„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის
ცვლილება:
1. 177-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შენიშვნა:
1. კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება
25 000 ლარის ზევით.
2. ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული
არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული
მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861 მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების)
ღირებულება 350 ლარის ზევით.’’
2. 218-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის
თანხა აღემატება 150 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად როდესაც თანხა აღემატება 225 000 ლარს.
2. პირს
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე
„საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი,
გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული
ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის
საფუძველზე.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავში (დანაშაული
საკუთრების წინააღმდეგ) დღემდე მოქმედებს 1999 წლის ნორმა, რომელიც
ამძიმებს პირის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული უკავშირდება
დიდ ოდენობას. ამ ნორმის თანახმად, დიდი ოდენობა გულისხმობს ნივთის
ღირებულებას 10 000 ლარის ზევით, რა ფარგლებშიც ჩადენილია საკუთრების
წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
ამავდროულად, შესაბამის მუხლებში 2006 წლიდან კიდევ ერთი ნორმა ამოქმედდა
დამამძიმებელი გარემოების სახით. ეს გულისხმობს ისეთ დანაშაულს, ,,რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია’’, ხოლო ასეთი ქმედება ისეთი დანაშაულია,
რომელიც უკავშირდება ნივთის ღირებულებას 150 ლარის ზევით.
აღნიშნულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით,
რომ ფასების დონე (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) 2022 წელს გაზრდილია
დაახლოებით 225%-ით 1999 წელთან შედარებით, ხოლო 124%-ით 2006 წელთან
შედარებით. მიუხედავად ამისა, სასამართლო შესაბამისი დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში, ბრალდებულებს ისევ მოძველებული, 1999 წლის და 2006 წლის
ნორმებით ასამართლებს. ვინაიდან, ეს ოდენობა დღეს ბევრად ნაკლებია
მსყიდველობითუნარიანობით, ვიდრე მაშინ, აუცილებელია, მოხდეს კოდექსის
ზღვრების გადახედვა და მათი პროპორციული გაზრდა ქვეყანაში დღეს
არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. არ შეიძლება პირს
დღესაც იმავე კვალიფიკაციით მიესაჯოს სასჯელი კონკრეტული ქმედებისთვის,
რა ქმედებაც შესაბამისი ნორმის ძალაში შესვლის დროს რამდენჯერმე ნაკლები
ღირებულების საკუთრებისადმი მიმართულ დანაშაულს ითვალისწინებდა.
აქედან გამომდინარე, კანონპროექტის მიღების მიზეზია სამართლიანი და
ობიექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ქვეყანაში.
ბ) კანონპროექტი შეეხება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
XXVIII თავში (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) არსებულ 218-ე
მუხლს (გადასახადისათვის თავის არიდება). კანონპროექტის ამ ნაწილის მიღების
მიზეზს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ხელის შეწყობა,
სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და ფასების ზრდის
ტენდენციის გათვალისწინება. კერძოდ, პირის მიერ გადასახდელი გადასახადის
თანხის იმ 100 000 ლარიანი ქვედა ზღვრის გაზრდა, რომელი ზღვრის
გადაჭარბების შემთხვევაში გადასახადისათვის თავის არიდება გამოიწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 100 000 ლარიანი ნორმა მოქმედებს
2017 წლიდან და მას შემდეგ ფასები გაზრდილია 39%-ით. შესაბამისად, ეს ზღვარი
გაიზრდება და მოხდება მის ქვემოთ არსებული ოდენობის გადასახადის
გადახდისგან
თავის
არიდების
შემთხვევაში
პირის
განთავისუფლება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, როგორიცაა პატიმრობა. თუმცა,
ამ თანხის ქვემოთ არსებული ოდენობის გადასახადის გადახდისგან თავის
არიდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად კვლავ გამოიწვევს
შესაბამის პასუხისმგებლობას - საგადასახადო სანქციების დაკისრებას, რაც
გამოიხატება დაჯარიმებასა და საურავის დარიცხვაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
დამამძიმებელი გარემოების დადგომისათვის გათვალისწინებული ფინანსური
ზღვრები, ისევე როგორც დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების,
როგორც დანაშაულის შემადგენლობის დადგომისათვის გათვალისწინებული
ფინანსური ზღვარი რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით, კანონპროექტში აღწერილი პრობლემის მოწესრიგება მოითხოვს ამ
კოდექსში ცვლილების შეტანას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ა) კანონპროექტი ითვალისწინებს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის
ჩადენის
შემთხვევაში,
ბრალდებულის
უზრუნველყოფას
სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულებით. კანონპროექტის თანახმად,
აღნიშნულ
დანაშაულებზე
დამამძიმებელი
გარემოების
კრიტერიუმები
მაქსიმალურად თანხვედრაში მოვა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა
და ლარის მსყიდველობითუნარიანობასთან. პირს დაეკისრება კონკრეტული
სასჯელი იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი
ზიანის გამომწვევი ან დაუკავშირდება დიდი ოდენობით თანხას, ხოლო ეს
ოდენობები
შესაბამისობაში
იქნება
ფასების
მიმდინარე
პერიოდის
მაჩვენებლებთან. შედეგად, 150 ლარის ტოლი ზღვარი, რომელიც 2006 წლიდან
მოქმედებს და კოდექსის XXV თავით გათვალისწინებულ დანაშაულებში ამძიმებს
პასუხისმგებლობას, შეიცვლება და გახდება 350 ლარი.
ხოლო 10 000 ლარიანი ზღვარი, რომელიც 1999 წლიდან არ შეცვლილა, რომელიც
შესაბამის მუხლებში ,,დიდი ოდენობით’’ თანხას გულისხმობს და ასევე
მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, გაიზრდება და გაუტოლდება 25 000 ლარს.
ბ) გარდა ამისა, კანონპროექტი ეხება საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილ
დანაშაულსაც - გადასახადისათვის თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით,
კანონპროექტი დადებითად აისახება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებიც
განთავისუფლდებიან
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან, დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის
არიდების შემთხვევაში. ხოლო ზღვარი, რომელიც სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას გამოიწვევს, შეიცვლება. კერძოდ, დღეს მოქმედი 100 000
ლარის ტოლი ზღვარი, რომელიც გულისხმობს ,,დიდ ოდენობას’’, გახდება 150 000
ლარის ტოლი.
ხოლო 150 000 ლარიანი ზღვარი, რომელიც გულისხმობს
,,განსაკუთრებით დიდ ოდენობას’’, გაუტოლდება 225 000 ლარს. შედეგად,
სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის სტანდარტები მაქსიმალურად
თანხვედრაში მოვა დღევანდელ ფასებთან. ამ ზღვარის ქვემოთ არსებული
გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში კი პირს დაეკისრება ფინანსური
სანქციები საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, თუმცა მას არ
დაეკისრება პატიმრობა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ა) კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში. აღნიშნული შენიშვნის მოქმედი
რედაქციის თანახმად, კოდექსის ამ თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ)
მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის
ზევით, ხოლო დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000
ლარის ზევით. ცვლილების თანახმად, ეს ზღვრები ქვეყანაში არსებული
დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად გაიზრდება და ამ
შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,კოდექსის ამ
თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 25 000 ლარის
ზევით’’. ხოლო შენიშვნის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების)
ღირებულება 350 ლარის ზევით’’. კანონპროექტის თანახმად, შენიშვნის მეორე
ნაწილი უცვლელი რჩება.
ბ) კანონპროექტი ასევე ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე
მუხლსაც (გადასახადისათვის თავის არიდება). კერძოდ: დიდი ოდენობით
გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების შემთხვევაში ფიზიკური და
იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დამწესებელი ზღვრები გაიზრდება ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური
მდგომარეობის გათვალისწინებით და 100 000 ლარიანი ზღვარი, რომელიც
გულისხმობს დიდ ოდენობას და 150 000 ლარიანი ზღვარი, რომელიც
განსაკუთრებით დიდ ოდენობას გულისხმობს, გაუტოლდება 150 000 და 225 000
ლარს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე
მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი შინაარსით: ,,ამ
მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, გადასახდელი გადასახადის თანხა, რომელიც
აღემატება 150 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - როდესაც
თანხა აღემატება 225 000 ლარს.’’
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც მნიშვნელოვანია
საქართველოში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ სამართლიანი და
ობიექტური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დროული უზრუნველყოფა.
კანონპროექტს აქვს უკუძალა, რადგანაც ის ამსუბუქებს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 180-ე, 181-ე, 182-ე, 1822, 183-ე, 185-ე, 186ე, 187-ე, 188-ე, 189-ე და 1891 მუხლით გათვალისწინებულ სასჯელებს, ხოლო 218-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, 150 000 ლარის ქვემოთ
არსებული გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შემთხვევაში, იწვევს
ქმედების
სისხლისსამართლებრივ
დეკრიმინალიზაციას.
შესაბამისად,
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირს, რომელიც იხდის
სასჯელს იმ ქმედებისთვის, რომელიც შემსუბუქებულია ამ კანონპროექტით,
სასჯელი უნდა შეუმცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის ფარგლებში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილ
ცვლილებებს
გავლენა
ექნება
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, როგორც შემცირების, ისე ზრდის მიმართულებით,
კერძოდ:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3
ნაწილის ცვლილებით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. დღეს
მოქმედი რედაქციით თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, მაშინ
ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ანდა
თავისუფლების აღკვეთით. ხოლო, მაგალითად ქურდობისა და ძარცვის
შემთხვევაში თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება, მაშინ ჩადენილი
დანაშაული აღარ ისჯება ჯარიმით და გამოიყენება ან შინაპატიმრობა ან
თავისუფლების აღკვეთა. მოცემული 150 ლარიანი ზღვრის გაზრდა 350 ლარამდე
გაზრდის ჯარიმების რაოდენობას, ვინაიდან 350 ლარამდე ნივთის ღირებულების
შემთხვევაში, ქურდობისა თუ ძარცვის დროს, შესაძლებელი იქნება ჯარიმის
გამოყენებაც და შესაბამისად, გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავალიც, თუმცა რა
მოცულობით, ეს დამოკიდებული იქნება ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობაზე.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის
პირველი ნაწილის ცვლილებით გარკვეულ შემთხვევაში შემცირდება სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი გაიზრდება შემდეგი
გარემოებების გამო:
1. დღეს მოქმედი რედაქციით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ
თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
სამიდან ხუთ წლამდე. დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი
გადასახადის თანხა აღემატება 100 000 ლარს. წარმოდგენილი ცვლილებით
ეს 100 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 150 000 ლარამდე და იმ
შემთხვევებში, როდესაც სანქციად გამოიყენება ჯარიმა პატიმრობის
ნაცვლად, ეს ჯარიმები დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს. თუმცა რა
მოცულობით, ეს დაკავშირებულია დანაშაულთა რაოდენობაზე. ზოგადად,
არ არსებობს დამუშავებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენს
შეადგენს 100 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გადასახდელი გადასახადის
თავის არიდების შედეგად დაკისრებული ჯარიმა პირის მიმართ, რომელიც
მიიმართა ბიუჯეტში.
2. არსებული
რედაქციით
განსაკუთრებით
დიდი
ოდენობით
გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. განსაკუთრებით დიდ ოდენობად
ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება 150 000
ლარს. მოცემული ცვლილებით ეს 150 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 225
000 ლარამდე. ამ კანონის მიღებამდე 150 000 ლარის ზევით სანქციად თუ
გამოიყენებოდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, კანონის მიღების
შემდეგ, 225 000 ლარამდე უკვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
არამხოლოდ პატიმრობა, არამედ ჯარიმაც, რაც თავის მხრივ გაზრდის
ბიუჯეტის შემოსავლებს. თუ რა მოცულობით გაიზრდება, ეს
დამოკიდებული იქნება იმ გარემოებაზე, რაც ზევით აღინიშნა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
მოცემულ ცვლილებები შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, რადგან:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის
პირველი ნაწილის ცვლილებით იზრდება ნივთის დიდი ოდენობით
ღირებულების ზღვარი 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ
პირის მიმართ, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაული ექცეოდა ნივთის
ღირებულების 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე შუალედში, გამოყენებული
თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება, რადგან ამ ტიპის დანაშაული გადადის
შედარებით მსუბუქ დანაშაულთა კატეგორიაში. შესაბამისად, შემცირდება ის
ხარჯები, რითაც სახელმწიფოს პატიმრების შენახვა უჯდება სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, 1
პატიმრისთვის განსაზღვრული საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 21 604 ლარს
(აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა).
ასევე, ბიუჯეტის ხარჯებს შემცირებს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში წარმოდგენილი ცვლილება. 150
ლარიდან 350 ლარამდე ნივთის ღირებულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება
ჯარიმის გამოყენება, ნაცლად პატიმრობისა.
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს შეამცირებს, ასევე ამ კოდექსის 218-ე მუხლის
შენიშვნის
პირველ
ნაწილში
წარმოდგენილი
ცვლილებაც.
ვინაიდან
განსაკუთრებით დიდ ოდენობად არსებული 150 000 ლარიანი ზღვარი იზრდება
225 000 ლარამდე, პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც მოქცეულია 150
000 ლარიდან 225 000 ლარამდე დიაპაზონში, გადადის შედარებით მსუბუქ
დანაშაულთა კატეგორიაში და მცირდება თავისუფლების აღკვეთის ვადა ან მის
ნაცვლად გამოიყენება მხოლოდ ჯარიმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემცირდება ის
ხარჯები, რითაც სახელმწიფოს პატიმრების შენახვა უჯდება სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენით შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები,
დაკავშირებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი ჩაიდენს მომავალში იმ ტიპის
დანაშაულებს, რაც შესაბამის ზღვრებში იქნება მოქცეული.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ამსუბუქებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV
თავით
(დანაშაული
საკუთრების
წინააღმდეგ)
გათვალისწინებული
დანაშაულების სანქციებს. შესაბამისად, ამ მუხლებით მსჯავრდებულებს სასჯელი
შეუმსუბუქდებათ. ამავდროულად, კანონპროექტი იწვევს სისხლის სამართლის
კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში 150 000
ლარის ქვემოთ არსებული დანაშაულისათვის განზრახ თავის არიდების
შემთხვევაში ქმედების სისხლისსამართლებრივ დეკრიმინალიზაციას. აქედან
გამომდინარე, კანონპროექტი დადებითად აისახება იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე, რომლებსაც 100 000 ლარის ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში
უწევდათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.