„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2023
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/348/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 91 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 222 მუხლი: „მუხლი 222 ამ კანონის მე-6 მუხლის 101-112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის გამო 1. ამ კანონის მე-6 მუხლის 101-112 პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელი (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული) ვალდებულია დააკმაყოფილოს შეცვლილი სალიცენზიო პირობები ამ პირობების შეცვლიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემ ორგანოს წერილობით წარუდგინოს შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. 3. ლიცენზიის გამცემი ორგანო: ა) 7 კალენდარული დღის ვადაში ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიას, თუ ლიცენზიის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით არ წარადგინა შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და იღებს წერილობით გადაწყვეტილებას: ბ.ა) ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, თუ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა; ბ.ბ) შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. ცვლილება მიზნად ისახავს სამხედრო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის მოპოვებისთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დაზუსტებასა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრას. კერძოდ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-112 პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიის (სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის, აგრეთვე სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და ვაჭრობისათვის) მისაღებად, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და მისი განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი, რომლითაც დაწესდება შეცვლილ სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან მოქმედი ლიცენზიისა და ნებართვის შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101112 პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობისთვის (სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების), სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის, აგრეთვე სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და ვაჭრობისათვის) განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სტანდარტების დამტკიცებისათვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას, ასევე, შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან მოქმედი ლიცენზიის შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების დაწესებას, ხოლო ამგვარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში: შეიქმნება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101112 პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობანაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სტანდარტების დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სტანდარტებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემის პრინციპების ეფექტიანად რეალიზებას; შეიქმნება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის რეგულირების მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემის პრინციპების ეფექტიანად რეალიზებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ სამინისტრო) უფლებამოსილებაში შედის შემდეგი ლიცენზიების გაცემა: სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია, სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია; სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზია, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზია, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია. ლიცენზიის მისაღებად (გარდა სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიისა), კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობანაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომლის თანახმადაც განისაზღვრება შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლში, კერძოდ, შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვროს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის შენობანაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების საჭირო ნორმები. ამავე ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი. დასახელებული სალიცენზიო საქმიანობები წარმოადგენენ მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მოთხოვნების არსებობა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ის შენობა-ნაგებობები, რომლებშიც ხორციელდება სალიცენზიო საქმიანობა. შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან მოქმედი ლიცენზიის შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების, აგრეთვე ამგვარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, კანონს ემატება 222 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დააკმაყოფილოს შეცვლილი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის ამ პირობების შეცვლიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში. ვინაიდან, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ლიცენზიები მიეკუთვნება საქმიანობის ლიცენზიებს, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც არსებულ ლიცენზიანტებს დაუწესდებათ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება უზრუნველყოფს განუსაზღვრელი ვადით გაცემული სალიცენზიო პირობების განახლებასა და საქმიანობის არსებულ გამოწვევებთან თავსებადობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ლიცენზიანტებს განესაზღვროთ გონივრული ვადა, სალიცენზიო პირობების ცვლილებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით. სალიცენზიო პირობების შესრულების თვალსაზრისით, ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, შეცვლილი სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების გონივრული ვადა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 1 წლით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 180-ე დღეს, ვინაიდან, მისი ამოქმედების ვადა დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, შეკეთების სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), ვაჭრობის განსახორციელებლად შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტს მოქმედი კანონის თანახმად, გასცემს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავალს არ იღებს, შესაბამისად, გავლენას არ იქონიებს მის შემოსავლებზე. ამასთან, პროექტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელს განესაზღვრება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან მოქმედი ლიცენზიის შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტის წარდგენას. აღნიშნული დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი განისაზღვრება მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დადასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება. პირებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ თავიდან აიღონ აღნიშნული ლიცენზია, უნდა გადაიხადონ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი (მაგ: სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება – 2000 ლარი, სამხედრო - საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) – 2000 ლარი, სამხედრო - საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი და სხვა.), რაც შესაბამის გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: თავდაცვის სამინისტრო არსებული რესურსების ფარგლებში მოახდენს ლიცენზიის შესაბამისობის დადგენაზე, გაუქმებაზე, მათ შორის, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დაფინანსებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია ფინანსური თვალსაზრისით გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. პროექტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელს განესაზღვრება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან მოქმედი ლიცენზიის შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტის წარდგენას. აღნიშნული დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი განისაზღვრება მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება. პირებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ თავიდან აიღონ აღნიშნული ლიცენზია, უნდა გადაიხადონ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი (მაგ: სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება, წარმოება – 2000 ლარი, სამხედრო - საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) – 2000 ლარი, სამხედრო - საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი და სხვა.), რაც დაკავშირებული იქნება მათი ხარჯების ზრდასთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.