„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1-ნ2“ პუნქტები:
„ნ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა - ელექტრონული მუხტის მქონე
მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით
თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები და გამოყენების
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ნ2) თევზჭერის ელექტრო იარაღი - ქარხნულად ან კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო,
რომლის მუშაობის პრინციპი ემყარება ელექტროდენის მეშვეობით წყლის ცოცხალი
ორგანიზმების მოზიდვას ან/და მისი სიცოცხლისუნარიანობის ან ფიზიკური აქტივობის
დაქვეითებას ან/და მოკვლას;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და
რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და
ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო
ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი
(აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის
იყენებს.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა.“.
4. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება;
კ) თევზჭერის ელექტრო იარაღი;“.
5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის, სანადირო, სპორტული,
საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში,
სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად,
ხმოვანი
(აკუსტიკური)
ეფექტის
მისაღებად,
სამეცნიერო-კვლევითი
მიზნით
თევზჭერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, საკუთარი
და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი
მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 2 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონის
პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-2 მუხლის „ნ1“
ქვეპუნქტში აღნიშნული „თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური
პარამეტრები და გამოყენების წესი და პირობები“ ასახვა შესაბამის კანონქვემდებარე აქტში.
მუხლი 3. დასკვნითი დებულებები
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 2 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. გამომდინარეობს
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონპროექტიდან და მიზნად ისახავს აღნიშნული ცვლილებების „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ცვლილების შემდგომ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმები
შესაბამისობაში მოვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან.
თვითნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) ელექტროშოკის აპარატი გამოიყენება უკანონო
თევზჭერისთვის (ბრაკონიერობისთვის) და წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანთა
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის, მათ შორის,
ფიქსირდება აღნიშნული თვითნაკეთი მოწყობილობის გამოყენება სსდ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების
მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით. გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე ფიქსირდება
თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით უშუალოდ ბრაკონიერების
ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნული არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შეუქცევად ზიანს აყენებს
გარემოს.
აღსანიშნავია, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423
დადგენილების მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტი, რომლის შესაბამისად, აკრძალულია თევზჭერა
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით.
ამასთან, აღნიშნული პუნქტით დადგენილი აკრძალვა ელექტროდენით თევზჭერაზე არ
ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე იმ შემთხვევაში, თუ
კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაში დასაბუთებულია
კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობით (თევზმიმზიდი მოწყობილობა, რომელიც
ზიანს არ აყენებს თევზს) თევზჭერის ჩატარების მიზანშეწონილობა, ასევე დასაბუთებულია
გამოსაყენებელი კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობის გამოყენების უსაფრთხოება და
წარმოდგენილია მისი აღწერა. შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება მხოლოდ ისეთი
თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია ქარხნული
წესით, გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის
საფუძველზე და აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ
პარამეტრებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი
ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით
თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს,
დაკვალიფიცირდება როგორც სამოქალაქო თევზჭერის იარაღი. აღნიშნული, კონტროლის
გამკაცრების და სამართალდარღვევის პრევენციის შესაძლებლობას მისცემს, როგორც სსდ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ასევე საპატრულო პოლიციის
თანამშრომლებს. იმ შემთხვევაში, თუ თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა ვერ
აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ
მახასიათებლებს, ან/და პირი, რომელსაც გადააქვს ასეთი მოწყობილობა ვერ წარმოადგენს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით
თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების შესახებ, გამოიწვევს
პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება „ნ1“
და „ნ2“ პუნქტები, რომლის თანახმად შემოდის ახალი ტერმინები:
ნ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა - ელექტრონული მუხტის მქონე
მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით
თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები და გამოყენების
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ნ2) თევზჭერის ელექტრო იარაღი - ქარხნულად ან კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო,
რომლის მუშაობის პრინციპი ემყარება ელექტროდენის მეშვეობით წყლის ცოცხალი
ორგანიზმების მოზიდვას ან/და მისი სიცოცხლისუნარიანობის ან ფიზიკური აქტივობის
დაქვეითებას ან/და მოკვლას;“.
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტში ხდება რედაქციული სახის ცვლილება და
განისაზღვრება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის, სამოქალაქო იარაღის
მიზნობრიობა.
კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „გ1“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც
სამოქალაქო იარაღის სახედ ემატება თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა.
კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს აკრძალვას
იარაღის სამოქალაქო ბრუნვაზე და რომლის მიხედვითაც, თევზმიმზიდი ელექტროშოკური
მოწყობილობა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება. აღნიშნული ჩანაწერი შესაბამის
მაკონტროლებელ უწყებებს მისცემს შესაძლებლობას პატრულირების/ინსპექტირების ეტაპზე
დააიდენტიფიციროს მართლსაწინააღმდეგოდ (კუსტარულად) დამზადებული და უკანონო
თევზჭერისთვის განკუთვნილი თევზჭერის ელექტრო იარაღი.
კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „კ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც
აკრძალულია სამოქალაქო იარაღად გამოყენებული იყოს თევზჭერის ელექტრო იარაღი.
კანონის 25-ე მუხლში შედის რედაქციული სახის ცვლილება, სადაც განისაზღვრება
სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის სამოქალაქო იარაღის გამოყენების
დასაშვებობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდეს საკანონმდებლო საფუძველი, რათა
უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალების დადგენილ ვადაში
შესრულება. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2024 წლის 2 ივნისიდან, ვინაიდან, მისი
ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.