„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/426; 20/03/2024). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 336
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, რეგისტრაციის N:
270000000.04.001.016012, მუხ. 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და
დამატებები:
30-ე მუხლს დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
“21. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა
დამატებით ისარგებლოს წელიწადში ორი უქმე დღით საკუთარი რელიგიური
დღესასწაულის (გარდა, მართლმადიდებლური დღესასწაულებისა) აღსანიშნად.
დასაქმებულს არ აქვს რელიგიური კუთვნილების დასაბუთების ვალდებულება.
22.დასაქმებული ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს დამსაქმებელს აღნიშნული
უფლების სარგებლობის შესახებ.”
მუხლი 2: ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
.ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილში მოცემულია კანონით
განსაზღვრული უქმე დღეების ჩამონათვალი. ასეთი კალენდარული დღეების რაოდენობა
არის 17 (ჩვიდმეტი). აღნიშნული დღეებიდან 7 (შვიდი) წარმოადგენს საერო დღესასწაულს
როგორიც არის მაგალითად: დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე, საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე და ა.შ. დანარჩენი 10 (ათი) უქმე დღე წარმოადგენს
მართლმადიდებელ ქრისტიანთა სადღესასწაულო დღეებს. ორგანული კანონი არ
ითვალისწინებს უქმე დღეებს სხვა აღმსარებლობის მქონე პირების დიდ რელიგიურ
დღესასწაულებთან დაკავშირებით. საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის მეორე
ნაწილის თანახმად, დასაქმებულს, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, შეუძლია,
ზემოხსენებული უქმე დღეებთან ერთად, მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები.
მიუხედავად აღნიშნული ჩანაწერისა, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს
ეს
დღეები.
იმავდროულად,
სხვა
აღმსარებლობების
სადღესასწაულო
დღეებში
დასვენებისათვის აუცილებელია ეს განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით, რაც
საჭიროებს დამსაქმებლის თანხმობასაც.
საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უქმე
დღეებად გამოცხადებულია ისეთი მართლმადიდებლური ქრისტიანული დღეები,
როგორიც არის: 7 იანვარი - შობა, 19 იანვარი - ნათლისღება, მოძრავი თარიღის მქონე
სააღდგომო დღეები, 12 მაისი - წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის
ხსენების დღე, 28 აგვისტო - მარიამობა, 14 ოქტომბერი - მცხეთობა; 23 ნოემბერი გიორგობა. შრომის კოდექსით სხვა აღმსარებლობლობების დღესასწაულები უქმედ
გამოცხადებული არ არის. 1
არსებობს იმის ალბათობა, რომ დასაქმებულისათვის სამუშაო დღე დაემთხვევა რომელიმე
არაქრისტიანულ რელიგიურ დღესასწაულს. კანონმდებლობით, ნებისმიერ სექტორში
1
საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 30, ნაწილი 1.
1
დასაქმებული რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების, მოსწავლეებისა და
სტუდენტებისთვის პრობლემურია საკუთარი რელიგიური დღესასწაულებითა და უქმე
დღეებით სარგებლობა. საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიური და ეთნიკური
თემების კულტურული და რელიგიური დღესასწაულები კი უგულებელყოფილია. 2
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ
ეკლესიას
შორის
2002
წელს
გაფორმებული
კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი
ეკლესიის
განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა
სახელმწიფოსაგან. გასაგებია, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით დასვენების დღეების
უმეტესობას სწორედ მართლმადიდებლური დღესასაულები წარმოადგენს, თუმცა სხვა
რელიგიების კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაც
იმსახურებს პროპორციულ მიდგომას.
საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული
სამსახურის
2022
წლის
მონაცემებით,3
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი აღმსარებლობით
მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქვეყანაში ცხოვრობს ნახევარ მილიონზე მეტი
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც განსხავებული რელიგიური მრწამსი აქვს, აქედან
დაახოებით 400 000 მუსლიმია, სომხური სამოციქულო რელიგიის მიმდევრები - 110 000,
კათოლიკე
ქრისტინები
20
000
და
სხვ.
შესაბამისად,
მათი
უფლებებისა
და
თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისეთი
საკანონმდებლო სივრცის ჩამოყალიბება, რომლითაც სხვა აღმსარებლობის ადამიანების
რწმენისა
და
რელიგიის
თავისუფლების
გათვალისწინება
იქნება
შესაძლებელი
ფუნდამენტურია.
რაც შეეხება ამ რელიგიური ორგანიზაციების დიდ დღესასწაულებს, მუსლიმურ თემში
ერთ-ერთ ყველაზე დიდ, წმინდა რელიგიურ დღესასწაულს წარმოადგენს რამადანი. დიდ
დღესასწაულს წარმოადგენს 19 ივლისი, მუსლიმური ახალი წელი, რომლის მიხედვითაც
წელს 1445 წელი დადგა. ისლამური სამყაროსთვის განსაკუთრებით დიდი დღესასწაულია
აშურა, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება და ჰაჯი, რომელიც 4 დღის განმავლობაში
გრძელდება 26 ივნისიდან 30 ივნისამდე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სხვა
რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომელთა რაოდენობა საკმაოდ
დიდია, მსგავსი რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნით სარგებლობა ძალიან
მნიშვნელოვანია, ეს მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის
შესაძლებლობაა.
ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილის (მათ შორის, მართლმადიდებლების დიდი
ნაწილის) დიდ რელიგიურ დღესასწაულს წარმოადგენს 25 დეკემბერი, შობა. ამ პერიოდში
2
3
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“. მუხლი 30.
ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/prCD5
2
ქრისტიანები იკრიბებიან ტაძრებში და აღავლენენ ღვთისმსახურებას. პირველ ნოემბერს
რომის კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს ყველა წმინდის საზეიმო დღეს, რომელიც ერთ-ერთი
ყველაზე წმინდა დღეა მისთვის. 15 აგვისტოს კი კათოლიკური სამყარო ზეიმობს
ღვთისმშობლის მიძინების დღეს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს
იმ პრობლემის გადაჭრას (აღმოფხვრას), რომელიც
მჭიდროდ უკავშირდება იმ აღმსარებლობის წარმომადგენელი დასაქმებულის, რომლის
რელიგიური დღესასწაული “შრომის კოდექსით” არ არის უქმე დღედ გამოცხადებული, ს
კონსტიტუციით
აღიარებული
რწმენისა
და
აღმსარებლობის
თავისუფლების
უზრუნველყოფის საკითხს.
გასათვალისწინებელია, რომ „რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა
ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს 1981 წლის დეკლარაციის თანახმად, საკუთარი
რელიგიისა
და
რწმენის
მოთხოვნათა
შესაბამისად
უქმე
დღეების
დაცვა
და
დღესასწაულებისა და ცერემონიების აღნიშვნა რელიგიის და რწმენის თავისუფლების
ნაწილია. 4
ამასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 22-ე ზოგადი კომენტარი, რომელიც
ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-18 მუხლს (აზრის, სინდისის და
რელიგიის თავისუფლება), განმარტავს, რომ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის ერთერთი
ფორმაა
ღვთისმსახურება,
რაც,
თავის
მხრივ,
მოიცავს
რელიგიური
დღესასწაულებისა და უქმე დღეების დაცვას.5
გაეროს სპეციალური მომხსენებელი რელიგიის და რწმენის საკითხებზე ერთ-ერთ
ანგარიშში აღნიშნავს, „საკუთარი რელიგიის ან რწმენის მოთხოვნათა შესაბამისად უქმე
დღეებში დასვენების, დღესასწაულების აღნიშვნისა და ცერემონიებში მონაწილეობის
თავისუფლება (მუხლი 6, პუნქტი “თ”) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს
რელიგიის მიმდევრებს საშუალებას აძლევს, აღასრულონ ცერემონიები და რელიგიური
ჩვეულებები, რასაც, ხშირად, აგრეთვე, კულტურული და ტრადიციული კონოტაციაც
აქვს… გარკვეულ შემთხვევებში, ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სხვადასხვა
სფეროში
უქმე
დღეებთან
დაკავშირებით
რელიგიური
მოთხოვნების
გაუთვალისწინებლობის ფაქტი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
"გაეროს სპეციალური მომხსენებელი ანგარიშში ხაზს უსვამს იმასაც, რომ ყოფილა
შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრები გამოცდის ჩაბარების
ვალდებულებისგან გაათავისუფლეს კვირის იმ დღეს, რომელიც, მათი რწმენის მიხედვით
უქმე დღედ მიიჩნეოდა".. 6
4
Declaration on the Elimination of All Forms of Intolerance and of Discrimination Based on Religion or Belief
General Assembly resolution 36/55, 25 November 1981, Article 6(h).
5
UN Human Rights Committee, General Comment No. 22 (48), CCPR/C/21/Rev.1/Add.4, 27 September 1993,
par. 4.
6
E/CN.4/1987/35, para. 57 in Rapporteur’s Digest on Freedom of Religion or Belief, at 28,
ხელმისაწვდომია: https://digitallibrary.un.org/record/126987?ln=fr
3
ამ კუთხით, გაეროს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო
პაქტის მიხედვით „იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი
უმცირესობები, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას განეკუთვნებიან, არ შეიძლება უარი
ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი
კულტურით, აღიარონ და აღასრულონ თავიანთი რელიგია“. 7
„რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ“ გაეროს დეკლარაციის მიხედვით, რელიგიის და რწმენის თავისუფლება მოიცავს
რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლებასაც.8
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ზოგადი კომენტარის N22 (აზრის,
სინდისის და რელიგიის თავისუფლება) მიხედვით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება
მოიცავს
რელიგიური
დღესასწაულების
აღნიშვნისა
და
დასვენების
დღეებით
სარგებლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა
პირდაპირ უკავშირდება პიროვნების რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას.
9
გარდა ამისა, ეროვნულ სტრატეგიასა და სამთავრობო გეგმაში გათვალისწინებული
მიზნების მიღწევა სხვა აღმსარებლობის მქონე უმცირესობებთან მიმართებით, ამ
კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, შეუძლებელი იქნება. საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის 10 ერთ-ერთი
პრიორიტეტი რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სეკულარიზმის
პრინციპების შემდგომი განმტკიცებაა. შესაბამისად, სახელმწიფო აღიარებს გამოწვევას,
როგორც რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფის, ასევე სეკულარიზმის
პრინციპების განმტკიცების კუთხით. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება კი ერთ-ერთი
ფუნდამენტური
უფლებაა,
რომელიც
განმტკიცებულია
როგორც
საქართველოს
კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლით.
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ანიჭებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დადგენასა და
დაცვას, რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას, ისევე
როგორც სახელმწიფოში სეკულარიზმის განმტკიცებას და ამ მიმართულებით შესაბამისი
ღონისძიებების გატარებას.
7
1966 წლის 16 დეკემბრის გაეროს საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების შესახებ“, 27-ე მუხლი.
8
გაეროს გენერალური ასამბლეის 1981 წლის 25 ნოემბრის რეზოლუცია N36/55, მე-6 მუხლის „ჰ“
პუნქტი, ხელმისაწვდომია: https://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/ReligionOrBelief.aspx
9
General Comment No. 22: The right to freedom of thought, conscience and religion ( Art. 18) 30/07/93,
par.
4,
ხელმისაწვდომია:
https://www.equalrightstrust.org/ertdocumentbank/general%20
comment%2022.pdf
10
სა ქ ა რთვ ე ლოს ადა მ ი ა ნ ი ს უფლე ბ ა თა და ც ვ ი ს ეროვ ნ ული სტრა ტე გ ი ა 20222030 წლე ბ ი ს თვ ი ს ; 15.
4
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშში “ხორვატიაში ადამიანის
უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ” აღნიშნავს, რომ ხორვატიაში მოქმედი
კანონმდებლობით, პირებს უფლება აქვთ რელიგიური დღესასწაულების არსებობის
შემთხვევაში ერთი დღით დატოვონ სამუშაო ადგილი. აღნიშნული კანონი მათ არ
ავალდებულებს
დამტკიცებას.
ამ
უფლების
განხორციელებისთვის
რელიგიური
კუთვნილების
11
ტოლერანტობისა
და
მრავალფეროვნების
ინსტიტუტის
(TDI)
მიერ
2023
წელს
გამოქვეყნებულ ანგარიშში „რელიგიური დღესასწაულებითა და დასვენების დღეებით
სარგებლობის უფლება“ ხორვატიაში რელიგიური კუთვნილების დამტკიცებასთან
დაკავშირებით წერია, რომ ქვეყნის კანონმდებლობით ქრისტიანული თემის გარდა,
რომელიც უკვე კანონით დადგენილი უქმე დღეებით სარგებლობს, რელიგიური
დღესასწაულების
აღსანიშნავად
უქმე
დღეებით
სარგებლობის
უფლებით
ასევე
სარგებლობენ სამი რელიგიური უმცირესობის (მართლმადიდებლები, მუსლიმები და
ებრაელები) წარმომადგენლები.12
რელიგიური
დღესასწაულებისა
უზრუნველყოფის
საკითხთან
და
ღონისძიებებისთვის
დაკავშირებით
დასვენების
აუცილებელია
ასევე
დღეების
ყურადღება
გავამახვილოთ გონივრული მისადაგების პრინციპზე. საფრანგეთში აღნიშნული პრინციპი
სასამართლო გადაწყვეტილებების მეშვეობით ვითარდება. კერძოდ, მსგავსი საკითხების
განხილვის ფარგლებში სასამართლოები მსჯელობენ იმაზე, ექნება თუ არა დასაქმებულის
უქმე დღით უზრუნველყოფას ზიანი სამუშაო
ორგანიზაციისთვის იქნებ არაპროპორციული სიმძიმის.
პროცესზე
და
აღნიშნული
მაგალითად, საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაწყვიტა,
რომ
სტუდენტებს
ჰქონდათ
უფლება
მოეთხოვათ
გათავისუფლება
რელიგიურ
დღესასწაულებზე ან შაბათობით (მაგ. ებრაელ სტუდენტებს) თუ ეს შესაბამისობაში
იქნებოდა სწავლის მიზნებთან, გამოცდებზე დასწრებასა და სკოლის საჯარო წესრიგთან. 13
ტოლერანტობისა
და
მრავალფეროვნების
ინსტიტუტის
(TDI)
მიერ
2023
წელს
გამოქვეყნებულ ანგარიშში საფრანგეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით წერია ისიც,
რომ ქვეყნის საჯარო სამსახურში მოქმედებს საჯარო სამსახურის მინისტრის 2005 წლის 14
ნოემბრის ბრძანება ნო. 210617, რომელიც ეხება რელიგიური საფუძვლით რელიგიური
11
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ხორვატია - ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით
არსებული
ვითარების
შესახებ;
გამოქვეყნებულია
2023
წელს;
ხელმისაწვდომია
https://www.state.gov/reports/2022-report-on-international-religious-freedom/croatia/ ბმულზე:
12
TDI - რელიგიური დღესასწაულებითა და დასვენების დღეებით სარგებლობის უფლება;
ხელმისაწვდომია
ბმულზე:
https://www.tdi.ge/sites/default/files/religiuri_dgesascaulebita_da_dasvenebis_dgeebit_sargeblobis_kvleva_tdi.p
df
13
S. Latraverse, France: Country Report on Non-Discrimination 2010, გვ. 42
5
დღესასწაულის გამო დასვენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია
სამუშაოს საჭიროებების გამო.“ 14
კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც შიდა სასამართლოების პრაქტიკით ვითარდება გონივრული
მისადაგების სტანდარტი გერმანიაა. გერმანიაში მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობს არაქრისტიანული რელიგიის წარმომადგენელთა დიდი რაოდენობა, კანონმდებლობა
მათთვის არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველს რელიგიური
დღესასწაულის აღნიშვნისთვის დასვენების დღით სარგებლობით უფლებას. 15 აღნიშნული
საკითხი გერმანიაში დამსაქმებლის სამართლებრივი მოვალეობის ფარგლებში, სწორედ
რომ გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენებით გვარდება. 16
რელიგიური
დღესასწაულისა
და
ღონისძიებებისთვის
პირთათვის
უქმე
დღის
უზრუნველყოფას ასევე ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატები. 1964 წლის
სამოქალაქო უფლებების აქტის VII თავი ითვალისწინებს გონივრულ მისადაგებას
დასაქმებულისთვის რელიგიური საფუძვლით დასვენების დღის ან შვებულების მიცემის
კუთხით, თუ ეს უკანასკნელი არ გამოიწვევს კომპანიის მიმართ განსაკუთრებულ ზიანს. 17
გონივრული
მისადაგების
სახელმწიფოები
სტანდარტისა
უზრუნველყოფენ
იმ
და
მასთან
პრაქტიკის
ჩამოყალიბებით
პირთა
მიერ
დასვენების
დღით/დღეებით
სარგებლობას, რომელთა მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულები უქმე დღედ არ
არის აღიარებული ეროვნულ დონეზე არ აღინიშნება. გონივრული მისადაგების
სტანდარტი ქმნის შესაძლებლობას, რომ პირმა კანონმდებლობაში პირდაპირი ჩანაწერის
არარსებობის შემთხვევაშიც, ისარგებლოს დასვენების დღით, მათ შორის, რელიგიური
დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, თუ ეს, რა თქმა უნდა, შესაბამის წინაპირობებს
დააკმაყოფილებს. კერძოდ, დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმება დასვენების დღის
გამოყენების შესახებ, რომელიც მას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს არ
აკისრებს.
აქედან გამომდინარე, გონივრული მისადაგების პრინციპის შექმნა და შემდგომ, პრაქტიკის
განვითარება სწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ რელიგიური უმცირებობების
14
Supra note 12
https://www.mondaq.com/germany/employee-rights-labour-relations/1067010/time-off-for-religiousholidays-in-germany-pointers-foremployers#:~:text=Employees%20may%20request%20paid%20time,no%20fault%20of%20their%20own.
15
16
M. Mahlmann, Germany: Country Report Non-Discrimination 2021, გვ. 47, ხელმისაწვდომია
ბმულზე: https://www.equalitylaw.eu/country/germany
17
Religious
Accommodations:
ხელმისაწვდომია
ბმულზე:
Responding
to
Time-Off
Requests
During
the
Holiday;
https://www.axley.com/publication_article/religious-accommodations-
responding-time-off-requests-holidays/ ; ANTI-DEFAMATION LEAGUE – “Religious Accommodation in the
Workplace:
Creating
an
Inclusive
Environment”;
ხელმისაწვდომია
ბმულზე:
https://www.adl.org/sites/default/files/pdfs/2022-09/ADL-Religious-Accommodations-in-the-Workplace2023.pdf
6
რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების უფლების რეალიზებისთვის,
რომელთაც სურთ დღესასწაულების შესაბამისად რიტუალებში მონაწილეობა თუ სხვა
რაიმე მნიშვნელოვანი რელიგიური ღონისძიებაში ჩართვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
აღწერილი პრობლემა გამომდინარეობს ,,შრომის კოდექსით” უქმე დღეების ამჟამინდელი
მოწესრიგებიდან. ამდენად, დასახელებული პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია
შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რასაც წინამდებარე კანონპროექტი
ითვალისწინებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
ვინაიდან შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს მკაფიო მოწესრიგებას სხვა აღმსარებლობის
მიმდევარი დასაქმებულისათვის რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნად უქმე დღით
სარგებლობასთან
დაკავშირებით,
კანონპროექტის
მიღება
აღმოფხვრის
არამართლმადიდებლური რელიგიის წარმომადგენლებთან დაკავშირებულ რელიგიისა
და რწმენის თავისუფლების უფლებით სარგებლობის პრობლემას. კერძოდ, სხვა
აღმსარებლობის მქონე დასაქმებულები შეძლებენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე წლის
განმავლობაში ისარგებლონ ორი დასვენების დღით.
აღნიშნული დასვენების დღით სარგებლობისას მტკიცების ტვირთის მოხსნა აუცილებელი
იქნება იმისთვის, რომ დასაქმებულმა თავისუფლად ისარგებლოს მისთვის
გარანტირებული რწმენის თავისუფლებით და ადგილი არ ჰქონდეს ზედმეტად მძიმე
მტკიცების ტვირთის დაკისრებას. მით უფრო, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ კანონის მიხედვით,
რელიგიურ
მრწამსთან
დაკავშირებული მონაცემები
წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მტკიცების ტვირთის საკითხთან
„ხორვატიის სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში აღწერილია საქმე, რომელიც
უკავშირდებოდა მუსლიმი დასაქმებულის საჩივარს. განმცხადებელს სურდა, ისლამურ
რელიგიურ დღესასწაულზე ესარგებლა უქმე დღით. დამსაქმებელმა მას სთხოვა,
წარმოედგინა წერილობითი დასტური მისი რელიგიური თემიდან, რომ იგი ნამდვილად
მუსლიმი იყო, რაზეც მან უარი განაცხადა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ
დღესასწაულების
აფილირების
შესახებ
მტკიცების
კანონის
თანახმად,
საკითხი
არ
არის
კონკრეტულ
რელიგიურ
რეგულირებული,
ანუ
თემთან
კანონი
არ
ითვალისწინებს რაიმე წესს, რომელიც შესაბამისი უქმე დღით სარგებლობის უფლების
მისაღებად პირს რელიგიურ თემთან კავშირის დამტკიცებას ტვირთს დააკისრებდა. ამის
გამო, ომბუდსმენის შეფასებით, დამსაქმებლის მოთხოვნა, დასტურის წარმოდგენასთან
დაკავშირებით, საფუძველს იყო მოკლებული. ამასთან, მისი აზრით, ამგვარი მიდგომა არ
შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის მე-9
7
მუხლის ირგვლივ განვითარებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, რელიგიის
თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდის რწმენისა და სინდისის საკითხია..“ 18
ამასთან,
კანონმდებლობის
ევროკავშირში
ამგვარი
ინტეგრაციას
ცვლილება
ვინაიდან
ევროპული
ხელს
შეუწყობს
პერსპექტივის
საქართველოს
მინიჭებისათვის
განსაზღვრული მე-9 დათქმის შესრულებას უზრუნველყოფს. კერძოდ, მე-9 დათქმის
თანახმად,
აუცილებელია
“ადამიანის
უფლებების
დაცვის
სტანდარტების
გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა
და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი
ჯგუფების, მედია პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის
ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და
ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო
საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა
კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად
მუშაობის უზრუნველყოფა.” ამ კუთხით, რელიგიური უმცირესობებისათვის, რწმენის
თავისუფლებით
სარგებლობა
ხელს
შეუწყობს
ევროკომისიის
მიერ
გათვალისწინებული ამ პრიორიტეტის შესრულებას. მით უფრო, რომ ევროკომისიის
ანგარიშში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ რელიგიური უმცირესობები რწმენის
თავისუფლებით
სარგებლობის
თვალსაზრისით
დიდ
პრობლემებს
აწყდებიან
საქართველოში. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად კი საქართველომ უნდა შეიმუშავოს
შესაბამისი
ეროვნული
სტრატეგია,
რითიც
უზრუნველყოფს
რელიგიური
უმცირესობების უფლებების დაცვას. 19
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 21
და 22 ნაწილები:
21: დასაქმებულს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების
გარდა დამატებით ისარგებლოს წელიწადში ორი უქმე დღით საკუთარი
რელიგიური დღესასწაულის (გარდა, მართლმადიდებლური დღესასწაულებისა)
აღსანიშნად. დასაქმებულს არ აქვს რელიგიური კუთვნილების დასაბუთების
ვალდებულება.
22: დასაქმებულია ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს დამსაქმებელს აღნიშნული
უფლების სარგებლობის შესახებ.
18
Supra note 12
19
ევროკომისია - ანგარიში საქართველოს შესახებ (2023),
https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/202311/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf
8
გვ.28.
ხელმისაწვდომია:
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი მთავრობის მიერ ინიცირებული არ არის.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
არსებული
გამოწვევების
დროულად
დაძლევის
მიზნით,
მიზანშეწონილია
წარმოდგენილი კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს;
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის
ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი შემოსავლების მიღებას ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
9
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამსაქმებლის მიმართ დამატებით ფინანსურ
ვალდებულებებსა და შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება;
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ არცერთ
ორმხრივ ან მრავალმხრივ ხელშეკრულებას და/ან შეთანხმებას.
10
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონის
პროექტის
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
შემთხვევაში:
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: ტარიელ ნაკაიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ტარიელ ნაკაიძე
11
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების