მაგალითად: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მხრიდან არასწორად დაფიქსირდა ავტომობილში ტაქოგრაფის არსებობის ფაქტი რითიც დაირღვა აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის 32-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი). ამისათვის კი მნიშვნელოვანია, სააგენტოს გააჩნდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისა და ადგილზევე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება. შესაბამისად, ცვლილება შედის კოდექსის 214-ე მუხლში და ემატება მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. 1185 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დაფიქსირების საშუალება სააგენტოს უფლებამოსილ პირს ექნება როგორც ადგილზე, ისე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე. შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. აღნიშნულ დებულებებს ითვალისწინებს ახალი 29010 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, აგრეთვე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის/გამოტანილი დადგენილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარება და ა.შ. რაც შეეხება საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების და წარდგენის წესს, ასევე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესს, დაამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. კოდექსის 239-ე მუხლის 28-ე ნაწილში შედის ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება, რომ სააგენტო განახორციელებს 1185 მუხლით გათვალისწინებული საკითხების ადმინისტრირებას. 242-ე მუხლში ასახული ცვლილება სააგენტოს აძლევს საჯარიმო ქვითრის ადგილზე გამოწერის უფლებამოსილებას. ასევე, 209-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში, 239-ე მუხლის მე-13 ნაწილში, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილში, 290-ე მუხლის 11 ნაწილში და 291-ე მუხლის მე-5 ნაწილში ცვლილება ხორციელდება იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრირების ქვეშ არ მოხვდეს 1185 მუხლი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, სააგენტოს 2025 წლის 3 იანვრამდე გააჩნდეს კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესების შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილება. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2025 წლის 3 იანვარიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე, კანონის სრულად ასამოქმედებლად საჭიროა სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული წესების დამტკიცება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. სააგენტო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს ახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დარღვევის შესაბამისად ჯარიმის შემდეგი ოდენობებით: ა) სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან შემოსული (ჯარიმების სახით) თანხის 100%, რომელიც გადახდევინებულია ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ, შედის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს, შემოსული თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსი მოცემულ სამართალდარღვევას არ იცნობს სტატისტიკური მონაცემები მასთან დაკავშირებით არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოცემული მუხლი სტრუქტურულად ემატება კოდექსის მე-10 თავს, რომელიც ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევებს ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში. 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე მოცემული სამართალდარღვევებიდან შემოსული ჯარიმების ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტში შეადგენდა 76,786,884.21 ლარის, 2021 წლიდან 2022 წლამდე 52,392,812.44 ლარს, ხოლო 2020-2021 წლებში 40,502,191.11 ლარს. შესაბამისად მოცემულ თავში არსებული სამართალდარღვევებიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე იზრდება და მოცემული კანონპროექტით სავარაუდოა მისი კიდევ უფრო მეტად გაზრდა. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით გავლენას მოახდენს ახალი დასაქმებულების ხელფასიდან 20%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა საშემოსავლო გადასახადის სახით. კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში ახალი თანამშრომლების (10 ახალი თანამშრომელი საშუალო ხელფასი 2400 ლარი) ხელფასი ჯამურად იქნება 288 000 ლარი და აქედან 20% ანუ 57 600 ლარი, საშემოსავლო გადასახადის სახით გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, კანონის ამოქმედების წელს და შემდგომ სამი წლის განმავლობაში - 2026 წელს-57 600 ლარი, 2027 წელს-57 600 ლარი, 2028 წელს -57 600 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სააგენტოს მოუხდება ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის როგორიცაა: ა) დამატებული ადამიანური რესურსისთვის გადასახდელი შრომის ანაზღაურება. აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სააგენტოს დაემატება 10 ახალი თანამშრომელი, თითოეული მათგანის საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2400 ლარს, შესაბამისად კანონის მიღების წელს და შემდგომ სამი წლის განმავლობაში ახალ თანამშრომელებზე გასაწევი საერთო ხარჯი იქნება 288 000 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე აისახება დასაქმებულთა ხელფასიდან 2% -ის საპენსიო დანაზოგში შეტანა, შესაბამისად ახალი თანამშრომლებისთვის გამოყოფილი ხელფასებიდან 5760 ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადანაწილდება დასაქმებულთა საპენსიო დანაზოგში. ბ) საოფისე ხარჯები მოიცავს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის (ერთ თანამშრომელზე დაახლოებით 1700 ლარი, სულ 17 000 ლარი) დასაფარ ხარჯებს. ვინაიდან რეგიონალური განყოფილება განლაგდება ქუთაისის უკვე არსებულ ოფისში, ამ მხრივ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება. წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ადმინისტრირებას დასჭირდება სათანადო ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა სააგენტოს მხრიდან. კერძოდ სააგენტოს მოუხდება ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის როგორიცაა: საჯარიმო ქვითრის დაბეჭდვა (ერთი ქვითრის ბეჭვდა 0.40 ლარი, არსებული ცენტრების რაოდენობაა 40, სავარაუდო ხარჯი - წელიწადში 16 ლარი) , ბაზრის მონაწილეების ინსპექტირება, წინამდებარე კანონპროექტის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ღონისძიების აღსრულება, მათ შორის დამატებითი ტექნიკური რეგულაციებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ა.შ. ამ მხრივ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება. სექტორში მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის ხარჯები დამოკიდებული იქნება სააგენტოს მხრიდან ყოველწლიურად განხორციელებული შემოწმებების რაოდენობასა და სიხშირეზე, ასევე იმ მიდგომებზე, რომლებიც იქნება გამოყენებული სექტორის ზედამხედველობის პროცესში. სააგენტო, ამ ღონისძიებებს განახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირების (ინსპექტირების ცენტრები) მიმართ, რადგან მათ მოუწევთ წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წინამდებარე პროექტით კოდექსის 1184 მუხლის შემდეგ ემატება მუხლი 1185, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის შემდეგ ოდენობებს: ა) სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული ჯარიმის ოდენობის თანმიმდევრულობა დარღვევის სიმძიმესა და დამრღვევი პირის შემოსავლების მიმართ. კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება სააგენტოს მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას. ვინაიდან, დღეისათვის კანონმდებლობაში არ არსებობს ამ სახის პირდაპირ გათვალისწინებული სამართალდარღვევა და შესაბამისად სანქცია, მიზანშეწონილია, რომ ამ ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე ადეკვატური ადმინისტრაციული ჯარიმა. კანონპროექტის შესაბამისად, ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებული დარღვევები იყოფა შესაბამის ხარისხებად. აღნიშნული ფაქტორი გათვალისწინებულ იქნა ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის განსაზღვრისას და ჯარიმის ოდენობები დიფერენცირდა შემდეგნაირად: სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ ჯარიმის ოდენობები არის ადეკვატური და შესაბამისობაშია სამართალდარღვევების სიმძიმესთან. სწორედ დარღვევების სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით შეირჩა კანონპროექტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხების კონკრეტული ოდენობები და ჩაითვალა, რომ ჯარიმის შემოთავაზებული ოდენობები იქნება ოპტიმალური და ეფექტური, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დარღვევების პრევენციას, ინსპექტირების პროცესის ობიექტურად განხორციელებას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებას, ვინაიდან გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება სხვა ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.