„ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ (ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (№07-3/433; 03.04.2024) საქართველოს კანონის პროექტზე)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ (ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (№07-3/433; 03.04.2024) საქართველოს კანონის პროექტზე)
- „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ (ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (№07-3/433; 03.04.2024) საქართველოს კანონის პროექტზე) (ეს პროექტი) ალტერნატიული კანონპროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი
- ძირითადი კანონპროექტიდან (საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (№07-3/433, 03.04.2024)) და ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტებიდან (საქართველოს კანონების პროექტები: „ოკუპანტი ქვეყნის − რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/434, 04.04.2024); საქართველოს კანონების პროექტები: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/435, 08.04.2024)) ერთ-ერთის საფუძვლად მიღების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-08
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“
მუხლი 1.
საქართველო არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის
ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა
საქართველოს სახელმწიფოს მკაფიოდ და ნებაყოფლობით განცხადებული
თანხმობის გარეშე, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების, 1949 წლის ჟენევის IV
კონვენციისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების შესაბამისად,
არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.
მუხლი 2.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი
სხვაგვარი გაერთიანება;
ბ) ოკუპანტი ქვეყნის ძალა ბ.ა) რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია;
ბ.ბ.) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ან მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, რომელიც
მოქმედებს რუსეთის ფედერაციის ღია ან/და დაფარული ინტერესების შესაბამისად, მათ
შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში
საქართველოს სრული ინტეგრაციის წინააღმდეგ;
ბ.გ.) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება,
რომელიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ან
რომელიც თავის ძირითად საქმიანობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე
ახორციელებს.
ბ.დ.) სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად;
ბ.ე.) სახელმწიფო, რომელმაც არ დაუჭირა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების დეოკუპაციის რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეის,
გაეროს უშიშროების საბჭოს ან ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის სხდომაზე.
გ) ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი - უშუალოდ ოკუპანტი ქვეყნის ძალის
კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად, პირდაპირ ან არაპირდაპირ,
მთლიანად ან უმეტესწილად ოკუპანტი ქვეყნის ძალის მიერ კონტროლირებადი ან
დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი
ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით:
გ.ა) ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია ან/და ზემოქმედებს
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში;
გ.ბ) ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს
როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი,
სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური
მრჩეველი;
გ.გ) ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ფინანსური ან არაფინანსური
საშუალებებით საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად ან სხვა
საკრედიტო ვალდებულებად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას;
გ.დ) წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების
ორგანოებთან ურთიერთობის დროს.
დ) პოლიტიკური აქტივობა - ნებისმიერი აქტივობა, რომელიც, საქართველოს
კონსტიტუციით გათვალისწინებული, საქართველოს საშინაო ან საგარეო
პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს
ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე
ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად;
ე) რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება - ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი ან
ორგანო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს დე ფაქტო ან დე იურე პოლიტიკურ
იურისდიქციას, ასევე ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელზეც ასეთი
არაპირდაპირ
არის
უფლებამოსილების
განხორციელება
პირდაპირ
ან
დელეგირებული;
ვ) რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური პარტია - ისეთ აქტივობებში ჩართული
ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი გაერთიანება, რომლის მიზანია
ხელისუფლების
განხორციელებაში
მონაწილეობა
ან
ხელისუფლების
განხორციელებაზე გავლენის მოხდენა;
ზ) საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი საქართველოში მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც საზოგადოებრივი
ურთიერთობების საკითხებზე მრჩევლის საქმიანობას ახორციელებს ოკუპანტი
ქვეყნის სასარგებლოდ;
თ) პოლიტიკური მრჩეველი - საქართველოში მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც
პოლიტიკური მრჩევლის საქმიანობას ახორციელებს ოკუპანტი ქვეყნის
სასარგებლოდ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის სფეროში.
მუხლი 3.
ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:
ა) დიპლომატები და კონსულები, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო
დაწესებულების თანამშრომლები;
ბ) პირი, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან
სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა;
გ) ადვოკატი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში.
მუხლი 4.
აკრძალულია ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა, რაც ისჯება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 5.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 99-ე და 108-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის პროექტი
კანონის პროექტი: „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის
შესახებ“ და თანმდევი კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ წარმოადგენს ალტერნატიულ
კანონპროექტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (07-3/433/10, 03.04.2024) კანონპროექტზე.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია
საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო კურსია, კერძოდ,
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა
მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აგრძელებს
ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას, და დგამს ნაბიჯებს ამ
რეგიონების ანექსიისკენ. ამავე დროს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, განხორციელდა
ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც
სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ
რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ
12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის
დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის
პასუხისმგებლობის ქვეშაა.
რუსეთის ფედერაცია, საქართველოს ეროვნული დონის კონცეპტუალური
დოკუმენტების თანახმად, განაგრძობს საქართველოს დეკლარირებული, ეროვნული
ინტერესების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებას და
უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს,
ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ისევე როგორც დემოკრატიულად ქვეყნის
განვითარების ეროვნულ ინტერესებს.
ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომ ნებისმიერი საშუალებებით, როგორც ღია,
ასევე - ფარული მეთოდებით, მასთან პირდაპირ ან/და ირიბად დაკავშირებული
სუბიექტების მონაწილეობით გავლენა მოახდინოს საქართველოს კონსტიტუციით
განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის კურსზე. ასევე, რუსეთის ფედერაციის ქმედებები
საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იზრდება საქართველოს
შიდა პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ფედერაციის გავლენები.
გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა ეროვნული
უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის,
მაგალითად, აშშ თუ ავსტრალია. კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის აგენტთა
რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA)1 ; 2018 წელს ავსტრალიამ
აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის
შესახებ აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act (FITSA)2.
აქვე საფრანგეთის ეროვნული ანსაბლეა განიხილავს საკანონმდებლო წინადადებას
საფრანგეთში უცხოური ჩარევის თავიდან აცილების შესახებ. პროექტის მიზანია ქვეყნის
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსული, ჩინური თუ ირანული
გავლენებისგან ქვეყნის დემოკრატიის და უსაფრთხოების დაცვა3. აქვე აღსანიშნავია, რომ
საფრანგეთი გამორიცხავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კანონპროექტით.
ამასთან, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის
და სუვერენიტეტის ინტერესების თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია იმ
სახელმწიფოთა ქმედებები, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასევე, რომლებიც გაეროს
გენერალური ანსამბლეის, გარემოს უშიშროების საბჭოს ან ევროსაბჭოს საპარლამენტო
სესიის სხდომაზე წინააღმდეგი იყვნენ რეზოლუციების საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების დეოკუპაციის და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნლთა დაბრუნების უფლების თავიანთ
სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ეს კანონი, ამ სახელმწიფოებს აქცევს ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის ძალის
ნაწილად და განსაზღრავს შესაბამის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს
სახელმწიფოები
მოქმედებენ
საქართველოს
სუვერენული
ინტერესების,
კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების საპირისპიროდ და ოკუპანტი ქვეყნის
ინტერესებში.
შესაბამისად, ამ კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ქვეყნის ეროვნული
უსაფრთხოების ინტერესების დაცვით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად აიკრძალება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის
ფედერაციის გავლენის მქონე ორგანიზაციების საქმიანობა, შედეგად შემცირდება
რუსეთის გავლენები საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესების
წინააღმდეგ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1
https://www.justice.gov/nsd-fara/fara-index-and-act
https://www.legislation.gov.au/C2018A00063/latest/text
3 https://www.assemblee-nationale.fr/dyn/16/textes/l16b2150_proposition-loi
2
კანონით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი
ქვეყნის გავლენის აგენტი და იკრძალება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან
გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები, რომლებიც, საბოლოო
ჯამში, მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ
შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში
საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით უკუძალის მინიჭება მოთხოვნილი არ არის. კანონი ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც არანაირი ბარიერი და არც დამატებითი დროის
საჭიროება არ არსებობს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღებას მსგავსი მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ ექნება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ
დაუშვილი, შალვა კერესელიძე, თეონა აქუბარდია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ
დაუშვილი, შალვა კერესელიძე, თეონა აქუბარდია.