„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. კოდექსის 512 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ან/და გადაადგილება
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ან/და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის
დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 750 ლარის ოდენობით.“.
2. კოდექსის 582 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში
ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან
სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის
დარღვევით ზღვის დაბინძურება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1816 მუხლი:
„მუხლი 1816. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის და თევზჭერის ელექტრო
იარაღის უკანონო ბრუნვა
1. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება - გამოიწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე
მუხლის
პირველი
ნაწილებით
განსაზღვრული
რომელიმე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას
კონფისკაციით.
2000
ლარის
ოდენობით,
სამართალდარღვევის
იარაღის
3. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა,
გადაგზავნა,
გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით,
სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ
ამავე
მუხლის
მე-3 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას
კონფისკაციით.“.
6000
ლარის
ოდენობით,
სამართალდარღვევის
იარაღის
4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო)
სამართალდარღვევათა საქმეები
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 59
2−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 79
4 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3,
მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით,
1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−128
6, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის
მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20
ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 158
5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 170
1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2,
მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და
1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით
(მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე,
1791−1793, 1816, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 197
3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.
5. კოდექსის 222-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512 , 514 −532 , 54-ე, 541 , 551 ,
554 , 56-ე და 571 მუხლებით, 575 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით (გადამუშავების
ნაწილში) და მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6
ნაწილებისა), 581 , 583 , 59-ე, 593 , მე-60, 603 , 611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694 –696 , 71-ე, 711 , 721 −77-ე,
78-ე და 791 –793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 79
6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797 , 798 და 821 –
824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების
ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11
ნაწილებისა), 862 , 871 –873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 , 1192 და 128
2 −1286 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
696 მუხლით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის
დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 821 მუხლით, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5
ნაწილებით, 841 მუხლით, 854 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-9, მე-13, მე-17 და მე20 ნაწილებით, 862, 872, 873, 893, 1192, 1282 და 1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და
მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას,
თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ
საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც
ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“.
6. 239-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512 , 514 −532 , 54-ე, 541 , 551 , 554 , 56-ე და 571 მუხლებით, 57
5 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით (გადამუშავების ნაწილში) და მე-3 და მე-4
ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581 −59-ე, 593 , მე60, 603 , 611 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694 –696 , 71-ე, 711 , 721 −77-ე, 78-ე და 791 –793 მუხლებით, 79
4 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში
ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797 , 798 და 821 –824 მუხლებით, 825 მუხლით
(პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862 , 871 –87
3 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 , 104-ე, 1192 და 1282 –1286 მუხლებით,
151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“;
ბ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168 და 118ე−123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი−22 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 134-ე, 1352−1354, 1395, 150ე, 1527, 1528, 1533, 1536, 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177ე, 1771, 17715, 180-ე–1815, 182-ე-183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45ე,
451,
166-ე
და
1972 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს
ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 2 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულება
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომ - სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი) მუშაობის პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების სრულყოფილი და
ეფექტური
აღსრულების
უზრუნველსაყოფად,
კოდექსის
შესაბამისი
მუხლების
დისპოზიციების დაზუსტება, მუხლების ტექნიკური/ტერმინოლიგიური დახვეწა და მასში
არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც დეპარტამენტს დაეხმარება მისი ფუნქციების
ეფექტიან განხორციელებაში.
ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საჭიროებს არსებითად გადახედვას
პასუხისმგებლობის გამკაცრების კუთხით, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში კოდექსით
განსაზღვრული პასუხისმგებლობა ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის,
რომ არაფერი ითქვას, ადმინისტრაციული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციული
დანიშნულების პრინციპის ხელყოფაზე.
გარდა ამისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს “M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“
საზოგადოების საკანონმდებლო წინადადების ნაწილის მიღებას, რომელიც ეხება
ბრაკონიერული ფაქტების, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრობლემის გადაჭრის გზების
იდენტიფიცირებას და მათ აღმოფხვრას. კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი - 1816
მუხლის დამატება და ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები 208-ე
მუხლში, 222-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 239-ე მუხლის მე-4 და მე-13 ნაწილებში.
აღნიშნული ცვლილება მომზადებულია საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე,
რომლის თანახმადაც, მოთხოვნილია კუსტარული ელექტროშოკური აპარატების
დამზადების/ფლობის/რეალიზაციის აკრძალვა.
თვითნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) ელექტროშოკის აპარატი გამოიყენება უკანონო
თევზჭერისთვის (ბრაკონიერობისთვის) და წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანთა
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის, მათ
შორის, ფიქსირდება აღნიშნული თვითნაკეთი მოწყობილობის გამოყენება სსდ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის
თანამშრომლების მიმართ, რასაც ახლავს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც. გარდა
აღნიშნულისა, აგრეთვე ფიქსირდება თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობის
გამოყენებით უშუალოდ ბრაკონიერების ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის
მოსპობის ფაქტებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნული არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შეუქცევად ზიანს აყენებს
გარემოს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანების გამოსწორება
შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის გზით, რაც
გამომდინარეობს ადეკვატური და ზომიერი სახდელის დაწესებით, რომელიც ხელს შეუწყობს
კანონების დაცვას, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემას, აგრეთვე როგორც თვით
სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის თავიდან
აცილებას, რაც ასევე განპირობებულია კანონმდებლობის გამკაცრებით ან იმ არსებული
ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დეპარტამენტს დაეხმარება მისი ფუნქციების ეფექტიანად
განხორციელებაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ თევზმიმზიდი ელექტროშოკური
მოწყობილობა შეესაბამება „იარაღის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ სამოქალაქო იარაღს,
მიზანშეწონილია, რომ ასეთი მოწყობილობა დაკვალიფიცირდეს თევზჭერის იარაღად და
შესაბამისად დარეგულირდეს მისი სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებობა.
აღსანიშნავია, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423
დადგენილების მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტი, რომლის შესაბამისად, აკრძალულია თევზჭერა
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით.
ამასთან, აღნიშნული პუნქტით დადგენილი აკრძალვა ელექტროდენით თევზჭერაზე არ
ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე იმ შემთხვევაში, თუ
კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაში დასაბუთებულია
კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობით (თევზმიმზიდი მოწყობილობა, რომელიც
ზიანს არ აყენებს თევზს) თევზჭერის ჩატარების მიზანშეწონილობა, ასევე დასაბუთებულია
გამოსაყენებელი კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობის გამოყენების უსაფრთხოება და
წარმოდგენილია მისი აღწერა. შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება მხოლოდ ისეთი
თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია ქარხნული
წესით, გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის
საფუძველზე და აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ
პარამეტრებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება კოდექსში არსებული ხარვეზებისა და
ნაკლოვანებების გამოსწორება, პრევენციის/შემცირების მიმართულებით კოდექსის
სრულყოფა, რაც მდგომარეობს კანონმდებლობის გამკაცრებაში. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღების შედეგად, დარეგულირდება თევზჭერისთვის გამოყენებული იარაღების სამოქალაქო
ბრუნვა და განისაზღვრება შესაბამისი სახდელები აღნიშნული წესების დარღვევისთვის.
ცვლილებები,
კონტროლის
გამკაცრებისა
და
სამართალდარღვევის
პრევენციის
შესაძლებლობას
მისცემს,
როგორც
სსდ
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტის, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. იმ შემთხვევაში, თუ
თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს, ან/და პირი,
რომელსაც გადააქვს ასეთი მოწყობილობა ვერ წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი
მიზნით
თევზჭერის
განხორციელების
შესახებ,
გამოიწვევს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
512 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით გამომდინარე იქიდან, რომ მიწის ნაყოფიერი
ფენის მოხსნაც და გადაადგილებაც (რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით
ნებადართულ ღონისძიებებთან) ცალ ცალკე დამოუკიდებლად წარმოადგენს
სამართალდარღვევას და ამავე დროს შესაძლებელია მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა
განახორციელოს ერთმა პირმა, ხოლო გადაადგილება მეორემ - აუცილებელი
აღნიშნული ორივე ქმედება ექვემდებარებოდეს პასუხისმგებლობას როგორც ერთად
ასევე ცალ-ცალკე. გამომდინარე აღნიშნულიდან ხსენებული მუხლის დისპოზიცია
ყალიბდება შემდეგნაირად: მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ან/და გადაადგილება, რაც
დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან;
582 მუხლის მე-7 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით გამომდინარე იქიდან, რომ
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს
მიერ გამოვლენილი შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია
საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების
მიერ. ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით
დგინდება, რომ თურქეთში, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურებაზე
საზღვაო ხომალდების საერთო წონის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ოდენობა
მკვეთრად აღემატება საქართველოში განსაზღვრულ საჯარიმო თანხის ოდენობას.
კერძოდ:
- 1000 ტონის ჩათვლით საერთო წონის საზღვაო ხომალდიდან შავი ზღვის
დაბინძურებაზე საჯარიმო თანხა 265 700 ლარამდეა განსაზღვრული;
- 1001 -დან 5000 ტონამდე და ჩათვლით, საერთო წონის საზღვაო ხომალდიდან შავი
ზღვის დაბინძურებაზე საჯარიმო თანხა 265 766 ლარიდან - 531 486 ლარამდეა
განსაზღვრული;
- 5001 ტონა და მეტი საერთო წონის საზღვაო ხომალდიდან შავი ზღვის
დაბინძურებაზე საჯარიმო თანხა დაახლოებით 797 186 ლარითაა განსაზღვრული.
ასევე მაღალია საჯარიმო სანქციები რუმინეთში და ბულგარეთში. ყოველივე ზემოთ
აღნიშნულიდან გამომდინარე, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით
საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, აუცილებელია ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული
ჯარიმის ოდენობა 65 000 ლარიდან გაიზარდოს 100 000 ლარამდე.
კოდექსს ემატება 1816 მუხლი, რომელიც შედგება 4 ნაწილისგან და არეგულირებს
თევზჭერის იარაღის სამოქალაქო ბრუნვას;
1816 მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული
თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის,
შენახვის, ტარების, გადაცემისა და გასხვისების შემთხვევებს და აღნიშნული
მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით და
იარაღის კონფისკაციით, ხოლო მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს აღნიშნული
ქმედების განმეორებით ჩადენას, რაც გამოიწვევს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით და
იარაღის კონფისკაციით;
1816
მუხლის მე-3
ნაწილი არეგულირებს თევზჭერის ელექტრო იარაღის
დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და
გასაღების საკითხს და აწესებს ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღის
კონფისკაციით, ხოლო მე-4 ნაწილი კი განმეორებით ჩადენას რაც გამოიწვევს
დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით;
222-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და მას ემატება ის
აუცილებელი
სამართალდარღვევის
მუხლები
რომლებიც
არ
საჭიროებს
ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის
თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას
ხელმოწერით
ადასტურებს.
ამ
შემთხვევაში,
სსდ
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია
ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და
სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე
დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2024 წლის 2 ივნისიდან, ვინაიდან, კოდექსის 222-ე მუხლის პირველ
ნაწილში და 239-ე მუხლის მე-4 ნაწილში შეტანილია ცვლილებები (ცვლილების შესაბამისი
კანონით), რომელიც ძალაში შედის 2024 წლის 1 ივნისს. შესაბამისად, რომ არ მოხდეს
მუხლების გადაფარვა და გამოირიცხოს შესაძლო საკანონმდებლო ხარვეზები,
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი კანონპროექტის 2024 წლის 2 ივნისიდან ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაიზრდება სახელმწიფო, ბიუჯეტის შემოსულობები,
რადგანაც
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის გადახდევინებული ჯარიმები ექვემდებარება სახელმწიფო
ბიუჯეტში ჩარიცხვას, თუმცა წინასწარ განსაზღვრა თუ რამდენი პირი ჩაიდენს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და შესაბამისად რა თანხები შევა ბიუჯეტში ამ
ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
პირებს პომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ დარღვევას დაეკისრებათ
ამავე კანონპროეექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
582 მუხლის მე-7 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და საჯარიმო სანქცია განისაზღვრება
100 000 ლარით გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის
კონვენციური სამმართველოს მიერ გამოვლენილი შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების
უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ
მცურავი გემების მიერ. ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის
ანალიზით დგინდება, რომ თურქეთში, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურებაზე
საზღვაო ხომალდების საერთო წონის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ოდენობა მკვეთრად
აღემატება საქართველოში განსაზღვრულ საჯარიმო თანხის ოდენობას. კერძოდ:
1000 ტონის ჩათვლით საერთო წონის საზღვაო ხომალდიდან შავი ზღვის
დაბინძურებაზე საჯარიმო თანხა 265 700 ლარამდეა განსაზღვრული;
1001 -დან 5000 ტონამდე და ჩათვლით, საერთო წონის საზღვაო ხომალდიდან შავი
ზღვის დაბინძურებაზე საჯარიმო თანხა 265 766 ლარიდან - 531 486 ლარამდეა
განსაზღვრული;
5001 ტონა და მეტი საერთო წონის საზღვაო ხომალდიდან შავი ზღვის დაბინძურებაზე
საჯარიმო თანხა დაახლოებით 797 186 ლარითაა განსაზღვრული.
ასევე მაღალია საჯარიმო სანქციები რუმინეთში და ბულგარეთში. ყოველივე ზემოთ
აღნიშნულიდან გამომდინარე, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით
საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, აუცილებელია ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 582 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის
ოდენობა 65 000 ლარიდან გაიზარდოს 100 000 ლარამდე გაზრდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ზღვის
დაბინძურების ფაქტები, ასკ 582 მუხლის VII ნაწილი
წელი
სამართალდარღვევის ფაქტების
რაოდენობა
დაკისრებული ჯარიმის
ოდენობა (ლარი)
2021 წელი
5
325,000.0
2022 წელი
21
1,300,000.0
2023 წელი,
იანვარი-სექტემბერი
14
910,000.0
სულ
40
2,535,000.0
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
არ უკავშირდება რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.