საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 22 - 23 თებერვალს ქალაქ ვენაში, ავსტრია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, თინათინ ბოკუჩავა) მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-3542/24
12-03-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის ანგარიშს. (2024 წლის 22-23 თებერვალი, ვენა,
ავსტრია).
გთხოვთ მიიღოთ ცნობად.
დანართი 3 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის
ანგარიში (2024 წლის 22-23 თებერვალი, ვენა, ავსტრია)
მივლინების თარიღი: 22-23 თებერვალი, 2024 წ.
მივლინებული: ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაცია: დელეგაციის ხელმძღვანელი,
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე,
დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა
ბოჭორიშვილი და დელეგაციის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა.
მივლინების მიზანი:
მონაწილეობა.
ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეის ზამთრის სხდომაში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომის ფოკუსი იყო ეუთო-ს რეგიონის
უსაფრთხოება, უკრაინა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები, სხვა მიმდინარე
გამოწვევები და მათ გადაჭრაში ეუთო-ს, როგორც ორგანიზაციის, როლი.
გაწერილი დღის წესრიგის მიხედვით, პარლამენტარებს მიმართეს ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ, ავსტრიის ეროვნული საბჭოს
პრეზიდენტმა, ვოლფგანგ სობოტკამ, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და მალტის
საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრმა, იან ბორგმა და ეუთო-ს გენერალურმა
მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის
ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ და დელეგაციის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიების ფარგლებში გამართულ
დებატებში.
22 თებერვალს გაიმართა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის
სხდომა, რომლის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხარაძე. მან დაგმო
რუსეთის აგრესია უკრაინაში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ
თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ხაზი გაუსვა
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს:
„ჩვენ ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ეს ორგანიზაცია თამაშობს
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ
ვხედავთ რაიმე ხელშესახებ შედეგებს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში.
მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ თავიდან
აეცილებინა კონფლიქტები ევროპაში, გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ
ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების მსგავს
გამოწვევებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
23 თებერვალს გაიმართა სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომლის
ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და
თინათინ ბოკუჩავა.
„უკრაინაში მიმდინარე აგრესიისა და სამხედრო მოქმედებების პარალელურად,
რუსეთმა გადადგა ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ.
აფხაზეთის იზოლაციისკენ მიმართული პროცესები მიზნად ისახავს ოკუპირებულ
რეგიონებში მოსკოვის პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, რაც ამწვავებს
ადგილზე არსებულ ისედაც მძიმე ვითარებას“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან
აგრეთვე ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის მნიშვნელოვან
რეგიონულ როლზე. „კიდევ ერთხელ მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი
გავუსვა, რომ აუცილებელია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩამოაყალიბოს მკაფიო
სტრატეგია ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევებისა
და საფრთხეების ეფექტიანი გადაჭრისათვის“.
ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის გაღრმავება, კანონის უზენაესობის
ნაკლებობა, სუსტი მმართველობა, კორუფცია, ყოვლისმომცველი სიღარიბე და
მაღალი უმუშევრობა აწუხებს დღევანდელ საქართველოს. მოგიწოდებთ ყველას,
მონაწილეობა
მიიღოთ
ეუთო-ს
საპარლამენტო
ასამბლეის
საარჩევნო
სადამკვირვებლო მისიაში და წინასწარ მადლობას გიხდით საქართველოს
დემოკრატიისა და კეთილდღეობის მხარდაჭერისათვის,” განაცხადა თინათინ
ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა
მონაწილეებს შეახსენა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის
შესახებ, რომლებიც დღესაც უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგანან. მან
ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ერთიანი ბრძოლა საერთო ევროპული
ღირებულებების დასაცავად და ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე:
„საქართველომ გამოხატა მტკიცე გადაწყვეტილება, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი
და ახლახანს შეუერთდა კანდიდატი ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც ევროკავშირში
წევრობისკენ ისწრაფვიან“. გამოსვლის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება
გაამახვილა იმაზე, რომ „საქართველოს უწევს გაუმკლავდეს დეზინფორმაციის
უზარმაზარ ტალღებს. მის გასავრცელებლად ხშირად საერთაშორისო ფორმატები
გამოიყენება, რაც არასწორ წარმოდგენას ქმნის საქართველოსა და მისი
ხელისუფლების შესახებ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს - განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებთან გვიწევს გამკლავება,
დეზინფორმაციის გაქარწყლებაზე არ უნდა ვკარგავდეთ დროს“.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა გაიმართება 2024 წლის 29
ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ქ. ბუქარესტში (რუმინეთი).