„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონს
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/07/2011, დოკუმენტის ნომერი:
4979-რს,სარეგისტრაციო კოდი: 010100000.04.001.016021) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21
მუხლი:
„მუხლი 21. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა
განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა აღემატებოდეს
ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2030 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთ წინაპირობას
საკუთარი
ენერგეტიკული
რესურსების
მაქსიმალურად
ათვისება
და
იმპორტდამოკიდებულების
შემცირება
წარმოადგენს.
ენერგიის
ნაკლებობამ
ან
იმპორტირებული ენერგიის მაღალმა ფასმა შეიძლება შეაფერხოს ეკონომიკური ზრდა და
შესაბამისად, ხელი შეუშალოს კონსტიტუციით განსაზღვრული ეკონომიკური უფლებებითა
და თავისუფლებებით სრულფასოვნად სარგებლობას.
საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ძირითად ნაწილს ადგილობრივი
გენერაციის ობიექტები - ჰიდრო (70%-მდე) და თბოელექტროსადგურები (20%-მდე)
აკმაყოფილებენ. მოთხოვნის ადგილობრივი წარმოებით დაუბალანსებელი ნაწილი კი
ელექტროენერგიის იმპორტით იფარება (საშუალოდ წლიური 10%-13%). სეზონურობის გამო
ჰიდროელექტროსადგურების წილი მთლიან წარმოებაში ცვალებადია: წილის საშუალო
მაჩვენებელი მაქსიმუმს მაისი-ივლისის (98%-ზე მეტი), ხოლო მინიმუმს (დაახლოებით 4653%) დეკემბერი-თებერვლის პერიოდში აღწევს. შესაბამისად, თბოსადგურების და იმპორტის
წილი ყველაზე დაბალი გაზაფხულ-ზაფხულშია, ხოლო მაღალი - ზამთარში. იმპორტირებულ
ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების ზრდამ, გარდა ეკონომიკისა, შესაძლოა უარყოფითი
გავლენა
მოახდინოს,
ეროვნულ
უსაფრთხოებაზე,
საქართველოს
მოქალაქეების
კეთილდღეობასა და ბიზნეს გარემოს სტაბილურობაზე.
ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას კი შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის
გაუმჯობესებას, საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია, უცხოური ინვესტიციების შემოდინებას
და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ენერგორესურსების იმპორტის შემცირებით. სავაჭრო
ბალანსის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ კეთილდღეობას.
შესაბამისად,
ელექტროენერგეტიკული
დამოუკიდებლობის
დონის
ამაღლების
უზრუნველყოფისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ კუთხით ქვეყნის სტრატეგიული
მიმართულებების განსაზღვრა, სათანადო სამიზნე მაჩვენებლების შემუშავება
და მათ
მისაღწევად ღონისძიებების დროული განხორციელება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება აუცილებელია გარე ენერგიის წყაროებზე მზარდი
დამოკიდებულებასთან
დაკავშირებული
რისკების
პრევენციისათვის.
ვინაიდან
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადამწყვეტ გავლენას ახდენს ეკონომიკური
განვითარების, უსაფრთხოებისა და მდგრადობის სხვადასხვა ასპექტებზე, მიზანშეწონილია ამ
კუთხით ძირითადი სამიზნე პარამეტრის დადგენა. შიდა წყაროებით წარმოებული
ელექტროენერგიის მიწოდებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ფასების სტაბილურობას.
გლობალური ენერგეტიკული ბაზრის რყევების შემცირებული ზემოქმედება კი ხელს უწყობს
ენერგიის ფასების სტაბილიზაციას, რაც თავიდან აიცილებს ეკონომიკის უეცარ შოკებს.
ამავდროულად, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა ხელს უწყობს უფრო
უსაფრთხო, სტაბილურ და მდგრად ეკონომიკას უცხოურ ენერგო წყაროებზე
დამოკიდებულების შემცირებით, სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციების ხელშეწყობისა
და გარემოზე პასუხისმგებლობის ხელშეწყობის გზით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა ხშირად მოიცავს კომპლექსური
პოლიტიკის გადაწყვეტილებებს, ტექნოლოგიურ წინსვლას და მუდმივ ძალისხმევას
ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მოსაზრებების დასაბალანსებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკულ სექტორში იმ სტრატეგიული
პარამეტრების განსაზღვრა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს, საქართველოს მეზობელი
ქვეყნების ენერგორესურსებზე ნაკლებ დამოკიდებულებას და ქვეყნის სტაბილურ
ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას. ასევე, უფრო მეტად უზრუნველყოს ადგილობრივი
განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა და სახელმწიფო ეკონომიკური და
ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება.
აღნიშნული ორგანული კანონის მიღება შეიტანს მეტ სიცხადეს ქვეყნის პრიორიტეტების
განსაზღვრაში და პოზიტიურ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ორგანულ კანონს ემატება 21 მუხლი, რომელიც მოიცავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის
იმ ძირითადი პარამეტრებს, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი
ზრდის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მუხლში მოცემულია შემდეგი მიზანი:
- განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა
აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი მიღწეულ უნდა იქნეს 2030 წლის 31 დეკემბრისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინაშე აღებული
ვალდებულებებიდან გამომდინარე, განსასაზღვრია კონკრეტული სამიზნე მაჩვენებელები
2030 წლამდე და 2050 წლამდე ხედვით. შესაბამისად, ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე
რეფორმების ფონზე, მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე განისაზღვროს ის ძირითადი
სტრატეგიული მიმართულებები და სამიზნე მაჩვენებლები, რომლის საფუძველზეც მოხდება
შემდგომში შესაბამისი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ნორმების შემუშავება.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული კანონი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2030 წლის 31
დეკემბრიდან. კანონისათვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორების მიერ მისი დაჩქარებული წესით განხილვა არ არის
მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში
შესვლისა და მათი ოპერირების შედეგად დამატებით მობილიზებული ქონების, მოგების,
დღგ და საშემოსავლო გადასახადის სახით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რაც შეეხება გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯებს - საქართველოს
სახელმწიფო ელექტროსისტემას გააჩნია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების
ათწლიანი გეგმა, რომელიც მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ბრძანებით და ექვემდებარება წლიურად განახლებას, ქვეყანაში
არსებული და დაგეგმილი პროექტების შესაბამისად, ადგილობრივ და რეგიონულ
კონტექსტში. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურის
განვითარების ხარჯების გათვალისწინება ხდება რეგულირებად ტარიფში, მარეგულირებელი
კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი მეთოდოლოგიით დადგენილი წესით.
ამავდროულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის მუხლი
53. თანახმად, გადამცემი ქსელის განვითარების პროექტების განხორციელების ხარჯები,
შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ
საქართველოს მთავრობას მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების წარმოქმნას;
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნების აღსრულების, სექტორში ჩართულ პირებზე
ზეგავლენის დეტალური პროგნოზირება დამოკიდებულია ადგილობრივ და რეგიონულ
დონეზე სამომავლოდ, ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაზე, გეოპოლიტიკური
ფაქტორების გათვალისწინებით.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ გულისხმობს იმპორტის
აკრძალვას, არამედ მის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი რესურსების იმგვარად ათვისება,
რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანამ შეძლოს ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება
საკუთარი წარმოებით. ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეულ
დროს მართებული იყოს ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი,
გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, სალომე ქურასბედიანი, გრეტა წიწავა, ეკა სეფაშვილი,
ისკო დასენი, ანტონ ობოლაშვილი, გელა სამხარაული, ელგუჯა გოცირიძე, გოჩა ენუქიძე,
ნიკოლოზ სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გოდერძი ჩანქსელიანი,
ირაკლი ბერაია, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, მამუკა მდინარაძე, ბექა დავითულიანი,
გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა
ლომინაძე, ბაია კვიციანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაატა კვიჟინაძე, მაია ბითაძე, ნოდარ
ტურძელაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან ქარუმიძე.
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
სონღულაშვილი, გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, სალომე ქურასბედიანი, გრეტა
წიწავა, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ანტონ ობოლაშვილი, გელა სამხარაული, ელგუჯა
გოცირიძე, გოჩა ენუქიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სარჯველაძე,
გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ბერაია, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, მამუკა
მდინარაძე, ბექა დავითულიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ლევან
მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბაია კვიციანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაატა კვიჟინაძე, მაია
ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან ქარუმიძე.