საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[4e62]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2024-02-22

📜 ტექსტი

მოხსენება
საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა 2024 შინაარსი საქართველოს პარლამენტის 2023 წლის მიღწევები და გამოწვევები ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შესახებ საგარეო ურთიერთობები საქართველოს პარლამენტის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი კანონშემოქმედებითი საქმიანობა საზედამხედველო საქმიანობა წარმომადგენლობითი საქმიანობა საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო საბჭოები საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანოების საქმიანობა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის გეგმები საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის 2023 წლის მიღწევები და გამოწვევები საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებისთვის 2023 წელი აქტიურობითა და ხელშესახები შედეგებით გამორჩეული იყო. პარლამენტი წარმატებით ახორციელებდა საკანონმდებლო, საზედამხედველო და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს. აგრეთვე პარლამენტი საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად იყენებდა საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის წარმოსაჩენად, რასაც შედეგად საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მოჰყვა. 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო 622 საქართველოს კანონი. მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია: o საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“; o საქართველოს კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“; o საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“; o საქართველოს კანონი „საჯარო შესყიდვების შესახებ“; o საქართველოს კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“; o საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; o თავდაცვის კოდექსი; o პენიტენციური კოდექსი; o საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; o საქართველოს კანონი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“. ზემოაღნიშნული კანონების უმრავლესობა გამომდინარეობს ევროკავშირთან არსებული ასოცირების შესა ხებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან. ეს კანონები კომპლექსურ მიდგომას აყალიბებს წყლის რე სურსების მართვის, სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში, ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას, ქმნის ერთიან ხედვაზე დაფუძნებულ საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებსა და პროცედურებს, უზრუნველყოფს ქვეყანაში მეწარმეობისა და ელექტრონული ვაჭრობის შემდგომ განვითარებას და საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში მეტად ინტეგრირებას, საქართველოს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას და სასჯელაღსრულების სფეროს სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების სისტემურ მოწესრიგებას. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გაზ რდილია ასიგნებები როგორც მოსახლეობის სოციალური დაცვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელ შეწყობის მიმართულებით. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა საზე დამხედველო მექანიზმის გამოყენების გზით აქტიურად ახორციელებდა საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. 2023 წელს პარლამენტში გაიმართა პრემიერ-მინისტრის 2, მინისტრების 18 და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების წარმომადგენლების 10 მოსმენა. 2023 წლის უმთავრეს მოვლენასა და მიღწევას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. აღნიშნულ პროცესში პარლამენტმა არსებითად მიიღო მონაწილეობა როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით, ისე მიღწეულ პროგრესზე სათანადო კომუნიკაციით. 4 ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შესახებ 1. პარლამენტის წევრების რაოდენობა − 140: • მდედრობითი სქესის − 27; • მამრობითი სქესის − 113. 2. პარლამენტის ხელმძღვანელობა: • პარლამენტის თავმჯდომარე; • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე − 1; • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე − 4 (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი − 3; საპარლამენტო ოპოზიციის წევრი − 1). 3. საპარლამენტო უმრავლესობა − 83 წევრი. 4. საპარლამენტო ოპოზიცია − 57 წევრი. 5. საპარლამენტო ფრაქციები და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები: ფრაქცია „ქართული ოცნება“ − 75 წევრი; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ − 20 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ − 4 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ − 2 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ − 2 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ − 4 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ − 2 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „ლელო − პარტნიორობა საქართველოსათვის“ − 2 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ − 2 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ − 5 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ − 5 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ − 9 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში, − 8 პარლამენტის წევრი. 6. პარლამენტის კომიტეტები: • აგრარულ საკითხთა კომიტეტი − 13 წევრი; • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი − 12 წევრი; • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი − 14 წევრი; 5 • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი − 11 წევრი; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი − 14 წევრი; • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი − 10 წევრი; • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი − 15 წევრი; • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი − 18 წევრი; • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი − 12 წევრი; • კულტურის კომიტეტი − 7 წევრი; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი − 16 წევრი; • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი − 18 წევრი; • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი − 10 წევრი; • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი − 11 წევრი; • სპორტის კომიტეტი − 14 წევრი; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი − 12 წევრი. 7. პარლამენტის დროებითი კომისიები: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავ შირებული დროებითი კომისია − 22 წევრი. 8. საპარლამენტო საბჭოები: • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო − 14 წევრი; • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო − 26 წევრი; • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო − ხაზინადართა საბჭო − 9 წევრი; • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო − 18 წევრი; • ეთიკის საბჭო − 10 წევრი. 9. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE): ძირითადი შემადგენლობა − 5 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 5 წევრი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA): ძირითადი შემადგენლობა − 3 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 3 წევრი. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC): ძირითადი შემადგენლობა − 10 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 4 წევრი. 6 ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA): ძირითადი შემადგენლობა − 10 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 4 წევრი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA): ძირითადი შემადგენლობა − 4 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 4 წევრი. საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU): ძირითადი შემადგენლობა − 5 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 5 წევრი. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC): ძირითადი შემადგენლობა − 5 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 3 წევრი. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA): ძირითადი შემადგენლობა − 4 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 5 წევრი. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO): ძირითადი შემადგენლობა − 1 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 1 წევრი. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (APF): ძირითადი შემადგენლობა − 3 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა − 3 წევრი. საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარ ლამენტო ასამბლეა − 8 წევრი. საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა − 9 წევრი. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (AIPA) − 2 წევრი. 7 საგარეო ურთიერთობები 2023 წლის განმავლობაში, 2022 წლის მსგავსად, საქართველოს მოუწია ცვალებად და არასტაბილურ უსაფრ თხოების გარემოში, მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების განგრძობითი ოკუპაციის, შიდა და გარე გამოწვევებისა და საფრთხეების პირისპირ საკუთარი საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის ზრუნვა. შესაბამისად, კვლავაც აქტუალური და აუცილებელი იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის დაცვის, მეგობარ პარლამენტებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და მსოფლიოს მასშტაბით ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბების, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რეფორმებზე კომუნიკაციის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების საკითხებზე საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. ამ მიზნით პარლამენტის ძალისხმევა და საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტები გაშლილი იყო ყველა იმ ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის თუ საკითხის მიმართულებით, სადაც ამის შესაძლებლობას იძლეოდა არსებული რესურსები და უფლებამოსილებები. საანგარიშო პერიოდში ნაყოფიერად გაგრძელდა თანამშრომლობა მრავალმხრივ − საპარლამენტთაშორისო კავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს, ეუთოს, ევრონესტის, ფრანკოფონიისა და სხვა საპარლამენტო ასამბლეების ფორმატებში. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი გამოირჩეოდა საერთაშორისო აქტივობებში მაღალი ჩარ თულობით, კერძოდ, შედგა: • 300-მდე შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან; • 30 უცხოური საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, 11 მაღალი დონის ვიზიტი უცხო ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით; • 7 შეხვედრა უცხო ქვეყნების უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტის თავმჯდომარემ განახორციელა ათი საგარეო ვიზიტი: • პრაღა, ჩეხეთი, ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტი, 23-25 აპრილი; • ვალეტა, მალტის რესპუბლიკა, 7-9 მაისი; • რომი, იტალიის რესპუბლიკა, 10-13 მაისი; • ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, 15-16 მაისი; • პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა, 6-10 ივნისი; • ბუქარესტი, რუმინეთი, 24-26 სექტემბერი; • დუბლინი, ირლანდიის რესპუბლიკა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია, 27-29 სექტემბერი; • ლუანდა, ანგოლა, საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეა, 23-28 ოქტომბერი; • ბრიუსელი, ბელგიის სამეფო, 5-7 დეკემბერი; • ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, 10-12 დეკემბერი; • დილიჟანი, სომხეთის რესპუბლიკა, 21-22 დეკემბერი. ვიზიტების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უცხოელ კოლეგებთან გამართა 40 შეხვედრა: • მალტა (2); • იტალია (3); • ირლანდია (3); • ისლანდია; 8 • კვიპროსი; • ზამბია; • ფინეთი; • ბურუნდი; • სლოვენია (2); • კაბო-ვერდე; • ესტონეთი; • მოზამბიკი; • ბელგია; • ლესოტო; • რუმინეთი; • მავრიკის კუნძულები; • საფრანგეთი (2); • ტანზანია; • თურქეთი; • განა; • ჩრდილოეთი მაკედონია; • შრი-ლანკა; • მონტენეგრო; • ბაჰამის კუნძულები; • აზერბაიჯანი (2); • ავსტრალია (2); • სომხეთი (2); • ფიჯი; • ჯიბუტი; • ტუვალუ. მეგობრობის ჯგუფებმა საზღვარგარეთ განახორციელეს შვიდი ვიზიტი: • ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 7-11 აგვისტო, 2023; • ლატვიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 8-10 ივნისი, 2023; • ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 21-25 მაისი, 2023; • ფინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 22-24 ნოემბერი, 2023; • ყირგიზეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 25-29 სექტემბერი, 2023; • თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 21-22 მაისი, 2023; • ყაზახეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 23-27 მაისი, 2023. მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა საზღვარგარეთ განახორციელეს 63 ვიზიტი: • APF − 2; • EURONEST PA − 2; • AIPA − 1; • GUAM PA − 1; • IAO − 4; • IPU − 3; • NATO PA − 5; • OSCE PA − 9; • PABSEC − 6; • PAC − 1; • PACE − 29. 9 საგარეო ვიზიტების გარდა, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა 34 დელეგაციას. აქედან:   საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე − 11: • სერბეთი; • სლოვაკეთი; • ავსტრია (ორივე პალატის თავმჯდომარეები); • ჩეხეთი; • ირლანდია; • გერმანია; • ისრაელი; • ბულგარეთი; • უნგრეთი; • სლოვენია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი − 1: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა.   მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები საქართველოში − 4: 1. ისრაელის ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, 26-29 იანვარი, 2023; 2. კორეის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, 14-17 თებერვალი, 2023; 3. იაპონიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, 4-7 მაისი, 2023; 4. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, 26 აგვისტო-3 სექტემბერი, 2023. სხვა დელეგაცია − 18. 2023 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. სესიის ფარგლებში საქართველოს ეწვია 250-მდე დელეგატი ევროპის, ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის/ოკეანეთის კონტინენტებიდან. სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა მოიპოვა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი ქვეყნის სტატუსი. ასევე აღნიშნულმა ასამბლეამ მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. რეზოლუცია აღიარებს საზღვრების ურღვევობას, საერთაშორისო მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპებს და იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია აგრეთვე ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გამართულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) პირველად დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა. ასამბლეის მუშაობაში 500-მდე დელეგატი მონაწილეობდა. ეს ახალი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმაა საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების კუთხით. პარლამენტის დელეგაციას, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა, შესაძლებლობა ჰქონდა, ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრების ფარგლებში შეხვედროდა AIPA-ს წევრი ქვეყნების (ინდონეზია, სინგაპური, ბრუნეი დარუსალამი, ფილიპინები, მალაიზია, 10 კამბოჯა, ტაილანდი, ლაოსი, ვიეტნამი) პარლამენტების თავმჯდომარეებსა და მაღალი რანგის საპარლამენტო წარმომადგენლებს, აგრეთვე AIPA-ს გენერალურ მდივანს. ასევე გაიმართა დიალოგი AIPA-ს წევრ პარლამენტებთან მრავალმხრივ ფორმატში. გამორჩეული იყო „სლავკოვის სამეულის“ − სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივი ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა საქართველოსა და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ყველა დონეზე და პლატფორმის გამოყენებით აგრძელებდნენ შეხვედრებსა და მჭიდრო თანამშრომლობას დიასპორასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თბილისში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან. საქართველოს პარლამენტის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი 2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მიზნით ფოკუსირებული იყო რამდენიმე მიმართულებით: 1) ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი უძღვებოდა პარლამენტის ძალისხმევას ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. 2023 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა 23 სხდომა, განიხილა 83 ნორმატიული აქტის პროექტი და 3 საერთაშორისო შეთანხმება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 16-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან და 1 გადაწყვეტილებასთან. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მხრივ გამორჩეული იყო საქართველოს კანონების პროექტები „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“; „ტურიზმის შესახებ“; რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“; საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ცვლილება განხორციელდა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან ჰარმონიზაციის მიზნით); საქართველოს კანონის პროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და სხვა. 2) ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება 2023 წელს, 2022 წლის მსგავსად, პარლამენტი აგრძელებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის განხორციელებას. წინა წლის მსგავსად, პროცესი მიმდინარეობდა სამ დონეზე: • საპარლამენტო სამუშაო ჯგუფები (კონკრეტულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ შექმნილი ცხრა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი, რომლებიც აფასებდნენ თითოეულ სფეროში არსებულ მდგომარეობას და წარმოადგენდნენ განსახილველ ინიციატივებს); • საპარლამენტო კომიტეტები; • პლენარული სხდომები. 11 ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა ძირითადი ძალისხმევა 2022 წელს გასწია, რასაც საპარლამენტო საქმიანობის მესამედი დაუთმო, 60-მდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა და 90-მდე კანონი მიიღო. ცვლილებები ეხებოდა საპარლამენტო ზედამხედველობას, საარჩევნო რეფორმას, ადამიანის უფლებებს, მართლმსაჯულებას, კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, გენდერულ თანასწორობას, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებას და სხვა. 2023 წელს კი პარლამენტმა შემდეგი ნაბიჯები გადადგა: რეკომენდაცია 2 − მიღებულ იქნა თავდაცვის კოდექსი, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისად არეგულირებს ქვეყნის თავდაცვის საკითხებს და აძლიერებს საქართველოს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციურ არქიტექტურას. რეკომენდაცია 2 − დამტკიცდა ღია პარლამენტის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს პარლამენტის კიდევ უფრო მეტად ღიაობისა და ხელმისაწვდომობის დამატებით შესაძლებლობებს. რეკომენდაცია 2 (ევროკავშირის ახალი, 9 ნაბიჯის მეოთხე საკითხი) − პარლამენტის გადაწყვეტილებით 2024 წლის ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვლება ელექტრონული ინფორმაციის არმქონე ის პირადობის მოწმო ბები, რომლებიც 2011 წლამდე იქნა გაცემული. აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს შესაძლო საარჩევნო მანიპულაციებისთვის მსგავსი მოწმობების გამოყენების პრევენციას და ხელს შეუწყობს არჩევნების კიდევ უფრო მეტად დემოკრატიულად და გამართულად ჩატარებას. რეკომენდაცია 12 − 2023 წლის 7 მარტს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი 96 ხმით აირჩია ახალ სახალხო დამცველად. რეკომენდაცია 10 − პარლამენტი განაგრძობდა რეგულარულ შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების ორგა ნიზაციებთან და მათ კონსტრუქციულ ჩართულობას. სამუშაო და კომიტეტის ფორმატებში გათვალისწინებული ჩართულობის გარდა, საქართველოს პარლამენტმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და საქარ თველოს ევროკავშირში წევრობის საკითხებთან დაკავშირებით გამართეს სამი ერთობლივი კონფერენცია. ეს თანამშრომლობა და დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება. რეკომენდაცია 5 − პარლამენტი იყო „საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმის“ (ე. წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის) შემუშავების ინიციატორი და ამ პროცესის აქტიური მონაწილე. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და შემუშავდა ევროკომისიასთან მჭიდრო კოორდინაციითა და კომუნიკაციით. იგი მოიცავს ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებული შვიდივე მიმართულებით (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო შესყიდვები, კონკურენციის პოლიტიკა, მართლმსაჯულება, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და საარჩევნო კამპანიები, მედია) არსებულ ვითარებას და მომდევნო წლებში გადასადგმელ ნაბიჯებს. უფრო მეტიც, 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებებით საქართველოს პარლამენტმა უკვე შეასრულა აღნიშნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საპარლამენტო ვალდებულებების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც აიკრძალა იურიდიული პირების მიერ საარჩევნო შემოწირულებების განხორციელება და შემცირდა პოლიტიკური პარტიების მიერ გაწეული ხარჯების ზედა ზღვარი. გარდა ამისა, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან შეთანხმებით პარლამენტმა გაიწვია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. რეკომენდაცია 3 − სასამართლო რეფორმის ფარგლებში 2023 წლის 13 ივნისს პარლამენტმა მიიღო საკანონ მდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურის გადა ხედვას, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების მოსამართლეების არჩევის პროცედურის გადახედვას, საჯარო ინფორმაციის წესით სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჯაროებას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, მოსამართლეების გადაყვანის, დისციპლინური წარმოების შესახებ ახალ რეგულაციებს და სხვა. აღნიშნული კანონი გაგზავნილ იქნა ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით პარლამენტი განიხილავს შემდგომ ცვლილებებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში. რეკომენდაცია 3 − 2023 წლის განმავლობაში (17 მაისს და 17 ოქტომბერს) პარლამენტმა შეძლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთივე არამოსამართლე წევრის არჩევა 3/5-ის კვალიფიციური უმრავლესობით. რეკომენდაცია 8 − 2023 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონისა და თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მოიცავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირში მოქმედი სამართლებრივი აქტების, კერძოდ, მონაცემთა დაცვის რეგულაციისა 12 (GDPR) და ე. წ. LED დირექტივის იმპლემენტირებას. აღნიშნული კანონის მიღება აძლიერებს ამ სფეროში დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საზედამხედველო ფუნქციებს და ქმნის უფრო მეტად ეფექტიან საფუძველს კანონის ნორმათა აღსრულებისთვის. რეკომენდაცია 7 − ევროკომისიასთან მჭიდრო კონსულტაციებითა და კომუნიკაციით 2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ორჯერ განახორციელა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებებით ევროპული სტანდარტით მოწესრიგდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების დანიშვნის/გათავისუფლების რეგულაციები, რითაც კიდევ უფრო განმტკიცდა კომისიის დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, ახლებურად მოწესრიგდა არასრულწლოვანების დაცვის, ტერორიზმის წახალისებისა და სიძულვილის ენის, ასევე უხამსობის მარეგულირებელი ნორმები. შედეგად წარმატებით განხორციელდა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან (AVMSD) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და საქართველომ შეძლო ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილეობის გაგრძელება. აღნიშნული საკითხები დადასტურდა როგორც ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში, ისე 2023 წლის დეკემბერში ევროკომისიის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მხარდაჭერის მობილიზების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები. 12 რეკომენდაციის შესრულებისა და ევროკავშირში გაწევრების გზაზე მიღწეულ პროგრესზე სათანადო კომუნიკაციისთვის აღნიშნულმა უწყებათაშორისმა კომისიამ შეხვედრები გამართა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქებში (აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან), ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებთან. სამუშაო ჯგუფები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეკომენდაცია 2. სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა 1 2 სამუშაო ჯგუფი პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებისთვის საარჩევნო კოდექსის გადახედვის სამუშაო ჯგუფი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ირაკლი ქადაგიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი რეკომენდაცია 3. სასამართლო რეფორმა 3 სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი რეკომენდაცია 4. ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება 4 5 კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების ჯგუფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი რეკომენდაცია 5. დეოლიგარქიზაცია 6 დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი რეკომენდაცია 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა 7 ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების სამუშაო ჯგუფი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ირაკლი ბერაია რეკომენდაცია 9. გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა 8 სამუშაო ჯგუფი გენდერული თანასწორობის გაძლიერებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ნინო წილოსანი მიხეილ სარჯველაძე 13 რეკომენდაცია 11. საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება 9 სამუშაო ჯგუფი საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ 3) ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მიხეილ სარჯველაძე ევროპული საბჭოს მიერ 2023 წლის 14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შესასრულებლად განესაზღვრა 9 ნაბიჯი. ევროკავშირის 9 ნაბიჯის უმრავლესობა არ განეკუთვნება საპარლამენტო საქმიანობას. შესაბამისად, მათი განხორციელების საერთო კოორდინაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა. თუმცა საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს შემდეგი მიმართულებებით საკუთარი წვლილის შეტანას: ევროკავშირის 9 ნაბიჯი საქართველოსთვის 3 შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უფრო მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით − საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე 4 თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით − 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად განხორციელება; საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის, ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე 5 საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით − უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობისა. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით − საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა 6 ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით 7 ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა; ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება 8 დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით 9 ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ამბიციური ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელებისა და შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით; მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება დაუცველი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა; სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა და თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა 14 კანონშემოქმედებითი საქმიანობა 2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა (მათ შორის, 1 რიგგარეშე სხდომა და 1 რიგგარეშე სესიის 5 სხდომა), რომლებზედაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 622 საქართველოს კანონი (აქედან დაჩქარებული წესით მიღებულია 116 საქართველოს კანონი), მათ შორის, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების ინიციატივით წარმოდგენილი კანონები: o საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი 494 კანონი; o საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივით წარმოდგენილი 111 კანონი; o საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ინიციატივით წარმოდგენილი 17 კანონი; o უმრავლესობის მიერ ინიციირებული 105 კანონი; o ოპოზიციის მიერ ინიციირებული 3 კანონი; o ერთობლივი (უმრავლესობისა და ოპოზიციის) ინიციატივით წარმოდგენილი 2 კანონი. ასევე მიღებულია 1487 დადგენილება (მათ შორის, 36 დადგენილება საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების შესახებ). გაიმართა პარლამენტის ბიუროს 102 სხდომა, რომლებზედაც მიღებულ იქნა ბიუროს 1194 გადაწყვეტილება (მათ შორის: ახალი, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, საკანონმდებლო წინადადებებისა და ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებების თაობაზე). საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა რეგისტრაციაში გაატარა 620 საკანონმდებლო ინიციატივა, 54 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია, ანგარიშები, თანხმობისა და ნდობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატურები და სხვა. აღნიშნული მასალა საქართველოს პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილებებით გადაეგზავნა პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებსა და შესაბამის უწყებებს განსახილველად. განსახილველად შემოვიდა 142 საკანონმდებლო წინადადება, 8 პეტიცია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით გადაეგზავნა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს განსახილველად. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 500 საქართველოს კანონი და 121 პარლამენტის დადგენილება გადაიგზავნა როგორც პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულებში, ისე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებში. ასევე მომზადდა: საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე პირველი მოსმენით მიღებული 47 საქართველოს კანონის პროექტი და, შესაბამისად, 47 კენჭისყრის შედეგი, აგრეთვე ამ კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განხილვების ამსახველი 47 აუდიოფაილი და მათი კომიტეტების სხდომებზე განხილვების ამსახველი აუდიოფაილები; საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მეორე მოსმენით მიღებული 11 საქართველოს კანონის პროექტი და, შესაბამისად, 11 კენჭისყრის შედეგი, აგრეთვე ამ კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განხილვების ამსახველი 11 აუდიოფაილი და წამყვანი კომიტეტების სხდომებზე განხილვების ამსახველი აუდიოფაილები; საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მესამე მოსმენით მიღებული 622 საქართველოს კანონი და, შესაბამისად, მათი კენჭისყრების შედეგები, აგრეთვე ამ კანონების პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განხილვების ამსახველი 1866 აუდიოფაილი და შესაბამისი კომიტეტების სხდომებზე განხილვების ამსახველი აუდიოფაილები. 15  პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის 2 ვეტო შემდეგ კანონპროექტებზე: 1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პარლამენტის წევრები: პ. კვიჟინაძე, ი. ზარქუა, გ. მეშველიანი, რ. ბერაძე და ა. ობოლაშვილი) (№3114-XIმს-Xმპ; 13.06.2023); 2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (პარლამენტის წევრები: მ. მდინარაძე, გ. მიქანაძე, დ. მათიკაშვილი, რ. იონათამიშვილი და ი. შატაკიშვილი) (№3464-XIIრს-Xმპ; 03.07.2023).  განსახილველია 1 ვეტო შემდეგ კანონპროექტებზე: საქართველოს კანონის პროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პარლამენტის წევრები: ა. ოხანაშვილი, ი. ბერაია, გ. მიქანაძე, რ. იონათამიშვილი, ი. შატაკიშვილი, თ. შარმანაშვილი და ა. ტაბატაძე) (№3558-XIIIმს-Xმპ; 05.10.2023); საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (პარლამენტის წევრები: ა. ოხანაშვილი, ი. ბერაია, გ. მიქანაძე, რ. იონათამიშვილი, ი. შატაკიშვილი, თ. შარმანაშვილი და ა. ტაბატაძე) (№3559-XIIIმს-Xმპ; 05.10.2023).  საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა 139-მა პარლამენტის წევრმა:  16 o ოპოზიცია (პარლამენტის წევრები) − 30 ინიციირება (49 კანონის პროექტი); o რეზოლუციის პროექტი − 5; o დადგენილების პროექტი − 1; o უმრავლესობა (პარლამენტის წევრები) − 115 ინიციირება (249 კანონის პროექტი); o დადგენილების პროექტი − 6; o ფრაქცია „ქართული ოცნება“ − 2 ინიციირება (3 კანონის პროექტი); o ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ − 1 ინიციირება (3 კანონის პროექტი); o დადგენილების პროექტი − 2. ბოიკოტის უფლება გამოიყენეს: o ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია − „ძალა ერთობაშია“ − 2-ჯერ; o საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ლელო − პარტნიორობა საქართველოსთვის“ − ერთხელ; o პარლამენტის წევრებმა − 8-ჯერ (შემდეგმა პარლამენტის წევრებმა: თამარ კორძაიამ − ერთხელ; თამარ ჩარკვიანმა − ერთხელ; პაატა მანჯგალაძემ − 2-ჯერ; გიორგი ვაშაძემ − 2-ჯერ; გრიგოლ ვაშაძემ − 2-ჯერ). o სიტყვის გამოსვლის უფლებით ისარგებლა 122-მა პარლამენტის წევრმა. აქედან: უმრავლესობამ − 1451-ჯერ; ოპოზიციამ − 2923-ჯერ. o სიტყვის გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 28 პარლამენტის წევრს. აქედან: უმრავლესობის 17 წევრს; ოპოზიციის 11 წევრს. აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2023 წელს ჩატარდა 22 კომიტეტის სხდომა. წამყვანი კომიტეტის სტატუსით კო მიტეტმა განიხილა 5 კანონპროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია:  საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ 2023 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“, რომელიც მიზ ნად ისახავს საქართველოში სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და სურსათის ნარჩენების შემცირებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას. კანონპროექტის მიღებით იქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე სურსათის დანა კარგების თუ ნარჩენების მართვისა და სურსათის შეწირულების საკითხს დაარეგულირებს. დასახელებულ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მიმდინარეობდა.  საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ აღნიშნული კანონპროექტი განსაზღვრავს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის სა ხელმწიფო რეგულირების პრინციპებსა და ინსტიტუციურ მოწყობას, მართვისთვის პასუხისმგებელი, უფლებამოსი ლი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციებს. კანონპროექტის მიღების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორებიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და სხვა. განისაზღვრება მხარდამჭერი ღონისძიებების გამართული ფუნ ქციონირებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის. სოფლის მეურნეობის სწორი ანალიზისა და დაგეგმვის პირობებში გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება, გაუმჯობესდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სოფლად მცხოვრებლებისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საანგარიშო წელს კომიტეტმა ჩაატარა 29 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე კომიტეტმა განიხილა: 52 საკანონმ დებლო ინიციატივა, რომლებიც მოიცავს 291 კანონპროექტს. მათ შორისაა: 37 საკანონმდებლო პაკეტი, რომ ლებიც მოიცავს 276 კანონპროექტს, და 15 ცალკე კანონპროექტი. მათგან კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტა ტუსით განიხილა 5 საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც მოიცავს 17 კანონპროექტს, ხოლო სავალდებულო დასკვნისთვის − 47 საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც მოიცავს 274 კანონპროექტს. კომიტეტმა ასევე განიხილა: • 1 დადგენილების პროექტი − წამყვანი კომიტეტის სტატუსით; • 4 საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის, 2 − წამყვანი კომიტეტის სტატუსით; • 18 ანგარიში, მათ შორის, 3 − წამყვანი კომიტეტის სტატუსით; • 11 საკანონმდებლო წინადადება − წამყვანი კომიტეტის სტატუსით; • 1 თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურა; • 1 პეტიცია − წამყვანი კომიტეტის სტატუსით; • 6 საორგანიზაციო საკითხი; • 2 სხვა საკითხი. 17 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:  „საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (№07-3/353; 22.05.2019) საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებზე, რომლებიც მოიცავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირში მოქმედი სამართლებრივი აქტების, კერძოდ, მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და ე. წ. LED დირექტივის იმპლემენტირებას, რის გამოც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კომპლექსური და ხანგრძლივი ანალიზის ობიექტი გახდა. იგი კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა. აღნიშნული კანონის მიღება გააძლიერებს ამ სფეროში დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საზედამხედველო ფუნქციებს და შექმნის მეტად ეფექტიან საფუძველს კანონის ნორმათა აღსრულებისთვის. ამან პოზიტიურად იმოქმედა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს აღნიშნული სამსახურის გაძლიერებას.  „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია, „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი (№07-2/308; 05.07.2023) (ინიციატორი − საქართველოს მთავრობა) კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია, „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, აღნიშნული კონვენციისა და ოქმის თანამდევი საკანონმდებლო პაკეტი. აღსანიშნავია, რომ დასახელებული კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებას. აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებითა და თანამდევი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით ფუძნდება ეფექტიანი და ხელმისაწვდომი საერთაშორისო მექანიზმი ბავშვისა და ოჯახის რჩენის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხასიათის სამართლებრივ დავებზე. ამ მიმართულებით ხდება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და ოჯახის წევრების რჩენის მიზნით ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. აღნიშნული ინსტრუმენტი უზრუნველყოფს როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, ისე მხარეთათვის სასამართლოსადმი მიმართვის ხელმისაწვდომობას. საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო ელემენტის მატარებელ სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიან წვდომას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის გზით და ოჯახის რჩენის საკითხებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე უცხო ქვეყნების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას.  „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის“ (№072/181; 05.09.2022) (ინიციატორი − საქართველოს მთავრობა) საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის“ (პროექტი). საქართველოში ასეთი სტრატეგია მეორედ შემუშავდა. სტრატეგია მიმართულია როგორც ადამიანის უფლებათა მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისკენ, ისე მისი ცხოვრებაში გატარებისკენ და ამისთვის შესაფერისი პირობების შექმნისკენ. სტრატეგია ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვაზე, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია მოიცავს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას: 1. მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური 18 დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა; 2. ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება; 3. თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის განმტკიცება პოლიტიკასა და პრაქტიკაში; 4. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ხაზგასასმელია, რომ, სტრატეგიის იმპლემენტაციის სტანდარტის უმაღლეს დონეზე დადგენის აუცილებლობის გათვალისწინებით, კომიტეტმა გასცა არაერთი პრინციპული ხასიათის რეკომენდაცია სტრატეგიის აღმსრულებელი ყველა სუბიექტის მიმართ, რომლებიც სრული მოცულობით აისახა საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში, რომლითაც დამტკიცდა სტრატეგია. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2023 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჩაატარა 35 სხდომა. კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 13, ხოლო სავალდებულო დასკვნისთვის − 10 კანონპროექტი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი გადაწყ ვეტილება მიიღო ერთ დადგენილების პროექტსა და ორ საკანონმდებლო წინადადებაზე, ამასთანავე, განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი სამი საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2023 წელს წამყვანი კომიტეტის სტატუ სით განხილული კანონების პროექტებიდან აღსანიშნავია:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/276; 19.04.2023) ცვლილების შედეგად ბავშვისთვის, რომელსაც 6 წელი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება, სავალ დებულოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება, ხოლო ბავშვი, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე უსრულდება 6 წელი, უფლებამოსილია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/258; 15.03.2023) წარმოდგენილი ცვლილების მიზანია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებულ ჩანაწერთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კერძოდ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მსგავსად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლებას მისცემს.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თა ობაზე“ (№07-2/319; 15.09.2023) საკანონმდებლო ცვლილებით დარეგულირდა კერძო სამართლის იურიდიული პირის − უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თა ობაზე“ (№07-2/324; 04.10.2023) 19 „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა პუნქტები, რომელთა თანახმად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაამტკიცა სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორების სტანდარტი და მათი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი.  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/396; 29.11.2023) ცვლილებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს შეუერთდა ახალგაზრდობის კომპონენტი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2023 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჩაატარა 28 კომიტეტის სხდომა, მათ შორის, 2 გასვლითი კომიტეტის სხდომა; კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 60 კანონის პროექტი და 3 საერთაშორისო ხელშეკრულება; კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად განიხილა 21 კანონის პროექტი და 10 საერთაშორისო ხელშეკრულება; კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებულ იქნა 12 კანონის პროექტი; კომიტეტმა განიხილა 5 საკანონმდებლო წინადადება. განხილული საკანონმდებლო ინიციატივებიდან, რომლებზეც კომიტეტი წამყვანი იყო, აღსანიშნავია:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№7-2/205; 09.11.2022) ცვლილებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უფრო ეფექტიანი მექანიზმები დაინერგა, რაც, ერთი მხრივ, სრულად ასახავს ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ, თანხვდენილია „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციით (ე. წ. ორჰუსის კონვენცია) განსაზღვრულ რეგულაციებთან. კანონპროექტის მიღების შედეგად გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას, ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საჯარო განხილვის ჩატარებასა და კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები (პაკეტში შემავალი სხვა კანონების პროექტები) (№07-2/86; 15.11.2021) კანონის ამოქმედების შედეგად შეიქმნება წყლის რესურსების მართვის ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული, ევროკავშირის წყლის ჩარჩოდირექტივისა და წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი სხვა ევროდირექტივების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა. შედეგად: მოხდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი/ინსტიტუციური საფუძვლები და დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა − მდინარეთა სააუზო მართვა; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დაგეგმვის/განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მონაწილეობა; ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების დონეებზე დაინერგება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომები; შეიქმნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის უშუალო ინიციატივით განხორციელდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამართლებრივი გადამუშავება, კერძოდ, მოხდა აღნიშნული კანონის მართვის 20 მექანიზმების ინტეგრირება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონითა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრულ მართვის სამართლებრივ მექანიზმებთან.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები (პაკეტში შემავალი სხვა კანონების პროექტები) (№07-2/240; 28.12.2022) ეს არის გარემოს დაცვის სფეროში მიღებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც ეფუძნება სამ რეწველო ემისიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას. მისი მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. კანონიდან გამომდინარე, 2026 წლიდან კერძო სექტორის თვის ამოქმედდება ახალი ვალდებულებები საწარმოების გადაიარაღებისა და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში. ქვეყანაში დაინერგება ახალი, ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენცია, შემცირება და კონტროლი და ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. კანონი განსაზღვრავს ინტეგრირებული ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალს, ადგენს ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრის კრიტერიუმებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის პრინციპებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩაატარა 46 სხდო მა და განიხილა 308 კანონის პროექტი („გამომდინარე“ კანონპროექტების ჩათვლით), რომელთაგან 100 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 208 კანონპროექტზე კომიტეტის დასკვნა იყო სავალდებულო. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მონაწილეობით ინიციირებულ იქნა 17 კანონპროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი კანონპროექტები:  საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/375; 01.11.2023) საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად შეიქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. საკონკურსო კომისია განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით საქართველოს მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.  საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/366; 11.10.2023) 2022 წლის 1 დეკემბერს ევროკომისიამ (DIRECTORATE-GENERAL FOR COMMUNICATIONS NETWORKS, CONTENT AND TECHNOLOGY) საქართველოს მხარეს წერილობით აცნობა, თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს გაეგრძელებინა „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილში მონაწილეობა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივას, რაც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, გულისხმობს ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების საკითხებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის არსებობას. აგრეთვე მათთვის მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანების დაცვის მექანიზმი რეგულირდებოდეს და თვითრეგულირების ორგანოსთან გადაფარვა არ იყოს. კანონპროექტით კანონში განხორციელდა მხოლოდ ის ცვლილებები, რომლებზედაც ევროკავშირმა გაამახვილა ყურადღება. 21  საქართველოს კანონების პროექტები: „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ (№07-3/328; 24.05.2023) ახალი კანონი განსაზღვრავს ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას, ადგენს ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და კოორდინაციის პრინციპებს, არეგულირებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებს, განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებსა და მოვალეობებს, ადგენს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმებს, ასევე ტურისტების უფლებებსა და მოვალეობებს, ტურისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დებულებებს და განსაზღვრავს ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა მარეგულირებელ ნორმებს.  საქართველოს კანონების პროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/327; 24.05.2023) გასწორდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური უზუსტობები და ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაზუსტდა შემდეგი ლეგალური დეფინიციები: „მედიამომსახურება“, „ვიდეოგა ზიარების პლატფორმის მომსახურება“, „სარედაქციო პასუხისმგებლობა“. საკანონმდებლო ცვლილებით მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების დარღვევის რეგულირებას აღარ მოახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების, დარგობრივი მიმართულებებით საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით კომიტეტმა ჩაატარა 18 სხდომა, ათეულობით მნიშვნელოვანი შეხვედრა, განახორციელა სხვა ფორმატის აქტივობები, მოისმინა შესაბამისი ინფორმაცია, რა დროსაც შეიმუშავა სათანადო დასკვნები, რეკომენდაციები და წინადადებები. კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით განხილული დოკუმენტებიდან საყურადღებოა შემდეგი:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/239; 28.12.2022) კანონპროექტის მიზანს წარმოადგენდა შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის არსებული სამართლებრივი ნორმების დახვეწა და განვითარება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით, ასევე საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმების შექმნა.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/295; 07.06.2023) ცვლილების შედეგად საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზი 10 წლიდან 5 წლამდე შემცირდა. ამდენად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცათ შესაძლებლობა, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა, რაც შეამცირებს მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობას და გააუმჯობესებს ამ კატეგორიის პირთა უფლებრივ მდგომარეობას. 22 შემუშავდა საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დადგენის თანამედროვე მოდელი, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესის ინიციირებამდე ტესტირების ჩატარებას. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგები ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოპოვების მსურველ პირს მოქალაქეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში შეუძლია შესაბამის ორგანოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით განმეორებით მიმართოს 6 თვის განმავლობაში, 1 წლის ნაცვლად. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2023 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა 23 სხდომა, განიხილა 83 ნორმატიული აქტის პროექტი და 3 საერთაშორისო შეთანხმება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 16-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან და 1 გადაწყვეტილებასთან.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ თანამდევ კანონპროექტებთან ერთად (№07-2/278; 26.04.2023) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 26 ივნისს განიხილა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები და მათგან გამომდინარე კანონპროექტები. საკანონმდებლო ცვლილებები გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან, რომლის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ თანამშრომლობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რაც წარმოადგენს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის უმთავრეს კომპონენტს, ხოლო 356-ე მუხლის შესაბამისად თანამშრომლობა მოიცავს კონკრეტულ სფეროებს, მათ შორის, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და ადამიანის ბიოლოგიური მასალის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.  საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი სა ქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ თანამდევ კანონპროექტებთან ერთად (№07-3/328/10; 31.05.2023) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 26 ივნისს განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი („ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და სხვა კანონპროექტები). საკანონმდებლო ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასო ცირების შესახებ შეთანხმებიდან, რომლიც 347-ე მუხლის თანახმად, საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას შეთანხმების XXIX დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას როგორც ეკონომიკური და კულტურული, ისე დასაქმების თვალსაზრისით. გაუმჯობესდება ტურისტული მომსახურების ხარისხი და ტუ რისტთა უსაფრთხოება. უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული და რეგიონალური პოლიტიკის კოორდინაცია და სხვადასხვა ზომის განხორციელება. ამავდროულად, ახალი, ასოცირების შესახებ შეთანხმებით დადგენილ სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა დარგს მისცემს ხარისხის განვითარებისა და ამით ტურიზმის სფეროში კონკურენციის განვითარების შესაძლებლობას. 23  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ თანამდევ კანონპროექტებთან ერთად (№07-2/228; 07.12.2022) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 3 თებერვალს განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. „საზღვაო შრომის კონვენცია“ აერთიანებს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც დაკავშირებულია მეზღვაურთა შრომის უსაფრთხოებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასთან. „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ ახალი კანონით საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2023 წელს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გამართა 24 სხდომა. საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 110 კანონპროექტთან მიმართებით, საიდანაც 3 კანონის პროექტი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას, დანარჩენი კი − საქართველოს მთავრობისას, ხოლო სავალდებულო კომიტეტად განისაზღვრა 26 კანონპროექტთან დაკავშირებით, საიდანაც 6 კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას წარმოადგენდა, დანარჩენი კი − საქართველოს მთავრობისას. გარდა ამისა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 3 საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.  საკანონმდებლო საქმიანობიდან აღსანიშნავია თავდაცვის კოდექსის (№07-2/241; 28.12.2022) მიღება, რომლის მიღებამ საკანონმდებლო დონეზე გაამყარა ისეთი მიდგომები, როგორებიცაა: ტოტალური თავდაცვა, ეროვნული მედეგობის გაძლიერება, წინააღმდეგობის გაწევა და ამოცანით მართვა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ნატოს სტანდარტების შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში თავდაცვის ძალებსა და სამოქალაქო ოფისს შორის კიდევ უფრო მკაფიოდ გაიმიჯნა ფუნქციები. ასევე შემოტანილ იქნა თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები, რამაც ახლებურად ჩამოაყალიბა როგორც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, ისე რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემა. თვისებრივად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები და სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი უპრეცედენტო საბინაო პოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე გამყარდა. ნატოს სტანდარტების შესაბამისად, დაიხვეწა წოდების მინიჭების ვადები და საფუძვლები. შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი. უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მეტი ჩართულობა თავდაცვაში და საქართველოს მეტი ბრძოლისუნარიანი მოქალაქე ეყოლება. კოდექსი პარტნიორ ქვეყნებს უფრო მეტ საშუალებას აძლევს საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად.  საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/329; 24.05.2023) აღნიშნული კანონის მიღებით მკაფიოდ დარეგულირდა კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის ფარგლებში შექმნილი გაგზავნილი, მიღებული და დამუშავებული ელექტრონული დოკუმენტის, ასევე ამგვარი ელექტრონული დოკუმენტის შექმნისა და გადაცემის მიზნით გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის იურიდიული ძალის საკითხი.  24 საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/323; 04.10.2023) აღნიშნული კანონის მიღებით ცალკე განისაზღვრება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის წესები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას და მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის სათანადოდ დაცვას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2023 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 38 სხდომა და განიხილა 72 საკანონმდებლო ინიციატივა (361 კანონპროექტი), კერძოდ: წამყვანი კომიტეტის სტატუსით − 49 საკანონმდებლო ინიციატივა (145 კანონპროექტი); „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით − 23 საკანონმდებლო ინიციატივა (216 კანონპროექტი); 1 კონცეფციის პროექტი („სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით); საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული 4 საკითხი; 15 საკანონმდებლო წინადადება; საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 3 საკითხი. 2023 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა მონაწილეობით პარლამენტს წარედგინა 53 საკანონმდებლო ინიციატივა. კანონშემოქმედებითი საქმიანობიდან აღსანიშნავია შემდეგი კანონპროექტები:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/265; 09.11.2022) საკანონმდებლო ცვლილებებით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შე სახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს სხვა ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც დაკავშირებულია შემდეგ საკითხებთან: ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტე ბის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა და გამოქვეყნება; საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და კავშირებული საკითხები; რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდე ბობებზე განწესების პროცედურები; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები; მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება; მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილება; მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარ ღვევით, როგორც დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახე; მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების დროის დაზუსტება. საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურებოდა ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთის შესრულებას და მიმართული იყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელშეწყობისაკენ.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციური კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/229; 07.12.2022) საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა პატიმრობის კოდექსი და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და მათ ნაცვლად შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო აქტი − პენიტენციური კოდექსი. ახალი საკანონმდებლო ნორმებით გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებები; საქართველოს სახალხო დამცველისთვის შეიქმნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის დამატებითი მექანიზმები; შეიქმნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანად გამოძიების დამატებითი გარანტიები; გაიზარდა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიები; დაზუსტდა ან ახლებურად მოწეს რიგდა მთელი რიგი სხვა სათანადო საკითხები. 25  საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/397; 29.11.2023) საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელების უფლება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე შემცირდა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი. საკანონმდებლო ცვლილებები შეესაბამება ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის სათანადო რეკომენდაციებს, რასაც ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 27 ნოემბერს დამტკიცებული „საქართველოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა“ (ე. წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა).  საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქარ თველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/284; 01.02.2023) საკანონმდებლო ცვლილებით 2032 წლის ჩათვლით პერიოდამდე გახანგრძლივდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმ დროებითი ნორმების მოქმედება, რომლებიც საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობის საკითხს აწესრიგებს. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომის შესაბამისად დაზუსტდა საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობასთან დაკავშირებული სათანადო საკითხები. საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის სათანადო ნორმათა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასა და 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში ასახულ მიდგომასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, − საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის გაუმჯობესებას.  საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/349; 30.08.2023) საკანონმდებლო ცვლილებებით დადგინდა საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ანაზღაურების შესაძლებლობა და მოწესრიგდა ამ ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები. საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის მოტივაციის გაზრდისა და საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლით უფრო მეტი პირის დაინტერესების ხელშეწყობისაკენ. კულტურის კომიტეტი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წელს ჩაატარა 22 სხდომა. კომიტეტმა წამყვანი კომი ტეტის სტატუსით განიხილა 8 კანონპროექტი და 1 საერთაშორისო შეთანხმება, ხოლო „სავალდებულო კომი ტეტის“ სტატუსით − 28 ნორმატიული აქტის პროექტი. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:  26 საქართველოს კანონების პროექტები: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/334; 31.05.2023) საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღებით დაიხვეწა და ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად ჰარმონიზებული გახდა, უზრუნველყოფილ იქნა საქართველოში ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულირება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის გამართულ ფუნქციონირებას, აღადგენს მოსარგებლეთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შედეგად დეტალურად გაიწერა როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის, ისე მისი აკრედიტაციის წესები და პირობები. განისაზღვრა აკრედიტაციის მინიჭების უფლებამოსილების მქონე ორგანო, აგრეთვე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები.  საქართველოს კანონების პროექტები: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქარ თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/359; 04.10.2023) წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია პირთა კონკრეტული ჯგუფისათვის (ბენეფიციარი, ავტორიზებული პირი) ისეთი სამართლებრივი ბერკეტის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის წინაპირობების გარეშე ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება, ხოლო ავტორიზებულ პირს − ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება და გავრცელება მხოლოდ ბენეფიციართა მიერ გამოსაყენებლად. ამასთანავე, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნის ავტორიზებული პირებისგან მიიღოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა ჩაატარა 19 სხდომა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 2 საკითხი, ხოლო „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განიხილა 28 საკანონმდებლო ინიციატივა და მათგან გამომდინარე 149 კანონის პროექტი. განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვით მმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/224; 30.11.2022) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლს დაემატა 21 პუნქტი, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ მუნიცი პალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის მოქმედება არ გავრცელდება 2023 წლის 1 სექტემ ბრამდე სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებების დელეგირებაზე.  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვით მმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/385; 15.11.2023) იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი საფუძველი, კოდექსს დაემატა შემდეგი ჩანაწერი: „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. 27 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჩატარდა 18 კომიტეტის სხდომა, განხილულ იქნა 13 კანონპროექტი, 5 დადგენილების პროექტი, 7 საკანონმდებლო წინადადება და 32 საერთაშორისო ხელშეკრულება. 2023 წელს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა სულ 13 კანონპროექტი. ყველა კანონპროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ განხილულ იქნა, როგორც „სავალდებულო კომიტეტის“ მიერ, და შესაბამისი დასკვნა გადაეცა წამყვან კომიტეტს. 2023 წლის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემოსული მოქალაქეთა წერილობითი განცხადებების რაოდენობა იყო 50. მათგან 36 მიღებულ იქნა ცნობად ან არ საჭიროებდა რეაგირებას, 14 გადაეცა შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს ან სახელმწიფო უწყებას შემდგომი რეაგირებისთვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქ მიანობის კუთხით აღსანიშნავია შემდეგი:  საქართველოს კანონების პროექტები: „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/239; 28.12.2022);  „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის ცვლილება“ (№07-2/271; 13.04.2023);  კონვენცია „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ“ (№07-2/245; 12.01.2023);  „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი“ (№07-2/322; 29.09.2023). კომიტეტისთვის რატიფიცირებისთვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან/შეთანხმებებიდან აღ სანიშნავია შემდეგი:  „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/285; 25.05.2023);  „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (№07-2/284; 25.05.2023);  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ ტექნიკური შეთანხმება (№07-2/301/10; 16.06.2023);  „2019 წლის 21 ოქტომბრის „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (№07-2/282; 18.05.2023);  „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ კონვენციის ცვლილებები“ (№07-2/309; 10.08.2023);  „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამე ფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/267; 06.04.2023). 28 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში იმუშავა 17 საკანონმდებლო ინიციატივაზე (სულ − 88 საკანონმდებლო აქტის პროექტი, მათ შორის, 18 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პრო ექტი). კომიტეტმა, როგორც წამყვანმა, იმუშავა 5 საკანონმდებლო ინიციატივაზე (1 კანონპროექტი და 6 საქარ თველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი). სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით კომიტეტმა იმუშავა 12 საკანონმდებლო ინიციატივაზე (12 საკანონმდებლო პაკეტი, რომლებიც მოიცავდა 12 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტსა და 69 კანონპროექტს). კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა 1 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 1 საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი და 5 საკანონმდებლო წინადადება.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლი ლების შეტანის შესახებ“ (№07-3/290; 08.02.2022) ცვლილების შედეგად 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, მიეცათ შესაძლებლობა, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა. ცვლილებამ ხელი შეუწყო უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და ისარგებლონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პოლიტიკური ჯგუფისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლი ლების შეტანის შესახებ“ (№07-3/320; 10.05.2023) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამართლებრივად დაზუსტდა და მკაფიოდ ჩამოყალიბდა პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საპარლამენტო საქმიანობის ეფექტიანად და შეუფერხებლად წარმართვას; მათ შორის: განისაზღვრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას კანდიდატურების წარდგენის ვადა; დაზუსტდა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წარდგენისა და მოადგილეების არჩევის წესი; გასწორდა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობის შესწავლა-განხილვის საკითხი; განისაზღვრა საქართველოს მოქალაქის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი; დაზუსტდა კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის (განსახილველ საკითხებთან ერთად) პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადა; განისაზღვრა და დაზუსტდა პროცედურები საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტებისა და საპარლამენტო ორგანოების მიერ თავისი უფლებამოსილების უფრო ეფექტიანად განხორციელების მიზნით.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/321; 11.05.2023) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანს წარმოადგენდა მე-10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მაქსიმალური ჩართულობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის ხელის შეწყობის მიზნით იმგვარი ცვლილებების განხორციელება, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ჰქონოდათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, თუკი ისინი დატოვებდნენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობას.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/360; 04.10.2023) • მოწესრიგდა და ახლებურად დარეგულირდა პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების განხილ ვასთან დაკავშირებული საკითხები; • საპარლამენტო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიმდინარე საკითხის განხილვის შეჩერება კენჭისყრის პროცედურის ჩასატარებლად; 29 • გაიზარდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და, ნაცვლად 2-2 მოადგილისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავ ლესობიდან და 3 მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან; • განისაზღვრა საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრის ერთიანად ჩატარების წესი; • განსხვავებულად დარეგულირდა წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპრო ექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი; • განისაზღვრა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველ წლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის პროცედურა; • დარეგულირდა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხები; • დაჩქარებული წესით კანონპროექტის პლენარული სხდომის ერთ დღეს ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა, განხილვა შესაძლებელი იქნება პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე; • კონკრეტულ პოზიციაზე თანამდებობის პირის არჩევისათვის დადგენილი წესების კონსოლიდირებულად განსაზღვრისა და სისტემური სახით ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე და 205-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნაზე თანხმობის მიცემის წესები და პროცედურა თითოეულ თანამდებობის პირთან მიმართებით ჩამოყალიბდა ცალკე მუხლად; • განისაზღვრა კომიტეტის სხდომის მოწვევის, სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრასა და კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვასთან, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წარმდგენი სუბიექტის მიერ გამოწვევასა და კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვასთან, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის სიის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის განმავლობაში ჩაატარა კომიტეტის 32 სხდომა, რომლებზედაც გან ხილულ იქნა 397 საკითხი, მათ შორის, 312 კანონპროექტი. განხილული საკითხებიდან 154-ზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 243-ზე − „სავალდებულო“. საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი.  საქართველოს კანონის (№07-2/322/10-2) პროექტი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 2023 წლის ოქტომბერში კომიტეტმა ორგანიზება გაუწია და განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარ მოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმარ თულებები 2024-2027 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. კომიტეტმა ასევე განიხილა და შეაფასა სხვა კომიტეტების, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და კომიტეტში შემოსული დასკვნები, რომელთა საფუძველზეც მოამზადა საბოლოო დასკვნა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობისთვის გადასაგზავნად. კომიტეტმა ასევე განიხილა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი დოკუმენტის „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტები. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო 2023 წლის 15 დეკემბერს. 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად განსაზღვრულია რამდენიმე ძირითადი მიმართულება: 30 სოციალური მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: • პენსიების ზრდა; • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების სოციალური გასაცემლის ზრდა; • სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარის ოდენობით; • პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; • დევნილთა სახლებით უზრუნველყოფისთვის − 230.0 მლნ ლარი; • სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებისთვის 15.0 მლნ ლარის გამოყოფა. განათლების მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: • საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. ასევე იზრდება ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურების ხელფასები 10%-ით; • საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა; • მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100-ლარიანი ზრდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: • თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; • მნიშვნელოვანი რესურსი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლისთვისაც მიიმართება 6.7 მლრდ ლარზე მეტი, კერძოდ, გათვალის წინებულია: • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის − 1.7 მლრდ ლარზე მეტი; • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის − 2.1 მლრდ ლარზე მეტი; • წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებისთვის − 500.0 მლნ ლარამდე; • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის − 800.0 მლნ ლარამდე; • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 170.0 მლნ ლარზე მეტის მიმართვა; • ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 120.0 მლნ ლარის მიმართვა; სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილია 580.0 მლნ ლარზე მეტი. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 300.0 მლნ ლარზე მეტი და სხვა. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან გამომდინარე, საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის ივნისში განიხილა საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადები და მოამზადა შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. 31 კომიტეტმა განიხილა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. აღსანიშნავია შემდეგი კანონპროექტები:  საქართველოს კანონის პროექტი „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ (№07-2/312; 18.08.2023) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების შესახებ შეთანხმების (მე-7 თავის 323-ე მუხლი) მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. კანონპროექტი ადგენს ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმებს, ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურას, საწარმოთა ზედამხედველობის სფეროს, კოორდინატორის დანიშვნის წესს და მის ამოცანებს, საზე დამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას, საზედამხედველო ორგანოების ინფორ მაციაზე წვდომას, მისი სისწორის დადასტურებას და საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას მშობელი საწარმოს მესამე სახელმწიფოში არსებობის შემთხვევაში.  საქართველოს კანონის პროექტი „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ და თანამდევი კანონპრო ექტები (N07-2/192; 10.10.2022) კანონპროექტით დგინდება სეკიურიტიზაციის ზოგადი ჩარჩო, სეკიურიტიზაციის ცნების განსაზღვრება და სე კიურიტიზაციაში ჩართული მხარეების მიმართ მოთხოვნები. კანონის მოქმედება, გარდა კანონით გათვალის წინებული სხვა შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ასევე ინსტიტუციურ ინვესტორზე, ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორზე, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნების ადგილის მიუხედავად. საქართველოს კანონის პროექტი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ (№07-2/75; 16.09.2021) კანონპროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, რის შედეგადაც ინვესტორების საკუთრების უფლების დაც ვა უფრო მეტად გარანტირებული იქნება. სპორტის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 69 კანონის პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია:  საქართველოს კანონის პროექტი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო ბაზე“, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა დოპინგთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძვლები და დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინოლოგია; განაწილდა და მკაფიოდ განისაზღვრა სფეროში ჩართული მხარეების (სახელმწიფო, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო, სპორტული ორგანიზაციები და სხვა) ფუნქციები და პასუხისმგებლობა; დარეგულირდა დოპინგის სფეროში ინტერესთა კონფლიქტის საკითხები; განისაზღვრა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს სტატუსი და ფუნქციები, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მისი დაფინანსების საფუძველი; განისაზღვრა დოპინგის გამოყენების სამართლებრივი შედეგები;  საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც განისაზღვრა მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი. კანონის მოქმედება გავრცელდა მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორ ტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოა ხერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა. მათ მიეცათ უფლება, პირობით ჩა რიცხულიყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოც დების გავლის გარეშე. 32 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა კომიტეტის 25 სხდომა. კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 65 კანონპროექტი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განიხილა 16 კანონის/დადგენილების პროექტი, აგრეთვე 3 საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება/კონვენცია, ჩაატარა 2 თემატური მოკვლევა, განიხილა 2 კანონის აღსრულების მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 65 კანონპროექტი. აქედან მნიშვნელოვანი კანონპროექტებია:  საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 13 კანონის პროექტი (№7-2/278; 26.04.2023) კანონის შედეგად შეიქმნება ადამიანის ორგანოების გადანერგვის სისტემის ძირითადი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული.  საქართველოს კანონების პროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი ლების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/327; 18.10.2023) მოხდება პარამედიკოსის სპეციალობის განვითარება, რაც, თავის მხრივ, პაციენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უფრო სწრაფად მიწოდებას ემსახურება. რეაგირების დრო შემცირდება, ვინაიდან პარამედიკოსით დაკომპლექტებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დროის მოკლე მონაკვეთში უზრუნველყოფს პირველად გადაუდებელ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში − პაციენტის ტრანსპორტირებას.  საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/336; 15.11.2023) განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით შემუშავდება ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმები, ასევე მოხდება სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწა და მათი პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა.  საქართველოს კანონის პროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/239; 28.12.2022) მოხდება საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო სერტიფიცირება. ადგილობრივი დამსაქმებლები არ ასრულებდნენ შრომითი იმიგრანტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის ვალდებულებას. ცვლილების შედეგად შეიქმნა კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმი: დაწესდა ჯარიმა აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; აღნიშნული ცვლილების, ისევე, როგორც მთლიანად შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის, აღსრულების ზედამხედველი იქნება სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური.  საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/241; 28.12.2022) ცვლილებებიდან გამოსარჩევია ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საინვესტიციო პორტფელების მეტ დივერსიფიცირებას და, შესაბამისად, მეტ დაზღვევას საინვესტიციო რისკებისგან; აგრეთვე, ცვლილების თანახმად, ნებისმიერ მონაწილეს 2025 წლიდან უფლება ექნება, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების სამართავად აირჩიოს კერძო აქტივების მმართველი კომპანია. მანამდე ამის უფლება ჰქონდათ იმ მონაწილეებს, რომლებმაც აირჩიეს სისტემაში დარჩენა (კანონის ამოქმედების მომენტისთვის 40−60 წლის კაცები და 40−55 წლის ქალები), აგრეთვე მონაწილეებს, მათი აქტივების იმ ნაწილის სამართავად, რომლებიც დაგროვდა ხელფასის იმ ნაწილიდან, რომელიც აღემატება 60 000 ლარს წლიურად; 2028 წლის 1 იანვრამდე სქემის მონაწილეთა უდიდესი ნაწილის დაგროვებული თანხების (საპენსიო აქტივები) ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში. 33  საქართველოს კანონის პროექტი „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/193; 10.10.2022) კანონი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეს, შექმნას დამატებითი დანაზოგი ხელფასიდან განხორციელებული საპენსიო შენატანის პერიოდული გადახდის გზით. ამ კანონის შესაბამისად, საპენსიო სქემების ჩამოყალიბება და რეგისტრაცია შეუძლია საქართველოში დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების ან დასაქმებულთა გაერთიანების მიერ დაფუძნებულ ლიცენზირებულ საპენსიო კომპანიას, აგრეთვე აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს და სხვა.  საქართველოს კანონების პროექტები: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/305; 28.06.2023) კანონის მიღების შედეგად ინოვაციური (ახალი, ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობა გაიზრდება მისი სპეციალური პირობებით შესყიდვის გზით. საზედამხედველო საქმიანობა საპარლამენტო კონტროლი საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური პრეროგატივაა. საქართველოს პარლამენტი აქტიურად ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ მაკონ ტროლებელ უფლებამოსილებებს, იყენებდა საზედამხედველო ინსტრუმენტებს და აკონტროლებდა საქართველოს მთავრობის საქმიანობას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად ინტერპელაციის წესით მოუსმინეს შემდეგ პირებს: 1. 24.03.2023 − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი − საქართველოს პარლამენტის წევრების: თ. აქუბარდიას, ხ. სამნიძის, ტ. ნაკაიძის, ა. ბუჩუკურის, თ. კორძაიას, მ. დაუშვილის, ბ. ლილუაშვილის, შ. კერესელიძისა და ა. ახვლედიანის მოთხოვნით (№567/3-2/23, 23.01.2023); 2. 24.03.2023 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი − საქართველოს პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის (თ. აქუბარდია, ტ. ნაკაიძე, ა. ნაცვლიშვილი, გ. ვაშაძე, პ. მანჯგალაძე, ხ. სამნიძე, დ. ბაქრაძე) მოთხოვნით (№8178/3-2/22, 07.09.2022); 3. 19.05.2023 − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი − საპარლამენ ტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მოთხოვნით (№3006/3-6/23, 24.04.2023); 4. 19.05.2023 − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური − საქართველოს პარლამენტის წევრების: ხ. დეკანოიძის, რ. გოცირიძის, თ. აქუბარდიას, ა. ნაცვლიშვილის, რ. ჩხეიძის, ნ. ჩხეიძის, ხ. სამნიძისა და თ. კორძაიას მოთხოვნით (№2704/3-23/23, 10.04.2023); 5. 22.09.2023 − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი − საქართველოს პარლამენტის წევრების: რ. გოცირიძის, ნ. ჩხეიძის, რ. ჩხეიძის, ხ. სამნიძის, თ. კორძაიას, თ. აქუბარდიას, ხ. დეკანოიძის, დ. უსუფაშვილის, ა. ახვლედიანის, ბ. ლილუაშვილის, მ. დაუშვილის, ს. სამადაშვილისა და ა. ნაცვლიშვილის მოთხოვნით (№2711/3-17/23, 10.04.2023); 6. 22.09.2023 − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური − საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მოთხოვნით (№6181/39/23, 14.08.2023); 7. 20.10.2023 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი − საქართველოს პარლამენტის წევრების: თ. აქუბარდიას, ხ. სამნიძის, ტ. ნაკაიძის, თ. კორძაიას, ა. ბუჩუკურის, ა. მოწერელიას, ბ. ლილუაშვილის, მ. დაუშვილისა და შ. კერესელიძის მოთხოვნით (№6705/3-2/23, 12.09.2023). 34 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის თანახმად მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოხსენებები წარმოადგინეს შემდეგმა პირებმა: 1. 21.02.2023 − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური; 2. 23.03.2023 − საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; 3. 20.04.2023 − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია; 4. 18.05.2023 − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი; 5. 16.06.2023 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; 6. 20.09.2023 − საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; 7. 04.10.2023 − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი; 8. 17.10.2023 − საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე; 9. 02.11.2023 − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე; 10. 17.11.2023 − საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; 11. 28.11.2023 − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი; 12. 12.12.2023 − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირების მოსმენა არ ჩატარებულა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის 30 ივნისს წარმოადგინა მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ (№07-2/293, 31.05.2022). საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება წარმოდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 31 მარტის რიგგარეშე სხდომაზე. 2023 წელს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოუსმინეს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ შემდეგ ორგანოებს: 1. 1-5156/22, 28.04.2022 − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) ცნობად იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე (საოქმო ამონაწერი №126-XIმს-Xმპ); 2. 1-13514/22, 20.10.2022 − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) ცნობად იქნა მიღებული საქართველოს პარ ლამენტის 2023 წლის 23 მარტის პლენარულ სხდომაზე (საოქმო ამონაწერი №134-XIმს-Xმპ); 3. 1-4143/23, 22.03.2023 − შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2022 წლის ანგარიშის (სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური) შესახებ მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება (№3445-XIმს-Xმპ, 30.06.2023); 4. 1-4541/23, 30.03.2023 − საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური) თაობაზე მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება (№3476-XIIIმს-Xმპ, 20.09.2023); 35 5. 1-4596/23, 31.03.2023 − 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის (საქართველოს სახალხო დამცველი) თაობაზე მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება (№3600-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023); 6. 1-5338/23, 13.04.2023 − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) შესახებ მიღებულ იქნა საქართველოს პარ ლამენტის დადგენილება (№3599-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023); 7. 1-6023/23, 28.04.2023 − საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის წლიური ანგარიშის (საქართველოს ეროვნული ბანკი) შესახებ მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება (№3098-XIმს-Xმპ, 31.05.2023); 8. 1-7579/23, 29.05.2023 − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგა რიში (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) ცნობად იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე (საოქმო ამონაწერი №165-XIIIმს-Xმპ); 9. 07-2/289, 31.05.2023 − „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ (საქართველოს მთავრობა) შესახებ მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება (№3417-XIმს-Xმპ, 29.06.2023); 10. 1-7718/23, 01.06.2023 − სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის (სახელმწიფო აუდიტის სამსახური) შესახებ მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება (№3418-XIმს-Xმპ, 29.06.2023). o საანგარიშო პერიოდში შესაბამისმა დეპარტამენტმა ელექტრონულ პროგრამაში ატვირთა საქართველოს პარლამენტის 48 წევრის მიერ დასმული 2997 წერილობითი კითხვა (აქედან ოპოზიციის სადეპუტატო შეკითხვა იყო 2921) და აღნიშნულ კითხვებზე მიღებული 2087 პასუხი, რომლებიც საბოლოოდ აისახება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. o ნდობის ჯგუფი შეიკრიბა 14 ჯერ. o შემოვიდა 3 დადგენილების პროექტი (ინიციატივა) დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით (აქედან ერთი ინიციატორმა გაითხოვა), თუმცა დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნილა. o საქართველოს პარლამენტში შემოსული საქართველოს პრეზიდენტის 2 განკარგულება, საქართველოს მთავრობის 16 განკარგულება და 2 დადგენილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2 ბრძანება გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 383 განცხადება, რომლებზედაც მომზადდა პასუხები და მოხდა მათი ადრესატისათვის გადაგზავნა. საანგარიშო პერიოდში უცხო ენაზე ითარგმნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 692 საქართველოს კანონი, 163 საქართველოს პარლამენტის დადგენილება და 9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. აგრარულ საკითხთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში მოუსმინა ანგა რიშვალდებული უწყებების 17 ანგარიშს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის − „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ ანგარიშს. მოკვლევა საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით დეფიციტური პროფესიების გამოვ ლენასა და დეფიციტის გამომწვევი მიზეზების კვლევას ისახავდა მიზნად. მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მიმართულებებით პროფესიათა საკმაოდ დიდი ჩამონათვალი შეიძლება ჩაითვალოს დეფიციტურად. სოფლის მეურნეობის დარგში განსაკუთრებით პრობლემურად დასახელ 36 და შრომის ბაზარზე კვალიფიციური აგრონომების, ვეტერინარების, აგრომექანიკოსების, აგროინჟინრების, ღვინის ტექნოლოგებისა და იქტიოლოგების პოვნა, გარემოსდაცვით სფეროში კი ეკოლოგების, გარემოს დაცვის ინჟინრების, ნიადაგმცოდნეების, კლიმატოლოგების, მეტეოროლოგებისა და მეტყევეების მწვავე დანაკლისია. ანგარიში მიმოიხილავს სამუშაო ძალის დეფიციტთან გამკლავების საერთაშორისო გამოცდილებას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. კომიტეტის 2023 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის − „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ დაწყების თაობაზე. თემატური მოკვლევის მიზნად სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება განისაზღვრა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად მიმართავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვა ლისწინებულ საზედამხედველო ინსტრუმენტებს, რომელთა საფუძველზეც ატარებდა საჭირო ღონისძიებებს ან შეიმუშავებდა რეკომენდაციებს. დასკვნით ეტაპზეა მუშაობა კომიტეტის თემატურ მოკვლევაზე, რომლის მიზანი იყო „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირება. გამოიკვეთა კონკრეტული მიგნებები და მომზადდა რეკომენდაციები. საანგარიშო წელს კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძ ლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობა მიემართებოდა ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას, შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობის უზრუნველყოფას, სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს, განათლების უფლების მისაწვდომობასა და კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას. მთლიანობაში, კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და, ამავდროულად, 2020 წლის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საქმეში მეტი პროგრესის უზრუნველყოფისათვის აღმასრულებელი უწყებების მიმართ გასცა რიგი რეკომენდაციები. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აგრძელებდა ზედამხედველობას „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართვე ლოს კანონითა და მისი გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულებაში პროგრესზე. აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლებების დაწესებულებებთან თანამშრომლობის პროცესში კომიტეტმა გამართა შეხვედრები რელევანტურ დაწესებულებებთან, იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე. 2023 წლის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა სხვა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შესაბამისი ანგარიშები. თითოეული ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ დასკვნებში კომიტეტმა ასახა რეკომენ დაციები ადრესატი უწყებების მიმართ. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში განხილულ საკითხთა შორის იყო: • „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის“ (პრო ექტი); • საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2023 წელს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განახორციელა 7 თემატური მოკვლევა. მათგან აღსანიშნავია: 37  საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება მოკვლევის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში არსებულ საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე მატერიალურტექნიკური თვალსაზრისით, დაფინანსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონში არსებულ საჭიროებებთან შესაბამისობის დადგენა. შესაბამისად, მოკვლევის შედეგად მოხდა მოსაზრებების შეკრება და გაანალიზება, საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა.  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომა რეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე თემატური მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგო მარეობისა და ადამიანური რესურსის ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შესწავლა; • საგანმანათლებლო პერსონალის განვითარების მექანიზმების ეფექტიანობისა და არსებული მეთოდო ლოგიური/საგანმანათლებლო რესურსის შეფასება; • ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გამოწვევების შესწავლა და განვითარების შესაძ ლებლობების იდენტიფიცირება; • დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე გამოწვევების იდენტი ფიცირება და დამხმარე მექანიზმების შეფასება. მოკვლევის ფარგლებში გაიცა 18 რეკომენდაცია, რომელთა ადრესატები არიან აღმასრულებელი ხელისუფლე ბის შესაბამისი უწყებები. ამასთანავე, კომიტეტმა 2023 წელს დაიწყო კიდევ ერთი თემატური მოკვლევა − სასკოლო საზოგადოების ჩარ თულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში, რომლის დასრულებაც 2024 წელს იგეგმება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში მოისმინა ანგარიშვალდებული უწყებების 16 ანგარიში. კომიტეტმა ჩაატარა 4 სხდომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, მისი შესრულების ანგარიშისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანამდევი სხვა დოკუმენტების განხილვის მიზნით. ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით კომიტეტმა ჩაატარა 3 მოსმენა. კომიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და აგრარულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად ჩაატარა საკომიტეტო მოკვლევა თემაზე „უმაღლეს სასწავლებლებში ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“. გრძელდება მუშაობა თემატურ მოკვლევებზე: „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ და „მდგრადი მობილობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“. მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მიმართულებებით პროფესიათა საკმაოდ დიდი ჩამო ნათვალი შეიძლება ჩაითვალოს დეფიციტურად. კერძოდ, გარემოს დაცვის სფეროში განსაკუთრებით პრობ ლემურად დასახელდა შრომის ბაზარზე ეკოლოგების, გარემოს დაცვის ინჟინრების, ნიადაგმცოდნეების, კლი მატოლოგების, მეტეოროლოგებისა და მეტყევეების მწვავე დანაკლისი. ჩატარებული თემატური მოკვლევის შედეგად შემუშავდა 14 რეკომენდაცია, რომლებიც გაეგზავნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს. 38 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილი 14 ანგარიში. კომიტეტმა განახორციელა თემატური მოკვლევა შემდეგ საკითხებზე:  ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ინოვაციებისათვის ხელსაყრელი და წამახალისებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად და ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად საჭირო ცვლილებების განსაზღვრა. დასკვნაში ასახული რეკომენდაციები შესასრულებლად გადაეცემა შესაბამის უწყებებს. თემატური მოკვლევა განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით.  ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების/ პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება. შედეგად შემუშავდა დასკვნის პროექტი, რომელიც წარედგინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასევე გამოქვეყნდა ვებგვერდზე. დასკვნაში ასახული რეკომენდაციები შესასრულებლად გადაეცემა შესაბამის უწყებებს. თემატური მოკვლევა განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.  საანგარიშო პერიოდში კომიტეტში ჩატარდა 4 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD). მათგან აღსანიშნავია: − საქართველოში სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების წარმოების ხელშეწყობა − საჯარო-კერძო დიალოგი პოლიტიკის გამოწვევებზე და რეკომენდაციებზე; − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისას გამოვლენილი მიგნებები და გამოწვევები; − საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში საპარლამენტო ზედამხედველობის ფარ გლებში გამართა არაერთი სხდომა და შეხვედრა შესაბამის უწყებებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სისტემატურად აწვდიდნენ კომიტეტს ინფორმაციას დიასპორული პოლიტიკის კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესების გზები. ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით, ერთობლივად შემუშავდა ქართულ დიასპორაში არსებულ გამოწვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების ახალი მექანიზმები. კომიტეტი სისტემატურად ისმენდა შრომითი მიგრაციის საკითხებზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ინფორმაციას. კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ზედამხედველობის სრული ციკლი ეფექტიანად განახორციელა: მო ისმინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური და კვარტალური ანგარიშები და გასცა შესაბამისი რეკომენ დაციები. 39 კომიტეტმა საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ჩაატარა თემატური მოკვლევა − „დიასპორის ჩარ თულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“. თემატურმა მოკვლევამ დაადასტურა ორი ძირითადი პოსტულატი: მიგრაცია, როგორც ასეთი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საყოველთაო მოვლენაა და გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში მიგრაციასა და დიასპორას განიხილავენ, როგორც განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების რესურსს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად კომიტეტმა გამართა 7 საკომიტეტო მოსმენა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშები და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობა უწყებებმა გაითვალისწინეს. ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 30 მარტს „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გამართა. გამოკვეთილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, კომიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივით „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდა. 2023 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თემატური მოხსენების ფარგლებში მუშაობდა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე. 2023 წელს კომიტეტმა ასევე მოამზადა თემატური მოხსენება „შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თაობაზე“. 2023 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 5 სხდომაში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველობის გაძლიერებას და არსებული მექანიზმების პრაქტიკაში ეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული მოიცავდა როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი ინსტიტუტების თემატურ მოსმენებს, ისე ამ უწყებებში საზედამხედველო ვიზიტებს. 2023 წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები მუდმივად ცხადდებოდნენ კომიტეტის წინაშე სხვადასხვა მნიშვნელოვან და რელევანტურ საკითხზე ანგარიშებით/მოხსენებებით, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ, როგორებიცაა: თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა, სასაზღვრო უსაფრთხოება, თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა, რეგიონული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები და ინფორმაცია იმ ზომების/ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებდა აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტმა 2023 წელს განიხილა: 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიში (№1-4561/23; 31.03.2023); 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის ანგარიში (№1-4541/23; 30.03.2023); 3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1-5338/23; 13.04.2023). 40 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა 2023 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ შემდეგ საქმეებზე: 1. №1609 − ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. №1675 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3. №1602, 1603 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 4. №1628 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 5. №1656 − სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 6. №1483 − „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 7. №1572 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 8. №1633 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 9. №1731 − ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 10. №1639 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მუნიცი პალიტეტის საკრებულოს და სხვათა წინააღმდეგ; 11. №1678, 1679 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 12. №1620 − ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 13. №1465 − „შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 14. №1585, 1590 − დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ; 15. №1703 − დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 16. №1712 − ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინა აღმდეგ; 17. №1737 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 18. №1597 − გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 19. №1655 − თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 20. №1735 − ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 21. №1592 − იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 22. №1740 − გიორგი ბარელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 23. №1462 − ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 24. №1432 − ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქარ თველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; 25. №1494 − ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელშეწყობისკენ. 41 კულტურის კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში კულტურის კომიტეტმა მოისმინა 7 ანგარიში, საიდანაც 4 წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას. კულტურის კომიტეტმა 2023 წლის 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავ შირებით. თემატური მოკვლევის საკითხად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. აღნიშნული აქტივობა გათვალისწინებული იყო კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმით. თემატური მოკვლევის პროცესში მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნა სამიზნე ჯგუფებსა და საკითხით დაინტერესებულ პირებს. თემატური მოკვლევა განხორციელდა USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. განხორციელდა ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესე ბულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების მონიტორინგი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 11 სექტემბერს კულტურის კომიტეტმა გამოითხოვა ინფორმაცია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3450-XIIრს-Xმპ; 03.07.2023) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორ მაცია დადგენილ ვადაში გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტმა მოუსმინა ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშებს, რომელთაგან აღსანიშნავია: • მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ანგარიში 2022 წელს შესრულებული სამუშაოების და სამო მავლო გეგმების შესახებ; • საქართველოს რეგიონებში მყარი ნარჩენების მართვის მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში; • ინფორმაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ; • მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილი ტაციის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში. კომიტეტმა განახორციელა საზედამხედველო საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან, შვეი ცარიის განვითარების სააგენტოსა და პარლამენტის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის კუთხით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამართული საკომიტეტო მოსმენებიდან აღსანიშნავია შემდეგი: • საქართველოში ბულგარეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ისრაელის, თურქეთის რესპუბლიკის სა განგებო და სრულუფლებიანი ელჩების მოსმენები; • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის მოსმენა საქარ თველოს ეკონომიკური დიპლომატიის საკითხზე; 42 • მოსმენა თემაზე „რეგიონში მიმდინარე მოვლენები და გამოწვევები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სომხეთის რესპუბლიკაში საქარ თველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ; • საპარლამენტთაშორისო კავშირში, ეუთოს, სუამის, ნატოს, ევროპის საბჭოს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის 2022 წლის ანგარიშების მოსმენები. საანგარიშო პერიოდში აგრეთვე წარდგენილ იქნა თემატური მოხსენება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე“, რომელიც წარადგინა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 12 სხვადასხვა სახის ანგარიში, 23 საერთაშორისო ხელშეკრულება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 23 ანგარიში. განხილულ იქნა 6 საბიუჯეტო განაცხადი და 21 სხვადასხვა საკითხი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აფასებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების მდგომარეობას, აანალიზებდა გამოვლენილ ხარვეზებს და ახდენდა მათზე სათანადო რეაგირებას, იღებდა ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. კომიტეტი ახორციელებდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულების მონიტორინგს, კერძოდ, შეისწავლიდა და აანალიზებდა კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრების/მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებულ ინფორმაციას, აგრეთვე შეისწავლიდა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში ახდენდა სათანადო რეაგირებას, შეიმუშავებდა რეკომენდაციებს და შესწავლის შედეგებს სამ თვეში ერთხელ წარუდგენდა პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფდა შესაბამისი ინფორმაციების პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეისწავლა და განიხილა ინფორმაციები კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეისწავლა და განიხილა ინფორმაციები პარლამენტის წევრის კითხვაზე რეა გირების შესახებ. კომიტეტი საანგარიშო პერიოდში პერიოდულად სწავლობდა პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს. კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის 6 საკითხი პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენდა იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის ზომა კომიტეტებისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, და უგზავნიდა პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სია, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით (https://parliament.ge/parliament/committees/50931/doc uments). 43 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს, კერძოდ: საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაგეგმა და კოორდინაცია გაუწია საქართველოს პარლამენტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმოხილვების განხილვას. კერძოდ, მომზადდა აღნიშნული დოკუმენტების ანალიზი და 2023 წლის პირველი კვარტლის, 6 თვისა და 9 თვის შედეგები განხილულ იქნა კომიტეტის სხდომებზე. 2023 წლის ივნისში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ განხილვას საქართველოს პარლამენტში. კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“, მოისმინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება აღნიშნული ანგარიშის თაობაზე, მოამზადა დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემოსული დასკვნები კომიტეტის დასკვნასთან ერთად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. ზემოაღნიშნულთან ერთად, საანგარიშო პერიოდში მუდმივად ხორციელდებოდა ბიუჯეტის შესრულების მონი ტორინგი, კერძოდ, სახაზინო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური ანგარიშის, ასევე სახაზინო სამსახურის ყოველდღიური ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების დაკვირვება, შესწავლა და ანალიზი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ყოველთვიურად ახორციელებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარ მოდგენილი არააუდიტირებული საბალანსო უწყისების დინამიკაში დაკვირვებას, შესწავლასა და ანალიზს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით საჯარო სახსრების მართვის კონტროლის ფუნქციის უზრუნველ საყოფად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებისგან შექმნილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგა რიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი. საანგარიშო პერიოდში აუდიტის ჯგუფმა გამართულ სხდომებზე განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ცენტრალური დონის ყველა − 23 ანგარიში შესაბამისი 319 რეკომენდაციით. აუდიტის ჯგუფს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის წარდგენილი აქვს შესაბამისი რეკომენდაციების პროექტები. აუდიტის ჯგუფმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ორჯერ წარუდგინა წერილობითი მოხსენება საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში თავისი საქმიანობის შესახებ. სპორტის კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში კომიტეტმა უზრუნველყო შესაბამისი უწყებების ანგარიშების მოსმენა, რომელთაგან აღსანიშნავია: • ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდების მიერ სასჯელის აღსრულებასა და რესოციალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წელს დაგეგმილი საქმიანობის მოსმენა; • საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; • მიმდინარე და დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშის მოსმენა. სპორტის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის 6 ივნისს დაიწყო თემატური მოკვლევა საკითხზე „ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები“. მოკვლევის საკითხის თაობაზე დასაბუთებული მოსაზრებები წარმოდგენილი იყო 48 ორგანიზაციის მიერ. მოკ ვლევის ჯგუფმა გამართა ორი ზეპირი მოსმენა, რომლებშიც მონაწილეობდა 14 დაინტერესებული სუბიექტი და ორგანიზაცია. 44 ამ ეტაპზე მომზადებულია თემატური მოკვლევის ანგარიშის პროექტი და მიმდინარეობს მუშაობა რედაქტირებაზე (თემატური მოკვლევის თაობაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3nMI3aD). კომიტეტმა განახორციელა საბიუჯეტო პროცესის შესაბამისი ზედამხედველობა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გამართა 60-მდე შეხ ვედრა მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გამართა 5 გასვლითი შეხვედრა. კომიტეტმა განიხილა მოქალაქეთა ინიციატივით შემოსული და დარეგისტრირებული 11 საკანონმდებლო წინადადება და 3 პეტიცია, ასევე განიხილა 500-მდე განცხადება/წე რილი. კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილია 2 საკონსულტაციო საბჭო. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის და სამო მავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში, სამოქმედო გეგმის შესაბამისად ზედამხედველობას უწევდა საქართველოს მთავრობას. მან ასევე საანგარიშო პერიოდში ეფექტიანად გამოიყენა კონტროლის ისეთი ინსტრუმენტი, რო გორიცაა თემატური მოკვლევა შემდეგ საკითხებზე: • საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები ძირითადი მიგნებები: ფსიქიატრიულ სერვისებზე გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უშუალოდ სამკურნალო პროცესზე იხარჯება, მინიმალური რესურსი ეთმობა რეაბილიტაციის კომპონენტს; დაფინანსების მოდელში არ არის გათვალისწინებული რიგი სპეციფიკური საკითხები; კადრების დეფიციტია; პრევენციული ღონისძიებები, როგორებიცაა: ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, სტიგმის დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებები და ფსიქოგანათლება, არ არის ინტეგრირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებში. • საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები ძირითადი მიგნებები: ქვეყანას არ აქვს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ონკოლოგიური დაავადებების მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი; არ ფინანსდება თანამედროვე, ძვირად ღირებული მედიკამენტების უმრავლესობა − ტარგეტული და იმუნოთერაპიული საშუალებები; პალიატიური მზრუნველობის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფორმატში განიხილა შემდეგი კანონების აღსრულების მდგომარეობა: • საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული. დღე ისათვის ვითარება საკმაოდ გაუმჯობესებულია. კანონის მიღმაა დარჩენილი ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და შესაბამისი ღონისძიებებია განსახორციელებელი მათი აკრძალვისათვის. უახლოესი პერიოდის პრიორიტეტია თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის შესახებ ნორმატიული აქტის დამტკიცება და მისი სტანდარტად დანერგვის ხელშეწყობა, თამბაქოს ახალი პროდუქტების მავნებლობასთან დაკავშირებით მედიაკამპანიის გააქტიურება. • საქართველოს კანონი „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შე სახებ“ კანონი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს და პარლამენტმა 2022 წელს მიიღო, სრულად ძალაში 2025 წლის 1 იანვარს შევა. იქამდე კი მთელი რიგი კანონ ქვემდებარე აქტებია მისაღები. მათი ნაწილი უკვე შემუშავებულია. შედეგად ქვეყანა 2025 წლიდან სისხლის უანგარო დონორობაზე გადავა, რაც სისხლის უწყვეტი მიწოდების წინაპირობა იქნება. კომიტეტი აღნიშნულ პრო ცესს ზედამხედველობას გაუწევს. 45 წარმომადგენლობითი საქმიანობა აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2023 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 52 შეხვედრა მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის/ დარგის წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 448 კორესპონდენცია (მათ შორის, წერილები/განცხადებები) და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინა შესაბამისი რეაგირება. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა მოქალაქის ერთი საკანონმდებლო წინადადება და გამართა საკონსულტაციო საბჭოს ერთი სხდომა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში შემოსული წერილების საფუძველზე კომიტეტმა გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტი, მათ შორის: კანონპროექტის ინი ციირება, სამუშაო შეხვედრების ჩატარება, პარლამენტის წევრის კითხვა. 2023 წელს კომიტეტი კვლავაც განიხილავდა და რეაგირებას ახდენდა მოქალაქეთა მომართვებზე. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტი წერილობით სამართლებრივ განმარტებას აძლევს მოქალაქეს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებლობების შესახებ. საანგარიშო პერიოდში სულ შემოვიდა მოქალაქეთა 2198 განცხადება. მათგან კომიტეტმა რეაგირება მოახდინა 1871-ზე. რეაგირების გარეშე დარჩა დუბლირებული განცხადებები. შემოსული განცხადებების შინაარსობრივი კლასიფიკაცია შემდეგია: o გამოძიება და მართლმსაჯულება − 1043; o სასჯელაღსრულება − 370; o სასჯელისაგან გათავისუფლება/შეწყალება − 86; o ამნისტია − 62; o სოციალური და ეკონომიკური საკითხები − 127; o იურიდიული დახმარება − 102; o დევნილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები − 15; o ინფრასტრუქტურა − 24; o ჯანმრთელობის დაცვა − 35; o ქონებრივი დავა − 44; o სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება − 33; o სხვადასხვა − 256. 2023 წლის სამოქმედო გეგმის შედგენისას კომიტეტმა გამართა შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, და მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინა წლის ამოცანებისა და აქტივობების განსაზღვრისას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა უპასუხა სამოქალაქო საზოგადოების 21 მოთხოვნას საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. არ დაკმაყოფილდა საჯარო ინფორმაციის მიწოდების 1 მოთხოვნა, რადგან მისი შინაარსი სცდებოდა საჯარო ინფორმაციის ფარგლებს. 46 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი აქტიურად თანამ შრომლობდა სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და დარგობრივ ორგანიზაციებთან. კომიტეტის წევრები აქტიურად მართავდნენ შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ინდი ვიდუალურ და დახურულ ფორმატში, ამასთანავე, რეგიონებში ვიზიტებისა და მიმდინარე მოკვლევების ზეპირი მოსმენების ფარგლებში. კომიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთობლივ მუშაობასაც. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში კომიტეტი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ახორციელებდა მე დიასთან თანამშრომლობით, ასევე შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე პროაქ ტიულად განთავსებით, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა და ორგანიზაციების 370 წერილი. აქედან: o არასამთავრობო ორგანიზაციებისგან − 50 წერილი. აღნიშნული წერილები ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებს, აგრეთვე კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით მათ პოზიციებს, მათ შორის, კომიტეტის მიერ განსახილველი კანონების პროექტების შესახებ; o მოქალაქეებისგან − 73 წერილი. მოქალაქეთა წერილობითი მომართვები უმეტესწილად ეხებოდა გარემოსდაცვით, ასევე სოციალურ საკითხებს. მოქალაქეთა წერილების პასუხად, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მიზნით განხორციელდა მათთან კომუნიკაცია (ზეპირი/წერილობითი), ასევე საჭიროების მიხედვით, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და მათთან შუამდგომლობა შემდგომი რეაგირებისთვის; o სახელმწიფო უწყებებისგან − 247 წერილი. კომიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის აქტიური თანამ შრომლობის ფარგლებში კომიტეტი ხშირად მიმართავს სახელმწიფო უწყებებს წერილებით. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული წერილების უმეტესობა წარმოადგენს პასუხებს, კომიტეტის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, გაგზავნილ წერილში დასმული საკითხების შესწავლასა და შესაბამის რეა გირებაზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამართა შეხვედრები კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საკითხი ეხებოდა გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და დარგის კვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების აუცილებლობას. კომიტეტში აგრეთვე ფუნქციონირებს 4 სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში არიან შესაბამისი სამი ნისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალის ტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ოპერატიულად უზრუნველყოფდა კომიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ინფორმაციის გაშუქების მიზნით თანამშრომლობდა მასმედიის წარმომადგენ ლებთან, ხელს უწყობდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროულად განთავსებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ვებგვერდზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით განთავსდა ახალი დოკუმენტები (კომიტეტის სამოქმედო გეგმა, კომიტეტის საქმიანობის ანგარიშები, კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევების დოკუმენტები, კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების დოკუმენტები და სხვა). 47 საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 14 საკანონმდებლო წინადადება და შეისწავლა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის შემოსული 26 საერთაშორისო ხელშეკრულება. საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ საკითხებზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა სულ 366 წერილი და განცხადება, მათ შორის, სხვადასხვა უწყებიდან და ორგანიზაციიდან შემოსულია 309 წერილი და მოქალაქეებისგან მიღებულია 57 განცხადება. შემოსული კორესპონდენცია ეხებოდა როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას, ისე სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებს: მიწის რეგისტრაციის საკითხებს, მშენებლობის საკითხებს, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ტურიზმის სფეროს, კომუნიკაციების სფეროს, ენერგეტიკის სფეროს, ტრანსპორტის დარგის საკითხებს, სამეწარმეო საკითხებს, მსჯავრდებულთა პრობლემებს, მოქალაქეების საჩივრებს პირად პრობლემებზე და სხვა. შემოსული წერილები და განცხადებები რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს, ხოლო მათ ავტორებთან გაიმართა შეხვედრები და სატელეფონო კონსულტაციები. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კომიტეტმა გამართა ათეულობით შეხვედრა მოქალაქეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, განიხილა და სათანადო რეაგირება მოახდინა მათ განცხადებებზე, ხელი შეუწყო საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ითანამშრომლა საერთა შორისო ორგანიზაციებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაცი ებთან, დარგის ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 171 განცხადება, სხვადასხვა სახის შუამდგომლობა და წერილი, რომლებზედაც კომიტეტმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა. 2023 წლის 12 სექტემბერს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით პარლამენტში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული დიასპორელები დააჯილდოვეს. 2023 წლის 15 სექტემბერს პარლამენტის წევრებმა 18 ემიგრანტს, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მნიშვნელოვანი დიასპორული ღვაწლისათვის ჯილდოები გადასცეს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან. საანგარიშო პერიოდში დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ღონისძიება: ქართული დიასპორის დღე; ყოველწლიური ფორუმი − „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“; დიასპორული საგრანტო პროექტები (პროგრამები): „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“; „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და სხვა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განსაკუთრებული ძალისხმევით აგრძელებდა მუშაობას საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი ყოფილიყო. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად საპარლამენტო დიპლომატიის მრავალმხრივ გააქტიურება როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ისე წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით პრიორიტეტს წარმოადგენდა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წევრებმა ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში განახორციელეს 33 ვიზიტი, რომელთა ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან. ამავდროულად, 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დელეგაციების 20 ვიზიტი შედგა. 48 2023 წელს ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ბრიუსელში, სტრასბურგსა და თბი ლისში გაიმართა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები (36-მდე შეხვედრა) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia Parliamentary Association Committee PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციას და წარმართავდა კომიტეტის საქმიანობას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აგრეთვე ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა კომიტეტის მონაწილეობა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარ გლებში საპარლამენტთაშორისო პლატფორმებში (COSAC, CFSP/CSDP, SECG, EUSC), სადაც საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად ერთვებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში. საქარ თველოს საპარლამენტო დელეგაციამ თავმჯდომარე ქვეყნებისა და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღო 8 საპარლამენტთაშორისო სხდომაში. 2023 წლის განმავლობაში კომიტეტი აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის კვლევითი ცენტრების მიერ ორგა ნიზებულ ღონისძიებებში (6 საერთაშორისო კონფერენცია) საქართველო-ევროკავშირის საკითხებზე სასაუბროდ. 2023 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მოქალაქეებმა მომართეს 38 ოფიციალური განცხადებით. გან ცხადებები ძირითადად ეხებოდა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ფინანსური მხარდაჭერის, მიწის რეგისტრაციისა და მფლობელობის, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვისა და სასჯელის შემსუბუქების საკითხებს, ასევე საკანონმდებლო საქმიანობას. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად დაიწყო ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის − სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს პარლამენტის პროგრამის „საქართველო და ევროკავშირი“ განხორციელება. 2023 წლის დე კემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, სპეციალურად მომზადებული 4-დღიანი პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მოს წავლეების პირველი ნაკადის სასწავლო ვიზიტი პარლამენტში 11-14 დეკემბრის პერიოდში განხორციელდა. 2024 წელს კიდევ 4 სასწავლო ვიზიტი იგეგმება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს შეიმუშავა პუბლიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შეჯამებას და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილი წვლილის სათანადოდ წარ მოჩენას. მასში თავმოყრილია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 86-ზე მეტი კანონი, 90-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 10-ზე მეტი სტრატეგია, კონცეფცია, პოლიტიკის განსაზღვრის დოკუმენტი, 60-ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება და ევროკავშირთან შეთანხმება, დადგენილებები. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2023 წელს თავდაცვის კოდექსის პროექტის ძირითადი ცვლილებების გაცნობის მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა სამოქალაქო საზოგა დოებასთან, დარგის ექსპერტებსა და ახალგაზრდებთან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 64 წერილი/განცხადება. რეაგირება უმეტეს მათგანზე განხორციელდა. წერილობითი რეაგირების გარეშე დატოვებულია იმ მოქალაქეთა განცხადებები, რომლებთანაც განხორციელდა ზეპირი გასაუბრება/კონსულტაცია, ასევე ის განცხადებები, რომლებიც ერთმა და იმავე მოქალაქემ იდენტური შინაარსით არაერთხელ შემოიტანა და რომლებზედაც კომიტეტმა რამდენჯერმე მოახდინა რეაგირება. 49 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2023 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა განა ხორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ 25 საქმეზე. 2023 წლის განმავლობაში კომიტეტს წარედგინა და კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის საქმიანობის ფარგლებში დამუშავდა 1487 კორესპონდენცია (წერილი, განცხადება), რომლებზედაც კომიტეტმა შესაბამისი რეაგირება მო ახდინა. კულტურის კომიტეტი კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა დაინტერესებულ პირებთან, მათ უზიარებდა ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის თაობაზე და პერმანენტულად მართავდა სამუშაო შეხვედრებს. 2023 წლის განმავლობაში კულტურის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 130 წერილზე. შემოსული განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან. კომიტეტის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებში, კერძოდ: დეპუტატები სტუმრობდნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასა და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეცნობოდნენ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასცემდნენ რეკომენდაციებს. კომიტეტის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლეოდათ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებს. ისინი აქტიურად ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომებსა და კომიტეტის ინიციატივით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას. ასევე აღსანიშნავია კომიტეტის სხდომებზე, სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მოქალაქეთა ფართო ფენების დასწრების მაჩვენებელი. 2023 წლის განმავლობაში სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში კულტურის კომიტეტი ახორცი ელებდა სისტემურ სამუშაოებს. სახელოვნებო განათლებაში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების გან საზღვრის მიზნით კომიტეტმა ჩაატარა გასვლითი სხდომები, შეხვედრები და პანელური დისკუსიები აჭარის, კახეთის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, კულტურის სფეროს ექსპერტებისა და პედაგოგ-მასწავლებლე ბის მონაწილეობით. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების საფუძველზე უზრუნველყოფდა კომიტეტის საქმიანობის, კომიტეტის სხდომების, განხილვის პროცესში მყოფი საკითხების პარლამენტის ვებგვერდზე ხელმისაწვდომობას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 360 კორესპონდენცია, მათ შორის, მიღებულ იქნა მოქალაქეთა 164 განცხადება. კომიტეტიდან გასული წერილების რაოდენობაა 224. განცხადებებს დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაეცა პასუხი და გადაიგზავნა შესაბამის ორგანოში. იმ წერილებზე, რომლებიც სხვადასხვა ადრესატთან იყო შემოსული, რეაგირება მოახდინეს შესაბამისი თემატური დარგის კომიტეტებმა. მოქალაქეთა მიმართვიანობის ძირითადი თემატიკაა: ინფრასტრუქტურული საკითხები: გზების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია, სასმელი წყლის, წყალარინების, გაზით მომარაგების პრობლემები; სამართლებრივი საკითხები: მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები, საკუთრების უფლების აღიარება, დაკანონება, უკანონო მშენებლობები; სოციალური საკითხები: სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად შუამდგომლობა, მიწის გამოყოფა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, საცხოვრებელი ბინითა და დრობითი თავშესაფრით უზრუნველყოფა, სახლის შეკეთების თხოვნა, შრომითი მოწყობისა და დასაქმების საკითხები; ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის, სტიქიის შედეგად მიყენებუ ლი ზარალის ანაზღაურება, უკანონო ქმედებებთან დაკავშირებული წერილები. 50 საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 13 საერთაშორისო ხელშეკრულება და 2 საკანონმდებლო წინა დადება. 2023 წელს კომიტეტი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორსა და საერ თაშორისო ორგანიზაციებთან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების შესრულების მიზნით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა გამართეს 200-მდე შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და მკვლევრებთან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 7 საკანონმდებლო წინადადება და რატიფიცირებისთვის წარმოდ გენილი 25 საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. საპარლამენტო დიპლომატია ინტენსიურად მიმდინარეობდა როგორც ორმხრივ (მეგობრობის ჯგუფები, პირისპირ − თავმჯდომარეების შეხვედრები), ისე მრავალმხრივ (საპარლამენტო ასამბლეები) დონეზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მოქალაქეთა წერილებზე, განცხადებებსა და მომართვებ ზე დროულ და სათანადო რეაგირებას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა სულ 679 კორესპონდენცია, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეთა 118 განცხადება. კომიტეტმა აღნიშნული განცხადებები შეისწავლა და მოახდინა შესაბამისი რეაგირება. კომიტეტი უზრუნველყოფდა საპარლამენტო საქმიანობის გაცნობის მიზნით დაინტერესებული პირების კომიტეტის სხდომებზე დასწრებას. კომიტეტი სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კომიტეტის კომ პეტენციის სფეროს მიეკუთვნება. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა და მართავდა შეხვედრებს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან სხვადასხვა ფორმატში. 2023 წელს კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 318 წერილი და განცხადება, რომლებზედაც მოხდა სათანადო რეაგირება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა 23 საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებზედაც მომზადდა შესა ბამისი დასკვნები. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაამუშავა მოქალაქეთა 62 მომართვა, სხვადასხვა ორგანიზაციის 246 საქმიანი კორესპონდენცია, 10 საჯარო ინფორმაცია. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 4 საკანონმდებლო წინადადება. 51 სპორტის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 200-მდე მოქალაქეთა წერილი და განცხადება. ყველა შესწავლილ იქნა კომიტეტის მიერ და რეაგირების მიზნით დაქვემდებარებისამებრ გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. განცხადებების ძირითადი თემატიკა უკავშირდებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამო წვევებსა და მიმდინარე მოვლენებს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2023 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გამართა 60-მდე შეხ ვედრა მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები: • 2023 წლის 23 ოქტომბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თემატური მოკვლევის − „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართა. • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა თემატური მოკვლევის − „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში 2023 წლის 7 ნოემბერს ონკოლოგიის სფეროში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გამართა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გამართა 5 გასვლითი შეხვედრა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 500-მდე განცხადება/წერილი. განცხადებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა: ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნას, მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და მკურნალობის დაფინანსებას, საცხოვრებელი ფართობითა და ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას და სხვა. ხალხის ინტერესების უზენაესობიდან გამომდინარე, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობა, მათი მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ამ მიმართულებით კომიტეტ მა განიხილა მოქალაქეთა ინიციატივით შემოსული და დარეგისტრირებული 11 საკანონმდებლო წინადადება და 3 პეტიცია. ერთ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ხოლო სამი პეტიცია გადაეგზავნა დარგობრივ სამინისტროს. 52 საქართველოს პარლამენტის აპარატი საქართველოს პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება  პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანების შესაბამისად და მანდატურის სამსახურის დებულებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად სამსახურს დაემატა საქართველოს პარლამენტის სასახლეში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და საქართველოს პარლამენტის სასახლის გარეთ გამართულ საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობის ვალდებულება. ცვლილებები ასახულ იქნა მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების აღწერილობაში. ფუნქციების გაზრდასთან ერთად გაიზარდა სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.  პარლამენტის აპარატში დაინერგა ანგარიშგების ახალი სისტემა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომ ლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მხარდაჭერით შემუშავებული სტრუქტურული ერთეულების პერიოდული ან გარიშგების სტანდარტიზებული ფორმა პრაქტიკაში ამოქმედდა. ახალი რეგულაციების დანერგვა საქართველოს პარლამენტის აპარატმა ინტენსიური საქმიანობა განახორციელა საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციისა და უსაფრთხოების დაცვის წესების ახალი რეგულაციების იმპლემენტაციისთვის. 2023 წელს გამოცემული ბრძანებების − „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებისა და „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა ყველა თანამდევი ღონისძიება ახალი რეგულაციების სის ტემურად დანერგვის მიზნით. 2024 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის გაცემა ახალი რეგულაციების შესაბამისად განხორ ციელდა. საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა 2023 წლის სექტემბრიდან მაუწყებლობა დაიწყო „საქართველოს პარლამენტის არხმა“, რომელიც პირდაპირი ეთერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადასცემს პარლამენტის პლენარულ და კომიტეტების სხდომებს. პარლამენტის აპარატმა ინტენსიური საქმიანობა განახორციელა როგორც საკითხის სამართლებრივი/ორგანიზაციული მომზადების ეტაპზე, ისე არხის ვიზუალური მხარის შექმნისა და შინაარსის აწყობისთვის. პარლამენტის აპარატი მართავს სატელევიზიო არხზე გადასაცემი პირდაპირი ეთერის ტექნიკურ და შინაარსობრივ მხარეს. საჯარო ინფორმაციის თავისუფლება საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 383 განცხადება, რომლებზედაც მოხდა შესაბამისი რეაგირება. მიმდინარე მოწვევის (2020−2024 წწ.) საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიცია ტივების, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე დარიგებული კანონპროექტების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და კონვენციების, წარმოდგენილი ანგარიშების, კენჭისყრის შედეგების, მიღებული საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, განცხადებების, რეზო ლუციებისა და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე პარლამენტის პლენარულ და კომიტეტების სხდომებზე კანონპროექტების განხილვის ამსახველი აუდიოფაილები საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. 53 დაწყებულ იქნა წინა მოწვევის (2016−2020 წწ.) საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონ პროექტების განხილვის ამსახველი აუდიოფაილების დამუშავება და გასაჯაროება. საანგარიშო პერიოდში დაინერგა საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების ოქმებისა და სტენოგრა ფიული ჩანაწერების ახალი სტანდარტით დამუშავება. დანერგილი სტანდარტის შესაბამისად მომზადდა და პარ ლამენტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა X მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2023 წლის სხდომის ოქმები და სტენოგრაფიული ჩანაწერები. საერთაშორისო ურთიერთობები 2023 წელი გამორჩეულად აქტიური იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების უფროსთა ქსელის აქტივობებით. საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით ქსელის ფარგლებში თანამშრომლობა კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობდა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მხარდაჭერით 2023 წელს არაერთი ღონისძიება გაიმართა ქსელის ფარგლებში. მათ შორის აღსანიშნავია:  აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის მე ოთხე ზაფხულის აკადემია თემაზე „სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება“;  აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის ერთკვირიანი სასწავლო პროგრამა საქართველოს პარლამენტში;  აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების სპეცია ლური, სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამის დასრულება, რომელიც „ჰერტის“ სკოლასთან თანამ შრომლობით განხორციელდა. აღსანიშნავია გერმანიის ბუნდესტაგის აპარატთან თანამშრომლობის გაღრმავება როგორც პარტნიორულ ჭრილ ში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების უფროსთა ქსელის მხარდაჭერის ფარგლებში. 2023 წელს პარლამენტის აპარატსა და აშშ-ის კონგრესის ოფისს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. აშშ-ის კონგრესის სააგენტოს „კონგრესის ოფისი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ (ღია სამყაროს) პროგრამის ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ინსტიტუტებში გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელდა საქართველოს პარლამენტის კომიტეტების აპარატების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. აღსანიშნავია საქართველოსა და ავსტრიის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობა. აღნიშნული ქვეყნების პარლამენტებში აპარატის უფროსის ხელმძღვანელობით განხორციელდა ვიზიტები, სადაც მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. 2023 წელს პარლამენტის აპარატის ჩართულობით, მაღალ დონეზე ჩატარდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. სესიის ფარგლებში საქართველოს ეწვია 250-მდე დელეგატი ევროპის, ამერიკის, აფრიკისა და აზიის კონტინენტებიდან. აქტიურად მიმდინარეობდა ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნულ აკადემიას (National Academy for Fi nance and Economics) შორის დაძმობილების პროექტი (Twinning Project) − „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“, რომლის მთავარ პარტნიორებს წარმოადგენენ პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. 54 პარლამენტის სასწავლო ცენტრი პარლამენტის სასწავლო ცენტრმა 2023 წელს ჩაატარა 39 ტრენინგი, გადაამზადა 516 თანამშრომელი. წლის განმავლობაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ტრენინგები გაიარეს შემდეგ საკითხებზე:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი − განხორციელებული ცვლილებები;  პერსონალურ მონაცემთა დაცვა;  ციფრული დიპლომატია;  ეფექტიანი კომუნიკაცია;  ფასილიტაცია;  სამართლებრივი წერა;  სამსახურებრივი ურთიერთობები;  ურთიერთობების ხელოვნება. მოხელეთა პროფესიული განვითარების გეგმის თანახმად პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის განხორ ციელდა პროგრამები შემდეგი მიმართულებებით:  ადმინისტრაციული წარმოება;  ეთიკა საჯარო სამსახურში;  პროფესიული კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;  ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა. მოხელეთა ყოველწლიური შეფასების შედეგების საფუძველზე განხორციელებული პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა პროგრამები შემდეგი მიმართულებებით:  ეფექტიანი კომუნიკაცია;  კომუნიკაცია;  ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი. სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ ტრენერთა გადამზადების სპეციალური პროგრამა წარმატებით დასრულდა. შემუშავდა შესაბამისი სასწავლო მოდულები და ჩატარდა საპილოტო ტრენინგები. ციფრული ინფრასტრუქტურა 2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პარლამენტში თანამედროვე ციფრული ინფრა სტრუქტურის დანერგვას და მის გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ:  გააქტიურდა ახალი, ბოლო თაობის დაცვის სისტემები;  გაციფრულდა სატელევიზიო ინფრასტრუქტურის აპარატურა. განახლებული პროექტით შესაძლებელი გახ და პლენარული და კომიტეტების სხდომების პირდაპირი და პარალელური ტრანსლაცია ყველა/შესაბა მისი სივრციდან;  შემუშავდა სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლების პროექტები;  შეძენილ იქნა ციფრული, ე. წ. LED-ეკრანი, რომელიც გამოყენებული იქნება ნებისმიერი ფორმატის საპარ ლამენტო ღონისძიებისთვის; 55  შენობაში დამონტაჟდა საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ეთერების განხორციელებისათვის სა ჭირო, მაღალი რეზოლუციის ეკრანები. ინფრასტრუქტურული პროექტები  განხორციელდა საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ კორპუსის მარცხენა ფლიგელის გამაგრების სამუშაოები. შესრულდა ორი რკინაბეტონის ჩარჩოს მოწყობის სამუშაოები;  დაიწყო საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ ბლოკიდან „A“ და „B“ ბლოკებში გადასასვლელებისა და შიდა ეზოს ქვეშ არსებული სარდაფების სართულების მზიდი კონსტრუქციების რეაბილიტაციის სამუშაოები;  საქართველოს პარლამენტის სასახლეში არსებულ სამლოცველოში დამონტაჟდა ახალი სითბოგაცვლითი დანადგარი;  საქართველოს პარლამენტის სასახლეში არსებულ საბოილეროებში დამონტაჟდა გათბობა-კონდიცირების სისტემის წყლის საცირკულაციო ელექტროტუმბოები. საგამომცემლო სახლი 2023 წელს პარლამენტის აპარატის დიზაინერებთან ერთად განსაკუთრებული საქმიანობა გასწია პარლამენტის აპარატის საგამომცემლო სახლმა. გაიზარდა გამოსაცემი პუბლიკაციების პოლიგრაფიული ხარისხი და რაო დენობა. დაინერგა პუბლიკაციების შიგთავსისა და დიზაინის შექმნის სტანდარტი. 2023 წელს პარლამენტის საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული პუბლიკაციების უმეტესი ნაწილი დამუშავებულია აპარატის დიზაინერების მიერ და დაბეჭდილია პარლამენტის საგამომცემლო სახლში. პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული გეგმის შესაბამისად შესრულდა 99,45%-ით. პარლამენტისათვის გამოყოფილი 63 730,35 ათასი ლარიდან ათვისებულ იქნა 63 381,49 ათასი ლარი. 2023 წელს შეუფერხებლად მიმდინარეობდა პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთე ლობის დაზღვევის მომსახურება. იმავე წელს ინტენსიური საქმიანობა განხორციელდა 2024 წლისთვის უწყვეტი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების მიწოდების მიზნით. 56 საპარლამენტო საბჭოები გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო აქტიურად მუშაობდა ეროვნულ, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 62 აქტივობიდან სრულად განხორციელდა 21, ნაწილობრივ − 21, განსახორციელებელია − 20. 2023 წლის პირველ კვარტალში მოხდა აღნიშნული სამოქმედო გეგმის გადახედვა და მასში შესაბამისი ცვლი ლებების შეტანა. საბჭოს 2023 წლის საქმიანობიდან აღსანიშნავია საბჭოს როლი 2022 წლის 17 ივნისს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის (გენდერული თანასწორობა) შესრულების პროცესში. 2023 წლის ივნისში ოლივერ ვარჰეის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ზეპირი მოხსენების მიხედვით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სრულად შეასრულა სამი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ მე-9 რეკომენდაციაა. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია შემდეგი: ● 2023 წლის 9 თებერვალს პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შეიტანა ცვლილებები, რომელთა შედეგადაც სავალდებულო გენდერული კვოტირების ვადა 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. გენდერული კვოტის გაზრდისა და ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით, დამატებით დადგინდა, რომ კაცი დეპუტატის მიერ საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შემთხვევაში მოხდება მისი ჩანაცვლება არა მომდევნო კაცით ავტომატურად, არამედ სიის მომდევო წევრით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი; ● 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა ინტერპარტიულ ფორმატში დაამტკიცა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“. კონცეფცია წარმოადგენს რეგიონში პირველ ერთიან დოკუმენტს, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ეძღვნება და მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას; ● 2023 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, თავშესაფრით სარგებლობისთვის გაუქმდა ე. წ. მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა. აღნიშნულმა ცვლილებებმა გაამარტივა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობის შესაძლებლობა. ცვლილებათა პაკეტი მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით; ● 2022-2023 წლებში შემუშავდა „გენდერული თანასწორობისა და ქალთა მხარდაჭერის სივრცის“ (ცნობილია, როგორც „ქალთა ოთახი“) ინსტიტუციური გაძლიერების სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები. დოკუმენტზე მუშაობა 1 წელს გაგრძელდა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შედეგად შეიქმნა კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ მაგალითებსა და რეკომენდაციებს „ქალთა ოთახების“ სერვისის შექმნის, სამართლებრივი საფუძვლების უზრუნველყოფის, საქმიანობის სფეროსა და მართვის, მენეჯერის სამუშაო აღწერილობის, პროგრამულ ბიუჯეტში თანხის განსაზღვრისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს გაეგზავნა რეკომენდაციის სახით. ამჟამად ე. წ. ქალთა ოთახი 32 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს; ● ეუთოსთან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლის ნოემბერში დაიგეგმა საქართველოში პირველი ახალგაზრდა პოლიტიკოს ქალთა 5-დღიანი აკადემია, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრი ქალებისთვის და მათი, როგორც პოლიტიკის სუბიექტების, გაძლიერებას ისახავს მიზნად. 57 ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2023 წლის განმავლობაში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მთავარი მიღ წევებიდან აღსანიშნავია მონიტორინგის განხორციელება, მონაცემების შეგროვება და სისტემატიზაცია ისეთ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ბავშვის უფლებების განხორციელებასთან, საუკეთესო ინტერესების დაცვასთან, კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ჯანმრთელ განვითარებასთან. საბჭომ ზედამხედველობის უფლებამოსილების გამოყენებით პრიორიტეტად აირჩია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის, თანასწორობის, ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის, უვნებელ გარემოში ცხოვრების, განვითარებისა და სოციალური დაცვის უფლებების განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში გამოწვევების დაძლევის ხელშეწყობა. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო საანგარიშო პერიოდში ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ დაასრულა ღია პარლამენ ტის მეოთხე (2021-2022 წწ.) სამოქმედო გეგმის განხორციელება და შეიმუშავა მეხუთე (2023-2024 წწ.) სამოქმე დო გეგმა. ღია პარლამენტის მეოთხე (2021-2022 წწ.) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 19 ვალდებულებიდან სრულად შესრულდა 10, ნაწილობრივ შესრულდა 6 და არ შესრულდა 3 ვალდებულება. საანგარიშო პერიოდში ამ გეგმის ფარგლებში შემუშავდა და დაინერგა პარლამენტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების სახელმძღვანელო. მომზადდა და პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცდა პარლამენტის ყოველწლიური ანგა რიშისა და კომიტეტების ანგარიშების განახლებული ფორმები, შეიქმნა პარლამენტში დაგეგმვის ერთიანი, შედეგზე ორიენტირებული სისტემა. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მეხუთე (2023-2024 წწ.) სამოქმედო გეგმა აგრძელებს წინა სამოქმედო გეგმის ისეთ მთავარ მიმართულებებს, როგორებიცაა: საპარლამენტო ზედამხედველობის გაძ ლიერება, საპარლამენტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწა. ღია პარლამენტის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ურთი ერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გაწერილი ყველა საპარლამენტო ღონისძიების პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას. ხაზინადართა საბჭო 2022 წლის განმავლობაში ხაზინადართა საბჭომ ჩაატარა 7 სხდომა და ელექტრონული ფორმით საბჭოს წევრების 7 გამოკითხვა. საბჭომ მიიღო 143 გადაწყვეტილება, რომლებიც წარედგინა პარლამენტის თავმჯდომარეს, სა ქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის ბიუროსათვის წარსადგენად. 58 საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანოების საქმიანობა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური დოკუმენტების სტანდარტიზაციისა და საქართველოს პარლამენტის წევრების ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით საანგარიშო პერიოდში შემუშავდა და გამოიცა 2024 წლის ბიუჯეტის ანალიზის ვრცელი დოკუმენტი. აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნულ აკადემიას (National Academy for Finance and Economics) შორის დაძმობილების პროექტი (Twinning Project) − „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლი ერება“. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და დაძმობილების პროექტის ერთობ ლივი ორგანიზებით, საბიუჯეტო ოფისის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით ჩატარდა CESEE ქვეყნების საპარლამენტო საბიუჯეტო ხელმძღვანელებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების სპეციალური შეხვედრა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული დოკუმენტების გამოქ ვეყნების ანგარიშგების კალენდრის შესაბამისად გამოქვეყნდა შემდეგი დოკუმენტები: • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზის 11 ყოველთვიური დოკუმენტი (ოპერატიული ინფორმაცია); • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზის 12 ყოველთვიური დოკუმენტი; • 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზის 3 კვარტალური დოკუმენტი; • 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანალიზის 1 წლიური დოკუმენტი; • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2022 წლის ბიუჯეტების შესრულების მიმოხილვის 1 დოკუმენტი; • „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ანალიზის 3 დოკუმენტი. მომზადდა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული დოკუ მენტების გამოქვეყნების ანგარიშგების კალენდრის შესაბამისად გამოქვეყნდა შემდეგი დოკუმენტები: • მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 12 ყოველთვიური დოკუმენტი; მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 4 კვარტალური დოკუმენტი; • მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 1 წლიური დოკუმენტი. საბიუჯეტო ოფისი მუდმივად ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვის დოკუმენტებისა და მაკრო ეკონომიკური ანალიზის დოკუმენტების ინგლისურენოვანი ვერსიების მომზადებასა და ვებგვერდზე გამოქვეყნებას; საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (თავდაპირველი, გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტები) დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადდა ფისკალური მაჩვენებლების ფისკალურ ზღვრებთან შესაბამისობის ანალიზის 3 დოკუმენტი; მოხდა საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების ფინანსური გავლენის შეფასების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება, კერძოდ: განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი 186 საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენები და მომზადდა შესაბამისი დასკვნები: 185 დადებითი დასკვნა და 1 უარყოფითი დასკვნა; 59 მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მომზადდა და საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა (როგორც თავდაპირველად დამტკიცებულის, ისე ოქტომბრის ცვლილების) და 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის როგორც გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტების, ისე დამტკიცებული ბიუჯეტის) შესახებ ინფოგრაფიკები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებლისათვის უფრო აღქმადი ფორმატით იქნეს წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი ტენდენციების თაობაზე. აღნიშნული ინფოგრაფიკები მომზადდა და გამოქვეყნდა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე; მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მომზადდა და საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2023 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის, 2023 წლის II და III კვარტლების მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზისა და 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის შესაბამისი მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ ინფოგრაფიკები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებლისათვის უფრო აღქმადი ფორმატით იქნეს წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი ტენდენციების თაობაზე. აღნიშნული ინფოგრაფიკები მომზადდა და გამოქვეყნდა ქართულ ენაზე; მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო ოფისმა გააძლიეროს თანამშრომლობა სხვა ქვეყნების დამოუკიდებელ ფის კალურ ინსტიტუციებთან კარგი პრაქტიკის გაცნობის, ცოდნის გაზიარებისა და ოფისის ინსტიტუციური განვითარე ბის ხელშეწყობის მიზნით. სსიპ − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 2023 წლის ივნისიდან კვლევითმა ცენტრმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო სექტორული კვლევის − „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ განხორციელება. აღნიშნული პუბლიკაცია მიმოიხილავს აგრარული სექტორის მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებს. დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა 2023 წლის ივნისიდან იმავე წლის ნოემბრის ჩათვლით. 2023 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით კვლევითი ცენტრი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებდა სექტორულ კვლევას − „ქალების გაძლიერების ათწლეული − 2012–2022 წლების ძირითადი მიღწევები და გამოწვევები“. აღნიშნული პუბლიკაცია მიმოიხილავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებს. აღნიშნული დოკუმენტების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა 2023 წლის დეკემბერში. ამასთანავე, დოკუმენტები გა მოიცა როგორც ელექტრონული ფორმით, ისე პარლამენტის აპარატის მიერ ბეჭდური სახით. 2023 წლის 28-29 სექტემბერს კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ევროპის საპარლამენტო კვლევისა და დო კუმენტაციის ცენტრთან (ECPRD) თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საპარლამენტო მკვლევრების პროფესიული განვითარება თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ“. საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. კონფერენციის საპანელო დისკუსიების ფარგლებში განხილულ იქნა საპარლამენტო კვლევითი დოკუმენტების ხარისხის კონტროლის, საპარლამენტო მკვლევრების პროფესიული განვითარებისა და შეფასების მექანიზმები. 2023 წლის 25 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვლევითი ცენტრის, ევროპის საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრისა (ECPRD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის თანამ შრომლობითა და მხარდაჭერით, პროექტის „თანამედროვე და ძლიერი საპარლამენტო მმართველობა აღმო სავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში ჩატარდა გასვლითი ტრენინგები თანამედროვე კვლევის მეთოდების შესახებ. ზემოაღნიშნულ ტრენინგს უძღვებოდნენ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საინფორმაციო სერვისების განყოფილების ხელმძღვანელი და ევროპის საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრის (ECPRD) კოორდინატორი − იდა კელემენი და მისი მოადგილე − ალექსანდრა ჰოლა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მათი კვლევითი ცენტრების 60 ისტორიისა და სტრუქტურის, კვლევითი დოკუმენტების ფორმების, შეფასების, ბრენდინგისა და ცნობადობის ამაღლების დანერგილი პრაქტიკების შესახებ. გასვლითი ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევით ცენტრებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების კვლევითი ქსელის (EPPRN) ფარგლებში სამომავლო აქტივობების დაგეგმვა. კვლევითი ცენტრი თანამშრომლობს ევროპის საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრთან (ECPRD) და ამზადებს მის მიერ გამოგზავნილ შეკითხვებზე შესაბამის საკონსულტაციო მასალას. 2023 წლის განმავლობაში ცენტრმა ევროპის საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრისთვის მოამზადა სულ 89 საკონსულტაციო მასალა. კვლევითი ცენტრი ასევე იყენებს ზემოაღნიშნულ პლატფორმას საპარლამენტო სუბიექტების მიერ გამოგზავნილ შეკითხვებზე ყოვლისმომცველი კვლევის მოსამზადებლად − კითხვის კომპლექსურობის ან/და ღია წყაროებში ინფორმაციის მიუწვდომლობის შემთხვევაში კვლევითი ცენტრი კითხვით მიმართავს ევროპის საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრს და მისი წევრი ქვეყნებისგან იღებს შესაბამის პასუხებს საკითხის საკანონმდებლო რეგულირების თუ პრაქტიკის შესახებ. 2023 წლის განმავლობაში კვლევითმა ცენტრმა ევროპის საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრს მსგავსი ფორმატით გაუგზავნა 18 შეკითხვა, ხოლო პლატფორმის მეშვეობით მიღებულ პასუხებზე კვლევითმა ცენტრმა მოამზადა 5 შემაჯამებელი მიმოხილვა, რომლებიც ხელმისაწვდომია ECPRD-ის პლატფორმაზე. ● 2023 წლის 1 იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით კვლევით ცენტრში შემოსულია ჯამში 82 შეკითხვა, რომელთაგან: ▷ 75 შეკითხვა შეეხებოდა სხვადასხვა მიმართულების საკითხს; ▷ 7 შეკითხვა დასმული იყო თემატური მოკვლევის ფარგლებში. კვლევითი ცენტრისთვის გამოგზავნილი 82 შეკითხვიდან: ◆ 45 შეკითხვა (55%) წარმოდგენილი იყო პარლამენტის კომიტეტების აპარატებიდან; ◆ 34 შეკითხვა (41%) წარმოადგენდა პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვას; ◆ 2 შეკითხვა (2%) წარმოდგენილი იყო პოლიტიკური ჯგუფის აპარატიდან; ◆ 1 შეკითხვა (2%) წარმოდგენილი იყო ფრაქციიდან. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2023 წელს წარმატებით თანამშრომლობდა საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანიასთან − EBSCO-სთან, რამაც ბიბლიოთეკის მკითხველებს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული ბაზებითა და გამოცემებით (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი და სხვა) სარგებლობის საშუალება მისცა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქართველ მეცნიერებს, ეროვნული ბიბლიოთეკის რეკო მენდაციით, ვატიკანში დაცულ უმნიშვნელოვანეს არქივებში მუშაობის საშუალება მიეცათ. ეროვნული ბიბლიოთეკა და ვატიკანის ბიბლიოთეკა შექმნიან ორმხრივ ელექტრონულ ბაზებს და ითანამშრომლებენ საგამომცემლო მიმართულებით. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის (ISBN), სერიული (ISSN) და მუსიკალური გამოცე მების (ISMN) საერთაშორისო სტანდარტული ნომრის განყოფილება 2023 წელს აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო სააგენტოსა და ISSN-ის საერთაშორისო ცენტრთან. ეროვნული ბიბლიოთეკა მათთან შეთანხმებით გასცემს საერთაშორისო სტანდარტულ ნომრებს გამომცემლობებსა და ავტორ-გამომცემლებზე, ახორციელებს კონტროლს ნომრის მინიჭებასა და შენარჩუნებაზე, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ქსელის ორგანიზებასა და შემდგომ განვითარებაში, საერთაშორისო სააგენტოების სტანდარტების გაცნობაში. გამომცემლობებისა და 61 ავტორ-გამომცემლების ამ პროცესში მონაწილეობა ხელს უწყობს მათ მიერ გამოცემული თითოეული ნაბეჭდი ერ თეულის მონაცემთა საერთაშორისო სისტემაში ჩართვას. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მონაწილეობა მიიღო საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA) მიერ 2023 წელს ორგანიზებულ კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში. ეროვნული ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA) ოფიციალური წევრია 2006 წლიდან. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2023 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპული ეროვნული ბიბლიოთეკების ყოველწლიურ კონფერენციაში (CENL). ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემასთან − SIERRA-სთან დაინერგა მომსახურების საფასურის პირდაპირი გადახდის სისტემა (საშუამავლო კომპანიების გვერდის ავლით), რითაც დაიზოგა საბიუჯეტო სახსრები. 2023 წლის განმავლობაში სავალდებულო ეგზემპლარისა და საჩუქრის სახით შემოვიდა: 17009 წიგნი; 350 ავ ტორეფერატი; 63450 გაზეთი; 1400 სანოტო გამოცემა; 10990 ჟურნალი; 290 CD, DVD, გრამფირფიტა; 270 კარ ტოგრაფიული გამოცემა; 400 ფურცლოვანი გამოცემა; 160 დისერტაცია. ფონდების აღრიცხვა-აღწერა: 2023 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს 103 000 წიგნის შტრიხკოდირება; ნოემბრიდან დაიწყო საბიბლიოთეკო ფონდების საინვენტარო შემოწმება; ადგილზე ფიზიკურად გადამოწმდა 45 000-ზე მეტი წიგნის მონაცემი. 2023 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში შეიქმნა 112 789 ახალი ჩანაწერი. აქედან: 19 008 წიგნი; 2340 პერიოდული გამოცემა; 535 ნოტი; 1597 სხვა ტიპის დოკუმენტი; 308 რუკა; 285 დისერტაცია/ ავტორეფერატი; 90 108 სტატიის ანალიტიკური აღწერილობა; 205 ელექტრონული რესურსი (E-Book). 2023 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში რესტავრაცია ჩაუტარდა 35 975 (26 057 წიგნის, 5306 ჟურნალის, 4612 გაზეთის) ფურცელს, 11 პლაკატს (მათ შორის, 8 ხელნაკეთს), 6 ფოტოსა და 69 რუკას; აღდგა და ყდაში ჩაისვა 2519 წიგნი (მათ შორის, 287 რარიტეტული გამოცემა); აიკინძა და ყდაში ჩაისვა 1349 ჟურნალი და 1397 გაზეთი (მათ შორის, XIX საუკუნის გამოცემები „პერიოდიკის მუზეუმიდან“); მჟავიანობის არმქონე, მაღალი ხარისხის მუყაოსგან დამზადდა 3640-ზე მეტი მიკროკლიმატური კონტეინერი და ყუთი იშვიათ გამოცემათა და ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის არქივებისა და ცალკეული ეგზემპლარებისთვის; საცავებში მუდმივად ხდება ტემპერატურის, ტენიანობის, განათებისა და ვენტილაციის მონიტორინგი, რათა მოხდეს დოკუმენტების შესანახად ოპტიმალური პირობების შენარჩუნება. კონტროლდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; ბიბლიოთეკის ფონდების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზნით დაიწყო ახალი დანადგარებით აღჭურვილი, ახალი შესაძლებლობების მქონე ლაბორატორიის ორგანიზება, რისთვისაც გარემონტდა 250 კვ. მ ფართობი. 2023 წელს მუშაობდა 6 სამკითხველო დარბაზი. წლის განმავლობაში სამკითხველო დარბაზები მოემსახურა 95 000 მომხმარებელს. გაიცა 188 550 საბიბლიოთეკო დოკუმენტი. ბიბლიოთეკა ბარათული და ელექტრონული კატალოგით მოემსახურა 250 000 მკითხველს. 2023 წელს შესაბამის განყოფილებაში დაფიქსირებულ აბონენტთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 600. შემოვიდა 3658 შეკვეთა და გაიცა 3546 დოკუმენტი (მათ შორის: კოლექტიური აბონემენტი − 1126; საელჩო − 2; რეგიონალური − 544; თანამშრომლის − 1935; საერთაშორისო − 374). განყოფილება მოემსახურა 19 ქვეყნის ბიბლიოთეკის მკითხველებს. გაიგზავნა ბეჭდური გამოცემების ასლები და დიგიტალური ვერსიები. ელექტრონულ ფორმატში გაიგზავნა სულ 12 200 გვერდი ფაქტოგრაფიული მასალა. განყოფილებამ 50 თემატური შეკვეთა შე ასრულა. ეროვნული ბიბლიოთეკა 2023 წელს ინტერნეტით მოემსახურა 2800 მკითხველს, საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარა 800 მომხმარებელს. ბიოგრაფიულ ლექსიკონს დაემატა 1350 ახალი ბიოგრაფია. მომსახურება გაეწია სულ 3760 მომხმარებელს. ფონდი შეივსო 110 კომპაქტდისკით. სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურება გაეწია 230 მკითხველს, გაიცა 650 საბიბლიოთეკო ერთეული. დამუშავდა და მომზადდა 700 გამოცემა. ნოტების არქივის დიგიტალიზაციის პროექტისთვის გაციფრულდა 12 600 ფაილი − 350 ნოტი. აუდიომასალის დიგიტალიზაციისთვის გაციფრულდა 780 აუდიო ჩანაწერი. ფოტოდოკუმენტების დიგიტალიზაციისთვის მომზადდა 110 ფოტოდოკუმენტი. ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“ აიტვირთა და აღწერილობები დაერთო 360 ციფრულ დოკუმენტს. 2023 წელს ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებგვერდზე სულ მომხმარებელთა 7 110 200 შემოსვლა დაფიქსირდა. დათვალიერებული გვერდების რაოდენობამ შეადგინა 22 116 380. ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე 62 განთავსებული მკითხველთან ურთიერთობის ინტერაქტიული ფორმების − „მოგვწერეთ“, „შეეკითხე ბიბლიო თეკარს“ საშუალებით 550 შეკითხვას გაეცა პასუხი. რედაქტირება გაუკეთდა 67 392 საბიბლიოთეკო ჩანაწერს. ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონთა ერთიან ბაზას 2023 წელს დაემატა 42 943 ახალი ტერმინი; მონაცემთა ბაზა „ბიბლიოვიკში“ განთავსდა 5847 სტატია (სულ „ბიბლიოვიკის“ ბაზაში განთავსებულია 35 279 სტატია); ციფრული ბიბლიოთეკა „მამარდაშვილის“ კოლექციაში „აკადემიური გამოცემები“ განთავსდა ილია ჭავჭავაძის ოცტომეული; შეიქმნა ახალი კოლექცია − „XIX საუკუნის პერიოდული გამოცემები“. 2023 წელს მომზადდა 470 საგამომცემლო გვერდი; შეივსო, საძიებლები დაერთო და გამოსაცემად მომზადდა 4000 გვერდი; ინგლისური ენიდან ითარგმნა 90 გვერდი; ბაზა „ბიბლიოვიკში“ შეიქმნა და დარედაქტირდა 462 ჩანაწერი; ფსევდონიმების ლექსიკონს დაემატა 12 407 ჩანაწერი. დარედაქტირდა, კორექტურა ჩაუტარდა და დაკაბადონდა 100 000-მდე გვერდი; გამოიცა 23 წიგნი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების მიმართულებით ჩატარდა 900-მდე ღონისძიება; მომზადდა 4 ვირტუალური გამოფენა; ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით ჩატარდა 4 ღონისძიება; საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა 100-ზე მეტი ექსკურსია. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობა 2023 წელს (საანგარიშო პერიოდში) ძირითადად დაუკავშირდა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით განსაზღვრული ვალ დებულებების აღსრულებას. 2023 წელს საბჭომ შეითანხმა საჯარო დაწესებულებების (ყველა სამინისტრო, სსიპ-ების უმეტესობა) ემბლემებისა და ბლანკების ნიმუშების 95%. დასკვნის მისაღებად მომართვების რაოდენობა გაიზარდა 500%-ით. ამასთანავე, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში შესათანხმებელი პროექტების ძირითად ნაწილს წარმოადგენდა და წესებულებების ემბლემები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და კორესპონდენციის (წერილების) ბლანკები. მაგალითად, საბჭოსთან ერთად შემუშავდა და შეთანხმდა თავდაცვის სამინისტროს 300-ზე მეტი ბლანკის ნიმუში. მომართვათა უმრავლესობა მოითხოვდა დაზუსტებას, დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყო ფას, რასაც წინ უძღოდა წინასწარი კონსულტაციები, პროექტების განხილვა და მათი მხატვრულ-შინაარსობრივი დამუშავება, დაზუსტება. 2023 წლის 15-17 სექტემბერს საბჭოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ჰერალ დიკისა და ვექსილოლოგიის მესამე კონფერენცია „ჰერალდიკა და ისტორიული წყაროები“. კონფერენციაში ქართველ ექსპერტებსა და მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდა 10-მდე ქვეყნის ჰერალდიკისა და ვექსი ლოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი და მეცნიერი, მათ შორის, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის პრეზი დენტი ელისაბედ როუდსი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გადაწყდა და დაიგეგმა ქ. თბილისის სიმ ბოლოების (დროშა და გერბი) დასადგენად კონკურსის გამოცხადება, განისაზღვრა საკონკურსო პირობები ჰერალდიკური ნორმებისა და საქართველოს მუნიციპალური ჰერალდიკისათვის დამახასიათებელი მხატვრულშინაარსობრივი სტილის საფუძველზე. საბჭოს წარმომადგენლებმა 2023 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღეს ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის 22-ე კოლოკვიუმში (XXIInd Colloquium of the International Academy of Heraldry) და აკადემიის პლენარულ სხდომაში. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისათვის სტრუქტურითა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების მოწესრიგებისათვის, მათ შორის, თანამდებობების ერთიანი სტან დარტით იერარქიულ რანგებში ოპტიმალური განაწილებისათვის, 2023 წლის 1 იანვრიდან დაიგეგმა და გან ხორციელდა რეორგანიზაცია. 63 64 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის გეგმები 2024 წელს, სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტის პრიორიტეტები იქნება: აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:  სტრატეგიულ დოკუმენტებს: 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებისას კვლავ იმოქმედებს 2021– 2024 წლების სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რომლის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და 2024 წლის ჩათვლით დარგის განვითარებისთვის სახელმწიფო მილიარდ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს დახარჯავს. ასევე მოქმედია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021−2027 წლების სტრატეგია.  ევროკავშირთან ინტეგრაციას: კვლავ ძალაშია „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავ შირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, კერ ძოდ, DCFTA-ს (კარი IV) მე-4 თავით განსაზღვრული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები (SPS), რომლებიც მოიცავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის საკითხებს.  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებას: აგრარულ საკითხთა კომიტეტის კომ პეტენციისთვის მიკუთვნებული სფეროს მიხედვით, 17 მდგრადი განვითარების მიზნიდან 7 მიზანი არის რელევანტური. კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანასა და 46 აქტივობას, რომლებსაც სა კუთარი ინდიკატორები აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, თითოეული ამოცანისა და აქტივობის შესრულება გაზომ ვადი და მტკიცებულებებზე დამყარებულია: სტრატეგიული ამოცანა 1 − კომიტეტის საქმიანობათაგან უმნიშვნელოვანესი კანონშემოქმედებაა. ამდენად, აგრარული პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა კვლავ არის პირველი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც ისევ ოთხი ინდიკატორით გაიზომება. ესენია: კომიტეტისა და კომიტეტის წევრის/წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების რაოდენობა; ბოლო ორი წლის განმავლობაში კომიტეტისა და კომიტეტის წევრის/წევრების მიერ ინიციირებულ და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებში შეტანილი ცვლილებების რაოდენობა; კანონპროექტებთან დაკავშირებით წამყვანი კომიტეტისა და „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განსაზღვრულ ვადაში მომზადებული დასკვნების მაჩვენებელი; სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განსაზღვრულ ვადაში განხილვისა და მომზადებული დასკვნების მაჩვენებელი; სტრატეგიული ამოცანა 2 − აგრარული სექტორის პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველყოფა არის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმიდან გადმოტანილი მეორე ამოცანა, რომელიც განხორციელებული საზედამხედველო აქტივობების, გაცემული რეკომენდაციების რაოდენობისა და მათ განხორციელებაზე ზედამხედველობის მაჩვენებლით იზომება; სტრატეგიული ამოცანა 3 − კვლავ ძალაშია კომიტეტის მიერ ეფექტიანი წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა, რომელიც სამი ინდიკატორით იზომება. ესენია: კომიტეტის საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრების რაოდენობა; კომიტეტში შემოსულ წერილებზე განსაზღვრულ ვადაში სათანადო რეაგირების მაჩვენებელი; კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე დროულად განთავსების მაჩვენებელი; სტრატეგიული ამოცანა 4 − კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესება ისევ პრიორიტეტულია და ორი ინდიკატორით იზომება: კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების ოფიციალური შეფასების საშუალო მაჩვენებელი. 65 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტი 2024 წლის განმავ ლობაში გეგმავს არაერთი ღონისძიების გატარებას. მათ შორისაა: • ინიციირებული კანონის − აღსრულების კოდექსის პროექტზე მუშაობის გაგრძელება და პლენარული სხდომებისთვის მომზადება; • ე. წ. პანორამის უფლების საკანონმდებლო რეგულირების შესაძლებლობის ანალიზი და შესაბამისი კა ნონპროექტის მომზადება; • იმ საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებების იდენტიფიცირება და აქტუალიზაცია, რომლებიც მოემსახურება სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერებას და მისი სერვისების ხელმი საწვდომობის გაზრდას; • პიროტექნიკული ნაწარმის შესახებ პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შე მუშავება და დამტკიცება, მასში ასახული ამოცანებისა და აქტივობების განხორციელება. სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება სოციალური და ეკონომიკური უფლებების განსამტკიცებლად კომიტეტის მიერ 2024 წელს დაგეგმილი ძირითადი აქტივობებია: • ფიზიკურ პირთა გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ახალი საკანონმდებლო აქტის შემუშავება, რაც გულისხმობს შესაბამისი კანონის პროექტის მომზადებას და საკითხთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიე ბის გამართვას; • მემკვიდრისთვის ქონების დატოვების/მეუღლეთა შორის ქონების განაწილების არსებული პრაქტიკის შესწავლა გენდერული დისკრიმინაციის ჭრილში და იდენტიფიცირებული საჭიროების შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილების მომზადება და ინიციირება; • იმ საკანონმდებლო ნორმების ანალიზი, რომელთა თანახმად, დამატებითი შემოსავლის აღრიცხვის შემ თხვევა სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი ხდება; • საკუთრების უფლებით სარგებლობის ხელშემშლელი პრაქტიკის შესწავლა, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, რაც გულისხმობს ქირავნობასთან დაკავშირებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესწავლას და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას; • მორალური ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მორალური ზიანის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობების ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზების ხელშეწყობა • 2024 წელს კომიტეტი გეგმავს სოციალური მუშაობის სფეროში, პროფესიული დეფიციტით შექმნილ გამოწვევათა საპასუხოდ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და ინიციირებას. • ასევე დაგეგმილია უქმე დღით სარგებლობის უფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების მომზადება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება 2024 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის კომიტეტის კანონშემოქ მედებით საქმიანობაში გათვალისწინებული იქნება: 66 • „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის მექანიზმის გავრცელების საკითხის შესწავლა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება; • შშმ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით ზოგიერთი უფლების შეზღუდვის შესწავლა საერ თაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის ჭრილში და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და დაზარალებულის უფლებების დაცვის გაუმჯობესება • 2024 წელს კომიტეტი გეგმავს გადაადგილების შეზღუდვის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ახალი სახეობის, თაობაზე ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისთვის. • ასევე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა სისხლის სამართლის პროცესში და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად ცვლილებათა პროექტის მომზადება.‑ საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, რეგულარული საზედამხედველო ღონისძიებების გარდა, კომიტეტს 2024 წელს დაგეგმილი აქვს შემდეგი აქტივობები: • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი, რაც გუ ლისხმობს კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების საქ მიანობის გაცნობას და ანგარიშების განხილვას; • „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა კანონების დებულებების სათანადოდ აღსრულების პროცესის მონიტორინგი; • 2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის აღსრულების შუალე დური მონიტორინგი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა ეფუძნება მისი ფუნქციონირების ძირითად მიმართულებებს: • პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება; • საზედამხედველო საქმიანობა; • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; • ორგანიზაციული განვითარება. კომიტეტის მიერ 2024 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: o განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფციის შემუშავება; o „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა; o „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების (№2/7/1528) აღსრულების მიზნით დარეგულირდება უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საკითხი; o განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროს მარეგულირებელ და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული გულისხმობს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა საჭიროება სამოქმედო გეგმის შემუშავების დროისთვის არ არსებობდა და კომიტეტის საქმია ნობის პროცესში წარმოიშვა; 67 o „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღ ვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი; o აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისაგან ასოცირების დღის წესრიგით გათვალის წინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის რეგულარულად გამოთხოვა; o ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდე ბულებებით განსაზღვრული აქტივობათა შესრულებაზე ზედამხედველობა. კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა პასუხისმგებელ უწყებათა მიერ შესრულებას, გასცემს რეკომენდაციებს შესასრულებელი სამუშაოების ეფექტიანად წარმოების მიზნით; o საქმიანობის განხორციელება ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების მიზნით; o თემატური მოკვლევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესში სასკოლო საზოგა დოების წარმომადგენელთა ჩართულობის შესწავლის მიზნით; o ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის შესწავლა; o მოქალაქეებისთვის საინტერესო/საჭირო საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრების წარმართვა კომიტეტის წევრთა და კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა ჩართულობით; o საერთაშორისო ვიზიტები სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით; o „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ დაწე სებულ სპეციალურ კატეგორიაში − „წლის საუკეთესო ინკლუზიური პრაქტიკა პროფესიულ განათლებაში“ გამარჯვებულის დაჯილდოება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2024 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: • კომიტეტის მიერ შემუშავებული „კლიმატის ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიციირება და პირველი მოსმენით მიღება − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ბრიტანეთის მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკანონის შემუშავებაზე. საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესის ფარგლებში კომიტეტმა მოამზადა და გამოაქვეყნა საკონსულტაციო დოკუმენტები, მწვანე და თეთრი წიგნები. თეთრი წიგნის საფუძველზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით კომიტეტი შეიმუშავებს კლიმატის ცვლილების კანონის პროექტს, რომლის ინიციირებაც დაგეგმილია საგაზაფხულო სესიის ფარგლებში; • საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართვე ლოს კანონის პროექტისა და საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტების მიღება − კანონპროექტის მიზანია, შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება; • საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება − კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, სათბურის გაზების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების მიღება, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება. სხვა ღონისძიებები: o 68 კომიტეტი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად ახორციელებს თემატურ მოკვლევას − „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“, რომლის მიზანია საქართველოში დეკარბონიზაციის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეებზე. 2024 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, მაისის ბოლომდე კომიტეტი შეიმუშავებს ანგარიშს და დაამტკიცებს რეკომენდაციებს; o WFD-ის მხარდაჭერით კომიტეტში მიმდინარეობს თემატური მოკვლევა − „დაბალემისიიანი მობილობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“, რომლის მიზანი საქართველოში დაბალემისიიანი, მდგრადი მობილობის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეებზე არსებული გამოწვევების გამოვლენითა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებით კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. კომიტეტი 2024 წლის მაისის ბოლომდე შეიმუშავებს ანგარიშს და დაამტკიცებს რეკომენდაციებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელი აქტივობებიდან აღსანიშნავია კომიტეტის, კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა: • საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გოჩა ენუქიძის, ანტონ ობოლაშვილის, რატი იონათამიშვილის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილისა და ირაკლი კირცხალიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (№07-3/339; 21.06.2023) განხილვა; • საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვა. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე ჯერ არ გასულა; • საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა. დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომაზე ჯერ არ გასულა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე ასევე გეგმავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის ხელშეწყობა • • 2024 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე კომიტეტი გეგმავს, მოისმინოს და განიხილოს ანგა რიშვალდებული ორგანოების საქმიანობის 20 ანგარიში: − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმია ნობის წლიური ანგარიში; − ენერგეტიკის გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმა და მიმართულებები (2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე); − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიში; − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში; − სხვა ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშები. 2024 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე კომიტეტი გეგმავს, მოისმინოს 3 ანგარიში ასოცი რების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით: − საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში; 69 • • − ენერგეტიკის სექტორში ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში; − ტრანსპორტის სექტორში ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში. თემატური მოკვლევები: − 2024 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე მოხდება თემატური მოკვლევის − „აწარმოე საქართველოს გავლენა ეკონომიკის სექტორულ განვითარებაზე“ ინიციირება, მოკვლევის ჩატარება და შედეგების კომიტეტისა და ბიუროსათვის წარდგენა; − 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე შემუშავდება თემატური მოკვლევის − „საქართველოში დეკარ ბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ ანგარიში. კანონების აღსრულებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესება: − • 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება საჯარო შესყიდვების შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის (წყალმომარაგების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფოსტო მომსახურების სექტორში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის შესახებ დირექტივასთან დაახლოების საკითხი) ოქმისა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შემუშავება და ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება. 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე თანამდებობის პირების არჩევა/არჩევაზე თანხმობის მიცემა: − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების სა ზოგადოებრივი დამცველის არჩევა; − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსე ბული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევა; − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის არჩევაზე თანხმობის მიცემა; − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევაზე თანხმობის მიცემა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2024 წლის განმავლობაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გააგრძელებს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას, ვიზი ტებისა და ონლაინშეხვედრების ორგანიზებას, ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას, ასევე გააგრძელებს უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების მხარდაჭერას, საზღვარგარეთ არსებულ ქართველოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობას, ქართული დიასპორის საინვესტიციო, ეკონომიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენებას, დიას პორული ინიციატივების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებას, უცხოეთში ქართული ისტორიული მემკვიდრეო ბის შენარჩუნების ხელშეწყობას. საანგარიშო პერიოდში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის კუთ ხით, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, გეგმავს იმუშაოს შემდეგ საკანონმდებლო აქტებზე: • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“; • საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შე სახებ“; • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შე მოსვლის წესების შესახებ“; 70 • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“; • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; • საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“; • საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2024 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი გააგრძელებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას, მათ შორის, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის, „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და სხვა კანონპროექტების განხილვას. კომიტეტი აგრეთვე გააგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას. კომიტეტი იმუშავებს ევროინტეგრაციის საკითხებზე საპარლამენტო დიპლომატიის განსახორციელებლად, მათ შორის, ისეთ საპარლამენტო ფორმატებში მონაწილეობით, როგორებიცაა: ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (PAC), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC) და სხვა. კომიტეტი ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და წევრობის კანდიდატი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ქვეყნის ძირითადი საგარეო-პო ლიტიკური მიზნების მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანას. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩარ თულობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობით, აგრეთვე ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ჩართულობას. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მნიშ ვნელოვან ყურადღებას დაუთმობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მექანიზმების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესაძლებლობებისა და ეროვნული მედეგობის გაძლიერებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აპირებს, აქტიურად გააგრძელოს ცალკეული საკანონმდებლო აქტების გაუმჯობე სება. ამ კუთხით დაგეგმილია: o საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე მუშაობა; o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული გადასინჯვის საკითხზე მუშაობა; o სააღსრულებო წარმოების პროცესის მომწესრიგებელი ახალი საკანონმდებლო აქტის (აღსრულების კოდექსის) პროექტის განხილვა; o „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილების განხილვა; o „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების განხილვა; 71 o „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა; o საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების განხილვა; o საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების განხილვა; o კერძო სამართლის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა. კომიტეტი კვლავ გააგრძელებს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვას: o საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგა რიშის განხილვა; o საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვა; o საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვა; o სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის განხილვა; o პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშის განხილვა; o საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის განხილვა; o ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტი ლებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშის განხილვა; o გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტი ლებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვა. ცალკეული თანამდებობის პირების კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილვას, კომიტეტის სხდომაზე მოსმენას და ამ პროცესების მიმდინარეობისას საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნ ველყოფას: o საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხი; o საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევასთან დაკავშირებული საკითხი; o საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული საკითხი; o საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა არჩევასთან დაკავშირებული საკითხი; o საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევასთან დაკავშირებული საკითხი. კულტურის კომიტეტი კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმა ეფუძნება მისი ფუნქციონირების შემდეგ ძირითად მიმართულებებს: • პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება; • საზედამხედველო საქმიანობა; • საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; • კომიტეტის ორგანიზაციული განვითარება. 72 კულტურის კომიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: კულტურის კომიტეტის წევრები დარგობრივ სამინისტროსთან, კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს წევრებსა და დაინტერესებულ პირებთან ერთად იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე: • კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავება; • საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა, ამ მი მართულებით დარგობრივ სამინისტროსთან ერთად განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის, მუნიციპალიტეტების დონეზე მათი უფლებამოსილების ფარგლებში კულტურის სფეროს დეცენ ტრალიზაციის სტიმულირება; • კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა/კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი შესაბამისი ცვლი ლებების მომზადება; • კულტურის დიპლომატიის შესახებ კომიტეტის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა − დოკუმენტი მკა ფიოდ განსაზღვრავს კომიტეტის როლსა და ფუნქციებს კულტურული დიპლომატიის სფეროში, რაც, თავის მხრივ, უფრო გაააქტიურებს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ მისიებთან კულტურის კომიტეტის მუშაობას, კულტურის სფეროში ცალკეული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას, გააღრმავებს საკანონმდებლო მუშაობის პროცესში გამოცდილების გაზიარების პრაქტიკას; • ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიზნით ქართულ დიასპორასთან მუშაობის გააქტიურება და ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფის შექმნა. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს ქვეყნის ფარგლების გარეთ ქართული კულტურისა და სახელოვნებო დარგებში არსებული გამოწვევების მიმართულებით, აწარმოებს მონაცემების შეგროვებას, სტატისტიკური მონაცემებისა და სათანადო ანალიტიკური დო კუმენტების მომზადებას. სამუშაო ჯგუფი დარგობრივ სამინისტროსთან ერთად ხელს შეუწყობს საზღვარ გარეთ კულტურის ცენტრების შექმნას; • აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისაგან ასოცირების დღის წესრიგით გათვალის წინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის რეგულარულად გამოთხოვა, ასევე ამ მიმართულებით საკომიტეტო მოსმენების ჩატარება; • კულტურის კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნა შემდეგ საკითხზე: საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროების შესწავლა; • კულტურის საკითხებზე მომუშავე დარგობრივი სათათბირო ჯგუფებისა და ექსპერტთა საბჭოს შექმნა, სამუშაო გრაფიკის შემუშავება, მათ შორის, კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში; • ხელოვნების საათი − ღონისძიებების ციკლის მიზანია, კომიტეტის ინიციატივით კულტურის სფეროს ცნო ბად სახეებთან ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გა ზიარება; • ღია კარის დღეების ორგანიზება, სახელოვნებო განათლების დაწესებულებებში ვიზიტების განხორციელება, რომელთა მიზანია აღნიშნული დაწესებულებების გამოწვევების ადგილზე გაცნობა და მათზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება; • საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით კულტურის დიპლომატიის გააქტიურება და ოკუპირებულ რეგიონებში კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მონი ტორინგი, დელეგაციების ევროსაბჭოსა და ევროსტრუქტურებში ვიზიტების ფარგლებში კულტურული პროგრამების (მაგალითად: ქართული კინოს კვირეული, თეატრალური დადგმები, წიგნების გამოფენა, სახვითი ხელოვნების გამოფენები, ქართული ფოლკლორის საღამოები, საშემსრულებლო ხელოვნება) განხორციელება. 73 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანასა და აქტივობას, რომლებსაც საკუთა რი ინდიკატორები აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, თითოეული ამოცანისა და აქტივობის შესრულება გაზომვადი და მტკიცებულებებზე დამყარებულია. სტრატეგიული ამოცანა 1 − კომიტეტის საქმიანობათაგან უმნიშვნელოვანესი კანონშემოქმედებაა. ამდენად, ად გილობრივი თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძ ნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა კვლავ პირველი სტრატეგიული ამოცანაა. მოხდება კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო ინიციატივებისა და საკანონმდებლო წინადადებების განხილვა, კომიტეტის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი; სტრატეგიული ამოცანა 2 − კომიტეტის მიერ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სუბიექტების ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფა; სტრატეგიული ამოცანა 3 − საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვა. იგი იზომება აღნიშნული სამი ინდიკატორით: მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წე რილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; კომიტეტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებთან ერთად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან შეხვედრების ჩატარება; პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხ ვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და რეაგირება; სტრატეგიული ამოცანა 4 − კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება. იგი მოიცავს ისეთ ინ დიკატორებს, როგორებიცაა: კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომიტეტის სხდომაზე დამტკიცება; კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცება; კომიტეტის აპარატის საჯარო მოსამ სახურეების სწავლება/ტრენინგების ჩატარება პარტნიორ დაწესებულებებში; კომიტეტის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ყოველწლიური შეფასება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად. საგარეო საქმეთა კომიტეტი 2024 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა კომიტეტი გააგრძელებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხის შემდგომ გააქტიურებასა და არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაზე მუშაობას. კომიტეტი აგრეთვე ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად შესა ბამისი ნაბიჯების განხორციელებას და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. კომიტეტი იმუშავებს აშშ-სა ქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების ხელშე წყობისთვის, ჩაერთვება საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რეგიონალური კვანძის, ე. წ. შუა დერეფნის განვითარებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული კომპლექსური ცვლილებების („საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (№1981-IXმს-Xმპ, 2.11.2022)) შედეგად ამოქმედებული საპარლამენტო კონტროლის რიგი მექანიზმების პრაქტიკაში სწორად და ეფექტიანად გამოყენების ინტენსიური მონიტორინგი. საკონტროლო საქმიანობით გათვალისწინებული და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგულარულად ახორციელებს და მომავალშიც გეგმის თანახმად განახორციელებს ღონისძიებებს, კერძოდ: 74 − საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პერიოდულად სწავლობს და აგრძელებს კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის შესახებ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს; − საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. იგი ასევე განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების უზრუნველყოფას; საკანონმდებლო, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგულარულად, სისტემატურად, საჭიროებისამებრ და გეგმაში რიგი ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრული პერიოდულობით მუდმივად ახორციელებს ზედამხედველობას სამოქმედო გეგმით დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულებისთვის: − კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი; − კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების შემოწმება. პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ კომიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა; − კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლი; საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე მოწვევა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული თანამდებობის პირების მიერ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის საკითხის განხილვა და სათანადო რეაგირება; − პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; − პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; − კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის მისი დამნიშვნელი ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების საკითხის განხილვა, ინფორმაციის შესწავლა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების დაცვის მიზნით სათანადო რეაგირება; − იმ პარლამენტის წევრთა აღრიცხვა, რომლებიც არ არიან არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, და სათანადო რეაგირება; პარლამენტის წევრების კომიტეტების შემადგენლობაში გაწევრების საკითხის რეგულარული კონტროლი; − იმ პარლამენტის წევრთა სიის შედგენა, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის ზომა კომიტეტებისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, და სათანადო რეაგირება ხელფასის დაკავების მიზნით; 75 − კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიის ყოველთვიურად შედგენა და მისი პარლა მენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა; − პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიის ყოველი სესიის ბოლოს შედ გენა და მისი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა. საკონტროლო საქმიანობით გათვალისწინებული და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად: − საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, სამოქმედო გეგმიდან გა მომდინარე, სისტემატურად განახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების კონტროლს. ამ მიზნით კომიტეტი შეისწავლის და შეაფასებს განხორციელებული საპარლამენტო პროცედურების პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მდგომარეობას, საკანონმდებლო აქტის ეფექტიანობას და შესაბამისი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგულარულად აფასებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების მდგომარეობას, აანალიზებს გამოვლენილ ხარვეზებს და ახდენს მათზე სათანადო რეაგირებას, იღებს ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად; − კომიტეტი ახორციელებს/აგრძელებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულების მონი ტორინგს, კერძოდ, შეისწავლის და აანალიზებს კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრების/მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებულ ინფორმაციას, აგრეთვე შეისწავლის პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს (ნორმა 2022 წლის 3 ნოემბერს ამოქმედდა), საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და შესწავლის შედეგებს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად, რეგულარულად ახორციელებს ცალკეული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტის კომიტეტებსა და სხვა საპარლამენტო სტრუქტურებთან, უგზავნის მათ სათანადო შეხსენებებს მათი კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ დავალებათა თაობაზე. კომიტეტი მიღებული ინფორმაციების გაანალიზებისა და აღრიცხვის შემდეგ ამზადებს და პარლამენტის ვებგვერდზე ყოველი თვის დასაწყისში ათავსებს, ასევე პარლამენტის ბიუროს უგზავნის ინფორმაციას საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესახებ, რითაც პარლამენტის კომიტეტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო თვეში შესასრულებელი და შესრულებული დავალებების შესახებ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მუდმივად ახორციელებს საპარლამენტო პროცედურების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს და ახდენს სათანადო რეაგირებას. იგი, სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობის პროცესში გამოვლენილი რიგი ხარვეზების აღმოფხვრის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გან საზღვრული პროცედურების სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით მაქსიმალურად დახვეწის, საპარლამენტო საქმიანობის მარეგულირებელი ცალკეული ნორმების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დაზუსტების, საჭიროების შემთხვევაში ახალი ნორმებისა და რეგულაციების შემოღების მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და მაქსიმალურად ეფექტიანს გახდის საპარლამენტო საქმიანობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი − კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო წინადადებებისა და საერთა შორისო ხელშეკრულებების განხილვა, კომიტეტის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი; − საბიუჯეტო საქმიანობა: 76  ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის გაცნობა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა;  2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის, 6 თვისა და 9 თვის მიმოხილვების პარლამენტის კომიტეტებში განხილვების ორგანიზება, ანალიზი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვა, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველთვიური ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა;  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 2023 წლის წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების საპარლამენტო განხილვების ორგანიზება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განხილვა, შესაბამისი დასკვნისა და პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და კომიტეტში შემოსულ დას კვნებთან ერთად პარლამენტისათვის წარდგენა;  „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაციის პარლამენტის კომიტეტებში განხილვების ორგანიზება, ინფორმაციის გაანალიზება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვა, დასკვნის მომზადება და სხვა კომიტეტების დასკვნებთან ერთად საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;  საქართველოს პარლამენტის, პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2025 წლის საბიუჯეტო განაცხადების განხილვა, დასკვნებისა და პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების პროექტების მომზადება და მსვლელობის მიცემა;  საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და თანამდევი მასალების, ასევე პროექტის გადამუშავებული და საბოლოო ვერსიების საპარლამენტო განხილვების ორგანიზება, განხილვა, საბოლოო დასკვნების მომზადება და შესაბამისი მსვლელობის მიცემა; − კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების პროექტის მომზადება და კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა (ყოველთვიურად, სასესიო პერიოდში), ასევე ჯგუფის მიერ კომიტეტისათვის საზაფხულო და საშემოდგომო სესიების გან მავლობაში თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენებების წარდგენა; − საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სსიპ − საპენსიო სააგენტოს წლიური საქმიანობის ანგარიშების განხილვა, აგრეთვე სსიპ − საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვის განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; − სსიპ − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედ ველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ანგარიშების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში განხილვა; აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი მომავალი სამი წლის (2025-2027 წლების) მო ნეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შემუშავება და პარლამენტისათვის წარდგენა; − საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორის შერჩევის მიზნით მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისთვის წარდგენა, აუდიტორული ფირმის ტენდერის ან კონკურსის გზით შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტთან ერთად პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; პარლამენტის მიერ დადგენილებით შექმნილი საკონკურსო ან სატენდერო კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა; − სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორის შერჩევის მიზნით მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისთვის წარდგენა, აუდიტორული ფირ მის ტენდერის ან კონკურსის გზით შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს პარლა მენტის დადგენილების პროექტთან ერთად პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; პარლამენტის მიერ დადგენილებით შექმნილი საკონკურსო ან სატენდერო კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა; − ევროკავშირის პროექტში „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ (Twin ning Project) მონაწილეობა და თანამშრომლობა; 77 − კომიტეტის საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება; − საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათთან თანამშრომ ლობა; − მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. სპორტის კომიტეტი 2024 წელს კომიტეტის თემატური პრიორიტეტები იქნება: • მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების ხელშეწყობა; • სპორტის მთლიანობის დაცვა; • ეკონომიკის განვითარებაში სპორტის როლის გაზრდა; • საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; • სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე. პრიორიტეტების შესაბამისად კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები იქნება: • დარგობრივი პოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარება, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესაბამისად, ახალი რეგულაციების შემოღება ან/და მოქმედთა დახვეწა; • დარგობრივი პოლიტიკის სფეროში რეფორმების ინიციირება და მათი განხორციელება; • საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა; • ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორ ციელებაზე ზედამხედველობა; • სფეროში მოქმედი საერთაშორისო ვალდებულებებისა და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი; • ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი დარგობრივი პოლიტიკის სფეროში განსაზ ღვრული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმების შესაბამისად; • კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების შესრულების მო ნიტორინგი; • დარგობრივი პოლიტიკის სფეროში ჩართულ სუბიექტებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოელ პარტნიორებთან, თანამშრომლობა; • სპორტში და სპორტის მეშვეობით საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; • სპორტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა; • სპორტის წინაშე არსებული გამოწვევების, მათ შორის, დოპინგის, სპორტული შეჯიბრების მანიპულაციის, დისკრიმინაციისა და ძალადობის, წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. 78 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონ მდებლო საქმიანობის განხორციელება კომიტეტის წევრთა მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვა: მნიშვნელოვანია აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ნააკ-ისა და თემატური მოკვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ახალი საკანონმდებლო ინიციატივის (ინიციატივების) შემუშავებას, კერძოდ: − „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის (ნააკ) შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება; − „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის (ნააკ) შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება; − თემატური მოკვლევის − „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები საქართველოში“ შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივების შე მუშავება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2024 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესი ებზე ასევე გეგმავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას. დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა ეს ამოცანა შედგება 22 აქტივობისგან. აქედან აღსანიშნავია კანონების აღსრულებაზე ზედამხედველობა, დარგში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების მიმდინარეობის კონტროლი, ასევე ნააკ-ისა და თემატური მოკვლევების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განხორციელება და სხვა. მათგან აღსა ნიშნავია: − „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერ თიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის/ანგარიშების განხილვა; − გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება; − კომიტეტის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი; − ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების (შერჩევით) შესახებ სამინისტროს ანგარიშის მოსმენა; − „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის ჩატარება; − დარგში მიმდინარე რეფორმების შესახებ სამინისტროს ანგარიშის მოსმენა; − ტყვიით მოწამვლის პრევენციისა და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნის საკითხების განხილვა; − „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის (ნააკ) ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ჩატარება; − „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ სა ქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის (ნააკ) ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შეს რულების მონიტორინგის ჩატარება; − თემატური მოკვლევის − „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები სა ქართველოში“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ჩატარება; − თემატური მოკვლევის − „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარ გლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ჩატარება; 79 − სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის თაობაზე სამინისტროს ანგარიშის მოსმენა; − ფარმაცევტულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან (პოლიპრაგმაზიისა და პოლიფარმაციის საკითხები, ელექტრონული რეცეპტი, ფარმაცევტულ კომპანიებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ეთიკური მარ კეტინგის კონტროლის მექანიზმი და სხვა) დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა; − ნარკოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვა. 2024 წლისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ფისკალური პოლიტიკის ანალიზის საშუალებით საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის ეფექ ტიანად განხორციელების მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის მიმარ თულებით დაგეგმილია შემდეგი ახალი დოკუმენტების მომზადება:  მომზადდება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიმოხილვა;  მომზადდება სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი პროგრამულ ჭრილში;  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაიწყება გენდერული ბიუჯეტირების თანამედროვე მეთო დოლოგიის შემუშავება და ბიუჯეტის გენდერული ანალიზი;  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაიწყება „მწვანე ბიუჯეტირების“ მეთოდოლოგიის შემუშავება და ამ კუთხით ბიუჯეტის ანალიზი;  გაღრმავდება მუნიციპალური ბიუჯეტების შესახებ კვლევითი მიმოხილვები. მაკროეკონომიკური გარემოს მონიტორინგისა და ანალიზის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი ახალი პრო დუქტების შემუშავება:  შემუშავდება მონეტარული და საფინანსო სექტორის წლიური მიმოხილვა;  OECD-ის პრინციპების შესაბამისად, გამოიცემა დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტებისთვის გან საზღვრული პროგნოზირების შეფასების დოკუმენტი;  მაკროეკონომიკური პროგნოზირების გაძლიერების მიზნით დაიწყება ახალ, თანამედროვე QPM-მოდელის დანერგვაზე მუშაობა. საკანონმდებლო პროცესში პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით და გეგმილია:  მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და, შესაბამისად, რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) მექანიზმის გამოყენების მხარდაჭერა;  საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების გაუმჯობესება;  ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის (CBA − cost benefit analysis) მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ 2024 წლის საქმიანობის ფარგლებში დაგეგ მილია შემდეგი აქტივობები:  80 ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი იმუშავებს ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, რაც გულისხმობს საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებლობის ზრდის თვალსაზრისით რიგი ღონისძიებების გატარებას და ამ კუთხით ევროპულ პრინციპებთან და ახლოებას;  მიმდინარე წელს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი გახდა ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინ სტიტუციების ქსელის დამკვირვებელი წევრი. შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი იმუშავებს აღნიშნული ორგანიზაციის პრინციპებსა და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით;  პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება რიგი ღონისძიებების გატარება საბიუჯეტო ოფისის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციებისათვის განსაზღვრულ პრინციპებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. სსიპ − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ 2024 წელს განსახორციელებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა სსიპ − საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს 2024 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შემდეგი აქტი ვობები:  კვლევითი ცენტრის თანამშრომელთა შეფასებისათვის მეთოდოლოგიის შემუშავება და შეფასების სის ტემის დანერგვა;  კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისათვის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის შემუ შავება, პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვა;  საინფორმაციო-კვლევითი დოკუმენტების მომზადებისათვის მეთოდოლოგიის განახლება და დანერგვა;  შემაჯამებელი ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებისათვის მეთოდოლოგიის განახლება და დანერგვა;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე, 39-ე და 155-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლება მოსილებების ფარგლებში დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით კვლევითი ცენტრის მიერ ანალიტიკურკვლევითი დოკუმენტების მომზადებისათვის მეთოდოლოგიის განახლება და დანერგვა;  კვლევითი ცენტრის თანამშრომელთა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე, 39-ე და 155-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ჩართულობის გაძლი ერება;  ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;  ევროპის საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრსა (ECPRD) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების კვლევით ქსელთან (EPPRN) თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2024 წელს დაგეგმილი სამუშაოები  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ I და II კორპუსში ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და წლის ბოლომდე დამონტაჟებული იქნება კონდენსაციის და ვენტილაციის სისტემა. ამავე კორპუსებში გამოყენებული იქნება მე-20 საუკუნის დასაწყისში დამონტაჟებული საჰაეროსავენტილაციო არხები.  14 აპრილს, დედაენის დღეს, გაიხსნება ქართული დამწერლობის დარბაზი, სადაც ქართული დამწერლობის სამი ფორმის, მისი ისტორიის და უძველესი დამწერლობების ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია მოეწყობა. დარბაზში ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი ბაგრატის ტაძრის უნიკალური იატაკის ასლი.  II კორპუსში გაიხსნება რესტავრაციის და კონსერვაციის თანამედროვე ლაბორატორია, დაიწყება სარე მონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ივანე მაჩაბლის ისტორიულ დარბაზში.  ეროვნული ბიბლიოთეკის მფლობელობაში არსებულ „ავლაბრის არალეგალურ“ სტამბაში ისტორიულ შენობას ჩაუტარდება სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები და გამოიცვლება სახურავი. პარალელურად, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა გიორგი გურჯიევისადმი მიძღვნილი გამოფენა.  მიმდინარე წელს ეროვნული ბიბლიოთეკა ტრადიციულად შეიძენს საქართველოს ეროვნული ბიბლიო გრაფიის უნიკალურ გამოცემებს, რომლებიც მისი დაარსების დღიდან ფონდებში დეზიდერატად იყო 81 მიჩნეული (გამოცემებს, რომლებიც არ არიან დაცული ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში). აგრეთვე, შეიძენს მსოფლიო პოლიგრაფიის უმნიშვნელოვანეს ძველნაბეჭდ ან აკადემიურ გამოცემებს.  2024 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს შეეძლება დისტანციურად დაჯავშნოს წიგნები ბიბლი ოთეკაში მისვლამდე.  2024 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გეგმავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობით სხვადასხვა ქვეყანაში ქართული წიგნის კუთხეების გახსნას.  ბოლო წლებში ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად მუშაობს უცხოეთში ქართული ემიგრაციის არქივების მოძიებაზე და ჩამოტანაზე. მიმდინარე წელს იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი არქივის დაბრუნება საქართველოში.  ეროვნული ბიბლიოთეკა შექმნის უნიკალურ მონაცემთა ბაზას, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თავად ატვირთოს სამეცნიერო ნაშრომები, ლიტერატურული ნაწარმოებები. საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებს ექნება ცალკე პორტალი, სადაც მათ მიერ მომზადებული საჯარო ინფორმაცია აიტვირთება.  2024 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკა ქმნის პროგრამას ქართული პრესის ციფრული არქივის გაფარ თოებისათვის. იგეგმება ქართული გაზეთების სრული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნა და, ამ მიზნით, 2 უნიკალური მონაცემის სკანერის შეძენა. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ 2024 წელს განსახორციელებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი საქმიანობა 2024 წელს (საანგარიშო პერიოდში) დაუკავშირდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულებას. საბჭომ შეითანხმა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების არსებითი ნაწილი, მაგრამ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების, სახელმწიფო ღონისძიებების მნიშვნელოვანი რაოდენობის, ასევე რიგი საჯარო დაწესებულებების ემბლემებისა და ბლანკების საერთო-სახელმწიფოებრივ სტილთან შესაბამისობა. საბჭოს საქმიანობა 2024 წლის განმავლობაში ასევე მოიცავს სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრას. 2024 წელი დაუკავშირდება ასევე ჰერალდიკური ნორმებისა და საქართველოს მუნიციპალური ჰერალდიკისათვის დამახასიათებელი მხატვრულ-შინაარსობრივი სტილის საფუძველზე ქალაქ თბილისის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დადგენას. სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ცნობადობის გაზრდის, ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების მიზნით საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის პლენარულ სხდომასა და კოლოკვიუმში (36th International Congress of Genealogi cal and Heraldic Sciences, Boston, 24-27 September 2024). სიმბოლოების პოპულარიზაციის (გამოფენების მოწყობის, ლექციების გამართვის), თემატური ლიტერატურის გამოცემის, ისტორიული და თანამედროვე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ანალიზისა და ახალი წინადადებების შემუშავებისა და ქვეყნის რეალობაში დანერგვის ყოველდღიური საქმიანობის გარდა, 2024 წლის განმავლობაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისათვის მოიზიდავს ახალ თანამშრომლებს, სფეროთი დაინტერესებულ სტაჟიორებს. 82