„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2024
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/370/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობა, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2 ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მისი შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ №404 და „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ №406 ბრძანებულებების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე და ლეგალიზაციაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ ორგანოდ განსაზღვრული იყო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და თანმდევ კანონებში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ №404 და „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ №405 დადგენილებები) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოდ, ცენტრის ნაცვლად, განისაზღვრა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). 2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გამოცემულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ერთობლივი №93/ნ-№170 ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ცენტრი განისაზღვრა დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის პროცესში მონაწილე ერთ-ერთ სუბიექტად. ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზემოთ აღნიშნული ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად ახორციელებს მნიშვნელოვან საქმიანობას, კერძოდ: ამოწმებს დოკუმენტებზე არსებული ბეჭდისა და ხელმოწერის ნიმუშების ნამდვილობას, დოკუმენტებზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას; დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტურობას. აღნიშნული ინფორმაციის გარდა, ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს დოკუმენტის ფორმისა და შინაარსის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ასევე ვალდებულია შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა სააგენტოდან მიღებული დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ცენტრი ადასტურებს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის შესაძლებლობას და აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, აწვდის სააგენტოს. ამდენად, ცენტრს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამ სფეროში მომსახურების გასაწევად გარკვეული ხარჯის გაწევა უწევს. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სახელმწიფო ბაჟის ოდენობები შემდეგი მომსახურებებისათვის:  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული სახელმწიფო ბაჟის თანხა მთლიანად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ვინაიდან ზემოთ დასახელებული მომსახურებების უდიდეს ნაწილს სააგენტოსთან ერთად ახორციელებს ცენტრი და ხარჯების გაწევაც უშუალოდ ამ დაწესებულებების მიერ ხდება, მნიშვნელოვანია შეიცვალოს შესაბამისი მომსახურებებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის წესი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რითაც შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი, რომ საქართველოს მთავრობამ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ასახოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, აუცილებელია პირდაპირი საკანონმდებლო საფუძვლის განსაზღვრა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანის გზით განსაზღვრავს „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობას, გადახდისა და დაბრუნების წესს“. აღნიშნულის საფუძველზე მოხდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სააგენტოსთვის მიწოდების პროცესში ცენტრის მონაწილეობისათვის ზემოაღნიშნული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციისათვის განსაზღვრული საფასურის შესაბამისი დაწესებულებების ანგარიშზე ნაწილობრივ ჩარიცხვის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლში, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და აღნიშნულ მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის ნორმა: „სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობა, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია კანონის მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს დროულად. ხოლო კანონის პირველი მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის მიერ მისაღებ კანონქვემდებარე აქტს - ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ვინაიდან აღნიშნული წესით დარეგულირდება ზემოთ დასახელებული მომსახურებებისათვის საფასურის ოდენობა, ნაცვლად სახელმწიფო ბაჟისა, აუცილებელია ამ კანონქვემდებარე აქტის მიღების ვადა და სახელმწიფო ბაჟის გაუქმება დაემთხვეს ერთმანეთს, რათა გამოირიცხოს ისეთი მდგომარეობა, რომ ერთი მხრივ, ერთდროულად იყოს დადგენილი მომსახურების საფასურის ოდენობაც და სახელმწიფო ბაჟიც, მეორე მხრივ, კი დაურეგულირებელი დარჩეს საკითხი შესაბამისი მომსახურებებისათვის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნულ ვადამდე მოხდება შესაბამისი აქტის მიღება, მისი ძალაში შესვლა დაემთხვევა პაკეტით წარმოდგენილი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლას (გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს). ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის 2022 წლის სტატისტიკის მიხედვით აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმების მოთხოვნის მიზნით იუსტიციის სახლს მიმართა 17406 განმცხადებელმა, ხოლო 2023 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, მიმართვიანობის მაჩვენებელია 14030 განმცხადებელი. ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის სახელმწიფო ბაჟის განაკვეთი შეადგენს 20 ლარს, ხოლო საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 20 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა დაახლოებით 348 000 ლარი. თუ სტატისტიკა დარჩა უცვლელი, კანონპროექტის ამოქმედებიდან მომდევნო წლებში შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები წელიწადში დაახლოებით 348 000 ლარის ოდენობით, ამასთანავე, გაიზრდება ცენტრისა (174 000 ლარის ოდენობით) და სააგენტოს (174 000 ლარის ოდენობით) საკუთარი შემოსავლები. კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის საფასური ბაჟის სახით აღარ იქნება გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში და მიმართული იქნება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტებში, რომლებიც შემდგომ ვალდებულნი იქნებიან ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10%-10% მიმართონ სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობა, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი შემუშავებული იქნება საქართველოს მთავრობის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა და ასევე არსებული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს. აღნიშნული განხორციელდება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსის ფარგლებში. აპოსტილი/ლეგალიზაციის სერვისის გასაცემად ცენტრს ამჟამად ჰყავს 6 თანამშრომელი. საბიუჯეტო სახსრებიდან მათ ანაზღაურებაზე წელიწადში გაიცემა დაახლოებით 138500 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, მოხდება საბიუჯეტო სახსრების, წელიწადში დაახლოებით 138500 ლარის დაზოგვა, რასაც ცენტრი დააბალანსებს აპოსტილი/ლეგალიზაციის სერვისიდან მიღებული შემოსავლებით. აღნიშნული ასევე ზეგავლენას არ იქონიებს სააგენტოს კუთხით, რადგან დღეის მდგომარეობით სააგენტო მითითებული მომსახურების გაწევას ახორციელებს საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული სახსრებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის ვალდებულებები. მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მისი საფასურის ოდენობა არ გადააჭარბებს 20 ლარს (რაც დადგენილია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრევე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.