„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/370; 13/03/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
მიერ ლეგალიზაციისათვის.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის „დოკუმენტის აპოსტილით
დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ №404 და „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის
დამტკიცების შესახებ“ №406 ბრძანებულებების შესაბამისად, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ
გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე და
ლეგალიზაციაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ ორგანოდ განსაზღვრული იყო სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და თანმდევ
კანონებში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებით და მათ საფუძველზე გამოცემული
კანონქვემდებარე აქტებით (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს „დოკუმენტის
ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ №404 და „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების
წესის დამტკიცების შესახებ“ №405 დადგენილებები) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების, ასევე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით
დამოწმებისა და ლეგალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოდ, ცენტრის
ნაცვლად, განისაზღვრა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში სააგენტო).
2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გამოცემულ
იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ერთობლივი №93/ნ-№170 ბრძანება „საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ
გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი
უფლებამოსილების
ფარგლებში
გაცემული
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და
მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ცენტრი განისაზღვრა
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის პროცესში მონაწილე ერთ-ერთ
სუბიექტად.
ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ზემოთ აღნიშნული ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი
ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით
დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად ახორციელებს მნიშვნელოვან საქმიანობას,
კერძოდ: ამოწმებს დოკუმენტებზე არსებული ბეჭდისა და ხელმოწერის ნიმუშების
ნამდვილობას, დოკუმენტებზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას; დოკუმენტის ბეჭდით ან
შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტურობას. აღნიშნული ინფორმაციის გარდა,
ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს დოკუმენტის ფორმისა და შინაარსის საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ასევე ვალდებულია შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა
სააგენტოდან მიღებული დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას. ამ ინფორმაციის
დადასტურების
შემთხვევაში,
ცენტრი
ადასტურებს
დოკუმენტის
აპოსტილით
დამოწმების/ლეგალიზაციის შესაძლებლობას და აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას,
მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, აწვდის სააგენტოს. ამდენად, ცენტრს
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამ სფეროში მომსახურების გასაწევად გარკვეული ხარჯის
გაწევა უწევს.
აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
რედაქციით დადგენილია სახელმწიფო ბაჟის ოდენობები შემდეგი მომსახურებებისათვის:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და
მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და
მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია.
აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული სახელმწიფო ბაჟის თანხა მთლიანად მიიმართება
სახელმწიფო ბიუჯეტში. ვინაიდან ზემოთ დასახელებული მომსახურებების უდიდეს ნაწილს
სააგენტოსთან ერთად ახორციელებს ცენტრი და ხარჯების გაწევაც უშუალოდ ამ
დაწესებულებების მიერ ხდება, მნიშვნელოვანია შეიცვალოს შესაბამისი მომსახურებებისათვის
დაწესებულებისთვის საფასურის გადახდის წესი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში, რითაც შეიქმნება საკანონმდებლო
საფუძველი, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა
და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
გაცემული
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის
განსაზღვრული (მოქმედი რეგულირების მიხედვით) ბაჟის სახით დადგენილი საფასური
ნაწილობრივ (50 პროცენტი) ჩაირიცხოს ცენტრის ანგარიშზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს
სახელმწიფო ბაჟის გადახდის სავალდებულოობას (და შესაბამის თანხის ოდენობებს) შემდეგ
შემთხვევებში:
ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის
სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების
აპოსტილით დამოწმებისათვის;
ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის
სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების
ლეგალიზაციისათვის.
შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებული
სახელმწიფო ბაჟის თანხა მთლიანად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და კანონპროექტის
(საკანონმდებლო
პაკეტის)
მიზანია,
რომ
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის განსაზღვრული ბაჟის სახით დადგენილი თანხები,
ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, ჩაირიცხოს ცენტრის ანგარიშზე (ნაწილობრივ), საჭიროა
შესაბამისი ცვლილების განხორციელება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაუქმდება სახელმწიფო ბაჟის სახით საფასურის
გადახდა (ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და
მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის და (ბ) საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ
გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის. შესაბამისად,
ამ ცვლილებით მოხდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად
საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და სააგენტოსთვის მიწოდების პროცესში ცენტრის
მონაწილეობისათვის
ზემოაღნიშნული
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის
განსაზღვრული
საფასურის
შესაბამისი
დაწესებულებების ანგარიშზე ნაწილობრივ (50 პროცენტის ოდენობით) ჩარიცხვის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში,
კერძოდ:
კანონის მე-3 მუხლიდან, რომელიც განსაზღვრავს თუ რა შემთხვევებში გადაიხდევინება
სახელმწიფო ბაჟი, ხდება შემდეგი მომსახურებების ამოღება (და შესაბამისად, ამ
მომსახურებებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით აღარ გადაიხდება თანხა):
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგზარდობის სამინისტროსა და
მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და
მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია.
გარდა ამისა, კანონის მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნება ის პუნქტები, რომლებიც
განსაზღვრავენ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული
ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის და საქართველოში შედგენილი
დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის. ხოლო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნება
ნორმა, რომელიც მიუთითებს სახელმწიფო ბაჟის საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული
ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის დასამოწმებელი დოკუმენტების
წარდგენისას გადახდაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, ვინაიდან, წარმოდგენილი
კანონპროექტით (საკანონმდებლო პაკეტით) გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება
გამოიწვევს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ
გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების
ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებასა და „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებაში
შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფილი იქნება 90 დღის ვადაში.
აღნიშნული კი გამორიცხავს ისეთ მდგომარეობას, რომ ერთი მხრივ, ერთდროულად იყოს
დადგენილი მომსახურების საფასურის ოდენობაც და სახელმწიფო ბაჟიც, მეორე მხრივ, კი
დაურეგულირებელი დარჩეს საკითხი შესაბამისი მომსახურებებისათვის საფასურის
გადახდასთან დაკავშირებით. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები არ არსებობს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
2022 წლის სტატისტიკის მიხედვით აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმების მოთხოვნის
მიზნით იუსტიციის სახლს მიმართა 17406 განმცხადებელმა, ხოლო 2023 წლის 20 აგვისტოს
მდგომარეობით, მიმართვიანობის მაჩვენებელია 14030 განმცხადებელი. ვინაიდან „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული
ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის სახელმწიფო ბაჟის განაკვეთი
შეადგენს 20 ლარს, ხოლო საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 20 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა
დაახლოებით 348 000 ლარი. თუ სტატისტიკა დარჩა უცვლელი, კანონპროექტის ამოქმედებიდან
მომდევნო წლებში შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები წელიწადში დაახლოებით 348
000 ლარის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტში შემავალი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის
თანახმად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის
სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ასევე საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების
აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მისი საფასურის ოდენობა არ გადააჭარბებს 20 ლარს
(რაც მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება:
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.