„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/347/10; 13/12/2023) და მისგან გამომდინარე: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
06.07.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს ცვლილება და 71-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის 711 მუხლი:
„მუხლი 711. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე მოსამსახურეთათვის ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისათვის დანამატის
დაანგარიშების საგამონაკლისო წესი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეს ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისათვის დანამატის
დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და
სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში ((მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა)
2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე, მიუხედავად სამხედრო ან სპეციალური
წოდებით ნამსახურობის ვადისა) ნამსახურობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე წოდების
გარეშე მუშაობის პერიოდი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელშიც დეტალურად გაიწერება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის, მათ შორის საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და
გაანგარიშების საკითხები.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (24.06.2016 წლის მდგომარეობით;
ძალადაკარგულია 01.08.2018) 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 10
იანვარს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,
სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და
სამაშველო სამსახურები/დანაყოფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბოლო
წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა უწყებრივი ქვემდებარეობა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს წელთა
ნამსახურობის ვადის გამოთვლისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო
რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1
აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე ნამსახურობის პერიოდის ჩათვლას. ნამსახურები წლების
გაანგარიშებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2015 წლის 10 იანვრიდან
2016 წლის 2 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოში მოსამსახურეებს საქმიანობა უწევდათ სპეციალური წოდების გარეშე.
აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მოსამსახურეებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას კომპენსაციის ოდენობის
გაანგარიშების მიზნებისათვის ნამსახურებ წლებში ჩაეთვლებათ აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების
მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა
და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე ნამსახურობის პერიოდი.
შესაბამისად, ერთნაირი მიდგომის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საგანგებო
სიტუაციების მართვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს ფულად
სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისათვის დანამატის გაანგარიშებისას წელთა
ნამსახურობაში ჩაეთვლებათ ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო
რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1
აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე ნამსახურობის პერიოდი, ასევე 2015 წლის 10 იანვრიდან
2016 წლის 2 სექტემბრამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოში სპეციალური წოდების გარეშე ნამსახურობის პერიოდი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის ფულად სარგოზე წოდებით
ნამსახურები წლებისათვის დანამატის გაანგარიშების ახლებურად დარეგულირებისათვის იმ
პირთათვის, რომლებიც 2015 წლის 10 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
მუშაობის გაგრძელებამდე მსახურობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო
რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებში/დანაყოფებში, 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში,
(მიუხედავად სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადისა), ასევე 2015 წლის 10
იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე, მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში −
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, სპეციალური წოდების გარეშე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დადგინდება საგამონაკლისო ნორმა, რომელიც შექმნის
შესაძლებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მოსამსახურეთათვის ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისათვის
დანამატის გაანგარიშების ახლებურად დარეგულირებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის გარდამავალ და დასკვნით დებულებებს (თავი XII) ემატება 711 მუხლი, რომლითაც
დგინდება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეს ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისათვის
დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების
მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა
და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე ( მიუხედავად სამხედრო
ან სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადისა) ნამსახურობა და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2
სექტემბრამდე წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლის 1 მაისიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტში დამატებითი თანხების აკუმულირებას
მოსამსახურეებისათვის ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისათვის დანამატის
ხელახლა გადაანგარიშების შედეგად მისი გაზრდილი ოდენობით გაცემისათვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოქმედ თანამშრომელთა რიცხოვნობა,
რომლებმაც იმსახურეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების −
გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში
არსებულ
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სახანძრო
ან/და
სამაშველო
სამსახურებში/დანაყოფებში 2015 წლის 10 იანვრამდე და შემდგომ მუშაობა განაგრძეს და
დღემდე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, შეადგენს 1716 მოსამსახურეს.
მათგან 1120 მოსამსახურეს გაეზრდება წელთა ნამსახურობის კოეფიციენტი. შესაბამისად,
წოდებით ნამსახურები წლებისათვის დანამატის ოდენობის გადაანგარიშების შედეგად წელთა
ნამსახურობის მატება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში
2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე წოდების გარეშე მუშაობის პერიოდის
ჩათვლით, თვეში იქნება 86.9 ათასი ლარი, ხოლო წლიური - 1 042.5 ათას ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით გავლენას მოახდენს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმ მოსამსახურეთათვის,
რომლებიც 2015 წლის 10 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობის
გაგრძელებამდე მსახურობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო
რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო
სამსახურებში/დანაყოფებში 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში
(მიუხედავად სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადისა), ასევე 2015 წლის 10
იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში −
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სპეციალური წოდების გარეშე, რომელთა
რიცხოვნობა შეადგენს 1120 მოსამსახურეს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.