„მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 96
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2746?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
თარიღი
18 მარტი 2024 16:00
2024 წლის 18 მარტი, 16:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
(C კორპუსი, IV სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა
და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება
(თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ (07-2/366; 29.02.2024) (ვადები: სხვა
კომიტეტზე - 05.03-25.03; წამყვან კომიტეტზე - 05.03-08.04) (სავალდებულო - გარემოს
დაცვისა
და
პოლიტიკის,
ბუნებრივი
რესურსების,
რეგიონული
დარგობრივი
პოლიტიკისა
და
ეკონომიკისა
და
თვითმმართველობის
ეკონომიკური
და
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტები) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი);
(შემსრულებლები კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, დ. გოგოლაძე);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე; ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
თანამომხსენებელი: ანდრია ბასილაია - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2013 წლის 19
დეკემბრის
„საქართველოსა
და
აზიის
განვითარების
ბანკს
შორის
სასესხო
ხელშეკრულების (სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების
საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/368;
01.03.2024) (ვადები: სხვა კომიტეტზე - 05.03-25.03; წამყვან კომიტეტზე - 05.03-08.04)
(სავალდებულო - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის
და
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტები)
3/18/2024, 5:31 PM
https://parliament.ge/print/announcement/2746?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
(წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი);
(შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, ი. ქველაძე);
მომხსენებლები: ილია ბეგიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის 26
ოქტომბრის
„საქართველოსა
და
აზიის
განვითარების
ბანკს
შორის
სასესხო
ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების
საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და
აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები)
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ N5
ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/369; 01.03.2024) (ვადები - სხვა კომიტეტზე 05.03-25.03) (წამყვან კომიტეტზე - 05.03-08.04) (სავალდებულო - დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი);
(შემსრულებლები კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი);
მომხსენებლები: ილია ბეგიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
4. საქართველოს პარლამენტის რეგამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის
თემატური
მომხსენებლის
დანიშვნა
თემაზე;
„მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება“.
პრესრელიზი
3/18/2024, 5:31 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომის
ოქმი N96
2024 წლის 18 მარტი 16:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
სხდომის თავმჯდომარეობდა:
კახა კახიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: კახა კახიშვილი -(კომიტეტის თავმჯდომარე), ირაკლი ზარქუა - (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), მერაბ ქვარაია (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ზაურ დარგალი, ბექა დავითულიანის
ადგილმოაცვლე გენრიეტა წიწავა, ედიშერ თოლორაია, ბაჩუკი ქარდავა, ნატო ჩხეიძე, ანზორ
ბოლქვაძე, შალვა კერესელიძე, დავით უსუფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, დიმიტრი სამხარაძე,
ვიქტორ ჯაფარიძე, შოთა ხაბარელი;
სხდომას არ ესწრებოდა კომიტეტის წევრი: ანა წითლიძე;
კომიტეტის აპარატი: სულიკო ბეჟანიძე - კომიტეტის აპარატის უფროსი აპარატის
თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, თავმჯდომარის თანაშემწე ც. კაკაბაძე, რ. ხიზანიშვილი, გ.
დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. თხლაშიძე, მოწვეული სპეციალისტები: დ.
გოგოლაძე, ი. ქველაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე თ.
ნონიაშვილი.
მოწვეული სტუმრები:
1. მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის წევრის 15 დასწრებით. (ქვორუმი 9).
სხდომის დღის წესრიგი: (პროექტები)
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის
ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ (№07-2/366; 29.02.2024)(ვადები: სხვა კომიტეტზე - 05.03 - 25.03.; წამყვან
კომიტეტზე - 05.03 - 08.04.)(სავალდებულო - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის, თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (წამყვანი-საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი) (შემსრულებლები კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, დ. გოგოლაძე)
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე; ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
1
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2013 წლის 19
დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა - პროექტი 3)" №5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/368; 01.03.2024) (ვადები: სხვა
კომიტეტზე -05.03 - 25.03; წამყვან კომიტეტზე - 05.03 - 08.04.).(სავალდებულო- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის, თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (წამყვანი-საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი)
(შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია,, ი. ქველაძე )
მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის 26
ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის
განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული
მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ №5 ცვლილების
წერილ-შეთანხმება“ (№07-2/369; 01.03.2024)(ვადები - სხვა კომიტეტზე - 05.03 - 25.03; (წამყვან კომიტეტზე - 05.03- 08.04.)
(სავალდებულო-:დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
ურთიერთობათა კომიტეტები); (წამყვანი-საფინანსო-საბიუჯეტო
დოლიშვილი, თ.კალანდარიშვილი)
პოლიტიკის, თვითმმართველობის და საგარეო
კომიტეტი) (შემსრულებლები კომიტეტიდან: გ
მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
45-ე მუხლის შესაბამისად,
კომიტეტის
თემატური
მომხსენებლის
დანიშვნა
თემაზე;
,,მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება“.
მომხსენებელი: მერაბ ქვარაია - კომიტეტის თავმჯდომარს მოადგილე.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გაცნო დღის წესრიგი და აღნიშნა, რომ პირველი
საკითხი გადაიდო მომხსენებლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
I მოისმინეს:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ
მზია გიორგობიანის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს
შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)" №5 ცვლილების წერილშეთანხმება“ „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
2
სასესხო ხელშეკრულების შეთანხმებას, მისი განმარტებით ცვლილება ითვალისწინებს ორ
ძირითად საკითხს: ერთი ეს არის გამოუყენებელი ეკონომიების
მიმართვა ფოთის
წყალარინების სისტემის მოწესრიგებისათვის და ასევე ,,ურბანული მომსახურების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის პროექტი 5-ის“ სასესხო შეთანხმებიდან (3292-GEO)
მესტიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კომპონენტის ამოღებას.
მესტიის პროექტთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ მომზადებული პროექტით
გათვალისწინებული იყო მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, ამ ეტაპისათვის
მიმდინარეობს სხვა ადგილის შერჩევა, როდესაც პროექტთან მიმართებაში შერჩეული იქნება
ტერიტორია მისი დაფინანსება განხორციელდება მოგვიანებით. სესხის ძირითადი პირობები
არ იცვლება, პროექტის დასრულება განხორციელდება იმ ვადაში როგორც იყო
განსაზღვრული.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა (ერთხმად)
კომიტეტის დასკვნა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა
2024 წლის 18 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2013 წლის 19 დეკემბრის ,,საქართველოსა და აზიის
განვითრების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული
მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 3)“ N5 ცვლილების წერილშეთანხმების“ თაობაზე“(07-2/368; 01.03.2024) პროექტი.
კომიტეტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს
წარმოდგენილი სასესხო შეთანხმების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
II. მოისმინეს: საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილის მზა გიორგობიანის ინფორმაცია „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და
აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015
წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო
ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების
საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ №5 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე, როგორც მან
აღნიშნა, ფოთის სანირების სისტემისათვის ორი პროექტიდან ხდება ეკონომიების გამოყენება.
პირველი, რომელიც უკვე წარმოგიდგინეთ N3 პროექტიდან და
N5 პროექტი, სადაც
ეკონომიიდან მიღებული მთელი რესურსი მიემართება ფოთში წყალარიების სისტემის
მოწესრიგებაზე და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა (ერთხმად)
კომიტეტის დასკვნა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა
2024 წლის 18 მარტს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის
3
განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015
წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო
ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების
საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ №5 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“ (№07-2/369;
01.03.2024)
კომიტეტს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს მის
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას
III. მოისმინეს: თემატურ მოკვლევაზე - „მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზედამხედველო
ფუნქციების გაძლიერება“ პირველადი ინფორმაცია გააცნო მთავარმა მომხსენებელმა მერაბ
ქვარაიამ. როგორც მან აღნიშნა, თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით ჯგუფის წევრების მიერ
უკვე დაწყებულია მუშაობა და უახლოეს პერიოდში მოხსენებას წარუდგენენ კომიტეტის
წევრებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა როგორც უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის
წევრებს მოუწოდა თემატური მოკვლევის ჯგუფში აქტიური მონაწილეობისკენ. მისი თქმით,
როდესაც საუბარია ქვეყნის დეცენტრალიზაციაზე, აუცილებელია სწორი ბალანსის დაცვა და
შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების
მერიების კონტროლის მიზნით საკრებულოებს ქმედითი და ეფექტური მექანიზმები ჰქონდეთ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თემატური მოკვლევის ფორმატში ყურადღება უნდა იქნეს
გამახვილებული მაღალმთიან რეგიონებზეც, სადაც კლიმატური პირობებიდან გამომდინარე
დროულად ვერ ხერხდება დაგეგმილი სატენდერო სამუშაოების შესრულება. კანონმდებლებმა
უნდა ვიმუშაოთ და მივაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები აღმასრულებელ ხელისუფლებას და თუ
საჭირო გახდება ავსახოთ შესაბამის საკანონმდებლო აქტებშიც. როგორც მოგეხსენებათ
კონცეფცია მაღალმთიანი რეგიონებთან დაკავშირებით სწორედ იმიტომ შემუშავდა, რომ
მიმზიდველი გავხადოთ და გავაუმჯობესოთ მთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალურეკონომიკური მდგომარეობა, რათა არ მოხდეს მოსახლეობის გადინება. განსაკუთრებით
გასათვალისწინებელია საზღვრისპირა რეგიონები.
(კომიტეტის ვებ.გვერდზე სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე
კახა კახიშვილი
სხდომის მდივანი
ბელა ქველაძე
4
პრესრელიზი
პრესრელიზი
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ (№072/366; 29.02.2024)(ვადები: სხვა კომიტეტზე - 05.03 - 25.03.; წამყვან კომიტეტზე 05.03 - 08.04.)(სავალდებულო - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების,
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თვითმმართველობის
და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (წამყვანი-საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი) (შემსრულებლები კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, დ. გოგოლაძე)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს ქალაქ თბილისში მყარი ნარჩენების სეპარირება-რეციკლირებასთა
დაკავშირებით სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით დაფინანსების
მოზიდვის მოთხოვნით.
ICP-ENVIROPLAN-კონსორციუმმა, თბილისის მერიის დაკვეთით მოამზადა
გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის მიხედვით აუცილებელია ნარჩენების
სეპარირებული შეგროვების სქემასთან ერთად, ნარჩენების დამუშავების
სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მოიცავს დახარისხების
ობიექტის და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას, რაც დადებით
გავლენას მოახდენს რეციკლირების და ნარჩენების შემცირებაზე.
აღნიშნულის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკი (EBRD) გამოყოფს სესხს 22 მლნ ევროს ოდენობით, შემდეგი ფინანსური
პირობებით:
სესხის ხანგრძლივობა: 15 წელი (შეღავათიანი 3 წელი)
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი euribor +1℅, დღეის მდგომარეობით
EURIBOR შეადგენს 3,895.
ვალდებულების საკომისიო 0.5 (აღნიშნულის დარიცხვა ხდება სესხის
აუთვისებელ ნაწილზე.
ადმინისტრირების გადასახდელი: სესხის თანხის 1℅.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მწვანე კლიმატის ფონდისგან (GGF)
გამოიყოფა 4 მლნ ევროს ოდენობით სასესხო რესურსი შემდეგი ფინანსური
პირობებით:
GGF-ის მიერ გამოყოფილი სესხის ოდენობა 4 მლნ ევრო.
სესხის ხანგრძლივობა: 15 წელი (შეღავათიანი პერიოდი 3 წელი)
საპროცენტო განაკვეთი: 0.25℅.
ვალდებულების საკომისიო 0.15℅.
პროექტს განახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის
ჯგუფის“ მეშვეობით. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2028 წლის
1 იანვარი.
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2013
წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
სასესხო ხელშეკრულების (სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)" №5 ცვლილების წერილშეთანხმება“ (№07-2/368; 01.03.2024) (ვადები: სხვა კომიტეტზე -05.03 - 25.03;
წამყვან კომიტეტზე - 05.03 - 08.04.).(სავალდებულო- დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის,
თვითმმართველობის
და
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტები) (წამყვანი-საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი)
(შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია,, ი. ქველაძე )
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წლის 1 მარტს
ხელი მოეწერა ,,გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას 500 მილიონი აშშ დოლარის
ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე. პროგრამა ითვალისწინებდა
წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების
განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ
დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).
2015 წლის 15 ნოემბერს ხელმოწერილი ცვლილების შედეგად პროგრამას
დაემატა: აბაშა, ბაკურიანი, გუდაური, ჯვარი, ჭიათურა, ბოლნისი.
საქართველოსა და აზიის განვითრების ბანკს შორის ფარგლებში ამჟამად
გათვალისწინებულია 6 პროექტი ჯამური ოდენობით დაახლოებით 500 მლნ
აშშ დოლარი.
ჩარჩო
ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა იყოფა
ტრანშებად და საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა აზიის განვითარების
ბანკთან შეთანხმების საფუძველზე, ყოველ ცალკეულ საინვესტიციო პროექტზე
ბანკთან გაეფორმებინა სასესხო შეთანხმება.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 თებერვლის N 241 განკარგულებისა და
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 26 თებერვლის N94 ბრძანების
საფუძველზე 2024 წლის 26 თებერვალს ხელი მოეწერა 2013 წლის 19
დეკემბრის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო
ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 3 და 5 -ის ცვლილების
წერილ-შეთანხმებას.
აღნიშნული
ცვლილებები
ეხება
,,ურბანული
მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტის 3 და 5-ის
ფარგლებში არსებული თავისუფალი რესურსებით ,,ურბანული მომსახურების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტის 4-ის“ ფარგლებში
მიმდინარე ქალაქ ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობის სამუშაოების
დასაფინანსებლად არსებული დანაკლისის შევსებას და ასევე, ,,ურბანული
მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის პროექტი 5ის“ სასესხო შეთანხმებიდან (3292-GEO) მესტიის წყალარინების გამწმენდი
ნაგებობების მშენებლობის კომპონენტის ამოღებას.
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2015
წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
სასესხო
ხელშეკრულების
(ჩვეულებრივი
ოპერაციები)
(ურბანული
მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015
წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
სასესხო
ხელშეკრულების
(სპეციალური
ოპერაციები)
(ურბანული
მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ №5
ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/369; 01.03.2024)(ვადები - სხვა
კომიტეტზე - 05.03 - 25.03; (წამყვან კომიტეტზე - 05.03- 08.04.) (სავალდებულო:დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თვითმმართველობის
და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები); (წამყვანი-საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი)
(შემსრულებლები
კომიტეტიდან:
გ
დოლიშვილი,
თ.კალანდარიშვილი)
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს ხელი
მოეწერა
„ურბანული
მომსახურების
გაუმჯობესების
საინვესტიციო
პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას 500მლნ აშშ დოლარის
ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თანხა იყოფოდა ტრანშებად
და საქართველოს შესაძლებლობა ქონდა საქართველოსა და აზიის განვითარების
ბანკთან შეთანხმების საფუძველზე ყოველ ცალკეულ საინვესტიციო პროექტზე
ბანკთან გაეფორმებინა სასესხო შეთანხმება. პროგრამა ითვალისწინებდა
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტის
განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ
დასახლებებში. კერძოდ: მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი,
მარნეული, რომელსაც 2016 წლის 15 ნოემბერს ხელმოწერილი ცვლილების
თანახმად დაემატა: აბაშა, ბაკურიანი, გუდაური, ჯვარი, ჭიათურა და ბოლნისი.
2015 წლის 26 ოქტომბერს ხელი მოეწერა „ურბანული მომსახურების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5“-ს, რომელიც
ითვალისწინებს ქ. ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს,
მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მესტიაში
კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას (დაახლოებით 75მლნ აშშ
დოლარი).
გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები:
ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა - დასრულებულია
(2015-2020წწ);
ზუგდიდში
კანალიზაციის
სისტემის
მშენებლობა
(2017-2020წწ),
სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, 2022წ ამოიწურა დეფექტების
აღმოფხვრის პერიოდი, მიმდინარეობს ფინალური გადახდის სერთიფიკატზე
მუშაობა;
ზუგდიდში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა (2018-2021წწ),
სამშენებლო
სამუშაოები
დასრულებულია,
დამკვეთი
განიხილავს
ხელშეკრულების შეწყვეტას და
დარჩენილი სამუშაოების დეფექტტების
აღმოფხვრას.
მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა - მიმდინარეობს
შეფერხებით (დაიწყო 2019წ ნოემბერში) მიმდინარეობს ხელშეკრულების
ცვლილების შესახებ მოლაპარაკებები.
სესხის ფინანსური პირობებია:
- ADF (Asian Development Fund - აზიის
განვითარების ფონდის რესურსი) (3292-GEO (SP); სესხის თანხა - SDR 23,005,000
(დაახლოებით 32 მლნ აშშ დოლარი); ხანგრძლივობა - 25 წელი, მათ შორის
შეღავათიანი პერიოდი 5 წელი; სესხის საპროცენტო განაკვეთი - 2%.
OCR (Ordinary Capital Resources - ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსები) (3291GEO); სესხის თანხა - 43 მლნ აშშ დოლარი; ხანგრძლივობა - 24 წელი, მათ შორის
შეღავათიანი პერიოდი 13 წელი; საპროცენტო განაკვეთი - SOFR+0.7% (2024 წლის
იანვრის მდგომარეობით 6.2%), ვალდებულების გადასახდელი - წლიური 0.15%
(ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს).
ორივე ხელშეკრულების სესხის დახურვის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის
29 მარტი.