„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
მუხლი 1. ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს
ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76, სარეგისტრაციო
კოდი: 010.290.000.05.001.000.283) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 262 მუხლი:
,,მუხლი 262
იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრიც შედის საქართველოს პარლამენტის
საპარლამენტო უმრავლესობაში, ეკრძალება შემოწირულობის მიღება საჯარო
შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად, ერთი წლის განმავლობაში 1
მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვაში/შესყიდვებში
გამარჯვებული ,,საჯარო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული მიმწოდებლის დირექტორის, ხელმძღვანელი ორგანოს
წევრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და მიმწოდებლის კაპიტალის 10
პროცენტზე მეტი წილის მფლობელის მხრიდან, მათ მიერ აღნიშნულ
შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებიდან 3 წლის განმავლობაში.’’
მუხლი 2.
1. ეს ორგანული კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ორგანოებში საჯარო
შესყიდვები მიმდინარეობს იმგვარად, რომ დიდ თანხებთან დაკავშირებულ
ტენდერებში იმარჯვებენ ისეთ კომპანიები, რომელთა მმართველობითი რგოლი
შემდგომ ახდენს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიის დაფინანსებას,
ხოლო პარტია კი - ეწევა შესაბამისი ბიზნესის ლობირებას. კანონპროექტი
გამიზნულია ,,საჯარო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული
პროცედურების დასაცავად ისეთი ქმედებებისაგან, როგორიცაა საჯარო შესყიდვის
მეშვეობით დაინტერესებული პირის მიერ ბიზნესის ლობირება ან ირიბი და
არამართლზომიერი ფინანსური ინსტრუმენტებით პოლიტიკური პარტიის
დაფინანსებაში ჩართულობა და შესაბამისი პროცესების მართვა. ჩვენს რეალობაში
საკმაოდ გავრცელებულია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ტენდერებში
გამარჯვებული
კომპანიის
დირექტორები,
ხელმძღვანელი
ორგანოსა
და
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აფინანსებენ მმართველ პოლიტიკურ პარტიებს, რაც
ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება ამა თუ იმ კომპანიის
ტენდერში გამარჯვება იმისათვის, რათა პარტიამ მიიღოს მეტი დაფინანსება. ეს კი
ხელს უშლის ,,საჯარო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით
გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც საჯარო შესყიდვისთვის
განკუთვნილი ფულადი სახსრები უნდა იხარჯებოდეს ეფექტიანად, რაციონალურად
და გამჭვირვალედ.
აუცილებელია მოხდეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური
პარტიის მიმართ შემოწირულობის მიღების აკრძალვა კონკრეტული ღირებულების
მქონე საჯარო შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი
პირების მხრიდან, განსაზღვრული ვადის განმავლობაში, რითაც დაზღვეული იქნება
ისედაც მეტი ძალაუფლების მქონე პარტია დამატებითი კორუფციული ფინანსური
წყაროებით მიღებული შემოსავლებისაგან, ხოლო ტენდერის პროცედურა გაცილებით
ობიექტურად და შესაბამისად - რაციონალურად ჩატარდება, ეს კი შეამცირებს
საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. ამისი თვალსაჩინო მაგალითია
ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კმ-იანი
მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც 2017 წელს დაიწყო და 2
წელიწადში, 2019 წელს, უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ გავიდა 5 წელიწადი და
ამ გზის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. არაერთხელ შეიცვალა ამ
პროექტის ღირებულება, დასრულების თარიღი და კონტრაქტორი კოპანია. 2017 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების შესახებ დანართში მისი მთლიანი
ღირებულება განსაზღვრული იყო 85 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წლის
მონაცემებით მისი ღირებულება გაზრდილია 151 მილიონ ლარამდე. მოცემულ
სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის შპს ,,არალის“, რომელთანაც
სახელმწიფომ შეწყვიტა ხელშეკრულება შეუსრულებელი სამუშაოების გამო,
დირექტორსა და 25%-იანი წილის მმართველს დემეტრე თათეშვილს, 2021 წლის
აგვისტოში, მმართველი პარტიისთვის 50 000 ლარი აქვს გადარიცხული. თვითონ
კომპანიის სახელით კი 2017 წელს, იმავე პარტიის სასარგებლოდ, 40 000 ლარი
გადაირიცხა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საკითხები, რომლებსაც ეხება კანონპროექტი, მიეკუთვნება ,,მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით
რეგულირებულ სფეროს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად
საჭიროა ამ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში
შემავალი პოლიტიკური პარტია დაზღვეული იქნება კორუფციული გარიგებით
მიღწეული შემოსავლების მიღებისგან, ხოლო სახელმწიფო ორგანოებში საჯარო
შესყიდვისათვის განკუთვნილი თანხების განაწილება გახდება უფრო ეფექტიანი და
რაციონალური. კანონპროექტის მიღებით შეიზღუდება ე.წ. ,,იურიდიული
ხვრელების’’ მეშვეობით გვერდის ავლის მექანიზმი, რომელიც მიმართულია
არამართლზომიერი
ინტერესების
დასაკმაყოფილებლად
და
ბიზნესის
ლობირებისათვის, უმრავლესობაში შემავალი პარტიის მხრიდან.
კერძოდ: კანონპროექტის მიღებით მმართველ პოლიტიკურ პარტიას აეკრძალება
შემოწირულობის მიღება საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად ერთი წლის
განმავლობაში
1 მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების საჯარო
შესყიდვაში/შესყიდვებში
გამარჯვებული
,,საჯარო
შესყიდვების
შესახებ’’
საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმწოდებლის (ეკონომიკური
ოპერატორის) დირექტორის, ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო
საბჭოს წევრის და მიმწოდებლის კაპიტალის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელის
მხრიდან, აღნიშნულ შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებიდან 3 წლის განმავლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის ,,მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის III თავში (პარტიისა და
განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ქონება და ფინანსები, მათი ფინანსური
საქმიანობის მონიტორინგი). კერძოდ, აღნიშნულ თავში არსებულ 26-ე მუხლის
შემდგომ რეგლამენტირებულ 261 მუხლს დაემატება ახალი 262 მუხლი, რომელშიდაც
სამართლებრივად განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი
პოლიტიკური პარტიის მიმართ კორუფციული გარიგების საფუძველზე მოპოვებული
ფინანსური შემოწირულობის მიღების აკრძალვა. კერძოდ: 26-ე სეკუნდა მუხლი
ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ,,იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრიც
შედის საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში, ეკრძალება
შემოწირულობის მიღება საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად, ერთი
წლის
განმავლობაში
1
მილიონი
ლარის
ან
მეტი
ღირებულების
შესყიდვაში/შესყიდვებში
გამარჯვებული
,,საჯარო
შესყიდვების
შესახებ’’
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
მიმწოდებლის
დირექტორის,
ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და მიმწოდებლის
კაპიტალის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელის მხრიდან, მათ მიერ აღნიშნულ
შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებიდან 3 წლის განმავლობაში.’’
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული ორგანული კანონის პროექტი კავშირში
იმყოფება ,,საჯარო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლში
რეგლამენტირებულ ,,მიმწოდებლის’’ ცნებასთან, რომელი ნორმაც უნდა ამოქმედდეს
2025 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად, ეს ორგანული კანონის პროექტი ძალაში უნდა
შევიდეს ასევე 2025 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ორგანული კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს პირდაპირ გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი
პოლიტიკური პარტია მიიღებს შემოწირულობას ,,საჯარო შესყიდვების შესახებ’’
საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ მიმწოდებლის დირექტორის,
ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან მიმწოდებლის
კაპიტალის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელისგან, რომელმა მიმწოდებელმაც
საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად, ერთი წლის განმავლობაში 1
მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვაში/შესყიდვებში გაიმარჯვა, მაშინ
აღნიშნული პარტია ვალდებულია ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს
შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა
გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ რა რაოდენობით გაიზრდება სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ეს დამოკიდებული იქნება ამ ცვლილებით
განსაზღვრული ნორმის დარღვევებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი ზღუდავს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური
პარტიის მიმართ კორუფციული გარიგებით მისაღებ შემოსავლებს, რაც შეიძლება
გამოიხატოს საჯარო შესყიდვაში/შესყიდვებში კონკრეტული მიმწოდებლის
ხელოვნურად გამარჯვებით იმისათვის, რათა შესყიდვის/შესყიდვების საფუძველზე
მიღებული თანხები შემდგომ გადაიგზავნოს ამ პარტიის დასაფინანსებლად. აქედან
გამომდინარე, კანონპროექტი უზრუნველყოფს ჯანსაღ ფინანსურ გარემოს
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებსა და საჯარო
შესყიდვაში/შესყიდვებში, ხოლო იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებზედაც კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს აქვთ პირდაპირი გავლენა,
კანონპროექტის
მოქმედება
გამოიხატება
ე.წ.
კორუფციული
გარიგებით
უზრუნველყოფილი შემოსავლების შეზღუდვაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს მიერ
ჩატარებული კვლევით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა
თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის
ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი
ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების
დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია.
კვლევითი ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორის’’ ინფორმაციით, მხოლოდ 2021
წლის 2 აგვისტოდან, 15 სექტემბრამდე ,,ქართულმა ოცნებამ“ კომპანიებისგან 460,500
ლარი მიიღო. მათივე ცნობით, კომპანიებმა, რომლებმაც მმართველ პარტიას
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯამში 67,000 ლარი შესწირეს, სახელმწიფო
შესყიდვებიდან თითქმის 8 მილიონი ლარი მიიღეს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.