„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ალტერნატიული კანონპროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, თეონა აქუბარდია
ნომერი
#07-3/434/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ (ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (№07-3/433; 03.04.2024) საქართველოს კანონის პროექტზე)

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-08
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3212 მუხლი: „მუხლი 3212. ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტობა 1. „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 99-ე და 108-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის პროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ წარმოადგენს ალტერნატიული კანონონის პროექტიდან „ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების პროექტს, რომელიც წარდგენილია ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (073/433/10, 03.04.2024) კანონპროექტზე ალტერნატიულ კანონის პროექტთან ერთად. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგრეო კურსია, კერძოდ, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას, და დგამს ნაბიჯებს ამ რეგიონების ანექსიისკენ. ამავე დროს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, განხორციელდა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა. რუსეთის ფედერაცია არსებული, საქართველოს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების თანახმად, განაგრძობს საქართველოს დეკლარირებული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებას და უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, ისევე როგორც დემოკრატიულად ქვეყნის განვითარების ეროვნულ ინტერესებს. ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომ ნებისმიერი საშუალებებით, როგორც ღია, ასევე - ფარული მეთოდებით. მასთან პირდაპირ ან/და ირიბად დაკავშირებული სუბიექტების მონაწილეობით გავლენა მოახდინოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის კურსზე. ასევე, რუსეთის ფედერაციის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იზრდება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ფედერაციის გავლენები. ამასთან, საქართელოს ეროვნული უსაფრთხოების თვასაზრისით, გასათვალისინწბელია იმ სახელმწიფოთა ქმედებები, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ან/და რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის რეზოლუციას გაეროს გენერალური ანსამბლეის, გარემოს უშიშროების საბჭოს ან ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის სხდომაზე. ესკანონი, ამ სახელმწიფოებს აქცევს ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის ძალის ნაწილად და განსაზღრავს შესაბამის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სახელმწიფოები მოქმედებენ საქართველოს სუვერენული ინტერესების, კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების საპირისპიროდ და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში. შესაბამისად, ამ კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება მოითხოვს შესაბამის ცვლილებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის თავში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენის აგენტობისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ: „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ხოლო იგივე ქმედება, რაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგს გამოიწვევს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით უკუძალის მინიჭება მოთხოვნილი არ არის. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც არანაირი ბარიერი და არც დამატებითი დროის საჭიროება არ არსებობს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ავტონომიური რესპუბლიკის ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას მსგავსი მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ ექნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, თეონა აქუბარდია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, თეონა აქუბარდია.