„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2024
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/371/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.52-ე მუხლის მე-3 პუნქტის "დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, საქართველოს მიერ სწავლობენ/სწავლობდნენ კრედიტები/კვალიფიკაცია (გარდა რომლებიც სამინისტროს განსაზღვრული და მიღებული ვადით აქვთ დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამებისა, კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული) უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. 2.521 მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო წარმატებით დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;“; ბ) მე-7 პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სამინისტროს მიერ სწავლობენ/სწავლობდნენ განსაზღვრული და მიღებული ვადით აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამებისა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული) უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ - კანონი). ცვლილების შედეგად, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. გარდა ამისა, დაკორეკტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ასევე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება (N2/7/1528), რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, შეზღუდოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისტანციური პროგრამიდან საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე, მობილობის გზით, სწავლის ფაქტორების მხედველობაში მიღებით. გაგრძელების შესაძლებლობა შესაბამისი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ცვლილების შეტანა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძვლებში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შედეგად, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. ამასთან ერთად, დაკორეკტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება (N2/7/1528), რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, შეზღუდოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისტანციური პროგრამიდან საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე, მობილობის გზით, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა შესაბამისი ფაქტორების მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა. ცვლილების შედეგად კი დაკორეკტირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ასევე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველები. კერძოდ, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება, საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული სწავლობენ/სწავლობდნენ და დისტანციური გავლილი ფორმით მიღებული იმ ვადით აქვთ ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, კრედიტები/კვალიფიკაცია პროგრამებისა, რომლებიც (გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული) უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის დაწესებულებაში. შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო აგრეთვე, მაგისტრანტობის კანდიდატების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამებისა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული) უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში. გარდა ამისა, ცვლილების შედეგად, მოხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ცვლილების შედეგად, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2024 წლის 1 ივლისიდან. რაც დაკავშირებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის №2/7/1528 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციური ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, რამდენადაც კანონპროექტის მიღების შედეგად არსებობს ალბათობა იმისა, რომ კანონპროექტით განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, დისტანციურ ფორმატში მიღებული კრედიტების/კვალიფიკაციის მქონე პირების ჩარიცხვის მაჩვენებელი გაიზრდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებულ საგანამანათლებლო დაწესებულებებში, რაც თავის მხრივ გაზრდის როგორც დაწესებულების საკუთარ შემოსავლებს, ასევე განაპირობებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ამასთან, ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაუბარობლობის ნაწილში, კანონპროექტის მიღება არ განაპირობებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება კანონპროექტით განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, დისტანციური ფორმატში მიიღოს განათლება და შედეგად აღარ გადაიხადოს ერთიანი ეროვნული გამოცდებში/საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში საშუალოდ 40 ლარი (საფასური ერთი საგნისათვის შეადგენს 10 ლარს და აბიტურიენტი საშუალოდ აბარებს 4 საგანს), ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდის შემთხვევაში - 50 ლარი), რაც გამოიწვევს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკუთარი შემოსავლების შემცირებას, საიდანაც სულ მცირე 10% უნდა მიმართულიყო სახელწმიფო ბიუჯეტში. თუმცა, საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს ტერიტორიაზე სწავლის გაგრძელების ან დასაქმების სურვილის შემთხვევაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარების მიზნით უნდა მიმართოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ამ მიზნით მის მიერ გადასახდელი თანხა, შეადგენს სულ მცირე 40 ლარს. აღნიშნული თანხა იზრდება 250 ლარამდე დაჩქარებული მომსახურების ტიპების მიხედვით. აღნიშნული გაზრდის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკუთარ შემოსავლებს, საიდანაც სულ მცირე 10% მიემართება სახელწმიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმით დაფუძნებულ საგანამანათლებლო დაწესებულებებში კანონპროექტით განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, დისტანციური ფორმატში მიღებული კრედიტების/კვალიფიკაციის მქონე პირების ჩარიცხვის მაჩვენებელი, შესაბამისად გაზრდება მათი შემოსავალი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.