„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2023
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/348/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც ასეთი სამუშაოები იწარმოებს, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს, რომლითაც, ასევე, განისაზღვრება შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.“. 2. მე-16 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას: გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი ან მოწმობა ან ორგანიზაციის რეკომენდაცია ან ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი).“; ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი ან მოწმობა ან ორგანიზაციის რეკომენდაცია ან ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი).“; გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე, მათი სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი ან მოწმობა ან ორგანიზაციის რეკომენდაცია ან ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი).“; დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ამავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ;“. 3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც განხორციელდება იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს, რომლითაც, ასევე, განისაზღვრება შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.“. 4. მე-18 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას: გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი ან მოწმობა ან ორგანიზაციის რეკომენდაცია ან ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი).“; ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი ან მოწმობა ან ორგანიზაციის რეკომენდაცია ან ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი).“; გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე, მათი სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი ან მოწმობა ან ორგანიზაციის რეკომენდაცია ან ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი).“; დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ამავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ;“. 5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულება ოქმი/ხელშეკრულება ან მათი ასლი;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იმპორტის ან რეექსპორტის ნებართვა, გაცემული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ;". ან განზრახულობათა შესაბამისი ქვეყნის მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით, უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტის „ა“„გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებისთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დაზუსტებასა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრას. კერძოდ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის/ლიცენზიების მისაღებად, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და მისი განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურმა მეწარმემ სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიის, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის და სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, განაცხადის გაკეთებისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია), თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ არის დადგენილი იურიდიული პირისა და იმ ფიზიკური პირისთვის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმეს დაეხმარება ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში, ამავდროულად, მიზანშეწონილია დაზუსტდეს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რაც მეტად ხელმისაწვდომს გახდის კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ ნებართვის მაძიებელს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წარსადგენი აქვს სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედანი ან ამ ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი. რიგ შემთხვევებში, ნებართვის მაძიებლის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის წარდგენა, მათი არარსებობის გამო შეუძლებელია, ასევე, იმპორტის ნებართვის მაძიებლებს უჭირთ 22-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ექსპორტის ნებართვის მოპოვება, ამასთან ეტაპობრივად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ხსენებულ დოკუმენტს არ გასცემენ, შესაბამისად, მიზანშეწონილია ნებართვის მაძიებელი გათავისუფლდეს სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის ან მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის წარდგენის ვალდებულებისგან და შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის წარმოდგენის ვალდებულებისგან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ მიზნით ახალი რეგულაციების შემოტანა საჭიროებს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს: სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობის, იურიდიული პირებისთვის - იურიდიული პირის ყველა დამფუძნებლისთვის, ხელმძღვანელისთვის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლებისთვის, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას, ასევე, იმ ფიზიკურ პირებისთვის, რომლებიც ლიცენზიის მფლობელ ინდივიდუალურ მეწარმეს, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, მოთხოვნის საფუძვლის შექმნას, ასევე დაზუსტდება ზემოაღნიშნული დოკუმენტების ჩამონათვალი. სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მაძიებლისთვის მიერ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის პროცედურის გამარტივებას, კერძოდ, ნებართვის მაძიებელი გათავისუფლდება შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის ან მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის წარმოდგენის ვალდებულებისგან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე, ზემოაღნიშნული ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ყველა დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას, ისევე, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და ის ფიზიკური პირები, რომლებიც ინდივიდუალურ მეწარმეს, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ვალდებულნი იქნებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგინონ სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა, რომელშიც გარდა სერტიფიკატის, მოწმობის ორგანიზაციის რეკომენდაციისა, მოიაზრება, ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების, იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ვალდებულების დაკისრება გაზრდის ზემოხსენებული სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების უსაფრთხოების სტანდარტს, როგორც დასაქმებულების, ასევე სხვა პირების მიმართ. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მაძიებელი გათავისუფლდება სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის ან მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის, ასევე, შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის წარდგენის ვალდებულებისგან, რაც გაამარტივებს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ იმპორტის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ლიცენზიის მისაღებად, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და მისი განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი. დასახელებული სალიცენზიო საქმიანობები წარმოადგენენ მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მოთხოვნების არსებობა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ის შენობა-ნაგებობები, რომლებშიც ხორციელდება სალიცენზიო საქმიანობა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვროს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამდგენი უფლებამოსილი პირი, რომლის მიერაც გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურმა მეწარმემ სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიის, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზიის და სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, განაცხადის გაკეთებისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია). წარმოდგენილი პროექტით დაზუსტდება სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა და გარდა სერტიფიკატის, მოწმობის ორგანიზაციის რეკომენდაციისა, მოიაზრება, ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების, იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ზემოაღნიშნული ცნობის წარმოდგენის ვალდებულება დაუწესდებათ როგორც იურიდიულ პირებს, ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებს, ვინაიდან, დასახელებული სალიცენზიო საქმიანობები წარმოადგენს მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობას, მნიშვნელოვანია იურიდიული პირის მიერ დასაქმებულ პირებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან სალიცენზიო საქმიანობაში, ჰქონდეთ შესაბამისი განათლება ან/და კვალიფიკაცია იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით, ასევე, იმ პირებს, რომლებიც ლიცენზიის მფლობელ ინდივიდუალურ მეწარმეს, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან. წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება ეხება 22-ე მუხლსაც, კერძოდ, ნებართვის მაძიებელს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოსადგენი აქვს სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედანი ან ამ ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი. ვინაიდან, ნებართვის მაძიებელი გარიგების დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე წარმოგვიდგენს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ იმპორტის, ექსპორტისა და საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატებს, რომლებიც შესაბამისობაშია გარიგების დოკუმენტთან, კონტრაქტის დედნის წარდგენას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამასთან, რიგ შემთხვევებში, ნებართვის მაძიებლის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის წარდგენა, მათი არარსებობის გამო შეუძლებელია. შესაბამისად, მიზანშეწონილია ნებართვის მაძიებელი გათავისუფლდეს სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის ან მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის წარდგენის ვალდებულებისგან. ამასთან, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების იმპორტის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა, ხოლო სამხედრო პროდუქციაზე ნებართვის მაძიებელი არ არის ვალდებული წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტი. ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში იმპორტის ნებართვის მაძიებლებს უჭირთ შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ექსპორტის ნებართვის მოპოვება, ამასთან, ეტაპობრივად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ხსენებულ დოკუმენტს არ გასცემენ, მიზანშეწონილია, სამოქალაქო იარაღის და მათი შემადგენელი ნაწილების, ასევე სამოქალაქო იარაღის საბრძოლო მასალისა და მათი ძირითადი ელემენტების, რომელიც ასევე მოიცავს სანადირო ვაზნების იმპორტს, ნებართვის შემთხვევაში, სუბიექტები გათავისუფლდნენ შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის წარმოდგენის ვალდებულებისაგან. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების განხორციელება არ გამოიწვევს იარაღის ბრუნვის კონტროლის შესუსტებას, რადგან საჭიროების შემთხვევაში, ექსპორტის ნებართვა და სხვადასხვა დოკუმენტების მოთხოვნა, არსებული კანონმდებლობით, შესაძლებელია რეკომენდაციის გაცემის ეტაპზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-4 პუნქტებისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისთვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, ვინაიდან, აღნიშნული ნორმებით დგინდება დამატებითი მოთხოვნები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რაც დაკავშირებულია დოკუმენტაციის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის წარდგენასთან, რისთვის მიზანშეწონილია, განისაზღვროს შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვებისთვის საჭირო გონივრული ვადა. კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს, ვინაიდან, ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი უნდა დამტკიცდეს კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში, მიზანშეწონილია, კანონის ზემოაღნიშნული ნორმები ამოქმედდეს 180-ე დღეს. ამასთან, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან. კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტით სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის ნებართვის მაძიებელ პირთა წრეს ემატება იურიდიული პირი. ამასთან, დაზუსტდება სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა და გარდა სერტიფიკატის, მოწმობის ორგანიზაციის რეკომენდაციისა, მოიაზრება, ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული, ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების, იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით სპეციალური გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელი იურიდიული/ფიზიკური პირი სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აბარებს ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ერთ-ერთ გამოცდას, რომლის საფასურია 20 ლარი. აღნიშნული გამოცდიდან მიღებული თანხები მთლიანად მიემართება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გამოიწვევს სააგენტოს საკუთარი შემოსავლების გაზრდას. სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ზრდა პროპორციულად გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ცნობების გაცემას განახორციელებს არსებული რესურსების ფარგლებში და დამატებითი რესურსების მოძიება არ იქნება საჭირო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია ფინანსური თვალსაზრისით გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც პროექტში მოცემული რეგულაციები გავრცელდება მოქმედი ლიცენზიის მფლობელებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ლიცენზიის გაუქმება, ასევე პირებზე რომლებიც აპირებენ ლიცენზიის აღებას. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელი იურიდიული/ფიზიკური პირი სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აბარებს ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ერთ-ერთ გამოცდას, რომლის საფასურია 20 ლარი, აღნიშნული ხარჯების გაწევა განხორციელდება ლიცენზიის მფლობელი პირის ან იმ პირის მიერ, რომელიც დასაქმებულია იურიდიულ პირში ან ეხმარება ინდივიდუალურ მეწარმეს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში. სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მაძიებელი გათავისუფლდება სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედნის ან მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის, ასევე, შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის წარდგენის ვალდებულებისგან, რაც შეამცირებს შესაბამისი პირების მიერ გასაწევ ხარჯებს. ამასთან ცვლილების მიზანს წარმოადგენს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო-პირობების შექმნა, რადგანაც ხშირ შემთხვევაში მათ მიერ გარიგების გაფორმება ხდება ელექტრონულად და ეს შეუძლებელს ხდის დოკუმენტზე სველი ბეჭდის და ხელმოწერის არსებობას. სანოტარო ბიუროებს, სადაც ხდებოდა სანებართვო ქმედებისთვის ასლის დამოწმება, შეუმცირდებათ ამ საქმიანობიდან მისაღები შემოსავალი, ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით სამოქალაქო იარაღის იმპორტის ნებართვის მაძიებლები თავისუფლდებიან ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დამოწმებული ასლის წარმოდგენის ვალდებულებისგან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.