„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/426; 20/03/2024). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-25
ბიუროს ნომერი 336
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
14.12.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე
წერილობით მიეწოდება ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის წევრის
მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა
(დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის
წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო
ფურცლით),
საკუთარი
რელიგიური
დღესასწაულის
(მართლმადიდებლური
დღესასწაულის გარდა სხვა) აღნიშვნა. ამ პუნქტის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“
იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და,
ძმა. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება
საოქმო ჩანაწერით.“
2. 91-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად
ითვლება
მისი
ავადმყოფობა
(დადასტურებული
საავადმყოფო
ფურცლით),
სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, საკუთარი
რელიგიური დღესასწაულის (მართლმადიდებლური დღესასწაულის გარდა სხვა)
აღნიშვნა, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზის
თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე. ამ
პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი
აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.“
მუხლი 2: ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს კომიტეტისა და პლენარული
სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზებს, რაზეც საუბარია პარლამენტის რეგლამენტის 34-ე
და 91-ე მუხლებში, კერძოდ, კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით
გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ
სხდომამდე წერილობით მიეწოდება ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის
წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა
(დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის
დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), ამ
ნაწილის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან
დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე
დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი
ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება,
ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო
ფურცლით), ამ მიზეზის თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის
თავმჯდომარე. პარლამენტის რეგლამენტი გვთავაზობს ფაქტობრივად იდენტურ საპატიო
მიზეზებს კომიტეტისა და პლენარული სხდომების გაცდენის ნაწილში, თუმცა, საპატიო
მიზეზების ჩამონათვალში არ გვხვდება დიდი რელიგიური დღესასწაულები. პარლამენტის
რეგლამენტის 224-ე მუხლის 11-ე და 12-ე ნაწილების თანახმად, პარლამენტის წევრს,
არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომისა და მორიგი სესიის გაცდენისთვის დაუკავდება
ხელფასის 10%, კერძოდ, ხელფასის დაკავების შემდეგი წესი მოქმედებს პარლამენტის
რეგლამენტის მიხედვით: თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული
თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო
1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში
არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას, შესაბამისად, ყოველი
მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 10%. რაც
შეეხება სესიის გაცდენასთან დაკავშირებულ წესს: პარლამენტის წევრს მორიგი სესიის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან
თითოეულისთვის, აგრეთვე რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით
გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის არსებული მოწესრიგებით, მორიგი სესიისა და
კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად არ ითვლება ისეთი შემთხვევა, თუკი
პარლამენტის წევრი მისი დიდი რელიგიური დღესასწაულის გამო არ გამოცხადდება
სესიაზე/სხდომაზე.
ამასთან,
აღსანიშნავია,
რომ
კანონმდებლობა
ითვალისწინებს
მართლმადიდებელი
პარლამენტის წევრების რელიგიურ საჭიროებებს. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის 88-ე
მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პარლამენტის მორიგი სესიის სამუშაო ციკლის
მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება ორშაბათს და კანონით
გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში.
კანონით განსაზღვრული უქმე დღეების ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს შრომის
კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილში.. ასეთი კალენდარული დღეების რაოდენობა არის
17 (ჩვიდმეტი). აღნიშნული დღეებიდან 7 (შვიდი) წარმოადგენს საერო დღესასწაულს
როგორიც არის მაგალითად: დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე, საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე და ა.შ. დანარჩენი 10 (ათი) უქმე დღე წარმოადგენს
მართლმადიდებელ
ქრისტიანთა
სადღესასწაულო
დღეებს.
ორგანული
კანონი
არ
ითვალისწინებს უქმე დღეებს სხვა აღმსარებლობის მქონე პირების რელიგიების დიდ
რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით. საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის
მეორე ნაწილის თანახმად, დასაქმებულს, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, შეუძლია,
ზემოხსენებული უქმე დღეებთან ერთად, მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები. თუმცა
მიუხედავად აღნიშნული ჩანაწერისა, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს ეს
დღეები. იმავდროულად, სხვა აღმსარებლობების სადღესასწაულო დღეებში დასვენებისათვის
აუცილებელია დამსაქმებლის თანხმობა.
ამრიგად, დასახელებული ნორმების სისტემური ანალიზის შედეგად, ცხადია, რომ,
მიუხედავად სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზების დამდგენი ნორმების ნეიტრალურობისა,
კანონმდებლობა
მხოლოდ
მართლმადიდებელი
პარლამენტის
წევრების
რელიგიურ
საჭიროებებს ითვალისწინებს, ხოლო სხვა აღმსარებლობის მქონე პარლამენტის წევრებისას არა.
კანონმდებლობით,
ნებისმიერ
სექტორში
პარლამენტარი
რელიგიური
უმცირესობის
წარმომადგენლებისთვის პრობლემურია საკუთარი რელიგიური დღესასწაულებზე უქმე
დღეებით სარგებლობა. ანალოგიურ პრობლემას აწყდებიან პარლამენტის წევრებიც, რითაც
საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიური დღესასწაულები უგულებელყოფილია. 1
გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადიდებლური დღესასწაულების გარდა, სხვა რელიგიურ
დღესასწაულებზე უქმე დღეები საქართველოში არ ვრცელდება, არსებობს იმის ალბათობა,
რომ პარლამენტის სესია დაემთხვეს რომელიმე არამართლმადიდებლურ რელიგიურ
დღესასწაულს. პარლამენტის წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით
გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის, აგრეთვე რიგგარეშე
სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომისთვის
დაუკავდება ხელფასის 10%.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ
კონსტიტუციური
შეთანხმებით
საქართველოს
სამოციქულო
და
ეკლესიას
შორის
საქართველოს
ავტოკეფალური
2002
წელს
გაფორმებული
კონსტიტუციით,
აღიარებულია
მართლმადიდებელი
ეკლესიის
განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.
აქედან გამომდინარე, ლოგიკური და მისაღებია, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით
დასვენების დღეების უმეტესობას სწორედ მართლმადიდებლური დღესასწაულები
წარმოადგენს, თუმცა სხვა რელიგიების კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და
აღმსარებლობის თავისუფლებაც იმსახურებს პროპორციულ მიდგომას.
რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს იმ პრობლემის გადაჭრას (აღმოფხვრას), რომელიც
მჭიდროდ უკავშირდება რწმენის თავისუფლების საკითხს. პირველ რიგში, გააზრებული
უნდა იქნას, რომ რეგლამენტში ცვლილების შეტანა აუცილებელია არსებული პრობლემის
გადასაჭრელად, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დასაცავად, კერძოდ, კანონმდებლის
მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნას საქართველოში მცხოვრები, დასაქმებული სხვა
აღმსარებლობის
მქონე
უმცირესობების
წარმომადგენლების
კონსტიტუციით
აღიარებული/დაცული რწმენის/აღმსარებლობის თავისუფლების საკანონმდებლო დონეზე
მოწესრიგების საკითხი.
რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს „უქმე დღისა“ და
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მჭიდრო კავშირის გადააზრებაში და, ამრიგად, სხვა
აღმსარებლობის მქონე თემის წარმომადგენლებისათვის ზემოხსენებული უფლების დაცვაში.
კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ „რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს 1981 წლის დეკლარაციის თანახმად, საკუთარი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება
1
საქართველოში, 2022. ხელმისაწვდომია:
http://tdi.ge/sites/default/files/tdi_forb_report_2022_geo.pdf 15.
რელიგიისა და რწმენის მოთხოვნათა შესაბამისად უქმე დღეების დაცვა და დღესასწაულებისა
და ცერემონიების აღნიშვნა რელიგიის და რწმენის თავისუფლების ნაწილია. 2
ამასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 22-ე ზოგადი კომენტარი, რომელიც ეხება
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-18 მუხლს (აზრის, სინდისის და რელიგიის
თავისუფლება), განმარტავს, რომ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა
ღვთისმსახურება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს რელიგიური დღესასწაულებისა და უქმე
დღეების დაცვას. 3
გაეროს სპეციალური მომხსენებელი რელიგიის და რწმენის საკითხებზე ერთ-ერთ ანგარიშში
აღნიშნავს, „საკუთარი რელიგიის ან რწმენის მოთხოვნათა შესაბამისად უქმე დღეებში
დასვენების, დღესასწაულების აღნიშვნისა და ცერემონიებში მონაწილეობის თავისუფლება
(მუხლი 6, ნაწილი “თ”) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს რელიგიის მიმდევრებს
საშუალებას აძლევს, აღასრულონ ცერემონიები და რელიგიური ჩვეულებები, რასაც, ხშირად,
აგრეთვე, კულტურული და ტრადიციული კონოტაციაც აქვს… გარკვეულ შემთხვევებში,
ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სფეროში უქმე დღეებთან დაკავშირებით
რელიგიური მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის ფაქტი კონფლიქტის წარმოშობის
მიზეზი შეიძლება გახდეს. "გაეროს სპეციალური მომხსენებელი ანგარიშში ხაზს უსვამს
იმასაც, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრები
გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან გაათავისუფლეს კვირის იმ დღეს, რომელიც, მათი
რწმენის მიხედვით უქმე დღედ მიიჩნეოდა" . 4
ამ კუთხით, გაეროს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო
პაქტის მიხედვით „იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი
უმცირესობები, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას განეკუთვნებიან, არ შეიძლება უარი
ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი
კულტურით, აღიარონ და აღასრულონ თავიანთი რელიგია“. 5
2
Declaration on the Elimination of All Forms of Intolerance and of Discrimination Based on Religion or Belief
General Assembly resolution 36/55, 25 November 1981, Article 6(h).
3
UN Human Rights Committee, General Comment No. 22 (48), CCPR/C/21/Rev.1/Add.4, 27 September 1993, par. 4.
4
E/CN.4/1987/35, para. 57 in Rapporteur’s Digest on Freedom of Religion or Belief, at 28,
ხელმისაწვდომია:
https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/Issues/Religion/RapporteursDigestFree
domReligionBelief.pdf
5
1966 წლის 16 დეკემბრის გაეროს საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების შესახებ“, 27-ე მუხლი.
„რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“
გაეროს დეკლარაციის მიხედვით, რელიგიის და რწმენის თავისუფლება მოიცავს რელიგიურ
დღესასწაულებზე დასვენების უფლებასაც. 6
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ზოგადი კომენტარის N22 (აზრის,
სინდისის და რელიგიის თავისუფლება) მიხედვით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება
მოიცავს რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისა და დასვენების დღეებით სარგებლობის
შესაძლებლობას. 7 შესაბამისად, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა
უკავშირდება პიროვნების რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას.
პირდაპირ
მეორე მხრივ, როცა საკითხი ეხება პარლამენტის წევრის მიერ ამ სახით რელიგიის
თავისუფლებით სარგებლობას, ყურადღება უნდა მიექცეს მის წარმომადგენლობით როლს
საზოგადოებაში.
მსოფლიოში არსებული ბევრი სიტუაცია აჩვენებს იმას, რომ საზოგადოების მიერ
უმცირესობის
წევრთა
ადეკვატური
ჩართულობა/წარმომადგენლობა
პოლიტიკასა
და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მნიშვნელოვანი დისკრიმინაციისა და აღნიშნული
ჯგუფის წევრების გარიყვის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ პირთა მიზნობრივი და
ინფორმირებული მონაწილეობა და წარმომადგენლობა პირდაპირ გავლენას ახდენს იმ
საზოგადოების სტაბილურობასა და ინტეგრაციაზე, სადაც ცხოვრობენ უმცირესობები.
გაეროს დეკლარაცია ეროვნულ ან ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებს
მიკუთვნებული პირების უფლებების შესახებ, სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ ფართო
საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტში მონაწილეობის უფლება აუცილებელია იმისთვის,
რომ 1) უმცირესობებს მიკუთვნებულმა პირებმა პოპულარიზაცია გაუკეთონ თავიან
ინტერესებსა და ღირებულებებს და 2) შექმნან
ტოლერანტობასა და დიალოგზე
დაფუძნებული ინტეგრირებული, მაგრამ პლურალისტური საზოგადოება.
სამუშაო ჯგუფი ხაზს უსვამდა იმასაც, რომ ეფექტური მონაწილეობა მოითხოვს
წარმომადგენლობას საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და საკონსულტაციო ორგანოებში.
უმცირესობათა
ეფექტური
პოლიტიკური
მონაწილეობის
უფლების
განხორციელება
აუცილებელია პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების სრული მონაწილეობის ეფექტური
6
გაეროს გენერალური ასამბლეის 1981 წლის 25 ნოემბრის რეზოლუცია N36/55, მე-6 მუხლის „ჰ“
ნაწილი,
ხელმისაწვდომია: https://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/ReligionOrBelief.aspx
7
General Comment No. 22: The right to freedom of thought, conscience and religion ( Art. 18) 30/07/93,
par.
4,
ხელმისაწვდომია:
comment%2022.pdf
https://www.equalrightstrust.org/ertdocumentbank/general%20
რეალიზაციისათვის. ეს ასევე აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ უმცირესობების
წარმომადგენლებმა
ისარგებლონ
ადამიანის
სხვა
ფუნდამენტური
უფლებებით.
უმცირესობათა ეფექტური მონაწილეობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინეს. 8
ლუნდის 1999 წლის რეკომენდაციების ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში
მონაწილეობის შესახებ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ეროვნული უმცირესობები
ჩართულნი
უნდა
იყვნენ
გადაწყვეტილების
მიღების
ქმედით
პროცესში,
როგორც
ცენტრალური ხელისუფლების ისე ადგილობრივ დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად არაერთ
ქვეყანაში კანონმდებლობა პირდაპირ უთითებს იმ ადგილთა რაოდენობას, რომელიც
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის იქნება განკუთვნილი. უმცირესობების
მიერ ადამიანის უფლებების თანასწორუფლებიანი განხორციელებისათვის ყოველმხრივი
შესაძლებლობების შექმნა აუცილებელია იმისთვის, რომ ეროვნული უმცირესობათა
წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ პოლიტიკურ პროცესსა და გადაწყვეტილების მიღების
პროცესში.9
Human Rights watch-ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უთითებს, რომ ხორვატიაში
უმცირესობაში მყოფი სერბების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის
ადგილობრივ დონეზე დიდ გავლენას ახდენს უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესებაზე. 10
მაგალითად, უმცირესობათა და მკვიდრი ხალხის საპარლამენტო წარმომადგენლობა
აუცილებელია ამ ჯგუფების საზოგადოებრივ საქმეებში ეფექტური მონაწილეობისთვის.
არიან თუ არა უმცირესობები და მკვიდრი ხალხი წარმოდგენილები საკანონმდებლო
ორგანოში, ისმის თუ არა მათი ხმა და ხდება თუ არა მათი აზრის გათვალისწინება
მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმის იღებენ თუ არა ეს პირები ეროვნულ დონეზე
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
მონაწილეობას.
აღნიშნული
მონაწილეობა
პოტენციურად სარგებლის მომტანია მთლიანად საზოგადოებისთვის. ეს უკანასკნელი
ითამაშებს მნიშვნელოვან როლს დემოკრატიის გაძლიერებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. 11
8
გაეროს გენერალური ასამბლეა - „Recommendations of the second session of the Forum on Minority
Issues on minorities and effective political participation“; ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://www2.ohchr.org/english/bodies/hrcouncil/docs/13session/A-HRC-13-25.pdf
9
�უნ დი ს რე კ ომ ე ნ და ც ი ე ბ ი ეროვ ნ ულ უმ ც ი რე ს ო ბა თა
სა ზოგ ა დოე ბ რი ვ პოლი ტი კ ურ ცხ ოვ რე ბ ა შ ი მონ ა წ ი ლე ობ ი ს შე ს ა ხ ე ბ ; ხე ლმ ი ს ა წ ვ დომ ი ა ბმ ულზე :
https://www.osce.org/files/f/documents/7/7/30331.pdf
10
�ოლი ტი კ ური პა რტი ე ბ ი და პოლი ტი კ ური მონ ა წ ი ლე ობ ა ; ხე ლმ ი ს ა წ ვ დომ ი ა
ბმ ულზე : https://library.fes.de/pdf-files/bueros/skopje/06359.pdf
11
The representation of minorities and indigenous peoples in parliament - Global Review;
ხელმსისაწვდომია
ბმულზე:https://www.agora-parl.org/sites/default/files/agoradocuments/A%20global%20Overview_The%20representation%20of%20minorities%20and%20indigenous%20peo
ples%20in%20parliament-1.original.pdf
გარდა ამისა, ეროვნულ სტრატეგიასა და სამთავრობო გეგმაში გათვალისწინებული მიზნების
მიღწევა სხვა აღმსარებლობის მქონე უმცირესობებთან მიმართებით, ამ კონკრეტულ
პრობლემასთან დაკავშირებით, შეუძლებელი იქნება. საქართველოს ადამიანის უფლებათა
დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის 12 ერთ-ერთი პრიორიტეტი რელიგიისა
და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სეკულარიზმის პრინციპების შემდგომი
განმტკიცებაა.
შესაბამისად,
სახელმწიფო
აღიარებს,
რომ
რელიგიისა
და
რწმენის
თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც განმტკიცებულია როგორც
საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული
სამართლით. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების
დადგენასა
და
დაცვას,
რელიგიური
გაერთიანებების
საქმიანობის
თავისუფლად
განხორციელებას, ისევე როგორც სახელმწიფოში სეკულარიზმის განმტკიცებას და ამ
მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშში ხორვატიაში ადამიანის უფლებების
კუთხით არსებული ვითარების შესახებ აღნიშნავს, რომ ხორვატიაში მოქმედი
კანონმდებლობით, პირებს უფლება აქვთ რელიგიური დღესასწაულების არსებობის
შემთხვევაში ერთი დღით დატოვონ სამუშაო ადგილი და აღნიშნული კანონი მათ არ
ავალდებულებს
დამტკიცებას. 13
ამ
უფლების
განხორციელებისთვის
რელიგიური
კუთვნილების
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ
ანგარიშში „რელიგიური დღესასწაულებითა და დასვენების დღეებით სარგებლობის უფლება“
ხორვატიაში რელიგიური კუთვნილების დამტკიცებასთან დაკავშირებით
წერია, რომ
„ხორვატიის სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში აღწერილია საქმე, რომელიც
უკავშირდებოდა მუსლიმი დასაქმებულის საჩივარს. განმცხადებელს სურდა, ისლამურ
რელიგიურ დღესასწაულზე ესარგებლა უქმე დღით. დამსაქმებელმა მას სთხოვა, წარმოედგინა
წერილობითი დასტური მისი რელიგიური თემიდან, რომ იგი ნამდვილად მუსლიმი იყო,
რაზეც მან უარი განაცხადა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დღესასწაულების შესახებ
კანონის თანახმად, კონკრეტულ რელიგიურ თემთან აფილირების მტკიცების საკითხი არ არის
რეგულირებული, ანუ კანონი არ ითვალისწინებს რაიმე წესს, რომელიც შესაბამისი უქმე
დღით სარგებლობის უფლების მისაღებად პირს რელიგიურ თემთან კავშირის დამტკიცებას
ტვირთს დააკისრებდა. ამის გამო, ომბუდსმენის შეფასებით, დამსაქმებლის მოთხოვნა,
საქ ა რთვ ე ლოს ადა მ ი ა ნ ი ს უფლე ბ ა თა და ც ვ ი ს ეროვ ნ ული სტრა ტე გ ი ა 2022-2030
წლე ბ ი ს თვ ი ს ; 15.
12
13
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ხორვატია - ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით
არსებული
ვითარების
შესახებ;
გამოქვეყნებულია
2023
წელს;
ხელმისაწვდომია
https://www.state.gov/reports/2022-report-on-international-religious-freedom/croatia/ ბმულზე:
დასტურის წარმოდგენასთან დაკავშირებით, საფუძველს იყო მოკლებული. ამასთან, მისი
აზრით, ამგვარი მიდგომა არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მიერ კონვენციის მე-9 მუხლის ირგვლივ განვითარებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც,
რელიგიის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდის რწმენისა და სინდისის
საკითხია.“
ხორვატიის კანონმდებლობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყნის
კანონმდებლობით ქრისტიანული თემის გარდა, რომელიც უკვე კანონით დადგენილი უქმე
დღეებით სარგებლობს, რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად უქმე დღეებით
სარგებლობის უფლებით ასევე სარგებლობენ სამი უდიდესი რელიგიური უმცირესობის
(მართლმადიდებლები, მუსლიმები და ებრაელები) წარმომადგენლები.14
რელიგიური
დღესასწაულებისა
და
ღონისძიებებისთვის
დასვენების
დღეების
უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ასევე ყურადღება გავამახვილოთ
გონივრული მისადაგების პრინციპზე. საფრანგეთში აღნიშნული დოქტრინა სასამართლო
გადაწყვეტილებების მეშვეობით ვითარდება. კერძოდ, მსგავსი საკითხების განხილვის
ფარგლებში სასამართლოები მსჯელობენ იმაზე, ექნება თუ არა დასაქმებულის უქმე დღით
უზრუნველყოფას ზიანი სამუშაო პროცესზე და აღნიშნული ორგანიზაციისთვის იქნებ
არაპროპორციული სიმძიმის.
მაგალითად, უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სტუდენტებს
ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ გათავისუფლება რელიგიურ დღესასწაულებზე ან შაბათობით
(მაგ. ებრაელ სტუდენტებს) თუ ეს შესაბამისობაში იქნებოდა სწავლის მიზნებთან,
გამოცდებზე დასწრებასა და სკოლის საჯარო წესრიგთან. 15
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ
ანგარიშში საფრანგეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით წერია ისიც, რომ ქვეყნის
საჯარო სამსახურში მოქმედებს საჯარო სამსახურის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის
ბრძანება ნო. 210617, რომელიც ეხება რელიგიური საფუძვლით რელიგიური დღესასწაულის
გამო დასვენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია სამუშაოს საჭიროებების
გამო.“ 16
კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც შიდა სასამართლოების პრაქტიკით ვითარდება გონივრული
მისადაგების სტანდარტი ეს არის გერმანია.
14
TDI - რელიგიური დღესასწაულებითა და დასვენების დღეებით სარგებლობის უფლება;
ხელმისაწვდომია
ბმულზე:
https://www.tdi.ge/sites/default/files/religiuri_dgesascaulebita_da_dasvenebis_dgeebit_sargeblobis_kvleva_tdi.pdf
15
S. Latraverse, France: Country Report on Non-Discrimination 2010, გვ. 42
16
Supra note 12
გერმანიაში
მიუხედავად
იმისა,
რომ
ცხოვრობს
არა-ქრისტიანული
რელიგიის
წარმომადგენელთა დიდი რაოდენობა, კანონმდებლობა მათთვის არ ითვალისწინებს
რელიგიური საფუძვლით დასვენების დღის უფლებას. აღნიშნული საკითხი გერმანიაში
სწორედ, რომ გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენებით გვარდება.17
რელიგიური რწმენისა და ღონისძიებებისთვის პირთათვის უქმე დღის უზრუნველყოფას
ასევე ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატები. 1964 წლის სამოქალაქო უფლებების
აქტის
VII
სათაური
ითვალისწინებს
გონივრულ
მისადაგებას
დასაქმებულისთვის
რელიგიური საფუძვლით დასვენების დღის ან შვებულების მიცემის კუთხით, თუ ეს
უკანასკნელი არ გამოიწვევს კომპანიის მიმართ განსაკუთრებულ ზიანს. 18
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა
აღწერილი პრობლემა გამომდინარეობს პარლამენტის რეგლამენტით საკომიტეტო და
პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ამჟამინდელი მოწესრიგებიდან.
ამდენად,
დასახელებული
პრობლემის
გადაჭრისათვის
აუცილებელია
პარლამენტის
რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რასაც წინამდებარე რეგლამენტის პროექტი
ითვალისწინებს.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები
ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კომიტეტის ან/და პლენარული
სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალში რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას
სხვა აღმსარებლობის მქონე პარლამენტის წევრისათვის, რეგლამენტის პროექტის მიღება
აღმოფხვრის ამ უკანასკნელებთან დაკავშირებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების
პრობლემას, კერძოდ, სხვა აღმსარებლობის მქონე
პარლამენტის წევრებს, რომლებიც
შეძლებენ დაუბრკოლებლად ისარგებლონ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით,
ამასთანავე არ დაუკავდებათ ანაზღაურების 10% საკუთარ რელიგიური დღესასწაულის
აღნიშვნის გამო. მეორე მხრივ კი, ასევე შეუფერხებლად განახორციელებენ
წარმომადგენლობით ფუნქციას სხვა აღმსარებლობის მქონე უმცირესობებისათვის.
მათ
M. Mahlmann, Germany: Country Report Non-Discrimination 2021, გვ. 47, ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://www.equalitylaw.eu/country/germany
17
18
Religious Accommodations: Responding to Time-Off Requests During the Holiday; ხელმისაწვდომია
ბმულზე:
https://www.axley.com/publication_article/religious-accommodations-responding-time-off-requests-
holidays/ ; ANTI-DEFAMATION LEAGUE – “Religious Accommodation in the Workplace: Creating an
Inclusive Environment”; ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://www.adl.org/sites/default/files/pdfs/202209/ADL-Religious-Accommodations-in-the-Workplace-2023.pdf
აღნიშნული დასვენების დღით სარგებლობისას მტკიცების ტვირთის მოხსნა აუცილებელი
იქნება
იმისთვის,
რომ
პარლამენტის
წევრმა
თავისუფლად
ისარგებლოს
მისთვის
გარანტირებული რწმენის თავისუფლებით და ადგილი არ ჰქონდეს ზედმეტად მძიმე
მტკიცების ტვირთის დაკისრებას.
ამასთან, კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციას, ვინაიდან ევროპული პერსპექტივის მინიჭებისათვის განსაზღვრული მე-9
დათქმის შესრულებას უზრუნველყოფს. კერძოდ, მე-9 დათქმის თანახმად, აუცილებელია
“ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის
უფლებების
ამბიციური
სტრატეგიის
მიღებითა
და
შეკრებისა
და
გამოხატვის
თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია პროფესიონალებისა
და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და
დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების
პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი
ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების
პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.” ამ კუთხით, რელიგიური
უმცირესობებისათვის,
როგორც
ერთ-ერთი
მოწყვლადი
ჯგუფისათვის,
რწმენის
თავისუფლებით სარგებლობა ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული
ამ პრიორიტეტის შესრულებას. მით უფრო, რომ ევროკომისიის ანგარიშში მკაფიოდ არის
ხაზგასმული, რომ რელიგიური უმცირესობები რწმენის თავისუფლებით სარგებლობის
თვალსაზრისით
დიდ
პრობლემებს
აწყდებიან
საქართველოში.
აღნიშნულის
აღმოსაფხვრელად კი საქართველომ უნდა შეიმუშავოს შესაბამისი ეროვნული სტრატეგია,
რითიც უზრუნველყოფს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას. 19
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მე-6 ნაწილი ყალიბდება
შემდეგი რედაქციით:
“6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება,
თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით
მიეწოდება ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის
სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული
საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება,
გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამასთან, იმ
აღმსარებლობის წარმომადგენელ კომიტეტის წევრს, რომლის რელიგიური დღესასწაული
ევროკომისია - ანგარიში საქართველოს შესახებ (2023),
https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/202311/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf
19
გვ.28.
ხელმისაწვდომია:
საქართველოს ორგანული კანონით ,,შრომის კოდექსი” არ არის უქმე დღედ გამოცხადებული,
კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად დამატებით ეთვლება საკუთარი
რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა. ამ ნაწილის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“
იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.
კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო
ჩანაწერით.”
რეგლამენტის პროექტი ასევე ითვალისწინებს რეგლამენტის 91-ე მუხლის შემდეგი
რედაქციით ჩამოყალიბებას:
„10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება
მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი
მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული
საავადმყოფო ფურცლით). ამასთან, იმ აღმსარებლობის წარმომადგენელ პარლამენტის წევრს,
რომლის რელიგიური დღესასწაული საქართველოს ორგანული კანონით ,,შრომის კოდექსი”
არ არის უქმე დღედ გამოცხადებული, პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად
დამატებით ეთვლება საკუთარი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა. ამსაპატიო მიზეზის
თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე. ამ ნაწილის
მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი
შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.“
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული არ არის
.ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის
დასაბუთება:
უკუძალის
მინიჭების
შემთხვევაში,
აღნიშნულის
თაობაზე
შესაბამისი
საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და არსებული გამოწვევების
დროულად დაძლევის მიზნით, მიზანშეწონილია წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი
ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. რეგლამენტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის
მინიჭების საკითხს;
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი შემოსავლების
მიღებას ბიუჯეტში.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის
(ფულადი
განსაზღვრის პრინციპი:
შენატანის)
ოდენობა
შესაბამის
ბიუჯეტში
და
ოდენობის
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება;
რეგლამენტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
რეგლამენტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
რომელიმე
საერთაშორისო
ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ არცერთ
ორმხრივ ან მრავალმხრივ ხელშეკრულებას და/ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: ტარიელ ნაკაიძე
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: ტარიელ ნაკაიძე