საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მიშა გამეზარდაშვილის მიერ წარმოდგენილ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-14628/23; 15.11.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 66
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2614?local=true
საქართველოს პარლამენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
თარიღი
11 დეკემბერი 2023 12:00
2023 წლის 11 დეკემბერი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის
ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/323;
04-10-2023) წამყვანი კომიტეტი; მესამე მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
2. საქართველოს მოქალაქე მიშა გამეზარდაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (1-14628/23; 15.11.2023);
მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია.
1 of 2
12/10/2023, 12:54 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
ოქმი N66
2023 წლის 11 დეკემბერი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)
სხდომის ოქმი
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ბერაია (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე (ალექსანდრე ტაბატაძის
უფლებამონაცვლე), თენგიზ შარმანაშვილი, მარიამ ლაშხი (რატი იონათამიშვილის
უფლებამონაცვლე), გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი, ხატია
წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე მოწერელია, თეიმურაზ ჯანაშია, დევი
ჭანკოტაძე, პაატა მანჯგალაძე (თეონა აქუბარდიას უფლებამონაცვლე)
სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა.
ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის
ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/323;
04-10-2023)
წამყვანი კომიტეტი; მესამე მოსმენა
მომხსენებელი:
ბაჩიაშვილი.
საქართველოს
მთავრობის
საპარლამენტო
მდივანი
-
ვახტანგ
2. საქართველოს მოქალაქე მიშა გამეზარდაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (№1-14628/23; 15.11.2023)
მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია.
1. კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი განიხილა
მესამე მოსმენით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/323; 04.10.2023) და მომზადებულად ცნო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენისათვის განსახილველად.
2. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე - საკანონმდებლო
წინადადებაზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ მასში დასმული საკითხი
დარეგულირდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტით ,,თავდაცვის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ"(№07-2/335; 15.11.2023) რომელიც, მიმდინარე წლის
30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებულია მე-3
მოსმენით.
შესაბამისად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას
და კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა
ცნობილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის
თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის
მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარი შემაშფოთებელ და უმძიმეს ფაქტად შეაფასა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რუსული ოკუპაციაა. ამ პრობლემების
სხვადასხვა გამოვლინებას, რაც ოკუპაციას უკავშირდება, სამწუხაროდ, ყოველდღიურად
საკუთარ თავზე სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების სახით ცდის ჩვენი მოსახლეობა.
ნებისმიერი პირი, რომელიც არის ბრალდებული და შემჩნეული საქართველოს
მოქალაქის უფლებების დარღვევაში, მკვლელობაში, წამებასა და არაადამიანურ
მოპყრობაში და სხვა უკანონო აქტივობაში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ხორციელდება, არ დარჩება დაუსჯელი რა დროც არ უნდა გავიდეს და სადაც არ უნდა
წავიდეს, სამართალი ყველგან მიაკითხავს. ყველა უკანონობაზე, რაც ოკუპირებულ
რეგიონებში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას, რუსეთის
ფედერაციას ეკისრება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აუცილებელია
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე გაიზარდოს ზეწოლა
და ეს ზეწოლა უნდა იყოს მტკივნეული და უნივერსალური, რათა ოკუპანტმა
სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით და საერთაშორისო
სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება
და რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ
ჩადენილი დანაშაულისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში, ორმხრივ და სხვადასხვა
პლატფორმებზე, საქართველოს პარტნიორებთან შეხვედრებზე, ქართული დელეგაციის
სასაუბრო თემები, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ამ რეგიონების დეოკუპაციაა.
„მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს პარტნიორებთან, რუსეთის
ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდასთან ერთად არის ასევე შესაბამისი ტერმინოლოგიური
სიზუსტეები - ოკუპაცია არის ოკუპაცია და სხვა არაფერი და აუცილებელია ჩვენმა
საერთაშორისო პარტნიორებმაც სრულფასოვნად გააცნობიერონ და შესაბამის
დოკუმენტებში ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - აღნიშნა კომიტეტის
თავმჯდომარემ.
(კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად
იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
სხდომის მდივანი
მაია კომლაძე