აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი, 2023 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-25
ბიუროს ნომერი 336
📜 ტექსტი
წერილი
245-01-2-202403221300
ბატონო შალვა,
N 01/245
22/03/2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ინფორმაციისათვის წარმოგიდგენთ აფხაზეთის
მთავრობის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 63 ფურცელი
რუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი
ავტონომიური
რესპუბლიკის
მოხსენება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის ყოველწლიური
მოხსენება
სამთავრობო პროგრამის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ
2024 წელი
ქ. თბილისი
სარჩევი
შესავალი
------------------------------------------------------------------
გვ. 3
I.
პოლიტიკური მიმართულება ----------------------------------------II.
ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაცია,
დევნილთა უფლებები და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა
გვ.4
გვ.6
ინსტიტუციური განვითარება -----------------------------------------
გვ.6
სამოქალაქო ინტეგრაცია -------------------------------------------
გვ.7
ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა--------------------------------
გვ.20
ადამიანის უფლებები და დევნილთა ინტერესები ------------------
გვ.22
სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება ---------------------------
გვ.23
ჯანმრთელობის დაცვა ----------------------------------------------
გვ.23
ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (ოკუპირებული
აფხაზეთის მიმართულება)---------------------------------------------
გვ.26
სოციალური მხარდაჭერა ------------------------------------------
გვ.28
განათლება და მეცნიერება ------------------------------------------
გვ.34
საგანმანათლებლო აქტივობები ( ოკუპირებული აფხაზეთის
მიმართულებით)---------------------------------------------------------
გვ.40
კულტურა --------------------------------------------------------
გვ.43
სპორტი და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება---------
გვ.52
ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობისა
და გარემოს დაცვის მიმართულება ------------------------
გვ. 57
სამომავლო გეგმები -------------------------------------------
გვ. 65
III.
შესავალი
2019 წლის 15 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიერ დამტკიცებულ
იქნა აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.
შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა 2019 წლიდან წარიმართა ახალი
2
სამთავრობო პროგრამისა და
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის
პრიორიტეტების
ფარგლებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის მოხსენება
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ემყარება აფხაზეთის
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის იმ ძირითად
მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც, ისევე როგორც წინა წლებში,
ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,
ემსახურება
ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ და იქ ლეგიტიმურად მცხოვრებ
მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას, აფხაზეთის
საზოგადოების გაერთიანებას, ქვეყნის მოსახლეობასთან მის ინტეგრირებასა და
დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ სწრაფვას,
მათი უფლებების დაცვას და ქვეყნის დეოკუპაციისათვის ქმედითი ნაბიჯების
გადადგმას
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის სამართლებრივი ბაზა ემყარება
საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს,
აფხაზეთის კანონს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიიის მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, აფხაზეთის
მთავრობის რეგლამენტს, საქართველოს კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ“,
საქართველოს და
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს
„ნორმატიული აქტების შესახებ“ და სხვა სამართლებრივ აქტებს.
წინამდებარე მოხსენებაში ასახულია მთავარი საჭიროებებისა და მიმდინარე
ტენდენციების საკვანძო
საკითხები,
რომლებიც განაპირობებს დევნილ
საზოგადოებაში
სოციალურ-ეკონომიკურ
სტაბილურობის
ხელშეწყობას.
დასახული მიზნების მისაღწევად საჭიროა დევნილი საზოგადოებისა და
აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების მეტი ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე
პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა მომდინარეობდა
სამთავრობო პროგრამის სამი ძირითადი მიმართულებით:
1) პოლიტიკური;
2) ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაცია და ქვეყნის
ინტერესების მხარდაჭერა;
3) სოციალურ-ეკონომიკური.
I. პოლიტიკური მიმართულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ძირითად
მიმართულებას წარმოადგენს პოლიტიკური საქმიანობა, რაც მიმართულია
აფხაზეთის დეოკუპაციის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის,
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული
დაბრუნების, დაშორიშორებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის
მშვიდობიანი გზით დარეგულირების ხელშეწყობაზე.
3
რთული რეგიონული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან,
საკითხების
სირთულისა
და
მრავალწახნაგობიდან
გამოდინარე,
ყოველივე
ზემოთ
ჩამოთვლილი საჭიროებს, როგორც შიდასახელმწიფოებრივი სამშვიდობო
რესურსის მობილიზებასა და ამოქმედებას, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის
სრულ ჩართულობასა და მხარდაჭერას, რაც სხვადასხვა დონეზე აქტიურ
მოქმედებებს გულისხმობს.
დღეისათვის ერთადერთ საერთაშორისო პლატფორმას, რომელშიც, ქართული
დელეგაციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებები, სადაც ქართველებსა და აფხაზებს ეძლევათ მნიშვნელოვანი
საკითხების განხილვისა და დიალოგის წარმართვის საშუალება.
მოლაპარაკებების ფარგლებში შექმნილია ორი სამუშაო ჯგუფი: პირველში
განიხილება უსაფრთხოების, ხოლო მეორეში - ჰუმანიტარული საკითხები,
რომელშიც, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, 2008 წლიდან, მონაწილეობს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების
ფორმატში
ხდება
თანათავმჯდომარეებისა და პროცესის მონაწილე მხარეების მუდმივი ინფორმირება
ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
2023 წლის განმავლობაში, დაგეგმილი ოთხი შეხვედრის ნაცვლად, გაიმართა
სამი რაუნდი - 57-ე, 58-ე და 59-ე. ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ
დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
ადამიანის უფლებრივ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის
მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, თავისუფალი
მიმოსვლის შეზღუდვაზე, მშობლიური, ქართული ენის სრულად აკრძალვაზე,
უკანონო პასპორტიზაციაზე, ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების
უკანონო
დაკავებებზე.
ასევე,
ქ.
თბილისში,
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან რეგულარულად იმართებოდა ჟენევის
მოლაპარაკებებისთვის წინა მოსამზადებელი შეხვედრები, რომლის ფარგლებში
ხდებოდა თანათავმჯდომარეების ინფორმირება ოკუპირებულ აფხაზეთში
მიმდინარე მოვლენების შესახებ.
წინა პერიოდების მსგავსად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობა აგრძელებდა ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების
შესახებ.
2023 წლის განმავლობაში პერიოდულად იმართებოდა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის როგორც ოფიციალური,
ასევე, სამუშაო შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების
ელჩებთან
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
წარმომადგენლობების
ხელმძღვანელებთან (აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის,
ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის ელჩებთან და UN
Office-ის, UNHCR-ის, ICRC (წითელი ჯვარი)-ის და World Bank-ის ოფისების
ხელძღვანელებთან).
4
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მიწოდებულ იქნა
ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის
შესახებ, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების
შესახებ, იქ არსებული მძიმე ვითარების თაობაზე, აგრეთვე, განხილულ იქნა
ხელოვნურად დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და
შერიგების საკითხებში ხელშეწყობის შესაძლებლობები და იგპ-თა სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტის
განხორციელების პერსპექტივები, აგრეთვე სხვა საყურადღებო, (საჭირბოროტო)
საკითხები.
ოკუპაციის და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგების დასაძლევად,
საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ინფორმირებულობისა და მხარდაჭერის
მოსაპოვებლად, ასევე, ქართულ დიასპორასთან (განსაკუთრებით უცხოეთში
მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან) მჭიდრო კავშირების დასამყარებლად,
განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რამდინემე
წარმომადგენლობითი ვიზიტი საზღვარგარეთ (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი,
იტალია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ინდოეთი და საუდის არაბეთი), სადაც
გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან და
ქართულ დიასპორებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტები და პროგრამები, მომავალი
გეგმები. ამასთან ერთად, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის
ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ
ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ქართულ და აფხაზურ მხარეებს
შორის ნდობის აღდგენას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ქართულაფხაზური კულტურულ-შემოქმედებითი შეხვედრების ორგანიზებას.
ამასთან ერთად აფხაზეთის მთავრობის პოლიტიკური საქმიანობა
კონცენტრირებულია შემდგ აქტივობებებზე:
„სახელმწიფო
სტრატეგია
ოკუპირებული
ტერიტორიების
მიმართ:
ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ იმპლემენტაციაში მონაწილეობის მიღება და
ხელშეწყობა;
,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“
მხარდაჭერა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობების შესახებ
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება;
ეფექტური საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება. სწორი საზოგადოებრივი
აზრის ჩამოყალიბება შეუძლებელია
სრული და ობიექტური ინფორმაციის
მიწოდების გარეშე.
ამ მიზნისათვის გამოყენებული იქნება ტელევიზიის,
გლობალური
სოციალური
ქსელების,
ოფიციალური
ვებ-გვერდისა
და
საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვა საშუალებები;
საქართველოში მოქმედი სამთავრობო პროგრამებისა და
სერვისების
აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა.
II. ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაცია, დევნილთა
უფლებები და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა
5
მიმართულების ფარგლებში გაწეული ხარჯი შეადგენს 792 786 ლარს, რაც 72
472 ლარით (10%-ით ) მეტია 2022 წელთან შედარებით (720 314 ლარი).
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 766 144 ლარს (ზრდა + 45 830 ლ
(+6,4%); 2022წ - 720 314, ხოლო სხვა აქტივობები - 26 642 ლ (ზრდა + 26 642 ლ
(+100%); 2022 წ. - 0ლ
ინსტიტუციური განვითარება
მთავრობის წინაშე არსებული რეალობისა და გამოწვევების, დაგროვილი
გამოცდილების გათვალისწინებით, მოქნილი და ეფექტური მთავრობის
ჩამოყალიბებაზე
აფხაზეთის
სამთავრობო
პროგრამის
ვალდებულებიდან
გამომდინარე, ასევე, ფუნქციათა გადაფარვის, დუბლირებების თავიდან აცილების,
უწყებების გამართული მუშაობის, ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების
მაქსიმალურად შეზღუდვისა და
სხვა ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრის
მიზნითა და იმის გათვალისწიენბით, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი
ადმინისტრაციული სუბიექტურობა ზემოაღნიშნული საკითხებისადმი, მოქმედი
კანონმდებლობის
შესაბამისად
დაიდო
ხელშეკრულება
დამოუკიდებელ
მმართველობითი საკონსულტაციო კომპანია შპს „სინერჯი ჯგუფთან“, რომელსაც
აქვს დიდი გამოცდილება კერძო და საჯარო ორგანიზაციების განვითარების,
მათთვის რთული მმართველობითი ამოცანების გადაჭრისა და დანიშნულების
უკეთ
განხორციელების
და
მმართველობითი
სისტემების
დახვეწის
მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ შესწავლილ იქნა აფხაზეთის
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მათ დაქვემდებარებაში
არსებული
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების,
საქვეუწყებო
დაწესებულებისა და ა(ა)იპ-ების სტრუქტურა, დებულებები (წესდებები), გაწეული
საქმიანობის ანგარიშები და
მოწოდებულ იქნა მათი წინადადებები და
რეკომენდაციიები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წინადადებების შეჯერება
შპს „სინერჯი ჯგუფის“ საბოლოო ანგარიშის შემდგომი იმპლემენტაციის
შესაძლებლობის თაობაზე.
ინსტიტუციური განვითარება, როგორც ორგანიზაციულ-მმართველობითი
საკითხების სრულყოფისა და აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლობითი როლის გაძლიერებაზე
მიმართული საქმიანობა შეიცავდა 3 განზომილებას, როგორიცაა: 1) საქართველოს
ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებების
კოლეგიალურ ორგანოებში
მონაწილეობა, საქმიანობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო
სტრუქტურების
ჩართულობის გაძლიერება,
2) ადამიანური კაპიტალის
გაძლირება,
3)
შიდა
მმართველობითი
საკითხების
სრულყოფა
და
სამართალშემოქმედება.
სამოქალაქო ინტეგრაცია
6
საანგარიშო პერიოდში მოქმედებდა შემდეგი პროგრამები
1. ,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის
მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“
2. დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა
მხარდაჭერის პროგრამა.
3. დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამა
1.
,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის
აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების
გაძლიერება“
პროგრამა შედგებოდა 4 ქვეპროგრამისგან:
1.1 ,,სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების
მხარდაჭერა“;
1.2 ,,მშვიდობის ლაბორატორია“;
1.3 ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“;
1.4 ,,დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა.
1.1
,,სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების
მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი 7 ღონისძიება:
„მუჰაჯირების გზა“ - ითვალისწინებდა ა(ა)იპ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან ერთად სამეცნიეროშემეცნებითი ფილმის (ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციებზე, კავკასიის
ხალხთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ მოვლენაზე ) პრეზენტაციას
კინოთეატრში „ამირანში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო
უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, შოთა
რუსთაველის
ეროვნული
სამეცნიერო
ფონდის
წარმომადგენლებმა,
ჟურნალისტებმა,
ტიკტოკერებმა,
რომლებიც
შერიგების
მიმართულებით
ავრცელებენ მასალებს (სულ 50 მონაწილე).
იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების
საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის ბეჭდვა - ითვალისწინებდა
აფხაზეთის თემატიკაზე და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე
ექსპერტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
შემუშავებული გზამკვლევი დოკუმენტის დაბაჭვდას (110 ცალი) და აფხაზეთიდან
დევნილ საზოგადოებისათვის გადაცემას;
„მშვიდობის სკოლა“ - ითვალისწინებდა 6 თვის განმავლობაში (შაბათკვირას), კონკურსის წესით შერჩეული აფხაზეთის საკითხებით დაინტერესებული
20-დან 30 წლის ჩათვლით 10 ახალგაზრდის გადამზადებას შემდეგი
მიმართულებებით: დეზინფორმაცია და მედია, ადამიანის უფლებები და
უფლებრივი მდგომარეობა, შერიგება და კონფლიქტის ტრანსფორმაცია.
პროექტი მოიცავდა ახალგაზრდების თემატურ სიმულაციებსა და დებატებში
მონაწილეობას, მოლაპარაკებებში დახელოვნებას და მიღებული ცოდნისა და
უნარების გამოყენებით შესაბამისი კონტენტების მომზადებას, რომელსაც
მონაწილეები აფხაზურ და ქართულ საზოგადოებას მიაწოდეს სხვადასხვა
7
სოციალური მედიის საშუალებით (ფეისბუქი, ტიკ-ტოკი, ინსტაგრამი, ტელეგრამი
და სხვა).
ქართულ-აფხაზური
საერთო
ტრადიციებისა
და
კულტურის
პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების
ჩართულობით - ითვალისწინებდა
აფხაზეთიდან დევნილი 40 ბავშვისა და
მოზარდებისთვის (6-15 წლის) ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების (კერამიკა,
კალიგრაფია, მხატვრული კითხვა, საეკლესიო გალობა, ხალხური სიმღერა, ხატვახატწერა, ქსოვა) სწავლებას.
აფხაზეთის დღეები 2023 - ითვალისწინებდა აფხაზეთის დღის აღვნიშნის
ფარგლებში
სხავდასხვა ღონისძიების გამართვას (ფოტოგამოფენა ,,კადრები
აფხაზეთიდან” და მუსიკალური საღამო).
აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების შეხვედრა - ითვალისწინებდა ქ.
ბათუმში ეთნიკურად ქართველი 6 დევნილის სტატუსის მქონე ახალგაზრდისა,
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები 2 ეთნიკურიად
აფხაზისა და ამჟამად საქართველოში მცხოვრები ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსული
1 ჩერქეზ-აფხაზისა 3-დღიან სამუშაო შეხვედრას, მრგვალი მაგიდის გარშემო
დისკუსიების გამართვას სხვადასხვა გამოწვევების და ინტერესების შესახებ და
ტრენინგს საერთო პროექტის დაგეგმარების თაობაზე. მონაწილეები შეხვდნენ
აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს და მუჰაჯირების შთამომავლებს
დიალოგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით - ითვალისწინებდა
თურქეთში ქ. სტამბოლში ეთნიკურად 4 ქართველი (მათ შორის 1 აფხაზეთიდან
დევნილი) და 7 აფხაზი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან
(აფხაზეთი)) ახალგაზრდების შეხვედრას და 7-დღიან სასწავლო კურსს , რომელიც
მოიცავდა ისეთი თეორიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას
როგორიცაა - სიუჟეტის თეორიული ჩარჩოს დაგეგმვა და მომზადება, ინფორმაციის
იდენტიფიცირება მედია სივრცეში და დეზინფორმაციის გამოვლენა, ობიექტური
ჟურნალისტიკის ფორმების გამოყოფა, საინფორმაციო წყაროების გადამოწმების
ტექნიკები, ფოტო და ვიდეო გადაღება და სხვა. აღსანიშნავია, რომ პროექტმა
მონაწილეებში არა მხოლოდ ზემოაღნიშნული უნარების გამომუშავებას შეუწყო
ხელი, არამედ ერთმანეთთან დააახლოვა და ინდივიდუალურ დონეზე დაამეგობრა
ქართველი და აფხაზი მონაწილეები.
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 121 021 ლარი შეადგინა.
1.2 ,,მშვიდობის ლაბორატორია“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი 11 ღონისძიება:
სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისთვის - პროექტი
ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პროცესის საადვოკატო პრაქტიკულ
სწავლებას საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული/სამართლის
ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის დევნილის სტატუსის მქონე 30 სტუდენტისთვის
(3 ჯგუფი - თითოეულმა ჯგუფმა გაიარა ერთთვიანი პრაქტიკული კურსი).
სოციალიზაციის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში - პროექტი
ითვალისწინებდა ქ. თბილისში, დაბა მამკოდის ტერიტორიაზე შემეცნებითი და
სახალისო აქტივობებს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ომის
ვეტერანთა ოჯახების წევრები (15-17 წლის ასაკის 25 მოზარდი).
8
ცნობადობის ამაღლება (awareness raising) ევროკავშირის შესახებ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლებისთვის
პროექტი ითვალისწინებდა სასწავლო კურსს ჰიბრიდულ ფორმატში. კურსი
მოიცავდა 8 ლექციას, ცნობადობის ამაღლებაზე (awareness raising) ევროკავშირის
ინსტიტუციონალური მოწყობის, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების
პროცედურებისა და ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტების როლის შესახებ
სიმულაციურ
შეხვედრას და ტესტირებას. პროექტში მონაწილეობა მიიღო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელიუფლების
სდაწესებულებებში მომუშავე 31 თანამშრომელმა. კურსის ბოლოს წარმატებულ
კურსდამთავრებულებს გადაეცათ EPLO-ის მიერ აკრედიტებული სერტიფიკატები.
ინოვაციური ხიდი პროექტი ითვალისწინებდა აფხაზეთის ე. წ გამყოფი
ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15-29 წლამდე ასაკის 30 ახალგაზრდის
მონაწილეობით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სასწავლო კურსს შემდეგი
მიმართულებებით: ინოვაციური ტექნოლოგიები, დეზინფორმაციის გამოვლენა და
მასთან ბრძოლის ხერხები. პრაქტიკული სწავლებისთვის გამოყენებული იყო
მაღალხარისხიანი ახალი სამონტაჟო და გადასაღები აპარატურა და ტექნიკა;
ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები - პროექტი ითვალისწინებდა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ
სკოლისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის
მართლმადიდებლურ სკოლის აფხაზეთიდან დევნილი (10 ბავშვი) და უკრაინელი
ლტოლვილი (10 ბავშვი) მოსწავლეებისთვის ხატვის ტურს (ერთობლივი ნახატების
შექმნას ტილოზე, სახვითი ხელოვნების პედაგოგების ხელმძღვანელობით)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ თემაზე.
კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსია იმერეთის რეგიონში პროექტი
ითვალისწინებდა ქ. ბათუმში განხორციელებული პროექტის ,,დევნილ მოზარდთა
სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ ბენეფიციარების, კერძოდ, ბათუმში მცხოვრები
აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის ასაკის 30 ახალგაზრდისა და მოზარდის
მონაწილეობით, იმერეთის რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების (გელათი,
ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე) მონახულებას.
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი
საერთაშორისო ბანაკი - პროექტი ითვალისწინებდა აფხაზეთიდან დევნილი, 12-16
წლის ასაკის 20 მოზარდის 10 დღით გამგზავრებას საბერძნეთის ქალაქ ვერიაში,
ღვთისმშობლის სახელობის ,,დოვრას“ მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ
სივრცეში. მონაწილეებისთვის გაიმართა შემეცნებით-სპორტული და კულტურული
ღონისძიებები, მათ შორის მოზარდებმა მოინახულეს საბერძნეთის სხვადასხვა
ღირსშესანიშნაობები.
„კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება“ - პროექტი ითვალისწინებდა
აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების (12 – 16 წლის ასაკის 25 მონაწილე)
მიერ
ქალაქ მცხეთაში ისტორიული ღირშესანიშნოებების დათვალიერებას,
კულტურული ძეგლების მონახულებას. მათთვის
კულტურულ იდენტობასა და ტოლერანტობის შესახებ მასტერკლასის
ჩატარებას. აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების ერთმანეთთან
დაახლოებასა და სოციალიზაციის გაზრდას,
სამშვიდობო პროცესებში
ჩართულობის მოტივაციის გაძლიერებას.
9
კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები ქუთაისის დევნილ მოზარდთა
სამოქალაქო
ჩართულობის
სივრცის
ბენეფიციარებისთვის
პროექტი
ითვალისწინებდა ქუთაისის დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის
სივრცის ბენეფიციარებისთვის (14 – 17 წლის ასაკის 29 დევნილის სატუსის მქონე
მოზარდი) ახალგაზრდებში გუნდურობის უნარების გაძლიერებას,
სახალისო
აქტივობებს
სხვადასხვა
არაფორმალური,
შემეცნებით-საგანმანათლებლო
ღონისძიებებში ჩართულობის მეშვეობით ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში.
დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივ
საკითხებსა და სერვისებზე - პროექტი ითვალისწინებდა საინფორმაციო შეხვედრას
დევნილებისა და კონფლიქტების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციებთან და აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან (6 მონაწილე) (სულ 40
მონაწილე).
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა
მინისტრის აპარატის საქმიანობისა
და
პროექტის
„ოკუპირებულ
აფხაზეთში
მცხოვრებ
და
იძულებით
გადაადგილებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის გამოწვევების კვლევა“ შედეგების პრეზენტაციები.
აფხაზეთის არქივი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მემატიანეპრეოქტი ითვალისწინებდა სამუშაო ჯგუფის შექმნას, ვიზიტს ქ. ბათუმში და
შეხვედრას ადგილობრივ მცხოვრებთან როლანდ რუხაძესთან და მის საკუთრებაში
არსებული 1986 წლიდან 1992 წლამდე აფხაზეთში გამოცემული პერიოდიკის
მინისტრის აპარატისთვის გადაცემას და აფხაზეთის არქივის გამდიდრებას.
პროექტის ფარგლებში ქ. თბილისში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში
გაიმართა დასკვნითი ღონისძიება, გამოფენა-პრეზენტაციას ესწრებოდნენ
სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 120 180 ლარი შეადგინა.
1.3. ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი 8 ღონისძიება:
,,დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ - პროექტი,
ითვალისწინებდა
2
თვის
განმავლობაში,
შაბათ-კვირას,
შემეცნებითსაგანმანათლებლო ტრენინგებს, დისკუსიების გამართვასა და
სარეკრეაციო
აქტივობებს 14-17 წლის ასაკის აფხაზეთიდან დევნილი 2 40 მოზარდისათვის.
განხორციელდა ოთხ ეტაპად და ოთხ ლოკაციაზე
1) ქ. ხონში 60
მონაწილე ახალგაზრდა; 2) ქ. წყალტუბოში, 60 მონაწილე ახალგაზრდა; 3) ქ.
ბათუმში 60 მონაწილე ახალგაზრდა და 4) ქ. ქუთაიშში, 60 მონაწილე ახალგაზრდა.
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ევროსოციალიზაციის პროცესის
ხელშეწყობა - პროექტი ითვალისწინებდა:
- ქ. თბილისში, ,,ზალიკოს ცენტრში“
ესპანეთში მოხალისე ოჯახებში
მიწვეული 19 დევნილი ბავშვისა და მათი მშობლების ერთ სივრცეში შეხვედრას,
მათთვის მოეწყო სხვადასხვა სპორტული და სახალისო აქტივობები, რამაც ხელი
შეუწყო ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებას, დამეგობრებასა და სოციალიზაციას,
რაც მათ გაუადვილებდა უცხო ქვეყანაში და გარემოში ადაპტაციას.
10
- „ესპანეთში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების გაგზავნის შესახებ“
ინტეგრაციისა და სოლიდარობის
ფონდ „FINSOL”თან გაფორმებული
ხელშეკრულების შესაბამისად, ესპანურ ოჯახებში საზაფხულო არდადეგების
გასატარებლად გაემგზავრა 19 დევნილი ბავშვი (მათ შორის
11 ბავშვი
ოკუპირებული გალის ტერიტორიდან).
ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების შესახებ - პროექტი
ითვალისწინებდა 13 - 17 წლის აფხაზეთიდან დევნილი 150 მოზარდისათვის
საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებს შემდეგ თემებზე: ბავშვთა უფლებების
კონვენცია - ძირითადი უფლებები და მოვალეობები; ბულინგი, როგორც
ძალადობის ერთ-ერთი ფორმა; სერვისები და შესაძლებლობები, რომლებიც
მოზარდებისთვის არის ხელმისაწვდომი. განხორციელდა ოთხ ლოკაციაზე 1) ქ.
ზუგდიდშიი 30 მონაწილე; 2) ქ. ხონში, 30 მონაწილე 3) ქ. თბილისში, 60 მონაწილე
და 4) ქ. ბათუმი. 30 მონაწილე.
ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი პროექტი ითვალისწინებდა, 8-17 აგვისტოს, კონკურსის წესით შერჩეული 12-15
წლის ასაკის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახიდან და დედ-მამით
ობოლი აფხაზეთიდან დევნილი 30 მოზარდის დაბა შეკვეთილში, სასტუმროში
,,ლიზანა“-ში არსებულ
საზაფხულო ბანაკში
განთავსებას. მათთვის
თვითშეფასების სავარჯიშოებს, სიმულაციურ, სამაგიდე და ინტელექტუალურ
თამაშებს, ფოტო-ვიდეო გადაღება-მონტაჟის, პროფესიონალური 4K დრონის
მართვა-გადაღებისა და ვიდეო კამერებთან მუშაობის შესწავლას. პროექტის
დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ქ.
ფოთში
დევნილი
ბავშვების
ცურვის
კურსები
პროექტი
ითვალისწინებდა, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საცურაო კომპლექსში ორთვიან
ცურვის კურსის გავლას ქ. ფოთში არსებული აფხაზეთის ოკუპირებული
ტერიტორიიდან დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები 6-17 წლის ასაკის 60 ბავშვისა
და მოზარდებისათვის.
თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან
დევნილი ახალგაზრდებისთვის - პროექტი ითვალისწინებდა ონლაინ აკადემია
skillwill-თან ერთად, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის დასაქმების
ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლას (UX/UI დიზაინი, IT პროექტების
მართვა და ციფრული პროდუქტების ტესტირება), თანამედროვე ტექნოლოგიურ
სფეროში დასაქმებისთვის შესაბამისი უნარების გამომუშავებას. პროექტში
მონაწილეობა მიიღო კონკურსის წესით შერჩეულმა აფხაზეთიდან დევნილმა 18-25
წლის ასაკის 25 ახალგაზრდამ;
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ და იძულებით გადაადგილებულ
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
გამოწვევების კვლევა-პროექტი ითვალისწინებდა „ასოციაცია „იმედი“ დევნილ
ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ერთობლივად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
დევნილთა ჩასახლებებში და ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრები
ქალების ინტეგრაციის გამოწვევებისა და მათი უფლებრივი მდოგმარეობის კვლევას
და მის საფუძველზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნას, რომელიც ხელს
შეუწყობს
დაინტერესებულ სტრუქტურებს დაგეგმონ პროექტები ქალთა
სოციალური,
ეკონომიკური
და
პოლიტიკური
ინტეგრაციის
გაზრდის
11
მიმართულებით. მონაწილეობა მიიღო 22 მონაწილემ (ქ. ზუგდიდში მცხოვრები
დევნილები (12) და ასევე ოკუპირებულ გალში ლეგიტიმურად მცხოვრები 10 პირი).
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და მოზარდების ინტეგრაციის პროცესის
ხელშეწყობა - პროექტი ითვალისწინებდა
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა
და მოზარდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის გაზრდას, საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევების გაძლიერებას. მათი განვითარების ხელშეწყობას სხვადასხვა
არაფორმალური, სახალისო და შემეცნებით ღონისძიებებში ჩართულობის
მეშვეობით. პროექტი განხორციელდა ქ. თბილისში და მასში მონაწილეობა მიიღო
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და ვეტერანთა ოჯახების
5-12
წლის 50 დევნილმა მოზარდმა,
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 161 493 ლარი შეადგინა.
1.4 ,,დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა 4 აქტივობა, რომელიც
ემსახურებოდა უცხოეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების
მხარდაჭერას და მათი პრობლემების იდენტიფიკაციას, ქართულ დიასპორულ
ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი ღონისძიებების
დაგეგმვას,
ქართული
დიასპორების,
როგორც
სამშვიდობო
რესურსის,
გააქტიურებასა
და
ქართულ-აფხაზური
კულტურული
ღონისძიებების
ხელშეწყობას.
რესპონდენტთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს,
ქართული კულტურის, ენისა და ტრადიციების პოპულარიზაციის საკითხი და ამ
მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება, ასევე, საინფორმაციო პლატფორმის,
რომელზეც დაიდება ინფორმაცია ემიგრანტებისთვის საინტერესო აქტივობებისა და
პროექტების შესახებ შექმნის საკითხი. ამ მხრივ შექმნილია იუსტიციისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატის ფეისბუქ გვერდი „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა
მხარდაჭერა“, რომელიც ხელმისაწვდომია ემიგრანტებისთვის;
ასევე,
კულტურის
პოპულარიზაციის
მიმართულებით
დაიგეგმა
ერთობლივი
ღონისძიებების
ჩატარების
შესაძლებლობები,
რომელთა
განხორციელება შესაძლოა მომავალ პროექტებში.
შეხვედრა დევნილ ემიგრანტებთან - პროექტი ითვალისწინებდა:
ქ. რომში
(იტალიის რესპუბლიკა) იუსტიციისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის
აპარატის წარმომადგენლების შეხვედრებს ქ. რომში მცხოვრებ აფხაზეთიდან
დევნილ
თანამემამულეებთან
(რომის
სამრევლოს
წმინდა
ანდრია
პირველწოდებულის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ,,ფესვები“-ს
მოსწავლეებთან, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან)
და ქ. რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სტუდენტებთან, შეხვედრას
ესწრებოდა 40 მონაწილე.
შეხვედრა, ითვალისწინებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის საქმიანობა გაცნობას და დიასპორების ჩართულობის გაზრდაზე
ორიენტირებული ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, პრეზენტაციას თემაზე
„ოკუპირებული
აფხაზეთი
და
დეზინფორმაცია“,
ასევე,
დიასპორული
12
ორგანიზაციებისა და ქართველი დევნილი ემიგრანტების პრობლემების
იდენტიფიცირების მიზნით წინასწარ შედგენილი კითხვარების მეშვეობით
ინტერვიუების წარმოებას.
- შეხვედრაზე რომის ქართული დიასპორის საკვირაო სკოლის “ფესვები”
მოსწავლეებს გადაეცათ დინამიკი და სასკოლო-საბავშვო პიესების წიგნები
(სასცენო და შემოქმედებითი აქტივობებისათვის) და ქართული კალიგრაფიის
რვეულები.
ქ. თესალონიკში (საბერძნეთის რესპუბლიკა) შეხვედრას საბერძნეთში
მცხოვრებ დევნილ ემიგრანტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან, ასევე
ქართული დიასპორის საკვირაო სკოლის “ქართული საკვირაო სკოლა
თესალონიკში“ მოსწავლეების უზრუნველყოფას შემდეგი ნივთებით: საქართველოს
დროშა (დიდი ზომის 1 ცალი), საშუალო სიმძლავრის დინამიკი (2 ცალი),
მიკროფონი (4 ცალი), რაც მომავალში ხელს შეუწყობს საკვირაო სკოლის
მოსწავლეების ჩართულობით ქართულ-აფხაზური კულტურული ღონისძიებების
მოწყობას. შეხვედრას ესწრებოდა 15 მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტი.
შეხვედრები, ბელგიის სამეფოში, ქ. ანტვერპენში მოქმედი ქართულ ეთნოკულტურულ ასოციაციასთან "კავკასიონი" არსებული საცეკვაო ანსამბლის "მედეა"
უზრუნველყოფა აფხაზური ცეკვის ფორმებით - ითვალისწინებდაზემოარნიშნული
ანსამბლის 20 წევრისთვის, მათ შორის 5 აფხაზეთიდან დევნილი წევრებისთვის (14
ქალის და 6 მამაკაცის), აფხაზური სამოსის შეკერვას და გადაცემას (გადაეცა
ანსამბლის ხელმძღვანელს 2023 წლის 18 აგვისტოს იუსტიციისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის
აპარატში) გამართული შეხვედრის დროს).
აღნიშნული საცეკვაო ფორმებით ანსამბლმა ნოემბერში მონაწილეობა მიიღო
ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ,,ევროპალია“, რომელიც
მთლიანად დაეთმო საქართველოს თემატიკას, მათ შორის ქართულ-აფხაზური
კულტურის გაცნობას.
„უცხოეთში მცხოვრები აფხაზი საზოგადო მოღვაწეები - ესპანეთსა და
საფრანგეთში“ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის,
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს ესპანეთის
სამეფოში და საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საზოგადოებრივ
მაუწყებლის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
ერთობლივი პროექტი ითვალისწინებდა ფილმის ,,ცნობილი აფხაზების უცნობი
ამბები“ გადაღებას (მისი ჩვენების და გამოყენების უფლება ექნება აფხაზეთის
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის),
ინტერვიუების ჩაწერას საბჭოთა კავშირის დროს გადასახლებული აფხაზი
ემიგრანტების შთამომავლებთან, ესპანეთსა და საფრანგეთში მოღვაწე აფხაზების
(ჩხოტუების, შარვაშიძეების, და სხვათა) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ
მასალების შეგროვებას და ამ უნიკალური დოკუმენტაციით აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის არქივის გამდიდრებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპოვებული მასალის დამუშავების პროცესი;
მუშაობა ფილმის მომზადებაზე.
13
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 37 682 ლარი შეადგინა.
პროგრამის - ,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის
აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების
გაძლიერება“ - ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 440 376 ლარი შეადგინა.
2. დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა
მხარდაჭერის პროგრამა.
პროგრამა ითვალისწინებდა აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური ინტეგრაციის
ხელშეწყობას და მათ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ცნობიერების
ამაღლებას,
მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ ისეთი ღონისძიებების
ორგანიზებას
როგორებიცაა:
ტრენინგები,
კონფერენციები,
კონკურსები,
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო ბანაკები და სხვა, ნდობის
აღდგენითა და შერიგებით დაინტერესებული სექტორის, დიასპორის სხვადასხვა
ჯგუფების ხელშეწყობა/წახალისებას.
აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე
მცხოვრები მოსახლეობის ურთიერთობების დასარეგულირებლად კონფლიქტის
მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიებას.
პროექტის ფარგლებში:
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და
ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
ცენტრალურ
დარბაზში,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ წარმატებულ და ღვაწლმოსილ
ქალბატონებისთვის
განახორციელა
ღონისძიება
„დევნილ
ქალთა
გაძლიერებისათვის”. ღონისძიებაზე 4 დევნილ მეწარმე ქალბატონს, გადაეცა
ფულადი პრიზი სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით. ღონისძიებას
ესწრებოდა 150 მოწვეული სტუმარი.
აკვაპარკ ,,ჯინო ფერედაისთან” თანამშრომლობით 71 დევნილი
მოზარდისათვის განხორციელდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება
ჩატარდა საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „ცოდნაზე
დაფუძნებული ახალგაზრდული ხედვა“. განიხილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა
ჰიბრიდულ საფრთხეები, შერიგების პოლიტიკა, ძალის არგამოყენების და
კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მიმართულებით საქართველოს
მხარის მიერ აღებულ პასუხისმგებლობები. შეხვედრაში ჩართული იყო ტრენერები,
სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სტუდენტები, 30 მონაწილე მათ შორის 15
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა;
იძულებით გადაადგილებული მხატვრების მხარდაჭერის მიზნით,
საქართველოს
მხატვართა
კავშირის
საგამოფენო
დარბაზ
“ოპიზარში”
განახორციელა ღონისძიება სახელწოდებით ,,დევნილ ხელოვანთა გამოფენა”, სადაც
20
აფხაზეთიდან
დევნილი
მხატვრების
ნამუშევრები
იყო
წარმოდგენილი.პროექტის ბენეფიციართა დაჯილდოვდნენა სახატავი მასალებით.
(ფუნჯების ნაკრები, აკრილი, ტილო).
14
განახორციელა პროექტი ,,დევნილთა ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის
ზრდა და მათი წახალისება”. პროექტის ფარგლებში, სააღდგომო დღესასწაულთან
დაკავშირებით და დევნილ პირთა განცხადების საფუძველზე, 2 შშმ პირს გადაეცა 2
პლანშეტი და სიმბოლური საჩუქრები/სათამაშოები, ხოლო სსიპ თემურ ბოკუჩავას
სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის დევნილ მოსწავლეებს/სკოლას - სმარტ
ტელევიზორი.
ა(ა)იპ ,,ასოციაცია ჩვენ”-თან თანამშრომლობით განხორციელდა
ღონისძიება ,,გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით”. ღონისძიებაზე
შესრულდა ქართული სიმღერები და წარმოდგენები. მოწვეულნი იყვნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული
200-მდე ბავშვები და მათი მშობლები,
ივანე
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტთან და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო
საბჭოსთან თანამშრომლობით სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში
გაიმართა ღონისძიება ,,აფხაზეთობა თსუ-ში”. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
მხატვართა გამოფენა. დაეწრო 200-მდე სტუდენტი და დამთვალიერებელი.
ქ. თბილისში, სასტუმრო ბილტმორსა (3 ივნისი) და მუშტაიდის ბაღში (4
ივნისი)
(ა)იპ ,,ასოციაცია ჩვენ”-თან თანამშრომლობით, გამართა 2 დღიანი
ღონისძიებები ,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით”.
ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა კონცერტ-პერფორმანსი, შესრულდა
მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები. ღონისძიებას დაესწრო 250
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული
ბავშვი და მოზარდი;
ქ. ფოთში გამართა ღონისძიება
,,სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრება”,
რომელიც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: მინი-ფეხბურთის ტურნირი, მიმდებარე
ტერიტორიის მოწესრიგება, ნერგების დარგვა და სხვა სპორტული და შემეცნებითი
აქტივობები. ღონისძიებაში ჩართული იყო ქ. ფოთში, დევნილთა განსახლებაში
მცხოვრები 80 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებული ახალგაზრდა.
ქ.
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტთან,
და
შპს
,,ივერიელნთან”
თანამშრომლობით, ქ. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განახორციელა პროექტი
სახელწოდებით ,,დევნილ ხელოვანთა გაძლიერებისთვის”. ღონისძიებაზე მოეწყო
იძულებით გადაადგილებულ 10 მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
ღვაწლმოსილ ხელოვანთა საღამო. ღონისძიებას 200 დევნილი სტუმარი ესწრებოდა.
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაგიმნაზიასთან და ,,ვიკიპედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფ“ ქართული
ვიკიპედია Georgian Wikipedia” თანამშრომლობით განახორციელა პროექტი
სახელწოდებით ,,ქართული კულტურული მემკვიდრეობა აფხაზურ ვიკიპედიაში“;
- პროექტის ფარგლებში მოხდა, პარტნიორი ორგანიზაციის მხრიდან
მოწოდებული მასალის (საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული
ძეგლები) თარგმნა აფხაზურ ენაზე და მისი შეტანა აფხაზურენოვან ვიკიპედიაში;
15
ქართულ-ებრაული
სამეცნიერო-კვლევით
და
კულტურულ
ცენტრ
,,ფესვებთან” და ა(ა)იპ კავკასიის სოციო(ეთნო)ლინგვისტური ასოციაციასთან
თანამშრომლობით, განახორციელა პროექტი სახელწოდებით ,,მშვიდობისთვის,
აფხაზეთისთვის...”.
- პროექტის ფარგლებში მოხდა სოხუმში მცხოვრები ქართველი ებრაელის,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის იაკობ ოფირი - ეფრემაშვილის უნიკალური
წიგნის (ორტომეული) „საქართველოს ებრაელთა ისტორია“-ს დაბეჭდვა (წიგნი
შეიცავს საქართველოს ებრაელობის, აფხაზეთში მოქმედ ებრაელთა სალოცავების,
აფხაზეთში მცხოვრებ ებრაელთა ყოფის, ტრადიციების, განსახლების ადგილების,
გვარების შესახებ უნიკალურ და უახლეს მასალას) და მისი
საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია. სულ დაიბეჭდა ორივე
ტომის 500-500 ეკზემპლიარი;
(ა)იპ ,,ასოციაცია ჩვენ”-თან თანამშრომლობით, განახორციელა ,,დევნილ
მოზარდთა საშემოდგომო ღონისძიება” რომელზეც შესრულდა ქართული
სიმღერები და წარმოდგენები, შემსრულებელთა შორის იყვნენ 6-დან 16 წლამდე
ასაკის 11
დევნილი ბენეფიციარი, ღონისძიებას დაესწრო საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 150-მდე ბავშვი
და მოზარდი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან და ,,შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო
გაერთიანება პლენერი-20’’ თანამშრომლობით, ქ. ბათუმში განახორციელა 5 დღიანი
პროექტი სახელწოდებით ,,დევნილ მხატვართა საქველმოქმედო ღონისძიება შოვის
ტრაგედიასთან დაკავშირებით“. პროექტში მონაწილეობა მიიღო ჯამში 25-მა
მხატვარმა, მათ შორის 6 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მხატვარმა;
აფხაზეთის
კულტურის
მოღვაწეთა
კავშირ
მშვიდობისა
და
თანამშრომლობისათვის და ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“ თანამშრომლობით,
ქ. თბილისში, ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში განახორციელა
ღონისძიება სახელწოდებით, “ცნობილი ქართველი პოეტის, ეთერ სამხარაძეჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მისი ლექსებისა და ბიოგრაფიის ეკრანიზაცია“.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის სახელწოდებით
,,დამაყარეთ გულზე მინდვრის ყვავილი” ჩვენება/პრეზენტაცია;
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან
თანამშრომლობით, განახორციელა პროექტი, სახელწოდებით
,,EmpowerHer:
გოგოების
ბანაკი
თანასწორობისა
და
ლიდერობისთვის".
პროექტის
ითვალისწინებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებული ქალბატონების მხარდაჭერას, მათი დაახლოებისა და
დამეგობრების ხელშეწყობას. პროექტში მონაწილეობა მიიღო 18-დან 25-წლამდე 30მა დევნილმა გოგონამ, რომლებიც შეირჩნენ სამოტივაციო წერილების საფუძველზე.
პროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 148 891 ლარი შეადგინა.
3. დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის,
სასწავლო
პირობებისა
და
გარემოს
გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და
16
ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში დევნილი ახალგაზრდების
ჩართულობის ხელშეწყობას. სხადასხვა სპეციფიკის წრეებისა და ღონისძიებების
ორგანიზებას, სადაც ბენეფიციარებს მიეცემოდათ საშუალება დახელოვდნენ
მათთვის საინტერესო სფეროებსა და პროფესიებში, მიიღონ პრაქტიკული თუ
თეორიული გამოცდილება.
პროგრამის ფარგლებში:
მსოფლიო საპატრიარქოს მიტროპოლიასთან“ ერთობლივი პროექტის
,,მშვიდობის ბანაკი 2023“ ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, მსოფლიო
საპატრიარქოს, კუნძულ კრეტას სინოდის, კიდონიას და აპოკორონუს
მიტროპოლიის ბავშვთა საერთაშორისო ბანაკში, გაგზავნილ იქნა აფხაზეთიდან
დევნილი 18 და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი 5
მოზარდი და 6 თანმხლები პირი. გაწეულმა ხარჯმა 51 744 ლარი შეადგინა
გარდა ამისა, ღონისძიებისთვის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ მიერ
დამატებით გახარჯულ იქნა 1 110 ლარი
ქალაქ თბილისსა და ბათუმში არსებულ დევნილთა მომსახურების
ცენტრის ბენეფიციარებისათვის, ისევე როგორც აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, ქ. თბილისიდან, დისტანციურ ფორმატში
ჩაუტარდათ ინგლისური ენის და სამოქალაქო განათლების გაკვეთილები.
ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მოსწავლეახალგაზრდობის სასახლეში ქ. ბათუმში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით
გადაადგილებული - დევნილ ბენეფიციარებს დაუფინანსდა
სწავლებება
თეატრალური დასის (9 მოზარდი) და ხატვის წრეებში (14), ასევე ბენეფიციარებმა
წარადგინეს სპექტაკლი სახელწოდებით “წუნა და წრუწუნა-სიყვარულის
მარადიულობა”
ქ. თბილისში, ა(ა)იპ ,,სულიერების ცენტრის“ საკვირაო სკოლის“
ფორმატში, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 40, ასევე 62
დევნილი მოზარდებისათვის ხორციელდებოდა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება
ინგლისური ენისა და სამოქალოქო განათლების მიმართულებით
სააგენტომ
გერმანიის
საერთაშორისო
თანამშრომლობის
საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი „დიასპორის
წარმომადგენლის მოკლევადიანი საექსპერტო მისია“. GIZ-ის დიასპორის ექსპერტმა
კურსში მონაწილე 200-მდე აფხაზეთიდან დევნილ პირებს (მათ შორის 15
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები) ცოდნის გაზიარებისა და
გაღრმავების მიზნით, დისტანციურ ფორმატში, Zoom პლატფორმის გამოყენებით,
შეასწავლა გერმანული ენა, გააცნო გერმანული კულტურა და მიაწოდა ინფორმაცია
გერმანიაში
არსებული
სასწავლო
პროგრამების,
სტიპენდიებისა
და
შესაძლებლობების შესახებ.
STEM
ინოვატორთა ასოციაციასთან ერთობლივი ორგანიზებით,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, მიმდინარეობდა პროექტი
„STEM განათლება-ტექნოლოგიების საფუძველი“. სწავლება მიმდინარეობდა
როგორც ადგილზე, ასევე, დისტანციურ რეჟიმში. 20 ბენეფიციარებისათვის
შეძენილ იქნა 10 სტემ ბოქსები. ახალგაზრდებმა შეისწავლეს და გაიუმჯობესეს
STEM მიმართულებისა და კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა (Arduino — ღიაწყაროს მქონე კომპიუტერული პლატფორმა, C/C++appinventor-, ვირტუალური
17
რესურსების და სიმულატორების მათემატიკური მოდელირება). მათ მუდმივად
ჰქონდათ წვდომა საუნივერსიტეტო ლაბორატორიაზე და ეცნობოდნენ
სტუდენტებისა და თანატოლების მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტებს. სწავლის
ხარისხიდან გამომდინარე, შეირჩეულმა 7 საუკეთესო მოსწავლემ, იმუშავეს ორ
ძირითად პროექტზე. შექმნილი პროექტები 2024 წელს წარდგენილი იქნება
სხვადასხვა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კონკურსზე.
ქ. ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის N6
სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე სპორტული მოედნის
მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსება
ქ. თბილისში, ქ. ბათუმში და ქ. სენაქში მდებარე მომსახურების
ცენტრების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფად, მათი მატერიალურტექნიკური აღჭურვის მიზნით შესყიდულ იქნა 3 (სამი) ერთეული პრინტერი,4
კარტრიჯი და 5 ლეპტოპი.
„დევნილთა მომსახურების ცენტრების“ პროგრამის ფარგლებში გაწეულმა
ხარჯმა 116 377 ლარი შეადგინა.
სულ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით 705 644 გაიხარჯა ლარი.
სხვა ღონისძიებები სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით
სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, და ა(ა)იპ ,,აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური
ცენტრს შორის გაფორმებული
მემორანდუმის ფარგლებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აფხაზეთის მთავრობას
(ა(ა)იპ ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური
ცენტრს გადასცა
საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში არსებული
ყველა
ომამდელი და ომის პერიოდის აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეო კადრები.
პროექტი „მიამბე აფხაზეთზე“ - აღნიშნული პროექტის ფარგლებში
არა აფხაზეთის მკვიდრი, წარმატებული და საინტერესო ადამიანები საუბრობენ და
იხსენებენ აფხაზეთს. ამ პროექტის ფარგლებში ჩაიწერა ისეთი ცნობილი სახეები,
როგორებიც არიან ტარიელ ხარხელაური - მწერალი; ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგი, ნუნუ გაბუნია - კომპოზიტორი; მანანა მგალობლიშვილი რეპროდუქციული ცენტრის ხელმძღვანელი; ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი.
პროექტი “გოგონები აფხაზეთიდან” - მიზნად ისახავს ენგურის ორივე
მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ინფორმირებულობას, რომ შეიარაღებული
კონფლიქტის მიუხედავად ქართველი და აფხაზი გოგონები ერთად იღებენ
განათლებას, მოგზაურობენ, მუშაობენ და მეგობრობენ, ასევე, დეზინფორმაციასთან
ბრძოლას რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვრცელდება და სამხედრო
კონფლიქტის შემდეგ საქართველოს რეგიონების განვითარების ჩვენებას:
- მედიაპროექტმა გაიმარჯვა
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კონკურსში და მოიპოვა ,,მშვიდობის
ჯილდო” ნომინაციაში ,,საუკეთესო სამშვიდობო იდეა”;
18
- პროექტის მონაწილეებმა მილენა აჟიბა და ნინო პაპავა მონაწილეობა მიიღეს
ევროპარალმენტში გამართულ 3 დღიან ,,მსოფლიო დემოკრატიის ფორუმზე”,
სადაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
პროექტზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა --26 642 ლარი
ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად
მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის
ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე
უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი
ადგილის დამდგენი კომისიის“ მიერ განხილულ იქნა 70 განაცხადი, რომელთაგან
დადებითი პასუხი გაეცა 62-ს, ხოლო უარყოფითი -8-ს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ
პირთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში მოქმედებდა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის
დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიები.
სულ განხილულ იქნა 952 განცხადება, მიღებულია 908 დადებითი
გადაწყვეტილება;
მათ შორის:
პირადობის მოწმობაზე -202;
რეგისტრაციის მისამართის შეცვლაზე - 468;
დევნილის სტატუსის მაძიებელზე- 238.
41 უარყოფითი გადაწყვეტილება; ადმინისტრაციულ წარმოება გრძელდება 2
განცხადებაზე; შეჩერებულია წარმოება/გადაგზავნილია სხვა უწყებაში - 1.
საანგარიშო პერიოდში, ხორციელდებოდა
აფხაზეთიდან იძულებით
გადაადგილებული წვევამდელების გაწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ:
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნა 125 წვევამდელი, (2022
–159 ) ხოლო ალტერნატიულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში - 13 (2022 –11)
გაწვევიდან გადავადების მოსაკრებელი (2 000 ლარი) გადაიხადა 24
წვევამდელმა. (2022 –27 )
გარდა ამისა, გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნა 77 პირი .(2022
– 60 ) კერძოდ, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში - 28 მოქალაქე, (2022 – 20)
ხოლო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურში
- 49 (2022 – 31 + ტერიტორიულ რეზერვში 9 ).
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
სამინისტროში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების
19
მიზნით შექმნილმა კომისიამ საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების
შესაბამისად, 431 პირთან მიმართებაში აღიარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მიღებული განათლება, კერძოდ: საბაზო განათლება - 17 პირს, სრული განათლება 306 პირს, ცალკეული კლასები - 108 პირს.
,,ოკუპირებული რეგიონების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების“ პროგრამის შესაბამისად,
რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2020 წლის
31 დეკემბერს N1245272 ბრძანებით დამტკიცებულია, ყოველკვარტალურად
მზადდებოდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
წარედგინებოდა გალის რაიონის 28 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
დასაქმებულთა მონაცემები მათთვის ყოველკვარტალური ფინანსური დახმარების
გაცემის მიზნით.
დახმარების ოდენობა 2023 წლისთვის განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) დირექტორებისთვის 1 155 ლარის ოდენობით;
ბ) პედაგოგებისთვის 1 122 ლარის ოდენობით;
გ) ტექნიკური პერსონალისთვის 7 43 ლარის ოდენობით.
2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ბენეფიციართა რაოდენობა
შეადგენდა 911 პირს. მათ შორის: მასწავლებელი - 697, დირექტორი -21, ტექნიკური
პერსონალი - 193.
მეორე ოტობაიასა და ნაბაკევში მოქმედი საჯარო სტატუსის მქონე აფხაზეთის
#16 და #13 საჯარო სკოლების მასწავლებელი და ადმინისტრაციულ-ტექნიკური
პერსონალი ფინანსდებოდა ყოველთვიურად, საქართველოში მოქმედი ვაუჩერული
სისტემის შესაბამისად.
,,ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო
უძრავი ქონების საკადასტრო აღწერის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ 67 სხვადასხვა სახელმწიფო
უძრავ ქონებაზე
პირველადი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება
(ესპლიკაცია, ორთო ფოტო, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სხვა. აქედან 39
ობიექტი დამუშავებულია ArcMap პროგრამის წესის სრული დაცვით, რაზედაც
მომზადებულია საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები.
პროგრამა ამოქმედდა 2021 წელს, სულ ამ ხნის განმავლობაში მოხდა
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ 115 სხვადასხვა
სახელმწიფო უძრავ ქონებაზე პირველადი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის
მოძიება. მათ შორის 60 ობიექტი დამუშავებულია ArcMap პროგრამის წესის სრული
დაცვით.
გაწეულმა ხარჯმა 33 600 ლარი შეადგინა.
არქივის მართვა
არქივის მართვის პრიორიტეტს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის საარქივო ფონდის სტანდარტების შესაბამისი დაცვა, აღრიცხვა,
20
საარქივო ფონდის შევსება/გამდიდრება, ელექტრონული საარქივო ფონდის შექმნა
და არქივში დაცული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,
იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურება.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დაცვაზე მიღებულ იქნა ახალი 460 საქმე.
მათ შორის მუდმივად შესანახი - 385, ხოლო ხანგრძლივად შესანახი - 75.
არქივ საცავში დაცულია და ინახება 1992-2023წ.წ-ს 60 (57 დაწესებულების +3
სხვადასხვა) საარქივო ფონდი, სულ 10 906 საქმე.
განხორციელდა დაცული დოკუმენტების ნაწილის დიგიტალიზაცია. უკვე
გაციფრულია 655 საქმე (22 237 საბუთი). დიგიტალიზაციის პროცესი ამჟამადაც
გრძელდება.
დოკუმენტების
გამოყენების
თვალსაზრისით
აფხაზეთის
არქივის
სამმართველოში შემოვიდა 431 მოთხოვნა; გაცემულია 455 წერილობითი პასუხი.
ადამიანის უფლებებისა და დევნილთა ინტერესების დაცვა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ
სამართლებრივი კონსულტაციები გაეწია 1 268 პირს, მათ შორის „იძულებით
გადაადგილებულ პირთა-დევნილთა იურიდიული მხარდაჭერის პროგრამის“
ფარგლებში - 300-ს. გაწეულმა ხარჯმა 26 900 ლარი შეადგინა. კონსულტაციები
ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის პირადობის ნეიტრალური
მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღება; ბ) დევნილთა
საცხოვრებლით უზრუნველყოფა; გ) მოქალაქეობის მიღება/აღდგენა; დ) დევნილის
სტატუსის მინიჭება/აღდგენა; ე)აფხაზეთის ომში გარდაცვალების ფაქტთან
დაკავშირებით ცნობის მიღება; ვ) შრომის სტაჟის დადგენა, ზ) ადმინისტრაციული
სარჩელის მომზადება სასამართლოში წარდგენის მიზნით და სხვა.
საინფორმაციო
არხებითა
და
მედია-მონიტორგის
საშუალებით
ხორციელდებოდა
ოკუპირებული
აფხაზეთის
ტერიტორიაზე
მიმდინარე
მოვლენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოძიება
და დამუშავება. რომელის კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნის შესაბამისად
ეგზავნება ყველა დაინტერესებულ უწყებას.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად
სოფელ რუხში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) 2023 წლის 28 თებერვალიდან
ფუნქციონირება დაიწყო იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრმა.
მისი მიზანია
გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის
უზრუნველყოფა იურიდიული კონსულტაციით და იურიდიული დახმარებით, რაც
გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე.
უფასო
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურ
რეჟიმში.
სახელმწიფო ინტერესების, ადამიანის უფლებებისა და დევნილთა
ინტერესების მეტი მოცულობით დაცვის მიზნით საანგარიშო პერიოდში
21
შემუშავებულ იქნა საქართველოს სამართლებრივი აქტების ისეთი მნიშვნელოვანი
პროექტები, როგორიცაა:
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
- „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების
რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11
ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი;
- „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №1 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილების
პროექტი;
რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ნორმატიული აქტების პროექტებს, მიმდინარეობს
კონსულტაციები დაინტერესებულ უწყებებთან, საქართველოს ნორმატიულ
აქტებში შესაბამისი ცვლილებების შესატანად
III. სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება
სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით გაწეული საქმიანობის მოცულობა
შეადგენს 7 379 152 ლარს, რაც 242 356,2 ლარით (3,4%-ით) მეტია 2022 წლის
მაჩვენებელთან შედარებით 7 136 795,8
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 7 019 304 ლარს (ზრდა +
691 567.6 ლ (+10,9%); (2022წ - 6 327 736,4) ხოლო სხვა აქტივობები - 359 848 ლ
ჯანმრთელობის დაცვა
აფხაზეთის მოსახლეობისთვის სახელმწიფო (ცენტრალური) ჯანდაცვითი
პროგრამების ფარგლებს მიღმა არსებული სადიაგნოსტიკო-სამკურნალო სერვისის
ცალკეული სახეების ხელმისაწვდომობის მიზნით საანგარიშო პერიოდში
მოქმედებდა სხვადასხვა პროფილის 2 მიზნობრივი პროგრამა:
1.ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა აბულატორიული
მომსახურების პროგრამა;
2. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა სტაციონარული
მომსახურების პროგრამა.
აღნიშნული 2 პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია - 5 599 ბენეფიციარს,
გაწეული ხარჯი შეადგენს 1 505 440 ლარს.
- ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში - 4 667 ბენეფიციარს - 1 003
271 ლარი.
22
- სტაციონარული მომსახურების ფარგლებში - 932 ბენეფიციარს - 502 169
ლარი.
1. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ამბულატორიული
მომსახურების პროგრამა მოიცავდა ჩვიდმეტ ქვეპროგრამას:
1.1 კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების ქვეპროგრამა - 354
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 96 685 ლარი.
1.2 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევების ქვეპროგრამა 1040 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 322 390 ლარი.
1.3 ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაციის
ქვეპროგრამა
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა - 153 362 ლარი.
-
304
1.4 ინსტრუმენტული და ენდოსკოპიური გამოკვლევების ქვეპროგრამა - 418
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 63 650 ლარი.
1.5 კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების ქვეპროგრამა ბენეფიციარი, 370 ეპიზოდი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა - 9 028 ლარი.
210
1.6 დასავლეთ საქართველოს რეგიონში კომპიუტერული ტომოგრაფიული
გამოკვლევების ქვეპროგრამა - 31 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა
10 000 ლარი.
1.7 ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგიური მომსახურების ქვეპროგრამა
- 181 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 77 815 ლარი.
1.8 მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევის ქვეპროგრამა - 106
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 8 550 ლარი.
1.9 ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა - 193
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 13 885 ლარი. ქვეპროგრამის
სახით ამოქმედდა 2023 წელს.
1.10 სისხლის მიმოქცევის დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამა - 155
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 15 470 ლარი. ქვეპროგრამის
სახით ამოქმედდა 2023 წელს.
1.11 რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობის ქვეპროგრამა - 11
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 10 000 ლარი. ქვეპროგრამის
სახით ამოქმედდა 2023 წელს.
1.12
ბავშვთა და ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის ხელშეწყობის
ქვეპროგრამა - 100 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 19 665 ლარი.
ქვეპროგრამის სახით ამოქმედდა 2023 წელს.
23
1.13
ბიოფსია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევების ქვეპროგრამა 104 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 35 835 ლარი. ქვეპროგრამის
სახით ამოქმედდა 2023 წელს.
1.14
აფხაზეთიდან
დევნილთა
მრავალპროფილური
სკრინინგული
კვლევის ქვეპროგრამა - 1 277 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 49
413 ლარი.
1.15
ონკოპაციენტთა
დამატებითი
სამედიცინო
მომსახურების
თანადაფინანსების ხელშეწყობის ქვეპროგრამა - 71 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა
თანხამ შეადგინა 50 317 ლარი.
1.16
ბავშვთა
აბილიტაციის
ქვეპროგრამა
ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 57 456 ლარი.
-
92
ბენეფიციარი.
1.17
პოზიტრონულ
ემისიური
ტომოგრაფიული
გამოკვლევის
ქვეპროგრამა - 20 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 9 750 ლარი.
ქვეპროგრამის სახით ამოქმედდა 2023 წელს.
ამრიგად,
ოკუპირებული
აფხაზეთის
ტერიტორიიდან
დევნილთა
ამბულატორიული მომსახურების პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 4 667
ბენებიციარს. ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ
შეადგინა 1 003 271 ლარი.
2.
ოკუპირებული
აფხაზეთის
ტერიტორიიდან
დევნილთა
სტაციონარული მომსახურების პროგრამა წარმოდგენილი იყო სამი ქვეპროგრამით:
2.1
დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების
ქვეპროგრამა - 818 ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 402 717 ლარი.
2.2
გეგმიური კორონარული ანგიოგრაფიის ქვეპროგრამა
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 41 900 ლარი.
-
70
2.3
მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების ქვეპროგრამა - 44
ბენეფიციარი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 57 552 ლარი.
ამრიგად,
ოკუპირებული
აფხაზეთის
ტერიტორიიდან
დევნილთა
სტაციონარული მომსახურების პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 932
ბენეფიციარს. ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ
შეადგინა 502 169 ლარი.
ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები
(ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულება)
24
აღნიშნული 6 პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია - 206 ბენეფიციარს,
გაწეული ხარჯი შეადგენს 156 893 ლარს.
გალის რაიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებისა და
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოქმედებს 7 მიზნობრივი პროგრამა:
1.
„ოკუპირებული აფაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო
დაწესებულებების
(მათ
შორის
კოვიდ-სტაციონარების)
მედიკამენტებით
მხარდაჭერის პროგრამა“
პროგრამის ფარგლებში შესყიდულ და გაცემულ იქნა 61 დასახელების 14 855
ლარის ღირებულების მედიკამენტი.
2.
„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ
მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების
ანაზღაურების პროგრამა“
საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია 27 კომისია, დაფინანსებულია 163
ბენეფიციარი, მათ შორის 18 წლამდე ასაკის 30 პირი.
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 100 098 ლარი.
3.
„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო
დაწესებულებების აღჭურვა“
პროგრამის ფარგლებში, ასევე განხორციელდა მწყობრიდან გამოსული გალის
ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ავტომობილების დიაგნოსტირება და შეკეთება.
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 21 133 ლარი.
4.
„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები,
მოქალაქეობის არმქონე პირთა სარეაბილიტაციო მომსახურება“
პროგრამა
ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები
მოქალაქეობის არმქონე პირთა მომსახურებას, ტრამვის შემდგომი ან ფიზიკური
დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზრდილების რეაბილიტაციას. გაწეულმა ხარჯმა
შეადგინა 2 474 ლარი.
ქვეპროგრამის სახით ამოქმედდა 2023 წელს.
5. „ოკუპირებული აფხაზეთს ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისა და საშუალო
სამედიცინო პერსონალის გადამზადება“
პროგრამის ფარგლებში სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტში გადამზადების კურსი გაიარა ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე მომუშავე 23 ბენეფიციარმა.
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 9 750 ლარი.
6. „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ
მოქალაქეობის არმქონე პირთა რეფერალური მომსახურების თანადაფინანსება“
პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 20 ბენეფიციარს, მათ შორის 16
ბენეფიციარზე
გაიცა
საგარანტიო
წერილი
სამედიცინო
მომსახურების
თანადაფინანსების ასანაზღაურებლად, ხოლო 4 ბენეფიციარის ტრანსპორტირება
განხორციელდა ენგურის ხიდამდე.
25
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 8 583 ლარი. ქვეპროგრამის სახით ამოქმედდა 2023
წელს.
გარდა ზემოაღნიშნულისა:
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის სამინისტროს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის
პროექტის ფარგლებში რეფერალური ობიექტით (საცხოვრისი) ისარგებლა
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებმა 44
ბენეფიციარმა თანმხლებ პირებთან ერთად (სულ 103 პირი).
ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის
სააგენტო, სხვა
შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული
ოკუპირებული
აფხაზეთის
ტერიტორიაზე
მცხოვრები
მოქალაქეების
კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცედურებში. 2023 წლის
განმავლობაში კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი იქნა 92 პაციენტი,
რომელთა შესაბამის ჯანდაცვით პროგრამებში ჩართულობისა და საორგანიზაციო
საკითხების მოგვარებას
უზრუნველყოფს
ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო
დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო. გაგზავნილი შუამდგომლობების
საფუძველზე რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
დაფინანსებულია 1 041 ბენეფიციარი.
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულების სხვა აქტივობები
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს
შუამდგომლობის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს
ქალები მშვიდობისა სიცოცხლისათვის“ და „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 პირს გადასცა ეტლ-სავარძელი.
8 მარტს, დევნილ მრავალშვილიან 10 დედას უფასო ამბულატორიული
გამოკვლევები ჩაუტარდათ და გადაეცათ პირველადი მოხმარების ჰიგიენური
საშუალებების სასაჩუქრე ნაკრები.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს
ინდივიდუალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 50
ბენეფიციარს გადაეცა სამინისტროში მარაგების სახით არსებული სამედიცინო
საშუალებები.
დაუნის
სინდრომის
საერთაშორისო
და
ბავშვთა
დაცვის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 16 ბავშვს გადაეცა სასაჩუქრე ნაკრები.
„ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისაგან (IHRC)“
ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სათვალეები, ოფთალმოლოგის
დანიშნულების შესაბამისად, გადაეცა 26 200 დევნილს.
სოციალური მხარდაჭერა
სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით გაწეული საქმიანობის მოცულობა
შედაგენს 1 338 917 ლარს. რაც 150 098 ლარით მეტია (12,6%) ვიდრე 2022 წელს
(1 188 819) ლარს.
26
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 1 305 188 ლარს, ხოლო სხვა
აქტივობები - 33 729 ლარს.
ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედებდა 10 პროგრამა:
1. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა;
2. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა;
3. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო
აფხაზეთიდან იგპ–თა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა;
4. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა;
5.
აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების
მხარდაჭერის პროგრამა;
6. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი
ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა;
7. დევნილთა კომპაქტური განსახლების იბიექტებში საერთო სარგებლობის
ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის
პროგრამა;
8. სოციალური სოლიდარობის პროგრამა;
9. გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების
პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების
პროგრამა;
10. „სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა“.
1. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა
დევნილების მნიშვნელოვანი რაოდენობა განთავსებულია კომპაქტურად
ჩასახლების ობიექტებზე. საცხოვრებელი შენობები, რიგ შემთხვევაში, მოითხოვს
ინფრასტრუქტურის
მოწესრიგებას.
ამ
მიზნით
მოქმედებს
„დევნილთა
ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის“ პროგრამა, რომელიც შეიცავდა 4
ქვეპროგრამას:
1.1 დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო
სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
1.2 ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების
მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის ქვეპროგრამა;
1.3 დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების
ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
1.4
აფხაზეთიდან
დევნილი
შეჭირვებული
მოსახლეობისათვის
სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამა.
1.1 დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო
სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ითვალისიწნებდა დევნილთა
განსახლების ადგილებში 3000 ლარამდე ღირებულების მცირე და გადაუდებელი
სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებას. ანაზღაურებულ იქნა 31
ობიექტში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება 49 586
ლარის
ოდენობიით. ასევე ანაზღაურდა
საექსპერტო მომსახურება და განსახლების
ობიექტებში შესასრულებელი სამუშაოების, ხარჯთაღრიცხვისა და დეფექტური
აქტების მომზადება 4 464 ლარის ოდენობით.
27
ქვეპროგრამის
განხორციელების
შედეგად
გაუუმჯობესდა 1523 ოჯახს (4 018 დევნილი).
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 54 050 ლარი
საცხოვრებელი
პირობები
1.2 ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების
მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის ქვეპროგრამა
პროგრამა ითვალისწინებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა
განსახლების ობიექტებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წილობრივ
თანადაფინანსებას
მუნიციპალური
ორგანოების
მიერ
განხორციელებულ
ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა:
ა) ქ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (მაღლაკელიძის ქ. №5)
მდებარე
საცხოვრებელი ბინის (კორპუსის) წყალშემკრები ღარებისა და ძაბრების
რეაბილიტაციის სამუშაოების თანადაფინანსება 1 737 ლარის ოდენობით, რაც
წარმოადგენს მთელი ღირებულების 39%-ს; იყო 4445, 37 ლარი
ბ) ქ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ფარცხანაყანევი, კოპიტნარის
დევნილთა განსახლების ობიექტი №7 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის
რეაბილიტაციის სამუშაობის თანადაფინანსება 4 939 ლარის ოდენობით , რაც
წარმოადგენს მთელი ღირებულების 15%-ს; 32925,73 ლარი
გ) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტში (დ. აღმაშენებლის გამზირი N112/2)
შენობის სახურავის შეცვლის სამუშაობის თანადაფინანსება 4 000 ლარის
ოდენობით, რაც წარმოადგენს მთელი ღირებულების 22,8 %-ს; 17 499,8 ლარი
დ) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტში (ლესელიძის ქ. №3, ა. რაზმაძის 41 საჯარო
სკოლა) შენობის სრული პერიმეტრის დაზიანებული პარაპეტებისა და
წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია-შეკეთების სამუშაოების თანადაფინანსება
1 515 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მთელი ღირებულების 10%-ს. 15 149,44
ქვეპროგრამის
განხორციელების
შედეგად
საცხოვრებელი
პირობები
გაუუმჯობესდა 208 ოჯახს, 454 დევნილს.
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 12 191 ლარი.
1.3 დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების
ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის ფარგლებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 12
ახალ ობიექტში, რომლის ღირებულებამ შეადგინა 152 181 ლარი. აგრეთვე,
დაფარულ იქნა 2022 წელს შერულებული სამუშაოების ღირებულება 20 974 ლარის
ოდენობით.
ასევე ანაზღაურდა
საექსპერტო მომსახურება და განსახლების
ობიექტებში შესასრულებელი სამუშაოების, ხარჯთაღრიცხვისა და დეფექტური
აქტების მომზადება 5 467 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის
განხორციელების
შედეგად
საცხოვრებელი
პირობები
გაუუმჯობესდა 522 ოჯახს, 1382 დევნილს
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 178 622 ლარი;
1.4
აფხაზეთიდან
დევნილი
შეჭირვებული
მოსახლეობისათვის
სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამა.
28
ითვალისწინებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების იმ ობიექტებში, რომელზეც არ
განხორციელებულა სახელმწიფოს მიერ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები,
მცხოვრებ
მოწყვლადი
კატეგორიის
დევნილებს
დახმარებას
სამშენებლო/სარემონტო მასალებით
საანგარიშო პერიოდში ქვეპროგრამის ფარგლებში 10 ბენეფიციარს გადაეცა
9286 ლარის ღირებულების სარემონტო/ სამშენებლო მასალები.
მთლიანად დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის
ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 254 149 ლარი შეადგინა.
2. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა
ითვალისწინებდა
აფხაზეთიდან
დევნილ,
შესაბამისი
კრიტერიუმების მქონე პირთათვის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას
ერთჯერადი ფულადი დახმარებით.
ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 2 048 ბენეფიციარს (2022 წელს 1 410
ბენეფიციარი). გაცემულმა თანხამ 343 159
ლარი შეადგინა. რაც 2022 წელს
გაცემულ დახმარების ოდენობაზე (250 345) 92 814 ლარით მეტია
3. „დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო
აფხაზეთიდან იგპ–თა სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამა ითვალისწინებდა:
ზემო აფხაზეთიდან სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57 000
სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვების კვების
პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით
დაფინანსებას. ერთი ვაუჩერის ღირებულება შეადგენდა 270 ლარს. დახმარება
გაეწია 31 ბენეფიციარს (55 ვაუჩერი), გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 14 825 ლარი.
ზემო აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგებისთვის (ამჟამად უმუშევარი ან
პენსიონერი) ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით. დახმარება
გაეწია 25 უმუშევარ პედაგოგს (5000 ლარის ოდენობით).
სულ პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 56 ბენეფიციარს, გაწეულმა
ხარჯმა 19 825 ლარი შეადგინა. იგივეა რაც 2022 წელს
4. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე
კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებლის დაქირავებისთვის თვეში 300 ლარამდე
თანხის გამოყოფას (სამიდან ექვს თვემდე ვადით). დაკმაყოფილდა
98
ბენეფიციარის/ოჯახის განაცხადი.
პროგრამა ვრცელდება:
საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური
შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილ ოჯახზე;
65 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილ ოჯახზე;
მარტოხელა დევნილ მშობელზე;
აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილ მშობელზე;
ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირ/ოჯახზე;
დევნილ ოჯახზე, რომლის შემადგენლობაში არის მკვეთრად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
29
სხვა მოწყვლად დევნილზე/დევნილ ოჯახზე.
გაწეულმა ხარჯმა 63 000 ლარი შეადგინა, რაც 17 000 ლარით მეტია ვიდრე
2022 წელს (46 000 ლარი).
5. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების
მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ
სოციალურად მძიმე
კატეგორიის ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას.
ერთჯერადი დახმარება გაეწია 392 ბენეფიციარს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან:
30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის
საბრძოლო მოქმედების დევნილი ვეტერანი;
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დევნილი ოჯახის წევრი,
რომელიც არ სარგებლობს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ყოველთვიური კომპენსაციით;
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი;
სხვა მოწყვლადი დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
გაწეულმა ხარჯმა 48 950 ლარი შეადგინა. 950 ლარით მეტია ვიდრე 2022 წელს
(48 000 ლარი)
6. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი
ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა
პროგრამა გულისხმობდა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების, რომლებიც
ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში
არსებულ ფართებში, დენის, წყლის და გაზის მრიცხველის მონტაჟის ფინანსურ
უზრუნველყოფას. საანგარიშო პერიოდში დაკმაყოფილდა 27 ბენეფიციარის
განაცხადი, ხოლო შესრულდა 30 აბონირება/გამრიცხველიანება.
გაწეულმა ხარჯმა 27 400 ლარი შეადგინა, რაც 8 150 ლარით მეტია ვიდრე 2022
წელს (19 250 ლარი).
7. დევნილთა კომპაქტური განსახლების იბიექტებში საერთო სარგებლობის
ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის
პროგრამა
ითვალისწინებს დევნილთა განსახლებაში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობებისთვის მათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების კერძო
საკუთრებაში გადაცემის ხელშეწყობას. შერჩეულ ობიექტზე ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების საერთო სარგებლობის ფართების აზომვა, შემდგომი რეგისტრაციის
მიზნით.
საანგარიშო პერიოდში 25 ობიექტზე (650 ოჯახი, 2 200 დევნილი) შესრულდა
რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ფართების იდენტიფიკაცია,
30
შესრულებული აზომვითი ნახაზების მონიტორინგი და, ასევე, მათი საკადასტრო
ნომრების დაზუსტება/განახლება.
გაწეულმა ხარჯმა 35 517 ლარი შეადგინა, რაც 5 788 ლარით მეტია ვიდრე 2022
წელს (29 729 ლარი).
8. სოციალური სოლიდარობის პროგრამა.
პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად მძიმე
მდგომარეობის მქონე აფხაზეთიდან დევნილ პირთათვის სადღესასწაულო დღეებში
(დედის დღე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ახალი წელი) საჩუქრების
გადაცემას, რომლის ფარგლებში 1 486 ბენეფიციარს (2022 წელს 948 ბენეფიციარს)
გადაეცა სასურსათო ნობათი.
საახალწლო ღონისძიებისთვის მხარდასაჭერად ქ. თბილისის მერიის მიერ
შეძენილ იქნა 14 998 ლარის ღირებულების 375 სასურსათო კალათა.
ორი არასრულწლოვანისათვის, რომელთაგან, ერთი არის შშმპ,
სოციალურად დაუცველი, ხოლო მეორე დედ-მამით ობოლი, შეძენილ იქნა
პლანშეტები.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ანსამბლისათვის „სამურზაყანო“სთვის შეძენილ იქნა აკორდეონი;
პროგრამის
ფარგლებში,
ასევე
შესყიდული
იქნა
სხვადასხვა
დანიშნულებისა და სახეობის ხელსაწყოები (ჯაჭვური ელექტრო ხერხი,
ხელსაწყოები ნაკრები, პლასტმასის შესადუღებელი უთო, შედუღების აპარატი,
ჰიდრავლიკური დომკრატი და სხვა), რომელიც გადაეცა დევნილთა
საცხოვრებლებში შექმნილ 14 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, რამაც მოიცვა 4333
ოჯახი 14 629 დევნილი
გაწეულმა ხარჯმა 68 768 ლარი შეადგინა, რაც 24 220 ლარით მეტია ვიდრე 2022
წელს (44 548 ლარი) .
9. გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების
პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების
პროგრამა
5 სახელოვნებო სკოლისა და 8 საბავშვო ბაღის პედაგოგებს, აღმზრდელმასწავლებლებს და ტექნიკურ პერსონალს საქართველოს ბანკში გახსნილ პირად
საბანკო ანგარიშებზე ერიცხებოდა კვარტალური დახმარება. 8 საბავშვო ბაღის
გამგეებს, 5 სახელოვნებო სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს - 600-600 ლარი,
ხოლო ტექნიკურ პერსონალს - 450 ლარი.
განსხვავებული წესით ფინანსდება
სოფელ საბერიოს საბავშვო ბაღი
„ცისარტყელა“. კერძოდ: ყოველთვიურად ბაღის გამგე ფინანსდება 650 ლარით;
პედაგოგები - 550 ლარით, ხოლო ტექნიკური პერსონალი 450 ლარით.
საანგარიშო პერიოდში ფინანსური დახმარება გაეწია 180 ბენეფიციარს (მათ
შორის - 87 პედაგოგს და 93 ტექნიკურ პერსონალს) .
აღსანიშნავია, რომ მე-4 კვარტალში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო
ხელისუფლებამ დახურა სიდის სამუსიკო სკოლა (1 პედაგოგი და 2 ტექნიკური
პერსონალი).
ფინანსური დახმარების ფაქტობრივმა ოდენობამ 434 850 ლარი შეადგინა, რაც
31
16 200 ლარით მეტია 2022 წელთან (418 650 ლარი) შედარებით.
10. „სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა“
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე გარდაცვლილი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მუდმივად
მცხოვრებ
ბენეფიციართა
სარიტუალო
მომსახურება
და
ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე. მომსახურება გაეწია 9 ბენეფიციარს.
გაწეულმა ხარჯმა 9 570 ლარი შეადგნა
სულ სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით მოქმედი პროგრამების
ფარგლებში გაიხარჯა 1 305 188 ლარი.
სოციალური მხარდაჭერის სხვა აქტივობები
დედის
დღესთან
დაკავშირებით
აფხაზეთის
შეიარაღებული
კონფლიქტის დროს დაღუპული 251 მეომრის დედას გაეწია ფინანსური დახმარება
100 ლარის ოდენობით თითოეულს, სულ 25 100 ლარი.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით:
აფხაზეთიდან დევნილ, ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ 48
ბენეფიციარს 2 085 ლარის ღირებულების სასურსათო ნობათი გადაეცა;
- ბერი ანდრიას სახელობის ფონდში ლეიკემიით დაავადებულ 12 მოზარდს
გადაეცა 1 131 ლარის ღირებულების სასურსათო ნობათი და საეკლესიო
ლიტერატურა და სამაგიდე შემეცნებითი სათამაშოები გადაეცა;
ალილოს მსვლელობისას, სოციალურად დაუცველ დევნილ მოზარდებს
შეძენილი 999 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული
გადაეცა.
შობისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებთან დაკავშირებით
ლომისის წმ. გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარშის
„კიდევაც დაიზრდებიან“ 25 მოზარდს 1 869 ლარის ღირებულების სასურსათო
ნობათი გადაეცა ;
შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან
დევნილ, ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ 34
ბენეფიციარს უფასო
სასადილოში 3 დღის კვება დაუფინანსდა - გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 485
ლარი;
დონორი ორგანიზაციისგან გადმოგვეცა 50 დიდი ყუთი გერმანული და
ამერიკული წარმოების საჩუქრები, რომელიც ეტაპობრივად დაურიგდა 750
აფხაზეთიდან
დევნილებს ბავშვს მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრებ 150 ბავშვს. გაწეული ხარჯმა შეადგინას 1060 ლარი;
„ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისაგან“ (IHRC)
მიღებული სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული 5 493 შერეული სამომხმარებლო
საქონელი გადაეცა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, დევნილებთან მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციებს.
სოციალური მხარდაჭერის სხვა აქტივობებში გაწეულმა ხარჯმა 33 729 ლარი
შეადგინა.
32
განათლება და მეცნიერება
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გაწეული საქმიანობის
მოცულობა შედაგენს 519 174 ლარს, რაც 27 458,2 ლარით (+5,6 %-ით) მეტია 2022
წელთან შედარებით (2022წ - 491 715,8 ლარი).
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 369 762 ლარს ზრდა 49 783
ლარით (15,6%) (2022წ - 319 979 ლარი), ხოლო დამატებითი ღონისძიებები - 149 412
ლარი (2022წ. – 171 736,8 ლარი).
ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედებდა 3 პროგრამა:
1. განათლების ხელშეწყობის პროგრამა;
2. აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა;
3. სამშვიდობო
და
სამოქალაქო
განათლების
მხარდაჭერა
(აფხაზეთის მოზარდები მედიაპროექტში ,,ეტალონი“) პროგრამა;
1.
განათლების ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის
ძირითადი
მიმართულებაა
მოსწავლეთა
მოტივირება,
უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ამაღლება, საგანმანათლებლო
და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა განვითარება; აფხაზეთის საჯარო
სკოლებში ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ - ტექნიკური ბაზის
გაუმჯობესება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ხელშეწყობა და სხვა.
პროგრამის ფაქტობრივმა მოცულობამ 353 009 ლარი შეადგინა, რაც 49 552
ლარით (16,3%-ით) მეტია 2022 წელთან შედარებით (2022წ.- 303 457 ლ).
პროგრამა შედგებოდა 13 ქვეპროგრამისგან.
1.1 „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“;
1.2 „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“;
1.3 „საზაფხულო ბანაკი“;
1.4 „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის
სტიპენდიები“;
1.5„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“;
1.6
შეხვედრები
(ღვაწლმოსილ
პედაგოგებთან;
მედალოსან
კურსდამთავრებულებთან; წარმატებულ სტუდენტ - ახალგაზრდობასთან);
1.7 „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“;
1.8 აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა;
1.9 „ონლაინ საკვირაო სკოლა“;
1.10 აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა;
1.11 თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და
მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები;
1.12 პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში.
1.13 „აფხაზური ენის პოპულარიზაცია“
1.1 „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების“
ქვეპროგრამის ფარგლებში:
- სსიპ აფხაზეთის N12 საჯარო სკოლას თანადაფინანსების სახით გამოეყო 10
006 ლარი საგანმანათლებლო სივრცის (ბიბლიოთეკა) ოთახის რეაბილიტაციის
33
მიზნით.
- გალის რაიონის საშუალო სკოლებისთვის შეძენილ და გადაცემულ იქნა 4
958 ლარის ღირებულების საკანცელარიო ნივთი.
-სსიპ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლას, მოთხოვნის საფუძველზე გამოეყო 45
979 ლარი სპორტის დარბაზის სახურავის, გასახდელი ოთახისა და საშხაპეების
რეაბილიტაციის მიზნით.
-სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლას,
მოთხოვნის საფუძველზე, გამოეყო 7000 ლარი შშმ პირებისთვის ამწე-ლიფტის
კონსტრუქციის მოწყობისთვის.
-სსიპ აფხაზეთის N4 საჯარო სკოლას, მოთხოვნის საფუძველზე გამოეყო 5040
ლარისკოლის სააქტო დარბაზისთვის 36 სკამის შესაძენად.
ქვეპროგრამის ხარჯმა 72 983 ლარი შეადგინა.
1.2 „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის ფარგლებში
განხილულ იქნა 214 განცხადება, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით,
განხორციელდა 189 სტუდენტის სწავლის ღირებულების დაფინანსება.
ქვეპროგრამის ხარჯმა 109 585 ლარი შეადგინა .
1.3„საზაფხულო ბანაკი“
ქვეპროგრამა
განხორციელდა ქ. ქობულეთში.
„საზაფხულო ბანაკის“
ბენეფიციარები იყვნენ ქვეპროგრამის „ონლაინ საკვირაო სკოლის“ 35 მოსწავლე
(მათ შორის 28 ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან).
ქვეპროგრამა
ემსახურებოდა მოზარდებში განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების
ამაღლების ხელშეწყობას, პიროვნული
უნარ-ჩვევების
განვითარებას და
დასვენებას.
ქვეპროგრამის ხარჯმა 28 710 ლარი შეადგინა.
1.4 „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის
სტიპენდიები“
ქვეპროგრამა
ემსახურება
სტუდენტებში
აფხაზეთის
თემატიკის
გააქტიურებასა და პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და
ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას.
სტიპენდია სტუდენტს ეძლევა 200 ლარის ოდენობით 10 თვის განმავლობაში.
2023 წლის პირველ-მეორე კვარტალში დაფინანსდა ჟიული შარტავას სახელობის
სტიპენდიატი- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის
სტუდენტი ნინო ბიგვავა; ხოლო მესამე-მეოთხე კვარტალში დაფინანსდნენ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის
„საერთაშორისო სამართალი“ მეორე კურსის სტუდენტი შოთა მშვენიერიძე და შპს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის
მეორე კურსის სტუდენტი რევაზ ბერულავა.
ქვეპროგრამის ხარჯმა 2 840 ლარი შეადგინა.
34
1.5 „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“
ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების
საგნების
შესწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალის
განვითარებას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
სტიპენდია გამარჯვებულ სტუდენტებს ეძლევა 200 ლარის ოდენობით 10 თვის
განმავლობაში. 2023 წლის პირველ-მეორე კვარტალში დაფინანსდნენ აკადემიკოს
ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატები: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული
მეცნიერების საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი დავით მელიქიძე და
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის
სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი გოგი კეჟერაძე;
ხოლო მესამე-მეოთხე კვარტალში დაფინანსდნენ - სსიპ ივანე ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ზუსტ
და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეშვიდე სემესტრის სტუდენტი ილია
ყიფშიძე
და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
მათემატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სემესტრის
სტუდენტ ნიკა არეშიძე.
ქვეპროგრამის ხარჯმა 4040 ლარი შეადგინა.
1.6
შეხვედრები
(ღვაწლმოსილ
პედაგოგებთან,
მედალოსან
კურსდამთავრებულებთან, წარმატებულ სტუდენტ - ახალგაზრდებთან)
ქვეპროგრამა ემსახურებოდა აფხაზეთიდან დევნილი ღვაწლმოსილი
პედაგოგების
მხარდაჭერას,
წახალისებას,
მასწავლებლის
პროფესიის
პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას.
პროგრამის ფარგლებში:
1) მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა მასწავლებელთა მიღებადაჯილდოვება. (ტექნიკის 400 ლარიანი ვაუჩერი) დაჯილდოვდა ღვაწლმოსილი 9
პედაგოგი (ლუიზა სიჭინავა, ლაურა კილაბერია, თამარ ქურდიანი,ზაირა გოგავა,
ზაირა ხუბუა, სულიკო დარსალია,იამზე ანჩაბაძე, ლორა გელენავა, თამარ ნაჭყებია).
2) მადლობის სიგელით და ფასიანი საჩუქრებით (ტექნიკის 400 ლარიანი
ვაუჩერი) დაჯილდოვდნენ 2023 წლის აფხაზეთის წლის საუკეთესო 3 პედაგოგიმაია ესართია, გოგიტა გოგია, მარინა კახიანი.
ქვეპროგრამის ხარჯმა 9999 ლარი შეადგინა.
1.7 „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“
ყოველ ადამიანს, მიუხედავად მისი უნარებისა, უფლება აქვს მაქსიმალურად
გამოავლინოს
თავისი
შესაძლებლობები,
ამისთვის
კი
აუცილებელიამ
საზოგადოებაში მისი ინტეგრირება. საამისოდ კი შშმ მოზარდები საჭიროებენ
სპეციალურ ფსიქოსოციალურ აქტივობებში ჩართვას. მათთან ურთიერთობა
35
მოითხოვს სათანადო ცოდნას, სპეციფიკური აღმზრდელობითი ტექნოლოგიების
ფლობას, სწავლის სხვადასხვა ხერხის გამოყენებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
ქ.
ზუგდიდში,
10-14
ივლისს,
ბიბლიოთეკა-კულტურულ
ცენტრ
„თანადგომასთან“ ერთად, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ
სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდების 7 მშობლების 5 დღიანი ცნობიერების
ამაღლების კურსი განხორციელდა. პროგრამის დასასრულს მშობლებს შესაბამისი
სერთიფიკატები გადაეცათ.
ქვეპროგრამის ხარჯმა 6 000 ლარი შეადგინა.
1.8 აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა
აფხაზური ენის ათვისება რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული:
დათმობილი საათების სიმცირე, ქართულენოვან მოსწავლეთათვის განკუთვნილი
აფხაზური ენის გრიფირებული სახელმძღვანელოს არარსებობა (სწავლება
მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
გამოცემული I-IV კლასების სახელმძღვანელოებით, რომლებიიც განკუთვნილია იმ
მოსწავლეებისათვის, რომელთათვის აფხაზური არის მშობლიური ენა და, ასევე,
სახელმძღვანელოთი, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის
სამინისტროს მიერაა გამოცემული) შრომის დაბალი ანაზღაურება, კვალიფიციური
კადრების ნაკლებობა და სხვა.
ქვეპროგრამის ბენეფიცირები იყვნენ აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური
ენის პედაგოგები (5 პედაგოგი).
ქვეპროგრამის ხარჯმა 17 500 ლარი შეადგინა.
1.9 „ონლაინ საკვირაო სკოლა“
ქვეპროგრამის ფარგლებში ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო
სკოლების 120 და აფხაზეთის საჯარო სკოლების 40 მოსწავლეებს (სულ 160
მოსწავლე) ჩაუტარდათ 3 საგნობრივი მიმართულების - ქართული ენა და
ლიტერატურა, ინგლისური ენა და ხელოვნება - ონლაინ გაკვეთილები. ონლაინ
შეხვედრები იმართება ინტერაქტიური, თამაშით სწავლებისა და ანალიზის
მეთოდების გამოყენებით. თითოეულ ჯგუფს ჩაუტარდა (თვეში)4 შეხვედრა სამივე
საგნობრივი მიმართულებით.
ქვეპროგრამის ფარგლებში კოორდინატორებს გადაეცათ კომპიუტერები.
ქვეპროგრამის ხარჯმა 74 805 ლარი შეადგინა,
1.10 აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის სასკოლო სპორტული
ოლიმპიადა ხუთ სახეობაში საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის
ეროვნული ფედერაციის მოთხოვნების გათვალისწინებით: მძლეოსნური გეზრბენი
(კროსი), მინი ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი.
მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის 11 საჯარო სკოლის 300 მოსწავლე (34
გუნდმა) და ოკუპირებული გალის რაიონის 3 სკოლის 24 მოსწავლე (3 გუნდმა).
ქვეპროგრამის ხარჯმა 7987 ლარი შეადგინა.
1.11 თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და
მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები
36
თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბისკირიასა და მიხეილ
ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების
საბოლოო შედეგების
შესაბამისად, პირველი ასი საუკეთესო შედეგის
აბიტურიენტს შორის ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე
(ქართული ენა და
ლიტერატურა, და უცხოური ენა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული)
იძულებით გადაადგილებულ პირებზე.
სტიპენდია გაიცემა 10 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200-200 ლარის
ოდენობით. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების
შესაბამისად:
თამაზ ნადარეიშვილის სტიპენდია მიენიჭა მარიამ შონიას - ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგარმის სტუდენტს;
ლორიკ მარშანიას სტიპენდია მიენიჭა კესარია გელოვანს - თბილისის
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის
პროგრამის სტუდენტს;
გურამ გაბისკირიას სტიპენდია მიენიჭა აკაკი ძიძიგურს - თბილისის
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის
პროგრამის სტუდენტს;
მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდია მიენიჭა ბაგრატ შონიას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და
მათემატიკის პროგრამის სტუდენტს;
ქვეპროგრამის ხარჯმა 8080 ლარი შეადგინა.
1.12 პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში
ქვეპროგრამა ემსახურებოდა ახალგაზრდებში პროფესიული განათლების
პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ
ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის საბაზო უნარების
განვითარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში:
- აფხაზეთის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები
იმყოფებოდნენ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის„ლაკადას“, ფაზისისა“ და იბერიის კოლეჯებში;
- დაფინანსდა სსიპ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის
პროექტი „ხეზე მხატვრული კვეთა, სადაც სსიპ-კოლეჯ „მერმისისა“და სსიპ-ვოვა
ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის
12 მოსწავლემ, ხეზე მხატვრული კვეთის პროფესიული კურსი (თეორიული და
პარაქტიკული) გაიარეს.
ქვეპროგრამის ხარჯმა 5580 ლარი შეადგინა.
1.13 აფხაზური ენის პოპულარიზაცია
ქვეპროგრამა ემსხურება აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დაცვას,
პოპულარიზაციას, ცნობადობის ზრდას ფართო მასებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა თემატური ჩანაწერების (40
ვიდეოკონტენტი) სოციალურ ქსელში კამპანიურად გავრცელების გზით.
ქვეპროგრამის სახით ამოქმედდა 2023 წელს.
ქვეპროგრამის ხარჯმა 4900 ლარი შეადგინა.
37
2. აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და
სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა ხელს
უწყობდა აფხაზეთიდან დევნილ მეცნიერთა ინტელექტუალური პოტენციალის
გაღრმავებას და აფხაზეთთან დაკავშირებული თემების სამეცნიერო-აკადემიურ
წრეებში კიდევ უფრო მეტ წარმოჩენას.
პროგრამის ფარგლებში
დაფინანსდა 8 ავტორის მიერ წარმოდგენილი
პროექტები.
გაწეულმა ხარჯმა 13 253 ლარი შეადგინა.
3.
სამშვიდობო
და
სამოქალაქო განათლების მხარდაჭერა
(აფხაზეთის მოზარდები მედიაპროექტში ,,ეტალონი“) პროგრამა
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ აფხაზეთის საჯარო და
ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც
მიეცათ შესაძლებლობა მედია-პროექტ
„ეტალონში“ წარმოეჩინათ საკუთარი
ინტელექტუალური რესურსი.
ქვეპროგრამის ფარგლებში ეტალონის პირველ შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა
მიიღო აფხაზეთის საჯარო სკოლების 141 მოსწავლემ
და ოკუპირებული
ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო სკოლების 118 მოსწავლემ. სულ 259
მოსწავლე.
-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
სამინისტროში, ვ. არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში, „ეტალონის“
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა. 2023 წლის „ეტალონი
მოსწავლე“ სსიპ აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიზი
გორდულაძე (67 ქულა) გახდა.
გაწეული ხარჯმა 3500 ლარი შეადგინა.
საგანმანათლებლო აქტივობები ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით
ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებს 30
სკოლა მათ შორის 2 საჯარო და 28 საშუალო სკოლა.
30 სკოლაში, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, ირიცხება 3443
მოსწავლე. მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ემსახურება 959 მასწავლებელი და
ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (მ.შ. 28 საშუალო სკოლაში - 911,
ხოლო 2 საჯარო სკოლაში - 48).
9 საბავშვო ბაღში, ირიცხება 457 აღსაზრდელი, დასაქმებულია 137
მასწავლებელი და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი ( მასწავლებელი 62
ტექ.პერსონალი-75 );
მე-4 კვარტალში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ
დახურა სიდის სამუსიკო სკოლა (1 პედაგოგი და 2 ტექნიკური პერსონალი). და
ამჟამად ფუნქციონიერებად 4 სახელოვნებო სკოლაში ირიცხება 250 მოზარდი,
დასაქმებულია 36 პირი (აქედან: 20 -მასწავლებელი, 16 - ტექ.პერსონალი);
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
ქვეპროგრამის
„გალის
რაიონის
პედაგოგების
გადამზადების
და
აბიტურიენტებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელშეწყობის“
38
ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მიზნით,
სავალდებულო და არჩევით სხვადასხვა საგანში (ქართულ ენასა და ლიტერატურა,
ისტორია, მათემატიკა, ქიმია-ბიოლოგია, ინგლისური ენა,)
მეცადინეობს 250
მოსწავლე. ქვეპროგრამა ხორციელდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრისა და გალის რესურსცენტრის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე,
სხვადასხვა საგნის ადგილობრივი 46 მასწავლებლის ჩართულობით.
პირებს გაეწია დახმარება
განათლების აღიარებისათვის საჭირო
დოკუმენტების
(პირადობის მოწმობის ასლი, დასტური მასწავლებლების
ხელმოწერით, აკადემიური მოსწრება, კლასიდან კლასში გადასვლის და სკოლის
დამთავრების ბრძანება და სხვა) მომზადების პროცესი;
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე
მცხოვრებ
აბიტურიენტების
დასახმარებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ქ. ზუგდიდში,
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში, ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელი
საზღვრების სკოლებიდან გადმოსული აბიტურიენტებისათვის ჩაატარა ღია კარის
დღე. ცენტრის სპეციალისტებმა
აბიტურიენტებს გააცნეს გამოცდებთან
დაკავშირებული სიახლეები,
ჩაუტარეს კონსულტაციები.
და მიაწოდეს
ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე.
„საქართველოს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო, ვეტერინარიის, ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამაზე ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო
პროგრამაზე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი
ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების
მინიჭების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
N1213778
ბრძანების საფუძველზე, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე,
საქართველოს
სხვადასხვა
უმაღლეს
სასწავლებელში
ჩაირიცხა
235
კურსდამთავრებული, მათ შორის 233 ოკუპირებული გალის რაიონის სხვადასხვა
სკოლიდან ხოლო 2 სოხუმიდან)
გალის რაიონის სხვადასხვა სკოლიდან 9 კურსდამთავრებული
ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით ჩაირიცხა,
2. მოსწავლეთა ჩართულობა ეროვნულ საგნობრივ კონკურსებში
ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებს
სისტემატურად ეგზავნებათ
ინფორმაცია სასკოლო ოლიმპიადების, პროექტებში მონაწილეობის, კონკურსების,
კულტურული ღონისძებების,, სპორტული შემოქმედებების, მასწავლებლის
ცოდნის უნარების განვითარების, მასწავლებლის პროფესიული განვითარების
შესახებ.
მოსწავლეები ოკუპირებული აფხაზეთიდან აქტიურად მონაწილეობენ
ეროვნულ სასწავლო საგნობრივ ოლიმპიადებში. საანგარიშო პერიოდში, საგნებისა
და მოსწავლეთა ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად ოლიმპიადაში
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 189 მოსწავლე, გადმოსასვლელად
დაწესებული საბუთების უქონლობის გამო, მათემატიკის ოლიმპიადაში
მონაწილეობის მიღება შეძლო მხოლოდ 56-მა.
39
3. შეხვედრები
სკოლების,
სკოლამდელი და სახელოვნებო
დაწესებულებების კოლექტივებთან და მოსწავლეებთან
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში ,ქ.ზუგდიდში
გალის რესურსცენტრი
ორგანიზებით გაიმართა 30 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორების და
მე-11კლასის დამრიგებლების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ
მინისტრი, პირველი მოადგილე და 60-მდე მასწავლებელი გალის რაიონის
ოკუპირებული საზღვრებიდან. შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის და სხვა
საკითხებთან ერთად ეხებოდა სკოლადამთავრებული ახალგაზრდების მიერ
ეროვნული გამოცდებით ან გამოცდების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის
გაგრძელების საკითხს, პროფესიული განათლების მნიშვნელობას და სხვას.
განსაკუთრებით ყურადსაღები იყო შშმ და სსმ ბავშვებთან მომუშავეპედაგოგების
გადაზადების თემა.
4. ზრუნვა მასწავლებლების პროფესიული დონის განვითარებაზე
საანგარიშო
პერიოდში 2023 წ,
მასწავლებელთა პროფესიული დონის
ამაღლების მიზნით მომზადდა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეწოდა ინფორმაცია აფხაზეთის საჯარო
სკოლის მასწავლებელთა
პროფესიულ
განვითარებაზე
ორიენტირებულ
ტრენინგებზე რეგისტრაციის თაობაზე;
- დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით, ჩატარდა
მასწავლებელთა საგნობრივი ტრენინგები (ბუნებისმეტყველება, ბიოლოგია,
გეოგრაფია, სპორტი, ფიზიკა, steam, ბავშვთა აღზრდის მეთოდიკა, კურიკულუმი
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საფეხურების მიხედვით და
სხვა). სულ საანგარიშო პერიოდში:
პროფესიული დონე აიმაღლა სხვადასხვა
საგნის 500-მდე პედაგოგმა.
- გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია CENN-ის სამეგრელოს და
აფხაზეთის კოორდინატორის მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ გალის
სხვადასხვა სკოლის გარემოს ნორჩ დამცველ მოსწავლეთა კლუბების
ხელმძღვანელი;
- 5 სკოლის მასწავლებლები ( ოტობაიის N1, თაგილონის, ნაბაკევის, მეორე
ოტობაიის, ჭუბურხინჯის N2 საშ. სკოლები) მონაწილეობდნენ საზაფხულო
სკოლის მუშაობაში. დაჯილდოვდნენ CENN-ის და USAD-ს სიგელებით.
განათლების მიმართულების სხვა აქტივობები
ააიპ სულირების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ა(ა)იპ ფონდი
„კანანელმა“ გამოსცა 500 ერთეული ფსალმუნი (ქართული ანბანის ასომთავრული
საწყისით). ფსალმუნების რეალიზებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ქ.
თბილისში, სამების ლავრის ტერიტორიაზე მოციქულ სვიმონ კანანელის ტაძრის
მშენებლობას, რომელიც იქნება ერთადერთი ტაძარი, ძმათამკვლელ ომში
გარდაცვლილ საქართველოს მკვიდრ აფხაზთა, ოსთა და ქართველთა სულების
საოხად. გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 11 000 ლარი;
ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ პროგრამა „საკვირაო
სკოლის“
ფორმტატში ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებ 25-ს და აფხაზეთიდან დევნილ
45-ს მოზარდს, არაფორმალური განათლების ფორმატში, ონლაინ უტარდებათ
40
ბიბლიის განმარტების, კალიგრაფიის, ნუსხა-ხუცური დამწერლობის, საქართველოს
ეკლესიის ისტორიის და ბერძნული ენის შემსწავლელი გაკვეთილები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად:
- ა(ა)იპ ,,ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციამ“
სსიპ აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის საგანმანათლებლო სივრცის მოწყობისათვის
გამოყო 28 394 ლარი;
- სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩომ სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის
აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში შშმ პირებისათვის ამწე-ლიფტის კონსტრუქციის
მოწყობისათვის გამოყო 34 265 ლარი;
- რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ
(ROAID) სსიპ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის, საშხაპეების,
გასახდელებისა და სველი წერტილების რეაბილიტაციისათვისს გამოყო 68 663
ლარი;
- შპს კავკასიის საერთაშორიო უნივერსიტეტის ოტობიის N1 საშუალო სკოლას
გადასცა მუსიკალური აპარატურა - 7090 ლარი;
- ამერიკის საელჩოს მიერ მიმდინარეობდა ინგლისური ენის შემსწავლელი
კურსები აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის;
განათლების მიმართულებით სხვა აქტივობებში გაწეულმა ხარჯმა 149 412
ლარი შეადგინა.
კულტურა
კულტურის
მიმართულებით გაწეული საქმიანობის მოცულობა შეადგენს
2 888 673 ლარი ლარს, რაც 640 645,42 ლარით (+28,5%-ით) მეტია 2022 წლის
მაჩვენებელთან შედარებით (2 248 027,58).
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 2 860 706 ლარს, (ზრდა +28,7%-ი)
(2022წელს - 2 221 953.98 ლარი), ხოლო დამატებითი ღონისძიებები - 27 967 ლარს
(2022წ.- 26 073,6 ლარი)
ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედებდა 4 პროგრამა:
1. კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა;
2. აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის
პროგრამა;
3. თეატრალური, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა;
4. აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობის
პროგრამა.
1. კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამის ფარგლებში გაიცემა „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის
პრემია“.
პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
პრემია წესდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ
41
ნამუშევრებზე, რომელთაც ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა ღირებულებათა
გამო აღიარება მოიპოვეს ქართული და აფხაზური სახვითი ხელოვნების დარგში.
პრემიის ოდენობა 2 500 ლარს შეადგენს. 2023 წელს „ნიკოლოზ თაბუკაშვილის
პრემიის ლაურეატი გახდა - ალექსანდრე ხუბუა (ფერწერა);
გაწეულმა ხარჯმა 4479 ლარი შეადგინა.
2. აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის
პროგრამა
აფხაზეთში მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა კარგავს თავის
ავთენტურობას და უნიკალურობას.
საფრთხის წინაშეა საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის პირდაპირი მექანიზმები არ არსებობს, მნიშვნელოვანია დარგის
სპეციალისტების და შესაბამისი ორგანიზაციების ყურადღების კონცენტრირება,
აგრეთვე, ფართო საზოგადოებაში საკითხის მუდმივი აქტუალიზაცია.
პროგრამა შედგებოდა 4 ქვეპროგრამისგან:
2.1 ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“;
2.2 „ონლაინ კლასი-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა
2.3 „ბანაკი-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“
2.4 სალექციო კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“;
2.1 ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“
ქვეპროგრამის ფარგლებში მოძიებულ იქნა საქართველოს პარლამენტის
ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, საქართველოს
ეროვნული არქივისა და კერძო კოლექციებში არსებული ფოტომასალები,
განხორციელდა 51 ფოტოების გადარჩევა.
მიმდინარე წლის 21 მაისს არქანიას სახელობის არტ გლერეაში აფხაზეთის
დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ფოტო-გამოფენა - „ცნობილი ადამიანები
აფხაზეთიდან“-მოეწყო.
გაწეულმა ხარჯმა 9348 ლარი შეადგინა.
2.2 ონლაინ კლასი - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა
ქვეპროგრამის ფარგლებში, არაფორმალური განათლების გზით, კვირაში
ერთხელ 40-40 წუთის ხანგრძლივობით გალის რაიონის საშუალო სკოლებიდან - 21სა
და
აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან - 23 მოსწავლეს უტარდებოდა ს
დისტანციური
გაკვეთილები
ისტორიის,
კულტურულ
და
ბუნებრივი
მემკვიდრეობის მიმართულებით. ქვეპროგრამის სახით ამოქმედდა 2023 წელს.
გაწეულმა ხარჯმა 4500 ლარი შეადგინა
2.3 ბანაკი-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა
ქვეპროგრამის ფარგლებში 35 მოსწავლეს, მათ შორის 21 ოკუპირებული გალის
ტერიტორიიდან, ქობულეთში განთავსებულ ბანაკში
უტარდებოდა (CENN)
ტრენერების
მიერ
ტრენინგ-სემინარები:
ისტორიის,
ეთნო-კულტური,
კულტურული
ფასეულობებათა,
ეკოლოგიის,
გარემოს
დაცვის
42
მიმართულებით.მოსწავლეები მონაწილეობდნენ სპორტულ გამაჯანსაღებელ
აქტივობებში და უზრუნველყოფილნი იყვნენ უსაფრთხო გარემოთი და კვებით.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ქვეპროგრამის სახით ამოქმედდა 2023
წელს.
გაწეულმა ხარჯმა 19620 ლარი შეადგინა.
2.4 სალექციო კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“
აფხაზეთის ისტორიის, კულტურის შესახებ საზოგადოებაში, ახალგაზრდებში
ინფორმაციის დეფიციტი შეინიშნება. სათანადოდ არ არის გაცნობიერებული
აფხაზეთის როლი და მნიშვნელობა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნასა და
განვითარებაში.
მნიშვნელოვანია ისეთი პროცესებისა და ფაქტების წარმოჩენა,
რომლებიც აფხაზეთის ეთნო-კულტურულ ისტორიის შესახებ ახალგაზრდების
დაინტერესებას, მათი ცნობიერების ამაღლებას გამოიწვევს.
ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა ლექცია-სემინარები თემაზე: „აფსილაბაზგების იდენტობის პრობლემა; ტერმინ-ტოპონიმი „აფხაზეთი“ და ეთნონიმი
„აფხაზი“, როგორც „საქართველოს“ და „ქართველის“ სინონიმი; „ქვათა ღაღადი“
აფხაზეთში; რუსეთი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები XIX-XXI
საუკუნეებში“ შემდეგ ლოკაციაზე:
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 32 სტუდენტისათვის;
- თელავის იაკობ გოგებაშვილი სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის 48
სტუდენტისათვის;
- სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 56 სტუდენტისათვის;
გაწეულმა ხარჯმა 8700 ლარი შეადგინა.
3. თეატრალური, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა
აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს კულტურულ - შემოქმედებითი
კოლექტივების ფინანსურ მხარდაჭერას და სტიმულირებას. კერძოდ:
1. სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ
სახელმწიფო თეატრში - 703 409 ლარი, რაც 67 431 ლარით (+ 10%-ით ) მეტია 2022
წელთან შედარებით (2022 წ - 635 978 ლარი);
2.
სსიპ სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა
პროფესიული სახელმწიფო თეატრში - 478 527 ლარით, რაც 117 714 ლარით (+
32,6%-ით ) მეტია 2022 წელთან შედარებით (2022წ-360 813 ლარი);
3. სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ
„აფხაზეთში“ - 916 939 ლარი, რაც 333 476 ლარით (+57,15 %-ით) მეტია 2022
წელთან შედარებით (2022 წ - 583 463 ლარი);
4. სსიპ ,,გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო
კაპელაში - 434 926 ლარი, რაც 97 929 ლარით (+29%-ით ) მეტია 2022 წელთან
შედარებით (2022წ -336 997 ლარი);
5. ა(ა)იპ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადა“ - 89 863
ლარი.
პროგრამის ხარჯმა სულ 2 623 664 ლარი შეადგინა, რაც 616 413 ლარით
(+23,5%-ით) მეტია 2022 წელთან შედარებით (2022წ - 2 007 251 ლარი).
43
4. აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობის
პროგრამა
პროგრამა ემსახურებოდა კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულაფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ახალგაზრდა ხელოვანთა
საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების
გაძლიერებას, აფხაზური კულტურის ინტეგრირებას საერთო კულტურულ რუკაზე,
მის გატანას საერთაშორისო დონზე და ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობას.
დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების, ჯგუფების, ხელოვანთა მიერ
წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.
პროგრამა შედგებოდა 9 ქვეპროგრამისგან:
4.1.შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
4.2.„კულტურული ინიციატივები“;
4.3 „ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა“;
4.4.„საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა“;
4.5. „მე აფხაზეთისთვის“;
4.6.„საახალწლო ზეიმი “;
4.7.„სიყვარულით, თქვენთვის“ ;
4.8.„ფერწერა აფხაზეთიდან“;
4.9. „ შემოქმედებითი ზაფხული.“
4.1 შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
- ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა ოკუპირებული გალის რაიონში
მცხოვრები ახალგაზრდების ონლაინ ფორმატში
სწავლება (ხატვაში 14
ახალგაზრდა; მუსიკაში 17 ახალგაზრდა).მხატვრებს (14 ) გადაეცათ ხათვისთვის
საჭირო მასალები და ინვენტარი. ქვეპროგრამის სახით ამოქმედდა 2023 წელს.
გაწეულმა ხარჯმა 11 000 ლარი შეადგინა
4.2„კულტურული ინიციატივები“
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 16 პროექტი:
- აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსმა თაობამ მონაწილეობა
მიიღო „ვანუშა ხანამირიანის სახელობის სომხეთის ქორეოგრაფთა მოღვაწეთა
კავშირის საიუბილეო საღამოსადმი“ მიძღვნილ კონცერტში.
„იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ქ. ზუგდიდში,
განხორციელდა პროექტი - „ვაჩუქოთ ერთი ლამაზი დღე ქალებს“
- დაფინასდა ა(ა)იპ „ხელოვნება მომავლისთვის“ პროექტი - „ქართული
თეატრის კვირეული ინდოეთში“ - ფარგლებში ინდოეთში, ქ. აგრაში, გაიმართა
თეატრალური კვირეული.
- დაფინანსდა სსიპ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო
კონსერვატორიის პროექტი, კონსერვატორიის მცირე დარბაზში „ომში დაღუპული
მებრძოლი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ვოკალური მუსიკის საღამო“
გაიმართა.
- დაფინანსდა ა(ა)იპ ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი №2“-ის პროექტი „
საიუბილეო
კონცერტი
სიმებიან
ორკესტრთან
ერთად“საქართველოს
კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის დარბაზში გამართა.
44
- დაფინანსდა ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის პროექტი, აფხაზეთის
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი
თაობის შემოქმედებითი საღამო და საპრეზენტაციო კონცერტი
გაიმართა
თბილისის არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში.
- დაფინანსდა ა(ა)იპ „პლაზმა პლატფორმის“ და „საღამოს სიმღერა, რა კარგია,
Check Out“ პროექტები,
რომელიც გაიმართა
ქ.თბილისში, სასტუმრო
„საქართველოში“ .
- დაფინანსდა ა(ა)იპ „აფხაზეთი - ჩემი სახლის“ პროექტი - „ზღაპრები
აფხაზეთზე“აუდიო სპექტაკლი აფხაზურ ენაზე. დისკის ჩაწერა განხორციელდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეროსი მანჯგალაძის სახ. სტუდიაში.
- დაფინანსდა სსიპ ქ. სოხუმის .არაყიშვილის სახ.სამუსიკო სასწავლებლის
პროექტი, რომლის ფარგლებში - „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის დაბადებიდან 150
წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი“ გაიმართა .
- დაფინანსდა სსიპ სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ
მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის პროექტი.
- დაფინანსად ა(ა)იპ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტი „სიცოცხლის ფესტივალი“ .
- დაფინანსდა შპს ვეგა პლიუსის პროექტი - „ქართული გასტრონომიული
კულტურის წარდგენა მსოფლიოში, აფხაზეთი, როგორც გასტრონომიის
მარგალიტი“;
- დაფინანსდა შპს „ვეგას“ პროექტი - პავლუშა (პავლე) კეკუას საიუბილეო
პერსონალური გამოფენა, (გამოფენა განხორციელდა ქ.თბილისი უზნაძის 68,
ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზშ.
- დაფინანსდა ა(ა)იპ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის
პროექტი - „სიზმარ-ცხადი აფხაზეთი“- ჯანო ჯანელიძის დაბადების 90
წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც გაიმართა
სსიპ
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო
თეატრის დარბაზში.
- დაფინანსდა აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირი მშვიდობისა და
თანამშრომლობისათვის პროექტი - „ცნობილი ქართველი პოეტის, ეთერ სამხარაძეჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსებისა და ბიოგრაფიის ეკრანიზაცია“,
პრეზენტაცია გაიმართა ქ.თბილისი უზნაძის 68, ვალერი არქანიას სახელობის
საგამოფენო დარბაზში.
- დაფინანსდა შპს „იდეალ გლობალის“ პროექტი - „საშობაო საგალობლების
ჩაწერა“, რომლის პრეზენტაცია ქ.თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტის სააქტო
დარბაზში გაიმართა .
გაწეულმა ხარჯმა 76 819 ლარი შეადგინა.
4.3 „ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,
ყველასათვის
თანაბარი
შესაძლებლობების
გაჩენა
და
შეზღუდული
შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური
ჩართულობა კულტურულ პროცესებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა:
45
ა(ა)იპ თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის ინიციატივა, რომლის
ფარგლებში (ხელოვნება ყველასთვის - „ვერის უბნის მელოდიები“) თავისუფალი
პედაგოგიკის ცენტრის დარბაზში, შშმ ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების
მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლის პრემიერა.
ა(ა)იპ „დობადონას“ პროექტი - „სოციალური მატარებელი“, პროექტის
მიზანი არის
დევნილი, შშმ ბავშვებისათვის
უსაფრთხო გარემოში
დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდისთვის, ფუნქციური და სოციალური
უნარების ბუნებრივ გარემოში დასწავლა.(მონაწილეობდა 10 მოზარდი).
გაწეულმა ხარჯმა 5 965 ლარი შეადგინა.
4.4 „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანი იყო აფხაზეთის შესახებ მონოგრაფიების, კატალოგების,
მხატვრული ტექსტის, ბიოგრაფიული ინფორმაციის და სხვა საკითხების შესახებ
წიგნების გამოცემის ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა
ბეჭდვითი ღონისძიებები, ასევე დაიბეჭდა პერიოდული ჟურნალები და საიუბილეო
გამოცემები.
საანგარიშო პერიოდში გამოიცა:
პერიოდული გამოცემა საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალი
„რიწა“ (N1,N2,N3);
პერიოდული გამოცემა - შემეცნებითი ლიტერატურული ჟურნალი
„იალქანი“ ყმაწვილთათვის ( N1,N2);
ჟურნალ „იალქანის“ მიერ ინიციირებული აფხაზური საბავშვო
ლიტერატურის ანთოლოგია „ნუშა და ანიშა“;
გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი „თეა
თოფურიას წიგნი -იაკობის ჭასთან“
პავლუშა (პავლე) კეკუას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული
ფერწერულ ნამუშევართა კატალოგი;
საბავშვო წიგნი „ნუშა და ანიშა“;
ნატო კორსანტიას წიგნი - „ვინ გაყო ასე, გაღმა-გამოღმად“;
გამოიცა იგორ კეკელიას წიგნი - „სამეგრელოსა და აფხაზეთის ისტორიული
გეოგრაფია“;
დაჩი ახვლედიანის წიგნი - „ნავსადგური სახელად სოხუმი“;
დავით მარკოზიას საიუბილეო მხატვრული კატალოგი;
მაკა სეფაშვილის წიგნი - „გზა არსაით“;
აზა ბასლანძის საბავშვო ლექსების კრებული - „ ლეკვი და პონი“.
გაწეულმა ხარჯმა 31 697 ლარი შეადგინა
4.5 „მე,აფხაზეთისთვის“
ქვეპროგრამა ითვალისწინებდა ათი საინტერესო
ისტორიის მქონე,
აფხაზეთიდან დევნილი პირის პოპულარიზაციას და მათთან შეხვედრის მოწყობა
კონკურსის შედეგად შეირჩა საინტერესო ისტორიის მქონე 10 გმირი,
რომელზეც მომზადდა სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერა მცირე ისტორიები
და გამოქვეყნდა ჟურნალში -„სითი“-ს ერთ-ერთ ნომერში. ნომინანტებს
სპეციალური პრიზები გადაეცათ. მასალა განთავსდა გამომცემლობის ონლაინ
46
პლატფორმასა და სსიპ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ
საქმეთა სააგენტოს“ ვებ გვერდზე.
გაწეულმა ხარჯმა 7 500 ლარი შეადგინა.
4.6 „საახალწლო ზეიმი “
დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის საახალწლო განწყობისა და
მხიარული ატმოსფეროს შექმნის მიზნით გაიმართა საახაწლო სპექტაკლების
ჩვენება ქ. თბილისში, ქ. ზუგდიდში, ქ. ბორჯომში და ქ. სენაკში. სპექტაკლებს 1000
ბავშვი დაესწრო, მათ შორის 45 შშმ და 31 გალის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ბავშვებს გადაეცათ საახაწლო საჩუქრები.
გაწეულმა ჯარჯმა 15000 ლარი შეადგინა.
4.7„სიყვარულით, თქვენთვის“
ქვეპროგრამა ითვალისწინებდა აფხაზეთობის დღესასწაულის აღნიშვნას,
გამოცემული ჟურნალებისა და წიგნების პრეზენტაციას, რეგიონებში მცხოვრები
დევნილი ბავშვებისთვის
შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას, საჩუქრების
გადაცემას,
შშმ ბავშვების მონაწილეობით ღონისძიების ჩატარებას და სხვა
კულტურული ღონისძიების ჩატარებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა
ფოლკლორულმა ანსამბლ - „გუმბათმა“, 15 შშმ ბავშვთან ერთად წარმოადგინა
მუსიკალური კოლაბორაცია. გადაიღეს ვიდეო-რგოლი; ასევე ბავშვები სელფის
მუზეუმს ეწვივნენ;
- ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ჟურნალ „იალქანის“ მკითხველთან
შეხვედრა გაიმართა, ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში
სააგენტოს მიერ გამოცემული საბავშვო წიგნის - „საკოკროჭინოს“ მიხედვით
დადგმული მინი სპექტაკლის ჩვენება შედგა;
- დედოფლისწყაროში ჟურნალ „რიწის“ N1 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა;
- აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, დ.ჯაიანის
სახელობის დარბაზში, გაიმართა კონცერტი, ვ.არქანიას სახელობის არტ გალერეამ
გამოფენას -„ადამიანები აფხაზეთიდან“ - უმასპინძლა, მომზადდა ფოტოკოლაჟი,
რომელიც განთავსდა თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში დამონტაჟებულ
სარეკლამო ეკრანებზე;
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვ.არქანიას
სახელობის არტ გალერეაში საბავშვო წიგნის „ხატულა ლექსების“ პრეზენტაცია
გაიმართა;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში მცხოვრები, სააგენტოს
პროექტებში მონაწილე ბავშვებისათვის,
ჟურნალ „იალქანის“ ნორჩი
ავტორებისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემეცნებითი ტური გაიმართა;
- თბილისის 147-ე, 133-ე, 140-ე, მე-8 საჯარო სკოლებში, ბაქსვუდის
საერთაშორისო სკოლაში, გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში, წყალტუბოსა და
ხონის რეგიონების სხვადასხვა სკოლაში, რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში
სალექციო კურსი „ამბები აფხაზეთიდან“ და შემაჯამებელი ვიქტორინა ჩატარდა;
- მწერალთა სახლში გაიმართა ჟურნალ „იალქანის“ და 2023 წლის N1 ნომრის
პრეზენტაცია.
47
- ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული სამოსის გამოფენა
და გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ კონცერტი გაიმართა.
- ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ჟურნალ „რიწის“ N2 ნომრის
პრეზენტაცია გაიმართა.
- ანსამბლმა „გუმბათმა“, დმანისში, პანტიანის ტბაზე. მონაწილეობა მიიღო
ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ
„არტ-გენის“ (საიუბილეო - 20 წელი) საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე;
- კულტურის ცენტრ „მუზაში“, ანსამბლი „გუმბათი“ განახლებული,
საკონცერტო სოლო პროგრამით წარსდგა მსმენელის წინაშე;
- ანსამბლმა „გუმბათმა“, ტრადიციულად ფესტივალ არტ-გენის თბილისის
ტურზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მსმენელის წინაშე ორი კონცერტით წარსდგა;
- 25 ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო
სოფელ წერაქვში, საერთაშორისო
მუსიკალურ ფესტივალში .
- აფხაზურ სიმღერაზე - „აზამატი“- განხორციელდა ვიდეორგოლის გადაღება;
- ქართულ-ამერიკულ სკოლაში, თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში გაიმართა
ლექცია თემაზე - „ამბები აფხაზეთიდან“;
- თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის
დარბაზში გაიმართა წიგნის - „ნუშა და ანიშა“ - პრეზენტაცია.
გაწეულმა ხარჯმა 20 995ლარი შეადგინა.
.8 „ფერწერა აფხაზეთიდან“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების და
პროფესიონალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას. ფერწერული ტილოების
შესყიდვასა
და
ღვაწლმოსილი
ქალბატონების
დაჯილდოვებას
ქალთა
საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები
- ქალთა დღესთან დაკავშირებით,
ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში, აფხაზეთში ომამდე და ომის შემდგომ საკუთარი საქმიანობით
გამორჩეული ღვაწლმოსილ 12 ჟურნალისტ ქალბატონს აფხაზეთიდან დევნილი
მხატვრების ფერწერული ნამუშევრები გადაეცათ საჩუქრად;
- ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, გაიხსნა გამოფენა
სახელწოდებით „ფერების ზღვა“. გალერეაში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან
დევნილი 8 ახალგაზრდა ქალბატონების ესმა არღვლიანის, მარიამ აქუბარდიას,
თამარ გითოლენდიას, ქეთევან ეფაძის, ნინო ჭედიას, ფლორა ჩხოტუას, თეკლა
ჯუღელის და ნანა ესიავას პერსონალური ნამუშევრები;
პეტრას ციხეზე, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამხატვრო
მასტერკლასები გაიმართა, სადაც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად 11
აფხაზი მხატვარი და 1 აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი იღებდა მონაწილეობას
- ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა აფხაზეთიდან
დევნილი მხატვრების - დავით მარკოზიას და პავლუშა (პავლე) კეკუას გამოფენა. .
გაწეულმა ხარჯმა 11 429 ლარი შეადგიანა
4.9. „ შემოქმედებითი ზაფხული.“
ღონისძიება ითვალისწინებდა ზაფხულის არდადეგებზე
კონკურსის
„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამოცხადებას, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთის
თემაზე მხატვრული ნაწარმოების შექმნას; საუკეთესო ნაშრომის ავტორებისთვის
48
არაფორმალურ
გარემოში
მასტერ-კლასების
ჩატარებას,
გამარჯვებულთა
გამოვლინებას.
ჟიურის მიერ, გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი (ნინო
დილსიზ, ელენე გიორგაძე და ლიზიზ აფხაზავა, რომელთაც სპეციალური
პრიზები გადაეცათ ილიას სახელობის მუზეუმში მოხდა წიგნის პრეზენტაცია,
გაწეულმა ხარჯმა 9990 ლარი შეადგიანა
პროგრამის მთლიანმა ხარჯმა 190 395 ლარი შეადგინა.
სხვა აქტივობები კულტურის მიმართულებით
„ეკლესია-მონასტრების
მშენებლობის
ხელშეწყობის“
პროგრამის
ფარგლებში გაწეულ იქნა დაფინანსება 21 800 ლარის ოდენობით. მათ შორის: ქ.
თბილისის, ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მოსაპირკეთებელი
სამუშაოებისთვის
გამოეყო 15 000 ლარი; ქ. ხონის დევნილთა ჩასახლებაში
არსებული ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში შესასვლელი კარიბჭის
დამონტაჟებისათვის გამოოეყო 1900 ლარი; ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ
ოტობაიაში მშენებარე „ღვთისმშობლის შობის სახელობის“ ტაძრისთვის 13 ერთეული
მეტალო-პლასტმასის ფანჯრის შესყიდვა/მიწოდებისთვის გამოეყო- 4900 ლარი.
კინოთეატრ „კავეაში“, დევნილი და საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ
მყოფი ბავშვთა თავშესაფრის სოციალურად დაუცველი 55 მოზარდისათვის 3D
ფორმატში ანიმაციური ფილმის „მუმიას“ უფასო ჩვენებები მოეწყო. კინოჩვენების
შემდეგ ბავშვებს კომპანია "ბურგერკინგმა" ასევე უფასოდ უმასპინძლა, გაწეულმა
ხარჯმა შეადგინა 480 ლარი;
,,საკვირაო სკოლის“ ფარგლებში კალიგრაფიის წრის 35 მოსწავლისათვის
და კალიგრაფიის მასწავლებლისთვის მასტერკლასის ჩატარდა. გაწეულმა ხარჯმა
შეადგინა 797 ლარი
ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ საკვირაო სკოლის 32 მოსწავლისათვის
და მათი თანმხლები პირებისთვის მოეწყო გასვლითი მომლოცველობითი და
რელიგიურ-შემეცნებითი ტური კახეთის რეგიონში. ხოლო 35 მოსწავლისათვის
რელიგიურ-შემეცნებითი ტური სამეგრელო-იმერეთის რეგიონში. გაწეულმა ხარჯმა
შეადგინა - 4 890 ლარი;
სულ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 27 967 ლარი
სპორტი და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება
სპორტი და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით გაწეული საქმიანობის
მოცულობა შედაგენს 295 439 ლარს.
მიმართულების ფარგლებში მოქმედებდა „სპორტულ და ახალგაზრდულ
საქმეთა ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს
აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების, სპორტის სხვადასხვა სახეობის
წარმომადგენლების/გუნდების ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებზე,
ფორუმებში, კონფერენციებში და სიმპოზიუმებში, ევროპის, მსოფლიო და
ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად მხარდაჭერას; ტურნირების,
49
სხვადასხვა ახალგაზრდული შეჯიბრებებისა და სპორტული და შემეცნებითი
ღონისძიებების
ჩატარება/ხელშეწყობას;
ახალგაზრდა
წარმატებული
სპორტსმენების და ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენების გამოვლენადაჯილდოებას.
პროგრამა შედგებოდა 7 ქვეპროგრამისგან:
o „სპორტულ
და
ახალგაზრდულ
ღონისძიებათა
ინიციატივების
ხელშეწყობა“;
o „აფხაზეთის სპორტული ტურნირები“;
o „წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა
გამოვლენა დაჯილდოება“;
o „ევროპული არდადეგები“;
o „სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“;
o „ნორჩი ფეხბურთელების საზაფხულო სკოლა“;
o „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების, გუნდების ხელშეწყობა“.
„სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობის“
ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა შემდეგი
პროექტები:
ა(ა)იპ საკალათბურთო კლუბი სოხუმის კოლხა - საქართველოს
კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ U18 „ა“ და U20 ლიგაში
მონაწილეობა და განაცხადი სპორტული ეკიპირების შეძენის თაობაზე;
ა(ა)იპ აფხაზეთის ა/რ ჩოგბურთის ფედერაციის პროექტი - „აფხაზეთის
ახალგაზრდული პირველობა მაგიდის ჩოგბურთში“. (მონაწილეობა მიიღო 60-ზე
მეტმა სპორტსმენმა);
ა(აიპ) აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო
სპორტის პროექტი - „საცხენოსნო შეჯიბრი აფხაზეთის პირველობაზე
წინააღმდეგობათა გადალახვაში“. (მონაწილეობა მიიღო 6 საცხენოსნო კლუბმა და
20 სპორტსმენმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა);
ა(ა)იპ სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი „ფენიქსი“-ს განაცხადი
სპორტული ეკიპირების შეძენის თაობაზე;
ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი „აფხაზეთი 2020“-ის განაცხადი
სპორტული ინვენტარის შეძენის თაობაზე.
სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პროექტი - „სპორტი
გვაერთიანებს“ - სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილეობა მიიღეს სკოლის
მოსწავლეები,.
ა(ა)იპ საკალათბურთო კლუბ სოხუმი შტორმის მონაწილეობა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „ბ“ ლიგის
ჩემპიონატში და ეკიპირება;
ა(ა)იპ აფხაზეთის რაგბის ფედერაციის პროექტი „აფხაზეთის რაგბის
ფესტივალი“. ფესტივალი გაიმართა 5-7 მაისს ასპინძის რაგბის ბაზაზე, მასში
მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულმა
ჭაბუკთა გუნდმა (20 ჭაბუკი) და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან რაგბის
გუნდებმა;
50
ა(ა)იპ
აფხაზეთის
ფარიკაობის
ფედერაციის
პროექტი
„საერთაშორისო ღია ტურნირი ფარიკაობაში - აფხაზეთის თასი“. ტურნირში
მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის სახელით მოასპარეზე 7 მოფარიკავემ.
ა(ა)იპ აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის პროექტი - „გენო ადამიას
ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური ტურნირი ძიუდოში“
ა(ა)იპ საქართველოს ფიტნესის, ბოდიბილდინგის და ფიტნეს
ჩელენჯის
ეროვნული
ფედერაციის
პროექტი
„მსოფლიო
ჩემპიონატი
ბოდიბილდინგსა და ფიტნესში“ . ჩემპიონატი ჩატარდა ესპანეთის ქალაქ სანტა
სუსანაში, მონაწილეობდა 204 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის
საქართველოდან, აფხაზეთიდან დევნილი ლევა გობეჯიშვილი.
ა(ა)იპ ფედერაცია ქართული ჩოგბურთის პროექტი - „აფხაზეთის
თასის გათამაშების საჩოგბურთო ტურნირი - აფხაზეთის თასი 2023“ სადაც
მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 60-მდე
სპორტსმენმა, მათ შორის მონაწილეობა მიიღო 7 აფხაზეთიდან დევნილმა
სპორტსმენმა. აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ესებუამ პირველი საპრიზო ადგილი
დაიკავა, ხოლო დავით ხაბურზანიამ - მესამე საპრიზო ადგილი.
ა(ა)იპ ს.კ. სოხუმი ჯორჯია 2023-ის განაცხადი სპორტული ეკიპირების
შეძენის თაობაზე;
ა(ა)იპ აფხაზეთის ა/რ მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პროექტი „მაგიდის ჩოგბურთში ს. სარხაიანის მემორიალურ ტურნირში მონაწილეობის
მიღება“. ტურნირი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში -15 წლამდე გოგონებსა და
ვაჟ სპორტსმენებს შორის. მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრებმა, 7 აფხაზეთიდან დევნილმა
სპორტსმენმა.
ა(ა)იპ ს.კ. სოხუმი ჯორჯია 2023-ის პროექტი საერთაშორისო
ტურნირი კალათბურთში - „სოხუმის თასი“.
გაწეულმა ხარჯმა 74 618 ლარი შეადგინა.
„აფხაზეთის სპორტული ტურნირების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა:
აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებათა შორის ტურნირი მინიფეხბურთში.
სპორტული
ღონისძიება
„საქართველოს
დამსახურებული
მწვრთნელების ამირან მაისურაძის და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი
ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში“.
გაწეულმა ხარჯმა 9 934 ლარი შეადგინა, რაც 332 ლარით მეტია 2022 წელთან
შედარებით (9 602 ლ)
„წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა გამოვლენა - დაჯილდოება“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს
წლის წარმატებული სპორტსმენისა და
სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მქონე დევნილი ადამიანების
გამოვლენა/დაჯილდოებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში ქ.თბილისში, „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისში“
გაიმართა ქვეპროგრამის საზეიმო ღონისძიება, სადაც წლის წარმატებულ
სპორტსმენებს და სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მქონე
პირებს, გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. გამოვლენილ იქნა 8 საუკეთესო
სპორტსმენი (თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ლუკა ღვინჯილია, მოციგურავე 51
ლუკა ბერულავა, პარამოფარიკავე - ირმა ანი, პარაძიუდოისტი - გიორგი ქალდანი,
ძალოსნები - საბა ადამია, ნათია გადელია, მარიამ მურღვლიანი, ფახბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე) და 2 სპორტის მუშაკი (ფეხბურთი - თემურ ქეცბაია, მაგიდის
ჩოგბურთი - ომარ პაპავა).
გაწეულმა ხარჯმა 7000 ლარი შეადგინა, რაც 6,2 ლარით მეტია 2022 წელთან
შედარებით (6 993, 8 ლ.) (10 ბენეფიციარი)
„ევროპული არდადეგები“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების ინფორმირებას სხვადასხვა
პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის
საქართველოს ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ადამიანის
უფლებებზე, ტოლერანტობაზე, ქართული კულტურისა და იდენტობის ევროპული
ოჯახის კუთვნილებზეა.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
- რაჭაში, შაორის ბანაკში, ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო
აფხაზეთიდან დევნილმა 100 ახალგაზრდამ (მათ შორის 61 ოკუპირებული
ტერიტორიიდან). ახალგაზრდებს მიაწოდეს უახლოესი ინფორმაცია საქართველოს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე,
რომელსაც უზრუნველყოფა გაუწია „საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და
ევროკავშირის შესახებ“. ასევე იმართებოდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და
შემეცნებითი აქტივობები;
ქ. თბილისში დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 50 ახალგაზრდამ,
რომლებმაც მიიღეს უახლოესი ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე და ასევე
დაათვალიერეს ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები
პროექტის მონაწილეებისათვის (150 ახალგაზრდისთვის) შესყიდულ იქნა
საჭირო ეკიპირება.
გაწეულმა ხარჯმა 20 960 ლარი შეადგინა, გასულ წელთან შედარებით 4756
ლარით მეტია (2022 წ - 16 204 ლარი).
„სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოზარდებში ინტელექტუალური, გუნდური,
შემეცნებითი და თავდაცვითი უნარების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის
დანერგვას, მათ წვლილის შეტანას ტერიტორიების დასუფთავების, გამწვანების,
ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
მსოფლიო გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქ.ფოთში,
ჩატარდა ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კომპაქტურ
ჩასახლებაში მცხოვრებმა 80-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ (8 გუნდი).
ტურნირის ბოლოს მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და ნერგების
დარგვა;
ქ. ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების კომპაქტურ
ჩასახლებაში
მცხოვრებმა 50-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ
მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელიც მოიცავდა სათავგადასავლო,
შემეცნებით, კულტურულ, პილიგრიმულ და სასწავლო აქტივობებს, ასევე მოხდა
მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
52
გაწეულმა ხარჯმა 9654 ლარი შეადგინა, გასულ წელთან 6655,1 ლარით მეტი
(2022 წ - 2 998,90 ლარი). (130-მდე ბენეფიციარი)
ნორჩი ფეხბურთელების საზაფხულო სკოლა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე
მცხოვრები ნორჩი სპორტსმენებისთვის სპორტული შეკრების, მათთვის
სპეციალური ტურების, ექსკურსიების მოწყობას, სემინარების ჩატარებას
შეხვედრებს ცნობილ სპორტსმენებთან, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა
და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ჩატარებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრა ზუგდიდის რაიონში, სფფ-ის
რუხის საფეხბურთო აკადემიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო გალის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრებმა 25-მა ნორჩმა სპორტსმენმა.
მათ
ჩაუტარესს
საფეხბურთო
წვრთნები,
მონაწილეები
უზრუნველყოფილები
იყვნენ
საცხოვრებელი პირობებით და კვებით.
ასევე მოზარდები ეწვივნენ ბათუმის დელფინარიუმს და დაესწრნენ უეფას 21წლამდე ევროპის ჩემპიონატის თამაშებს. პროექტის დასასრულს სპორტსმენებს
საჩუქრად გადაეცათ სპორტული ფორმები.
გაწეულმა ხარჯმა 7 636 ლარი შეადგინა, გასულ წელთან შედარებით 6841
ლარით მეტი (2022 წ -795 ლარი), (25 ბენეფიციარი);
აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების, გუნდების ხელშეწყობა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული გუნდების/კლუბების (ფეხბურთი,
კალათბურთი, რაგბი, ამერიკული ფეხბურთი) ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც
ასპარეზობენ აფხაზეთის სახელით.
ქვეპროგრამის ფარგლებშიდაფინასდა:
შპს „საფეხბურთო კლუბი დინამო სოხუმი“ - 42607,20 ლარით;
შპს „საფეხბურთო კლუბი გაგრა “ - 75 000 ლარით;
შპს ფ.კ. „ცხუმი სოხუმი“ - 21 335 ლარით;
შპს რაგბის კლუბი „სოხუმი“ - 17 200 ლარი.
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 156 142 ლარი.
ჯამში „სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებათა ინიციატივების
ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 285 944 ლარი შეადგინა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სხვა აქტივობები
სსიპ „ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ:
- თავისუფალ ჭიდაობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს
პირველობებსა და ტურნირებში აფხაზეთის სპორტსმენების მონაწილეობის
მისაღებად გაიხარჯა 4 505 ლარი. სულ დაფინანსდა 5 ტურნირში 15 აფხაზეთიდან
დევნილი სპორტსმენების მონაწილეობა.
- მის ბალანსზე არსებულ (დაბა წყნეთი, ზონა „გ“ II სართული), სპორტული
დანიშნულების საწვრთნელ-სავარჯიშო დარბაზს ჩაუტარდა 4 990 ლარი
ღირებულების სარემონტო სამუშაოები;
სულ გაიხარჯა 9 495 ლარი
53
ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობისა
და გარემოს დაცვის მიმართულება
მიმართულებით გაწეული საქმიანობის მოცულობა შეადგენს 674 616 ლარს,
რაც 54 983 ლარით (+8,9%-ით) მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით (2022წ 618 457 ლ.).
მიმართულების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ
საკითხებს წარმოადგენდა: იგპ-ების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების,
აგრარული სექტორის მხარდაჭერის, დასაქმების ამაღლებისა და სამუშაო ძალის
განვითარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება; მცირე და საშუალო
მეწარმეობის ხელშეწყობა; დევნილთა ინფორმირება და
კონსულტირება
საინვესტიციო რესურსების მოზიდვისა და სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში
მონაწილეობის
მისაღებად;
ეკონომიკურ
პროექტებში
საერთაშორისო
ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება.
მიმართულების ფარგლებში განხორციელდა 4 პროგრამა. კერძოდ:
1. „ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამა;
2. „ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამა;
3. ,,აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს
მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)
მარკეტინგული მომსახურების“ პროგრამა;
4. პროგრამა „სინერგია - პროექტების თანადაფინანსება აფხაზეთიდან
დევნილი და გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“
1. „ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამა
შედგებოდა 4
ქვეპროგრამისგან:
1.1 „დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა;
1.2 „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობის“ ქვეპროგრამა;
1.3 „ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“;
1.4 „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობის“
ქვეპროგრამა.
1.1 „დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის მიზანი იყო ეკონომიკური და
პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების პროცესში მიზნობრივი
ჯგუფის დასაქმების/თვითდასაქმების ხელშეწყობა შესაბამისი პროფესიულტექნიკური აქტივებისა და, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ-ტექნიკური
უნარ-ჩვევების
უზრუნველყოფის
გზით.
კომისიურად
გამოვლინდა
27
გამარჯვებული. მათთვის შეძენილ იქნა 50 000 ლარის ღირებულების მოთხოვნილი
62 აქტივი. 4 ბენეფიციარი დამატებით უზრუნველყოფილ იქნა პროფესიონალტექნიკური განათლებით შესაბამის დაწესებულებებში/კოლეჯებში - 4 730 ლარი.
გაწეული ხარჯი 76 409 ლარს შეადგენს.
54
1.2 „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურების“ ქვეპროგრამის მიზანი იყო
აფხაზეთიდან იგპ-თა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად
მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური მომსახურების გაწევა რუხის
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ „აფხაზეთში“.
რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში აფხაზეთიდან 400-მდე იგპს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს გაეწია კონსულტაცია/დახმარება
ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროგრამებში/პროექტებში ჩასართავად ბიზნესპროექტების შედგენასა და შესაძლო დაფინანსების წყაროების მოძიებაში, ასევე
სხვადასხვა ეკონომიკური მომსახურეობის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე,
რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა დაიწყო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა
და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის
განვითარების სააგენტოდან SlovakAid მოპოვებული და მიღებული გრანტის
პროექტ „შეფუთვის სერვისი საოჯახო წარმოების განვითარებისათვის“
პრაქტიკული ათვისება, რაც გულისხმობს აფხაზეთიდან იგპებ-ის სამეურნეოსამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების მიზნით მათთვის შეფუთვა-დაფასოების
მობილური სერვისის გაწევას სასოფლო-სამეურნო პროდუქციის ფართო
ასორტიმენტისათვის. ამ ეტაპზე ხსენებული მიმართულებით უსასყიდლო
მომსახურეობა გაეწია 80-დე დევნილ ოჯახს.
გაწეული ხარჯი 58 417 ლარს შეადგენს.
1.3. „ეკონომიკური მომსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“
ქვეპროგრამის მიზანი იყო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ლეგიტიმურად მცხოვრემი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გაძლიერება და მათი კეთილდღეობის ზრდა. ქვეპროგრამა ფაქტობრივად შედგება
ორი ნაწილისაგან - ვეტერინარული მომსახურეობის გაწევა გალის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე; აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით
შესაბამისი ღონისძიებების გატარება გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
ვეტერინარული მომსახურეობისა და სერვისების მიწოდების ჭრილში
გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე შერჩეულ
და შესყიდულ იქნა 20 301 ლარის ვეტმედიკამენტები/ვეტპრეპარატები, რომლებიც
გადაეცა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ და
წინასწარ შერჩეულ 8 ვეტსპეციალისტს. ვეტსპეციალისტებმა ჩაატარეს საშიში
ინფექციური
(ზოონოზური)
დაავადებების
საწინააღმდეგო
იმუნიზაცია.
ვეტმომსახურეობა გაეწია 15200-მდე მსხვილფეხა რქოსანს და 1700-მდე ფრთა
ფრინველს; სარგებელი მიიღო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ლეგიტიმურად მცხოვრებმა 3200 ოჯახმა.
- „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო
პროგრამის“
ფარგლებში,
„ფაროსანას“
საწინააღმდეგოდ
სათანადო
ღონისძიებებების
უზრუნველსაყოფად,
ერთწლიანი
და
მრავალწლიანი
კულტურებისა ქიმიური დამუშავების მიზნით, გამოყოფილი ქიმიური პრეპარატ
„ბიფენტრინის“ 10 000 ლიტრი გადატანილ იქნა გალის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე და გადანაწილდა წინასწარ შემუშავებული სიის მიხედვით, (11
55
კოორდინატორის მეშვეობით, მათზე დაკისრებული გალის რაიონის 11 ზონის
მიხედვით (სადაც გაერთიანებულია 25 ადმინისტრაციული ერთეული, 43 სოფელი).
საერთო ჯამში დამუშავდა მრავალწლიანი (თხილი) და ერთწლიანი (სიმინდი)
კულტურები 20 520 ჰა მიწის ფართობზე. სარგებელი მიიღო გალის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებმა 16 848 ოჯახმა. (მათი ოჯახების
სულადობის გათვალისწინებით დაახლოებით 48 724 ბენეფიციარმა);
გაწეული ხარჯი 104 309 ლარს შეადგენს.
1.4 „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურების“
ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის მიზანი იყო მიზნობრივი ჯგუფის საცხოვრებელი, სამუშაო და
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი
ობიექტების დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიხცხვის შედგენა. ქვეპროგრამის
განხორციელების შედეგად, 85 ობიექტზე მომზადებულ იქნა სამშენებლოსარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული დეფექტური აქტებისა და შესაბამისი
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია.
გაწეული ხარჯი 33 000 ლარს შეადგენს.
ჯამში „ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამის შესრულებამ
135 ლარი შეადგინა.
2. „ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამა
პროგრამა შედგებოდა 2 ქვეპროგრამისგან:
2.1 „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“
2.2 „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების
მხარდაჭერა“
272
წარმოების
2.1 „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ ქვეპროგრამის მიზანი
იყო აფხაზეთიდან დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება მათი საქმიანი
წინადადებებისა და ბიზნეს-პროექტების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის
გზით.
კომისიური წესით გამოვლინდა აფხაზეთიდან დევნილი 16 გამარჯვებული
ბენეფიციარი,
რომლებისთვის შესყიდულ იქნა რამდენი 87 222 ლარის
ღირებულების მოთხოვნილი 35 აქტივი მათ შორის მექანიკური აგრეგატები,
როგორიცაა ხელის მინი-ტრაქტორები; სხვადასხვა სახის დანადგარები, დაზგები,
მოწყობილობები და სხვა.
გაწეული ხარჯი 112 422 ლარს შეადგენს.
2.2 „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების
მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა
სასოფლო-სამეურმეო კულტურების წარმოების პროცესში შესაბამისი ნერგებით
მხარდაჭერის გზით,
ბენეფიციარების ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამაში
56
„დანერგე მომავალი“ ჩართულობასთან დაკავშირებით და გარკვეული პროექტების
შემუშავება და განხორციელება ენდემური კულტურების წარმოების კუთხით.
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად:
ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოსთან“ გაფორმებული
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, „დანერგე მომავალი“
ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საერთო
ღირებულების 70%-ს ფარავს სახელმწიფო, 20%-ს - აფხაზეთის ა(ა)იპ „ეკონომიკური
პროგრამების სააგენტო (მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარისა), 10%-ს - თავად
ბენეფიციარი. რაც შეეხება ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ბენეფიციარებს, მათი
თანადაფინანსების სქემა შემდეგნაირია: სახელმწიფო აფინანსებს ბენეფიციარის
პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, სააგენტო - 10%-ს (მაგრამ, არაუმეტეს 1500
ლარისა), თავად ბენეფიციარი 10%-ს.
თანადაფინანსება გაეწია აფხაზეთიდან დევნილ ერთ ბენეფიციარს (სააგენტოს
მხრიდან დაფინანსდა 2500 ლარით);
გამოვლენილ 100 ბენეფიციარს (აქედან, 91 გალის ოკუპირებული
ტერიტორიიდან) გადაეცა, „ჩანდლერის“ ტიპის 707 ძირი კაკლის, 970 ძირი
ტყემლის
(მ.შ
900
ძირი
ოკუპირებული
ტერიტორიაზე
მცხოვრებ
ბენეფიციარებისათვის), 1070 ძირი ქლიავის (მ.შ 1000 ძირი ოკუპირებული
ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებისათვის) და 200 ძირი მანდარინის ჯიშის
ნერგები;.
მოხდა გალის ოკუპირებული ტერიტორიის 11 ზონის (ჯამურად
აერთიანებს 43 სოფელს) უზრუნველყოფა 11 მოტობლოკით (თითოეულ ზონას
ერთი მოტობლოკი), რომლითაც ისარგებლებს იქ ლეგიტიმურად მაცხოვრებელი
მოსახლეობა. მოტობლოკები გადეცა 11 ზონის პასუხისმგებელ პირს;
- აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიის ბენეფიციარებისათვის
განკუთვნილი ნერგები (1900 ძირი) და 11 მოტობლოკი უსასყიდლოდ მოგვაწოდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ა(ა)იპ „სოფლის
განვითარების სააგენტომ“
აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფი (აფხაზეთის ომის ოთხი ვეტერანი)
დაკმაყოფილდა 1 სასათბურე კონსტრუქციის მოწყობით;
გარკვეული ენდემური და მარადმწვანე კულტურების წარმოების
მიზნით დასრულდა 6 მინი სასათბურე კონსტრუქციის ინსტალაცია კრწანისის
ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაიტვირთა ბზის, ტუიასა და
კიპაროსის ნერგებით.
გაწეული ხარჯი 72 610 ლარს შეადგენს.
ჯამში „ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამის შესრულებამ 185
032 ლარი შეადგინა.
3. „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს
მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)
მარკეტინგული მომსახურების“ პროგრამა
57
პროგრამის
ფარგლებში
თითოეული
პოლიკლინიკისათვის
შეიქმნა
სოციალური გვერდი, რაც მიზნობრივი ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისებთან
და აქციებთან დაკავშირებული ინფორმაციების ეფექტიანი ფორმით მიწოდებას
უზრუნველყოფს. შეიქმნა პოსტერები, ახალი ლოგოები ინდივიდუალურად
პოლიკლინიკებისთვის და სოციალური გვერდების ქავერები.
შემუშავდა მარკეტინგული კამპანია #თქვენიექიმი, რომელიც მოიცავდა
სააგენტოს მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების
(წამყვანი სპეციალისტებისა და მთავარი ექთნების) ფოტო გადაღებასა და
სოციალურ გვერდებზე განთავსებას. კამპანია მიზნად ისახავდა პოლიკლინიკების
ცნობადობის ზრდას, საზოგადოებაში პოზიტიური ავტორიტეტის ჩამოყალიბებასა
და პერსონალის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
გაწეული ხარჯი 31 345 ლარს შეადგენს.
4. „სინერგია - პროექტების თანადაფინანსება აფხაზეთიდან დევნილი და
გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“ პროგრამის
მიზნანია
პროექტი ითვალისწინებს
აფხაზეთიდან იგპ-ებისა და ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებას,
ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, დასაქმების ზრდასა და კეთილდღეობას
საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, კერძო და საჯარო სექტორთან,
საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის, ფინანსური რესურსების მოძიებისა
ან/და საერთო პროექტების (თანადაფინანსების) განხორციელების გზით.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა :
- პროექტი „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის
მშენებლობისთვის“ (რომელსაც აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა
სამინისტრო) - დაფინანსდა 4 თვის საცხოვრებელი ქირა სამეგრელოში, დაბა
ჯვარში
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი 6
ახალგაზრდისათვის,
რომელთაც გაიარეს სანტექნიკის სერტიფიცირებული
სასწავლო კურსი კოლეჯ ,,ლაკადაში".
გაწეული ხარჯი 2 880 ლარს შეადგენს. .
- საგრანტო პროექტის “ვიტამინო” ფარგლებში დამზადებული ჩირეული
ნუგბარი, საჩუქრად გადაეცა 204 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც
ცხოვრობენ ზუგდიდის, ხობისა და წყალტუბოს კომპაქტურად ჩასახლებულ
დევნილთა საცხოვრებელ სახლებში. გადაცემული სასაჩუქრე შეფუთვა და
ბრენდირება შეძენილ იქნა პროგრამის „სინერგია“ ფარგლებში.
გაწეული ხარჯი 1176 ლარს შეადგენს. .
- პროექტი „ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების სოციალური საწარმო(ები) „სამკერვალო სახლისა“ და „სილამაზის სახლის“
მატერიალური მხარდაჭერა“ დაფინანსდა კონკურსში გამარჯვებული 2
ბენეფიციარი.
- სამკერვალო საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, შესყიდულია 3
სახეობის 5 ერთეული საკერავი მანქანა, გაწეული ხარჯი შეადგენს 16 321 ლარს.
58
- „სილამაზის სახლის“ მოწყობასთან დაკავშირებით შესყიდულ იქნა წვრილი
ტექნიკა, სალონის ინვენტარი და სტერილიზაციის აპარატი. გაწეული ხარჯი
შეადგენს 7079 ლარს
ასევე მოხდა კრიოლიპოლიზის აპარატის შეძენა, რომლის ღირებულებაა 8880
ლარი, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე გადახდა მოხდება 2024 წელს.
აღნიშნული აქტივები ბენეფიციარებს გადაეცემა 2024 წლის თებერვალში.
სულ გაწეული ხარჯი შეადგენს 23 400 ლარს
- პროექტი „არადუ“ - რომლის მიზანი იყო ქართულ-აფხაზური
ურთიერთობების აღდგენა და მონატრებული, საყვარელი „გამაგრილებელი
სასმელით“ ახალი წლის მილოცვა.
- პროექტის ფარგლებში შემუშავდა ლოგოს (სასაქონლო ნიშნის) დიზაინი
ქართულ და აფხაზურ ენებზე, ასევე შემუშავდა და დაიბეჭდა ბოთლის ეტიკეტი,
შეძენილ იქნა „არადუს“ დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები და სხვა.
დაფინანსდა გამაგრილებელი სასმელის ჩამოსხმა (0,5 ლიტრიანი მოცულობის 20
000 ბოთლი), შეფუთვა და ტრანსპორტირება ქარხნიდან სოფელ რუხში, სადაც
გადაეცა კომპანია „ამრა 22“ , რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის
თანხმობა (გამოწემულია მთავრობის განკარგულება) ოკუპირებულ ტერიტორიაზე
განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა და მინიჭებული აქვს სპეც საწარმოს
სტატუსი),
რომელმაც
თვირთი
გადაიტანა
ოკუპირებული
აფხაზეთის
ტერიტორიაზე.
გაწეული ხარჯი 20 578 ლარს შეადგენს.
სულ პროგრამით გაწეული ხარჯი შეადგენს 48 034 ლარს, მათ შორის
პროგრამის შესრულებამ 46 859 ლარი + დამატებითი 1175 ლარი
ა(ა)იპ
,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის“ აპარატის
ბიუჯეტიდან
ეკონომიკური მიმართულების სხვა აქტივობები:
სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო
პალატის მხარდაჭერით, გარე და შიდა საგამოფენო სივრცეში მოწყობილ 70
გამოფენა-გაყიდვაში 240 აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა,
რამაც ხელი შეუწყო მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასა და მათი
პროდუქციის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TIKA)
ერთობლივი
,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერება-თვითდასაქმება’’ პროექტის
ფარგლებში, 8 დევნილმა ქალბატონმა გაიარა სუტაჟის დამზადებისა და სილამაზის
ინდუსტრიის კურსი. მათ გადაეცათ სერთიფიკატები და საქმიანობისათვის საჭირო
ინვენტარი. TIKA-ს მიერ გადაცემული ინვენტარის ღირებულებაა 34580 ლარი.
ტრენერთა ანაზღაურებამ შეადგენდა 6400 ლარს.
პროექტის განხორციელებამ ჯამში შეადგინა 40 990 ლარი.
59
ა(ა)იპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო
მიერ შემუშავებული და
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ
მხარდაჭერილი შესაბამისი პროექტის განხორციელების შედეგად, აფხაზეთიდან
დევნილი 3 ქალბატონი (ორი წალინჯიხას რაიონში - სოფლები ჭალე და ფახულანი;
1 ზუგდიდის რაიონში - სოფელი რუხი) სრულად უზრუნველყოფილ იქნენ
საყვავილე სასათბურე მეურნეობის მოწყობით.
წარმატებით დასრულდა ყველა აუცილებელი სამუშაო ზუგდიდის რაიონის
სოფელ რიყეში არსებული არასასოფლო-სამეურნეო ფართის სასოფლო-სამეურნეო
სტატუსად გარდაქმნასთან/ცვლილებასთან დაკავშირებით. ფართი ელექტრონული
აუქციონის წესით გაიცა იჯარის სახით;
განხორციელდა პროექტი „შეფუთვის სერვისი საოჯახო წარმოების
განვითარებისათვის“
რომელიც
ნაწილობრივ
დააფინანსა
სლოვაკეთის
საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ (SAIDC). ბიუჯეტი 14000 ევრო, აქედან სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების
სააგენტო წილი შეადგენდა 10 000 ევროს.
- პროექტი ითვალისწინებდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში მცხოვრები
იგპ-ების საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერასა და დასაქმების ზრდას, მათი
ნაწარმის ღირებულებისა და შემოსავლების ზრდა მობილური შეფუთვადაფასოების სერვისის მიწოდების გზით. აგრეთვე, მეწარმეთა კვალიფიკაციის
ამაღლება ხილის ჩირისა და ბაზარზე მოთხოვნადი სხვა პროდუქტების წარმოების
საკითხებში.
პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა: მრავალფუნქციური შესაფუთი
დანადგარი 3 500 ლარი; ავტომანქანა სადაც დამონტაჯდა დანადგარი 26789 ლარი;
ელექტრონული სასწორი 163 ლარი; პორტატული ტენზომი 500 ლარი; შესაფუთი
მასალები 4 628 ლარი; საწვავი 3671 ლარი.
სულ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 39 251ლარი (აქედან აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ასიგნებებიდან
გაიხარჯა 9 968
ლარი
დანარჩენი
29283
ლარი
სლოვაკეთის
საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (SAIDC) გრანტიდან
მანქანა დანადგარები გადაეცა სსიპ სსიპ – ეკონომიკური პროგრამების
სააგენტოს და საანგარიშო პერიოდში 80-მა ბენეფიციარმა ისარგებლა შეფუთვის
მობილური მომსახურებით და შესაბამისი კონსულტაციით.
იგპ-ების ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით
ახალი პროგრამების შემუშავება-დანერგვა მხრივ - აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადდა:
პროგრამული ინიციატივა „ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გავრცელება
იგპ-ების სასტუმროებსა და კვების ობიექტებში“, რომლის მიზანია მასპინძლობის
სექტორში მომუშავე იძულებით გადაადგილებულ პირ დევნილების მცირე და
საშუალო ზომის სასტუმროებსა და კვების ობიექტებს ენერგოეფექტური მიდგომისა
და ტექნოლოგიების დანერგვაში და შესაბამისი ხარჯების შემცირებაში ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამის განხორციელება იგეგმება2024 წლიდან;
ორგანიზაცია
„ელკანასთან“
და
ჩირების
მწარმოებელ
ერთ-ერთ
ბენეფიციართან შემუშავდა ერთობლივი პროექტი „აგრარული დარგის
60
პოპულარიზაცია აფხაზეთის №2 საშუალო სკოლაში მე-9 და მე-10 კლასის
მოსწავლეებში“. აღნიშნული პროექტის განხორციელება იგეგმება 2024 წლისთვის.
სსიპ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების,
კვალიფიკაციის ამარლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ბიზნეს
ინკუბატორის მხარდაჭერით (აპლიკანტების, დონორების მოძიება, დახმარება
პროექტების მომზადებაში) 2023 წელს დაფინანსდა 14 ერთობლივი პროექტი
(პროექტების ჯამური თანხა 57 829 ლარი), მ.შ:
- USAID-ის პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 10 ბიზნეს პროექტი 33 329
ლარის ოდენობით (20 მონაწილიდან 10 აფხაზი და 10 ქართველი):
„სამურზაყან ტურის“ კოტეჯების მშენებლობა (1276ლ),
დეკორატიული აგურის წარმოება (3900ლ),
სამედიცინო სათვალეების რეალიზაცია აფხაზეთში (3500ლ),
სამხატვრო სალონი (771ლ),
საოჯახო ფერმერული მეურნეობისათვის მიწათმოქმედი კულტივატორი
(3186ლ),
საოჯახო ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად (ბოსტნეულის მოყვანა)
მულჩის (პოლიეთილენის ფირი) შეძენა (1836ლ),
ხის ყუთების დასამზადებლად ლენტურა ხერხის გადაცემა (8280ლ),
დეკორატიული მცენარეების ნერგები (2580ლ)
იდეალის ჯიშის ნიგვზის ნერგები (4000ლ)
სილამაზის სალონი (4000ლ)
- მშვიდობის ფონდის მიერ დაფინანსდა მეფრინველეობის 2 ბიზნეს პროექტი
ჯამური თანხით 22 000 ლარი (2 აფხაზი და 2 ქართველი მონაწილე) -15 000 ლარი
და 7 000 ლარი.
- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის მიერ დაფინანსდა 2
ქართულ-აფხაზური ბიზნეს პროექტი ჯამური თანხით 2 500 ლარი „სამურზაყანტურის“ მუსიკალური ინსტრუმენტები (1500 ლარი) და სილამაზის სალონის
ინვენტარი (1000 ლარი).
- ფუნქციონირებს განახლებადი ონლაინ ბიზნეს კატალოგი, რომელიც
აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას ემსახურება.
ამჟამად განთავსებულია
ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილი 90 მეწარმის
საქმიანობის შესახებ (http://chamber.abcci.ge/home
- 2023 წელს პალატის ორგანიზებით დევნილი 20-მდე მეწარმემ დაესწრო
შემდეგ ბიზნეს ფორუმებსა და საქმიან შეხვედრებს:
საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის
(RIITI) პრეზენტაციას;
საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმს;
საქართველოსა და სლოვენიის ბიზნეს ფორუმს;
საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმს;
საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმს;
საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმს.
დაინტერესებულ პირებს და მეწარმებს უტარდებოდათ ბიზნესკონსულტირება, ეძლეოდათ რეკომენდაციები. აღმოჩენილი იყო
პრაქტიკულ
61
დახმარება პროექტების მომზადების საკითხებზე. ჯამში მომსახურება გაეწია 46
ბენეფიციარს.
სულ 139 245 ლარი
სამომავლო გეგმები
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა, როგორც წინა წლებში, ასევე, გასულ
საანგარიშო პერიოდშიც ძირითადად წარიმართა აფხაზეთის საზოგადოების
გაერთიანებისა და მათი უფლებების დაცვის მიმართულებით.
უმთავრეს პრიორიტეტად რჩება აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და
თანამშრომლობის ხელშეწყობა, ქვეყნის დეოკუპაციისათვის ქმედითი ნაბიჯების
გადადგმა და, ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების,
კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების თვალსაზრისით.
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია
აგრეთვე საზღვარგარეთ მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ დიასპორასთან
კონტაქტების გაღრმავება და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური
კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მეშვეობით
მათთან კულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი თუ სხვა სახის
ღონისძიებების წარმართვა/ორგანიზება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო
გაააქტიუროს მუშაობა, როგორც
დევნილ, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე
მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, რათა მათ გაეზარდოთ
წვდომა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენ მიერ შეთავაზებულ
ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას განათლების,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თუ სხვა მიმართულებით.
აფხაზეთის მთავრობა კვლავინდებურად გეგმავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრებთა განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას, რათა
გალის რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული სკოლების მოსწავლეებმა არა მარტო
გაიღრმავონ ცოდნა (დისტანციურ რეჟიმში) სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში,
არამედ მიიღონ აქტიური მონაწილეობა კონკურსებში, ეროვნულ ოლიმპიადებში,
სხვადასხვა პროექტსა და ღონისძიებაში. ასევე დაგეგმილია გალის რაიონის
ტერიტორიაზე განთავსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხარდაჭერა
მათი ფუნქციონირებისა და სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით. ამასთან,
განსაკუთრებული
ყურადღება
ექცევა
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე
კურსდამთავრებულ აბიტურიენტთა განათლების გაგრძელების ხელშეწყობის,
მასწავლებლების და სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადების
საკითხებს.
იგეგმება გალის რაიონის
სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო
სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის
ფინანსური დახმარების გაზრდა.
62
სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა ახალგაზრდებში ჯანსაღი
ცხოვრების წესის პროპაგანდას, ხორციელდება და მომავალშიც იგეგმება მრავალი
საინტერესო აქტივობა დევნილი ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის, მათ შორის
მატერიალური მხარდაჭერის კუთხითაც.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების
შემცირებისა და
დევნილთა მიმართ განსახორციელებელი მიზნობრივი
პროგრამული ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდის მიმართულებით.
ახალი რეალობის და გამოწვევების გათვალისწინებით, გრძელდება
ინტენსიური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები
მოქალაქეების
სხვადასხვა
სახის
ეკონომიკურ
და
ბიზნეს-პროექტებში
ჩართულობის, მათთვის შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი წინადადებების
მიწოდების, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით, რაც, საბოლოო
ჯამში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებისკენ, ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში
ნდობის აღდგენისა და,
როგორც ეკონომიკური, ასევე, პირველ რიგში, პიროვნული კავშირურთიერთობების
გაღრმავებისკენ იქნება მიმართული.
63