„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/347/10; 13/12/2023) და მისგან გამომდინარე: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული, სპეციალური პროფესიული და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის
განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი
საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული
შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ
განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო
სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ
ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული
ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო
სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური
სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან
დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან
განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან - შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან
განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებიდან - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო
დაწესებულებიდან - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო
რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურიდან/დანაყოფიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა, 2005 წლის 1
აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოდან (2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე) დათხოვნილ პირებსა და
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებს;“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი
1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი
კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12–153,
მე-17–21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამ ნორმების
გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
ოდენობისა.“;
4. მე-8 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა
და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11
მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს
კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა:
ა) 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – სახელმწიფო პენსიის ოდენობას
დამატებული:
ა.ა) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის
წლების 5 ლარზე ნამრავლი;
ა.ბ) უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი;
ა.გ) უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი;
ა.დ) უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 25 ლარზე ნამრავლი;
ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული
კომპენსაციის 80%.
2. „სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა
და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11
მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ
ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის
ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.“;
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები:
„22. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სისტემიდან დათხოვნილ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს
სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის არანაკლებ 20
კალენდარული წელი. კალენდარულ წელთა ნამსახურობის ვადის ათვლა იწყება სამხედრო ან
სპეციალური წოდებით დანიშვნის დღიდან და სრულდება სამხედრო ან სპეციალური წოდებით
თანამდებობიდან დათხოვნის დღეს. კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით
ნამსახურობის გარდა, შედის სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა (მათ შორის ხელშეკრულებით (კონტრაქტით)
მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო
ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში,
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში,
რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილი სსრ კავშირის და
საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი
სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის,
ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით
სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები,
რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო,
სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში,
სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ
სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა
შეიარაღებულ ძალებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის
დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს,
დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა
თანამეგობრობისა
და
თანამეგობრობაში
შეუსვლელ
სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით)), პარტიზანულ რაზმებსა და
შენაერთებში სამსახური, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო
ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო
უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით,
ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული
დანაშაული, სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან
უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან
რეპრესირებული, ასევე, იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ
(მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა),
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და
სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005
წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობის პერიოდი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო
სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი
სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2
სექტემბრამდე მუშაობის პერიოდი კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ითვლება თანამდებობაზე
დანიშვნის დღიდან დათხოვნის დღის ჩათვლით, მიუხედავად სამხედრო ან სპეციალური წოდებით
ნამსახურობის ვადისა. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან
სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ
ისინი გამართლებული ან რეაბილიტირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
23. ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ პირს, საერთო წელთა ნამსახურობაში, მხოლოდ
კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის და არა ამ მუხლის 22 პუნქტით
განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისათვის, ჩაეთვლება სამოქალაქო,
სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო ან
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში პირს შეჩერებული არ
ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. საერთო
წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი
შეღავათიანი გაანგარიშებით.“;
გ) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული
წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში
სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, აგრეთვე
მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
31. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან
დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს სამხედრო წოდებით ან
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი.
ნამსახურობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულში − საბაჟო
დეპარტამენტში ნამსახურობასთან ერთად, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო,
შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახური, პროკურატურის ორგანოები,
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი (სამხედრო წოდებით ან
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან
მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა.“;
დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს
სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს რესპუბლიკის
მილიციის უმაღლეს სკოლაში, სახელწმიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო
სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშრების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართქველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში,
საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდი (იუნკერი,
კურსტანტი, მსმენელი, სტუდენტი, აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად
საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდი) და განსაკუთრებულ პირობებში
სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში
მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის და არა ამ მუხლის მე-5 პუნქტით
განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარმოდგენისას, შესაბამისი უწყება ან სახელმწიფო გასაცემლის მაძიებელი ვალდებულია
წარმოადგინოს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ასეთი
სტატუსის შეჩერების პერიოდის დადასტურებით.“;
ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო
დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, სახელმწიფო რწმუნებულების −
გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ
საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან
((მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10
იანვრამდე მუშაობის პერიოდი მიუხედავად სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურობის
ვადისა) დათხოვნილ პირზე, რომელსაც აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი.
ნამსახურობაში ჩაეთვლება როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ასევე
სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით
ნამსახურობა,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის,
სახელმწიფო
რწმუნებულების
−
გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ
საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში
((მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10
იანვრამდე მუშაობის პერიოდი მიუხედავად სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურობის
ვადისა) და ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ უწყებებში ნამსახურობა. ამ მუხლით
გათვალისწინებულ პირებს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ასევე ეთვლებათ 2015 წლის 10
იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოში სპეციალური წოდების გარეშე სამსახური. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება
სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს,
გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბილიტირებული არიან საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს, საერთო წელთა ნამსახურობაში, მხოლოდ
კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის და არა ამ მუხლის მე-7 პუნქტით
განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისათვის, ჩაეთვლება სამოქალაქო,
სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო ან
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში პირს შეჩერებული არ
ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. საერთო
წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი
შეღავათიანი გაანგარიშებით.
72. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან,
სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და
სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან დათხოვნილი პირების ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გაანგარიშდება ნამსახურობის პერიოდში ბოლოს
მიღებული სამხედრო ან სპეციალური წოდების გათვალისწინებით.“;
ზ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან
განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის
არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის
შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს
დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო
დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო
შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახური (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის
პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
9. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20
კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში
ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სამხედრო, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ორგანოებსა და
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახური (სამხედრო
წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი).“;
თ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:
„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ პირს, საერთო წელთა ნამსახურობაში, მხოლოდ
კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის და არა ამ მუხლის მე-10 პუნქტით
განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისათვის, ჩაეთვლება სამოქალაქო,
სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო ან
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში პირს შეჩერებული არ
ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. საერთო
წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი
შეღავათიანი გაანგარიშებით.
12. ამ მუხლით განსაზღვრულ მოსამსახურეთა კომპენსაციის დანიშვნისას მხედველობაში მიიღება
შესაბამისი სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის
მინიჭებული სამხედრო ან სპეციალური წოდება და დათხოვნის დღისათვის არსებული
ნამსახურობის წლები.“.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის
საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით.“;
6. 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა:
ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების
მესამასედის 15 ლარზე ნამრავლი;
ბ) ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის
მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 10 ლარზე
ნამრავლი;
გ) ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული
ნაფრენი საათების მესამასედის 5 ლარზე ნამრავლი;
დ) ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო
ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომელიც უშუალოდ
ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში
მუშაობის სტაჟის (წლების) 5 ლარზე ნამრავლი.“;
7. მე-17 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის, გარდა ამ
მუხლის 41 და 42 პუნქტებისა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის
ოდენობაა:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში –
ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%.
ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ
კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.
ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება.“;
ბ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო
სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში ((მიუხედავად მათი
სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე მუშაობის
პერიოდი) მყოფი სამხედრო ან სპეციალური წოდების არ მქონე პირისთვის შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში –
ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის
115%;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ
კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.“.
8. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა
და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე
მუხლით გათვალისწინებული სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის
გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ
თადარიგში დათხოვნის მომენტისათვის ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის
მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი
უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის
მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის ან მიღებული
ჭრილობების შედეგად გარდაცვალების, ან არა უგვიანეს სამი თვისა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც
მოსამსახურემ მიიღო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, გარდაცვალების
შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით
დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის
ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის
შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს (ასაკის
მიუხედავად).
12. სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და
სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში ((მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005
წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე მუშაობის პერიოდი) მყოფი სამხედრო ან სპეციალური
წოდების არ მქონე პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული
ჭრილობების შედეგად გარდაცვალების, ან არა უგვიანეს სამი თვისა დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე
უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც მოსამსახურემ მიიღო სამსახურებრივი უფლებამოსილების
შესრულებისას, გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის
პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 75%, მიუხედავად
გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია
ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს,
მშობლებსა და შვილებს (ასაკის მიუხედავად).“;
9. 221 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი
კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, 2015 წლიდან 2024 წლის 1 მაისამდე − 1000
ლარს, ხოლო 2024 წლის 1 მაისიდან - 1200 ლარს.“;
10. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება, შესაბამისი
უწყების მიერ მომზადებული წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული
პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება
კომპეტენტურ ორგანოს.“.
11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება
1. ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაცია ექვემდებარება გადაანგარიშებას შესაბამისი
საფუძვლის წარმოშობისას, განცხადებითა და საჭირო დოკუმენტ(ებ)ით (მათ შორის ნამსახურობის
წლების ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წელთა ნამსახურობის
ნუსხა/გაანგარიშება) მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ავტომატურად, განცხადებითა და საჭირო
დოკუმენტ(ებ)ით მომართვის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი ცვლილებ(ებ)ის
ძალაში შესვლის თვის მომდევნო თვიდან:
ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობის ცვლილების შესაბამისად;
ბ) ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის − 65
წლის ასაკის მიღწევის შესაბამისად;
გ) ამ კანონით დადგენილი კოეფიციენტების - ლარის ან/და პროცენტის ცვლილების შესაბამისად;
დ) კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“.
12. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაბრუნება
შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც
ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეული მიმღების მიერ არასწორი მონაცემების წარმოდგენით, ან
ვალდებულების შეუსრულებლობით.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების, მე10−მე-12 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-4 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები და მე-10−მე12 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის
მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაანგარიშების საკითხების
დეტალურად გაწერის საჭიროებით. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო
რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებში/დანაყოფებში მომუშავე პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დადგენის
საჭიროებით.
დღეისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაანგარიშების საკითხები მოცემულია ორ კანონში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონსა და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც პრაქტიკაში იწვევს გარკვეულ სირთულეებს
და ხშირ შემთხვევაში (მათ შორის, სასამართლოებში) არაერთგვაროვანი განმარტების საფუძველს
იძლევა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, ნამსახურების ვადის გამოთვლისას გაითვალისწინება როგორც საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებაში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნამსახურობა, ისე საქართველოს
პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულებაში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, შინაგან საქმეთა,
იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და
პროკურატურის ორგანოებში სამსახური.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (24.06.2016 წლის მდგომარეობით;
ძალადაკარგულია 01.08.2018) 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 10 იანვარს
ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების −
გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში
არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები.
გასათვალისწინებელია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბოლო წლების
განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა უწყებრივი ქვემდებარეობა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩამონათვალში არ ხვდება და
ნამსახურების ვადის გამოთვლისას არ გაითვალისწინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და
სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში ნამსახურობა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება,
რომ 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოში მოსამსახურეებს საქმიანობა უწევდათ სპეციალური წოდების
გარეშე.
აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით, 2023 წლის 29 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრს №04-10/8596 წინადადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, სადაც
მითითებულია რომ სახელმწიფო კომპენსაციის დაკარგვის რისკებისა და საკუთრების უფლებაში
გაუმართლებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს ყველა
საჭირო ზომა, რათა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ ყველა პირს,
სახელმწიფო სტაჟში ჩაეთვალოთ 2005 – 2015 წლებში მათ მიერ შესრულებული საქმიანობა (როგორც
უკვე დათხოვნილ პირებს, ისე მომავალში, ზღვრული ასაკის მიღწევის შემდგომ დათხოვნილ
პირებს).
ამასთან, ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტი ითვალისწინებს გამოვლენილი
ხარვეზებისა და არაერთგვაროვანი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად ცალკეული ხასიათის ცვლილებებს,
რაც დაკავშირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან განთავისუფლებულ პირთათვის ცალკეული
უწყებების ჩათვლის საკითხს, სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადის ათვლასთან,
კალენდარულ წელთა ნამსახურობის ვადის გამოანგარიშებასთან და საგანმანათლებლო
დაწესებულებების ჩამონათვალში სპეციალური პროფესიული დაწესებულების არარსებობასთან
მიმართებით.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან
თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ იმ
სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა
ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4
პუნქტის მიხედვით, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის
სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად
თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
პრაქტიკაში სწორედ ზემოაღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს დავის საგანს, ვინაიდან,
განმცხადებელთა უმრავლესობა მოითხოვს კომპენსაციის ვადის ათვლას სამსახურში ბრძანებით
ჩარიცხვის დღიდან, მიუხედავად იმისა სამხედრო ან სპეციალური წოდებით დაინიშნა თუ არა იგი.
კანონით არაა გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვა
სავალდებულოა თუ არა მხოლოდ წოდებით და ასევე კანონში არ არის განმარტებული, თუ რას
ნიშნავს სამხედრო მოსამსახურე, ვინაიდან, კანონი შეიქმნა მაშინ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე
იმთავითვე გულისხმობდა, რომ პირს ჰქონდა წოდება და სწორედ ამიტომ არ საჭიროებდა რაიმე
დაკონკრეტებას.
ერთ-ერთი პრობლემაა სწავლის პერიოდის კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული საკანონმდებლო ჩანაწერებით სახელმწიფო კომპენსაციის
დანიშვნის საფუძველია სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურობის არანაკლებ 20
კალენდარული წელი, ხოლო სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის
პერიოდი ითვლება მხოლოდ საერთო წელთა ნამსახურობაში, სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბდა
იმდაგვარად, რომ 20 წლიანი კალენდარული წლის დაანგარიშებისას, ითვალისწინებს სამოქალაქო,
სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდს.
სწორედ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მიზანშეწონილია დაკონკრეტდეს
სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადის ათვლისა და კალენდარულ წელთა ნამსახურობის
ვადის გამოანგარიშების საკითხები.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშებისათვის დღეისათვის დადგენილი
ფულადი სარგოს ოდენობა დადგენილი იქნა 2013 წელს, ხოლო კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი - 2005 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია, მოხდეს არსებული ლიმიტების გადახედვა. ასევე, მიზანშეწონილია, გაიზარდოს
ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის
მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაანგარიშების საკითხების ერთი
საკანონმდებლო აქტით დარეგულირებისათვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან
დათხოვნილი მოსამსახურის კომპენსაციის მიღებისთვის საჭირო ნამსახურების გაანგარიშებისას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო
სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი
სტატუსისა და სახელწოდებისა) ნამსახურობის გათვალისწინებისათვის, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან
გათავისუფლებულ პირთათვის ცალკეული უწყებების ჩათვლის საკითხის მოწესრიგებისათვის და
კანონით დადგენილი კომპენსაციების ოდენობების გაზრდისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დეტალურად გაიწერება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაანგარიშების საკითხები, შესაძლებელი გახდება, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის
სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში მუშაობის პერიოდი ჩაითვალოს
ნამსახურობის ვადაში, გასწორდება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები და გაიზრდება კანონით
დადგენილი კომპენსაციების ოდენობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ერთი საკანონმდებლო აქტით რეგულირდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო
კომპენსაციის დანიშვნისა და გაანგარიშების საკითხები. კერძოდ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა
ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა
და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან
ამოღებული იქნება ყველა ჩანაწერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფასთან.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების
უფლება წარმოეშობათ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან - საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების −
გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ
საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურიდან/დანაყოფიდან
დათხოვნილ პირებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურმა წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა უწყებრივი ქვემდებარეობა, თუმცა
არსებული რედაქციით, არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებისას
ყველა უწყებაში მუშაობის პერიოდი. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციით გათვალისწინებულია მხოლოდ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური,
მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში საგანგებო
სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები ფუნქციონირებდნენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში. სწორედ აღნიშნული
პრობლემის აღმოსაფხვრელად და მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით,
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა
ნამსახურობის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და
სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005
წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე მუშაობის პერიოდი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო
სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში მუშაობის პერიოდი
კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან დათხოვნის
დღის ჩათვლით, მიუხედავად სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადისა.
რაც შეეხება აღნიშნულ პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების საკითხის,
მისი დათვლა მოხდება ნამსახურობის პერიოდში ბოლოს მიღებული სამხედრო ან სპეციალური
წოდების გათვალისწინებით ნამსახურობის წლებზე ნამრავლით.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მოსამსახურეებს საქმიანობა
უწევდათ სპეციალური წოდების გარეშე, შესაბამისად მიზანშეწონილია, ერთიანი პრაქტიკის
დანერგვის მიზნით, აღნიშნული პერიოდი ჩაითვალოს სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების
დროს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან
განთავისუფლებულ პირთათვის ცალკეული უწყებების ჩათვლის საკითხი. კერძოდ, კანონის
არსებული რედაქციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან
განთავისუფლებულ პირს კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ეკარგება/წელთა ნამსახურობაში არ
ეთვლება ცალკეული უწყებები, მაგალითად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობა, ხოლო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ პირს - საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ნამსახურობა.
წარმოდგენილი პროექტით, ასევე ზუსტდება კანონის მე-7 მუხლში კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარის გავრცელების პირობა და კეთდება კონკრეტული
ნორმების
ჩამონათვალი,
ვისზეც
უნდა
გავრცელდეს
კანონით
დადგენილი
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა, ვინაიდან,
სასამართლომ დაამკვიდრა პრაქტიკა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა, რომელიც ადგენს გასაცემი
კომპენსაციის ზღვარს, წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას და იგი არ უნდა გავრცელდეს კანონის
დანარჩენ მუხლებზე. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მაქსიმალურ
ზღვართან მიმართებაში საკითხი უნდა გადაწყვიტოს არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმების
საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულად განსაზღვრავენ ამ კანონით მოსარგებლე თითოეული
სუბიექტების მიმართ კომპენსაციის ოდენობას. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პრაქტიკა
დადგენილია კანონის მე-20 მუხლთან მიმართებაში, რომელიც განსაზღვრავს საერთო სასამართლოს
მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის) გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა
კომპენსაციით უზრუნველყოფის საფუძვლებს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც
დაკავშირებულია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე
გასაცემ კომპენსაციის ოდენობასთან, კანონის მე-7 მუხლით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური
ზღვარის რეგულირების მიღმა დატოვების თვალსაზრისით, კანონის სხვა მუხლებთან
(სუბიექტებთან) მიმართებით წარმოშობს გარკვეულ რისკებს, რაც დაუშვებელია.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შეეხება ასევე საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან,
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც წელთა
ნამსახურობაში ჩაეთვლებათ კანონით განსაზღვრულ სამსახურებში მხოლოდ სამხედრო ან
სპეციალური წოდებით ნამსახურობა, რაც გამორიცხავს სამხედრო ან სპეციალური წოდების გარეშე
(ე.წ. სამოქალაქო სტაჟი) სამსახურის გავლის პერიოდით მათთვის კალენდარული და საერთო წელთა
ნამსახურობის შევსებას, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა ერთნაირ პირობებში ჩააყენებს ამ კანონით მოსარგებლე სამხედრო
ან სპეციალური წოდების მქონე სუბიექტებს და ასევე შეზღუდავს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას,
რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სახელმწიფო გასაცემლის მაძიებლებს შორის
მუდმივი დავის საგანს. გარდა ამისა, კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში კეთდება დაზუსტება და
„სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და
მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით
გათვალისწინებულ მოსამსახურეებს ემატება სიტყვები „სპეციალური წოდების მქონე“, ვინაიდან,
მითითებულ კანონში გათვალისწინებული არიან, როგორც სამხედრო, ასევე სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებიც.
წარმოდგენილი პროექტით კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ ემატება მე-11 პუნქტი,
რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან
დათხოვნილ პირს საერთო წელთა ნამსახურობაში, მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების
მიზნებისათვის და არა კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისათვის, ჩაეთვლება სამოქალაქო,
სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო ან
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში პირს შეჩერებული არ
ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. საერთო
წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი
შეღავათიანი გაანგარიშებით.
კანონის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ ასევე ემატება მე-12 პუნქტი, რომლის მიღების საჭიროება
წარმოშვა არსებულმა პრაქტიკამ. კერძოდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი კონკრეტული
უწყების ხაზით კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, პირები მოითხოვენ ამ უწყებიდან
კომპენსაციის დანიშვნის შემდეგ სხვა ძალოვან სტრუქტურაში ნამსახურები პერიოდების ჩათვლას,
ისეთ პირობებში, როდესაც სხვა უწყების ხაზით ვერ იპოვებენ სახელმწიფო გასაცემელზე უფლებას,
მაგალითად, არამართლზომიერი ქმედების ჩადენის ან სისხლის სამართლის კოდექსით ჩადენილი
დანაშაულის საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნის ან/და სამხედრო ან სპეციალური წოდების
ჩამორთმევის შემთხვევებში. ასევე არსებობს წოდებით ჩამოქვეითების შემთხვევები, რა დროსაც,
გასაცემლის მაძიებლები მოითხოვენ სამხედრო ან სპეციალური წოდების ჩამოქვეითებამდე
არსებული სამხედრო ან სპეციალური წოდებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, როგორც
გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების უპირატესი პირობის თვალსაზრისით. შესაბამისად,
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ხარვეზი მოწესრიგდეს კანონით, რათა სახელმწიფო
გასაცემლის ადმინისტრირების პროცესის წარმართვისას არ დარჩეს გარკვეული ბუნდოვანებები.
კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება ახალი დათქმა, რომლის თანახმად, კომპენსაციის
დანიშვნის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული წარდგინება,
რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და
ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს. ამ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილად
იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული პირობა განისაზღვროს კანონით, ვინაიდან, კანონით
განსაზღვრული უფლებების რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, კომპენსაციის დასანიშნად
საჭირო ნამსახურობის წლების (სტაჟები) დაანგარიშება და შესაბამის დოკუმენტ(ებ)ში სათანადო
ინფორმაციის ასახვა გარკვეულწილად მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, რომელიც გააჩნიათ
კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებს. გარდა ამისა, აღნიშნული პირობის შემოღება
დამატებით გააჩენს ერთგვარი დაზღვევის მექანიზმს, რაც უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული
პირობების და უფლებების დაცვას.
წარმოდგენილი პროექტით გარკვეული ცვლილებები შედის კანონის 28-ე მუხლში, რომელიც ასევე
მოაწესრიგებს სახელმწიფო გასაცემლების გადაანგარიშებისა და ავტომატურ გადაანგარიშებასთან
დაკავშირებულ საკითხებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მაგალითად,
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის მიერ შესაძლებლობის შეზღუდვის
განსხვავებული ხარისხის (სტატუსი) დამადასტურებელი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის
აქტის ამონაწერის წარმოდგენისას, კანონით არ იყო განსაზღვრული კომპენსაციის გადაანგარიშების
პირობა, რის გამოც, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეხდინა ადრე დანიშნული გასაცემლის
შეწყვეტა და ახალი სტატუსის საფუძველზე კომპენსაციის ხელახლა დანიშვნა. მსგავსი რეგულაცია
აქამდე არ იყო განსაზღვრული კანონით, რაც იწვევდა გაუგებრობებს და აფერხებდა
ადმინისტრირების პროცესს. ამასთან, აღნიშნულ ნორმაში, აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ პენსიის
ოდენობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების და ამ კანონის მე-8
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის 65 წლის ასაკის მიღწევის
შემთხვევაში ავტომატურ გადაანგარიშებაზე, ხოლო ე.წ. კოეფიციენტების ცვლილებაზე საუბარი არ
იყო, მათ შორის, მაქსიმალურ ზღვართან მიმართებაშიც. შესაბამისად, დადგა საჭიროება სათანადო
ცვლილებები განხორციელდეს კანონის 28-ე მუხლშიც.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის ასევე კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც
არეგულირებს ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
დაბრუნების საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული ნორმა ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის
დაკავების პირობას განიხილავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა
გამოწვეულია მიმღების მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით. ადმინისტრაციული ორგანოს
პრაქტიკაში არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გასაცემლის მიმღები არ ასრულებს
ამავე კანონის 25-ე მუხლით დადგენილ ვალდებულებას, რაც გულისხმობს კომპეტენტური ორგანოს
ინფორმირებას იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის გაცემის შეწყვეტა. მაგალითად, საჯარო საქმიანობის განხორციელების,
შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვის, შესაბამისად, ვეტერანის სტატუსის დაკარგვის და სხვა
შემთხვევებში. შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ გარდა არასწორი მონაცემების წარდგენისა,
ნორმაში ასევე დაემატოს „ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევა“, რაც კომპეტენტურ
ორგანოს მისცემს შესაძლებლობას დაიცვას კანონით განსაზღვრული მიზნები და ინტერესები.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადის
ათვლასა და კალენდარულ წელთა ნამსახურობის ვადის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული
საკითხები. კერძოდ, კანონის მოქმედება გავრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სისტემიდან დათხოვნილ იმ სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე,
რომელსაც აქვს სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის
არანაკლებ 20 კალენდარული წელი, ხოლო კალენდარულ წელთა ნამსახურობის ვადის ათვლა
დაიწყება სამხედრო ან სპეციალური წოდებით დანიშვნის დღიდან და დასრულდება სამხედრო ან
სპეციალური წოდებით თანამდებობიდან გათავისუფლების დღეს. საერთო წელთა ნამსახურობაში
ჩაითვლება სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, რომელსაც
არ ფარავს სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის
პერიოდში პირს შეჩერებული არ აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან
თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილია გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო კომპენსაციის
დანიშვნასთან. კერძოდ, კანონის, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია არ
დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი
ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბილიტირებული არიან
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვინაიდან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ გავრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებზე, ხოლო ზემოაღნიშნული ჩანაწერის მსგავსი დათქმას არ
ითვალისწინებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონი, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ახალი რეგულაციების გაწერისას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებზე კვლავ გავრცელდეს
არსებული შეზღუდვები.
წარმოდგენილი პროექტით, ასევე გათვალისწინებულია ცვლილება კანონის მე-4 მუხლის „გ“
ქვეპუნქტში, რომელიც განმარტავს საჯარო საქმიანობას და ასევე ადგენს გამონაკლისებს. კერძოდ,
საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა ისეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობა,
რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებს და სხვა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნულ ჩანაწერში არ გვხვდება სპეციალური
პროფესიული დაწესებულება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაწესებულების საქმიანობაც
მჭიდროდაა დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებათა საქმიანობასთან. სწორედ
აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, კანონპროექტით, საჯარო საქმიანობად ასევე არ
ჩაითვლება სპეციალურ პროფესიულ დაწესებულებაში საქმიანობა.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია კანონით დადგენილი კომპენსაციების
ოდენობების გაზრდის საკითხი. კერძოდ, სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშებისათვის დღეისათვის დადგენილი ფულადი
სარგოს ოდენობა დადგენილი იქნა 2013 წელს, ხოლო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი - 2005 წელს. რაც შეეხება ოჯახის წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობას, აღნიშნული ოდენობა
განსაზღვრულია 2015 წლიდან.
პროექტის თანახმად, იზრდება სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირების კომპენსაციის გაანგარიშებისათვის დღეისათვის დადგენილი ფულადი სარგოს ოდენობა
შემდეგი სახით:
65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დაემატება:
ა) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის
წლების 5 ლარზე ნამრავლი, ნაცვლად 2 ლარისა;
ბ) უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი,
ნაცვლად 5 ლარისა;
გ) უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი, ნაცვლად 10
ლარისა;
დ) უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 25 ლარზე ნამრავლი,
ნაცვლად 15 ლარისა.
ანალოგიური პროპორციით იცვლება
კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა.
საქართველოს
სამოქალაქო
ავიაციის
მოსამსახურის
რაც შეეხება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალურ ზღვარს, დღეს
არსებული 560 ლარიანი ლიმიტი იზრდება და განისაზღვრება 1000 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის
გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარის
ნაცვლად იქნება 1200 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი (გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების, მე10−მე-12 პუნქტებისა), ამოქმედდება 2024 წლის 1 მაისიდან. ვინაიდან, კანონის ამოქმედება გავლენას
იქონიებს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, 2024 წლის საბიუჯეტო პარამეტრების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული ნორმების ამოქმედება 2024 წლის
1 მაისიდან, ხოლო მომდევნო წლებში საჭირო ხარჯები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი წლის
ბიუჯეტების დაგეგმვისას. რაც შეეხება იმ ნორმებს (კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე4 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები და მე-10−მე-12 პუნქტები), რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო
კომპენსაციის ადმინისტრირების საკითხს და არაა დაკავშირებული სახელმწიფოს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, მიზანშეწონილია მათი ამოქმედება კანონის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან
კანონის ამოქმედების შემდგომ სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელი
იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო
სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი
სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე მუშაობის
პერიოდი, 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოში სპეციალური წოდების გარეშე სამსახური და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის
მოსამსახურეთათვის სხვა უწყებებში მუშაობის ჩათვლის საკითხი. სახელმწიფო კომპენსაციის
გაანგარიშებისას ასეთი პირის კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებული იქნება ნამსახურებ წლებსა და
მინიჭებულ სახელმწიფო ან სპეციალურ წოდებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოქმედი
მოსამსახურეებიდან 1762 მოსამსახურე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,
სახელმწიფო
რწმუნებულების
გუბერნატორების,
თვითმმართველობის
ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებში/დანაყოფებში მსახურობდა. ცვლილების შედეგად 1762 მოსამსახურიდან 271
მოსამსახურეს შეუსრულდება არანაკლებ 20 წელი და მეტი ნამსახურობა, რაც თავის მხრივ გახდება
კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში
არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში
ნამსახურების პერიოდის წოდებით ნამსახურობაში ჩათვლის პირობებში, 20 წელი და მეტი
ნამსახურობა გაუხდება 199 პირს, შესაბამისად, მათ დაენიშნებათ კომპენსაცია ნამსახურობის ვადის
გასვლის გამო, ხოლო 61 პირს გადაუანგარიშდება და გაეზრდება კომპენსაციის ოდენობა.
დათხოვნილი 260 პირისგან 36 პირი უკვე 65 წელზე მეტი ასაკისაა, ხოლო 224 პირს ჯერ 65 წელი არ
შესრულებია. 2023 წლის მდგომარეობით 65 წლამდე ასაკის პირების კომპენსაცია წელიწადში
შეადგენს 744,8 ათას ლარს, ხოლო 65 წელს ზევით - 30,8 ათას ლარს. მითითებული 224 პირის მიერ 65
წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ხარჯვითი ნაწილი სავარაუდოდ განისაზღვრება - 262 908 ლარით.
სახელმწიფოს მხრიდან ასევე ახალ ხარჯებს გამოიწვევს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ იმ სამხედრო ან
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის, რომლებსაც კალენდარულ წელთა
ნამსახურობაში ჩაეთვლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო
სპეციალური წოდებით ნამსახურობის პერიოდი. ამასთან, ამ ბენეფიციართა მიერ კომპენსაციის
ოდენობა დამოკიდებული იქნება ნამსახურებ წლებსა და სახელმწიფო წოდებაზე.
რაც შეეხება სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების
კომპენსაციის გაანგარიშებისათვის დღეისათვის დადგენილი ფულადი სარგოს ოდენობის,
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრისა და ოჯახის წევრის
გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობის გაზრდისათვის
სახელმწიფოს ახალ ხარჯებს, კანონის მიღების შემთხვევაში, ყოველწლიურად დამატებით საჭირო
იქნება სავარაუდოდ 44 612 555 ლარი.
სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის
გაანგარიშებისათვის დღეისათვის დადგენილი ფულადი სარგოს ოდენობის გაზრდის შედეგად
კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით გავლენას მოახდენს აღნიშნული უფლებით
მოსარგებლე პირებზე, კერძოდ:
ა) სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთათვის (არა შშმპ) ყოველწლიურად კომპენსაციის
სავარაუდო ოდენობაა:
65 წლამდე პირი - 10 563 696 ლარი, აქედან:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 2 400 864;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 1 312 848;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – 6 804 624;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 45 360.
65-70 წლამდე პირი - 4 282 680 ლარი, აქედან:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 888 060;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 603 780;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – 2 706 360;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 84 480.
70 წლის და მეტი პირი - 11 472 396 ლარი, აქედან:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 1 702 476;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 994 560;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – 8 574 720;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 200 640.
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო
ოდენობაა 4 279 848 ლარი, აქედან:
70 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 1 129 392;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 765 072;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – 558 642;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 0.
70 წლის და მეტი პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 619 344;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 374 670;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – 832 728;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 0.
გ) მკვეთრად გამოხატული შშმ პირთათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობაა 478
830 ლარი, აქედან:
70 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 124 800;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 126 000;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – 91 605;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 0.
70 წლის და მეტი პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისთვის (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 44 550;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან საშუალო სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 25 050;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების
მქონე პირისთვის – 66 825;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უმაღლესი სპეციალური
წოდების მქონე პირისთვის – 0.
დ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის ყოველწლიურად კომპენსაციის
სავარაუდო ოდენობაა 916 375 ლარი, აქედან:
70 წლამდე პირი:
ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის - 70 286.4;
ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან2“-ის მეთაურისათვის − 54 380.2;
ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის − 60 614.4;
ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო
ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომელიც
უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს - 172 956.
70 წლის და მეტი პირი:
ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის - 262 609.2;
ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან2“-ის მეთაურისათვის − 118 949.6;
ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის − 54 274.8;
ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო
ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომელიც
უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს - 122 304.
ე) პროკურატურის მოსამსახურეთათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობაა 1 430
659 ლარი, აქედან:
70 წლამდე პირი (კომპენსაციის 80% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - 131 779.2;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის − 543 840;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - 15 840.
70 წლის და მეტი პირი (კომპენსაციის 80% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - 121 440;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის − 411 840;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - 26 400.
70 წლის და მეტი პირი (კომპენსაციის 100% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - 36 960;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის − 132 000;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - 10 560.
ვ) საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) მოსამართლეთათვის
ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობაა 522 720 ლარი, აქედან:
70 წლამდე პირი:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის - 184 800;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის − 5 280;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის - 21 120.
70 წლის და მეტი პირი:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის - 290 400;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის − 10 560;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის - 10 560.
ზ) პარლამენტის წევრებისათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობაა 3 685 440
ლარი.
თ) პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო
ოდენობაა 263 095 ლარი.
ი) გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) ყოველწლიურად
კომპენსაციის სავარაუდო ოდენობაა 26 400 ლარი.
კ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთათვის კომპენსაციის სავარაუდო ოდენობაა 73 616
ლარი.
ლ) ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის
ოდენობის გაზრდის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ ყოველწლიური ხარჯის სავარაუდო
ოდენობაა - 39 700 800 ლარი, საიდანაც ნამეტი ხარჯის სავარაუდო ოდენობაა - 6 616 800 ლარი.
კანონპროექტით გათვალისწინებული სპეციალურ პროფესიულ დაწესებულებაში საქმიანობის
საჯარო საქმიანობად გაუთვალისწინებლობა ასევე იქონიებს გავლენას სახელმწიფოს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ასეთ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა
შრომით ანაზღაურებასთან ერთად ასევე აიღონ სახელმწიფო კომპენსაციაც. დღეს არსებული
რედაქცია კრძალავს ამგვარ უფლებას და პირს, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში,
უწყდება კომპენსაციის მიღების უფლება.
დღეისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიული პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რომელიც
წარმოადგენს სწორედ სპეციალურ პროფესიულ დაწესებულებას, მუშაობს 23 პირი, რომელთაც
კალენდარულ წელთა ნამსახურობა შეადგენს 20 წელზე მეტ ვადას. აღნიშნულ პირთა მიერ
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებული იქნება ნამსახურებ წლებსა და სახელმწიფო წოდებაზე.
ამასთან, აკადემიაში დასაქმებულია 1 პირი, რომელსაც შეუწყდათ დანიშნული სახელმწიფო
კომპენსაცია აკადემიაში დასაქმების გამო. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მას აღუდგება
სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც ყოველთვიურად შეადგენდა 560 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
მიღება
ფინანსური
თვალსაზრისით
გავლენას
მოახდენს
პროექტით
გათვალისწინებულ პირებზე, კერძოდ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სისტემიდან დათხოვნილ იმ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის,
რომლებსაც კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში
სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის პერიოდი გაეზრდებათ
ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა, თუმცა ამ ბენეფიციართა მიერ კომპენსაციის ოდენობა
დამოკიდებული იქნება ნამსახურებ წლებსა და სახელმწიფო წოდებაზე.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო
სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში 2005 წლის 1
აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში დასაქმებულ პირებს მიეცემათ კომპენსაციის
მიღების შესაძლებლობა და აღნიშნული პერიოდი ჩაითვლება წელთა ნამსახურობის ვადაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოქმედი
მოსამსახურეებიდან 1762 მოსამსახურე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,
სახელმწიფო
რწმუნებულების
გუბერნატორების,
თვითმმართველობის
ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებში/დანაყოფებში მსახურობდა. ცვლილების შედეგად 1762 მოსამსახურიდან 271
მოსამსახურეს შეუსრულდება არანაკლებ 20 წელი და მეტი ნამსახურობა, რაც თავის მხრივ გახდება
კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში
არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში
ნამსახურების პერიოდის წოდებით ნამსახურობაში ჩათვლის პირობებში, 20 წელი და მეტი
ნამსახურობა გაუხდება 199 პირს, შესაბამისად, მათ დაენიშნებათ კომპენსაცია ნამსახურობის ვადის
გასვლის გამო, ხოლო 61 პირს გადაუანგარიშდება და გაეზრდება კომპენსაციის ოდენობა.
3. სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის
გაანგარიშებისათვის დღეისათვის დადგენილი ფულადი სარგოს ოდენობის გაზრდის შედეგად
კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით გავლენას მოახდენს აღნიშნული უფლებით
მოსარგებლე პირებზე, კერძოდ:
ა) სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირებს (არა შშმპ) ყოველთვიურად კომპენსაციის
ოდენობა სავარაუდოდ გაეზრდება:
65 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 71.2 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 108 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 124 ლარით;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 252 ლარით.
65-70 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 95 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 145 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 190 ლარით;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 440 ლარით.
70 წლის და მეტი პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 131 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 185 ლარი;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 320 ლარი;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 440 ლარი.
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობა სავარაუდოდ
გაეზრდება:
70 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 92 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 138 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 164.5 ლარით;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 0 ლარით.
70 წლის და მეტი პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 126.5 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 172.5 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 314 ლარით;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 0 ლარით.
გ) მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობა სავარაუდოდ
გაეზრდება:
70 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 100 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 150 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 246.3 ლარით;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 0 ლარით.
70 წლის და მეტი პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 137.5 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 208.8 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 371.3 ლარით;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 0 ლარით.
დ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობა
სავარაუდოდ გაეზრდება:
70 წლამდე პირი:
ხომალდის ყოფილ მეთაურს - 162.7 ლარით;
ყოფილ მეორე პილოტს, შტურმანს, ბორტმექანიკოს-ინჟინერს, „ან-2“-ის მეთაურს − 146.2
ლარით;
ყოფილ ბორტგამცილებელს, ბორტრადისტს − 91.8 ლარით;
ყოფილ ბორტაეროლოგს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდების
ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრს, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა
თვითმფრინავებს - 71 ლარით.
70 წლის და მეტი პირი:
ხომალდის ყოფილ მეთაურს - 429.1 ლარით;
ყოფილ მეორე პილოტს, შტურმანს, ბორტმექანიკოს-ინჟინერს, „ან-2“-ის მეთაურს − 225.3
ლარით;
ყოფილ ბორტგამცილებელს, ბორტრადისტს − 145.9 ლარით;
ყოფილ ბორტაეროლოგს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდების
ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრს, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა
თვითმფრინავებს - 127.4 ლარით.
ე) პროკურატურის მოსამსახურეს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა გაეზრდება:
70 წლამდე პირი (კომპენსაციის 80% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 296.8 ლარით;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 440 ლარით;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 440 ლარით.
70 წლის და მეტი პირი (კომპენსაციის 80% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 440 ლარით;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 440 ლარით;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 440 ლარით.
70 წლის და მეტი პირი (კომპენსაციის 100% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 440 ლარით;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 440 ლარით;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 440 ლარით.
ვ) საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) მოსამართლეს ყოველთვიურად
კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა გაეზრდება:
70 წლამდე პირი:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს - 440 ლარით;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს − 440 ლარით;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს - 440 ლარით.
70 წლის და მეტი პირი:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს - 440 ლარით;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს − 440 ლარით;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს - 440 ლარით.
ზ) პარლამენტის წევრს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა გაეზრდება 440 ლარით.
თ) პარლამენტის აპარატის თანამშრომელს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა
გაეზრდება 332 ლარით.
ი) გენერალურ აუდიტორსა და მისი მოადგილეს (მოადგილეებს) ყოველთვიურად კომპენსაციის
სავარაუდო ოდენობა გაეზრდება 440 ლარით.
კ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო
ოდენობა გაეზრდება 157 ლარით.
4. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის 560 ლარიდან 1000 ლარამდე
გაზრდის შედეგად კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით გავლენას მოახდენს
აღნიშნული უფლებით მოსარგებლე პირებზე, კერძოდ:
ა) სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირებს (არა შშმპ) ყოველთვიურად კომპენსაციის
ოდენობად სავარაუდო განისაზღვრება:
65 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 344 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 436 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 576 ლარით;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 812 ლარით.
65-70 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 440 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 565 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 750 ლარით;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 1000 ლარით.
70 წლის და მეტი პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 550 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 685 ლარი;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 880 ლარი;
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უმაღლესი სპეციალური წოდების
მქონე პირს – 1000 ლარი.
ბ) მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობად სავარაუდო
განისაზღვრება:
70 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 477 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 592 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 725 ლარით;
70 წლის და მეტი პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 592 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 707 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 874 ლარით.
გ) მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობად სავარაუდო
განისაზღვრება:
70 წლამდე პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 519 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 644 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 806 ლარით;
70 წლის და მეტი პირი:
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ოფიცრისა) ან
უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს – 644 ლარით;
უმცროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან საშუალო სპეციალური წოდების
მქონე პირს – 769 ლარით;
უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირს ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე
პირს – 931 ლარით.
დ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობად
სავარაუდო განისაზღვრება:
70 წლამდე პირი:
ხომალდის ყოფილ მეთაურს - 723 ლარით;
ყოფილ მეორე პილოტს, შტურმანს, ბორტმექანიკოს-ინჟინერს, „ან-2“-ის მეთაურს − 567
ლარით;
ყოფილ ბორტგამცილებელს, ბორტრადისტს − 435 ლარით;
ყოფილ ბორტაეროლოგს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდების
ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრს, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა
თვითმფრინავებს - 400 ლარით.
70 წლის და მეტი პირი:
ხომალდის ყოფილ მეთაურს - 989 ლარით;
ყოფილ მეორე პილოტს, შტურმანს, ბორტმექანიკოს-ინჟინერს, „ან-2“-ის მეთაურს − 766
ლარით;
ყოფილ ბორტგამცილებელს, ბორტრადისტს − 575 ლარით;
ყოფილ ბორტაეროლოგს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდების
ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრს, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა
თვითმფრინავებს - 544 ლარით.
ე) პროკურატურის მოსამსახურეს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობად
განისაზღვრება:
70 წლამდე პირი (კომპენსაციის 80% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 857 ლარი;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 1000 ლარი;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 1000 ლარი.
70 წლის და მეტი პირი (კომპენსაციის 80% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 1000 ლარი;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 1000 ლარი;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 1000 ლარი.
70 წლის და მეტი პირი (კომპენსაციის 100% მიღების შემთხვევაში):
საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 1100 ლარი;
უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 1100 ლარი;
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს - 1100 ლარი.
სავარაუდოდ
ვ) საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) მოსამართლეს ყოველთვიურად
კომპენსაციის ოდენობად სავარაუდოდ განისაზღვრება:
70 წლამდე პირი:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს - 1000 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს − 1000 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს - 1000 ლარი.
70 წლის და მეტი პირი:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს - 1000 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს − 1000 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს - 440 ლარი.
ზ) პარლამენტის წევრს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობად სავარაუდოდ განესაზღვრება
1000 ლარი.
თ) პარლამენტის აპარატის თანამშრომელს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობად სავარაუდოდ
განესაზღვრება 882 ლარი.
ი) გენერალურ აუდიტორსა და მისი მოადგილეს (მოადგილეებს) ყოველთვიურად კომპენსაციის
ოდენობად სავარაუდოდ განესაზღვრება 1000 ლარი.
კ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობად
სავარაუდოდ განესაზღვრება 717 ლარი.
5. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობის
1000 ლარის 200 ლარით გაზრდის შედეგად, ცვლილებები შეეხება დაახლოვებით 2760-მდე პირს.
6. დღეისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
საჯარო სამართლის იურიდიული პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში,
რომელიც წარმოადგენს სწორედ სპეციალურ პროფესიულ დაწესებულებას, მუშაობს 23 პირი,
რომელთაც კალენდარულ წელთა ნამსახურობა შეადგენს 20 წელზე მეტ ვადას. აღნიშნულ პირთა
მიერ კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებული იქნება ნამსახურებ წლებსა და სახელმწიფო წოდებაზე.
ამასთან, აკადემიაში დასაქმებულია 1 პირი, რომელსაც შეუწყდათ დანიშნული სახელმწიფო
კომპენსაცია აკადემიაში დასაქმების გამო. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მას აღუდგება
სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც ყოველთვიურად შეადგენდა 560 ლარს, ხოლო მისი
განახლებული სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვრება ნამუშევარი წლებისა და სახელმწიფო
წოდების შესაბამისად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი
შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.