ქართული ენის სტატუსის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 104
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
4/8/24, 2:50 PM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
10 აპრილი 2024 12:00
2024 წლის 10 აპრილი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი,V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და
განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ (07-2/378; 01.04.2024) განხილვა;
მომხსენებლები:
თამარ
გაბუნია
საქართველოს
-
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
მოადგილე,
ნოდარ
პაპუკაშვილი
საქართველოს
-
ოკუპირებული
სოციალური
დაცვის
ტერიტორიებიდან
მინისტრის
განათლების,
პირველი
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; თენგიზ ნასარიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/372; 13.03.2024) განხილვა
პირველი მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
https://parliament.ge/print/announcement/2793?local=true
1/3
საქართველოს პარლამენტი
4/8/24, 2:50 PM
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„თავდაცვის
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/374; 13.03.2024) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/370; 13.03.2024) განხილვა მეორე
მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/371; 13.03.2024) განხილვა მეორე
მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/373; 13.03.2024), განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
7. საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების
მუშაკთა
და
წარმოდგენილი
სტუდენტთა
პროფესიული
საკანონმდებლო
კავშირის
წინადადება
(დანიელ
„პროფესიული
დავითაშვილი)
განათლების
მიერ
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-13389/23; 13.10.2023) განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
8. მოხსენება: ქართული ენის სტატუსის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის
კონტექსტში;
https://parliament.ge/print/announcement/2793?local=true
2/3
4/8/24, 2:50 PM
საქართველოს პარლამენტი
მომხსენებელი: პროფესორი მანანა თანდაშვილი - ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის
ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.
https://parliament.ge/print/announcement/2793?local=true
3/3
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის
ოქმი
ოქმი N104
2024 წელი, 10 აპრილი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას
ესწრებოდნენ
კომიტეტის
წევრები:
გიორგი
ჩაკვეტაძე,
ირაკლი
მეძმარიაშვილი (ბექა დავითულიანის ადგილმონაცვლე), რამინა ბერაძე, გენრიეტა
წიწავა,
ვლადიმერ კახაძე, გიორგი სოსიაშვილი, იმედა ნიკურაძე, ვახტანგ
მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე, თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის პირველი მოადგილე;
ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
განათლების,
მეცნიერებისა
და
თენგიზ ნასარიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე;
ირინე ჩიხლაძე - სახალხო დამცველის მოადგილე;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დავით ლომინაშვილი, ქეთევან ქოქრაშვილი, მარიკა ოძელი;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თამარ კურტანიძე, ნინო ველთაური, ლიკა კლიმიაშვილი;
საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტი - გიორგი ალიბეგაშვილი, მაკა
თეთრაძე;
არნოლდ
ჩიქობავას
სახელობის
ენათმეცნიერების
ინსტიტუტი
-
გიორგი
გოგოლაშვილი;
კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოები - ლიკა კვარაცხელია, ნინო
თოდუა, ზვიად ბულისკერია, თემური ვეკუა, ლიკა ღვინჯილია, ზურაბ გუდავაძე,
გიორგი დონაძე, ლიანა სირაძე, სოფიო მაჭარაშვილი, ზურაბ ოქროპირიძე;
მანანა თანდაშვილი - ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული
ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი;
სხდომის
მდივანი:
ქეთევან
გოცირიძე
-
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის
დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის
დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ (№07-2/378; 01.04.2024)
განხილვა;
მომხსენებელი: თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
პირველი მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/372; 13.03.2024) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/374; 13.03.2024) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/373;
13.03.2024), განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
7. საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების
მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ
დავითაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№113389/23; 13.10.2023) განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
8. მოხსენება: ქართული ენის
ევროინტეგრაციის კონტექსტში;
სტატუსის
მნიშვნელობა
საქართველოს
მომხსენებელი: პროფესორი მანანა თანდაშვილი - ფრანკფურტის გოეთეს
უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის
კათედრის ხელმძღვანელი.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ,
თამარ გაბუნიამ კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023
წლის ანგარიში“ (№07-2/378; 01.04.2024).
მომხსენებლის განცხადებით, დასაქმების სააგენტომ ოპერირება 2023 წლის
განმავლობაში განახორციელა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის მე17 დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად. მისი განცხადებით, პროგრამის
ფარგლებში აქტივობები ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით.
პირველი, ესაა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებისა და განვითარების
ქვეპროგრამა, რომლის მიზანიცაა ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური
პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურება და განვითარება, მეორე
კომპონენტი, ეს არის სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების
ქვეპროგრამა და მესამე, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამა,
რომლის მიზანიცაა სოციალურად დაუცველი პირებისთვის შრომითი
შესაძლებლობების შექმნა და გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა
საზოგადოებრივ სამუშაოებზე. პროგრამები მიმართულია მოწყვლადი და
სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისკენ და ამ
მიმართულებით
სპეციალური
დასაქმების
კონსულტანტები
მუშაობენ.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებზე და ამ მიმართულებით სააგენტოს აქვს ადგილები - შრომის
ანაზღაურების სუბსიდირების ქვეპროგრამით, რომელიც მიმართულია შშმ
პირების
სპეციალური
საჭიროებების
შესწავლისა
და
ანაზღაურების
სუბსიდირებისკენ, რაც იძლევა მათი დასაქმების შესაძლებლობას. ასევე,
მოქმედებს კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული კონსულტირების პროგრამა.
მომხსენებლის განცხადებით, კონსულტაციების პროცესი განხორციელდა
სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. ამას გარდა, მნიშვნელოვანია სამუშაოს
მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში ჩართვა,
რაც
ხორციელდება
კარიერული
კონსულტირებისა
და
პროფესიული
ორიენტაციის შედეგების გათვალისწინებით, ამ დროს ფასდება სამუშაოს
მაძიებლის პროფილი და დგება ინდივიდუალური გეგმა, იწერება პროგრამა,
რომელიც კონკრეტულ პირს სჭირდება მისი განვითარებისთვის.
მომხსენებლის განცხადებით, გასული წლის დასაქმების პროგრამაში, ყველაზე
მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმება
სოციალურად დაუცველი სამუშაოს მაძიებელთა ხელშეწყობის მიზნით. პროგრამა
2022 წლის მარტიდან ხორციელდება.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში ითხოვა
დაზუსტება არსებული ვაკანტურ ადგილების შესახებ. მისი განცხადებით,
გასული წლის მდგომარეობით დასაქმების პორტალზე თავისუფალი ვაკანსია იყო
ბევრი, კომიტეტის თავმჯდომარემ იკითხა, შეიცვალა თუ არა ეს მდგომარეობა
მიმდინარე წლის მონაცემებით. მეორე კითხვა ეხებოდა დასაქმების მსურველთა
რეგისტრაციის ვებ-გვერდს. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა აღნიშნული
ვებ-გვერდის მეტი პოპულარიზაცია, განსაკუთრებით რეგიონებში. ამას გარდა,
კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა დასაქმებული პირების მიერ სამუშაო ადგილის
შენარჩუნების საკითხს, რამდენად სტაბილური იყო ეს მაჩვენებელი.
თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა
დასაქმების მსურველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ვებ-გვერდის worknet.moh.gov.ge - ის გაუმჯობესებისა და ინფორმაციის გავრცელების შესახებ.
რაც შეეხება ვაკანტურ ადგილებს, მისი განცხადებით, ეს კვლავ გამოწვევაა,
რადგან ხშირია პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა არსებულ ვაკანსიებთან.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სააგენტო, ამ პრობლემის აღმოფხვრის
კუთხითაც მუშაობს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სტაბილური
სამუშაოს პროცენტულ მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს
მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, მოკლევადიანი პროგრამების მიხედვით
კურსდამთავრებულთა 70% დასაქმებულია და აქტიურად ინარჩუნებს სამსახურს,
სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ ის
კურსდამთავრებულები, რომლებიც 2021 წელს გადამზადდნენ კვლავ
ინარჩუნებენ სამუშაოს, შესაძლოა შეიცვალონ დამსაქმებლები, თუმცა მათი
აქტიურობა შრომის ბაზარზე არის უწყვეტი.
კომიტეტის წევრის, ვლადიმერ კახაძის კითხვა ეხებოდა საზოგადოებრივ
სამუშაოებზე დასაქმებული პირების ზუსტ რაოდენობას და აგრეთვე, იმ პირებს,
რომლებიც დასაქმებულნი არიან სკოლებში ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე.
კომიტეტის წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა ითხოვა დაზუსტება სამუშაოს
მაძიებელთა რეგისტრაციის შესახებ. აგრეთვე, მისი შეკითხვა ეხებოდა
მარტოხელა და მრავალშვილიან ოჯახებს.
კომიტეტის წევრმა, რამინა ბერაძემ იკითხა დასაქმების ფორუმის შესახებ, სად
იგეგმება მათი ჩატარება მომავალში და შშმ პირებისთვის როგორი პროგრამებია
გათვალისიწინებული, მათ შორის ისეთები პირებისთვის. ამასთან, მან ითხოვა
დაზუსტება იმის თაობაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი სოციალური
დახმარების შენარჩუნება, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი დაიწყებს სამსახურს.
ამას გარდა, მრავალშვილიან და მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით
შესაძლებელია თუ არა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსთან ერთად, შეიქმნას რაიმე მექანიზმი, რომელიც მათ დაეხმარებათ
დასაქმებაში და მცირეწლოვან ბავშვებს შეუქმნის სათანადო პირობებს.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ თითოეულ სკოლაში არსებობს 3-4 ვაკანტური
ადგილი საზოგადოებრივი სამუშაოს ფარგლებში დასაქმების კუთხით. მან,
აგრეთვე, გამოთქვა მზაობა, რომ წახალისებისა და მოტივაციის კუთხით დაიწყოს
შესაბამისი მუშაობა, რათა ამ მიმართულებით არსებულ ვაკანსიებზე დასაქმება
იყოს სტაბილური. რაც შეეხება რეგისტრაციასა და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის დასაქმების პოპულარიზაციას, როგორც განმცხადებელმა აღნიშნა
მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი დასაქმების
პარალელურად 4 წლის განმავლობაში სტაბილურად უნარჩუნდებათ დასაქმებულ
პირებს, ამას გარდა, პოპულარიზაციის კუთხით, მუნიციპალიტეტებში მუშაობენ
მობილური ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტებთან ერთად სოფელში
მცხოვრებ მოსახლეობასთან ატარებენ შეხვედრებს და აცნობენ პროგრამას.
მარტოხელა დედების ხელშეწყობასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ განაცხადა,
რომ ეს საკითხი დედათა და ბავშვთა დაცვის სოციალური პოლიტიკის ნაწილია
და მეტი მუშაობაა საჭირო განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებებთან
ერთად. შშმ პირების დასაქმებასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ
აღნიშნა, რომ რამდენიმე წელია ეს მიმართულება დასაქმების სააგენტოსთვის
პრიორიტეტულია, შექმნილია სპეციალური კომიტეტიც, რომელიც მუშაობს ამ
საკითხებზე და მომავალშიც იგეგმება პირობების გაუმჯობესებისა და მეტი
შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარება.
კომიტეტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა დასვა კითხვა საინფორმაციო
შეხვედრების რეგიონებში გამართვისა და შრომის ბაზრის შესწავლის თაობაზე.
თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საინფორმაციო შეხვედრების გააქტიურება
იგეგმება, რაც შეეხება შრომის ბაზრის კვლევას, მისი თქმით, მიმდინარე წელს
იგეგმება მეთოდოლოგიის დაზუსტება და შემდეგ მოხდება სამუშაოების ჩატარება
ამ მიმართულებით.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ცნობად
მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის
დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ (№07-2/378; 01.04.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 1.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ
პაპუკაშვილმა, კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად
წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/372; 13.03.2024).
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, დირექტორის მოადგილის
შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ
შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია,
სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება
უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, მის მიერ
მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის
შესრულება;
ასევე, პირს, რომელიც კანონის 612 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის
01
იანვრის
მდგომარეობით
დასაქმებულია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში, მიეცემა უფლება დარეგისტრირდეს მასწავლებლობის
მაძიებლად.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის კანონში და კანონს ემატება
6311 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024
წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით სახელმწიფო უზრუნველყოფს
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული
პირის
მასწავლებლისთვის
–
ზოგადსაგანმანათლებლო
საქართველოს
განათლების,
დაწესებულების
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის
მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში განსაზღვრულია
150
ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი
დატვირთვის პროპორციულად.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
რამინა ბერაძემ ითხოვა დაზუსტება იმის შესახებ, იგეგმება თუ არა მაღალმთიან
რეგიონებში სკოლის ტექნიკური პერსონალისთვის დანამატის განსაზღვრაც.
მინისტრის
მოადგილის
განცხადებით,
სამინისტრო
მუშაობს
ყველა
მიმართულებით ზოგადი განათლების სფეროში, რათა გაუმჯობესდეს არსებული
მდგომარეობა. იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ამჟამინდელი
ბიუჯეტის მდგომარეობითაა, იგეგმება ის ცვლილებები, რაც გაჟღერდა,
დანარჩენის შესახებ მომდევნო 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია დამატებითი
განხილვები, როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ
მიმართულებით.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა
მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებს: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„მაღალმთიანი
რეგიონების
განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/372;
13.03.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 9;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ
პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განსახილველად
წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/374; 13.03.2024).
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ელექტრონული
სწავლების
ჩამოყალიბდება
ცნება
ახლებურად.
ცვლილებათა
და
პაკეტით
ელექტრონული
ბაკალავრიატში,
დაკორექტირდება
სწავლების
მუხლი
მაგისტრატურასა
და
დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება.
შესაძლებელი იქნება მაგისტრატურაზე სწავლა
ელექტრონულად,
იმ
შემთხვევაში
თუ
განხორციელდეს სრულად
პროგრამა
ხელახლა
გაივლის
აკრედიტაციას. მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც
შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან
სრულად გამოყენება.
გარდა ზემოხსენებულისა შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი
სამაგისტრო
პროგრამის
(გარდა
რეგულირებადი
საგანმანათლებლო
პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე
სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება. არანაკლებ 60 კრედიტიანი
სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო
გამოცდა. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას
სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.
გაჩნდება საკანონმდებლო რეგულაცია, რომლითაც საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
დაევალება
ონლაინ
უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.
კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ18“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უნივერსიტეტის
ტერმინი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და უნივერსიტეტის განმარტება
ჩამოყალიბდება
იმგვარად,
რომ
იგი
გაითვალისწინებს
,,სასწავლო
უნივერსიტეტის“ ცნებასაც. ასევე, ტექნიკური ცვლილება შევა კანონის 52-ე
მუხლის
,,31“
პუნქტში
და
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის ნაცვლად მიეთითება საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კანონში დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6
თვის ვადით დანიშვნის საკითხი და კანონის გარდამავალი დებულებებიდან
ამოღებულ იქნება 87-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე’’
კანონპროექტისგან
გათვალისწინებულია
დისტანციური
გამომდინარე
სწავლების
კანონპროექტებით
დანერგვის
მექანიზმების ამოქმედება და ტექნიკური საკითხების რეგულირება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
ხელშემწყობი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა
მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებს: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თავდაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/374; 13.03.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 9;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ
პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს
საკანონმდებლო
კანონების
პროექტები:
ინიციატივის
წესით
„სახელმწიფო
ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024).
მომხსენებლის განცხადებით წარმოდგენილ კანონის პროექტებში პირველი
მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა
მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „სახელმწიფო ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/370; 13.03.2024) მეორე მოსმენით.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 1.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ
პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024).
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვისას
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ
განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის ბოლოს მიღებული
გადაწყვეტილებით, უკრაინასა და ისრაელში განვითარებული მოვლენებიდან
გამომდინარე, დისტანციური წესით სწავლებასთან დაკავშირებით დაწესდა
საგამონაკლისო
აღნიშნულ
რეჟიმი.
კერძოდ,
სახელმწიფოებში
აუცილებლობა
არ
საქართველოს
სწავლობენ,
მოეთხოვებათ.
მოქალაქეებს,
საზღვრის
კომიტეტის
რომლებიც
75-დღიანი
თავმჯდომარემ
კვეთის
გამოთქვა
ინიციატივა, რომ ზემოაღნიშნული გამონაკლისი წარმოდგენილ საკანონმდებლო
პაკეტშიც ასახულიყო.
კომიტეტის თავმჯდომარის წინადადება გაიზიარა მომხსენებელმა. შესაბამისი
ცვლილება აისახა კანონპროექტების ტექსტში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა
მხარი დაუჭირეს მეორე მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებს: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/371;
13.03.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 1.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ
პაპუკაშვილმა, კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/373;
13.03.2024).
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილ კანონის
მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა.
პროექტში
პირველი
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა
მხარი დაუჭირეს მეორე მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/373; 13.03.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 1.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდულ
საქმეთა
კომიტეტის
თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა
საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების
მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ
დავითაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№113389/23; 13.10.2023).
მომხსენებლის
განცხადებით
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
მოიცავს შემდეგ საკითხებს: ტერმინთა განმარტება, პროფესიულ განათლებაში
დაშვების წინაპირობები, ინტეგრირებული სწავლება, დუალური პროფესიული
განათლება,
სამუშაოზე
დაფუძნებული
სწავლება,
პროფესიული
ასოციაციები/კავშირები, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული
საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორი, პროფესიული ინსტრუქტორი, პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები, შეღავათები
პროფესიულ
სტუდენტებსა
და
კურსდამთავრებულებზე,
პროფესიული
სტუდენტის, ინსტრუქტორისა და სხვა აკადემიური პირის უსაფრთხოება
პრაქტიკის
ობიექტზე,
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატური, მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო სივრცე.
კომიტეტის
აპარატის
წარმომადგენელმა,
რატი
ფრუიძემ
აღნიშნა,
რომ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მუხლების უმეტესობას ისედაც
მოიცავს კანონის არსებული რედაქცია, ხოლო რიგ შემთხვევაში, პროექტის
გარკვეული
ნაწილები
სცილდება
კანონის
რეგულირების
საგანს,
ან
ეწინააღმდეგება პროფესიული განათლების განვითარების ხედვას.
მაგალითისათვის:
საკანონმდებლო წინადადება მოიცავს დუალური პროფესიული განათლების
განმარტების ნაწილს, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული უკვე განმარტებულია
კანონის მოქმედ რედაქციაში, შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი დამატებითი
განმარტების შემოტანა.
ასევე, განმარტებულია პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული
საბჭოს ტერმინი - ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
წარდგინებით,
მათ
შორის,
სოციალური
პარტნიორობის პრინციპის გათვალისწინებით, ქმნის პროფესიული განათლების
სფეროში სათათბირო ორგანოს და ამტკიცებს მის დებულებას.
კანონის მოქმედი რედაქცია, აგრეთვე, მოიცავს საკანონმდებლო წინადადებით
შემოთავაზებულ პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული ორიენტაციის
გზამკვლევის ნაწილებს და ითვალისწინებს სამინისტროს მიერ ფორმალურ
განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის
დაგეგმვის სტრატეგიის დამტკიცებას. ამდენად საკითხი დარეგულირებულია
მოქმედი კანონით.
საკანონმდებლო
წინადადება
მოიცავს
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატურის სამსახურისა და მის ფუნქციაში შემავალი სხვადასხვა აქტივობების
დარეგულირებას
-
მანდატურის
სამსახური
დაფუძნებულია
„ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონითვე განსაზღვრულია
მისი ფუნქციები. კანონში შესაბამისი ჩანაწერი კოლეჯებს აძლევს შესაძლებლობას,
რომ საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვონ და კოლეჯში სამუშაოდ მიიღონ
მანდატურები, შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი დამატებით, პროფესიული
განათლების შესახებ კანონშიც იქნას დაფიქსირებული აღნიშნული ნორმები.
რაც
შეეხება
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულ
მიდგომას
პროფესიულ განათლებაში დაშვების წინაპირობების შესახებ, ის ეხმიანება
მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს და არ აყალიბებს
განსხვავებულ წინაპირობას. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე
ეტაპზე განიხილავს აღნიშნული მიმართულებით ცვლილებებს. კანონის მოქმედ
რედაქციაში დაშვების წინაპირობად გათვალისწინებული იყო განათლების
კონკრეტული
საფეხურის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
წარდგენის
ვალდებულება, ხოლო ცვლილების მიხედვით, პირს დაძლეული უნდა ჰქონდეს
შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგები და მან პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3
თვის ვადაში უნდა წარადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკანონმდებლო
წინადადებაში
გათვალისწინებულია
საგანმანათლებლო
დაწესებულების
დირექტორის
ფუნქციების
განმარტება,
უნდა
ითქვას,
რომ
პროფესიული
ტერმინისა
საქართველოს
და
მისი
პარლამენტმა
რამდენიმე თვის წინ მოახდინა ამ კუთხით კანონში ცვლილებების შეტანა და
შემოთავაზებული
მიდგომის
ძირითადი
გათვალისწინებულია კანონის მოქმედ რედაქციაში.
მიმართულებები
უკვე
დამატებით,
საკანონმდებლო
განმარტებას:
დაზღვევა,
წინადადება
მოტივაცია,
მოიცავს
შემდეგი
ტერმინების
უსაფრთხოება
და
პროფესიული
ასოციაციები/კავშირები, უნდა ითქვას რომ აღნიშნული ტერმინების განმარტება
სცდება კანონის რეგულირების საგანს.
მიუხედავად
ამისა,
უნდა
აღინიშნოს,
რომ
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს პროფესიული ინსტრუქტორის, პროფესიული სტუდენტების
შეღავათების, პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელის უფლებებისა და
ვალდებულებების, აგრეთვე, ინტეგრირებული სწავლების მიმართულებებს,
რომელთან დაკავშრებითაც კომიტეტის წარმომადგენლებისა და საკანონმდებლო
წინადადების ავტორთა შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ გაგრძელდება მუშაობა
და პოზიციების დაახლოების შემდეგ ეს საკითხები აისახება კანონში.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის
პოზიციაა, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილი სახით ცნობილ
იქნეს უარყოფილად.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო
წინადადების ავტორს პროფესიული განათლებით დაინტერესებისთვის და
აღნიშნა, რომ კომიტეტსა და დენიელ დავითაშვილს შორის არსებობს
წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც
გაგრძელდება და სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩამოყალიბდება საკანონმდებლო
წინადადებით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელსაც კომიტეტი
კანონპროექტის სახით წარმოადგენს.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა
მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პროფესიული განათლებისა და
კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული
კავშირის (დანიელ დავითაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებას „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (№1-13389/23; 13.10.2023).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 0;
წინააღმდეგი: 4;
თავი შეიკავა: 5.
კომიტეტმა მოისმინა:
ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორმა, მანანა თანდაშვილმა კომიტეტის
წევრებს წარუდგინა მოხსენება ქართული ენის სტატუსის მნიშვნელობა
საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.
საქართველოს
ევროინტეგრაციის
ეფექტური
განხორციელება
გარდა
პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისა სამეცნიერო ინტეგრაციასაც
მოიცავს რაც გულისხმობს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ღირებულებების
აღიარებას მეცნიერებაში უპირველეს ყოვლისა ღია მეცნიერების - open science
პრინციპების დანერგვას და სახელმწიფო ენის საერთაშორისო სტატუსის
ამაღლებას ქართული ენის სრულფასოვან და შეუფერხებელ ფუნქციონირებას
საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში.
საქართველოს ევროინტეგრაციის ენობრივი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
მომხსენებელმა დაასახელა სხვადასხვა ასპექტი, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ,
სოციალურ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებებს. კერძოდ,
პოლიტიკურ ასპექტში უნდა მოხდეს ქართული ენის ტექნოლოგიების
განვითარება და გავრცელება საერთაშორისო მოხმარების მიზნით. უნდა შეიქმნას
ღია რესურსები და უზრუნველყოფილი იყოს მათზე თავისუფალი წვდომა.
სოციალურ ასპექტში უნდა მოხდეს ქართული ენის ტექნოლოგიზება და ფართოდ
დანერგვა საზოგადოების სოციალური საჭიროების სხვადასხვა სფეროში.
სამეცნიერო ასპექტში - ქართული ენის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში
თავისუფალი და შეუფერხებელი მიმოქცევა. საგანმანათლებლო ასპექტში ქართული ენის სწავლისა და სწავლების საერთაშორისო ცენტრების გაძლიერება
ევროპაში.
მომხსენებლის განცხადებით, ძირითადი ამოცანაა ქართული ენის პრესტიჟის
დაცვა საერთაშორისო დონეზე, კომპლექსური და სტაბილური აქტივობის
დაგეგმვა და განხორციელება როგორც სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან, ისე
სახელმწიფოს მხრიდან ქართული ენის პრესტიჟის დასაცავად საერთაშორისო
მასშტაბით.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტს
აუცილებლად ექნება კომუნიკაცია, როგორც განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა ფრანკფურტის
უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულება შენარჩუნებულ იქნას.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა
ცნობად მიიღეს მოხსენება - ქართული ენის სტატუსის მნიშვნელობა
საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 4;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე