„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2024
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, დირექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს სკოლის სხვა თანამშრომელს.“. 2. 612 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. პირი, რომელიც ამ მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6311 მუხლი: ,,მუხლი 6311. საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურება 1. საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისათვის 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად). 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნა იმ თანხაზე, რომელსაც მასწავლებელი მიიღებდა 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით, მაშინ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ზემოხსენებულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ - კანონი). წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება; ასევე, პირს, რომელიც კანონის 612 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემა უფლება დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად. მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მოხდება, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა. ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება, აღნიშნული ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატებას გულისხმობს, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კანონს ემატება 6311 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს. კერძოდ, საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისათვის 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად). თუ აღნიშნული წესის შესაბამისად განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნა იმ თანხაზე, რომელსაც მასწავლებელი მიიღებდა 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით, მაშინ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება; ასევე, პირს, რომელიც კანონის 612 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემა უფლება დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის კანონში და კანონს ემატება 6311 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს. კერძოდ, საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისათვის 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად). თუ აღნიშნული წესის შესაბამისად განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნა იმ თანხაზე, რომელსაც მასწავლებელი მიიღებდა 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით, მაშინ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება; ასევე, პირს, რომელიც კანონის 612 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემა უფლება დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად. კანონპროექტის მიღების შედეგად კანონს დაემატება 6311 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება; ასევე, პირს, რომელიც კანონის 612 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემა უფლება დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად. კანონს დაემატება 6311 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს. კერძოდ, საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისათვის 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად). თუ აღნიშნული წესის შესაბამისად განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნა იმ თანხაზე, რომელსაც მასწავლებელი მიიღებდა 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით, მაშინ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2024 წელს, ხოლო გაგრძელდება შემდგომ წლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება, აღნიშნული ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატებას გულისხმობს. შედეგად გაიზრდება საჯარო სკოლების დაფინანსების ოდენობა წლიურად დაახლოებით 250.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წლისთვის 125.0 მლნ ლარის ოდენობით. იქიდან გამომდინარე, რომ 2023-2024 სასწავლო წელი მთავრდება ივნისის თვეში და ივლისის თვიდან მასწავლებლები გადიან კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში, შესაბამისად კანონპროექტი ითვალისწინებს საშვებულებო ანაზღაურების გაზრდილი ხელფასის შესაბამისად დაანგარიშებას. ამ მიმართულებით სკოლების მიერ გასაწევი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება ზემოაღნიშნული გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში და არ გამოიწვევს დამატებით რესურსის მობილიზების საჭიროებას. პროექტის თანახმად, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, დირექტორის მოვალეობის შესრულება შესაძლებელია დაეკისროს სკოლის სხვა თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ ხანმოკლე ვადით დირექტორის მოვალეობის შესრულების პერიოდში, აიღებს დირექტორისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ხელფასს, რაც აღნიშნული ხელფასის ოდენობით გაზრდის სკოლის ხარჯს. მასწავლებელი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 612 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ნების გამოხატვის შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად (მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი) მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ კონკურსში. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იგი სკოლაში დასაქმდება მასწავლებლობის მაძიებლად და საშუალება მიეცემა 2 წლის განმავლობაში გაიაროს პროფესიული განვითარების აკადემიური და პრაქტიკული კურსი. პრაქტიკულ კურსს მასწავლებლობის მაძიებელი გადის სკოლაში, რასაც სკოლის მხრიდან არ სჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი კი ითვალისწინებს უკვე არსებული თვითრეგულირებადი დისტანციური კურსის გავლას, რაც ასევე არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ფინანსურ ხარჯს. წინამდებარე პროცესი საშუალებას იძლევა სკოლებში შეირჩეს მასწავლებლობის მაძიებლობის ღირსეული კანდიდატი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, რაც უზრუნველყოფს ვაკანტური ადგილების დროულად შევსებას კვალიფიციური კადრებით. ამით თავიდან იქნება არიდებული სკოლებში საკადრო დეფიციტის რისკი, რადგან სკოლას უფლება მიეცემა მასწავლებლის სტატუსის მქონე პირის ვერშერჩევის შემთხვევაში, კონკურსის წესით დაასაქმოს მაძიებელ მასწავლებლად სწორედ ის პირი, რომელიც მანამდე გარდამავალი მუხლით იყვნენ დასაქმებულნი სკოლაში უსტატუსოდ. აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე გასაცემი ხელფასი სკოლას დამტკიცებული აქვს წლის დასაწყისში. შესაბამისად, ცვლილება დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზებას არ საჭიროებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რადგან 2023-2024 სასწავლო წელი მთავრდება ივნისის თვეში და ივლისის თვიდან მასწავლებლები გადიან კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში, შესაბამისად კანონპროექტი ითვალისწინებს საშვებულებო ანაზღაურების გაზრდილი ხელფასის შესაბამისად დაანგარიშებას. პროექტის თანახმად, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, დირექტორის მოვალეობის შესრულება შესაძლებელია დაეკისროს სკოლის სხვა თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ ხანმოკლე ვადით დირექტორის მოვალეობის შესრულების პერიოდში, აიღებს დირექტორისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ხელფასს. მასწავლებელი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 612 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ნების გამოხატვის შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად (მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი) მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ კონკურსში. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იგი სკოლაში დასაქმდება მასწავლებლობის მაძიებლად და საშუალება მიეცემა 2 წლის განმავლობაში გაიაროს პროფესიული განვითარების აკადემიური და პრაქტიკული კურსი. აღნიშნული პირებისთვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლა უფასო იქნება და მათი მხრიდან არ მოითხოვს ფინანსურ ხარჯს. ვინაიდან გარდამავალი მუხლის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ იმ პირებს, რომლებსაც ეხებათ აღნიშნული ცვლილება, აღარ ექნებათ სკოლაში საქმიანობის გაგრძელების უფლება, ეს ცვლილება მათ საშუალებას მისცემთ, სკოლის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაში მიიღონ მონაწილეობა და შერჩევის შემთხვევაში, დასაქმდნენ მაძიებელი მასწავლებლის სტატუსით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.