„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/372; 13/03/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი:
010110020.05.001.017881) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის
ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის
პროპორციულად. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას.
მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის
ფინანსური დახმარების გაწევისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით
საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც სახელმწიფო
უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის
შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის
შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა.
შესაბამისად, ცვლილება უნდა განხორციელდეს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ" საქართველოს კანონში. კერძოდ, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას, რომელიც სრული
დატვირთვის შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული
დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შევა „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც სახელმწიფო
უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის
შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის
შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც სახელმწიფო
უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის
შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის
შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან, „საჯარო
სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების
დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28
სექტემბრის N126/ნ ბრძანების თანახმად მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგო
სრული დატვირთვის შემთხვევაში განსაზღვრულია 405 ლარის ოდენობით. შესაბამისად,
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
დანამატის – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35
პროცენტის – მიცემა, გულისხმობდა სრული დატვირთვის მასწავლებელზე 142 ლარის
ოდენობით დანამატის გაცემას. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან
ამოქმედდება ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც აღარ ითვალისწინებს საბაზო
თანამდებობრივი სარგოს ცნებას, შესაბამისად ცვლილება შედის კანონპროექტში და
დანამატის ოდენობა განისაზღვრება ფიქსირებული ოდენობის სახით. აღსანიშნავია, რომ 11
ათასამდე მასწავლებელია, რომელიც იღებს აღნიშნულ დანამატს და წლიურ ხარჯი შეადგენს
15.6 მლნ ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მოსალოდნელ ფინანსური შედეგებს.
საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის
დანამატის სახით მიცემა, გულისხმობდა სრული დატვირთვის შემთხვევაში, მასწავლებელზე
142 ლარის ოდენობით დანამატის გაცემას. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლის პირველი
ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც აღარ ითვალისწინებს
საბაზო თანამდებობრივი სარგოს ცნებას, შესაბამისად ცვლილება შედის კანონში და
დანამატის ოდენობა განისაზღვრება ფიქსირებული ოდენობის სახით, რომელიც შეადგენს 150
ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.