საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-03-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 4
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
1)ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;
2)დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
2022 წლის 22 მარტი, 10:30 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღის წესრიგი
1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი
„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო
საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (07-2/123; 16.02.2022);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა
მოადგილე - გურამ გურამიშვილი;
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 13
ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N2 ცვლილების
შეთანხმება“ (07-2/129; 04.03.2022);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე;
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/126; 23.02.2022);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მამუკა ბარათაშვილი;
პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის,
დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/157; 25.01.2022);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სალომე სამადაშვილი;
პასუხისმგებელი: გ. ესაკია;
5. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (1-1161/22; 02.02.2022);
მომხსენებელი: საქართველოს მოქალაქე - ზურაბ ვანიშვილი;
პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი;
6. საქართველოს მოქალაქე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „გარე ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (11224/22; 03.02.2022);
მომხსენებელი: საქართველოს მოქალაქე - ლაშა ჩხარტიშვილი;
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე;
ერთობლივი საკითხის განხილვა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან
2022 წლის 22 მარტი, 11:30 საათი
7. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ანგარიში და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმა;
მომხსენებელი: საქართველოს
მოადგილე - გენადი არველაძე;
პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი.
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
სხდომის ოქმი N4
ქ. თბილისი
22 მარტი, 2022 წელი
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, ნინი იობაშვილი (გოჩა ენუქიძის
უფლებამონაცვლე), გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ბექა
ლილუაშვილი,
ლევან
ქარუმიძე
(ლევან
მგალობლიშვილის
უფლებამონაცვლე), ალექსანდრე რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, გელა
სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, მაია
მენაღარიშვილი (ნინო წილოსანის უფლებამონაცვლე) (სულ 15 წევრი).
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ფინანსთა
მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მამუკა ბარათაშვილი; საქართველოს
პარლამენტის წევრი - სალომე სამადაშვილი; საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი; საქართველოს მოქალაქე - ლაშა ჩხარტიშვილი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - გენადი არველაძე.
1
მოწვეული სტუმრები: სამსონ ურიდია - სსიპ შემოსავლების სამსახურის
საერთაშორისო
ურთიერთობათა
დეპარტამენტის
დემეტრაშვილი
-
სსიპ
სახელმწიფო
თავმჯდომარის
მოადგილე;
მანანა
უფროსი;
შესყიდვების
ფრუიძე
-
კახა
სააგენტოს
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; რამაზ ობოლაძე - სსიპ
ბაზარზე
ზედამხედველობის
შემსრულებელი;
ნათია
სააგენტოს
ლაპიაშვილი
-
უფროსის
მოვალეობის
სოფლის
მეურნეობის
მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
სოფიო მომცელიძე - სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს
იურიდიული
დეპარტამენტის
უფროსი;
დავით
ბუჯიაშვილი
-
ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და დარგობრივი ინტეგრაციის
დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
თეა
კუნჭულია
-
სავაჭრო
მოლაპარაკებებისა
და
DCFTA-ის
განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ეკა ყუბუსიძე კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების
დეპარტამენტის უფროსი; სოფო ბერიშვილი - სურსათის უვნებლობის
სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; თორნიკე
ზირაქიშვილი - სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე,
მანანა წულაია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა; მარიამ
ჩირგაძე - ევროპული ბიზნეს ასოციაცია; გიორგი ჭყოიძე - საქართველოს
რესპუბლიკური პარტია; დავით ღონღაძე - საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო; ირინა თავხელიძე - სსიპ ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტო; საბა ბუაძე - თბილისის საკრებულო; ოთარ
ბენიძე - ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“; დავით ცისკარიძე
-აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა;
დიმიტრი გულისაშვილი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები,
თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების,
ორგანიზაციებისა
და
აპარატის
მასმედიის
წარმომადგენლები.
სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა,
დაადასტურა კვორუმის არსებობა და
აღნიშნა, რომ მომხსენებლის - ზურაბ ვანიშვილის თხოვნით დღის წესრიგიდან
ამოღებულ იქნა მე-5 საკითხი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
2
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1- 1161/22; 02.02.2022).
ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ცვლილებით დამტკიცდა დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი
„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/123;
16.02.2022).
მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის
13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების
პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ (№07- 2/129; 04.03.2022).
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე
3. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/126; 23.02.2022).
მომხსენებელი: მამუკა ბარათაშვილი
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის,
დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(№07-3/157; 25.01.2022).
მომხსენებელი: სალომე სამადაშვილი
5. საქართველოს
მოქალაქე
ლაშა
ჩხარტიშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „გარე ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (№1-1224/22; 03.02.2022).
მომხსენებელი: ლაშა ჩხარტიშვილი
3
6. საქართველოსა
და
ევროკავშირს
შორის
„ღრმა
და
ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში
და
„ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA)
განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმა.
მომხსენებელი: გენადი არველაძე
მოისმინეს:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ
გურამიშვილის
მოხსენება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის
რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის
შესახებ“ შეთანხმებაზე (№07-2/123; 16.02.2022).
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულ იქნა
ერთობლივად,
ურთიერთსასარგებლო
ეკონომიკური
თანამშრომლობის
გაღრმავების მიზნით. საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში
მსგავსი ხასიათის შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს ყველა
დაინტერესებული
ქვეყნების
უმრავლესობასთან.
ტაჯიკეთის
რესპუბლიკა
წარმოადგენს წევრი ქვეყნებიდან ერთადერთ ქვეყანას, რომელთანაც აქამდე არ
იყო გაფორმებული ხელშეკრულება. წლის განმავლობაში მათთან იცვლება 300
ერთეული ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის ბლანკები. შეთანხმების
პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ
და სატრანზიტო მიმოსვლაში. ასევე მესამე ქვეყნის სახელმწიფოს ტერიტორიასა
და ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას შორის და
უკუმიმართულებით. შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს გარკვეული
კატეგორიის
კულტურული
გადაზიდვების
(მაგ.
ღონისძიებისთვის
რეკვიზიტების; აპარატურის)
ხელოვნების
საჭირო
საგნები
სარეკლამო
და
ნიმუშები;
საგნებისა
უნებართვო გადაზიდვის რეჟიმს.
და
შეთანხმების
პროექტით ასევე გათვალისწინებულია მგზავრთა რეგულარული და არა
რეგულარული
გადაყვანის
რეჟიმები;
შეთანხმების
პროექტით
გათვალისწინებულია ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანაგადაზიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებაც,
რაც
ხელს
შეუწყობს
საქართველოსა
და
ტაჯიკეთის
რესპუბლიკის
4
გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. შეთანხმება ძალაში
შედის ხელმოწერის შემდეგ, წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან,
როდესაც
იქნება
საქართველოს
პარლამენტის
თანხმობა
და
თითოეულ
ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ზემოაღნიშნული
შეთანხმების მოქმედება. შეთანხმების პროექტის
მიღება არ საჭიროებს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას და საქართველოს
მოქმედ კანონმდებლობაში რაიმე ცვლილებას.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
რატიფიცირებას.
მოისმინეს:
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ
„2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის
ავტობუსების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმებაზე“ (№07- 2/129; 04.03.2022).
მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სესხის
სახით გამოყოფილი იყო
5.5 მილიონი ევრო, რომელიც
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის
ითვალისწინებდა
Euro 5 ტიპის დიზელზე მომუშავე
ავტობუსების შეძენას. ამ ხელშეკრულებას თან ახლდა ევროკავშირისგან E5P - ს
პროექტის ფარგლებში გრანტი 1.5 მილიონი ევრო, რომელიც მიმართული იყო
ელექტრო ავტობუსებისათვის შესაძენად. ჯამში 7 მილიონი ევროს ღირებულების
ავტობუსების შეძენა იყო დაგეგმილი. ცვლილება გულისხმობს გარკვეული
ეკონომიის სხვა მიზნით გამოყენებას. კერძოდ, სესხის ფარგლებში დარჩენილია
224 000 ევრო, ხოლო გრანტის ფარგლებში დარჩენილია 24 143 ევრო. ამ თანხების
მიმართვა დაგეგმილია ისევ ავტოტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესებისთვის.
5
კერძოდ, ბათუმში, ავტობუსების გაჩერებებზე „ელექტრონული ტაბლოების“
მონტაჟისთვის.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი შეთანხმება
არ ითვალისწინებს
დამატებითი სესხის აღებას და ხდება უკვე აღებული სესხის ფარგლებში
წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენება.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
რატიფიცირებას.
მოისმინეს:
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის - მამუკა ბარათაშვილის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ოლიმპიური მოძრაობის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/126; 23.02.2022).
მომხსენებლის ინფორმაციით წარმოდგენილ კანონპროექტში ხორციელდება
დაზუსტებითი ხასიათის ცვლილებები. კერძოდ,
ზუსტდება საგადასახადო
შეღავათების გამოყენების ათვლის თარიღი. აღნიშნული კანონი მიღებულ იქნა
2012 წელს და მიმართული იყო 2015 წელს დაგეგმილი ახალგაზრდული
ოლიმპიური ფესტივალის
ღონისძიების
ხელშეწყობისთვის. კანონი ითვალისწინებდა ამ
მხარდასაჭერად
ინვესტიციების
განმახორციელებელი
ინვესტორებისთვის 10 წლიან საგადასახადო შეღავათებს. კანონში მითითებულია,
რომ შეღავათის ათვლა დაიწყება ხელშეკრულებაში მითითებული თარიღიდან,
ხოლო ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია საქართველოს მთავრობასა
და ინვესტორს შორის, მითითებულია, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს
მშენებლობის დაწყების თარიღიდან.
თუმცა, დოკუმენტაცია მშენებლობის
დაწყებისთვის უნდა იქნას წარდგენილი 2012 წლის მაისში. სწორედ ამან
6
გამოიწვია
დაზუსტების
მშენებლობაზე
საჭიროებს,
აუცილებლობა,
გაცემულია
თუ
საიდან
რადგან
2013
წლის
აგვისტოში.
უნდა
აითვალოს
პირველი
ნებართვა
ამიტომ
დაზუსტებას
საგადასახადო
შეღავათების
გავრცელების თარიღი. წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება, რომ ეს
თარიღი იქნება მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი.
აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი
და
მომზადებულად
პარლამენტის
მიიჩნია
საქართველოს
პლენარულ
სხდომაზე
განსახილველად.
მოისმინეს:
4. საქართველოს პარლამენტის წევრის - სალომე სამადაშვილის
მოხსენება
საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის,
დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(№07-3/157; 25.01.2022).
მომხსენებლის
ინფორმაციით,
აღნიშნული
მასმედიის საშუალებებისთვის
საგადასახადო
ინიციატივა
ითვალისწინებს
თვალსაზრისით ხელშეწყობის
რეჟიმის შექმნას. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს მედია (როგორც ბეჭდური,
ასევე ელექტრონული და ტელევიზიები) არის რთულ მდგომარეობაში. გასული
წლების მანძილზე არარსებულმა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში გამოიწვია ის
შედეგი, რომ ვერ იზრდება ტელევიზიების შემოსავალი, რომლის ძირითადი
წყაროა
-
რეკლამა.
2014
წელს
საქართველოში
მოქმედი
სატელევიზიო
მაუწყებლების ჯამური შემოსავალი 2020 წელთან შედარებით,
ანუ 6 წლის
განმავლობაში მხოლოდ 14 მილიონი ლარით გაიზარდა. თუ გავითვალისწინებთ,
რომ ეს არის ლარში შემოსავალი, ხოლო 2014 წლიდან ვალუტის კურსის მკვეთრი
გაუარესება
მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში,
გამოდის, რომ რეალური
შემოსავალი ტელევიზიებისთვის საგრძნობლად შემცირდა.
7
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გადასახადები არის საბიუჯეტო შემოსავლების
მნიშვნელოვანი
წყარო.
გადასახადების
შემცირება
აღნიშნული
დაკავშირებულია
დანაკარგთან, მაგრამ
ყოველთვის არსებობს
სიკეთე,
მედიის
კერძოდ,
ინიციატივით
საბიუჯეტო
წარმოდგენილი
შემოსავლების
საზოგადოებისთვის უპირატესი
მრავალფეროვნებისა
ინტერესის დაცვა. არსებულ ვითარებაში უპრიანია
და
დამოუკიდებლობის
საგადასახადო კოდექსის
გადახედვა, რათა ხელი შეეწყოს მასმედია საშუალებებს. ამიტომ წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესაბამის ცვლილებებს,
რომელიც ტელევიზიებს, მათ შორის არა მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებს,
არამედ
რეგიონალურ მაუწყებლებსაც,
გარკვეული დროის მანძილზე,
შეუმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს. კერძოდ, გაუქმდება მოგებისა და დღგ-ს
გადასახადი.
მომხსენებლის განმარტებით, მოხდა დიფერენციაცია ეროვნულ და რეგიონალურ
მაუწყებლებს შორის, რადგან რეგიონალური მაუწყებლები კიდევ უფრო დიდი
გამოწვევების წინაშე
დგას, ვინაიდან მათთან შემავალი რეკლამა არის მცირე
მოცულობის. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონალური მედიის განვითარება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი ინიციატივით საქართველოს
ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით
გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-საგან.
რაც შეეხება ბეჭვდით მედიას, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია, მიუხედავად
იმისა, რომ ქვეყნის და საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს
ასრულებს. ამიტომ მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-საგან მუდმივად
გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია. იმ სუბიექტების მიერ
გადახდილი დღგ და მოგების გადასახადები, რომელთაც ეხებათ წარმოდგენილი
კანონპროექტი, ჯამში არის 24,935,499.4 ლარი, რაც მოაკლდება სახელმწიფო
ბიუჯეტს.
აზრი
გამოთქვეს:
ეკა
სეფაშვილმა,
ბეჟან
წაქაძემ,
მაია
მენაღარიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა,
საბა ბუაძემ (თბილისის საკრებულოს წევრი).
8
სხდომის
თავმჯდომარის
საქართველოს
-
მთავრობის
დავით
მიერ
სონღულაშვილის
წარმოდგენილი
ინფორმაციით,
პოზიცია
აღნიშნულ
კანონპროექტზე უარყოფითია, ვინაიდან არ არის საკმარისად არგუმენტირებული
და
იწვევს
სახელმწიფო
მიზანშეწონილი
არ
ბიუჯეტში
არის.
ცვლილებებს,
შესაბამისად
რომელიც
კანონპროექტის
ამ
ეტაპზე
განხილვისას
აუცილებელია გათვალისწინებული იქნას საბიუჯეტო კოდექსის მე-20 მუხლის
და კონსტიტუციის 66-ე მუხლის აუცილებელი მოთხოვნები, რომლის თანახმადაც
თუ კანონპროექტის მიღება იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების ცვლილებას, ის
შეიძლება პარლამენტმა მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის
შემდეგ.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი
და მიუღებლად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
მომდევნო საკითხის განხილვამდე კომიტეტის წევრმა - ბექა ლილუაშვილმა
გააკეთა
განცხადება,
ფაქტორებიდან
რომ
გამომდინარე,
სხვადასხვა
ქვეყანაში
სუბიექტური
საწვავის
გაზრდილია. ფასების გაზრდამდე თვენახევრით ადრე
თუ
ფასი
ობიექტური
კრიტიკულად
საქართველოს 20 000
მოქალაქის ხელმოწერასთან ერთად მიმართა მან დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წერილით, რომ
საწვავის ფასებთან დაკავშირებით დაწყებულიყო თემატური მოკვლევა. ამის
მიზანი იყო, რომ ერთობლივად, სწრაფად დასრულებულიყო მოკვლევა შესაბამის
ექსპერტებისა და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, რათა გამოენახათ გზები
საწვავის ფასის ზრდის მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად.
ბექა ლილუაშვილმა
კიდევ ერთხელ მიმართა კომიტეტს რომ ეს საკითხი
შეიტანონ დღის წესრიგში და კომიტეტის ფარგლებში კენჭი უყარონ ან დაიწყონ
მოკვლევა.
სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის განმარტებით, არა მხოლოდ
რეგიონში, არამედ მსოფლიოში ფასების ზრდა აღინიშნება როგორც საწვავზე,
ასევე სამომხმარებლო საქონელზეც, რაც გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე
საომარი მოქმედებების გამო. აქედან გამომდინარე სხდომის თავმჯდომარის
აზრით არა რელევანტური იქნება მსგავსი კვლევა, რადგან საომარი მოქმედებები
უნდა იყოს დასრულებული, რათა ბაზარი დასტაბილურდეს. არგუმენტირებული
9
დასაბუთების შემდეგ კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის დღის
წესრიგში შეტანაზე ან კვლევის დაწყებაზე.
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვა ბეჟან წაქაძემ.
მოისმინეს:
5. საქართველოს მოქალაქე - ლაშა ჩხარტიშვილის მოხსენება საქართველოს
მოქალაქე
ლაშა
ჩხარტიშვილის
მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებაზე „გარე ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (№1-1224/22; 03.02.2022).
მომხსენებლის ინფორმაციით,
30 წელია საქართველოში ვერ მოგვარდა ისეთი
ელემენტარული საკითხი, როგორიცაა გარე ვაჭრობა. საქართველოში, რომელსაც
აქვს უდიდესი კულტურა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, ერთ-ერთ
უძველეს
პროფესიასა
და
საქმიანობასთან
მიმართებაში
ელემენტარული
რეგულაციების დადგენა ვერ მოხერხდა.
მომხსენებელმა
აღნიშნა,
რომ
ჯერ
კიდევ
2009
წელს
მომზადებული
კანონპროექტი
მესამედ შემოაქვს საქართველოს პარლამენტში. 2010 წელს
წარმოდგენილ კანონპროექტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საკითხი,
კომპეტენციის შესაბამისად გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობებს. 2012
წელს ხელახლა მოხდა განხილვა საქართველოს პარლამენტში, კერძოდ ამავე
კომიტეტში, რომელმაც მხარი დაუჭირა ინიციატივას.
პასუხისმგებელ პირად
განისაზღვრა კომიტეტის წევრი გია ჟორჟოლიანი, რომელთანაც შედგა სამუშაო
შეხვედრები და გადაწყდა, რომ კანონპროექტი საჭიროებდა დახვეწას. ახლა უკვე
მესამედ ხდება ან ინიციატივის წარმოდგენა, რომელსაც კომიტეტმა ერთხელ უკვე
დაუჭირა მხარი.
მომხსენებელმა განაცხადა, რომ 30 წელია გარემოვაჭრეებს ან დევნიან, ან
სრულიად იკრძალება გარევაჭრობა, ან სრულიად მიშვებულია. სინამდვილეში
გამოსავალი არის ის, რაც მთელ მსოფლიოშია მიღებული. არსებობს კლიშე, რომ
გარევაჭრობა მიუღებელი ფორმაა და საერთოდ არ უნდა არსებობდეს. არა და
გარევაჭრობა უნდა არსებობდეს და მას უნდა ჰქონდეს ცივილიზებული ფორმა,
როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია.
10
ნორმალური ფორმით თბილისშიც
არსებობს და ლეგალიზდა გარევაჭრობა,
ოღონდ შეზღუდული ტიპის პრეისკურანტზე. რეგულაციების მხრივ არსებობს
პრობლემები. წარმოდგენილი ინიციატივით განსაზღვრულია, რომ ნორმალური,
მისაღები ფორმით გარევაჭრობა არსებობდეს ყოველდღიურად საქართველოს
სხვადასხვა ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც.
აპარატთან კონსულტაციების შემდეგ იყო არგუმენტი, რომ რახან საკითხი
განეკუთვნება
თვითმმართველობის
თვითმმართველობაში.
თუმცა
კომპეტენციას,
თვითმმართველობები
ვერ
დარჩეს
აგვარებენ
ამ
პრობლემას და არ იღებენ გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად შესაბამის წესებს.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია უნიფიცირებული გახდეს
მიდგომა
გარევაჭრობასთან
მიმართებაში,
ძირითადი
საკითხები
იყოს
ცენტრალიზებულ დონეზე, კანონის დონეზე პარლამენტის მიერ დადგენილი.
მუნიციპალიტეტს კი დარჩეს იერსახის და კონკრეტული ადგილმდებარეობის
გამოყოფის ნაწილი.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ გარევაჭრობა არის პირველ რიგში დასაქმების
წყარო. წარმოდგენილი
კანონპროექტით რეგულირდება ყველა ძირითადი
პრობლემა, რაც დაკავშირებულია გარევაჭრობასთან.
სხდომის
თავმჯდომარემ
ინიციატივასთან
საქართველოს
კოდექსის“
-
დავით
დაკავშირებით
ორგანული
მე-16
მუხლის
კანონის
მე-2
სონღულაშვილმა
აღნიშნა,
რომ
2014
„ადგილობრივი
პუნქტის
„მ“
წარმოდგენილ
წელს
მიღებული
თვითმმართველობის
ქვეპუნქტის
თანახმად,
მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს გარე ვაჭრობის,
გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება. სწორედ, აღნიშნული
ნორმის
საფუძველზე,
ექსკლუზიური
მუნიციპალიტეტს
უფლებამოსილება,
მინიჭებული
დაარეგულიროს
აქვს
გარე
სრული
და
ვაჭრობა
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ამასთან, გარე ვაჭრობის
რეგულირებასთან და ამ რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებული
საკითხები
დადგენილია
ასევე
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით.“ გარდა, ამისა მიღებული და დამტკიცებულია
შესაბამისი
ნორმატიული
აქტები,
რომლითაც
მოწესრიგებულია
გარე
ვაჭრობისთვის დადგენილი წესები. ამასთან, კომიტეტს ეცნობა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
11
მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილობითი პოზიციები, რომელიც თანხვედრაში
მოდის
გარე
ვაჭრობისთვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
ნორმებთან. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონის პროექტი
არის ზოგადი, შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს, როგორც მიზანშეწონილობის,
ისე, სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად კომიტეტმა საკანონმდებლო
წინადადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6
პუნქტის შესაბამისად, ცნო უარყოფილად.
აზრი გამოთქვეს: ეკა სეფაშვილმა, ბეჟან წაქაძემ.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და უარყოფილად ცნო
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
მოისმინეს:
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის მოხსენება საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA)
2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშისა
„ღრმა
და
ყოვლისმომცველი
თავისუფალი
სავაჭრო
სივრცის
და
შესახებ”
შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა
განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს
ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ
დააჩქარა ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანების პროცესი და კიდევ მეტი
მნიშვნელობა შესძინა ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის ვალდებულებების
განხორციელების პროცესს. საქართველოს მთავრობის ძირითადი ძალისხმევა
მომართულია ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობისკენ.
მომხსენებლის ინფორმაციით, DCFTA-ის განხორციელების პროცესის ეფექტიანი
მონიტორინგისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო, როგორც ქვეყნის დონეზე DCFTA-ს ვალდებულებების
12
შესრულების მაკოორდინირებელი უწყება, 2014 წლიდან იმუშავებს DCFTA-ის
განხორციელების საშუალოვადიან და წლიურ სამოქმედო გეგმებს. გრძელდება
DCFTA-ის განხორციელების პროცესის ორმხრივ ფორმატში განხილვა ევრო
კომისიასთან, კერძოდ, 2021 წლის 9-10 დეკემბერს გაიმართა საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მერვე
შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა DCFTA-ის განხორციელების მხრივ
პროგრესი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ საჯარო
შესყიდვების, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის,
კონკურენციის, შრომის უსაფრთხოების, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში
განხორციელებულ რეფორმებზე. ევროკომისიამ უმაღლესი შეფასება მისცა
საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების
პროგრესს და მზაობა გამოხატა ამ პროცესში საქართველოს დახმარების
გაგრძელების თაობაზე.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის
გაუმჯობესების
შესაბამისად,
საგარეო
ვაჭრობის
მონაცემებმა
გადააჭარბა
პანდემიამდე მაჩვენებლებს. 2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით გაიზარდა და
რეკორდულად მაღალ ნიშნულს 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
DCFTA
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ გაუმჯობესებაში. დადებითი ტენდენციები
შეინიშნება ორმხრივ ვაჭრობაში. 2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა
ევროკავშირთან გაიზარდა 19%-ით და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში
21% შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის
ბაზარზე 3%-ით გაიზარდა (საქართველოს მთლიან ექსპორტში 17%). სოფლის
მეურნეობის
პროდუქციის
ექსპორტი
გაიზარდა
14%-ით,
კერძოდ
ისეთ
მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, როგორიცაა თხილი - 12%,
მინერალური წყალი - 20%, ღვინო - 20%, შაქრის შემცველი გაზიანი წყლები - 97%,
ხილის წვენები - 6%, კონსერვი ხილი და ბოსტნეული - 11%. იზრდება
ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობაც.
მომხსენებლის ინფორმაციით, DCFTA-ს სარგებლის სრულად ათვისების მიზნით,
ხორციელდება
კანონმდებლობის
მნიშვნელოვანი
ევროკავშირის
რეფორმები.
მათ
შორის
კანონმდებლობასთან
საქართველოს
დაახლოება,
რაც
გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვას და ევროპულ პრაქტიკასთან
მიახლოებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. საერთო ჯამში,
საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 2027 წლისთვის DCFTA-ით
გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტთან
(ევროკავშირის 167 სამართლებრივი აქტი; 56%).
მომხსენებლის ინფორმაციით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა
ევროკავშირის
შესაბამის
სტრუქტურებთან
ცხოველური
წარმოშობის
13
პროდუქტებისთვის
ევროკავშირის
ბაზრის
გახსნის
მიმართულებით.
თანამშრომლობის და საკანონმდებლო დაახლოების შედეგად, ევროკავშირის
ბაზარი უკვე გაიხსნა თევზისა და თევზ-პროდუქტებისთვის, დამუშავებული
ტყავისთვის, მატყლისთვის, თაფლისთვის, რასაც ბოლო წლებში ასევე დაემატა
ცხოველების საკვები, ხოლო ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34
რეგულაციით, საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირის
ბაზარზე
ლოკოკინების
ექსპორტია
დაშვებულია.
გრძელდება
მუშაობა
ევროკავშირთან აკვაკულტურის პროდუქტების და დედა ფუტკრისთვის ბაზრის
გახსნასთან დაკავშირებით.
მომხსენებლის განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, ევროკავშირსა
და თურქეთს შორის 2021 წლის 29 აპრილიდან ოფიციალურად ამოქმედდა ე. წ.
„დიაგონალური
კუმულაცია“,
რომლითაც
თურქული
ნედლეულით
საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე
თავისუფალი
ვაჭრობის
რეჟიმით
იქნება
შესაძლებელი.
საქართველოს,
ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება,
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
განვითარებისთვის,
როგორიცაა
საქართველოში
ტექსტილის,
ისეთი
ავეჯის,
ინდუსტრიების
საშენი
მასალების,
პლასტმასის ნაწარმისა და სხვა პროდუქციის წარმოების შემდგომი განვითარებისა
და ამ მხრივ ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. ასევე დასრულდა
ევროკავშირს, უკრაინასა და საქართველოს შორის დიაგონალური კუმულაცია,
რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის სექტემბრიდან. რაც შეეხება ევროკავშირს,
მოლდოვასა და საქართველოს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას,
მიმდინარეობს კონსულტაციები მოლდავურ მხარესთან.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ DCFTA-ის განხორციელების პროცესში სამოქალაქო
საზოგადოების,
ბიზნესის
წარმომადგენლებისა
და
არასამთავრობო
ორგანიზაციების ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით
შექმნილია DCFTA საკონსულტაციო ჯგუფი. მთავრობა აქტიურად ახორციელებს
სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო
ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად
ახალ მოთხოვნებთან მათი
ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“
პროგრამის ფარგლებში
ხელმისაწვდომია
სხვადასხვა
ფინანსური
და არა
ფინანსური ინსტრუმენტები. ამ პროგრამების გამოყენებით ხორციელდება
ფინანსებზე წვდომის გაზრდა, ბიზნეს უნარების განვითარება, ექსპორტისა და
ინვესტიციების განვითარების ხელშეწყობა, კონსულტაცია და ა. შ. გრძელდება
ექსპორტზე
ორიენტირებული
ღონისძიებებსა
და
მხარდაჭერის
მიზნით,
ქართული
გამოფენებში
2021
კომპანიების
მონაწილეობის
წლის
ფარგლებში
საერთაშორისო
ხელშეწყობა.
სააგენტოს
ექსპორტის
მიერ
მოხდა
14
თანადაფინანსება
45
ქართული კომპანიის
ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში
დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. კომპანიებს ასევე
შეუძლიათ ისარგებლონ TradwithGeorgia.com პლატფორმით, სადაც ქვეყნდება
ინფორმაცია მათი და მათი პროდუქციის შესახებ (2021 წლის მდგომარეობით
აღნიშნულ პლატფორმაზე რეგისტრირებულია 569 კომპანია). ასევე აღსანიშნავია
სააგენტოს აქტივობები ექსპორტის შესახებ ცოდნის ამაღლების მიმართულებით.
ამ მხრივ სააგენტო ახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების კურსებს.
საგანმანათლებლო
კუთხით
სააგენტომ
2021
წელს
3-ჯერ
განახორციელა
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი, რომელსაც ჯამურად 75 პირი
დაესწრო. ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში კერძო სექტორის, მათ შორის მცირე
და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა DCFTAის მოთხოვნების შესაბამისი
ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების
მიმართულებით.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ლაბორატორიების უმეტესობას არ
აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს ტესტირება რეგულირებულ სფეროებში ევროპული
ან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამ გამოწვევის დასაძლევად პირველი
ნაბიჯი უკვე გადაიდგა, კერძოდ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - AA
Facility-ის მხარდაჭერით, ტარდება კვლევა, რომელიც შეაფასებს შესაბამისობის
შეფასების შესაძლებლობებს საქართველოში. აღნიშნული კვლევა გამოყოფს იმ
პრიორიტეტულ
მიმართულებებს,
რომლებზეც
უნდა
კონცენტრირდეს
სახელმწიფო, რათა შეიქმნას საჭირო ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა
საქართველოში.
ვაჭრობაში
ტექნიკური
გათვალისწინებული
ბარიერების
დაახლოების
სფეროში
ჯამში
ვალდებულებებიდან
DCFTA-ით
საქართველოს
კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია ევროკავშირის 12 საკანონმდებლო აქტთან.
(სულ ვალდებულებაა 20 EU აქტთან დაახლოება).
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ DCFTA-ის მიზნების ეფექტურად მისაღწევად
და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურის ქვეშ მოქმედ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გამოეყო და ცალკე
ერთეულად ჩამოყალიბდა სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც
დამოუკიდებლად ახორციელებს ზედამხედველობას ბაზარზე განთავსებულ
სამომხმარებლო
და
ინდუსტრიულ
ინდუსტრიული
პროდუქტების
პროდუქტებზე.
იმპორტისას
ბაზარზე
სამომხმარებლო
და
ზედამხედველობის
შეუფერხებელი ადმინისტრირების მიზნით საბაჟო დეპარტამენტსა და ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლობით შეიქმნა და ფუნქციონირებს
15
წინასწარი დეკლარირების ელექტრონული პლატფორმა, რაც კერძო სექტორზე
ორიენტირებულ ერთგვარ ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენს.
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქტიურად
განაგრძობს
საერთაშორისო
და
ევროპული
სტანდარტების
ეროვნულ
სტანდარტებად მიღებას. 2021 წელს საქართველოს სტანდარტად (სსტ) სულ
დარეგისტრირდა 3 163 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი,
მეტროლოგიის კუთხით
2021 წლის განმავლობაში
საერთაშორისო დონეზე
აღიარებულ გაზომვის მიმართულებებში გამოქვეყნდა სააგენტოს მეტროლოგიის
ინტიტუტის 4 ახალი სერვისი - მცირე მოცულობის სფეროში 1 CMC და ტენიანობის
სფეროში 3 CMC ჩანაწერი. ჯამში, სააგენტოს აღიარებული ჩანაწერების რაოდენობა
შეადგენს 65 CMC ჩანაწერს.
აქტიურად მიმდინარეობს აკრედიტაციის ცენტრის სერვისების გაციფრულების
პროცესი. პროექტის განხორციელებით
აკრედიტებულ ან/და აკრედიტაციის
მიღებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ, ადგილზე ვიზიტის
გარეშე წარმოადგინონ დოკუმენტები და მიიღონ პასუხი. პროგრამის სატესტო
რეჟიმში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის მეორე კვარტალში.
2021 წლის დასაწყისში, აკრედიტაციის ცენტრს მიენიჭა ლაბორატორიების
საერთაშორისო
აკრედიტაციის
თანამშრომლობის
(ILAC)
ორგანიზაციის
ასოცირებული წევრის და აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის (IAF) წევრობის
მემორანდუმის ხელმომწერის სტატუსი. 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილია
ორივე
ორგანიზაციის
სრული
წევრობის
სტატუსის
მისაღებად
ღონისძიებების განხორციელება და სრული წევრობის სტატუსის
საჭირო
მიღებამდე
უზრუნველყოფილ იქნას საქართველოში გაცემული ლაბორატორიული გამოცდის
ოქმებისა და სერტიფიკატების საერთაშორისო აღიარება.
მომხსენებლის ინფორმაციით, შეუფერხებლად მიმდინარეობს სანიტარულ და
ფიტოსანიტარიულ სფეროში საკანონმდებლო დაახლოების სიის შესაბამისად
საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის აქტებთან.
აღსანიშნავია,
რომ
დღეს
არსებული
მდგომარეობით,
საქართველოს
კანონმდებლობა SPS სფეროში ჯამურად დაახლოებულია ევროკავშირის 149
საკანონმდებლო აქტთან. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დაახლოების სიით
2027
წლამდე
განსაზღვრული
ევროპული
აქტებიდან
დაახლოება
უკვე
განხორციელდა 54%-თან. 2021 წელს დასაახლოებლად განსაზღვრულ 16 EU
აქტიდან 6 არა რელევანტურად იქნა ცნობილი, დაახლოება უკვე განხორციელდა
10 სამართლებრივ აქტთან. 2022 წელს გრძელდება SPS სფეროში საკანონმდებლო
16
დაახლოების პროცესი, რაც ევროკავშირის 26 საკანონმდებლო აქტთან დაახლოებას
გულისხმობს.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაშია საქართველოს
ახალი საბაჟო კოდექსი. შესაბამისად განახლდა DCFTA-ის XIII დანართიც (საბაჟო
კანონმდებლობის დაახლოება) ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის
N1/2021 გადაწყვეტილებით, რომელსაც 2021 წლის 17 ივნისს მოეწერა ხელი.
მიმდინარეობს საქართველოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების
(AEO) პროგრამის შემდგომი დაახლოება ევროკავშირის პროგრამასთან, რაც
ევროკავშირთან
AEO-ს
ურთიერთ
აღიარების
მემორანდუმის
გაფორმების
პროცესის ინიცირებას მოიაზრებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის
გაიცვალა ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთ
აღიარების
მემორანდუმზე
მოლაპარაკებების
დაწყებისთვის
საჭირო
წინაპირობების შესახებ. შერჩეულია კანდიდატი, რომელიც პროცედურების
დასრულების
შემდეგ
გახდება
პირველი
ავტორიზებული
ეკონომიკური
ოპერატორი.
მომსახურებით
ვაჭრობის
ვალდებულებების
შესრულების
მიზნით
მომზადებულია კანონპროექტები "ფოსტის შესახებ", “ელექტრონული კომერციის
შესახებ“ და ცვლილებების პროექტი საქართველოს კანონში „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“. აღნიშნული პროექტების მიღება გათვალისწინებულია
2022 წლის გეგმით.
მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
მომზადდა საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც ასახავს
DCFTA-ით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების ყველა ფაზას
(გარდა
კომუნალური
მომსახურების
დირექტივისა)
თითოეული
ფაზის
შესაფერისი ვალდებულებების ეტაპობრივად და შეთანხმებით გათვალისწინებულ
ვადებში ამოქმედებას. აღნიშნული პროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება
პარლამენტს დასამტკიცებლად.
ინტელექტუალური
საკუთრების
უფლებების
დაცვის
მიმართულებით
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სსიპ - საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტის“ მიერ
აქტიურად გრძელდება სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება.
ინტელექტუალური
საკუთრების
უფლებების
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობა შესაბამისობაშია DCFTA-ს ვალდებულებებთან, 2017 წელს
მიღებული ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად. ცვლილებები
ძირითადად შეეხო აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას. ასევე დაახლოების
შედეგად მიღებულ იქნა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ
17
სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია,
კანონის შესაბამისად შესაძლებელი გახდა ინტელექტუალური საკუთრების
უფლებების დაცვის Ex officio აღსრულება საბაჟოზე. 2021 წლის მონაცემებით
საბაჟო რეესტრში დარეგისტრირდა 222 ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი.
2021 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის შეჩერების
შესახებ გამოიცა 267 ბრძანება. აქედან, 215 შემთხვევაში უფლების მფლობელსა და
საქონლის მფლობელს შორის შედგა შეთანხმება საქონლის განადგურების
თაობაზე.
კონკურენციის
სააგენტოში
გრძელდება
ადვოკატირება,
საჯარო
კერძო
სექტორის
წარმომადგენლებისათვის
ინფორმაციული
შეხვედრებისა
და
სემინარების
ჩატარება.
და
კონკურენციის
პოლიტიკის
2021
წლის
განმავლობაში ამ მიზნით ჩატარდა 9 ღონისძიება მათგან, 3 ღონისძიება ჩატარდა
რეგიონებში. 2021 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა
„ანტიდემპინგური
ღონისძიებების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის აღსრულებას
ახორციელებს კონკურენციის სააგენტო.
წელს მთავრობა გეგმავს გააგრძელოს
კონკურენციისა და ახლა უკვე ვაჭრობაში დაცვითი ზომების სფეროების
განვითარება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2021 წლის 8 აპრილს, საქართველოს მთავრობამ
დაამტკიცა
ეროვნულ
დონეზე
განსაზღვრული
წვლილის
განახლებული
დოკუმენტი (NDCs), ხოლო 5 მაისს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო
კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს წარუდგინა.
დოკუმენტი ითვალისწინებს
ქვეყნის უპირობო ვალდებულებას 2030 წლისთვის 35 პროცენტით შეამციროს
სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 1990
წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
მომხსენებელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში
საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა შრომის უფლებების დაცვის
კუთხით.
შეიქმნა
გაფართოებული
მანდატის
სრულფასოვანი
შრომის
ინსპექტირების სამსახური. 2021 წლის პირველი იანვრიდან შრომის ინსპექცია
გარდაიქმნა დამოუკიდებელ ორგანოდ - საჯარო სამართლის იურიდიული პირად
და მიმდინარეობს სამსახურის ინსტიტუციური განვითარება. მთავრობა იღებს
ვალდებულებას უზრუნველყოს ამ სფეროში არსებული გამოწვევების მოგვარება
და ყველა დასაქმებულისათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
2021 წლის მონაცემებით სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ან უშუალო
ჩართულობით განხორციელდა 58 830 აქტივობა, რომელიც მოიცავდა 13 612
ობიექტზე ინსპექტირებასა და ცნობიერების ამაღლების აქტივობას.
18
აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, მაკა ბოჭორიშვილმა,
თეონა აქუბარდიამ, არჩილ თალაკვაძემ, ეკა
სეფაშვილმა, ხატია წილოსანმა,
კომენტარი
გააკეთა
საქართველოში“
სსიპ
„აწარმოე
დირექტორის მოადგილემ
თორნიკე ზირაქიშვილმა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე:
დავით სონღულაშვილი
სხდომის მდივანი:
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
19