„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54,12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. 275-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 150 000
ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით
დადგენილი წესით.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
საქართველოს
კანონში
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და მიზნად ისახავს მასთან
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’ შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტის მიღება აუცილებელია ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის’’
შესაბამისობაში მოსაყვანად ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ’’
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულ ცვლილებასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიზრდება ის ზღვარი, რომელზე მეტი
ოდენობის მქონე გადასახადის თანხის საგადასახადო დეკლარაციაში შემცირება
მიიჩნევა გადასახადისათვის თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აქედან გამომდინარე, კანონპროექტი დადებითად აისახება ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე,
რომლებიც
ეწევიან
ეკონომიკურ
საქმიანობას.
კანონპროექტით გათვალისწინებული ზღვრის ქვემოთ არსებული ჯამური თანხის
მქონე
გადასახადისათვის
თავის
არიდება
აღარ
გამოიწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას,
თუმცა
სამართალდამრღვევს
დაეკისრება საგადასახადო სანქციები - ჯარიმებისა და საურავის სახით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილში. ამ ნორმაში რეგლამენტირებული 100 000
ლარიანი ზღვარი, რომელზე მეტი ოდენობით პირის მიერ საგადასახადო
დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება მიიჩნევა გადასახადისთვის თავის
არიდებად და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, გაიზრდება და
გახდება 150 000 ლარის ტოლი. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი
ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში
გადასახადის თანხის 150 000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან
თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის
სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში -- აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
საკანონმდებლო პაკეტი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც
მნიშვნელოვანია საქართველოში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ
სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დროული
უზრუნველყოფა.
,,სისხლის
სამართლის
კოდექსის“
218-ე
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, 150 000 ლარის ქვემოთ არსებული
გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შემთხვევაში, იწვევს ქმედების
სისხლისსამართლებრივ
დეკრიმინალიზაციას.
შესაბამისად,
აღნიშნული
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირს, რომელიც იხდის სასჯელს იმ
ქმედებისთვის, რომელიც შემსუბუქებულია ამ კანონპროექტით, სასჯელი უნდა
შეუმცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის ფარგლებში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ვინაიდან ამ კანონში ცვლილება განპირობებულია საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის ცვლილებით,
წარმოდგენილ კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ:
1. დღეს მოქმედი რედაქციით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ
თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
სამიდან ხუთ წლამდე. დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი
გადასახადის თანხა აღემატება 100 000 ლარს. წარმოდგენილი ცვლილებით
ეს 100 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 150 000 ლარამდე და იმ
შემთხვევებში, როდესაც სანქციად გამოიყენება ჯარიმა პატიმრობის
ნაცვლად, ეს ჯარიმები დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს. თუმცა რა
მოცულობით, ეს დაკავშირებულია დანაშაულთა რაოდენობაზე. ზოგადად,
არ არსებობს დამუშავებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენს
შეადგენს 100 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გადასახდელი გადასახადის
თავის არიდების შედეგად დაკისრებული ჯარიმა პირის მიმართ, რომელიც
მიიმართა ბიუჯეტში.
2. არსებული
რედაქციით
განსაკუთრებით
დიდი
ოდენობით
გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. განსაკუთრებით დიდ ოდენობად
ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება 150 000
ლარს. მოცემული ცვლილებით ეს 150 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 225
000 ლარამდე. ამ კანონის მიღებამდე 150 000 ლარის ზევით სანქციად თუ
გამოიყენებოდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, კანონის მიღების
შემდეგ, 225 000 ლარამდე უკვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას
არამხოლოდ პატიმრობა, არამედ ჯარიმაც, რაც თავის მხრივ გაზრდის
ბიუჯეტის შემოსავლებს. თუ რა მოცულობით გაიზრდება, ეს
დამოკიდებული იქნება იმ გარემოებაზე, რაც ზევით აღინიშნა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ამ კანონში ცვლილება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის ცვლილებით, შესაბამისად
წარმოდგენილ კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, კერძოდ:
ვინაიდან დიდ ოდენობად არსებული 100 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 150 000
ლარამდე, პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც მოქცეულია 100 000
ლარიდან 150 000 ლარამდე დიაპაზონში, თავისუფლდება სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობისაგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემცირდება ის ხარჯები, რითაც
სახელმწიფოს
პატიმრების
შენახვა
უჯდება
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, 1
პატიმრისთვის განსაზღვრული საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 21 604 ლარს
(აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა).
რაც შეეხება იმას, თუ რამდენით შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები,
დაკავშირებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი ჩაიდენს მომავალში იმ ტიპის
დანაშაულებს, რაც შესაბამის ზღვრებში იქნება მოქცეული.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იწვევს ,,სისხლის სამართლის კოდექსის“ 218-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში 150 000 ლარის ქვემოთ არსებული
დანაშაულისათვის
განზრახ
თავის
არიდების
შემთხვევაში
ქმედების
სისხლისსამართლებრივ
დეკრიმინალიზაციას.
აქედან
გამომდინარე,
კანონპროექტი დადებითად აისახება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებსაც 100 000 ლარის ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში უწევდათ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.