„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2024
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/371/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №47, 05.08.2010, მუხ.301) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცენტრი უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას აღიარებს იმ შემთხვევაში, თუ განათლება დისტანციური ფორმითაა მიღებული: ა) შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად; ბ) საქართველოს ტერიტორიიდან იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და ითვალისწინებს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არადისტანციური ფორმით ჩაბარებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ - კანონი). წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს, ცვლილების შეტანას კანონის 26-ე მუხლის მე2 პუნქტში. ცვლილების შედეგად დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ განათლება დისტანციური ფორმითაა მიღებული საქართველოს ტერიტორიიდან იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და პროგრამა ითვალისწინებს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არადისტანციური ფორმით ჩაბარებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება (N2/7/1528), რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, შეზღუდოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისტანციური პროგრამიდან საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე, მობილობის გზით, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა შესაბამისი ფაქტორების მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა და უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლებას აღიარების შესახებ დათქმის გაჩენა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად, დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ განათლება დისტანციური ფორმითაა მიღებული საქართველოს ტერიტორიიდან იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და ითვალისწინებს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არადისტანციური ფორმით ჩაბარებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება (N2/7/1528), რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, შეზღუდოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისტანციური პროგრამიდან საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე, მობილობის გზით, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა შესაბამისი ფაქტორების მხედველობაში მიღებით. წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ზემოაღნიშნული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება. ცვლილების შედეგად, ცენტრი უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას აღიარებს იმ შემთხვევაში, თუ განათლება დისტანციური ფორმითაა მიღებული საქართველოს ტერიტორიიდან იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი კანონმდებლობით დადგენილი წესით. შტატების ტერიტორიაზე უფლებამოსილება მოქმედი გააჩნია იმ შესაბამისი გარდა ზემოაღნიშნულისა, იმისათვის, რომ მოხდეს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება, აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არადისტანციური ფორმით ჩაბარებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2024 წლის 1 ივლისიდან. რაც დაკავშირებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის №2/7/1528 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციური ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯები დაიფარება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე , რამდენადაც განმცხადებლების მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მომსახურების მისაღებად გადახდილი თანხა აისახება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკუთარ შემოსავლებში, საიდანაც ცენტრი ვალდებულია 10% მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც, დისტანციური განათლების აღიარების მიმართ გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში, ხარჯები დაიფარება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ამ მომსახურებისათვის შემოსავლებიდან. დადგენილი ბ.დ) ახალი სახელმწიფოს საფასურებით ფინანსური ფორმირებული ვალდებულებები, ცენტრის საკუთარი კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს მოტივაციას გაუჩენს დისტანციურ რეჟიმში უცხოეთში გაიარონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აკრედიტებულია კანონპროექტის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციებს მიერ. ამასთან, რამდენადაც დისტანციური პროგრამები ნაკლებ სწავლის საფასურსა და სხვა დანახარჯებთან არის დაკავშირებული, აღნიშნული სავარაუდოდ დაკავშირებულ ხარჯებს. დაზოგავს სტუდენტის მიერ განათლების მიღებასთან ამავდროულად, ფიზიკური პირების მიერ ასეთი ტიპის მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, მათ მოუწევთ აღიარებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდა. ასევე, რამდენადაც დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარებისათვის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს წარედგინება სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, აღნიშნული გავლენას იქონიებს იმ ფიზიკურ/იურიდიულ პირებზე, რომლებიც ამ საქმიანობით არის დაკავებული. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.