„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2024
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/378/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-02
ბიუროს ნომერი 338

📜 ტექსტი

ანგარიში
დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წ. 1 სარჩევი  შესავალი ..........................................................................................................................................................3  სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ............................................................................3  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო .................................................. 16  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ...................................... 16  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო................................................ 21  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო .............................. 29 2  შესავალი 2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას. „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი აწესრიგებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს.  სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 1. ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) თავის საქმიანობას წარმართავს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი ძირითადი ფუნქცია არის შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტო უზრუნველყოფს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, რომელიც ემსახურება ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებლების მხარდაჭერას და დასაქმების ხელშეწყობას. 2023 წელს სააგენტომ განახორციელა ,,დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებული ,,დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს 3 ქვეპროგრამას: ა) ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება; ბ) ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით, სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; გ) ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია, სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის/დახმარების უზრუნველყოფის გზით. 2020- 2023 წლების საქმიანობის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები:  შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 2020-2023 წლებში დარეგისტრირდა 65 023 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 2023 წელს - 17 339 სამუშაოს მაძიებელი. 3  2020-2023 წლებში, ინდივიდუალური კონსულტირება ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის ქ. თბილისის რაიონულ სერვის ცენტრებში, გაეწია 106 253 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის: 20 102 სამუშაოს მაძიებელს ადგილობრივ ღია შრომის ბაზარზე დასაქმების მიზნით, ამათგან 11 329 პირის კონსულტირება მოხდა 2023 წელს. 86 151 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს კონსულტირება გაეწია მუნიციპალურ დონეზე, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით (აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაიწყო 2022 წლიდან).  მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 675 მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება, ამათგან 198 პირს 2023 წელს.  კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება გაეწია 10 421 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 161 - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამათგან 4 856 სამუშაოს მაძიებელს - 2023 წელს.  საშუამავლო მომსახურება მიეწოდა 9 692 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 2 626 პირს - 2023 წელს.  ჩატარდა 36 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 750-მდე დამსაქმებელმა და 4800-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებლებმა. 2023 წელს ჩატარდა 9 ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 250 -ზე მეტმა დამსაქმებელმა და 800-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა.  სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 91 დამსაქმებელი და 593 სამუშაოს მაძიებელი (სტაჟიორი), მათ შორის 2023 წელს - 31 დამსაქმებელი და 144 სამუშაოს მაძიებელი.  ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 19 დამსაქმებელი და 28 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 2023 წელს - 5 დამსაქმებელი და 14 სამუშაოს მაძიებელი.  სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 8 950 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის, 3 911 პირმა - 2023 წელს.  საკვანძო კომპეტენციების ტრენინგ - კურსებში მონაწილეობა მიიღო 1547 სამუშაოს მაძიებელმა.  2020-2023 წლებში, ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 33 264 სამუშაო მაძიებელი, აქედან 15 899 - 2023 წელს. გარდა ამისა, 39 999 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე.  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, 2 732 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ, აქედან 2023 წელს 1 193 პირზე, ხოლო 20 პირი დასაქმდა ისრაელის სახელმწიფოში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, მათ შორის 2023 წელს - 3 (ისრაელის სახელმწიფოში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში). შემდგომ ქვეთავებში წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს დეტალურ ანგარიშს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების შინაარსზე, სამიზნე ჯგუფებსა და მიღებულ შედეგებზე. 1. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, პროფილირება და კონსულტირება სამუშაოს მაძიებელთა ძირითადი რეგისტრაცია ხორციელდება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge. 2023 წელს სისტემაში რეგისტრაცია გაიარა 17 339 სამუშაოს მაძიებელმა. მათ შორის ქალი - 10 446, ახალგაზრდა - 4 290. რაც შეეხება რეგისტრირებულთა განაწილებას ქ. თბილისსა და რეგიონებში, ყველაზე მეტი რაოდენობის რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელია ქ. თბილისსა და იმერეთში. სააგენტოს სერვის ცენტრებში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 11 329 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის, ქალი - 7 625, ახალგაზრდა - 3 112, შშმ პირი - 348, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირი - 2 773, დევნილი - 881. 4 ინდივიდუალური კონსულტირების დროს ხდება სამუშაოს მაძიებლის პროფილირება და მისი დასაქმების შესაძლებლობების შეფასება. პროფილირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შეფასების მეთოდოლოგია შემუშავებულია ევროკავშირის პროგრამის “skills4jobs” ფარგლებში არსებული ტექნიკური დახმარების ჯგუფის ექსპერტების მიერ. მეთოდოლოგიის გადახედვა და განახლება ხდება ყოველწლიურად, არსებულ საჭიროებებზე მისადაგების მიზნით. შეფასების შედეგად სამუშაოს მაძიებლები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად: 1. დასაქმებულია და ეძებს უკეთეს სამსახურს; 2. უმუშევარია და და ეძებს სამსახურს. თავის მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა მეორე ჯგუფი იყოფა 3 ქვე-ჯგუფად, ესენია: A კატეგორია, რომელსაც გააჩნია შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარები და სააგენტო უწევს საშუამავლო მომსახურებას და ამისამართებს დამსაქმებელთან. B და C კატეგორიებს მიეკუთვნებიან ის სამუშაოს მაძიებლები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა შეძლონ შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაცია, თუნდაც კონკურენციის არსებობის პირობებში. პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სამუშაოს მაძიებლებს სააგენტო სთავაზობს საშუამავლო მომსახურებას, რომლის ფარგლებში მათ ეგზავნებათ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით, ასევე ეგზავნებათ მოსაწვევი მასობრივ გასაუბრებებსა და დასაქმების ფორუმებზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. A კატეგორიის სამუშაოს მაძიებლებს სააგენტო სთავაზობს კონსულტირებას დასაქმების მიმართულებით და ასევე საშუამავლო მომსახურებას. B და C კატეგორიებს მიკუთვნებულ სამუშაო მაძიებლებს კონსულტანტები სთავაზობენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტაციებს, ასევე პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენას და გეგმის მიხედვით კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვას. გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებისა, სააგენტო, სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს ჯგუფურ კონსულტაციებს, რა დროსაც ხდება ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული ძირითადი ინფორმაციის მიწოდება, ასევე კონსულტაციები ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მოძიების, მასზე გამოხმაურებისა და დამსაქმებლებთან ინტერვიუების კუთხით პრაქტიკული რჩევების მიწოდების მიზნით. ჯგუფური კონსულტირების ფარგლებში, სააგენტომ პროექტის - ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)‘‘ - ფარგლებში, განახორციელა „SHUTTLE - მეთოდოლოგიის“ პილოტირება ორ მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ჯგუფური კონსულტირებები ჩატარდა ქ. ზუგდიდისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში. სულ პროექტში მონაწილეობა მიიღო 40 ბენეფიციარმა (ზუგდიდი-22, რუსთავი18). პროექტი დატოვა 8 მონაწილემ, დასაქმდა 16, ხოლო თვითდასაქმებულია 8 ბენეფიციარი. 10 მონაწილემ დაიწყო სწავლა პროფესიულ სასწავლებელში. ჯგუფური კონსულტაციის ინსტრუმენტი ასევე წარმატებით დაინერგა „პროფესიული გადამზადების ცენტრის“ ბენეფიციარებთან (მსჯავრდებულებთან). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2023 წელს გაგრძელდა „უვადო მსჯავრდებულთათვის გათავისუფლების მოსამზადებელი პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა უწყების მიერ გაწეული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 5 დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და პროგრამების შესახებ დაიგეგმა ტრენინგები ქ. რუსთავის დაწესებულებაში, უმეტესწილად ჯგუფებად დაყოფილ მსჯავრდებულებთან. ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდა 2023 წლის 1 და 2 თებერვალს, სადაც მონაწილეობა მიიღო 4 მსჯავრდებულმა. სააგენტოში 2023 წელს რეგიონულ დონეზე შეიქმნა მობილური ჯგუფები და დამტკიცებული იქნა ,,მობილური ჯგუფის საქმიანობის წესი“. მობილური ჯგუფების უმთავრესი ამოცანაა პროაქტიული მუშაობა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფა. მობილური ჯგუფების მუშაობის მიზანია გაიზარდოს სოფლად მცხოვრები სამუშაოს მაძიებლების წვდომა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებსა და სერვისებზე. მაისის მეორე ნახევრიდან, მობილურმა ჯგუფებმა დაიწყეს ინტენსიური შეხვედრები მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. სულ ჩატარებულია 269 საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრებს ჯამში დაესწრო 4 321 პირი. მათ შორის, 1 688 პირი დარეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში სამუშაოს მაძიებლად. სააგენტოს თანამშრომლები, შეხვედრების ფარგლებში, ადგილზე უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართვას სააგენტოს მიერ შემუშავებულ სხვადასხვა პროგრამებში. 2. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში ჩართვა ხორციელდება კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის შედეგების გათვალისწინებით, რა დროსაც ფასდება სამუშაოს მაძიებლის პროფილი, მისი დასაქმების შესაძლებლობები, დგება პროფესიული და კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. აღნიშნულ გეგმაში კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის მიერ, სამუშაო მაძიებელთან შეთანხმებით, იწერება ის პროგრამები, რომელიც კონკრეტულ პირს ესაჭიროება პროფესიული განვითარებისთვის, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვისა და საბოლოოდ წარმატებულად დასაქმებისთვის. სწორედ ამიტომ, სამუშაოს მაძიებელთა ჩართვას პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში წინ ყოველთვის უსწრებს კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის კონსულტაცია. შესაბამისი სპეციალისტის მიერ 2023 წელს აღნიშნული კონსულტაცია ჩაუტარდა 4 856 სამუშაოს მაძიებელს. მათ შორის, ქალი - 3593, ახალგაზრდა 1447, შშმ პირი - 97, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირი - 630, დევნილი - 487. აღსანიშნავია, რომ სსიპ - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარებსაც მიეწოდა კარიერული განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში, სულ კონსულტირება გაიარა 29 უვადო მსჯავრდებულმა. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სამუშაოს მაძიებელი შეძლებს ფეხი აუწყოს შრომის ბაზრის შეცვლილ მოთხოვნებს, მოკლე დროში აიმაღლოს კვალიფიკაცია და წარმატებით დასაქმდეს პროფესიით. პროგრამის ერთ ერთ მიზანს წარმოადგენს შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელთა მომზადება. 2023 წელს სასწავლო პროცესში 97 მოთხოვნად პროფესიაზე ჩაერთო 3 911 მოსარგებლე (ქ. თბილისი - 2 173, აჭარა - 131; გურია - 95, იმერეთი - 442, კახეთი - 270, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 536, ქვემო ქართლი 222, სამცხე-ჯავახეთი - 32), საიდანაც 3 008 ქალია. 3 911 სამუშაოს მაძიებლიდან 2023 წელს სწავლა დაასრულა - 2 007, ხოლო 1 700 სწავლას აგრძელებს 2024 წელს. 2023 წელს ასევე სწავლა დაასრულეს 2022 წლის ბოლოს ჩარიცხულმა სამუშაოს მაძიებლებმა, სულ 909 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის ქალი - 662. 6 2022 წლის პროგრამის მონაწილეებიდან, 2023 წელს დასაქმდა 102 პირი (11.2%). 2023 წლის პროგრამის მონაწილეებიდან, დასაქმებულია 1 312 (33.5%). სულ პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს, დასაქმებულია 1 414 პირი. იმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, ვინც სწავლას 2024 წელს დაასრულებს, აისახება 2024 წლის სტატისტიკაში. სამუშაო მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კიდევ ერთი ინსტრუმენტია სტაჟირება დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით. 2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო 31 დამსაქმებელი (ქ. თბილისი - 5 და რეგიონები - 26) და 144 სტაჟიორი. მათ შორის, ქალი - 108, ახალგაზრდა 60, შშმ პირი - 6 (ქ. თბილისი - 17, აჭარა - 8, იმერეთი - 48, კახეთი - 5, სამეგრელო- ზემო სვანეთი -11, მცხეთა-მთიანეთი - 1, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 27, სამცხე ჯავახეთი - 8). პროგრამაში ჩართულმა დამსაქმებლებმა 37 პოზიციაზე წარმოადგინეს 94 ვაკანტური ადგილი. სტაჟირების კომპონენტში ჩართული სამუშაოს მაძიებლებიდან დასაქმებულია 87 პირი. 3. საშუამავლო მომსახურება და დამსაქმებელთან ურთიერთობა საშუამავლო მომსახურების მიზანია დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირება და/ან ასეთი დაკავშირების ხელშეწყობა. 2023 წელს 1 111 დამსაქმებელმა მიმართა სააგენტოს და მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწოდებულ იქნა 11 470 თავისუფალი სამუშაო ადგილი. დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 11 470 თავისუფალ სამუშაო ადგილზე, საშუამავლო მომსახურების გაწევის/სამუშაოს მაძიებელთა შერჩევის მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 2 626 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის, ქალი - 1 370, ახალგაზრდა 793, 177 - შშმ პირი. საშუამავლო მომსახურების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს დასაქმების ფორუმები. დასაქმების ფორუმი არის სივრცე, სადაც ერთი მხრივ სამუშაოს მაძიებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთ სივრცეში, უშუალოდ დამსაქმებლისგან მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია რამდენიმე ვაკანსიის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ დამსაქმებელს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში გაესაუბროს რამდენიმე კანდიდატს. საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია 9 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 250 ზე მეტმა დამსაქმებელმა და 800-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. საშუამავლო მაძიებელი.1 მომსახურების და დასაქმების ფორუმების შედეგად დასაქმებულია 819 სამუშაოს დამსაქმებლებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მექანიზმების აწყობის მიზნით, სააგენტო ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს მართავს ბიზნეს ასოციაციებთან, რა დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია სააგენტოს სერვისების შესახებ, ხოლო სააგენტომ მიიღოს ინფორმაცია ბიზნესის სამუშაო ძალის მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ. ბიზნეს სექტორთან მუშაობა გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. 2023 წელს რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დამსაქმებლებთან, მათ შორის აღსანიშნავია: 1 საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოწმდება მხოლოდ ფორუმის მონაწილეთა ის კატეგორია, რომელიც რეისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში. ამ შემთხვევაში შემოწმდა 236 მონაწილე საიდანაც დასაქმებული იყო 70 პირი. 7     საინფორმაციო შეხვედრა დამსაქმებლებთან, ქ. თბილისში, სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით. შეხვედრის მთავარი თემა იყო სოციალურად დაუცველი პირების ღია შრომის ბაზარზე დასაქმება და მათი გააქტიურება. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია სხვადასხვა საკითხების ირგვლივ. შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული დამსაქმებლები და ასოციაციის წევრები. საინფორმაციო შეხვედრა დამსაქმებლებთან ქ. ბათუმში, სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომლის წარმომადგენელმა სტუმრებს ახალი პროგრამა ,,ერთად’’ გააცნო. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების მხარდაჭერას და სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებას პანელურ დისკუსიაზე გაჟღერდა ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღია შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებასთან დაკავშირებით არის აქტუალური. ადგილობრივ მეწარმეებთან, დამსაქმებლებთან და არასამთავრობო სექტორთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქ. თელავშიც, შეხვედრაზე დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს სოციალურად დაუცველი პირების ღია შრომის ბაზარზე გააქტიურებისათვის საჭირო ღონისძიებებზე. შეხვედრას ესწრებოდა კახეთის რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2023 წლის ბოლოს სააგენტოს ინიციატივით, ქ. თბილისში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი სისტემის www.worknet.moh.gov.ge-ს სამუშაო ვერსიის შესახებ, რომელიც მზადების პროცესშია და 2024 წლიდან ძველ worknet-ს სრულად ჩაანაცვლებს. 4. მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა აქტივობის მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 198 შშმ პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება, მათ შორის, ქალი - 78, ახალგაზრდა - 54; გარდა ამისა, გადამისამართდნენ და ჩაერთნენ სააგენტოს სხვადასხვა სერვისსა და პროგრამაში, მათ შორის: შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაში, სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამაში, სტაჟირებაში და ა.შ. შრომის ბაზრის აქტიური ღონისძიებების შედეგად დასაქმდა ჯამში 144 შშმ პირი, მათ შორის: მხარდაჭერითი მომსახურების ფარგლებში დასაქმდა 33 შშმ პირი, მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში - 30, საშუამავლო მომსახურების და დასაქმების ფორუმების შედეგად - 36, სტაჟირება - 2, სუბსიდირება - 14 კონსულტირება და შუამავლობის სერვისის ფარგლებში კი - 29. მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიზნით ხორციელდება შრომის ანაზღაურების სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიზანია სამუშაოს მაძიებელი სოციალურად დაუცველი ან დევნილი ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა (სსსმპ) დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის თანახმად დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის იდება 9 თვიანი ხელშეკრულება, საიდანაც პირველი 3 თვის განმავლობაში სააგენტო აფინანსებს შრომის ანაზღაურებას 50 პროცენტის ოდენობით, არაუმეტეს თვეში 560 ლარისა. 2023 წელს სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 5 დამსაქმებელი და 14 შშმ სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის 8 ქალი. ყველა ჩართული პირი დასაქმებულია აღნიშნულ დამსაქმებელთან. დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის მიზანია დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება 8 ადაპტირებული. კომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ეფექტურად განხორციელების სააგენტოში შექმნილია სპეციალური კომისია (სამუშაო ჯგუფი). მიზნით, შედგა რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შესაბამისი გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარების მიზნით. შეხვედრა შედგა აგრეთვე დარგის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ექსპერტთან. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა რეკომენდაციები დაცული სამუშაო ადგილის ადაპტირების სახეობების შესახებ, რომელიც დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 17 თებერვლის №MOH 2 23 00000070 ბრძანებით ,,დაცული სამუშაო ადგილის სახეობების, მათი შექმნისა და სამუშაო გარემოს ადაპტირების, დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირების მოცულობის, თანხის ნაწილობრივ გადახდისა და თანამონაწილეობის განსაზღვრის შესახებ“. სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს, სადაც შეხვედრა შედგა დარგის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ექსპერტთან. განხილული იქნა არსებული გამოწვევები და პრობლემები. 5. სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელთა საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის გზით. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამა მოსარგებლეებს სთავაზობს სამ ალტერნატივას იმისთვის, რომ ისარგებლონ 4 წლიანი ჯავშნის შესაძლებლობით. კერძოდ: ა) საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმება; ბ) ღია შრომის ბაზარზე დასაქმება; გ) არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება. თუ მოსარგებლე არ ისარგებლებს არცერთი ზემოაღნიშნული შეთავაზებით, მისი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა დაექვემდებარება ყოველწლიურ გადამოწმებას სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან. პროგრამა ხორციელდება 2022 წლის პირველი მარტიდან. პროგრამის განხორციელებისთვის დაკომპლექტდა სპეციალისტების გუნდი, რომელსაც დაევალა პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო პროცესების დაგეგმვა, განხორციელება, კოორდინაცია და მონიტორინგი. პროგრამის ადმინისტრირების მიზნით შეიქმნა სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა publicwork.moh.gov.ge. პროგრამის განხორციელების პროცესში სააგენტოს უმთავრეს პარტნიორებს წარმოადგენენ და მხარდაჭერას უწევენ მხარის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობები. 2023 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში სულ დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი. ასევე, 2023 წელს ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20 096 მოსარგებლე; მათ შორის 2023 წელს დასაქმდა 11 124 პირი. ხოლო საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2 386 პირმა. 6. შრომითი მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება 9 სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს დროებითი, ლეგალური მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება. ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები და შესაბამისი საიმპლემენტაციო ოქმები გაფორმებულია 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან, საფრანგეთის რესპუბლიკასთან და ბულგარეთთან. სააგენტო ამ ეტაპზე უშუალოდ მონაწილეობს ორ ქვეყანასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმებების განხორციელებაში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“- შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის 6 თებერვალს, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელება დაიწყო 2021 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე workabroad.moh.gov.ge, ხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის. სულ ბაზაში რეგისტრირებულია 99 838 პირი (2023 წელს დარეგისტრირდა 443 პირი). აქედან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 76 000-მდე პირთან, საიდანაც გასაუბრებაზე გამოცხადდა დაახლოებით 4 030-მდე პირი. 2023 წელს, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა აჭარის, კახეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად გაიმართა შეხვედრა კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. 2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება გაიოლებული პროცედურებით და შედარებით მოკლე დროში ჩართულიყო პროგრამაში. 2023 წელს საქართველოს 1 193 მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე. 2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმდა „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულება. ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვა 2020 წლის 1 ოქტომბრის სპეციალური განხორციელების ოქმი, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს დასაქმდნენ ისრაელის სახელმწიფოში, როგორც დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში. აღნიშნულ პოზიციაზე, ისრაელის სახელმწიფოში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 12 აპრილს სარეგისტრაციო პორტალზე workabroad.moh.gov.ge. სქემის განხორციელების პროცესში, ასევე ისრაელის მხარესთან გაწეული კონსულტაციების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო შექმნილიყო მოკლევადიანი, სპეციალური სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მსმენელს მისცემდა შესაძლებლობას შეეძინა გერიატრიული ასისტენტის სპეციალისტებისთვის საჭირო მინიმალურ კომპეტენცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა 144 საათიანი სასერტიფიკატო კურსი. 2023 წელს საინფორმაციო ტრენინგები ჩატარდა გერიატრიული და შინმოვლის კურსის განმახორციელებელ სასწავლებლებში, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია შედგა გერიატრიული და 10 შინმოვლის დასრულებული კურსების 123 მსმენელთან ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 2023 წელს, ისრაელის სახელმწიფოში ექთნის დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების მიზნით დარეგისტრირდა 115 პირი. დასაქმდა 3 პირი. ამ ეტაპისთვის პროგრამის განხორციელება შეჩერებულია ისრაელის სახელმწიფოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, სააგენტო არ არის ჩართული პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში, თუმცა მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამართულ კონსულტაციებსა და ღონისძიებებში, რომელიც შეეხება აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მაგალითად ახლად დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპების, მათი დამფუძნებლების განვითარების ხელშეწყობას საფრანგეთის რესპუბლიკაში. ცირკულარული შრომითი მიგრაციის სახელმწიფოთაშორის სქემების უმთავრესი მიზანი გახლავთ არალეგალური შრომითი მიგრაციის საპირწონედ, საქართველო მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება მოკლე ვადით, ლეგალურად და განმეორებით დასაქმდნენ საზღვარგარეთ და დაცული იყოს მათი ფუნდამენტური უფლებები. 7. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის “Worknet”-ის განვითარება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის მიზანია სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლებისა და მათ მიერ მოწოდებული ვაკანსიების აღრიცხვა. ასევე სამუშაოს მაძიებელთა საკვალიფიკაციო მონაცემების დამუშავება და ანალიზი და სისტემაში რეგისტრირებული ვაკანსიებთან ავტომატური დაკავშირება, ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან თავსებადობის შემთხვევაში. მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის განვითარების ახალი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სრულიად ახალი სისტემის შექმნა, რომელიც შეიქმნება უახლესი ტექნიკური სტანდარტების დაცვით, შეაგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას და შეასრულებს საჭირო ანალიტიკურ ოპერაციებს. შრომის ბაზრის მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის აშენებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 20 მარტის №MOH 8 23 0000011 ბრძანებით ,,შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის განსაზღვრისა და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის №MOH 9 22 00000069 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტები, სააგენტოს, სამინისტროსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომდგენლები. ახალი სისტემის დასრულება დაგეგმილია 2024 წლის ბოლოსთვის. 8. პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და დონორებთან კოორდინაცია სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის მექანიზმის განვითარება. ამ მიზნით სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა დონორ, პარტნიორ ორგანიზაციასთან და ჩართულია პროექტების განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დასრულდა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლებით დაწყებული 2 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, კერძოდ: 11   პროექტი „ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ სააგენტო ფრიდრიხ ებერტის ფონდთან (FES), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსთან (DDA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“. პროექტის მიზანი იყო ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში „რთულად დასაქმებადი“ სამუშაოს მაძიებლებისთვის სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული, ინტენსიური მხარდაჭერითი მომსახურების შეთავაზება და დასაქმებაში ხელშეწყობა. „რთულად დასაქმებადი“ კატეგორიას მიკუთვნებული სამუშაოს მაძიებელთა რეფერირება ხდება პარტნიორი ორგანიზაციების სერვის ცენტრებში, სადაც 4-დან 6 თვემდე პერიოდში ინტენსიურად იღებენ მხარდაჭერით მომსახურებას. აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა შემდეგი კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფები: ძალადობის მსხვერპლი ქალები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და ზრუნვიდან ახლად გასული ახალგაზრდები, ხანგრძლივი სამუშაო სტაჟის წყვეტის მქონე პირები, მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები. პროგრამა EPIC – პროგრამის მიზანია „სოციალურად დაუცველი დევნილების და ადგილობრივი საზოგადოების წევრების ეკონომიკური და სოციალური მონაწილეობის გაუმჯობესება“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია „GIZ“ -ის EPIC პროგრამის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში და „Action Against Hunger“ (შემდგომში - “AAH”) წარმომადგენლობის მხარდაჭერით სააგენტომ AAH-ის მიერ განხორციელებული პროგრამის „დასაქმების და მეწარმეობის SHUTTLE - მეთოდოლოგიის“ საპილოტე პროექტი განახორციელა. პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოში საჯარო სექტორის წარმომადგენლების, ახალი და ინკლუზიური დასაქმებისა და სამეწარმეო მიდგომების განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა „SHUTTLE - მეთოდოლოგიის“ პილოტირება ორ მუნიციპალიტეტში: ქ. ზუგდიდი და ქ. რუსთავი (დეტალები იხ. ზემოთ). გარდა ამისა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ,,საფრანგეთის საემიგრაციო ცენტრს“ (OFII) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოსთან თანამშრომლობით, OFII უზრუნველყოფს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებული ქართველების რეინტეგრაციას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და დასაქმებაში ხელშეწყობას. ორგანიზაცია OFII აქტიურად ჩაერთვება სააგენტოს სხვადასხვა პროგრამებში. პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, ჩართულია პროგრამების განხორციელებაში. 2023 წელს სსიპ აწარმოე საქართველოს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაში სოციალურად დაუცველ ჯგუფთა წარმატებული ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების დოკუმენტის შესაბამისად, 416 სოციალური დაუცველი სტატუსის მქონე პირთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რასაც წინ უძღოდა ტრენინგები სააგენტოს 12 კონსულტანტისთვის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ“. „საქართველოს ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის განხორციელების მიზნით, 2022 წელს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას. პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი პირველად იყენებს დაფინანსების ისეთ ინსტრუმენტს როგორიცაა „შედეგზე ორიენტირებულ პროგრამას“ ე.წ. PforR (Program for Results). ინსტრუმენტი გულისხმობს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დანერგვა და მონიტორინგი მთლიანად დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებსა და სისტემებს. პროგრამის შემოთავაზებული ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები 12 განხორციელდეს ქვეყანაში არსებული მართვის ინსტრუმენტებით და დაფინანსდეს არსებული საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, მიზნად ისახავს ოთხი ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევას: 1. განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დანახარჯების ეფექტიანობის გაუმჯობესება შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური მექანიზმების დამტკიცებისა და განხორციელების მეშვეობით; 2. სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული სერვისებისთვის შესაბამისი ხარისხის სტანდარტის დამტკიცება და განხორციელება; 3. სოციალური დაცვის სერვისებში ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების ჩართულობის ზრდა; 4. ციფრული სერვისების განვითარება განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში სააგენტო პასუხისმგებელია 6 მიზნის განხორციელებაზე:       ESCO-ს შესაბამისი დეფიციტური უნარების (მათ შორის "მწვანე სამუშაოებისთვის" საჭირო უნარების), პროფესიების იდენტიფიცირებისა და მოთხოვნადი უნარების პროგნოზირების მეთოდოლოგიის შემუშავება და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცება; სააგენტოს რეგიონული ოფისების გახსნა თანამშრომელთა საჭირო რაოდენობითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული, ტექნიკური აღჭურვილობით; დასაქმების მხარდამჭერი სერვისების მიწოდება სოფლად მცხოვრები სამუშაოს მაძიებლებისთვის; შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებებში ჩართული მოწყვლადი უმუშევართა რაოდენობის გაზრდა; ახალი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება; განახლებული შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობის გაზრდა. ინდიკატორები დროში გაწერილია და მათი უმეტესი ნაწილი არის რაოდენობრივი. 9. სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება 2022 წელს სააგენტომ შეიმუშავა ინსტიტუციური განვითარების გეგმა. გეგმის შედგენას წინ უსწრებდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ჯგუფის ექსპერტების მიერ ჩატარებული სპეციალური ჩაღრმავებული კვლევები. კვლევები წარიმართა სამი მიმართულებით: სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა, სააგენტოს მატერიალურ - ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა, ასევე ადმინისტრაციული პროცესები და ადამიანური რესურსები. კვლევის დროს გამოვლენილი საჭიროებებისა და იდენტიფიცირებული გამოწვევების გათვალისწინებით შემუშავდა სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გეგმა, რომლის საფუძველზეც სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმას და ეტაპობრივად ახორციელებს დაგეგმილ აქტივობებს, პროცესში ასევე ჩართულები არიან დონორი ორგანიზაციები. გარდა ამისა, 2023 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროების თაობაზე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების შესაბამისად შემუშავდა სააგენტოს ახალი სტრუქტურა. ახალ სტრუქტურასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, სააგენტოში დაიწყო ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც დასრულდება 2024 წლის პირველ კვარტალში და მიზნად ისახავს სააგენტოში სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას, დაკისრებული ფუნქციების სრული განხორციელებისთვის. სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების მიზნით კონკრეტული ღონისძიებები ასევე გათვალისწინებულია „ადამიანური კაპიტალის“ ფარგლებშიც. აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება, სხვა 13 აქტივობებთან ერთად ითვალისწინებს ქ. თბილისსა და რეგიონებში სრულფასოვნად აღჭურვილი და საჭირო სპეციალისტებით სრულად დაკომპლექტებული სერვისცენტრების არსებობას. 2023 წელს სრულად დაკომპლექტდა და ახალი სტანდარტით გაიხსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმიქვემო სვანეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის კახეთის სერვის-ცენტრები. დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტო ყოველწლიურად ატარებს კვლევას „მომხმარებლების მხრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სერვისების შეფასება“. კვლევის შედეგებზე და რეკომენდაციებზე დაყრდნობით მუშავდება სააგენტოს სამოქმედო გეგმა, რათა სერვისები და პროგრამები უფრო მეტად დაუახლოვდეს სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა საჭიროებებს. 2023 წლის მარტი-ივნისის თვეებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა სააგენტოს თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე სააგენტოს სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტაციის ანალიზს, ჩაღრმავებულ, ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუებსა და თანამონაწილეობით სემინარს. თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ფარგლებში შეფასდა თუ რამდენად პასუხობს სააგენტოს საქმიანობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მოთხოვნებს; ამასთანავე, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტისფარგლებში გაანალიზდა, თუ რამდენად აქვთ გათავისებული გენდერული თანასწორობის ინიციატივები ორგანიზაციის თანამშრომლებს და რამდენად ახდენს გავლენას ეს ინიციატივები მათ საქმიანობაზე; გარდა ამისა, შეფასდა სააგენტოში არსებული კარგი პრაქტიკა და პოზიტიური დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით. თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის შედეგების შესაბამისად შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც აისახა სააგენტოს სამოქმედო გეგმაში. 9.1 საკადრო რესურსების განვითარება სააგენტომ 2023 წელს გააგრძელა ადმინისტრაციული, შრომითი მიგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტების, ასევე სააგენტოს რეგიონული სერვის ცენტრების (წარმომადგენლები, დასაქმების, კარიერის დაგეგმვისა და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მათი სხვადასხვა მიმართულების ტრენინგებში ჩართვის გზით. 2023 წელს გაიმართა შემდეგი ტრენინგები: ევროკავშირის „Skills for Jobs” პროექტის ფარგლებში სააგენტოს ტექნიკური დახმარების ჯგუფის მიერ ჩატარდა ტრენინგები დასაქმების კონსულტანტებისთვის, ასევე ტრენერთა ტრენინგი სააგენტოს სერვისების მიმართულებით. ასევე ტრენერთა ტრენინგი (TOT) ახალგაზრდების, მათ შორის, NEET ჯგუფის წევრთა კარიერის კონსულტირების მიმართულებით ჩატარდა ორგანიზაციის „People in need“-ის პროექტის ფარგლებში მხარდაჭერით. მიგრაციის საკითხების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა დონორი ორგანიზაციების GIZ-ისა და IOM-ის მხარდაჭერით, კერძოდ: ტრენერთა ტრენინგი, (TOT) ქვეყნებს შორის მიგრაციის საერთაშორისო საკითხები (GIZ), რბილი უნარების ტრენინგი, სტრესისა და კონფლიქტების მართვა (GIZ), "გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარების პროცედურები და საიმიგრაციო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები" (GIZ), "პარტნიორობა უნარების მობილობისთვის" (IOM). გარდა ამისა სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგი „მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარებისა და დამუშავების“ შესახებ. 14 გარდა ტრენინგების, სააგენტოს კონსულტანტებს დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას სასწავლო ვიზიტის ფარგლებში. 2023 წელს სასწავლო ვიზიტები შედგა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ლიეტუვაში, ვიზიტების დროს გაზიარებულ იქნა ინფორმაცია/გამოცდილება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: დასაქმების სააგენტოების სტრუქტურა, სერვისების მიწოდების სტანდარტი, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებები და განხორციელების სპეციფიკები, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის/ ზედამხედველობის მეთოდები. 9.2 სააგენტოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განვითარება იმისთვის, რომ სააგენტო ფლობდეს აქტუალურ ინფორმაციას საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების შესახებ, სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ვაკანსიების მონიტორინგისა და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავებას. ვაკანსიების კვლევა და მონიტორინგი ხორციელდება ორი მეთოდით. სააგენტო ამუშავებს ვორქნეტში დარეგისტრირებული ვაკანსიების ანალიზს და ახორციელებს დამსაქმებლების გამოკითხვას, რა დროსაც იღებს ინფორმაციას მიმდინარე და სამომავლო ვაკანტურ ადგილებზე მოთხოვნილი პროფესიებისა და უნარების შესახებ. ევროკავშირის დაფინანსებით, „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, ,,ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)‘‘ პროექტთან თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა შრომის ბაზარზე ვაკანსიების მონიტორინგის კითხვარი. პროექტმა 2023 წელს ჩაატარა ვაკანსიების მონიტორინგის კვლევა საქართველოს 4 რეგიონში (აჭარის ა/რ, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი), ხოლო ქ. თბილისსა და დანარჩენ 6 რეგიონში (იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) ვაკანსიების მონიტორინგის გამოკითხვა ჩატარდა სააგენტოს მიერ. გამოკითხვა ჩატარდა ელექტრონული ფორმატით, ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. კითხვარი შედგება დახურული და ღია კითხვებისაგან. სააგენტოს კონსულტანტებმა, შრომის ბაზარზე ლოკალურ დონეზე ვაკანსიების მონიტორინგის ფარგლებში, 6000-ზე მეტ ორგანიზაციასთან განხორციელდა კომუნიკაცია, რომელთაგან გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჯამში 969-მა დამსაქმებელმა. გამოკითხული ორგანიზაციები ზომის მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად: მცირე - 65,9 %, საშუალო - 44,7%, მსხვილი - 10,4%. ასევე, განხორციელდა 2023 წელს სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დამსაქმებლების მიერ შემოტანილი ვაკანტური ადგილების მონიტორინგი. ვაკანსიები დამუშავდა პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-08) ძირითადი ჯგუფებისა და ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით NACE. მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირების მიზნით, სააგენტო 2024 წელს გეგმავს მეთოდოლოგიის შემუშავებას, რომელიც 5 წლიანი პროგნოზის საშუალებას მოგვცემს. მოთხოვნადი და დეფიციტური უნარებისა და ვაკანსიების კვლევის შედეგების მიხედვით შეიცვლება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების შინაარსი და სწავლის შედეგები. აღნიშნული მეთოდოლოგია საშუალებას მოგვცემს პროფესიულმა განათლებამ სამუშაოს მაძიებელს მისცეს სწორედ ის უნარ-ჩვევები რაც სჭირდება დამსაქმებელს. აღნიშნული მეთოდოლოგია შემუშავდება „ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში (საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის 2022 წლის 15 მარტს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება). 10. დასკვნა დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააგენტო წლიდან წლამდე ვითარდება ეტაპობრივად და აუმჯობესებს რესურსებსა და კომპეტენციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ მიზნით, სააგენტომ 2023 წელს 15 დაიწყო სააგენტოში ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება დაკისრებული ფუნქციების სრული განხორციელებისთვის და სააგენტოს სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად. 2023 წლის განმავლობაში სააგენტო აქტიურად მუშაობდა სააგენტოს შესახებ ცნობიერების გაზრდის ხელშესაწყობად. ამ მიზნით რეგიონულ დონეზე შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და საჭიროებისამებრ, ადგილზე აწვდიან შესაბამისს სერვისს. გარდა ამისა სააგენტო აქტიურად მუშაობს დაინტერესებულ ჯგუფებთან, როგორიცაა დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა ასოციაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი ინტერესი სააგენტოს საქმიანობის მიმართ. 2024 წელს სააგენტო გააგრძელებს ინსტიტუციურ განვითარებას, რომლის ფარგლებში გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, კონსულტანტებისა და სპეციალისტების კვალიფიკაცია, დაიხვეწება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და გაძლიერდება სააგენტოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა. ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარება თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2023 წელს განახორციელა „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა“, რომლის მიზანს წარმოადგენს მოთხოვნად უნარებზე საწარმოების საჭიროებების შესწავლა. დამუშავდა კვლევის მონაცემები, მომზადდა ნარატიული ანგარიში და ფართო აუდიტორიისათვის მოეწყო კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევის ანგარიში განთავსებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (www.lmis.gov.ge) და უზრუნველყოფილია მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ წელს სამინისტრომ ასევე მოამზადა შრომის ბაზრის ყოველწლიური ანალიზის ანგარიში, სადაც გაანალიზებულია: დასაქმების სტრუქტურა, დასაქმების სახელმწიფო და კერძო სააგენტოების ვაკანსიები, ქვეყანაში ბოლო პერიოდში შრომის ბაზრის საკითხებზე განხორციელებული კვლევების მიგნებები. შრომის ბაზრის წლიური ანალიზის ანგარიში ასევე განთავსებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (www.lmis.gov.ge).  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო2 პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზანს დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ქვემოთ წარმოდგენილია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც პროფესიული განათლების ფარგლებში კომპლექსურად მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული კურსდამთავრებულთა შრომის ბაზარზე ტრანზიციის ხელშეწყობის მიზნით:  განათლების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა 2 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით ეწოდა ეს სახელი 2024 წლის 1 იანვრიდან. 16 კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებისა და შემდგომში მათი შრომის ბაზარზე ტრანზიციის კუთხით პროფესიული განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში ფუნქციონირება დაიწყო არაერთმა კოლეჯმა ახალ ლოკაციებზე. 2023 წელს პირველად გამოცხადდა სტუდენტთა მიღება ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტი“-ს ლანჩხუთის სასწავლო ბაზაზე. ხოლო ქ. ხაშურისა და ქ. წყალტუბოს კოლეჯებში სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარეობს სამუშაოები ავტორიზაციის პროცესისთვის. 2023 წელს დასრულდა სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია ქ. ახალქალაქში, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვისაა განკუთვნილი. ასევე, გაგრძელდა მუშაობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მიმართულებით ქ. ბორჯომსა და ქ. ბოლნისში. ამასთანავე, სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში გაგრძელდა კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს ქ. თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესი. 2023 წელს მომზადდა ცენტრის მშენებლობის დეტალური პროექტი. ასევე, მომზადდა ცენტრის ბიზნეს მოდელის სამუშაო ვერსია. 2023 წლის განმავლობაში, სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის, ასევე გაგრძელდა თანამშრომლობა საერთაშორისო დონის ორი ახალი ცენტრის – თელავის ღვინის სკოლისა და დუშეთის ტურიზმის სკოლის განვითარების მიმართულებით. მომზადდა ზოგადი და დეტალური შეთანხმება, რომლის ხელმოწერის შემდგომ პროექტის განხორციელება შევა აქტიურ ფაზაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების მიწოდების მიზნებისთვის საჯარო სკოლების რესურსის გამოყენების მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად დაიწყო მუშაობა 30 საჯარო სკოლასთან, რის შედეგადაც, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელი იქნება დამატებით 29 მუნიციპალიტეტში. 2023 წელს მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, განხორციელდა შერჩეული სკოლების გაძლიერება და მომზადება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით. ასევე, 2023 წლიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საჯარო სკოლებში საკვალიფიკაციო პროგრამების დანერგვის მიმართულებით.  კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდოლოგია დასაქმების ხელშეწყობა მოიაზრებს შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ახალი კვალიფიკაციების განვითარებას. ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა „პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესი" და "პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესი". აღნიშნული, რეგულაციების მიღების შედეგად, დაიწყო პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვა და შრომის ბაზრის საჭიროების შესაბამისად ახალი კვალიფიკაციების განვითარება. მეთოდოლოგიის მთავარი მიმართულებაა ის, რომ კერძო სექტორი გახდა ამ პროცესში წამყვანი და კვალიფიკაციები გაითვალისწინებს იმ უნარებს, რომლებიც შრომის ბაზარს რეალურად სჭირდება. 2023 წელს შემუშავდა/გადამუშავდა 31 კვალიფიკაცია (ხოლო 2024 წელს მოხდება 55 კვალიფიკაციის და 2025 წელს 17 40 კვალიფიკაციის განახლება). 2025 წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს.  პროფესიული განათლების მართვის თანამედროვე სისტემა დასაქმების ხელშეწყობა წარმოუდგენელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობისა და თანამონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის საკვანძო ნაწილს პროფესიული განათლების მიწოდებაში კერძო სექტორის შემოყვანა წარმოადგენს, რომელზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023 წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა. საჯარო-კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატი ეტაპობრივად გადავიდა საჯარო-კერძო სექტორების მხრიდან პასუხისმგებლობების გადანაწილებისა და თანაბარი/თანასწორი პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე. ამ თვალსაზრისით, ასევე საკვანძოა დარგის უშუალო ჩართულობა პროფესიული განათლების მიწოდებასა და მართვაში. ინიციატივა ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანას უნარების ეკოსისტემაში. ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ უკვე დაფინანსდა ერთი პროექტი, რომელიც ქ. ვალში კოლეჯის „კონსტრუქტ2“ ფილიალის განვითარებას ისახავს მიზნად სამშენებლო კომპანია BK ქონსთრაქშენთან ერთად.  მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების განვითარების პროცესი. ზრდასრულთა განათლების მიმართულებით, სამინისტროს მხარდაჭერით დაფინანსდა 214 პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მდგომარეობით, ნებისმიერი მსურველისათვის, ხელმისაწვდომი იყო პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 500 პროგრამა. 2023 წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 7 158 პირი, ხოლო 2023 წლის მდგომარეობით, ჩარიცხულ პირთა ჯამური რაოდენობა 19 646 შეადგენდა. ამასთანავე, ვინაიდან სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის, ხარისხისა და ეფექტიანობის გარანტია, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით, დამტკიცდა მარეგულირებელი ჩარჩო, რომლის საფუძველზეც მკაფიოდ განისაზღვრა სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართული მხარეები და მათი პასუხისმგებლობები. ამასთან, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სისტემას დაემატა 33 კოოპერაციული პროგრამა, რომელიც წესის შესაბამისად არის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთერთი ფორმა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბი. ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლება ხელმისაწვდომია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემებით 2023 წლის მონაცემებით 26 საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (კოლეჯიდან) 21 დაწესებულება ახორციელებს ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებს. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლების საფეხურზე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და მასშტაბების ზრდის პროცესები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. 18  დასაქმების ხელშემწყობი სერვისების განვითარება ხაზგასასმელია, რომ კარიერის მართვის სერვისების განვითარება პროფესიული განათლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროფესიული განათლების საფეხურზე კარიერის მართვის სერვისებმა, პროფესიული სტუდენტის ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხელი უნდა შეუწყოს ფორმალური განათლებიდან შრომის ბაზარზე ახალგაზრდების ტრანზიციას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების განმახორციელებელ ყველა საჯარო დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის პოზიცია. თუმცა, პროფესიული განათლების საფეხურზე გარკვეული სერვისების არსებობის მიუხედავად, საკვანძო მნიშვნელობა აქვს განათლების ყველა საფეხურის მომცველი, ერთიანი სისტემისა და მიდგომის არსებობას, რაც უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალური პირების, ისე სახელმწიფოს ინტერესების დაკმაყოფილებას. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა ფორმალური განათლების სამივე საფეხურზე პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის პროექტები. სტრატეგია უზრუნველყოფს ფორმალური განათლების სფეროში კარიერის მართვის ინკლუზიური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე, საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების თანაბარი შესაძლებლობის შექმნაზე. 2023 წელს, პროფესიულ განათლებაში კარიერული სერვისების განვითარების მიზნით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: მუშავდება კარიერის მართვის მენეჯერების უწყვეტი განვითარების მოდელი; შეიქმნა კარიერის მართვის მენეჯერების პროფესიული ქსელი და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები; შეიქმნა და 6 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაპილოტდა კარიერული განათლების კურსი, რაც პროფესიულ სტუდენტებს დაეხმარება კარიერის მართვის უნარების განვითარებაში; შემუშავდა ღია კარის დღეების ახლებური სერვისის კონცეფცია. ახლებური სერვისი 7 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაპილოტდა. ამ ეტაპზე, პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში კარიერის მართვის სერვისის ერთ-ერთ ქმედით ინსტრუმენტს წარმოადგენს საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯონ საკუთარი ძალები და მიიღონ გააზრებული და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილება. 2023 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი 160-ზე მეტი დაწესებულების მიერ განხორციელებულ 209 პროექტში, ჯამში ჩაერთო 3 300-ზე მეტი მოსწავლე.  სტუდენტური სერვისების განვითარება ვინაიდან დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება ვერ მიიღწევა მხოლოდ ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების დანერგვისა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის პროფესიული განათლების საფეხურზე მიმდინარეობს მუშაობა დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების მიმართულებით. ა(ა)იპ ,,პროფესიული უნარების სააგენტო‘‘-ს კოორდინაციით ტარდება კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული ექსტრაკურიკულური აქტივობების შეთავაზება სტუდენტებისთვისა 19 და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. 2023 წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 30 საპროექტო განაცხადი, რომელიც ხორციელდება 23 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დაფინანსებული პროექტები ხორციელდება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში.  კვლევითი კომპეტენციების გაძლიერება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი კომპეტენციების გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა დაწესებულებებმა შეძლონ ერთი მხრივ, უკვე არსებული კვლევების ანალიზი და მეორე მხრივ, მოიკვლიონ ინფორმაცია ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების შესახებ, რომ სწორედ აღნიშნული მოკვლევის საფუძველზე დანერგონ და განავითარონ პროფესიული პროგრამები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, 2023 წლის მესამე კვარტალში ა(ა)იპ ,,პროფესიული უნარების სააგენტო‘‘მ კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ცენტრთან (ACT) ერთად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში გადაამუშავა ადგილობრივი შრომის ბაზრის მოკვლევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები. 2023 წლის ბოლოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით დაიწყო შრომის ბაზრის რაოდენობრივი კვლევის საველე სამუშაოები. რაოდენობრივი კვლევა დასრულდება 2024 წლის მეორე კვარტალში. ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ რეფორმის ეფექტურობის შეფასების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, რეგულარულად ტარდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევა (ე.წ. Tracer Study). აგრეთვე, შემუშავებულია პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები. აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება ETF-ის მეთოდოლოგიას. კვლევის მიზანია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა სწავლის პროცესში შეძენილი კომპეტენციების ხარისხის და რაც მთავარია მათი დასაქმების ბაზარზე გადასვლის მაჩვენებლების შესწავლა. უმაღლესი განათლების შრომის ბაზართან დაახლოება და ამ მხრივ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება, სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით 2023 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების ,,პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)‘‘ შექმნილია კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF), რომლის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციისა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა. CIF-ის საგრანტო კონკურსის მეშვეობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლებლობა ეძლევათ, განავითარონ კონკრეტული მიმართულებები ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების გზით. 2023 წელს გამოცხადდა 2 საგრანტო კონკურსი ამ მიმართულებით. პირველი საგრანტო კონკურსის შედეგად გამოვლენილი და დაფინანსებული იქნა 14 პროექტი. შედეგების შესახებ ინფორმაცია იხ.: http://iiq.gov.ge 20 გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი I2Q პროექტის ერთ-ერთი მიმართულება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერით შეირჩა კომპანია UCL Consultants, რომელიც განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე იმუშავებს. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მეწარმეობის მოდულის შემუშავებაა, რომელიც დაინერგება საბაკალავრო სწავლებაში. ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მექანიზმის არსებობა. ასევე უნივერსიტეტები თავად აწყობენ ან მონაწილეობენ სხვადასხვა დასაქმების ფორუმში.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს და თავისი ქმედებებით ცენტრი მხარს უჭერს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ღონისძიებებს. 2023 წლის განმავლობაში, დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრმა განახორციელა შემდეგი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები:  პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ – 12-კვირიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა 12-მა მსმენელმა (მათ შორის, სურვილის შესაბამისად 6 კურსდამთავრებული დასაქმდა სამინისტროს სისტემაში);  პროფესიული მომზადების პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ - 4-კვირიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა 21-მა მსმენელმა. ცენტრის მიერ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირება მიენიჭა მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების 167 ტექნიკოსს. ცენტრი, ასევე ახორციელებს ტრენინგებს ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის აგრარული მიმართულებით. ფერმერთა შესაძლებლობებისა და თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების განვითარების მიზნით, 2023 წელს გადამზადდა 1 407 პირი, მათგან დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნების გათვალისწინებით განხორციელდა შემდეგი ტრენინგები:     მეფუტკრეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაცია, დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების გაცნობა-დანერგვა, საფუტკრეებში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების დაგეგმვა-ჩატარება, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები), ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიარეს მეფუტკრეებმა (ფაზა II – 1 105 მონაწილე, ფაზა III - 852 მონაწილე, ფაზა IV - 828); ტრენინგი კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების შესახებ გაიარა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებმა (16 მონაწილე); ჩატარდა ტრენინგები თემაზე “დემო ფერმის მოწყობა“ აჭარისა და იმერეთის პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ექსტენციის კონსულტანტებისთვის (56 მონაწილე); ჩატარდა ტრენინგები თემაზე “სალათის ფურცლის წარმოების აგროტექნიკა“ აჭარისა და იმერეთის ექსტენციის კონსულტანტებისთვის (34 მონაწილე); 21   ლოკოკინების მოვლა/მოშენება ტრენინგ-კურსი გაიმართა N10 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებისთვის (12 მსჯავრდებული); მეფუტკრეობის 2-დღიანი ტრენინგ-კურსი გაიმართა N5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის (33 მსჯავრდებული). სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ტრენინგებს ახორციელებს ყოველწლიურად.  ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტო‘‘ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (15 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას. უნდა აღინიშნოს, რომ აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება პროექტის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:     გაცემული სესხების რაოდენობა - 10,000; უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობა - 9,034; გაცემული სესხის ოდენობა - 1,031,194,901 ლარი; სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 209,468,368 ლარი. სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ პროგრამის მიზანი: პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით, გააშენონ მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, კენკროვანი კულტურები და შექმნან სანერგე მეურნეობები. პროგრამის განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო - სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის მიზანია დაბალი აქტივობის ცალკეულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მაღალია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 22 ფრაგმენტაცია და ვერ ხდება მიწის ნაკვეთების გაერთიანება, საკარმიდამო კატეგორიის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთებზე კენკროვანი კულტურების ეფექტური წარმოება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  გაფორმებული ხელშეკრულებების (პროექტების) რაოდენობა შეადგინა - 532. აქედან: ბაღების კომპონენტის ფარგლებში 412 ხელშეკრულებაა გაფორმებული; დაზიანებული ნერგების ჩანაცვლების კომპონენტის ფარგლებში 2 ხელშეკრულებაა გაფორმებული; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში 10 ხელშეკრულებაა გაფორმებული; შესაწამლი აპარატის შესყიდვის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 1 ხელშეკრულებაა გაფორმებული; წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის კომპონენტის ფარგლებში 46 ხელშეკრულებაა გაფორმებული; ჭის/ჭაბურღილის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში 63 ხელშეკრულებაა გაფორმებული.  გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ჯამურმა ფართობმა შეადგინა - 3,272.16 ჰა. აქედან: ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 2,610.32 ჰა-ს; დაზიანებული ნერგების ჩანაცვლების კომპონენტის ფარგლებში დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 51.07 ჰა-ს; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 71.89 ჰა-ს; წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის კომპონენტის ფარგლებში დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 239.02 ჰა-ს; ჭის/ჭაბურღილის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 299.86 ჰა-ს.  სააგენტოს თანადაფინანსებამ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შეადგინა - 31,191,092 ლარი. აქედან: ბაღების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 29,008,899 ლარს; დაზიანებული ნერგების ჩანაცვლების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 133,092 ლარს; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 474,278 ლარს; შესაწამლი აპარატის შესყიდვის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 5,000 ლარს; წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 492,003 ლარს; ჭის/ჭაბურღილის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 1,077,821 ლარს.  ინვესტიციის ოდენობამ (ხელშეკრულების სრული ღირებულება) გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შეადგინა - 71,473,944 ლარი. აქედან: ბაღების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 63,388,385 ლარს; დაზიანებული ნერგების ჩანაცვლების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 155,274 ლარს; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 4,574,512 ლარს; შესაწამლი აპარატის შესყიდვის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 5,000 ლარს; წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 1,164,242 ლარს; ჭის/ჭაბურღილის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 2,186,531 ლარს. 23 აგროდაზღვევის პროგრამა პროგრამის მიზანი: აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ მოსავალი სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან.     2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები: გაცემული პოლისების რაოდენობა - 15,035; დაზღვეული მოსავლის ღირებულება - 167,683,280 ლარი; დაზღვეული მოსავლის ფართობი - 16,641.34 ჰა; სააგენტოს სადაზღვევო პრემიის წილი (სააგენტოს თანადაფინანსება) - 11,499,259 ლარი. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა გაზრდილია 10%-ით. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:     პროექტის ფარგლებში ახლად შექმნილი საწარმოების რაოდენობა - 45; შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებული ახალი პროექტების რაოდენობა - 40; დამტკიცებული განაცხადების ჯამური ღირებულება - 53,346,719 ლარი; სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დამტკიცებულ პროექტებში - 15,199,615 ლარი. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ პროგრამის მიზანი: პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:    პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4; სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა; რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 438,137 ლარი; 24  დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა პროგრამის მიზანი: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი; სასოფლოსამეურნეო ტრაქტორები; ტრაქტორის სასოფლო - სამეურნეო მისაბმელები (იმპლემენტი) და მოტობლოკი) ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:     გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა - 62; სააგენტოს თანადაფინანსება დამტკიცებულ პროექტებში - 6,307,042 ლარი; ჯამური ინვესტიცია დამტკიცებულ პროექტებში - 18,484,026 ლარი; პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 93 ტექნიკის შეძენა. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა (DIMMA) პროგრამის მიზანი:  „მეფუტკრეობის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა;  „სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო - სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ,,მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“:   იმ ბენეფიციარების რაოდენობა, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულება - 6; სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დამტკიცებულ პროექტებში - 97,048 ლარი. ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა‘‘:   იმ ბენეფიციარების რაოდენობა, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულება - 1; სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დამტკიცებულ პროექტებში - 250,000 ლარი. 25 პროექტების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა პროგრამის მიზანი:  სააგენტოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული/დასაფინანსებელი პოტენციური ბენეფიციარების/ბენეფიციარების მხარდაჭერა თანადაფინანსების ან/და საკონსულტაციო მომსახურების ან/და ტრენინგის ჩატარების გზით.  სააგენტოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტებით/პროგრამებით გათვალისწინებული დარგისა და მიმართულებების გაძლიერება და მხარდაჭერა. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:           სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები - გაფორმდა 49 ხელშეკრულება; ბრენდირება - გაფორმდა 26 ხელშეკრულება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსება - გაფორმდა 5 ხელშეკრულება; სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - გაფორმდა 8 ხელშეკრულება; ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანერგილი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების რაოდენობა - დაინერგა 32 სტანდარტი; ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროდუქციის/კომპანიის ბრენდირების რაოდენობა - განხორციელდა 29 ბრენდირება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსება - 7 კოოპერატივისთვის განხორციელდა; სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია - 10 ბენეფიციარმა განახორციელდა; დამტკიცებული განაცხადების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 1,657,868.65 ლარი; დამტკიცებული განაცხადების სააგენტოს ჯამურმა თანადაფინანსებამ შეადგინა - 839,665.00 ლარი. ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა პროგრამის მიზანი: ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად. პროგრამის ამოცანაა ბიოწარმოების მსურველი პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა. პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას: 1. ბიოწარმოების სერტიფიცირება; 2. საკონსულტაციო მომსახურება; 3. ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა; 4. ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიო ფიჭის შეძენა; 5. თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი. 26 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:     გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა - 40; პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 40; სააგენტოს თანადაფინანსება დამტკიცებულ პროექტებში - 411,280 ლარი; ჯამური ინვესტიცია დამტკიცებულ პროექტებში - 630,227 ლარი. საპილოტე პროგრამა ქალებისთვის პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:     გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა - 8; პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 8; სააგენტოს თანადაფინანსება დამტკიცებულ პროექტებში - 164,222 ლარი; ჯამური ინვესტიცია დამტკიცებულ პროექტებში - 182,996 ლარი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, თანადაფინანსების გზით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:     52 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 60 ხელშეკრულება; ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 6,443,413 ლარი; ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 3,215,191 ლარი; პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 283 ტექნიკის და იმპლემენტის შეძენა. 2024 წელს ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ დაგეგმილი აქტივობები და შესაბამისი სამიზნე ინდიკატორები (სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად) 27 შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი:   ბანკების მიერ 7,900 ბენეფიციარზე გაიცემა 8,750 შეღავათიანი სესხი/ლიზინგი; განხორციელდება 36,000 შეღავათიანი სასოფლო-სამეურნეო სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება. სახელმწიფო პროგრამა დანერგე მომავალი:   პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას 400 ბენეფიციარი; გაშენდება/დაკონტრაქტდება დამატებით 1 600 ჰა-მდე ახალი ბაღი და 2 სანერგე მეურნეობა; 300 ჰექტარზე მოეწყობა წვეთოვანი სარწყავი სისტემა; 30 ჰექტარზე მოეწყობა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა; მოეწყობა 80 ჭაბურღილი; 5 ჰექტარზე ჩანაცვლდება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგები. აგროდაზღვევის პროგრამა:   პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას 7,000 ბენეფიციარი; 17,000 ჰა მიწის ფართობზე დაზღვეულ იქნება მოსავალი. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი:  სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება 46 გადამამუშავებელი საწარმოს ან/და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“:  განხორციელდება 130 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა:  განხორციელდება 250 ბენეფიციარისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება. კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა:  განხორციელდება თანადაფინანსება 40 ბენეფიციარისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი:  ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროგრამაში დარეგისტრირდება 12,000 ფერმერი/ფერმერული მეურნეობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა:  8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი აღიჭურვება ნედლეულის მიმღებ-გადამამუშავებელი 28 საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობებით. ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა:  25 ბენეფიციარი მოახდენს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; 18 ბენეფიციარი მოახდენს კომპანიის/პროდუქციის ბრენდირებას. ბიო წარმოების ხელშეწყობის პროგრამა:  100 ბენეფიციარი დაიწყებს ბიო წარმოების სერტიფიცირებების პროცესს. საპილოტე პროგრამა ქალებისთვის:  15 ქალ ბენეფიციართან გაფორმდება ხელშეკრულება. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის საგრანტო კომპონენტი (DiMMA) ბიო წარმოების ხელშეწყობის პროგრამა:  თანადაფინანსებას მიიღებს 130 ბენეფიციარი. ლიდერ პროგრამა:  თანადაფინანსებას მიიღებს 20 ბენეფიციარი.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თანამშრომლობს და ხელს უწყობს სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში. გარდა ამისა, აქტიურადაა ჩართული სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის განხორციელების პროცესში, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას ითვალისწინებს. ამავდროულად, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ადგილობრივი (სოციალური, ეკონომიკური, კულტურის, განათლების და სხვა) პროგრამები თავის მხრივ შეიცავენ გარკვეულ ღონისძიებებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება. თელავის მუნიციპალიტეტი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 147 სოციალურად დაუცველი პირი. მიმდინარე წელს იგეგმება 180 სოციალურად დაუცველი პირის დასაქმება. დმანისის მუნიციპალიტეტი 29 „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 2023 წლის განმავლობაში დასაქმდა 915 მოქალაქე. ასევე, გრძელდება საზოგადოებრივი მოთხოვნების შესაბამისი ვაკანსიების შექმნა და სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერიოდულად მიმდინარეობს ბენეფიციარებთან შეხვედრები და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ხორციელდება დასაქმებულების მონიტორინგი და ხდება შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. დღეის მდგომარეობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განსაზღვრულ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულია 318 ბენეფიციარი. მიმწოდებლები არიან: - შპს ,,გაზეთი ამბროლაურის მოამბე‘‘, სადაც დასაქმებულია 5 ბენეფიციარი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ავრცელებენ ბეჭდურ გამოცემებს; - ა(ა)იპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური‘‘, სადაც დასაქმებულია 245 ბენეფიციარი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი სამუშაოები, სუფთავდება ცენტრალური გზები, სასაფლაოები, მემორიალები, მოსაცდელების მიმდებარე ტერიტორიები, ადმინისტრაციული შენობები და სტადიონები, იწმინდება სანიაღვრე არხები და სხვა; - ა(ა)იპ ,,მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა - შენახვის ცენტრი‘‘, სადაც დასაქმებულია 56 ბენეფიციარი - 19 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში აწესრიგებენ წყალმომარაგების სისტემას; - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც დასაქმებულია 2 ბენეფიციარი - აწესრიგებენ არსებულ საარქივო დოკუმენტაციას; - ა(ა)იპ ,,ამბროლაურის ტურისტული ცენტრი‘‘, სადაც დასაქმებულია 9 ბენეფიციარი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწესრიგებენ/წმენდენ ტურისტულ ბილიკებს; - ქ. ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც დასაქმებულია 1 ბენეფიციარი, ბაღების შენობის დასუფთავების მიზნით. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს, ,,დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N17 დადგენილების საფუძველზე, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 77 ბენეფიციარს გაეწია სათანადო მომსახურება და განთავსდა შრომის ბაზარზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ა(ა)იპ ,,ბაგა-ბაღების გაერთიანება‘‘, ა(ა)იპ ,,სპეციალური სერვისები‘‘, შპს ,,ქართული ტრადიციები-2011‘‘ კოორდინირებული თანამშრომლობით. - ა(ა)იპ ,,ბაგა-ბაღების გაერთიანება‘‘ - დასაქმდა 72 ბენეფიციარი, მათ შორის: დამლაგებელი-19; მეეზოვე-10; მრეცხავი-43; ა(ა)იპ ,,სპეციალურ სერვისები‘‘- დასაქმდა 1 ბენეფიციარი, მათ შორის: კარისკაცი-1; შპს ,,ქართული ტრადიციები“- დასაქმდა 4 ბენეფიციარი-სასაფლაოს დამლაგებელი. პროგრამა მიმდინარეობს ხარვეზების გარეშე, დასაქმებული ბენეფიციარები დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ დამაკმაყოფილებლად, გრძელდება აღნიშნული პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა და 30 ბენეფიციარების მომართვის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება მათი სათანადოდ მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამით დასაქმდა 185 სოციალურად დაუცველი პირი. 2024 წლიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გეგმავს დაასაქმოს 171 სოციალურად დაუცველი პირი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით მერია და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები აქტიურად ჩართული არიან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების პროცესში. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ხელი შეეწყო სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობას და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ატვირთული ვაკანსიების მიხედვით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული იქნა 1079 სოციალურად დაუცველი პირი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დღეისათვის სულ დასაქმებულია 319 ბენეფიციარი და იგეგმება კიდევ 41 ბენეფიციარის დასაქმება, კერძოდ: - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია - 18 დასაქმებული (დაემატება 1 ვაკანსია); - ა(ა)იპ ,,კულტურის ობიექტების გაერთიანება‘‘ - 13 დასაქმებული; - შპს რაგბის კლუბი „ვეფხვები“ – 3 დასაქმებული; - ა(ა)იპ ,,საგარეჯოს სათნოების სახლი‘‘ - 6 დასაქმებული (დაემატება 1 ვაკანსია); - ა(ა)იპ ,,საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება‘‘ - 63 დასაქმებული (დაემატება 16 ვაკანსია); - ა(ა)იპ ,,საგარეჯოს სპორტული გაერთიანება‘‘ - 13 დასაქმებული (დაემატება 5 ვაკანსია); - ა(ა)იპ ,,საგარეჯოს №105 კომპლექსური სასპორტო სკოლა‘‘ - 1 დასაქმებული (დაემატება 2 ვაკანსია); - შპს „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - 149 დასაქმებული ( დაემატება 6 ვაკანსია); - შპს ,,საგარეჯო‘‘ - 4 დასაქმებული; - ა(ა)იპ ,,საგარეჯოს სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევების ცენტრი‘‘ - 49 დასაქმებული. გარდაბნის მუნიციპალიტეტი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებული იყო 153 სოციალურად დაუცველი მოქალაქე. გრძელდება მუშაობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიზნით. მარტვილის მუნიციპალიტეტი 31 სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში და მარტვილის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში 2023 წელს დასაქმებული იყო სხვადასხვა პოზიციაზე 1 052 ბენეფიციარი, ხოლო 2024 წელს დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 965 ბენეფიციარი. ბათუმის მუნიციპალიტეტი 2023 წლის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დასაქმდა 180 სოციალურად დაუცველი პირი, კერძოდ: - შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ – 3; - შპს „სანდასუფთავება“ – 14; - ა(ა)იპ ,,ბათუმის სასაფლაოები‘‘ - 3; - ა(ა)იპ - ,,ბათუმის სპორტული ცენტრი‘‘ - 4; - ა(ა)იპ - ,,ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო‘‘ - 24; - ა(ა)იპ - ,,ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო‘‘ - 4; - ა(ა)იპ - ,,ბათუმის ბაღების გაერთიანება‘‘ - 121; - ა(ა)იპ - ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური‘‘ - 7. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 4 არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და 2 - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - 2023 წლის განმავლობაში დასაქმებული იქნა 248 ბენეფიციარი. 2024 წლის იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 5 - არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და 2 - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - დასაქმებული იქნა 190 ბენეფიციარი. ყოველი სამუშაო დღისა და დასაქმებულის სამუშაო საათების აღრიცხვა ხორციელდება სამუშაო ადგილზე გასვლითა და ტაბელის შევსებით. 2024 წელს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში დასაქმებული ბენეფიციარები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის 64 სოფელში, სამოქმედო ტერიტორიებზე პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამუშაოებს, მოვალეობებს. კერძოდ: ასრულებენ პარკებისა და სკვერების დასუფთავებას, შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხების გაწმენდას, ამავე გზის ნაპირების ბალახებისა და სარეველა მცენარეების გაცვლა - დასუფთავებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას. ასევე ასრულებენ საბავშვო ბაღების ეზოს პერიმეტრის მოვლაპატრონობას, დასუფთავებას; კულტურის ცენტრის ფილიალებისა და კლუბების ეზოს პერიმეტრების მოვლა-პატრონობას, დასუფთავებას და სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას. სხვადასხვა წყალსადენებზე, სასმელი წყლის მომვლელ დეზინფექტორებთან ერთად წყალსადენების ტერიტორიების, კაპტაჟების, რეზერვუარების, სანიტარული ზონების დასუფთავებას. სამხედრო საფლავების, მემორიალის, მასობრივი საფლავების, სასაფლაოების მოწესრიგების, დაკრძალვის ადგილების მოვლის, საერთო სარგებლობის სასაფლაოების მოვლის, გაწმენდის, გასუფთავების სამუშაოებს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში არსებული სპორტული დარბაზების, საოფისე ოთახების 32 დალაგება/დასუფთავების სამუშაოების შესრულებას; ნარგავების მოვლას, ეზოს დასუფთავებას. სასპორტო სკოლის ეზოს დასუფთავებას, 2024 წელში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, გამოცხადებულია 136 ვაკანსია. მცხეთის მუნიციპალიტეტი 2023 წლის განმავლობაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში დასაქმებულ იქნა 305 სოციალურად დაუცველი პირი. მარნეულის მუნიციპალიტეტი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 67 ბენეფიციარი. 2024 წელსაც აქტიურად ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით სათანადო ღონისძიებები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ დასაქმდა 528 პირი. 2024 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით უკვე დასაქმებულია 480 პირი და დაიგეგმა პროგრამით მოსარგებლე 120 პირის დასაქმება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2023 წლის განმავლობაში დასაქმდა შრომისუნარიანი 415 მოქალაქე. ასევე, გრძელდება საზოგადოებრივი მოთხოვნის შესაბამისი ვაკანსიების შექმნა და სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2023 გათვალისწინებულია დამატებით 94 ვაკანსია. წელს დასაქმებული იყო 276. 2024 წელს ვანის მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს და ხელს უწყობს სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში. მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ადგილობრივი (სოციალური, ეკონომიკური, კულტურის, სააგენტო და სხვა) პროგრამები თავის მხრივ შეიცავენ გარკვეულ ღონისძიებებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება. ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის განხორციელების პროცესი, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას ითვალისწინებს. 2023 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით სხვა და სხვა 33 პოზიციაზე (მეეზოვე, ტერიტორიების კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების თანამშრომელი, დამლაგებელი) დასაქმდა ოთხასსამოცდაერთი სოციალურად დაუცველი. ონის მუნიციპალიტეტი 2023 წელს, ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მიზნით, შეიქმნა 335 ვაკანსია და ხელშეკრულება გაუფორმდა 333 მოსარგებლეს. მიმდინარე წელს, ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მიზნით, შეიქმნა 310 სამუშაო ადგილი და გამოცხადდა ვაკანსია. ამ ეტაპზე დასაქმდა და ხელშეკრულება გაუფორმდა 303 მოსარგებლეს. ადიგენის მუნიციპალიტეტი          2023 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმდა 21 ახალი კადრი (საჯარო მოხელე -10, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით - 7, შრომითი ხელშეკრულება - 4) 2024 წელს დასაქმებულია 2 ახალი კადრი (შრომითი ხელშეკრულება 2) და ასევე იგეგმება დასაქმება მერიაში არსებულ 20 ვაკანტურ პოზიციაზე; 2023 წელს ა(ა)იპ ,,ადიგენის წყალმომარაგების სამსახურში‘‘ დასაქმდა 6 ახალი კადრი, 2024 წლის გეგმით ახალი კადრის დასაქმება გათვალისწინებული არ არის; 2023 წელს ა(ა)იპ ,,ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლაში‘‘ დასაქმდა 1 ახალი კადრი, 2024 წლის გეგმით გათვალისწინებულია 1 ახალი კადრის დასაქმება; 2023 წელს ა(ა)იპ ,,ადიგენის კულტურის ცენტრში‘‘ დასაქმდა 7 ახალი კადრი, 2024 წლის გეგმით გათვალისწინებულია 3 ახალი კადრის დასაქმება; 2023 წელს ა(ა)იპ ,,ადიგენის სკოლამდელი აღზრდა‘‘-ს სამსახურში დასაქმდა 0 ახალი კადრი, 2024 წელს გეგმაში არის ახალი კადრების დასაქმება, მხოლოდ რაოდენობა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის; 2023 წელს ა(ა)იპ ,,ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში‘‘ დასაქმდა 2 ახალი კადრი, 2024 წელს გეგმაშია 3 ახალი კადრის დასაქმება. 2023 წელს ა(ა)იპ ,,ადიგენის სამუსიკო სკოლაში‘‘ დასაქმდა 1 ახალი კადრი, 2024 წლის გეგმით ახალი კადრის დასაქმება გათვალისწინებული არ არის; 2023 წელს ა(ა)იპ ,,ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში‘‘ დასაქმდა 2 ახალი კადრი, 2024 წლის გეგმით ახალი კადრის დასაქმება გათვალისწინებული არ არის; 2023 წელს ა(ა)იპ ,,ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკაში" დასაქმდა 2 ახალი კადრი, 2024 წელს იგეგმება 1 ახალი კადრის დამატება. ბორჯომის მუნიციპალიტეტი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს დასაქმების მსურველ პირთა ბაზას. კერძო სექტორში არსებულ ვაკანტურ ადგილებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, მერია ახდენს დასაქმების მსურველ პირთა ინფორმირებას და დამსაქმებლებთან დაკავშირებას. სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების სახელმწიფო, მასშტაბური პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან განხორციელდა ბენეფიციართა ინფორმირება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული პროგრამით მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში დასაქმებულია 70 ბენეფიციარი. თერჯოლის მუნიციპალიტეტი 34 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს და ხელს უწყობს სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში. 2022 წლის აპრილის თვიდან აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის განხორციელების პროცესში, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას ითვალისწინებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სიღნაღის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხუთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირში დასაქმებულია 382 ადამიანი. აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და საჭიროებისამებრ დაასაქმებს ბენეფიციარებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრულია სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა აღრიცხვა და უფლებამოსილების ფარგლებში დასაქმებაში ხელშეწყობა. 2023 წელს აღრიცხული იქნა დარგში დასაქმების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მსურველები. მერიის შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობამ გამოიწვია პროგრამებში მონაწილეობის მსურველი ბენეფიციარების ზრდა წინა წლებთან შედარებით და რამდენიმე ათეული თვითდასაქმებული ფერმერის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. პროგრამა „დაფნის ბაღის მოწყობა“ ხელშეწყობით მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-500 დაფნის ნერგი გადაეცა 59 ბენეფიციარს, რომლებსაც თვითდასაქმების პირობებში გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო. ასევე „თხილის წარმოების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ტექნიკური ხასიათის სამუშაოებზე დასაქმებული იქნა 20-მდე ახალგაზრდა. მერია აგრძელებს დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას. შუახევის მუნიციპალიტეტი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ღებულობს სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული უნარჩვევების გაზრდას. ცაგერის მუნიციპალიტეტი 2023 წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მიზნით, შეიქმნა 881 ვაკანსია და ხელშეკრულება გაუფორმდა 881 მოსარგებლეს. მიმდინარე წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მიზნით, შეიქმნა 752 სამუშაო ადგილი და გამოცხადდა ვაკანსია. ამ ეტაპზე დასაქმდა და ხელშეკრულება გაუფორმდა 752 მოსარგებლეს. სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სააგენტოს პარტნიორს შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ პირებთან კომუნიკაციის კუთხით, ასევე უზრუნველყოფს უწყებებს შორის ეფექტურ კოორდინაციას. 35 მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების პროცესში ჩართული მხარეა, როგორც საზოგადოებრივი სამუშაოების მიმწოდებელი. აბაშის მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტში 2023 წელს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული იყო 544 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი. „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით 45-ე მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობას და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში და მ/წელს საჭიროების მიხედვით მოხდება ვაკანსიების დამატება. ხობის მუნიციპალიტეტი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის გათვალისწინებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერია, სააგენტო ხელს უწყობს დასაქმების ღონისძიებების განხორციელებაში. მუნიციპალიტეტში გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული იყო 368 სოციალურად დაუცველი პირი. 2024 წელს გამოცხადდა 415 ვაკანსია, დასაქმებულია 324 პირი. შესაძლებლობის ფარგლებში დაემატება დასაქმებულების რაოდენობა. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი 2023 წელს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში დასაქმდა - 44 პირი; - ა(ა)იპ ,,მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსი‘‘ -2 პირი; - ა(ა)იპ ,,სოციალური მომსახურების ცენტრი‘‘ -11 პირი; - ა(ა)იპ ,,ცენტრალური პარკი‘‘ -7 პირი; - ა(ა)იპ ,,სასაფლაოების მოვლა-პატრონობა‘‘ -1 პირი; - ა(ა)იპ ,,რაგბის სასპორტო სკოლა‘‘ - 4 პირი; - ა(ა)იპ ,,სერვისების ცენტრი‘‘ - 1 პირი; - შპს ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანია‘‘ -18 პირი; - სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში -24 პირი. 2024 წელს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში დასაქმდა - 19 პირი; - ა(ა)იპ ,,მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსი‘‘ - 2 პირი; - ა(ა)იპ ,,სოციალური მომსახურების ცენტრი‘‘ - 7 პირი; - ა(ა)იპ ,,ცენტრალური პარკი‘‘-2 პირი; - ა(ა)იპ ,,სასაფლაოების მოვლა- პატრონობა‘‘ - 1 პირი; - ა(ა)იპ ,,სერვისების ცენტრი‘‘ - 1 პირი; 36 - შპს ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანია‘‘ - 6 პირი; - სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში -19 პირი. 2024 წლის ვაკანტური თანამდებობების რაოდენობა -100; - ა(ა)იპ ,,მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსი‘‘ - 9; - ა(ა)იპ ,,სოციალური მომსახურების ცენტრი‘‘ - 12; - ა(ა)იპ ,,ცენტრალური პარკი‘‘ - 19; - ა(ა)იპ ,,სასაფლაოების მოვლა -პატრონობა‘‘- 6; - ა(ა)იპ ,,სერვისების ცენტრი‘‘ - 20; - შპს ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანია‘‘ - 34; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის N 14/66 განკარგულებით დამტკიცებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი (2024 – 2027 წ.), რომლითაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მიზნად განისაზღვრა ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ხოლო ამოცანად დასაქმების ხელშეწყობა, რომელიც მიიღწევა შესაბამისი აქტივობების განხორციელებით. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2023 წელს, მომართვის შესაბამისად, მოქალაქეებს არაერთხელ გაუწია შუამდგომლობა კერძო სექტორთან, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა იყო 846, ხოლო 2024 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 731 დასაქმებულს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ვაკანსიების დამატება. ქარელის მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული სოციალურად დაუცველი სამუშაო მაძიებლების ინფორმირებაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამუშოს მაძიებლებისთვის საჭირო ინფორმაციისა და კონსულტაციების მიწოდების კუთხით. მერის რწმუნებულები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად არიან ჩართული ზემოთ ხსენებულ საკითხში, ზედამხედველობას უწევენ შესრულებულ სამუშაოებს და ინფორმაციას აწვდიან ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ ,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრის‘‘ მომავალი წლის გეგმებთან დაკავშირებით. ახმეტის მუნიციპალიტეტი 2023 წელს სოციალური პროგრამით დასაქმდა 735 ბენეფიციარი. 2024 წლიდან ხელშეკრულება გაუგრძელდა 685 ბენეფიციარს, ამასთან 2024 წელს დამატებით აიტვირთა 126 ვაკანსია, აქედან დასაქმდა 66 ადამიანი და დაგეგმილია კიდევ 60 ბენეფიციარის დასაქმება. ტყიბულის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღნიშნული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მნიშვნელოვნად შეუწყობს 37 ხელს ტურიზმის განვითარებას. მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებთან მუნიციპალიტეტში საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. რაც თავის მხრივ გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას. ტყიბულის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოს იმერეთის კოორდინატორთან საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ პირებთან შეხვედრები, გაიმართა კონსულტაციები, განემარტათ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნები, პროგრამის განხორციელებაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების და დასაქმებულების კომპეტენციები და უფლება მოვალეობები. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში დასაქმებულია 297 სოციალურად დაუცველი პირი. ხორციელდება მოსარგებლეებთან შეხვედრების ორგანიზება, მათ საჭიროებებზე უფლებებზე და ვალდებულებებზე ინფორმაციის მიწოდება. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში) მიერ აქტიურად მიმდინარეობს დასაქმებულების მონიტორინგი, დაფიქსირებული შეუსაბამობების შემთხვევაში ხდება რეკომენდაციების გაცემა. საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ მე-16 მუხლის შესაბამისად, 2022 წელს მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდგომში დასაქმების მიზნით, სტაჟირება გაიარა თხუთმეტმა პირმა. აქედან, 2023 წელს დასაქმდა 8 პირი. ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის N177 დადგენილების 22-ე მუხლის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რიცხოვნობა განისაზღვრა 7 ერთეულით. მესტიის მუნიციპალიტეტი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თანახმად მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ქვემდებარე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში 2023 წელს სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებული იყო 595 სოციალურად დაუცველი პირი. 2024 წლისთვის დამატებით იგეგმება გამოცხადდეს მეეზოვის 240 ვაკანსია მესტია-უშგული მესტიაჯვრის დამაკავშირებელ გზაზე. გორის მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დასაქმებულია: - ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო‘‘- 38 პირი (ქალი - 30, კაცი - 8), ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო‘‘ - 104 პირი (ქალი - 75, კაცი - 29), ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო‘‘ - 3 ქალი, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახური‘‘ - 52 (ქალი - 7, კაცი - 45). ქედის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს, შესაბამისად აღნიშნულისა, ბოლო წლებია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ოფიციალურ პირობადაა გაწერილი. 38 ანალოგიური პრინციპით გაგრძელდება დასაქმების პოლიტიკის განხორციელება მიმდინარე წელსაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 და 2023 წლებში განხორციელდა ,,სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამა", სადაც მხარდაჭერილ იქნა სამი სოციალური საწარმო, რომლის ფარგლებში დასაქმდა 36 ადამიანი. 2023 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და UNDP-ის დაფინანსებით განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა‘‘. გამოვლენილ იქნა 13 გამარჯვებული ბენეფიციარი, მათ შორის 9 ქალი. ამ პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ბენეფიციარები იღებდნენ 85 სამუშაო ადგილის შექმნის ვალდებულებას. 2024 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ითვალისწინებს აღნიშნული პროგრამების განხორციელებას, რითაც კვლავ შეუწყობს ხელს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას. 39