საქართველოს პარლამენტის წევრის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ბაია კვიციანის მიერ წარმოდგენილი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2023 წლის ანგარიში საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი
ნომერი
#2-2952/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-04
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-2952/24 01-03-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 771 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2023 წლის ანგარიშს საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს ინფორმაციას ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 1 სარჩევი შესავალი ................................................................................................................................................. 4 1. ზოგადი ინფორმაცია საბჭოს შესახებ ............................................................................................. 5 1.1 საბჭოს მისია ................................................................................................................................. 5 1.2 საბჭოს შემადგენლობა და მუშაობის წესი ............................................................................... 5 2. სამართლებრივი აქტების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები ......................................................................................................................................... 7 3. ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები და არსებული გამოწვევები ...................................................................................................................... 11 3.1 ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიება - ზოგადი მიმოხილვა................................................................................................ 11 3.2 დეინსტიტუციონალიზაცია, ალტერნატიული ზრუნვის სისტემა და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამები.............................................................................................................. 13 3.2.1 დეინსტიტუციონალიზაცია ...............................................................................................................13 ა) დიდი ზომის ლიცენზირებული და არალიცენზირებული ინსტიტუტების რაოდენობა .........15 ბ) დიდი ზომის ინსტიტუტებში განთავსებული ბავშვების რაოდენობა.........................................17 გ) დიდი ზომის ინსტიტუტებში ბავშვთა დაყოვნების ხანგრძლივობა, მიზეზები........................17 3.2.2 ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობა.......................................................................18 ა) მინდობით აღმზრდელი ოჯახებისა და მათში განთავსებული ბავშვების რაოდენობა ............19 ბ) მცირე საოჯახო ტიპის სახლების და მათში განთავსებული ბავშვების რაოდენობა .................20 გ) „ა“ და „ბ“ ქვეთავებში წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასება ....................................................20 დ) ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა განთავსების მიზეზები ......................................21 ე) ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა დაყოვნების ხანგრძლივობა ...............................22 ვ) ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა დაყოვნების მიზეზები, რეინტეგრირებული ბავშვების რაოდენობა და რეინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორები .....................................23 ზ) ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ხელმეორედ განთავსებული ბავშვების რაოდენობა და განთავსების მიზეზები ............................................................................................................................24 3.2.3 პრევენციული და ოჯახის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანობა ...........24 ა) ზოგადი მიმოხილვა .............................................................................................................................24 ბ) მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობა .........................................................................25 გ) მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანობა....................................................................................26 3.3 ბავშვთა სიღარიბე ...................................................................................................................... 27 3.3.1 ზოგადი მიმოხილვა ............................................................................................................................27 2 3.3.2 სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვები ..................................................28 3.4 ბავშვთა მიმართ ძალადობა ...................................................................................................... 29 3.4.1 ზოგადი მიმოხილვა ............................................................................................................................29 3.4.2. ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ...................................31 3.4.3 ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა გამოვლენა .................................................................................32 3.4.4 რეფერირების სისტემის ეფექტიანობის შეფასება...........................................................................34 3.5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებები.............................................. 38 3.5.1 ზოგადი მიმოხილვა ............................................................................................................................38 3.5.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეფასების და სტატუსის დადგენის სისტემის რეფორმა .......................................................................................................................................40 დასკვნა .................................................................................................................................................. 41 რეკომენდაციები ..................................................................................... Error! Bookmark not defined. 3 შესავალი წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 771 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდია 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ანგარიშში ასახულია ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მისიისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ბავშვის წარმოდგენილია უფლებების ინფორმაცია დაცვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობის მიმართულებით. საკანონმდებლო ცვლილებებისა ასევე და საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. დოკუმენტი ორიენტირებულია ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების წარმოჩენაზე სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე და ეროვნული კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. 4 1. ზოგადი ინფორმაცია საბჭოს შესახებ 1.1 საბჭოს მისია ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო (შემდგომში - საბჭო) შექმნილია ბავშვის უფლებათა კოდექსისა 1 და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2 საფუძველზე, რომლის ძირითადი მიზანია ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობა. 3 საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, ბავშვის უფლებათა კოდექსი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საბჭოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები. საბჭოს ძირითადი ფუნქციები მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს და მის საფუძველზე ბავშვის უფლებების დაცვის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავებას, საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების თვალსაზრისით, აგრეთვე საზედამხედველო საქმიანობას, რომლის ფარგლებში საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და დანერგოს ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. 4 1.2 საბჭოს შემადგენლობა და მუშაობის წესი საბჭოს წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე. 5 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საბჭო შედგება 16 წევრისგან, რომელთაგან 9 საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, 7 - ოპოზიციას. 6 საბჭოს მუშაობის ორგანიზებისთვის იმართება საბჭოს სხდომები, როგორც წესი, საქართველოს პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ. საბჭოს ფუნქციებიდან 1 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 771 (1). ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 89 (3). 3 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 771 (1). 4 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 771 (3); ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულება, მუხლი 3. 5 ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულება, მუხლი 6 (2). ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/parliament/councils/51088/charter [ნანახია: 24/02/2024]. 6 ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობა. ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/parliament/councils/51088/deputies [ნანახია: 27/12/2023]. 2 5 გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარემ შესაძლოა განსაზღვროს სხდომების განსხვავებული პერიოდულობა. 7 საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ანალიტიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული საქმისწარმოების დეპარტამენტის საპარლამენტო საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება 8 (ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამდივნო). 7 ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულება, მუხლი 7 (1). ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/parliament/councils/51088/charter [ნანახია: 24/02/2024]. 8 იქვე, მუხლი 9. 6 2. სამართლებრივი აქტების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის 9 რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნული კონვენციისა და ოქმის რატიფიცირებასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში10, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 11 და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში. 12 კონვენციისა და დამატებითი ოქმის მთავარი მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნა, ოჯახის წევრების რჩენის მიზნით ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინების ხელშეწყობისა უზრუნველყოფის გზით და ამ მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. და ცვლილებები შევიდა, ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, 13 რომლის მიზანია ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი კოორდინაციის მექანიზმისთვის, ისევე როგორც მისი განხორციელების ხელშეწყობის ინსტრუმენტის - მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა. ცვლილებები უზრუნველყოფს უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების და ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის დეტალურად გაწერის უფლებამოსილებების მთავრობაზე დელეგირებას. მთავრობის მიერ ამ აქტების მიღების შემდეგ, შესაბამის უწყებებს კოდექსის იმპლემენტაციის საშუალება ექნებათ კოორდინირებულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალური დაცვით. 2023 წელს ცვლილება განხორციელდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, 14 რომელიც საფუძველს ქმნის სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის ასამოქმედებლად. ცვლილებას საფუძვლად დაედო ნორვეგიის სპეციალური ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის მოდელი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და 9 ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/26788 [ნანახია: 16/02/2024]. ხელმისაწდვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/26789 [ნანახია: 16/02/2024]. 11 ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/26790 [ნანახია: 16/02/2024]. 12 ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/26791 [ნანახია: 16/02/2024]. 13 ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/25752 [ნანახია: 24/02/2024]. 14 ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/26628 [ნანახია: 24/02/2024]. 10 7 კომპეტენციების გაძლიერებას. 15 საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება გამოწვეული იყო ხარვეზით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის განმარტებისა და ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის კუთხით და ამასთან, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური მუშაობის პროცესში ბენეფიციარის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის განსაზღვრული სამართლებრივი მიზნის არარსებობით. ცვლილების შედეგად სისტემაში მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული სერვისების განხორციელება მოხდება ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რაც გააუმჯობესებს პროცესის კოორდინაციას, ასევე, გაჩნდება ახალი სერვისი რესურს სკოლების მიერ კონსულტირების განხორციელების გზით, რაც გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობასა და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. გაფართოვდება სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციებიც. გარდა ამისა, ახალი მოწესრიგება უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მუშაობის პროცესში სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას. საანგარიშო პერიოდში ცვლილებები შევიდა, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, 16 რომლის მიზანია შესაბამისი ქონების, მათ შორის, სახელმწიფო ქონებისა და მუნიციპალიტეტის ქონების, დაცვის ხელშეწყობა. საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვანდალიზმის ჩადენისათვის და ვანდალიზმად განისაზღვრა ისეთი ქმედება, როგორიც არის მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტში დაიწყო განხილვა რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. 17 ცვლილებები ემსახურება საქართველოს საკანონმდებლო აქტების გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის სტანდარტებთან დაახლოებას რამდენადაც საქართველოს ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი კონვენციის რატიფიცირებამდე არსებობდა. მოქმედ ნორმატიულ 15 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის პირველი თებერვლის წერილი N MES 2 24 0000103494. 16 ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/25765 [ნანახია: 24/02/2024]. 17 ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/26545 [ნანახია: 24/02/2024]. 8 აქტებში ასახული ტერმინოლოგია გარკვეულ შემთხვევებში არ შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე ტერმინებსა და სტანდარტებს; კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო აქტების ნაწილში ჯერ კიდევ გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული მოძველებული ტერმინები, რომელთა გამოყენებაც აფერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპების გამყარებისა და სტიგმატიზაციის თავიდან აცილებას. საქართველოს რიგ საკანონმდებლო აქტებში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხასიათის შეუსაბამობა კონვენციის სტანდარტებთან ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ცვლილებების განხორციელების მიზანია დასახელებული საკითხის მოწესრიგება და ამ თვალსაზრისით საქართველოს ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ნორმათა დაზუსტება. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში უწყებათაშორის ფორმატში გაგრძელდა მუშაობა კანონის პროექტზე, რომლის მიზანია ბავშვთა რეფერირების პრინციპებისა და პროცედურის განსაზღვრის გზით რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის, აგრეთვე, მათ მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის ხელშეწყობა. 18 პროექტით განისაზღვრება ცალკეული საჯარო დაწესებულების კომპეტენციაში შემავალი კატეგორიის არასრულწლოვანთა (კანონთან კონფლიქტში მყოფი, მიგრანტი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები) რეფერირების ღონისძიებები, მოწესრიგდება რეფერირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, გაერთიანდება რეფერირების პროცესის მარეგულირებელი დებულებები, რომლებიც ამჟამად საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებშია მოცემული. 19 რეფერირების პროცესის ერთიანი, მაღალი იერარქიის მქონე ნორმატიული აქტით მოწესრიგება უზრუნველყოფს სტაბილური და საიმედო სამართლებრივი საფუძვლის არსებობას რეფერირების სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. 20 რაც შეეხება კანონქვემდებარე აქტებს, ბავშვის უფლებათა კოდექსის 99-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თემატური სახელმწიფო უწყებებისა და UNICEF-ის კოორდინირებული თანამშრომლობით 2022 წელს შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. დოკუმენტის მიზანია დაადგინოს იმგვარი პიროვნული და პროფესიული საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიონალთა მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ ბავშვის უფლებათა მაქსიმალურ რეალიზებას ბავშვის უფლებათა კოდექსის, საქართველოს 18 საქართველოს იუსტიციის სამიინისტროს 2024 წლის 5 თებერვლის წერილი N 1379. იქვე. 20 იქვე. 19 9 კონსტიტუციის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. 21 საანგარიშო პერიოდში დოკუმენტი გადიოდა მოდიფიცირების დასკვნით ეტაპს. 22 2023 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №573 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცალკეული უწყების ვალდებულებებს მათ სისტემაში არსებულ საინფორმაციო ბაზებში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზისა და მათი ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის თაობაზე. 23 ასევე აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მომზადდა კანონქვემდებარე აქტების პროექტები, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების პროექტები: „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საანგარიშო პერიოდში გარკვეული სამართლებრივი აქტების ცვლილებებთან ერთად აღსანიშნავია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს როლიც სამართალშემოქმედებითი საქმიანობისა და სამართლებრივი ექსპერტიზის თვალსაზრისით, რაც მოიცავს სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საქმიანობას ბავშვის უფლებათა კოდექსის 91-ე მუხლის შესაბამისად. კანონშემოქმედებით 21 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2024 წლის 16 იანვრის წერილი NGOV 0 24 00001214. იქვე. 23 საქართველოს იუსტიციის სამიინისტროს 2024 წლის 5 თებერვლის წერილი N 1379. 22 10 3. ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები და არსებული გამოწვევები 3.1 ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიება - ზოგადი მიმოხილვა ბავშვის უფლებათა კოდექსი ბავშვის უფლებების განხორციელების მიზნით სხვადასხვა უწყებას გარკვეულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს აკისრებს. სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი როლი კოდექსის აღსრულების ხელშეწყობაში. ამ თვალსაზრისით, მთავრობის ვალდებულებები მოიცავს, მათ შორის, ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების, აგრეთვე, დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. 24 საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია 25 საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომი განმტკიცება. სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ევროპული დოკუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. 26 სტრატეგიის მიზნების და ამოცანების ეფექტიანად აღსასრულებლად 2023 წელს შემუშავდა და დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის III პრიორიტეტში (თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე) დეტალურად გაიწერა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი შესაბამისი ინდიკატორებით, ამოცანებით, პასუხისმგებელი უწყებებით, ბიუჯეტით და ა.შ. 27 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საბჭოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში უზრუნველყოფილი იყო ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობის აქტიური მონაწილეობა, რათა მაქსიმალურად ასახულიყო კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დებულებები ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. 28 საანგარიშო პერიოდი აღსანიშნავია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, მომზადდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 99 (2) „ა.გ“, „ბ“. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5757268?publication=0 [ნანახია: 24/02/2024]. 26 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2024 წლის 16 იანვრის წერილი NGOV 0 24 00001214. 27 იქვე. 28 იქვე. 24 25 11 „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიში. 29 2023 წლის ივნისში ანგარიში წარდგენილი იქნა გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტში. ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი. 30 დადებითად აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ზედიზედ უკვე მესამედ აირჩიეს ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) ბიუროს წევრად. 31 ბიუროში სახალხო დამცველს ერთი წლის ვადით ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი წარადგენს. ამასთან, ის კვლავ იკავებს ქსელის ბავშვთა დაცვის ოფიცრის პოზიციას, რაც გულისხმობს იმას, რომ ის საკონტაქტო პირია ბავშვთა დაცვის ნებისმიერ გამოწვევაზე, ქსელის ბავშვთა და ახალგაზრდების მონაწილეობითი პროექტის ფარგლებში. 32 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის საქმიანობაში ხელს უწყობს სახალხო დამცველის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, ასევე, ადვოკატირებისა და ურთიერთდახმარების ხელშეწყობის გაზრდილ შესაძლებლობას იძლევა.33 მიზანშეწონილია აღინიშნოს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2023 წელს გატარებული ღონისძიებებიც ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის კუთხით. ბავშვის უფლებათა კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით. 2023 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურმა იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარება გაუწია 5315 არასრულწლოვანს. 34 ამასთან, იურიდიული დახმარების სამსახურს აქვს ვებგვერდი სპეციალურად ბავშვებისთვის www.children.las.ge, რომელზეც წარმოდგენილია ფსიქოლოგიურ და ინგლისური, რუსული, ადაპტირებულია ინფორმაცია სოციალურ როგორც საკითხებზე. სომხური შეზღუდული იურიდიულ ვებგვერდი აზერბაიჯანული, შვიდენოვანია ოსური შესაძლებლობების თემებზე, და მქონე ასევე (ქართული, აფხაზური) და პირებისათვის 29 ხელმისაწვდომია: https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRC%2FC%2FGEO%2 F5-6&Lang=en [ნანახია: 20/02/2024]. 30 იხ. ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლები 69 (4) „ბ“, 97. 31 საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 24 იანვრის N10/983 წერილი. 32 იქვე. 33 იქვე. 34 სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის წერილი N LA 4 24 00001934. 12 (სმენადაქვეითებული, სუსტი და მხედველობის არმქონე). 35 ვებგვერდი ინტერაქციულია, ფორუმში პრობლემურ საკითხებზე მსჯელობენ მოზარდები და აქვთ საშუალება თავად შემოიტანონ განსახილველი თემები. 36 საანგარიშო პერიოდში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობა ძირითადად ემსახურებოდა ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობას. 2022 წლის თებერვალში საბჭომ შეიმუშავა ბავშვთა კეთილდღეობის და ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულების მონიტორინგის გეგმა, რომელიც აისახა საბჭოს სამოქმედო გეგმის მე4 ამოცანაში. საზედამხედველოდ განისაზღვრა რამდენიმე პრობლემატური სფერო/მიმართულება, რომლებზე მუშაობაც გამომდინარეობს ქვეყნის მიერ ნაკისრი დეინსტიტუციონალიზაციის დასრულება, ალტერნატიული ზრუნვის სისტემისა და პრევენციული/ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ბავშვთა სიღარიბისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვისა და განხორციელების ხელშეწყობა. საერთაშორისო ვალდებულებებიდან: დასახელებული მე-4 ამოცანის შესრულების მიზნით განისაზღვრა ე.წ. შესრულების საკვანძო ინდიკატორები, რომელთა საშუალებით საბჭო ყოველწლიურად მონიტორინგს უწევს თითოეულ მიმართულებას და, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს პროცესის ეფექტიანობის გაზრდისთვის. 2023 წლის დეკემბერში საბჭომ დაასრულა მონიტორინგის მეორე ეტაპი. 3.2 დეინსტიტუციონალიზაცია, ალტერნატიული ზრუნვის სისტემა და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამები 3.2.1 დეინსტიტუციონალიზაცია დეინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს არსებული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დიდი ზომის დაწესებულებების ეტაპობრივ გაუქმებას და ამ დაწესებულებებში მყოფი ბავშვების რეინტეგრაციას, ხოლო რეინტეგრაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ განთავსებას მინდობით აღზრდის მიზნით ან/და გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებას. როგორც ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ქვეყნის ვალდებულება მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან ყველა არსებული რესურსის გამოყენებას იმისთვის, რათა უზრუნველყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა.37 ამ 35 იქვე. იქვე. 37 გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, პრეამბულა, მუხლები 3, 7, 9. 36 13 ვალდებულების შესრულებისთვის, მნიშვნელოვანია ბავშვზე ზრუნვის განხორციელების ლიცენზიის მქონე ან/და არმქონე დიდი ზომის დაწესებულებების გაუქმება და, უპირველესად, ბიოლოგიური ოჯახის გაერთიანება, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ბავშვისთვის ალტერნატიული ოჯახური გარემოს უზრუნველყოფა. 38 დიდი ზომის ინსტიტუტებში ფაქტობრივად შეუძლებელია ოჯახური გარემოს შექმნა, სადაც ბავშვის ინდივიდუალური, ბაზისური საჭიროებები, მისი საუკეთესო ინტერესები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სრულყოფილად იქნება დაცული. რეინტეგრაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზრუნვის ალტერნატიული მისაღები ფორმებია, უპირველესად, მინდობით აღზრდა, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, რეზიდენტული ზრუნვა - მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბავშვის დროებით განთავსება. საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნით დაკვირვებებში მნიშვნელოვან გამოწვევათა შორის დასახელებულია დეინსტიტუციონალიზაცია და ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობა. 39 აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წინაშე წარსადგენ მეხუთე და მეექვსე კომბინირებულ ანგარიშებში ასახოს დეინსტიტუციონალიზაციის მიმდინარეობისა და ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ქმედითობის შესახებ ინფორმაცია. 40 38 შენიშვნა: აღნიშნული გამომდინარეობს ალტერნატიული ზრუნვის განხორციელების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან: ალტერნატიული ზრუნვა არის დამცავი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დროებით უსაფრთხოებას, რა დროსაც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება ოჯახის გაერთიანებისთვის; უზრუნველყოფილი უნდა იყოს ალტერნატიული ოჯახური გარემო; მიზანშეწონილია ბავშვისთვის ზრუნვის გამწევი პირის/წარმომადგენლის დანიშვნა; გადაწყევტილების მიღების პროცესში უპირატესად გაითვალისწინება ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი შეხედულებები; ალტერნატიული ზრუნვის ყველა ეტაპზე დაცული უნდა იყოს ბავშვის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; ამ ვალდებულებათა შესასრულებლად სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაბამისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან სხვა სახის ღონისძიებები. იხ. მაგალითად, CoE, FRA, Handbook on European law relating to the rights of the child, 2022, გვ. 113-117. ხელმისაწვდომია:https://fra.europa.eu/sites/default/files/fra_uploads/fra-coe-2022-handbook-childrights_en.pdf [ნანახია 19/02/2024]. 39 CRC/C/GEO/CO/4, ბავშვის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი დაკვირვებები საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის შესახებ, 2017, §§ 26, 30. ხელმისაწვდომია: https://documents-ddsny.un.org/doc/UNDOC/GEN/G17/054/68/PDF/G1705468.pdf?OpenElement [ნანახია: 23/01/2024]. 40 CRC/C/GEO/QPR/5-6, ბავშვის უფლებათა კომიტეტი, CRC/C/GEO/QPR/5-6, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, საკითხთა ჩამონათვალი საქართველოს მეხუთე და მეექვსე კომბინირებული ანგარიშების წარმოდგენამდე, 2021. ხელმისაწვდომია: https://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2FPPRiCAqhKb7yhsqYprcw2atLvQfU cOdO2bWF4V8ugh%2F8%2BOMQVr0b6VN%2BZZuM%2BTr4UeJdst4Ji3LgrpTNrP5dwf1GfBnELLM6vMEy9 MCj9ctVEQwproQb87aF0 [ნანახია: 23/01/2024]. 14 ამდენად, სახელმწიფო ვალდებულია, განახორციელოს ყველა საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ რეზიდენტული ზრუნვის ეტაპობრივ ჩანაცვლებას მინდობით აღზრდისა და სხვა, ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვის სერვისებით.41 ამ მიზნით საქართველოს მთავრობას 2020 წლის 1 მარტამდე უნდა შეემუშავებინა დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 42 საანგარიშო პერიოდში საბჭოს მიერ განხორციელებულმა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მონიტორინგმა სრულად მოიცვა 2022 წელი. ზედამხედველობის ფარგლებში გამოიკვეთა დეინსტიტუციონალიზაციის დინამიკა დიდი ზომის ლიცენზირებული ინსტიტუტების და მათში განთავსებული ბავშვების რაოდენობის, ამ ინსტიტუტებში ბავშვთა დაყოვნების მიზეზებისა და მათში დაყოვნების ხანგრძლივობის თვალსაზრისით.43 ა) დიდი ზომის ლიცენზირებული და არალიცენზირებული ინსტიტუტების რაოდენობა აღსანიშნავია დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. დადებითი დინამიკა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზრუნვის ლიცენზიის მქონე დიდი ზომის დაწესებულებებისთვის ზრუნვის ლიცენზიის შეწყვეტის კუთხით. კერძოდ, 2022 წლის აპრილიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ „ფერიის“ პანსიონს შეუწყდა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია და რეორგანიზაციის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა. იმავე წლის მაისიდან სააღმზრდელო საქმიანობას აღარ ახორციელებს ბედიანის სარეაბილიტაციო ცენტრი, მას შემდეგ, რაც დაწესებულებაში დარჩენილ ერთადერთ ბენეფიციარს შეუსრულდა 18 წელი და დატოვა დაწესებულება. თვალსაჩინოებისთვის, თუ შევადარებთ, მაგალითად, 2021 წლის მონაცემებს, საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი თვალსაჩინო გახდება. პროგრესი 2021 დეინსტიტუციონალიზაციის დეკემბრის მდგომარეობით კუთხით ქვეყანაში მეტად საპატრიარქოს დაქვემდებარებაში სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე სამი დიდი ზომის დაწესებულება ფუნქციონირებდა: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 32 (6). იქვე, მუხლი 99 (2) „ა.გ.“ 43 წინამდებარე ანგარიშში აღნიშნულ საკითხებზე ასახული ინფორმაცია ეყრდნობა ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 2 მარტის წერილს N 1000318 7 23 00233166. 41 42 15  ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს“ ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი („ნინოწმინდის“ პანსიონი);  ა(ა)იპ „ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის“ სააღმზრდელო დაწესებულება („ფერიის“ პანსიონი);  ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი. საანგარიშო პერიოდის მიწურულს კი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში დარჩა ერთი დიდი ზომის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დაწესებულება - ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს“ ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი („ნინოწმინდის“ პანსიონი). გარდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებისა, ქვეყანაში ფუნქციონირებდა ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული დიდი ზომის დაწესებულება - „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“. დეინსტიტუციონალიზაციის მიმდინარეობა დადებითად შესაფასებელია „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის“ ბენეფიციარებთან მიმართებითაც, რომლებისთვისაც შეიქმნა ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებები. 2023 წლის დასაწყისში არსებული მონაცემებით „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის“ ბენეფიციარებისთვის ფუნქციონირებს სამი სახლი: შვიდი ბავშვი განთავსებულია ერთ სახლში, რვა ბავშვი - მეორე სახლში, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმყოფებიან სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულებებიდან თითოეულის გამოწერის შემთხვევაში, მათ განათავსებდნენ მესამე მცირე საოჯახო ტიპის სახლში. „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის“ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულებულად ითვლება 2022 წლის ბოლოდან. 44 პროგრესის მიუხედავად, დეინსტიტუციონალიზაციის საჭიროება კვლავ აქტუალურია. მოცემული ეტაპისთვის დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებული არ არის. სტრატეგიისა და გეგმის არარსებობა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არალიცენზირებული დიდი ზომის ზრუნვის განმახორციელებელი დაწესებულებების რეესტრი არ იწარმოება. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს არ აქვს ოფიციალური მონაცემები ასეთი დაწესებულებების არსებობისა და მათი რაოდენობის, ასევე მათში განთავსებული ბავშვების რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ. 44 ხელმისაწვდომია: https://www.moh.gov.ge/news/7147/#! [ბოლოს ნანახია: 29/05/2023]. 16 ბ) დიდი ზომის ინსტიტუტებში განთავსებული ბავშვების რაოდენობა დიდი ზომის დაწესებულებებისთვის ზრუნვის ლიცენზიის გაუქმებასთან ერთად მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროგრესი ცხადია გამოიხატა ამ დაწესებულებებიდან ბავშვთა გამოყვანაში და, შესაბამისად, ბენეფიციართა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებაში. თვალსაჩინოებისთვის, თუ 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ზრუნვის ლიცენზიის მქონე დიდი ზომის დაწესებულებებში ფერიის, ნინოწმინდისა და ბედიანის პანსიონებში - ჯამურად ირიცხებოდა 139 ბავშვი, 2022 წლის მდგომარეობით ნინოწმინდისა და ფერიის 45 პანსიონებში ჯამურად დარჩა 15 ბავშვი. რაც შეეხება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით ამ დაწესებულებაში ირიცხებოდა 31 ბავშვი. ცხრილი N1 ასახავს ინფორმაციას 2021 და 2022 წლებში ქვეყანაში არსებული სააღმზრდელო საქმიანობის/ზრუნვის ლიცენზიის მქონე დიდი ზომის ინსტიტუტებში განთავსებული ბავშვების რაოდენობის შესახებ. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში კვლავ მიმდინარეობდა „ნინოწმინდისა“ და „ფერიის“ პანსიონებში დარჩენილ ბენეფიციართა გამოყვანასთან დაკავშირებული პროცედურები. ცხრილი N1 ბენეფიციართა რაოდენობა 2021, 2022 წწ. 100 50 81 57 10 5 0 ნინოწმინდის პანსიონი 50-მდე ფერიის პანსიონი ნოემბერი 2021 წ. 1 0 ბედიანის ცენტრი 31 თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი დეკემბერი 2022 წ. გ) დიდი ზომის ინსტიტუტებში ბავშვთა დაყოვნების ხანგრძლივობა, მიზეზები დაყოვნების ხანგრძლივობა და მიზეზები: • საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დიდი ზომის ინსტიტუტებში (ნინოწმინდა, ფერია, ბედიანი) ბავშვთა დაყოვნება 2021 წლამდე ხდებოდა ბენეფიციართა სრულწლოვანების მიღწევამდე. 2021 წლიდან შენიშვნა: ფერიის პანსიონის რეორგანიზაციის პარალელურად, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ბავშვთა ეტაპობრივი გამოყვანისა და რეინტეგრაციის პროცესი, შესაბამისად, მასში ბენეფიციართა გარკვეული რაოდენობა კვლავ რჩებოდა. 45 17 საანგარიშო პერიოდის (2023 წლის) რეინტეგრაციის/გასაშვილებელი • ჩათვლით სტატუსის ბავშვთა მინიჭების გამოყვანის პროცესი და აქტიურად მიმდინარეობდა. „ნინოწმინდის“ პანსიონში დარჩენილ ბავშვთა (იმ ბავშვთა, რომელთა რეინტეგრაცია ვერ მოხერხდა) სურვილია დარჩნენ პანსიონებში. ზრუნვის სააგენტო თითოეული ამ ბავშვის საუკეთესო ინტერესად მიიჩნევს მათ ნებას. • „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“, ამ დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციამდე, მასში განთავსებას ექვემდებარებოდა 0-დან 6 წლამდე აღსაზრდელი46, შესაბამისად, დაყოვნების ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო ბავშვის ასაკზე (7 წლამდე მიღწევაზე). მონაცემების შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროგრესთან ერთად გამოწვევათა შორის რჩება ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების და ქვეყანაში ზრუნვის ლიცენზიის არმქონე დიდი ზომის დაწესებულებების არსებობის საკითხი. ამ თვალსაზრისით, დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება არალიცენზირებული დაწესებულებების გამოვლენისა და, ბავშვების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მათი ეტაპობრივი გაუქმების ხელშეწყობისთვის. ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილ ბავშვებთან მიმართებით მნიშვნელოვანია ყველა რელევანტური გარემოების ფრთხილი შეფასება იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვების პანსიონში დარჩენის სურვილი თითოეული მათგანის საუკეთესო ინტერესებს. აუცილებელია მეტი მუშაობა მულტიდისციპლინური მიდგომით, რათა დროულად მოხდეს ბავშვებისთვის ოჯახური გარემოსა და იმგვარი პირობების უზრუნველყოფა, რომელიც შეესაბამება თითოეულის საუკეთესო ინტერესებს. 3.2.2 ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობა დეინსტიტუციონალიზაციის სრულყოფა მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ალტერნატიული ზრუნვის სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან. საანგარიშო პერიოდში საბჭოს მიერ ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობის შეფასებამ მოიცვა 2022 წელი. შეფასება ემსახურებოდა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების, მათი ხელმისაწვდომობის, მათში განთავსებული ბავშვების რაოდენობის, განთავსების მიზეზებისა და დაყოვნების ხანგრძლივობის დადგენას, აგრეთვე, რეინტეგრაციის ქმედითობის განსაზღვრას.47 ალტერნატიული ზრუნვა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის ოჯახური ზრუნვის ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფას, რომელიც იქვე. წინამდებარე ანგარიშში აღნიშნულ საკითხებზე ასახული ინფორმაცია ეყრდნობა ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 2 მარტის წერილს N 1000318 7 23 00233166. 46 47 18 შეესაბამება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს და უპირატესად ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს, ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელი განვითარების, აზრის მოსმენისა და მონაწილეობის და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. 48 საქართველოში ზრუნვის ალტერნატიული ფორმებია - მინდობით აღზრდა და რეზიდენტული ზრუნვა (მცირე საოჯახო ტიპის სახლი). ალტერნატიული ზრუნვის საბოლოო მიზანია ბავშვის რეინტეგრაცია, რომელიც გულისხმობს მაქსიმალურად მოკლე დროში ოჯახის გაერთიანებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებით. ა) მინდობით აღმზრდელი ოჯახებისა და მათში განთავსებული ბავშვების რაოდენობა ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსება უკიდურეს ღონისძიების სახით უნდა იყოს გამოყენებული 49, რადგან ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მისი ოჯახისგან განცალკევება მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნეს აცილებული. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსება შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს, ამგვარი ზრუნვის მიზანი უნდა იყოს ბავშვის ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა, ხოლო დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში - მისი შვილად აყვანა. 50 თუ ბავშვის შვილად აყვანა არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი მინდობით აღზრდის მიზნით განთავსება. 51 მინდობით აღზრდა ზრუნვის იმგვარი ფორმაა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას, აგრეთვე, ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 52 მინდობით აღზრდა ზრუნვის ალტერნატიულ ფორმათაგან ყველაზე მისაღებ ფორმას წარმოადგენს ბავშვის სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქვეყანაში საკმარისად ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს მინდობით აღმზრდელი ოჯახების რაოდენობა ამგვარი ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თვალსაჩინოებისთვის, აღსანიშნავია კონკრეტული მონაცემები:  2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით მინდობით აღსაზრდელები 690 მინდობით აღმზრდელ ოჯახში იყვნენ განთავსებულნი;  2022 წელს დარეგისტრირდა 61 მინდობით აღმზრდელი;  2022 წელს მინდობით აღზრდის მიზნით განთავსდა 70 აღსაზრდელი.  2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით მინდობით აღზრდაში განთავსებული იყო 1462 მინდობით აღსაზრდელი. ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 3 „ი“. იქვე, მუხლი 29 (5). 50 იქვე. 51 იქვე. 52 საქართველოს კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 3 „ნ“. 48 49 19 ბ) მცირე საოჯახო ტიპის სახლების და მათში განთავსებული ბავშვების რაოდენობა ბავშვის მინდობით აღზრდის მიზნით განთავსების ან შვილად აყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში უკიდურესი აუცილებლობის სახით გამოიყენება მცირე ოჯახური ტიპის (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) რეზიდენტული ზრუნვა იმ პირობით, რომ რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს. 53 ეს ცალსახად გულისხმობს, რომ ალტერნატიული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვი უპირატესად მინდობით აღზრდის მიზნით უნდა განთავსდეს. თვალსაჩინოებისთვის, აღსანიშნავია კონკრეტული მონაცემები 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით:  მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებდა 37 მცირე საოჯახო ტიპის სახლი;  მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის ფარგლებში - 4 სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება;  მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული იყო 235 ბენეფიციარი;  მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფილი იყო 27 ბენეფიციარისთვის.  2022 წელს მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსდა 50-მდე ბენეფიციარი. გ) „ა“ და „ბ“ ქვეთავებში წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასება როგორც აღინიშნა, უპირატესად უნდა განიხილებოდეს მინდობით აღზრდის მიზნით ბავშვის განთავსება, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში უკიდურესი აუცილებლობის სახით გამოიყენება მცირე ოჯახური ტიპის რეზიდენტული ზრუნვა. მიუხედავად ამისა, მონიტორინგის შედეგების თანახმად, 2022 წელს დამატებით განთავსდა 50-მდე ბენეფიციარი, ხოლო წლის ბოლოსთვის ამგვარი ზრუნვით უზრუნველყოფილი იყო 235 ბავშვი. ზრუნვის სააგენტოს მიერ საბჭოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მინდობით აღმზრდელი ოჯახები რაოდენობის თვალსაზრისით საკმარისია ქვეყნის მასშტაბით ზრუნვის ამ ფორმის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მიზეზი იმისა, თუ რატომ ხვდებიან ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მინდობით აღზრდის ნაცვლად, არის თავსებადობის სირთულე ბავშვსა და მიმღებ აღმზრდელს შორის. ამდენად, მართალია, ოჯახისგან განცალკევების შემთხვევაში უპირატესად განიხილება ბავშვის მინდობთ აღზრდის მიზნით განთავსება, თუმცა სწორედ თავსებადობის სირთულე განაპირობებს შემდგომში ბავშვის გადაყვანას მცირე საოჯახო ტიპის სახლში. 53 ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 29 (6). 20 აღნიშნული გარემოება მიუთითებს სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელების54 დამატებისა და ასეთი აღმზრდელების გადამზადების საჭიროებაზე, რათა ბავშვის მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადანაცვლების ნაცვლად, ბავშვთან თავსებადობის სირთულე დაძლეულ იქნას მინდობით აღმზრდელის მიერ. სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელი არის პირი, რომელიც გადამზადებულია განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მოვლისა და ზრუნვის საკითხებში. 55 შესაბამისად, გამართლებული იქნება სწორედ სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელი პირის მუშაობა ბავშვსა და მას შორის თავსებადობის სირთულის დასაძლევად. ბავშვსა და მინდობით აღმზრდელს შორის თავსებადობის სირთულის შემთხვევაში ბავშვის მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსება ვერ ჩაითვლება გამართლებად დამატებით იმ მიზეზის გამო, რომ თავსებადობის სირთულის სრულად დაძლევა ვერ ხერხდება მცირე საოჯახო ტიპის სახლშიც. აღნიშნულის მიზეზი, თავის მხრივ, შემდეგი გარემოებაა მართალია, მცირე საოჯახო ტიპის სახლების რაოდენობა საკმარისია ქვეყნის მასშტაბით ამ მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის, თუმცა ქ. თბილისში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში თავისუფალი ადგილები, უმეტეს შემთხვევებში, სრულად ათვისებულია. ეს განპირობებულია იმით, რომ თბილისში თავს იყრის ყველა ის სერვისი, რაც შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ცალკეულ რეგიონებში. დ) ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა განთავსების მიზეზები ცხრილი N2 წარმოაჩენს ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა განთავსების მიზეზებს პროცენტული განაწილებით. ცხრილი N2 ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა განთავსების მიზეზები ძალადობა/უგულებელყოფა 81% ბავშვის ქცევა 14.3% ჯანმრთელობის პრობლემები 2.4% მშობლისგან მიტოვება 2.3% 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% 90% შენიშვნა: მინდობით აღზრდა შესაძლოა იყოს ნათესაური, გადაუდებელი, ჩამნაცვლებელი ან სპეციალიზებული. იხ. საქართველოს კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 3, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“. 55 საქართველოს კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 3, „რ“. 54 21 იმის გათვალისწინებით, რომ ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსება წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, დადებით ტენდენციად უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა განთავსების მიზეზებს შორის არ არის სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები. ბავშვის უფლებათა კოდექსი უზრუნველყოფს გარანტიას, რომ ბავშვი არ განცალკევდეს მშობლისგან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები. 56 ეს გარემოება მით უფრო აღსანიშნავია თუ გავითვალისწინებთ, რომ 2021 წლამდე ალტერნატიული ზრუნვის სისტემას ასობით ბავშვი ემატებოდა არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო. ე) ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა დაყოვნების ხანგრძლივობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა დაყოვნების ხანგრძლივობა საშუალოდ 5 წელია, ხოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში განთავსებული ბავშვების შემთხვევაში, ბავშვთა დაყოვნების ხანგრძლივობა მცირედით შემცირებულია - საშუალოდ 4 წელს შეადგენს. ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას. ასეთი განცალკევების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ ბავშვის ოჯახში დაბრუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. 57 ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპი, თავის მხრივ, მოითხოვს ბავშვის მშობელთან დაბრუნების უზრუნველყოფას რაც შეიძლება მოკლე დროში. 58 ბავშვთა სახელმწიფო ზრუნვაში დაყოვნებას სხვადასხვა მიზეზი აქვს და, შესაბამისად, დაყოვნების ხანგრძლივობა ამ მიზეზებზეა დამოკიდებული, რაც მომდევნო ქვეთავში იქნება განხილული (იხ. ქვეთავი 3.2.2.6). მიუხედავად ამისა, ვერცერთი ინტერესი ვერ გადაწონის ბავშვის უფლებას იზრდებოდეს თავის ოჯახში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს. ალტერნატიული ზრუნვის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ასეთი ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსებისას სახელმწიფო ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მეტიც, საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, მსგავს შემთხვევებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. 59 ამდენად, ბავშვის ოჯახში ცხოვრების მნიშვნელობისა და ალტერნატიული ზრუნვის, როგორც დროებითი ღონისძიების გათვალისწინებით, საშუალოდ 4 წლის განმავლობაში ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნა არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპს. ბავშვის უფლებათა კოდექსი, მული 26 (5). იქვე, მუხლი 26 (7). 58 იხ. სქოლიო N10. 59 იხ. CoE, FRA, Handbook on European law relating to the rights of the child, 2022, გვ. 113-117. ხელმისაწვდომია:https://fra.europa.eu/sites/default/files/fra_uploads/fra-coe-2022-handbook-childrights_en.pdf [ნანახია 30/05/2023]. 56 57 22 დამატებით ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნისას სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვსა და მშობლებს/ოჯახის წევრებს შორის რეგულარული კონტაქტი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება კი, თავის მხრივ, პრაქტიკაში არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა, მაგალითად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მშობლის/ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა, რამაც შესაძლოა შეაფერხოს სისტემატური ურთიერთობები ბავშვსა და მშობლებს/ოჯახის წევრებს შორის. აქედან გამომდინარე, ბავშვისთვის დამატებითი სტრესული გარემოებების თავიდან აცილების უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი ოჯახში დაბრუნება უმოკლეს დროში. მიზნით, ვ) ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვთა დაყოვნების მიზეზები, რეინტეგრირებული ბავშვების რაოდენობა და რეინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორები ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ბავშვის დაყოვნების ხანგრძლივობა განსხვავებულია ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე. სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრისა და სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის და ბიოლოგიური ოჯახის შეფასების შემდგომ მუშაობა იწყება ბავშვის რეინტეგრაციის უზრუნველყოფაზე. თუ ბიოლოგიურ ოჯახში შეიქმნება ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის კეთილსაიმედო და არაძალადობრივი გარემო, სადაც ბავშვი დაცული იქნება ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი რისკ-ფაქტორები და მშობლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები, ზრუნვის სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, რეინტეგრაციის შესაძლებლობა მინიმალურია. ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში დაყოვნება დამოკიდებულია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებულ სიტუაციაზე, მშობელთა მოტივაციაზე, მათ უნარ-ჩვევებსა და რესურსებზე უზრუნველყონ ბავშვის უსაფრთხოება და ჰარმონიული განვითარება. ცხრილი N3 წარმოაჩენს რეინტეგრირებული ბავშვების, მათ შორის, ზრუნვის სხვადასხვა ფორმებიდან რეინტეგრირებული ბავშვების რაოდენობას 2022 წლის განმავლობაში. ცხრილი N3 რეინტეგრირებული ბავშვების რაოდენობა, 2022 წ. მინდობით აღმზრდელი ოჯახებიდან ბავშვი 51 რეზიდენტული ზრუნვიდან 28 დიდი ზომის სააღმზრდელო… 40 სულ 119 0.00 20.00 40.00 60.00 80.00 100.00 120.00 140.00 23 საბჭოსთვის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საშუალოდ 150 ბავშვი ხვდება ალტერნატიული ზრუნვის სისტემაში, ხოლო ოჯახებში ბრუნდება საშუალოდ 100 ბავშვი. ეს არასახარბიელო თანაფარდობა გამოწვეულია გარემოებებით, რომელთაგან აღსანიშნავია: რეინტეგრაციის ხელისშემშლელი  ოჯახში არაკეთილსაიმედო გარემო;  ოჯახში ბავშვზე ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი;  მშობლების საზღვარგარეთ ცხოვრება;  მშობლების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა;  მშობლების მოტივაციის ნაკლებობა;  მშობლობის უნარ-ჩვევების ნაკლებობა და მათი მხრიდან ბავშვზე სათანადო ზრუნვის რესურსების არარსებობა. დასახელებული მიზეზები ვერ ჩაითვლება გამართლებად, რამდენადაც სახელმწიფომ უნდა დანერგოს ოჯახის გაძლიერების ეფექტიანი პროგრამები, რომლებიც, საჭიროების შესაბამისად, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოფხვრის ბავშვის ოჯახისგან განცალკევების საფუძვლებს. პრევენციული და ოჯახის გაძლიერების პროგრამების ქმედითობა პირდაპირ კავშირშია ბავშვის ოჯახისგან განცალკევების თავიდან აცილებასა და, უკიდურეს შემთხვევაში - განცალკევების შემდგომ, სწრაფ რეინტეგრაციასთან. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია ასეთი პროგრამების ეფექტიანობის შემოწმება (იხ. ქვეთავი 3.2.3). ზ) ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ხელმეორედ განთავსებული ბავშვების რაოდენობა და განთავსების მიზეზები 2022 წელს ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში განმეორებით განთავსდა 15 ბავშვი. ხელმეორედ სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვის განთავსების ძირითადი მიზეზია ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობა. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა არსებული რესურსი იმისთვის, რომ ბავშვი განმეორებით არ მოხვდეს სახელმწიფო ზრუნვაში. ამ შემთხვევაშიც, პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს ოჯახის მხარდამჭერი ქმედითი პროგრამების არსებობა, რაც მომდევნო ქვეთავში იქნება განხილული. 3.2.3 პრევენციული და ოჯახის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანობა ა) ზოგადი მიმოხილვა ბავშვის უფლებათა კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ქმნის ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის მხარდაჭერის პროგრამებს მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, რომლის შინაარსი, მოცულობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება ბავშვისა და მისი აღზრდისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური საჭიროებების, ფაქტობრივი გარემოებების 24 შესაბამისად. 60 ამ პროგრამათა შემუშავების და განხორციელების ვალდებულება, სხვა უწყებების გარდა, აკისრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 61 ოჯახის მხარდაჭერის, ისევე როგორც ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციული პროგრამების შემუშავება უფლებამოსილებებსაც განეკუთვნება. და განხორციელება მუნიციპალიტეტების 62 ადგილობრივ დონეზე პრევენციული პროგრამები უნდა ემსახურებოდეს უმთავრესად ოჯახების განცალკევების პრევენციას. უპირველესად, საჭიროა ასეთი პროგრამების ხელმისაწვდომობის, პარალელურად კი მათი ქმედითობის/ეფექტიანობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვის ოჯახისგან განცალკევება გარდაუვალია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის, ოჯახის მხარდამჭერმა პროგრამებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს რეინტეგრაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში. ამ პროგრამების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის შემოწმების მიზნით, საბჭომ გააანალიზა 2023 წლის გეგმითა და ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური პროგრამები. შეფასება ემსახურებოდა მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობისა და მათი სიმძლავრის, მათ შორის, პროგრამების/მომსახურებების არსებობისა და ხელმისაწვდომობის, თითოეული მომსახურების საჭიროების კვლევის ჩატარების, მათი ეფექტიანობის მონიტორინგისა და ფინანსური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის განსაზღვრას. ქვემოთ მოცემულ „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეთავებში წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზისთვის გამოყენებულია 41 მუნიციპალიტეტისგან, მათ შორის, დიდი ქალაქებისგან საბჭოსთვის მოწოდებული ინფორმაცია. ბ) მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობა 2023 წლის გეგმით და ბიუჯეტით განსაზღვრული მონაცემების გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ პროგრამები არ არის ხელმისაწვდომი გეოგრაფიული თვალსაზრისით. ის პროგრამები, რომლებიც რეალურად შესაძლოა ემსახურებოდეს ოჯახის განცალკევების პრევენციას ან/და ოჯახის მხარდაჭერას, მუნიციპალიტეტთა უმრავლესობაში არ არსებობს; ისინი დანერგილია მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის აუცილებელი სერვისების ნაკლებობა. 60 ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 28 (1). იქვე, მუხლი 28 (6). 62 იქვე, მუხლები: 27 (2), 28 (7). 61 25 აღნიშნული პროგრამების გეოგრაფიული თვალსაზრისით არარსებობა, თავის მხრივ, რიგ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა: ოჯახისგან განცალკევების პრევენციისა და რეინტეგრაციის შეუძლებლობა; ფერხდება ბავშვის მიმართ ძალადობის ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ამასთან, ოჯახებს უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მომსახურების მისაღებად. გ) მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანობა პრევენციული და ოჯახის მხარდამჭერ მუნიციპალურ პროგრამებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების ჩამოყალიბება შესაძლებელია შემდეგნაირად:  მუნიციპალიტეტთა უმრავლესობაში არ არის ჩატარებული საჭიროებების კვლევა, შესაბამისად, არ არსებობს რეალური მონაცემები/მაჩვენებლები, რის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს კონკრეტული მომსახურებები;  მუნიციპალიტეტთა უმრავლესობაში არ ტარდება მომსახურებათა ეფექტიანობის მონიტორინგი, რის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი;  ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების უმრავლესობას ერთჯერადი ფინანსური დახმარების ხასიათი აქვს, საშუალოდ 200 ლარის ოდენობით (ოჯახის მხარდაჭერის პროგრამები ერთჯერადი არ უნდა იყოს), რაც ვერ უზრუნველყოფს ოჯახების მხარდაჭერას;  მუნიციპალიტეტთა უმრავლესობაში არ ფუნქციონირებს ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილება ან ფუნქციონირებს მხოლოდ ფორმალურად - დებულების დონეზე;  გამოიკვეთა ბავშვთან და ბავშვის საკითხებზე მომუშავე პირების გადამზადების საჭიროება იმისთვის, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილება თითოეულ მუნიციპალიტეტში რეალურად ამუშავდეს;  გამოიკვეთა ცენტრალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს შორის არაეფექტიანი კოორდინირებული მუშაობა;  პროგრამების ბიუჯეტის მინიმალური წილი მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამების ბიუჯეტთან მიმართებით 20%-ზე ნაკლებია. ამდენად, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის ზემოაღნიშნული პროგრამები სრულყოფილად ვერ აკმაყოფილებს ბავშვის რეალურ საჭიროებებს და ვერ აღწევს ძირითად მიზნებს - ბავშვზე ზრუნვას, რეაბილიტაციას, რომელიც მოიცავს ბავშვის მიტოვების პრევენციას, ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობას, ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, სოციალურ ინკლუზიას და მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედებას. 26 3.3 ბავშვთა სიღარიბე 3.3.1 ზოგადი მიმოხილვა სახელმწიფოს ვალდებულება თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და სათანადო დონე, რომელიც ბავშვს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების საშუალებას მისცემს გამომდინარეობს როგორც საერთაშორისო ვალდებულებიდან, 63 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან 64, ისე ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ვალდებულებებიდან. 65 ამასთან, ბავშვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებები, სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს ბავშვთა სიღარიბეზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელებას. 66 საანგარიშო პერიოდში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა“. კვლევა განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმებით. მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტზე მონაცემთა მოგროვება, კერძოდ: ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები. 67 ზემოაღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა უთანასწორობები ბავშვების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, როგორიცაა სქესის, დასახლების ტიპის (ქალაქი/სოფელი), შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით, რაც გავლენას ახდენს კონკრეტულ მომსახურებებზე ბავშვის ხელმისაწვდომობაზე. კვლევის შედეგების თანახმად, ამ თვალსაზრისით ყველაზე კრიტიკული ფაქტორი არის მატერიალური და სოციალური დანაკლისი, რამდენადაც ამგვარი დანაკლისის მქონე ბავშვებს კეთილდღეობის ყველა პარამეტრში ყველაზე ცუდი შეფასებები აქვთ იმ ბავშვებთან შედარებით, ვინც არ განიცდის ამგვარ დანაკლისს. კვლევა ღირებულია გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 27. იხ. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები: 1, 10. ხელმისაწვდომია: https://www.unicef.org/georgia/ka/%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%8 3%93%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E 1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 [ნანახია: 24/02/2023]. 65 ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 47. 66 CRC/C/GEO/CO/4, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი დაკვირვებები საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის შესახებ, 2017, § 35. ხელმისაწვდომია: https://documents-ddsny.un.org/doc/UNDOC/GEN/G17/054/68/PDF/G1705468.pdf?OpenElement [ნანახია: 24/02/2024]. 67 ხელმისაწვდომია: https://uni.cf/3mEQ8Al [ნანახია: 24/02/2023]. 63 64 27 კონკრეტული გამოწვევების გამოვლენის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის გასატარებელი ღონისძიებების შემუშავებას/გაუმჯობესებას. 3.3.2 სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვები საანგარიშო პერიოდში ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბის მაჩვენებელზე დინამიკაში დაკვირვების მიზნით, საბჭომ შეისწავლა 2022 წლის მონაცემები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სიღარიბის მაჩვენებლისა და ჯინის კოეფიციენტების შესაბამისად, 2022 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.6 პროცენტს გაუტოლდა. 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4 პროცენტი შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 15.3 პროცენტი (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 10.5 პროცენტი (-1.4 პროცენტული პუნქტი). ცხრილი N4 წარმოაჩენს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს. ცხრილი N4 სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, 2022წ. 0-17 ასაკობრივი ჯგუფი 20.40% 18-64 ასაკობრივი ჯგუფი 15.30% 65+ ასაკობრივი კატეგორია 0.00% 10.50% 5.00% 10.00% 15.00% 20.00% 25.00% დადებითი დინამიკის მიუხედავად, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი ყველაზე მაღალი რჩება სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. 28 3.4 ბავშვთა მიმართ ძალადობა 3.4.1 ზოგადი მიმოხილვა ძალადობისგან ბავშვის დაცვის უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებები გულისხმობს ქვეყანაში არსებული ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური თუ სხვა რესურსების გამოყენებას ბავშვის ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან დაცვისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ეფექტიანი პროცედურების გატარებას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მხარდასაჭერად. 68 ეს ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს, ერთი მხრივ, ქმედითი პრევენციული მექანიზმების გატარებას, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე აღსრულების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, ძალადობაზე რეაგირების მექანიზმის შემუშავებას. ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა. სამინისტროს საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში (2024-2027), გათვალისწინებულია ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნის კომპონენტი, რაც მოიცავს არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დანაყოფის შექმნასა და ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობას სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულში. 69 2023 წელს დაიწყო არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფის ამოქმედებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში შესაბამისი სამუშაოები.70 ამასთან, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი, უწყების ყველა შესაბამისი დანაყოფის სპეციალიზებული გამომძიებლის რესურსით უზრუნველყოფის მიზნით.71 ბავშვის ძალადობისგან დაცვის ხელშეწყობის ღონისძიებების თვალსაზრისით 2023 წელს საქართველოს პროკურატურამ განახორციელა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების საქმეთა მონიტორინგი და გააანალიზა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. იდენტიფიცირებული ტენდენციები და საჭიროებები ინტეგრირდა სპეციალიზებულ პროკურორთა გადამზადების მოდულში, აგრეთვე, მომზადდა პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითება. 72 ბავშვის უფლებათა კოდექსი ძალადობისგან ბავშვთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილებებს, ტერიტორიებიდან სხვა უწყებებთან დევნილთა, შრომის, ერთად, საქართველოს ჯანმრთელობისა და ოკუპირებული სოციალური დაცვის სამინისტროს ანიჭებს. 73 ამ კუთხით, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 19. საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 24 იანვრის წერილი N MIA 6 24 00216646. 70 იქვე. 71 იქვე. 72 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 8 თებერვლის წერილი N13/7889. 73 ბავშვის უფლებთა კოდექსი, მუხლი 92 (1). 68 69 29 მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 12 ივნისის ბრძანებით დამტკიცდა "ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლი" და საინფორმაციო დოკუმენტები. 74 გარდა ამისა, სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცდა "ბავშვებსა და მოზარდებში სუიციდის რისკის შეფასებისა და სუიციდის რისკზე რეაგირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები". 75 ხაზგასასმელია, ასევე, რომ 2023 წელს გაიხსნა თელავის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი და თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი. 76 ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების/დანერგვის თვალსაზრისით დადებითად აღსანიშნავია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (ბარნაჰუსი) არსებობა. თუმცა, ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყების სათანადო ჩართულობა. 2023 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა „ბარნაჰუსთან“. 77 თბილისის ტერიტორიაზე, გარდა კანონით გამონაკლისი შემთხვევებისა, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება „ბარნაჰუსში“ ტარდება. ცენტრის საშუალებით ხდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩასართავი პირების დროულად მობილიზება, რაც ხელს უწყობს ბავშვთან განსახორციელებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაყოვნების გარეშე წარმართვას. 78 საანგარიშო პერიოდში „ბარნაჰუსთან“ აქტიურად თანამშრომლობდა, ასევე, საქართველოს პროკურატურა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სისხლის სამართლის საქმეებზე, მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებისა და ბავშვის რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით. 79 გარდა ამისა, პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრულია ყოველწლიურად მინიმუმ ერთ სტრუქტურულ ერთეულში ბავშვზე მორგებული სივრცის მოწყობის ვალდებულება. 2023 წელს ბავშვზე მორგებული გარემო შეიქმნა ფოთის რაიონულ პროკურატურაში, ხოლო ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო ბავშვზე მორგებული სივრცის მოწყობა. 80 ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიმართულებით აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების 74 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2024 წლის 15 თებერვლის წერილი N MOH 1 24 00185803. 75 იქვე. 76 იქვე. 77 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 24 იანვრის წერილი N MIA 6 24 00216646. 78 იქვე. 79 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2024 წლის 8 თებერვლის წერილი N13/7889. 80 იქვე. 30 საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, განხილული „ბარნაჰუსის“ მუშაობა, მიღწეული პროგრესი და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები. 81 იქნა „ბარნაჰუსის“ სახით ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური მომსახურების თვალსაზრისით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა და ამ დაწესებულების ქმედითი ფუნქციონირების ხელშემწყობი ღონისძიებების მიუხედავად, ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირება გამოწვევად რჩება. პრობლემურია, პირველ რიგში, „ბარნაჰუსის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რამდენადაც ის მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ცენტრი ვერ ასრულებს სრულყოფილად მის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რადგან კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ამ დაწესებულებაში ბავშვის გამოკითხვის ვიდეო-აუდიო ჩანაწერის განხორციელება და მისი წარდგენა სასამართლოში მტკიცებულების სახით. 3.4.2. ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევათა შემცირებისა და აღმოფხვრისთვის, სხვა ღონისძიებებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია ეფექტიანი საგანმანათლებლო ღონისძიებების არსებობა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები. 2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ჩაატარა ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების მიზნით, საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“. 82 კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები 1000-მდე ადამიანთან, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებთან, რეფერირების სუბიექტებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან.83 კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც დაფუძნებული იყო ქორწინების იძულების რეალურ ფაქტზე, დაიბეჭდა საინფორმაციო პოსტერი, სადაც განმარტებულია ვინ ითვლება ბავშვად, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე, ჩამოთვლილია ის სახელმწიფო სამსახურები, ვისაც რეაგირების ვალდებულება გააჩნიათ და ადრეულ ასაკში სავარაუდო ქორწინების/ქორწინების იძულების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულია პოლიციაში მომართვის გზებიც. 84 მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან 81 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2024 წლის 16 იანვრის წერილი NGOV 0 24 00001214. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 24 იანვრის წერილი N MIA 6 24 00216646. 83 იქვე. 84 იქვე. 82 31 კოორდინაციით, პოსტერები განთავსდა საქართველოს ყველა სკოლაში, ჯამში 2302 სკოლა (216 კერძო და 2086 საჯარო). 85 გარდა აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით ადგილობრივი ექსპერტების მიერ სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა მუშაობა სახელმძღვანელოს პროექტზე „პრაქტიკული სახელმძღვანელო სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ“. 86 აღნიშნული სახელმძღვანელოს მიზანია სოციალური მუშაკების აღჭურვა თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციით და მათი შესაძლებლობის გაძლიერება, რათა ეფექტიანად მოახდინონ ბავშვთა ქორწინების პრევენცია, გამოავლინონ შემთხვევები და უზრუნველყონ შესაბამისი მხარდაჭერა.87 მეორე მხრივ, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ბავშვობის ასაკში ქორწინება ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. 2023 წლისთვის ზოგადი განათლების სისტემის გამოწვევები ძირითადად დაკავშირებულია საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ სტერეოტიპებსა და სასკოლო თემის ცნობიერების ტრანსფორმაციასთან. 88 განსაკუთრებით აღსანიშნავია ასაკის შესაბამისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განათლების საკითხების ინტეგრირება სასკოლო კურიკულუმებში, რომელიც ასევე მორგებული იქნება სხვადასხვა დარღვევის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებებზე.89 რამდენადაც კურიკულუმების და მეთოდოლოგიური რესურსების მომზადება ხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დონორების, პარტნიორების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერით, გამოწვევას წარმოადგენს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ის ადამიანური რესურსი (მასწავლებლები, სკოლის ექიმები, ფსიქოლოგები და სხვა), რომელმაც უნდა განახორციელოს სწავლა-სწავლება, ასევე მშობლები და სასკოლო თემის სხვა წარმომადგენლები როგორც ქართულენოვან, ასევე არაქართულენოვან სექტორებზე. 90 3.4.3 ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა გამოვლენა საანგარიშო პერიოდში, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებების გატარების ხელშეწყობისთვის, საბჭომ შეაფასა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროგრესი, იქვე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2024 წლის 15 თებერვლის წერილი N MOH 1 24 00185803. 87 იქვე. 88 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 1 თებერვლის წერილი N MES 2 24 0000103494. 89 იქვე. 90 იქვე. 85 86 32 ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელების მაჩვენებელი და რეფერირების სისტემის ეფექტიანობა. მონიტორინგმა მოიცვა 2022 წელი. ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა გამოვლენის/იდენტიფიცირების მექანიზმის ქმედითობის თვალსაზრისით, 2022 წლის მონაცემებით: 91  წლის განმავლობაში არ მომხდარა ტრეფიკინგის მსხვერპლის, მათ შორის, არასრულწლოვანი მსხვერპლის იდენტიფიცირება;  წლის განმავლობაში ტრეფიკინგის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 1 არასრულწლოვანს 1 საქმეში: 12 წლის საქართველოს მოქალაქე გოგონას მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვის ფაქტზე. ტრეფიკინგის მსხვერპლი არასრულწლოვანის იდენტიფიცირება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და აღმოფხვრის მთავარი საფუძველია. აღნიშნული ინდიკატორის შესრულების თვალსაზრისით, საქართველოში ბევრი სამუშაო არის გაწეული, რადგან ქვეყანა აწარმოებს ტრეფიკინგის დეტალურ სტატისტიკას. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აწარმოებს ტრეფიკინგის ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელიც მუდმივად განახლების პროცესშია. 92 სხვა მონაცემებთან ერთად, ბაზა შეიცავს ინფორმაციას ტრეფიკინგის დაზარალებულთა და მსხვერპლთა რაოდენობის, მოქალაქეობის, სქესის, ასაკის, ექსპლუატაციის ფორმის შესახებ. 93 გარდა ამისა, უწყებათშორისი საბჭო ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმას. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში არსებული მონაცემები მაღალი ალბათობით შესაძლოა მიუთითებდეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მექანიზმის სისუსტეზე. ტრეფიკინგის მსხვერპლის, მით უფრო ტრეფიკინგის არასრულწლოვანი მსხვერპლის, იდენტიფიცირება ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ, ძირითად შემთხვევებში, ტრეფიკიორი მალავს და რეგულარულად აკონტროლებს მსხვერპლს, ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირება რთულია. საქართველოს კანონმდებლობა ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან დაკავშირებით იცნობს ორ სტატუსს: ტრეფიკინგის მსხვერპლსა და დაზარალებულს. 94 პირს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი ენიჭება წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ადამიანით ვაჭრობის განმახორციელებელი (ტრეფიკინგის) საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ, ხოლო 91 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის 2 მარტის წერილი N 2372. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 6 მაისის წერილი N 5673. 93 იქვე. 94 „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3 „კ“, „პ“. 92 33 დაზარალებულის სტატუსი პირს ენიჭება პროკურორის დადგენილების საფუძველზე. 95 მსხვერპლი და დაზარალებული სარგებლობენ უფლებების დაცვის ერთნაირი გარანტიებითა და მომსახურებებით, სამართლებრივი გზები. განსხვავებულია მხოლოდ ამ ორი სტატუსის მინიჭების თვალსაჩინოებისთვის აღსანიშნავია, რომ ტრეფიკინგის არასრულწლოვანი მსხვერპლისა და დაზარალებულის იდენტიფიცირების თვალსაზრისით 2021 და 2022 წლებში არსებული სტატისტიკა თითქმის იდენტურია (იხ. ცხრილი N 5). ცხრილი N5 ტრეფიკინგის არასრულწლოვანი მსხვერპლი/დაზარალებული 3 0 1 0 მსხვერპლი დაზარალებული 2022 წ. 2021 წ. 3.4.4 რეფერირების სისტემის ეფექტიანობის შეფასება რეფერირების სისტემის ეფექტიანობის შეფასებასთან მიმართებით საბჭომ გააანალიზა 2022 წლის მონაცემები, 96 რომლის შედეგად გამოიკვეთა:  ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართვიანობის მექანიზმის ფარგლებში შეტყობინება, უმეტესად, ხდება 10-18 წლის ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის შესახებ (იხ. ცხრილი N 6.2).  არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდო ძალადობის თაობაზე განხორციელებული შეტყობინებები მნიშვნელოვნად აღემატება არასრულწლოვან ბიჭებზე განხორციელებულ შეტყობინებათა რაოდენობას (იხ. ცხრილი N 6.3);  ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ძალადობის ფორმის მიხედვით ყველაზე გავრცელებულია ბავშვთა მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობა, ემოციური ძალადობა და უგულებელყოფა (იხ. ცხრილი N 6.4);  დაწესებულებების/სუბიექტების თვალსაზრისით, ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ მიმართვიანობის მექანიზმის ფარგლებში ყველაზე ხშირად შეტყობინებას პოლიცია ახორციელებს (იხ. ცხრილი N 6.5); იქვე, იხ. მუხლები: 11, 14, 17. ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 2 მარტის წერილს N 1000318 7 23 00233166. 95 96 34  ადგილმდებარეობის მიხედვით, შეტყობინებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ქ. თბილისში, რომელსაც მოსდევს ქვემო ქართლი, აჭარა, იმერეთი (იხ. ცხრილი N 6.6). რეფერირების სისტემის ეფექტიანობა უფრო მკაფიოდ იკვეთება 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. ცხრილი N 6.1 წარმოაჩენს 2021 და 2022 წლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართვიანობის მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. შეტყობინებებისა და ცხრილი N6.1 ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ შეტყობინებული და დადასტურებული შემთხვევები 4131 1904 1781 714 შეტყობინება დადასტურებული შემთხვევა 2022 წ. 2021 წ. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ 2022 წელს ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის თაობაზე მიმართვიანობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, რაც, ცხადია, დადებითი დინამიკაა, თუმცა, რეფერირების სისტემის ეფექტიანობის თვალსაზრისით კვლავ რჩება გამოწვევები. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ ნახევარი მიმართავს პოლიციას დახმარებისთვის. 97 ზოგადად, დაბალი მიმართვიანობის გამომწვევ სხვა 97 საფარი, UNDP, UKaid, British Embassy Tbilisi, „ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მიწოდებისას არსებული გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს“, 2021. ხელმისაწვდომია: https://www.undp.org/ka/georgia/publications/%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83 %A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98% E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E 1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2% E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91% 35 მიზეზებთან ერთად, როგორიცაა უნდობლობა, სერვისის მისაღებად ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში, არის ინფორმაციის ნაკლებობა - ძალადობის მსხვერპლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია დახმარების არსებული მომსახურებების შესახებ. მიმართვიანობის განმახორციელებელი სუბიექტების თვალსაზრისით, ოჯახში ძალადობისგან ბავშვთა დაცვაში, გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა, მნიშვნელოვანი როლი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბაღებს, სკოლებს აკისრიათ. რეფერირების დოკუმენტის თანახმად, ასეთი დაწესებულებები ვალდებულნი არიან შეატყობინონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ბავშვთა მიმართ ძალადობის თაობაზე მცირედი ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი.98 მიუხედავად ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან შეტყობინებების განხორციელება ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, სკოლებში/სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ არის დანერგილი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი, გარდა ამისა, მიზეზი შესაძლოა ასევე იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების კარგი რეპუტაციის შენარჩუნება. ცხრილი N 6.2 ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობის მექანიზმის ფარგლებში შეტყობინებული შემთხვევების რაოდენობა ბავშვთა ასაკის მიხედვით 1755 1733 149 0-5 წელი 494 6-10 წელი 10-14 წელი 15-17 წელი 2022 წ. ცხრილი N6.3 E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98% E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95% E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93-19%E1%83%98%E1%83%A1 ნანახია [24/02/2024]. 98 იხ. “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება, მუხლები 5, 6, 7. 36 ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობის მექანიზმის ფარგლებში შეტყობინებული შემთხვევების რაოდენობა ბავშვთა სქესის მიხედვით 2468 1663 მდედრობითი მამრობითი 2022 წ. ცხრილი N 6.4 (შესაძლებელია ერთი და იმავე ბავშვზე ხორციელდებოდეს სხვადასხვა ფორმის ძალადობა) ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობის მექანიზმის ფარგლებში შეტყობინებული შემთხვევების რაოდენობა ძალადობის ფორმის მიხედვით სხვა 16 ტრეფიკინგი 3 ბულინგი/კიბერბულინგი 45 იძულება/იძულება მათხოვრობაზე/შრ. ექსპლუატაცია 52 სუიციდის მცდელობა 69 სექსუალური ძალადობა 225 ადრეული ქორწინება/ორსულობა 399 უგულებელყოფა 1060 1098 ემოციური ძალადობა 1142 ფიზიკური ძალადობა 2022 წ. ცხრილი N 6.5 37 შეტყობინებული შემთხვევები დაწესებულებების მიხედვით ბაგა-ბაღი/გაერთიანება საინფომაციო და მედია საშუალებები არასამთავრობო და სხვა ორგანიზაცია სხვა ანონიმური ადგილობრივი თვითმმართველობა მცირე საოჯახო ტიპის სახლი არასრულწლოვანი სოც. მომს. ტერიტ. სამსახური მოქალაქე მშობელი/მიმღები მშობელი/ნათესავი/მეზობელი პროკურატურა/პრობაცია/დანაშაულის პრევენცია სამედიცინო დაწესებულება ცხელი ხაზი სახალხო დამცველი სასამართლო 2 8 11 22 28 30 36 38 47 50 56 111 113 115 187 264 სკოლა/რესურს ცენტრი/მანდატურის სამს./სამხ. სკოლა პოლიცია 431 2582 2022 წ. ცხრილი N 6.6 შეტყობინებული შემთხვევები რეგიონების/ქალაქების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი 16 სამეგრელო-ზემო სვანეთი 29 სამცხე-ჯავახეთი 48 გურია 48 მცეთა-მთიანეთი 51 შიდა ქართლი 139 კახეთი 166 იმერეთი 371 აჭარა 440 ქვემო ქართლი 446 თბილისი 2377 2022 წ. 3.5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებები 3.5.1 ზოგადი მიმოხილვა ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და სპეციალური საგანმანათლებლო 38 საჭიროების მქონე ბავშვის უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, მათ შორის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვით. 99 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვის ხელშეწყობის თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც პასუხისმგებელი უწყების, მიერ განხორციელებული ღონისძიებები. სამინისტროს ფარგლებში შექმნილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო“. საბჭოს მუშაობაში ჩართული არიან სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, შშმ პირთა თემის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 100 კომიტეტის ფარგლებში საბჭო აქტიურად მსჯელობს და მუშაობს მიმდინარე გამოწვევებზე, რეფორმებზე, სტრატეგიაზე, სხვადასხვა მომსახურების სტანდარტებისა და პროგრამების დახვეწაზე. 101 2023 წელს კომიტეტის ფარგლებში განხილული იქნა „ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ქვეპროგრამა“ და შესაბამისი სტანდარტი, ასევე მომზადდა 6-დან 18 წლამდე ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტის პროექტი. 102 ბავშვის ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების მიღებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლებასთან მიმართებით განათლების ინკლუზიური სისტემის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები მოიცავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად სათანადო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებას, ინკლუზიური განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის მიღწევის მიზნით. 103 ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ, გატარებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, 2023 წლის მდგომარეობით სენსორული (სმენა), აუტიზმის სპექტრის მქონე, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს 12 ინტეგრირებული კლასი, რომლის ფარგლებშიც საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად მოსწავლეებთან ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ დამატებითი სპეციალისტები. 104 ხაზგასასმელია, აგრეთვე, რომ საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა ინკლუზიური განათლების 2023-2034 წლების სამოქმედო გეგმა. 105 99 ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 7 (3). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2024 წლის 15 თებერვლის წერილი N MOH 1 24 00185803. 101 იქვე. 102 იქვე. 103 ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 93. 104 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 1 თებერვლის წერილი N MES 2 24 0000103494. 105 იქვე. 100 39 გარდა ამისა, ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზაციასთან „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის‘‘ პარტნიორობით განხორციელებული პროექტის „ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინოვაციური მიდგომების პილოტირებით საქართველოს 10 საჯარო სკოლაში“ ფარგლებში მომზადდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რესურს ოთახების ორგანიზების და ფუნქციონირების გზამკვლევი“. 106 გზამკვლევი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პროცესში რესურს ოთახების ფუნქციის, მისი მრავალმხრივი და მიზნობრივი გამოყენების წარმოჩენას, რათა საჯარო სკოლებში მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს რესურს ოთახების სიკეთეების რეალიზება მოსწავლეთა მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და საგანმანათლებლო ჩართულობის ხელშესაწყობად. 107 3.5.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეფასების და სტატუსის დადგენის სისტემის რეფორმა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების მიმართ ყველა ფორმის უთანასწორო მოპყრობის შემცირება სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებათაგან ერთ-ერთს მიეკუთვნება. 108 ამ მიმართულებით უთანასწორო მოპყრობის შემცირება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეფასების და სტატუსის დადგენის სისტემის რეფორმის სრულყოფასთან. რეფორმა მოიცავს ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ღონისძიებათა გეგმის დამტკიცებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებას და სპეციალისტთა გადამზადებას. აღნიშნული მოდელის ინსტიტუციური მოწყობის კონცეფციის შემუშავების და ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საბჭომ საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი გაუწია მიმდინარე პროცესს, რის შედეგადაც გამოიკვეთა კონკრეტული მიღწევები და გამოწვევები. საქართველოში შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასებისა და სტატუსის დადგენის სისტემა ეფუძნება იმ სამედიცინო მოდელს, რომელიც არ შეესაბამება შშმ პირთა უფლებების შესახებ 106 იქვე. იქვე. 108 იხ. CRC/C/GEO/CO/4/, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი დაკვირვებები საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის შესახებ, 2017, §§29, 30; CRC/C/GEO/QPR/5-6, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, საკითხთა ჩამონათვალი საქართველოს მეხუთე და მეექვსე კომბინირებული ანგარიშების წარმოდგენამდე, 2021. ხელმისაწვდომია: https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G17/054/68/PDF/G1705468.pdf?OpenElement https://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2FPPRiCAqhKb7yhsqYprcw2atLvQfU cOdO2bWF4V8ugh%2F8%2BOMQVr0b6VN%2BZZuM%2BTr4UeJdst4Ji3LgrpTNrP5dwf1GfBnELLM6vMEy9 MCj9ctVEQwproQb87aF0 [ნანახია: 18/02/2024]. 107 40 კონვენციის მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსის დადგენა ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, მიზანშეწონილია არსებული სამედიცინო მოდელის ჩანაცვლება ბიოფსიქოსოციალური მოდელით. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულებაა შეიმუშაოს და 2023 წლამდე დაამტკიცოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. საანგარიშო პერიოდში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმის პროექტი. საანგარიშო პერიოდში „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი დასამტკიცებლად გადიოდა საჭირო სამართლებრივ პროცედურას. დასკვნა ანგარიში წარმოაჩენს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული იმ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ვალდებულების განხორციელების თაობაზე ინფორმაციას, რომელიც ამავე დროს გამომდინარეობს ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებებიდან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან. მიღწეული პროგრესის პარალელურად, წინამდებარე დოკუმენტი მიუთითებს მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რაც ხელს უშლის ბავშვის უფლებების სათანადო რეალიზებასა და ძირითადი პრინციპების დაცვას. გამოწვევათა შორის საგულისხმოა, რომ კვლავ აქტუალურია ისეთი მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილების საჭიროება, რასაც ხელს უშლის, მაგალითად, ბავშვთა სიღარიბე. ამასთან, ნათელია, რომ ქვეყანაში არსებული მხარდაჭერის პროგრამები ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მათ გრძელვადიან მხარდაჭერას, ოჯახების განცალკევების პრევენციას, ხოლო უკიდურესი ღონისძიების სახით ამგვარი საჭიროებისას - ოჯახების გონივრულად მოკლე დროში გაერთიანებას. გამოწვევად რჩევა ასევე ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციული და ძალადობაზე რეაგირების ეფექტიანი ღონისძიებების დანერგვა, განხორციელება. 41