„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/358; 29/12/2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 332ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლით, 3441 მუხლის პირველი ნაწილით, 365-ე მუხლის
პირველი – მე-3 ნაწილებით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულების მომზადებისათვის.“.
2. 2862 მუხლის შენიშვნის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული
ქმედებისა) ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ
ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით ან 21-ე მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, ამასთან, იგი დაუყოვნებლივ
გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში
უკანონო შემოსვლის შესახებ და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო
დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით
განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ
საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ
შენიშვნის მე-4 ნაწილის შესაბამისად.“.
3. 3221 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის
დარღვევით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“;
ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც
საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი
პუნქტით ან 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა,
ამასთან, იგი დაუყოვნებლივ გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო
განმარტება საქართველოში უკანონო შემოსვლის შესახებ და აღნიშნული კანონის შესაბამისად
მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით
განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ
საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ
შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.“.
4. 344-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც
საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი
პუნქტით ან 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა,
ამასთან, იგი დაუყოვნებლივ გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო
განმარტება საქართველოში უკანონო შემოსვლის შესახებ და აღნიშნული კანონის შესაბამისად
მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით
განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ
საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ
შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.“.
5. 362-ე მუხლის შენიშვნის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის,
ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისათვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდება
უცხოელი
ან
მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან
შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის
პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით ან 21-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, ამასთან, იგი დაუყოვნებლივ გამოცხადდა
ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონო
შემოსვლის შესახებ და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა,
თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით
განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ
საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ
შენიშვნის მესამე ნაწილის შესაბამისად.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროების
შესაბამისად კონკრეტული დანაშაულების მომზადების დასჯადობის დაწესებას. მოქმედი
კოდექსის 344-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, ხოლო 3441 მუხლის პირველი ნაწილი – საქართველოს
სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ან/და მისთვის საქართველოში
უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის. დასახელებული დანაშაულები,
მათთვის განსაზღვრული სასჯელის გათვალისწინებით, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე
კატეგორიის დანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დანაშაულის კატეგორიისა,
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მეორე ნაწილის „ა“
ქვეპუნქტის თანახმად, თუ გამოძიება დაწყებულია 344-ე მუხლით ან 3441 მუხლის პირველი
ნაწილით, დასაშვებია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. შესაბამისად,
დასახელებული დანაშაულების ჩადენის დაწყებით სტადიაზე, ხშირ შემთხვევაში გამოძიების
ორგანოსთვის ცნობილი ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანაშაულის ჩადენისთვის
პირობების განზრახ შექმნის შესახებ (მაგ.: დანაშაულის ორგანიზატორების, დამხმარეების,
გადაადგილების მარშრუტების, დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი საჭირო ტექნიკური
საშუალებების, საზღვარგარეთ მოქმედი ჯგუფის წევრების, დანაშაულის ჩადენისკენ
მიმართული მოქმედებათა თანმიმდევრობის, გადახდილი ფულადი თანხების და სხვათა
შესახებ), თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულების მომზადების დასჯადობას,
შეუძლებელია ასეთ ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება და მათ წინააღმდეგ ეფექტიანი
ბრძოლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დასახული მიზნებისა
და ამოცანების ჯეროვნად შესრულებისთვის, მიზანშეწონილია, სისხლისსამართლებრივად
დასჯადი გახდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის
საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, მათ შორის,
დანაშაულის მომზადების სტადიაზე.
დამატებით, კანონის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად,
პროექტი ითვალისწინებს დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილებებს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 2862, 3221, 344-ე და 362-ე მუხლების შენიშვნებში, რომლის თანახმადაც
ახალი რედაქციით ყალიბდება თავშესაფრის მაძიებლის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები. კერძოდ, თავშესაფრის მაძიებლის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების
საფუძვლები
ერთგვაროვნად ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსსა და „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს და განსაზღვრავს,
თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი. შესაბამისად, დანაშაულის მომზადების სტადიაზე
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო
საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ
ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის კრიმინალიზება მხოლოდ ამ კოდექსში
ცვლილების შეტანის გზით არის შესაძლებელი. ამასთან, კოდექსში ცვლილების შეტანა
აუცილებელია თავშესაფრის მაძიებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების საფუძვლების ახალი რედაქციით ჩამოყალიბების მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო
საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ
ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადება.
ასევე, კანონის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპის გათვალისწინებით,
ახლებურად ჩამოყალიბდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 3221, 344-ე
და 362-ე მუხლების შენიშვნები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ნაკლებად
მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ გადაკვეთა (344-ე მუხლი) და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის
უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების
შექმნა (ხელის შეწყობა) კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით (3441 მუხლის
პირველი ნაწილი). შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის მე-18 მუხლის მე-2
ნაწილი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 3221, 344-ე და 362-ე მუხლების
შენიშვნები ყალიბდება ახალი რედაქციით: შენიშვნაში მიეთითება „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-19 და 21-ე მუხლების პირველი პუნქტები,
რომლითაც განისაზღვრება საერთაშორისო დაცვის მინიჭების კონკრეტული საფუძვლები და,
შესაბამისად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ არსებული შესაძლო
საფრთხე განიმარტება ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი
პირის სტატუსის მინიჭების საფუძვლების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე. გარდა
ამისა, ხდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველ
მუხლზე მითითების ამოღება, რამდენადაც კანონით გათვალისწინებული მუხლები მოიცავს
დასახელებული კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევას.
ასევე, მოქმედი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4
პუნქტის შესაბამისად ზუსტდება შემდეგი გარემოება: თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე
შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე
პირი
საერთაშორისო
დაცვას
არ
საჭიროებს,
იგი
არ
გათავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის პირველი ნაწილის
შესაბამისად. ამდენად, ზემოაღნიშნული ცვლილებებით ხდება სისხლის სამართლის
კოდექსისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დაახლოება,
სისხლის სამართლის ნორმები ყალიბდება საერთაშორისო დაცვის მინიჭების დადგენილი
პროცედურის შესაბამისად.
პროექტით გათვალისწინებულია ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება კერძოდ, იმ
მუხლებში სადაც ხორციელდება ცვლილება, ტერმინი „უცხო ქვეყნის მოქალაქე“ იცვლება
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული სიტყვით – უცხოელი.
ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტერმინი „უცხოელი“ აღნიშნავს პირს რომელიც არ
არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ
არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ხოლო, კანონის პირველი
მუხლის პირველი პუნქტი, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან,
ითვალისწინებს დანაშაულების მომზადებისთვის დასჯადობის დაწესებას (344-ე მუხლი და
3441 მუხლის პირველი ნაწილი). შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ
აღნიშნული პუნქტი ამოქმედდეს შესაბამის გონივრულ ვადაში. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების გარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება კოდექსის 344-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების
მუხლის და 3441
მომზადების ფაქტზე. 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ
შორის, ჯარიმას. კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის
მინიმალურ ოდენობას წარმოადგენს 2000 ლარი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა
განსაზღვრული არ არის და აღნიშნულს ადგენს მოსამართლე, ჩადენილი დანაშაულის
სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც
განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. ამასთან, ჯარიმა
დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის
შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად,
დასაშვებია ჯარიმა განესაზღვროს 344-ე მუხლის ან 3441 მუხლის პირველი ნაწილისთვის
მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელის სახედ. მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ
ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ გადახდილი თანხა მიემართება
სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება 344-ე
მუხლის ან 3441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადების
ფაქტებზე მსჯავრდებულთა ყოველწლიურ რაოდენობაზე, რომელთაც ძირითადი ან
დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრათ ჯარიმა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, პროექტის თანახმად დასჯადი ხდება 344-ე მუხლის და 3441 მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადება. შესაბამისად, გამოძიების ორგანოს
ენიჭება უფლებამოსილება დაიწყოს გამოძიება დასახელებული დანაშაულების მომზადების
შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხარჯებთან.
ამასთან, დასახელებული მუხლები სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ შორის,
თავისუფლების აღკვეთას. დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებაში 1
პატიმრის შენახვის წლიური ხარჯი (კაპიტალური ხარჯის გარეშე) შეადგენს 20 653 ლარს.
შესაბამისად, პირისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში,
გასათვალისწინებელი იქნება მის შენახვასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზეც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება.
კერძოდ,
პროექტის
თანახმად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება კოდექსის 344-ე მუხლითა და 3441
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადების ფაქტზე.
კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ შორის,
ჯარიმას. კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალურ
ოდენობას წარმოადგენს 2000 ლარი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის
და აღნიშნულს ადგენს მოსამართლე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის
მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით,
შემოსავლით და სხვა გარემოებით. ამასთან, ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება
დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით
სასჯელად გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, დასაშვებია 18-344-ე მუხლის ან 18-3441
მუხლის პირველი ნაწილისთვის მსჯავრდებულს ჯარიმა განესაზღვროს დამატებითი
სასჯელის სახედ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.