„ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, სალომე ქურასბედიანი, გენრიეტა წიწავა, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ანტონ ობოლაშვილი, გელა სამხარაული, ელგუჯა გოცირიძე, გოჩა ენუქიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ბერაია, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, მამუკა მდინარაძე, ბექა დავითულიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბაია კვიციანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაატა კვიჟინაძე, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან ქარუმიძე
ნომერი
#07-3/405/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლის და 132-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია“. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
კონცეფცია
ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები განისაზღვრება ორგანული კანონით. ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა შეუძლებელია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე, ამიტომ, ამ კონცეფციით განისაზღვრება ის ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები და პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სამომავლო ენერგოდამოუკიდებლობას და იმავდროულად წარმოადგენენ ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელ პრინციპს. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ფუნდამენტურია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზანია ეკონომიკის დაცვა შეფერხებისგან და არასანდო უცხოურ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირება. ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოება გადამწყვეტია ეკონომიკური სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოების და სოციალური კეთილდღეობისთვის. ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: ა) ელექტროენერგეტიკული რესურსების ფიზიკური ხელმისაწვდომობა სეზონურობის გათვალისწინებით; ბ) ელექტროენერგიით მომარაგების ხელმისაწვდომობა და საიმედოობა; გ) მიმწოდებელი ქვეყნების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა; დ) ენერგოეფექტურობის დონის ამაღლება. 1. ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის მიზანი ამ კონცეფციის მიზანია: ა) ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ელექტრო-ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის; ბ) ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების და მოქალაქეთა კეთილდღეობის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა; გ) ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების იმ ძირითადი სამიზნე მაჩვენებლების დადგენა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. 2. ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის მოქმედების სფერო 1. ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია მოიცავს მხოლოდ ელექტროენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და საქართველოს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას; 2 2. ამ კონცეფციით განისაზღვრება ის მიზნობრივი მაჩვენებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას ეტაპობრივად, გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე, ემსახურებიან ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას. 3. ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის ტერმინთა განმარტება ამ კონცეფციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, გარდა შემდეგი ტერმინებისა: ა) ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა - ქვეყნის უნარი, საჭიროების შემთხვევაში, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მისი ადგილობრივი მოთხოვნის სრული მოცულობა საბოლოო ენერგიის იმპორტის გარეშე; ბ) ენერგო (ელექტროენერგიის) დამოკიდებულების მაჩვენებელი - წლიურ ჭრილში ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების თანაფარდობა ელექტროენერგიის წლიურ მოხმარებასთან ; გ) ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოება - ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება. დ) ელექტროენერგეტიკული მედეგობა - ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობა, გაუძლოს ბუნებრივი (სტიქიური) მოვლენებით, ტექნიკური გაუმართაობით ან სხვა სახის ხარვეზებითა და საფრთხეებით გამოწვეულ ჩავარდნებს ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში და ამავდროულად, გააჩნდეს სწრაფად აღდგენის უნარი ე) ურთიერთდაკავშირების სიმძლავრის სამიზნე მაჩვენებელი - თანაფარდობა ქვეყნის საზღვრებზე ნომინალური გადაცემის სიმძლავრეების ჯამის (ან მთლიანი იმპორტის სიმძლავრეს) და ქვეყანაში დადგმული გენერაციის სიმძლავრეს შორის. ვ) ელექტროენერგიის დივერსიფიკაცია - ელექტროენერგიის სხვადასხვა წყაროების, მომწოდებლებისა და სატრანსპორტო მარშრუტების გამოყენება, ერთ ან შეზღუდული რაოდენობის რესურსზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ზ) მწვანე ენერგია - ენერგიის ნებისმიერი ტიპი, რომელიც არ აბინძურებს გარემოს და ბუნებით განახლებადია. 4. ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის სამიზნე მაჩვენებლები 1. ელექტროენერგიის მოწოდების მხრივ სხვა ქვეყნებზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებისა და ადგილობრივი წარმოების გაზრდის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი პირების მიერ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (კომისია) ერთად, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი უნდა იქნას განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა. 2. სამიზნე მაჩვენებლებში ექსპორტ-იმპორტის წილის დაანგარიშებისას არ მონაწილეობს მეზობელ ქვეყნებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებებისა და 3 ავარიული სიტუაციების მართვის კონტრაქტების შესაბამისად და ფარგლებში განხორციელებული ელქტროენერგიის ექსპორტი ან/და იმპორტი (გადადინებული ელექტროენერგია). 5. ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობა და სამიზნე მაჩვენებლები 1. ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური (მდგრადი) ათვისება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების გაზრდისა და ნახშირორჟანგის /სხვა სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად, არამედ პირველად საწვავზე (ბუნებრივი გაზი და ნავთობი) ან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. 2. ქვეყნის მიზანს წარმოადგენს, რომ გახდეს მწვანე ენერგიის წარმოებისა და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონული ლიდერი. 3. განახლებადი ენერგიის განვითარების უსაფრთხოების, სოციალური, ტექნოლოგიური, და გარემოსდაცვითი დადებითი ზეგავლენის გათვალისწინებით, სახელმწიფო შეიმუშავებს და განახორციელებს განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებს და ასევე უზრუნველყოფს გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ინტეგრაციას. 4. საქართველოს განახლებადი ენერგიის ათვისების და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი პირების მიერ კომისიასთან ერთად, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა. 6. ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, მოთხოვნის მართვის უზრუნველყოფა 1. ენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების სწორი მართვა, აგრეთვე ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციაში. 2. ენერგიაზე მოთხოვნის მართვის სისტემების და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის, აგრეთვე ენერგოდამზოგავი ღონისძიებების წახალისების მიზნით, გაუმჯობესებულ უნდა იქნას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და მარეგულირებელი ნორმები. 7. ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება 1. ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით, მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იქნას გამოყენებული გეოპოლიტიკური მდებარეობა და დაინერგოს ენერგომატარებლების იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის ხელშეწყობის ღონისძიებები. 4 2. ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი პირების მიერ კომისიასთან ერთად, ელექტროენერგიის რეგიონალური ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით, უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციის ინიცირება და მისი ეტაპობრივი განხორციელება. 3. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს მეზობელი სახელმწიფოების ენერგეტიკულ სისტემებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა. ასევე უნდა შეიქმნას სავაჭრო პლატფორმების თავსებადობის მექანიზმები. 4. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და ელექტროენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების მიზნით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი პირების მიერ, კომისიასთან ერთად, უზრუნველყოფილ უნდა იქნას იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროპის ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან სიმძლავრის მიმოცვლა, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნას განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა. 8. ინვესტიციების ხელშეწყობა 1. ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საჭიროა შეიქმნას თანაბარი, გამჭვირვალე და სანდო სამართლებრივი გარემო ინვესტორებისათვის და განისაზღვროს ინვესტიციების დაცვის სახელმწიფო გარანტიები. 2. საქართველოს მთავრობას, უფლება აქვს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, განსაზღვროს განსაკუთრებული ინვესტიციის სტატუსის მისანიჭებლად კრიტერიუმი და დაადგინოს ამგვარი ინვესტიციებისათვის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი. 3. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებული ინვესტიციის სტატუსის მქონე პროექტებში წილობრივი მონაწილეობის თაობაზე. 9. ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრა 1. საქართველოს მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს მდგრადი პროცესი ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრისა, მისი რეგულარული განახლების და განხორციელების მონიტორინგის მიზნით. მათ შორის, შექმნას საკოორდინაციო საბჭო რომელიც გააანალიზებს მთელს ენერგეტიკულ სექტორს; 2. მთავრობა ვალდებულია, საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში, ენერგეტიკული პოლიტიკის შესრულების შესახებ. 10. დასკვნითი დებულებები 5 ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზნებისთვის: ა) 2026 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - ელექტროენერგიის წლიური წარმოების წილი, ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90%-ს; ბ) 2030 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. 2. ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნებისთვის: ა) 2026 წლის 31 დეკემბრისთვის - განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება შეადგენს არანაკლებ 75% ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით; ბ) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის - განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. 3. ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნებისთვის: ა) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის - ევროკავშირის ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელექტროსისტემებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის შესაძლებლობის ნომინალურმა სიმძლავრემ უნდა შეადგინოს არანაკლებ 10% ქვეყანაში ამ პერიოდში მოქმედი ელექტროსადგურების დადგმულ სიმძლავრესთან თანაფარდობით. კონცეფციის განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელმა შტოებმა თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ: ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანა; ბ) ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის მიზნით, ეფექტური ხელშემწყობი მექანიზმის დამტკიცება; გ) ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის მიზნით, განსაკუთრებული ინვესტიციის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცება და მასზე მოქმედი სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრა;
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: საქართველო სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე, რათა დააკმაყოფილოს ყოველწლიურად მზარდი ადგილობრივი მოთხოვნა. საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ძირითად ნაწილს ადგილობრივი გენერაციის ობიექტები ჰიდრო (70%-მდე) და თბოელექტროსადგურები (20%-მდე) აკმაყოფილებენ. მოთხოვნის ადგილობრივი წარმოებით დაუბალანსებელი ნაწილი კი ელექტროენერგიის იმპორტით იფარება (საშუალოდ წლიური 13%). სეზონურობის გამო ჰიდროელექტროსადგურების წილი მთლიან წარმოებაში ცვალებადია: წილის საშუალო მაჩვენებელი მაქსიმუმს მაისი-ივლისის (98%-ზე მეტი), ხოლო მინიმუმს (დაახლოებით 46-53%) დეკემბერი-თებერვლის პერიოდში აღწევს. შესაბამისად, თბოსადგურების და იმპორტის წილი ყველაზე დაბალი გაზაფხულზაფხულშია, ხოლო მაღალი - ზამთარში. იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების ზრდამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ქვეყნის ეკონომიკაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასა და ბიზნეს გარემოს სტაბილურობაზე. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის დონის ამაღლების უზრუნველყოფისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ კუთხით ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, ადეკვატური სამიზნე მაჩვენებლების შემუშავება და მათი დროული განხორციელება. ზოგადად, ენერგორესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, თუმცა ქვეყნის უნარი, რომ გააჩნდეს ადგილობრივი რესურსით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ენერგო დამოუკიდებლობისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისათვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, სექტორში ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლა გადამწყვეტ როლს თამაშობს. შესაბამისად, მიმზიდველი, გამჭირვალე საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება და ეფექტური წამახალისებელი მექანიზმების შემუშავება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი რესურსების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ გარკვეული ტიპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა (მაგ. მარეგულირებელი ჰესები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები) განსაკუთრებულ როლს თამაშობს ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის და შესაძლოა მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაიგეგმოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობაც, მიზანშეწონილია ასეთ პროექტებს მიენიჭოთ განსაკუთრებული სტატუსი და განესაზღვროთ სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. 2 გასათვალისწინებელია მსოფლიოში არსებული ტენდენცია კლიმატის ცვლილებისა და ნახშირბადის/სათბურის გაზების ემისიების შემცირების მიმართულებით. საქართველოს გააჩნია რა მწვანე ენერგიის გამომუშავების დიდი პოტენციალი, მას მეორეს მხრივ, კარბონ კრედიტებით ვაჭრობის შესაძლებლობაც ეძლევა, რაც დამატებით სარგებელს მოუტანს ქვეყანას სხვა დანარჩენ სიკეთეებთან ერთად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: ენერგეტიკული დამოუკიდებულების შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავება აუცილებელია გარე ენერგიის წყაროებზე მზარდი დამოკიდებულებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციისათვის. მაგალითად, ქვეყნები, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი ენერგიის იმპორტზე, როგორიცაა ბუნებრივი აირი ან ნავთობი, დაუცველები არიან მიწოდების შეფერხების მიმართ გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ფასების რყევების ან გაუთვალისწინებელი კრიზისების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები. ასეთი კონცეფციის მიღებით, ქვეყანას შეუძლია სტრატეგიულად დივერსიფიკაცია გაუწიოს ენერგეტიკულ მიქსს, განახორციელოს ინვესტირება შიდა განახლებადი რესურსების განვითარების კუთხით და განახორციელოს ენერგოეფექტურობის ზომები, შეამციროს მისი დაუცველობა გარე შოკების მიმართ და გააძლიეროს მისი ენერგეტიკული სუვერენიტეტი. საქართველოს მოხმარება ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდებოდა და 2022 წლისათვის 15 მლრდ. კვტ. სთ.-ს მიაღწია. ქვეყანაში ენერგომოხმარების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება წარმოების მასშტაბის ზრდას, შესაბამისად, 2012 წლიდან 2022 წლამდე ქვეყნის შიგნით გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 89%-დან 69%-მდე შემცირდა, რაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად კლებულობს; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმის პროგნოზით ქვეყნის მთლიანი მოხმარება 2033 წლისთვის 20 მლრდ. კვტ. სთ.-ს გადააჭარბებს. (ანუ ზრდა მინიმუმ 25%-ია). საქართველოს ენერგოდამოკიდებულებების შემცირების პრაქტიკულად ერთადერთი გზა საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისება, ელექტროენერგეტიკის წარმოების გაზრდა და ახალი ჰიდრო, ქარის, მზის, ალტერნატიული ენერგიის სადგურების მშენებლობაა. საქართველო, ელექტროენერგიის მიმოცვლისთვის ფიზიკურად დაკავშირებულია ოთხ ქვეყანასთან (სომხეთი, რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი) ურთიერთდამაკავშირებელი ხაზებით, თუმცა შავი ზღვის ფსკერზე დაგეგმილია ისტორიული პროექტის განხორციელება შავი ზღვის (მარშუტი საქართველო-რუმინეთის) წყალქვეშა გადამცემი და ციფრული კავშირის ხაზის მშენებლობის სახით, რაც ევროპასთან დაკავშირებისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნის ელექტროენერგიით ვაჭრობის ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: 2 3 დადგენილების პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკულ სექტორში იმ სტრატეგიული მიმართულებებისა და სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს გახადოს საქართველო, მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე ნაკლებად დამოკიდებულ სახელმწიფოდ და მნიშვნელოვნად გაზარდოს ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოება. ასევე, უფრო მეტად უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია, ადგილობრივი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა და სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება. ენერგიის გამომუშავებისა და ურთიერთდაკავშირების სიმძლავრესთან დაკავშირებული სამიზნე მაჩვენებლების შემოღებით, ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა გაძლიერდება ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციით, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებით და განახლებადი ენერგიის გამომუშავების ხელშეწყობით. იმავდროულად, ურთიერთდაკავშირების სიმძლავრის ზრდა გააუმჯობესებს მიწოდების უსაფრთხოებას მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული უწყვეტი გაცვლის, სტაბილური ელექტრო ქსელის უზრუნველსაყოფად და დეფიციტის ან შეფერხების რისკის შესამცირებლად. უფრო მეტიც, ამ სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, შეამცირებს სათბურის აირების ემისიას და ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, გააძლიერებს ენერგეტიკულ სოლიდარობას და ევროკავშირის ინტეგრირებულ ენერგეტიკულ ბაზარს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული კონცეფციის მიღება, შეიტანს მეტ სიცხადეს ქვეყნის პრიორიტეტების კუთხით და პოზიტიურ როლს ითამაშებს ელექტროენერგეტიკის სექტორში ყველა მონაწილისთვის, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის და პოტენციური ინვესტორისთვის. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველო საკმარისი რაოდენობით ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, საკუთარი მცირე მასშტაბის მიუხედავად ქვეყანა მდიდარია სხვადასხვა ტიპის განახლებადი ენერგიის პოტენციალით, რომლის ათვისების შემთხვევაში საქართველოს არამხოლოდ იმპორტის აღმოფხვრის საშუალება მიეცემა, არამედ შეძლებს ელექტროენერგია ექსპორტზეც გაიტანოს და ამით ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს. ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, გრძელვადიან ჭრილში უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის ელექტროენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება ელექტროენერგიის იმპორტზე და ამავდროულად შემუშავდეს ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, რაც მოიცავს მათ შორის ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის მხარდაჭერას, ადგილობრივი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოებისათვის ხელშეწყობას და სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას. დადგენილების პროექტში გამოყენებული სამიზნე მაჩვენებლები იმ პროექციების, სცენარების და დაშვებების საფუძველზე შემუშავდა რომელიც მოცემულია საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტში. აღნიშნული პროექტი ამჟამად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურას გადის და 3 4 საჯაროდ არის ხელმისაწვდომი გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდებზე. საქართველოს სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრისთვის, მონაცემები აღებულია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტიდან, რომელიც მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით, DANEP II-ის ფარგლებში, სადაც მოხდა TIMES მოდელირების პროგრამის ლიცენზიის შესყიდვა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონსულტანტის დაქირავება. TIMES-(The Integrated MARKAL-EFOM System) არის მოდელირების პროგრამა, რომელიც გამოიყენება გრძელვადიანი ენერგეტიკული სცენარების შესადგენად და წარმოადგენს ტექნიკურად დახვეწილ ქვემოდან-ზემოთ მოდელს, რომელიც იყენებს წრფივ პროგრამირებას, მინიმალური დანახარჯების ენერგოსისტემის შესაქმნელად, დროის საშუალო ან გრძელვადიანი პერიოდისთვის ინფორმაციისთვის, აღნიშნული მოდელი მოიცავს პირველადი რესურსების ენერგეტიკულ მომსახურებად გარდაქმნის ყველა ეტაპს: ტრანსფორმაციას; ტრანსპორტირებას; განაწილებას. ენერგიის მიწოდების კუთხით განიხილება: წიაღისეულის მოპოვება; პირველადი და მეორეული წარმოება; იმპორტი და ექსპორტი. სხვადასხვა ენერგიაშემცველების დახმარებით, მოთხოვნის მიხედვით, ენერგია მიეწოდება მომხმარებლის ნაწილს, შემდეგი სექტორების მიხედვით: შინამეურნეობები; კომერციული, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და მრეწველობა. აგრეთვე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზნებისთვის განისაზღვრა, რომ: ა) 2026 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - ელექტროენერგიის წლიური წარმოების წილი, ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90%-ს; ბ) 2030 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნებისთვის: ა) 2026 წლის 31 დეკემბრისთვის - განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება შეადგენს არანაკლებ 75% ადგილობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასთან თანაფარდობით; ბ) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის - განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების გამომუშავება უნდა გაუტოლდეს ან აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნებისთვის: ა) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის - ევროკავშირის ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელექტროსისტემებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის 4 5 შესაძლებლობის ნომინალურმა სიმძლავრემ უნდა შეადგინოს არანაკლებ 10% ქვეყანაში ამ პერიოდში მოქმედი ელექტროსადგურების დადგმულ სიმძლავრესთან თანაფარდობით ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად მოხდეს სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცება, ამასთანავე გათვალისწინებული არ არის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დადგენილების პროექტის ინიციატორების მიერ მისი დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის დადგენილების პროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლისა და მათი ოპერირების შედეგად დამატებით მობილიზებული ქონების, მოგების, დღგ და საშემოსავლო გადასახადის სახით. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის დადგენილების პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 5 6  საკოორდინაციო საბჭოს შექმნა არ უკავშირდება დამატებითი ხარჯების გამოყოფას. მიზანშეწონილია, რომ შეიქმნას საბჭო ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებული უწყებების/კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც პერიოდულად (პერიოდულობა დამოკიდებულია მთავრობის გადაწყვეტილებაზე) შეიკრიბებიან, გაცვლიან ინფორმაციას არსებული მდგომარეობის, გამოწვევების და რეკომენდაციების თაობაზე. მსგავსი პრეცედენტები არსებობს ( მაგ. 2021 წლის 24 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის № 1-1/575 ბრძანებით დამტკიცდა ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებისათვის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და საბჭოს დებულება, ბიუჯეტიდან ხარჯის გარეშე). გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილებით ისედაც დაშვებულია პოლიტიკის დოკუმენტების შედგენისას მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნა. მსგავსი პროცესი უზრუნველყოფს ეფექტურ კოორდინაციას ენერგეტიკული პოლიტიკის სწორად განსაზღვრისა და აღსრულების მიზნით.  დადგენილების პროექტით გათვალისწინებული მთლიანი წარმოების და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენეერგიის წარმოების სამიზნე მაჩვენებლები დაანგარიშებულია და თანხვედრაშია საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის პროექტის პროექციებთან NECP. პროექციებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად დოკუმენტით, 2030 წლამდე გათვალისწინებულია მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლის დასაფინანსებლადაც NECP არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯებს.  რაც შეეხება გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯებს - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას გააჩნია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელიც მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით და ექვემდებარება წლიურად განახლებას, ქვეყანაში არსებული და დაგეგმილი პროექტების შესაბამისად, ადგილობრივ და რეგიონულ კონტექსტში. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯების გათვალისწინება ხდება რეგულირებად ტარიფში, მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი მეთოდოლოგიით დადგენილი წესით. ამავდროულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის მუხლი 53. თანახმად, გადამცემი ქსელის განვითარების პროექტების განხორციელების ხარჯები, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ საქართველოს მთავრობას მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობისას, როგორც წესი თვით ინვესტორს ეკისრება ქსელზე მიერთების/ამისთვის საჭირო ინფრასტუქტურის მოწყობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის პროექტის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არ იკვეთება ბიუჯეტიდან ხარჯების დაფინანსების აუცილებლობა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: 6 7 დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას; ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დადგენილების პროექტით გათვალისწინებული მიზნების აღსრულების, სექტორში ჩართულ პირებზე ზეგავლენის დეტალური პროგნოზირება დამოკიდებულია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე სამომავლოდ, ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაზე, გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დადგენილების პროექტი არ გულისხმობს იმპორტის აკრძალვას, არამედ მის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი რესურსების იმგვარად ათვისება, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანამ შეძლოს ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება საკუთარი წარმოებით. ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეულ დროს მართებული იყოს ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარეობს კონკურენტული ბაზრის ამოქმედებისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის ახალი მექანიზმის რეფორმა, რომლის ამოქმედებაც დაგეგმილია 2024 წლის ივლისში. შესაბამისად, კონკურენტული ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ფასის ფორმირების შემდგომ. შესაძლებელი იქნება ბაზრის მონაწილეებზე ფინანსური ზეგავლენის შეფასება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილების პროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება: დადგენილების პროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით დადგენილების პროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: 7 8 დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი დადგენილების პროექტის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს 8 9 საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით ე) დადგენილების პროექტის ავტორი: სონღულაშვილი, გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, სალომე ქურასბედიანი, გრეტა წიწავა, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ანტონ ობოლაშვილი, გელა სამხარაული, ელგუჯა გოცირიძე, გოჩა ენუქიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ბერაია, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, მამუკა მდინარაძე, ბექა დავითულიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბაია კვიციანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაატა კვიჟინაძე, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან ქარუმიძე. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, სალომე ქურასბედიანი, გრეტა წიწავა, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ანტონ ობოლაშვილი, გელა სამხარაული, ელგუჯა გოცირიძე, გოჩა ენუქიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ბერაია, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, მამუკა მდინარაძე, ბექა დავითულიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბაია კვიციანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაატა კვიჟინაძე, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან ქარუმიძე. 9