საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-2908/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-2908/24 01-03-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2023 წელს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: „35“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 2023 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში თბილისი 2024 სარჩევი შესავალი 6 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 7 კულტურის კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები 9 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები 10 საერთაშორისო ვალდებულებები 11 კანონშემოქმედებითი მიმართულება 12 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები 12 სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები 14 რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები 18 საზედამხედველო მიმართულება 19 კომიტეტის მიერ განხილული ანგარიშები 19 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშები 22 თემატური მოკვლევა 22 ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების მონიტორინგი 23 წარმომადგენლობითი მიმართულება 24 საზოგადოებასთან ურთიერთობა 24 შეხვედრები რეგიონებში 24 საერთაშორისო თანამშრომლობა 26 ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება 30 საკონსულტაციო საბჭო 31 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა 33 შეჯამება 35 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 5 შესავალი 2023 წელი, კულტურის კომიტეტისთვის გამოირჩეოდა აქტიური საქმიანობით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებუ ლებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ამზადებდა საკანონმდებლო საკით ხებს, ხელს უწყობდა პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებას და აკონტროლებდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარი შის წარდგენის ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფი სათვის საჭირო მექანიზმია. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს და მოიცავს 2023 წლის 1 იან ვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას. ანგარიშში წარმოდგენილია კომიტეტის ზოგადი საქმიანობა, მთავარი მიღწევები და გამოწვევები, კომი ტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მდგომარეობა, კომიტეტის კა ნონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად გაწეული აქტივობები და სხვა მიმართულებები. მოცემული ანგარიშის მეშვეობით ხდება კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ დაინ ტერესებული პირების ინფორმირება. საჯარო უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების 16.6 მიზანს, რომელიც გულისხმობს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე. ამასთანავე, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივის მიხედვით, საჯარო მმართველობის პრინციპებს შორისაა ანგარიშვალდებულება, სანდოობა, პროგნოზირებადობა, მონაწილეობა, ღიაობა, გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ეფექტურობა. საქმიანობის პროცესში, ზემოხსენებული პრინციპების დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგ ლამენტის შესაბამისად, კულტურის კომიტეტი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს, რომელიც წარედ გინება საქართველოს პარლამენტს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე. 6 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 2023 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში, კულტურის კომიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა და მხარს უჭერდა კულტურის პოლიტიკას, მათ შორის, ამ სფეროებში ინსტიტუციური რეფორმირების კუთხით. კომიტეტი ამზადებდა და განიხილავდა კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კანონპროექტებს. კომიტეტი უზრუნველყოფდა კულტურის სფეროში პროექტების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, დარგობრივი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტი საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მიზნით აქტი ურად იყენებდა საპარლამენტო დიპლომატიას. საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, კომიტეტის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეხვედრებში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. კულტურის კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესა ბამისად და სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა: • კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვას; • საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის გზით; • საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; • საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების ჩართულობას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო შემდეგი მიზნების მიღ წევისკენ: • კულტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და აღნიშნულ პროცესში თანამონაწილეობა; • კულტურულ სფეროში საზოგადოების ფართო ჩართულობის ხელშეწეყობა. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 7 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კულტურის კომიტეტის შემადგენლობა:  ელისო ბოლქვაძე       ირაკლი მეზურნიშვილი 8 ისკო დასენი გრიგოლ ვაშაძე ბაია კვიციანი ბექა ოდიშარია გივი ჭიჭინაძე ელისო ბოლქვაძე ირაკლი მეზურნიშვილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ისკო დასენი გრიგოლ ვაშაძე ბაია კვიციანი კომიტეტის წევრი კომიტეტის წევრი კომიტეტის წევრი ბექა ოდიშარია გივი ჭიჭინაძე კომიტეტის წევრი კომიტეტის წევრი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში კულტურის კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები კულტურის კომიტეტის მიღწევებიდან აღსანიშნავია: • პირველად გერმანიის და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომი ტეტისა და გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რომელიც ბუნდესტაგის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცა. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც კოვიდ პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა. ასევე განხილულ იქნა სახელოვნებო ინდუსტრიების განვითარებისა და რეფორმების საკითხები. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელები და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლები. ამასთანავე, 2024 წლის მაისის თვეში იგეგმება ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და დეპუტატების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, რათა გაიმართოს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ერთობლივი კომიტეტის სხდომა. • 2023 წლის 21 სექტემბერს, ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 9 კომიტეტები, მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სა მართლის ნორმების შესაბამისად, იმუშავებენ კულტურის სფეროში საპარლამენტთაშორისო თა ნამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივებზე. • 2024 წლის 20-23 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და განათ ლების კომიტეტის ერთობლივი სხდომა. კულტურის სფეროს გამოწვევები:  სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, კულტურის კომიტეტი გააგრძელებს სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების, ასევე სიღრმისეული კვლევების მეშვეობით მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, რაც შესაძლებელს გახდის კულტურის სფეროში საზოგადოების მეტად ჩართულობას და მისაწვდომობას. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები კულტურის კომიტეტმა, 2023 წლის თებერვლის თვეში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, სხდომაზე დაამტკიცა კომიტეტის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა 4 ძირითად მიმართულებას, კერძოდ:  პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება;  საზედამხედველო საქმიანობა;  საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;  კომიტეტის ორგანიზაციული განვითარება. კომიტეტმა 2023 წლის განმავლობაში სხვა საკითხებთან ერთად, პრიორიტეტად განსაზღვრა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელება და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნა საკითხზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები წარმატებით შეასრულა, მათ შორის სა ქართველოს პარლამენტმა განიხილა და სამი მოსმენით მიიღო ზემოხსენებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ ცვლილებებთან ერთად, რომლის ერთერთი ავტორი და ინიციატორი გახლდათ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე. აღ ნიშნულ ცვლილებებზე კომიტეტი ჩართულ მხარეებთან ერთად 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, სამოქმედო გეგმის მიხედვით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავების მიზ ნით, კომიტეტმა 2023 წლის 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავშირებით საკითხზე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. მოკვლევის ჯგუფის წევრებმა საკითხზე მთავარ მომხსენებლად აირჩიეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე. თემატური მოკვლევა 10 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარმატებით განხორციელდა და ანგარიში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისას წარედგინება კომიტეტს. 2023 წლის განმავლობაში ეფექტიანი ფინანსური (საბიუჯეტო) ზედამხედველობის მიზნით, კომიტეტმა მოისმინა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კულტურის დარგობრივი სფეროების ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშები, განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავ რობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ როგორც „საქართველოს 2023 წლის სა ხელმწიფო ბიუჯეტის“, ასევე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებს. მოისმინა და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ ანგარიში. ხაზგასასმელია, რომ გასული წლის განმავლობაში, კომიტეტმა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობები, რომლებიც სამოქმედო გეგმით არ იყო გათვალისწინებული. საერთაშორისო ვალდებულებები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა SDG 2023 წლის განმავლობაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის მიმართულებით კომიტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:  განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი – ბაია კვიციანი;  კომიტეტმა შეიმუშავა და სამოქმედო გეგმაში ასახა 2023 წელს განსახორციელებელი ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მე-6 ამოცანის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე, კულტურის კომიტეტი ახორციელებდა შემდეგ აქტივობებს: • დროულ და ეფექტიან რეაგირებას ახდენდა მოქალაქეთა მიერ შემოსულ განცხადებებზე; • მოქალაქეებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე, საკონსულტაციო შეხვედრებს წარ მართავდა როგორც კომიტეტის წევრების, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლების ჩარ თულობით; • კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების (სხდომები, შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.) შესახებ მოქალაქეებს აწვდიდა ინფორმაციას პარლამენტის ვებ-გვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების გამოყენებით. კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ვიკიპედიასთან. პერიოდულად კომიტეტის აქტივობისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია ემატება კულტურის კომიტეტის ვიკიპედიის გვერდს. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 11 კანონშემოქმედებითი მიმართულება საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წელს ჩაატარა ოცდაორი სხდომა. კომიტეტმა წამყვანის სტატუსით განიხილა რვა კანონპროექტი და ერთი საერთაშორისო შეთანხმება, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით ოცდარვა ნორმატიული აქტის პროექტი. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბაია კვიციანის, ირაკლი მეზურნიშვილის, ელისო ბოლქვაძის, ბექა ოდიშარიასა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქარ თველოს კანონების პროექტები: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქარ თველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კა ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგ ლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/334; 31.05.2023); აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება გათვალისწინებული იყო კულტურის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმით და მასზე კომიტეტი ჩართულ მხარეებთან ერთად (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, USAID, CLDP, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები) 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღებით, დაიხვეწა და მეტად ჰარმონიზებული გახდა ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან, უზრუნველყოფილ იქნა საქართველოში ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულირება, რაც თავის მხრივ 12 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის გამართულ ფუნქციონირებას, აღადგენს მოსარგებლეთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ. ამასთანავე, საკანონმდებ ლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შედეგად, დეტალურად გაიწერა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის როგორც შექმნის, ასევე, მისი აკრედიტაციის წესები და პირობები. განისაზღვრა აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო, აგრეთვე, ქონებრივი უფლებების კო ლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები. საქართველოს პარლამენტმა განიხილა და სამი მოსმენით მიიღო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლი ლებათა პაკეტი. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, ვლადიმერ კახაძის, რამინა ბერაძის, ალუდა ღუდუშაურის, მერაბ ქვარაიას, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, ეკა სეფაშვილის, გოდერძი ჩანქსელიანის, ანტონ ობოლაშვილისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/359; 04.10.2023); წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია, პირთა კონკრეტული ჯგუფისათვის (ბენეფიციარი, ავტორიზებული პირი) ისეთი სამართლებრივი ბერკეტის შექმნა, რომლის მეშვეობით ავ ტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გა დახდის წინაპირობების გარეშე ბენეფიციარს მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება, ხოლო ავტორიზებულ პირს კი ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება და გავრცელება მხოლოდ ბენეფიციართა მიერ გამოსაყენებლად. ამასთანავე, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნის ავტორიზებული პირებისგან მიიღოს ადგილობრივ და საერთაშირისო დონეზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნება 2013 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებულ „უსინათლო, მცირემხედველი ან ბეჭდური ინფორმაციის კითხვის სხვა გვარი სირთულეების მქონე პირთათვის გამოცემულ ნაწარმოებებზე მისაწვდომობის ხელშეწყობის შე სახებ შეთანხმების“ („მარაკეშის შეთანხმება“) დებულებებს და შესაბამისად, ის თავსებადია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. საქართველოს პარლამენტმა განიხილა და სამი მოსმენით მიიღო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლი ლებათა პაკეტი. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 13 სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები კულტურის კომიტეტმა 2023 წლის განმავლობაში სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა ოც დარვა ნორმატიული აქტის პროექტი, კერძოდ: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/215; 21.11.2022); ინიცირებული ცვლილებებით, მინისტრის აპარატს, როგორც სამშვიდობო პოლიტიკისა და სამო ქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მაკოორდინირებელ დაწესებულებას, ექნება შესაძლებლობა, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით, ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის სამშვიდობო ინიციატივების, ასევე სხვადასხვა კონკრეტული მიზნების განხორციელებისათვის გასცეს მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№072/240; 28.12.2022); 14 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა ეტაპობრივად, კონკრეტულ ვადებში, დაუახლოვოს სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობას. კანონი შედგება 5 თავის, 32 მუხლის და 3 დანართისგან (დანართი I – ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობების ნუსხა; დანართი II – დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩამონათვალი; დანართი III – საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრის კრიტერიუმები). ცვლილებათა პაკეტი ხელს შეუწყობს, როგორც სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას, აგრეთვე ამ მიმართულებით ჩამოყალიბდება ევროკავშირის კანონმდებლობის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს. 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, ნინო წილოსანის, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილისა და ეკა სეფაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-3/328; 24.05.2023); ცვლილებათა პაკეტის მიღებით, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მოვა ჰარმონიზაციაში. ამასთან, კანონი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და დასაქმების თვალსაზრისით. აგრეთვე, გაუმჯობესდება ტურისტული მომსახურების ხარისხი, ასევე ტურისტთა უსაფრთხოება. უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის კოორდინაცია და სხვადასხვა ზომების განხორციელება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ტურისტული პროდუქტების შექმნასა და რეკლამირებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი ლების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კო დექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/306; 05.07.2023); კანონპროექტის მიღებით და იხვეწა და ევროკავშირის სტანდარტებთან მეტად ჰარ მონიზებული გახდა სასაქონ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 15 ლო ნიშნების კანონმდებლობა. ცვლილებების შედეგად, ერთი თვით შემცირდება სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის ჩატარების ვადა, ასევე, გამარტივდება ექსპერტიზის პროცედურა, როგორც საქპატენტის ექსპერტებისთვის, ისე განმცხადებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ გაიზრდება საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი ორგანოს სააპელაციო პალატის უფლებამოსილებები, რაც დადებით გავლენას იქონიებს სასაქონლო ნიშნების სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე. მნიშვნელოვან სიახლეს წარ მოადგენს სასერტიფიკაციო ნიშნების ცნების შემოტანა ქართულ რეალობაში, რაც დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება როგორც სფეროს, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/320; 19.09.2023); ცვლილებების შედეგად, დაზუსტდა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდე ლები, კერძოდ: ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი გაიზარდა 835,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 640,0 მლნ ლარის ოდენობით. რაც შეეხება უშუალოდ კომიტეტის კომპეტენციის/საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკანონ მდებლო ცვლილებას: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფი ნანსება გაიზარდა 34,0 მლნ ლარით და განისაზღვრა 465,2 მლნ ლარით. დამატებითი თანხიდან 27,5 მლნ ლარი გათვალისწინებულია მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენთათვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებისთვის, ხოლო 6,5 მლნ ლარი – რაგბსა და კალათბურთში მსოფლიო ჩემპიო ნატებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებასთან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. 16 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი – „ქვეყნის ძირითადიმონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება – „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/322; 29.09.2023); კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, სალომე ჯინჯოლავას, ირაკლი ზარქუას, ქეთევან ჩარკვიანის, ნოდარ ტურძელაძის, ზაალ მიქელაძის, ანზორ ბოლქვაძის, რესან კონცელიძის, გენრიეტა წიწავას, ირმა ზავრადაშვილის და რამინა (რიმა) ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/376; 01.11.2023); საკანონმდებლო ცვლილებებით დაიხვეწა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა რეგულირებები. ამასთანავე, კანონის მიღებით მაქსიმალურად შემცირდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებული დარღვევები და ზოგადად ამ მიმართულებით მოსალოდნელია მეტად პრევენციული სისტემის შექმნა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 17 რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები 2023 წელს კულტურის კომიტეტმა, განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ორი საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება, რომლებზეც მომზადდა შესაბამისი დასკვნები, კერძოდ: 1. კომიტეტმა წამყვანის სტატუსით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/207; 14.11.2022); სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და საზო გადოებების უკეთ გაცნობასა და დაახლოებას, აგრეთვე საქართველოსა და გერმანიის ხალხების ურთი ერთგაგებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტის მიერ. 2. კომიტეტმა სავალდებულოს სტატუსით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირების თვის წარმოდგენილი „2019 წლის 21 ოქტომბრის „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (№07-2/282; 18.05.2023); ცვლილებების თანახმად, სქოლიო დაემატა 155(1) მუხლში მოცემულ ტერმინს „ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალი“, მისი დაზუსტებისა და განმარტების მიზნით. აგრეთვე, შეთანხმება ადგენს გამონაკლისებს მე-8 თავის მოქმედებიდან, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კლინიკური სამდიცინო მომსახურებების შესყიდვებს. მხარეთა მოლაპარაკების თანახმად, აღნიშნული და სხვა ცვლილებები გან ხორციელდება მხარეთა შორის ნოტების გაცვლის გზით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტის მიერ. 18 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში საზედამხედველო მიმართულება 2023 წლის განმავლობაში, კულტურის კომიტეტმა მოისმინა შვიდი ანგარიში, საიდანაც ოთხი წარმო ადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის მიერ განხილული ანგარიშები სსიპ-საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში (№1-5987/23; 28.04.2023); საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძირითად სამოქმედო პრიორიტეტებად განსაზღვრა: საყოველთაო წვდომა; საყოველთაო მომსახურება; თვალთახედვების მრავალფეროვნება; საგანმანათლებლო, კულტუ რული, შემეცნებითი, საზოგადოებრივი პოლიტიკური პროდუქციის წარმოების და ხარისხის ზრდა; ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (საგანმანათლებლო, გასართობი, სხვა) პროდუქციის წარმოების და ხარისხის ზრდა; ტელესკოლის, როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებითი პლატფორმის კონცეფციის შემუშავება და განვითარების გეგმის მომზადება; პროდუქციის ხარისხის, მრავალფეროვნების და ზეგავლენის წლიდან წლამდე ზრდა; არქივის გაციფრულების და შენახვის შემდგომი უზრუნველყოფა. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ბიუჯეტის შესრულებას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2022 წლის მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა 80,779,328 ლარი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 2022 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებულმა საკასო შემო სავალმა შეადგინა 124,283,754 ლარი. აქედან, 69,853,000 ლარი შეადგინა სახელმწიფო ასიგნებამ, 49,931,700 ლარი შეადგინა შენობის რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ, ხოლო – 4,499,054 ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა. 2022 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეულმა ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა 76,392,513 ლარი. 2022 წლის დასაწყისში მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთმა შეადგინა 6,718,668 ლარი, წლის დასასრულს დარჩენილმა საკასო ნაშთმა კი 54,609,908 ლარი. კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და მხარი დაუჭირა მის პარლამენტის პლე ნარულ სხდომაზე განხილვას. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 19 კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 11 აპრილს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა მოისმინე აჭარის ავტონომიურ რესპუბ ლიკაში სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგო მარეობის შესახებ ინფორმაცია. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების ზოგადი მდგომარეობა. მინისტრის ინფორმაციით, 2023 წელს კულტურის მიმართულებით ბიუჯეტიდან 30 მლნ. ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც კულტურის ყველა სფეროზე და მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებაზე განაწილდა. მისივე თქმით, სახელმწიფო დაფინანსებით 4 500-მდე მოს წავლე-ახალგაზრდა უფასოდ ეუფლება სახელმწიფო განათლების სხვადასხვა საფეხურს. სხდომაზე ასევე ისაუბრა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელმაც კომიტეტის წევრებს ქედაში სახელოვნებო განათლების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო და პრეზენტაციის სახით წარუდგინა აღნიშნული სფეროს როგორც ძირითადი მიმართულებები, ასევე მიღწევები. მან აგრეთვე ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც. კომიტეტმა ცნობად მიიღო სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია. კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა თელავის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 11 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟში“ გაიმართა კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა მოისმინეს თელავის მუნიციპალიტეტში სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინკლუზიასთან დაკავშირებით. თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, თელავის მუნი ციპალიტეტში ხუთი სამუსიკო, ერთი სამხატვრო სკოლა და ერთი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლია. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური სწავლების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ ძირითადი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და პროფესიული კადრების დეფიციტია. 20 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში თელავის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა, იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის მიზნით, თელავის საჯარო სკოლებში ხორციელდება. მისი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში 27 საჯარო და 1 კერძო სკოლაა. აღნიშ ნულ სკოლებში ხელოვნებას 49 და მუსიკას 43 პედაგოგი ასწავლის. ამასთანავე, კულტურის კომი ტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სხდომის დასრულებისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სკოლებში შესაბამისი პირობების შექმნა. მისი თქმით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა პირობებში უწევთ მოსწავლეებს დარგობრივი ცოდნის მიღება. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სახელოვნებო განათლების მასწავლებლების საჭიროებებს. მისი თქმით აუცილებელია, თანასწორობის პრინციპის დაცვა, რათა სახელოვნებო განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. კომიტეტმა ცნობად მიიღო სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 21 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშები კულტურის კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები: • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (№1-6015/23; 28.04.2023); • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-10746/23; 31.07.2023); • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვი (№1-14027/23; 31.10.2023); • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუ ჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა“ (№07-2/289; 31.05.2023) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-7253/23; 19.05.2023); • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (№07-2/294; 01.0‑6.2023). თემატური მოკვლევა კულტურის კომიტეტმა, 2023 წლის 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სა ქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, თემატური მოკვლევის ჯგუ ფის დანიშვნასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევის საკითხად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. აღნიშნული აქტივობა გათვალისწინებული იყო კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმით. მოკვლევაში მონაწილეობა დაადასტურეს საქართველოს პარლამენტის შემდეგმა წევრებმა: ელისო ბოლქვაძემ, ბაია კვიციანმა და ისკო დასენმა, ხოლო თემატურის მოკვლევის ჯგუფის წევრებმა საკითხზე მთავარ მომხსენებლად აირჩიეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე. 22 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები: • მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაანალიზდეს არებული მდგომარეობა და შეიქმნას ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო და კერძო სახელოვნებო სკოლებში შშმ მოსწავლეების ჩართულობის ზოგადი სურათი; • გაანალიზდეს სახელოვნებო სკოლაში შშმ მოსწავლის ჩარიცხვის პროცესი და გაანალიზდეს ამ პროცესში ერთი მხრივ, მოსწავლის/მშობლების მოტივაციასა და მეორე მხრივ, სკოლის გა დაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორები; • გაანალიზდეს როგორ ხდება შშმ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება სწავლების პროცესში; • გამოვლინდეს რა სახის ფიზიკური და სოციალური ბარიერი იჩენს თავს სწავლა/სწავლების პროცესში; • შეფასდეს მასწავლებელთა კომპეტენციის დონე შშმ მოსწავლეებთან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე; • აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები სახელოვ ნებო სკოლებში შშმ მოსწავლეთა ინკლუზიის ხელშეწყობისა და უფრო მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. თემატური მოკვლევის პროცესში, მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავდა ტექნიკური მოთხოვნების დო კუმენტი, რომელიც გაეგზავნა სამიზნე ჯგუფებსა და საკითხით დაინტერესებულ პირებს. აღნიშნულ დოკუმენტზე მიღებული პასუხების საფუძველზე, 2023 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, გაიმართა თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ კარგად არგუმენტირებული დასაბუთებული მოსაზრებების ავტორები. ზეპირი მოსმენა გულისხმობდა მოწვეულ პირთათვის ინტერაქტიულ რეჟიმში დამატებითი კითხვების დასმას და საკითხის დეტალურ განხილვას. საბოლოოდ, თემატურმა მოკვლევამ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა. ანგარიშის ფარგლებში მოკლევის ჯგუფმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი მიგნებები და რეკომენდაციები, რომელთა ძირითად ადრესატად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება განისაზღვრა. მოკვლევის ჯგუფის ზემოაღნიშნული დასკვნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე წარედგინება კულტურის კომიტეტს და გაეგზავნება რეკომენდაციების ადრესატებს. თემატური მოკვლევა განხორციელდა USAID – ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესე ბულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების მონიტორინგი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 11 სექ ტემბერს, კულტურის კომიტეტმა გამოითხოვა ინფორმაცია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (3450-XIIრს-Xმპ; 03/07/2023) საქართველოს კანო ნის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 23 წარმომადგენლობითი მიმართულება 2023 წლის განმავლობაში, კულტურის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 130 წერილზე. შემოსული განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხ ვედრა, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან. საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა დაინტერესებულ პირებთან, უზიარებდა ინფორმაციას საკა ნონმდებლო ორგანოს საქმიანობის თაობაზე და პერმანენტულად მართავდა სამუშაო შეხვედრებს. გამართული შეხვედრების შედეგად იკვეთებოდა სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები, რის საფუძველზეც კომიტეტი იღებდა შესაბამის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. კომიტეტის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ აქტი ვობებში, კერძოდ: დეპუტატები სტუმრობდნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეცნობოდნენ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასცემდნენ რეკომენდაციებს. ქართული ტრადიციული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით კომიტეტის დიპ ლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო ანსამბლ „ერისიონის“ რეპეტიციას. შეზღუდული შესაძლებლობისა მქონე პირთა ინკლუზია სახელოვნებო დაწესებულებებში, კომიტეტს განსაზღვრული აქვს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად. ამ კუთხით საინტერესო და შთამბეჭდავი იყო ვიზიტი ინკლუზიური თეატრის პრეზენტაციაზე, ასევე დასწრება პარა ორკესტრის მიერ წარმოდგენილ ღონისძიებაზე. კომიტეტის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლეოდა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, მას მედიის წარმომადგენლებს. ისინი აქტიურ რეჟიმში ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომებსა და კომიტეტის ინიციატივით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს. კომიტეტის საქმიანობა ეფუძნებოდა ღიაობასა და გამჭვირვალობას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, მო ქალაქეთა ფართო ფენების დასწრების მაჩვენებელი კომიტეტის სხდომებზე, სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. პირები კომიტეტს მიმართავდნენ, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი სახითაც, რაც უზრუნველყოფდა კომიტეტის მიერ ჩართულობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. შეხვედრები რეგიონებში სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში კულტურის კომიტეტი ახორციელებს სისტემურ სამუ შაოებს. სახელოვნებო განათლების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები მიზნად ისახავს განათ ლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. 24 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ამ მიზნით, კულტურის კომიტეტმა სახელოვნებო განათლებაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად საქართველოს ყველა რეგიონიდან გამოითხოვა ინფორმაცია სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციაში მითითებულია თითოეულ რეგიონში სახელოვნებო დაწე სებულებების რაოდენობა, სასწავლო დისციპლინები, მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობა, ხელფასების ოდენობა, სრული მონაცემები დაფინანსების შესახებ და არსებული პრობლემების ჩამონათ ვალი. სახელოვნებო განათლებაში არსებულ მდგომარეობისა და გამოწვევების განსაზღვრის მიზნით, კომი ტეტმა ჩაატარა გასვლითი სხდომები, შეხვედრები და პანელური დისკუსიები აჭარის, კახეთის, სამეგრე ლოს და იმერეთის რეგიონებში, კულტურის სფეროს ექსპერტებისა და პედაგოგ-მასწავლებლების მონა წილეობით. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 25 საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განსაზღვრუ ლია კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობით ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ქვეყნებს შორის და ახლოება. ამ მიზნით, 2023 წელს კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა და რეგულარულად მარ თავდა სამუშაო შეხვედრებს საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე, გამოცდილების გაზიარებისა თუ სამომავლო მიზნების დასახვისთვის, ხშირად იმართებოდა სა მუშაო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში. ვიზიტების ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები ხვდებოდნენ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტებიდან, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დარგის ექსპერტებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სამუშაო და ოფოციალური ვიზიტები, როგორც ევროპის ასევე მე ზობელ ქვეყნებში: უნგრეთი, დანია, შვეიცარია, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, გერმანია, ყაზახეთი. 26 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში როგორც აღინიშნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგად დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და მეზობელი ქვეყნის პარლამენტის შესაბამის კომიტეტს შორის. საერთაშორისო გამოცდილება და ექსპერტთა ჩართულობა ხელს უწყობს კო მიტეტში სამოქმედო გეგმით დასახული აქტივობების ეფექტიან განხორციელებას. ამ მხრივ აღსანიშნავია, ლატვიის გამოცდილების გაზიარება სახელოვნებო განათლების მიმართულებით და ექსპერტების მზაობა რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგში გაიმართა საქართველოს კულტურისა და ბუნდესტაგის ევროინტეგრაციის კომიტეტების გაფართოებული სხდომა. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 27 საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობის და მათი კულტურული საერთაშორისო ინ ტეგრაციის პროცესში. მაგალითად, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, ბუდაპეშტის ფილარმო ნიასთან შეთანხმების შედეგად, ორი ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის ეროვნული ფილარმონიის ორკესტრის საერთაშორისო საკონცერტო სეზონში. სასწავლო გაცვლით პროგრამებში ქართველი სტუდენტების უფრო მეტი ჩართულობისთვის, სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს, სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციასთან შეხვედ რებისას, განიხილება ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ ხელოვან ახალ გაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინებას. 2023 წელს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა: ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, არაბთა გაერთიანებული საემიროების სამეფოს, კატარის, საუდის არაბეთის, იაპონიის, ყაზახეთის, ჩეხეთის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, დანიის სამეფოს, თურქეთის რესპუბლიკის, სომხეთის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის, ისრაელის, ნიდერლანდების სამეფოს, შვედეთის სამეფოს, ლატვიის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან. შეხვედრებზე სისტემატიურად განიხილება საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების მიმართულებე ბი, სხვადასხვა სახელოვნებო რეფორმების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და თანამშრომ ლობა. 28 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში კულტურის კომიტეტი შექმნის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ საერთა შორისო ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია მჭიდრო თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF Georgia)-თან. კომიტეტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს სახელოვნებო განათლების რეფორმაზე და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის: 1. კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით თბი ლისის 126-ე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაი მართა თემაზე: „ხელოვნება ყველასათვის“. ღო ნისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის შშმ მოსწავლეებმა. დეპუტატები ასევე დაესწრნენ სასწავლო პროცესს და პედაგოგ მოსწავლეებთან ერშთად განსაზღვრეს ყველა ის გამოწვევა, რომე ლიც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რათა ყველა მოსწავლეს განურჩევლად შესაძლებლობებისა ჰქონდეს თანაბარი წვდომა სრულფასოვან სწავ ლებაზე. 2. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, ახალგორის კულტურის სახლს ესტუმრნენ, სადაც შეხვდნენ წეროვანის დევნილთა დასახლების და მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელ ბავშვებს, მათ მშობლებს და ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით კულტურის სახლის მოსწავლეებს გადაეცათ მუსიკალური ინსტრუმენტები. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 29 კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის ფარ გლებში, განათლების, კომუნიკაციისა და კულტურის კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე განიხილეს ბათუმისთვის შემოქმედებითი ქალაქის სტატუსის მნიშვნელობა და ამ კუთხით მისი გან ვითარების სამომავლო გეგმები. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება კომიტეტების აპარატის კომპეტენციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის – სასწავლო ცენტრი. ცენტრი რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა ტრენინგების ჩატარებას რო გორც საკუთარი ინიციატივით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილების შესაბამისად, ჩატარდა საჯარო მო ხელეთა სავალდებულო ტრენინგები თემაზე „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“, რომელიც წარმატებით გაიარა კომიტეტის აპარატის ახლადდანიშნულმა თანამშრომელმა. ამასთანავე, 2023 წლის 21-22 დეკემბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის და საქარ თველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, ასევე შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაი მართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტში საჯარო – კერძო დიალოგის პლატ ფორმის მდგრადობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა შესაბამისი მიმართულებით მომუშავე კომიტეტის აპარატის თანამშრომელი. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტში კერძო სექტორთან დიალოგის ინსტიტუციურ დონე ზე გამყარება, საჯარო – კერძო დიალოგის მექანიზმის სტრუქტურიზებულად გამოყენება, სექტორთან თანამშრომლობის უფრო თანმიმდევრული და ეფექტიანი პროცესის დანერგვა. ამასთანავე, შეხვედრაზე განიხილეს საჯარო – კერძო დიალოგის გზამკვლევი და გაზიარებულ იქნა ამ კუთხით საქართველოს პარ ლამენტში დაგროვილი გამოცდილება. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში (Twining Project), გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი, რომლებიც ეხებოდა ზოგადად საბიუჯეტო პროცესსა და საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას. აღნიშნულ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდნენ კულტურის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. ჰოლანდიელმა ექსპერტებმა, ნილს დონკერმა (წარმომადგენლობითი პალატა) და ლისბეთ რეკერსმა (ნი დერლანდების განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო) ისაუბრეს საბიუჯეტო ზედამ ხედველობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს გაუზიარეს ნიდერლანდებში ამ კუთხით არსებულ საუკეთესო პრაქტიკა. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ორგანი ზებული იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად. აღსანიშნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5−მე-7 პუნქტების შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის მიერ ყო 30 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ველწლიურად ხორციელდება კომიტეტის აპარატის თანამშრომლების შეფასება დადგენილი წესით, თანამშრომლის მიერ შესაბამისი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კომიტეტის აპარატის თანამშრომლების კარიერულ განვითარებას და უზ რუნველყოფს კომიტეტის გამართულ ფუნქციონირებას. საყურადღებოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანი ზებული ტრენინგი თემაზე: „იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ელექტრონული პლატფორმა“, რომელიც წარმეტებით გაიარეს კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა. ზემოაღნიშნული ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მასზე განთავსდება ევროკავშირის ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალ დებულებაც აქვს საქართველოს და ამ აქტების საფუძველზე მიღებული ეროვნული ნორმატიული აქტები. კულტურის კომიტეტის წევრების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, კომიტეტის აპარატის თანამ შრომლები დეპუტატებს რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. საკონსულტაციო საბჭო კულტურის კომიტეტში ფუნქციონირებს კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ეხ მარება კომიტეტს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაში, კულტურის პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზ ში. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგ ლამენტის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულების, საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესა ბამისად. საბჭოს წევრები იკრებებიან საჭიროებისამებრ საბჭოს სხდომაზე, გამოხატავენ თავიანთ შენიშვნებს, წი ნადადებებს, მოსაზრებებს და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნია, საკონსულტაციო საბჭოს 2023 წლის 4 დეკემბრის სხდომა, რომელიც კულტურის კომიტე ტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, პანელური დისკუსიის ფორმატში, გაფართოებული სახით გაიმართა. დისკუ სიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარ მომადგენლებმა და სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 31 როგორც ზემოთ აღინიშნა, გაფართოებული სხდომა პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საბ ჭოს წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: • სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში; • ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედებითობის ამაღლება თანამედროვე სამყაროში; • კულტურის მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში; • კულტურის როლი სამშვიდობო პროცესებში. სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან ყურადღება კულტურის კომიტეტის საქმიანობასა და საკონსულტაციო საბჭოს როლზე გაამახვილა. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ კულტურისა და კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ კულტურის დიპლომატია წარმოადგენს. მისივე თქმით, 2024 წელს საქართველოს პარლამენტი სახელოვნებო განათლების შესახებ სრულიად ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები, კერძოდ: იუნესკოს ყოფილი გენერალური დირექტორი, სამეცნიერო მისიებისა და მდგრადობის გლობალური კომისიის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა, შვეიცარიის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, ჟენევის უშიშროების პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული ექ სპერტი დავით ჩიკვაიძე და ლიდერობის, კულტურისა და განვითარების პროფესორი ღასან ხალილი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – რობინ დანიგანი, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – შერაზ გასრი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – პეტრ კუბერნატი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – იშიძუკა ჰიდეკი, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ვესელინ ვალკანოვი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ერნსტ პეტერ ფიშერი, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – 32 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ენრიკო ვალვო, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჭოუ ციენი და აზერბაი ჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ფაიგ გულიევი. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში კულტურის კომიტეტის მიერ რამდენჯერმე დაზუსტდა საკონსულ ტაციო საბჭოს შემადგენლობა და დღეის მდგომარეობით მათი რაოდენობა შეადგენს 28 ადამიანს. კომი ტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტებულია კულტურის სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომ ლობდა როგორც დარგობრივ სამინისტროსთან, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ხაზგასასმელია, რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მონაწილეობას იღებდა სა ქართველოს მთავრობის №63 დადგენილებით შექმნილ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვა ლისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მუშაობაში. კერძოდ კი, ელისო ბოლ ქვაძე ორი სამუშაო ჯგუფის, სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურისა და ისტორი ული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა პატრონობის რეჟიმის დამდგენი და რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფების წევრია. აღსანიშნია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მეტად აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან „სახელოვნებო განათლების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავების პროცესში, აგერეთვე „თეატრების შესა ხებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. „სახელოვნებო განათლების შესახებ“ საკა ნონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ სხვადასხვა სამუშაო შეხ ვედრებზე მისი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარა დარგობრივ სამინისტროს. როგორც ცნობილია, სახელოვნებო განათლების რეფორმის განხორციელება და მისი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ფართო ფენისათვის. ამასთანავე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, „სახელოვნებო გა ნათლების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პროექტის საზოგადოებისათვის გაცნობისა და ინფორმირების მიზნით, კულტურის კომიტეტმა გამართა რამდენიმე მასშტაბური პანელური დისკუსია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კერძოდ, პანელური დისკუსიები გაიმართა აჭარის ავტონიმიურ რესპუბლიკაში (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში), კახეთის მხარეში (თელავის მუნიციპალიტეტი), სა მეგრელოს მხარესა (სენაკის მუნიციპალიტეტი) და იმერეთის მხარეში (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი). საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 33 ზემოხსენებული პანელური დისკუსიების პარალელურად, კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურ რეჟიმში ხვდებოდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებს, საკრებულოების წევრებსა და სახელოვნებო განათლების პედაგოგებს. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგა ნოების მხრიდან საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა იყო საკმაოდ ეფექტიანი და ნაყოფიერი. ამასთან, კომიტეტი რეგულარულად აწარმოებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის გამოთხოვას თითქმის ყველა რეგიონიდან სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესახებ (საუბარია სახელოვნებო სასწავ ლებელების, პედაგოგებისა და მოსწავლეების რაოდენობაზე მუნიციპალიტეტებში, პედაგოგთა ანაზღა ურების ოდენობაზე და სხვა). თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა ქონდა სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგნელებთან, კერძოდ: ტექნიკური მოთხოვნების დოკუ მენტზე დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინა ყველა მუნიციპალიტეტმა, აგრეთვე, საკითხზე სა თანადო დასკვნის მოსამზადებლად, ინტერაქტიულ რეჟიმში, ზეპირი მოსმენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიების, აგრეთვე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებთან. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავების პროცესში, კომიტეტი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო უწყებებთან, სადაც გამო სარჩევია თანამშრომლობა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქ პატენტთან“. საქპატენტთან თანამშრომლობის ფარგლებში, კომიტეტმა გამართა გაფართოებული შეხვედრა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელიც სა მი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მეორედ, 2023 წლის 17 მაისს გაიმართა საჯარო – კერძო დიალოგი (PPD) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ესრებოდა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. 34 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში შეჯამება საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკას, მათ შორის ამ სფეროში ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელების ზედამხედველობას, კერძოდ: • ამზადებს/იხილავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირე ბულ დოკუმენტებსა და კანონპროექტებს; • საკომიტეტო სხდომებზე სისტემატურად განიხილავს კულტურის სამინისტროსა და მის და ქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ შესრულებული საქმიანობის ანგარიშსა და სა მოქმედო გეგმას; • კომიტეტი რეგულარულად გამოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყე ბებიდან ინფორმაციას ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე; • საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში რეგულარულად მომზადდება წერილობითი შე კითხვები და ჩატარდება საკომიტეტო სხდომები აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გა ცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით; • კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს გასვლითი სხდომების ორგანიზებას საქართველოს სხვა დასხვა მუნიციპალიტეტში კულტურული პროგრამებისა და საერთაშორისო პროგრამებში წვდომის ხელშესაწყობად; • კულტურის კომიტეტი შესრულებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, როგორც დაინ ტერესებულ პირებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 35 გამოცემულია საქართველოს პარლამენტის საგამომცემლო სახლის მიერ 38 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში