საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-ს და „რაგბის კლუბი ვეფხვები“-ს სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2020 წლის 31 იანვარი ქ. საგარეჯო |
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესი
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესს.
1.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს საგარეჯოს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საგარეჯოს სპორტული გაერთიანების“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებითისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ლარს.
ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით, პასუხისმგებელი პირი (გაერთიანების დირექტორის ბრძანებით პასუხისმგებელ პირად ინიშნება გაერთიანების სპეციალისტი შესაბამის სახეობებში, რომელიც უზრუნველყოფს შეჯიბრებებზე მივლენილი სპორტსმენების ტრანსპორტირებას, კვებას და ღამისთევას) ვალდებულია არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს – „საგარეჯოს სპორტულ გაერთიანებას“ წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-სთვის“ და ა(ა)იპ „რაგბის კლუბ ვეფხვებისთვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს მერი უშუალოდ ან პირველადი სტრუქტურული ერთეულის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მეშვეობით.