„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი (07-2/380; 11/04/2024) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.01.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საგზაო ინსპექტირება გზისპირა ზონებში - დადგენილი წესის შესაბამისად,
გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ - სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტო) უფლებამოსილი პირების მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
კოორდინაციით.“.
2. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111 . საგზაო ინსპექტირება გზისპირა ზონებში
1. M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება გზისპირა ზონებში
ექვემდებარება ინსპექტირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი
პირების მიერ.
2. გზისპირა ზონებში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების
მიერ მოწმდება სატრანსპორტო საშუალება შემდეგზე:
ა) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დაცვა;
ბ) მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და ტაქოგრაფის ელექტრონული
ბარათის გამოყენების შემოწმება;
გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;
დ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები;
ე) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა;
ვ) საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო
დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა;
ზ) ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის
წესების დაცვა.
3. გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის ნორმატიული აქტით.
4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების
რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, სატრანსპორტო
საშუალების ტექნიკური
გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების,
საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო
დოკუმენტის გამოყენების წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის
მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა შინაარსის მიხედვით იყოფა პირველ, მეორე
და მესამე ხარისხის დარღვევად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველი, მეორე და მესამე ხარისხის
დარღვევის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“.
3. 63-ე მუხლის 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 3 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს:
ა) გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების წესის მიღება და სახიფათო ტვირთების
გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის
ელექტრონული
ბარათის
გამოყენების,
სატრანსპორტო
საშუალების
ტექნიკური
გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების, საერთაშორისო გადაყვანაგადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების,
ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის
წესების პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევის სახეების განსაზღვრა;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის განმსაზღვრელი
კანონქვემდებარე აქტის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2025 წლის 3
იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპრექტის მიზანია საგზაო უსაფრთხოების ამაღლება და საგზაო შემთხვევების
პრევენცია გზებზე კონტროლის სისტემის შექმნის საშუალებით. აღნიშნული საკითხი
გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №353 დადგენილებით
დამტკიცებული - საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული
სტრატეგიისა და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით, რომლის მე-4 თავში
(ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება), 1.4.4 საკითხი
ითვალისწინებს გზებზე კონტროლის სისტემის შექმნის მიზნით საკანონმდებლო
ცვლილებების მომზადებას (ინდიკატორი საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი
ნორმატიული აქტების პროექტები. ვადა 2023 წლის მე-4 კვარტალი).
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“
შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) თანახმად, საქართველოს აღებული აქვს
ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას.
საავტომობილო სფეროსთან მიმართებით საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა
მოხდეს ქართული და ევროკავშირის სამართლის ერთმანეთთან დაახლოება. კერძოდ,
ასოცირების
შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი
კანონმდებლობის დაახლოება 2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/22/EC
დირექტივასთან საგზაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური
კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N 3820/85 და (EEC) N 3821/85 რეგულაციების
იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ, რომელიც წარმოადგენს 2006/22/EC
დირექტივის კონსოლიდირებულ ვერსიას 2022 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით
(ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპერაციებთან დაკავშირებულ სოციალურ სფეროში
მოქმედი კანონმდებლობის შესახებ (EC) №561/2006 და (EU) №165/2014 რეგულაციებისა და
2002/15/EC დირექტივის სისრულეში მოყვანის მინიმალური პირობებისა და საბჭოს
88/599/EEC დირექტივის გაუქმების შესახებ).
აღნიშნული დირექტივა განსაზღვრავს საავტომობილო გადაზიდვების მწარმოებელი
სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების (მძღოლთა) კანონმდებლობით განსაზღვრული
შრომისა და დასვენების დადგენილი რეჟიმების დაცვის პირობების (ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მართვის ყოველდღიურ, უწყვეტად მართვის მაქსიმალურად დასაშვებ,
ყოველკვირეული მართვის ჯამურ, დასვენების და შესვენების დროების დასაშვებ
ხანგრძლივობას) და მათი მარეგისტრირებელი მოწყობილობების (ტაქოგრაფების)
გამოყენების მონიტორინგს.
ხსენებული დირექტივა ნაწილობრივ იმპლემენტირებულია საერთაშორისო
გადაყვანა-გადაზიდვაში
ჩართული
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
მიმართ
1
(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები.
აქედან, მე-7 ნაწილის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო, ხოლო მე-8 ნაწილის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ - სააგენტო), ხოლო კანონპროექტის მიზანია მისი სრული
იმპლემენტაცია ეფექტური აღმასრულებელი მექანიზმის დანერგვის გზით.
ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის სფეროში დაგეგმილი რეფორმის
ფარგლებში მიღებულ იქნა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს
სააგენტოსთვის მოსამართლის ბრძანების გარეშე სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის
განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებას, რადგან აღნიშნული რეფორმის ფარგლებში
გათვალისწინებული
ღონისძიებების
კვალდაკვალ,
აუცილებელია
სააგენტოს
საზედამხედველო/მაკონტროლებელი ფუნქციის ეფექტიანად გამოყენება, რეფორმის
წარმატებით განხორციელების მიზნით.
სააგენტოს ფუნქციას, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და სააგენტოს
დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს დარგში
მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების, ავტოსატრანსპორტო საქმიანობის და ამ დარგში
მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების
შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლის განხორციელება.
ამდენად, მნიშვნელოვანია 15-ზე მეტი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული
პირობების შესრულებაზე, რომლითაც დაწესებულია მოთხოვნები გადამზიდველების,
ავტოსადგურების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლების მიმართ, სააგენტოს მიერ
ოპერატიული რეაგირების ფორმატში (მოსამართლის ბრძანების გარეშე) განხორციელდეს
ეფექტური მონიტორინგი, როგორც საწარმოში, ასევე, გზისპირა ზონებში.
აგრეთვე,
მნიშვნელოვანია
გადამზიდველების
შემოწმება
„საერთაშორისო
საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების
მუშაობის შესახებ“ (AETR) საერთაშორისო შეთანხმების 1219 მუხლის შესაბამისად, რომელიც
ითვალისწინებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მძღოლების
შემოწმებას როგორც გზებზე, ისე საწარმოებში. ხოლო, ამავე მუხლის შესაბამისად, შემოწმების
შედეგები კომპეტენტური ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მიერ რეგულარულად იგზავნება გაეროში.
საწარმოში, სააგენტოს უფლებამოსილი პირები შეამოწმებენ მათი საქმიანობის
შესაბამისობას დარგში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო
მოთხოვნასთან თუ პირობასთან, ხოლო გზისპირა ზონებში - შემოწმდება ავტოსატრანსპორტო
საშუალება შემდეგ მონაცემებზე:
ა) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დაცვა;
ბ) მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და ტაქოგრაფის ელექტრონული
ბარათის გამოყენების შემოწმება;
გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;
დ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები;
ე) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა;
ვ) საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო
დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა;
ზ) ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და
კალიბრაციის წესების დაცვა.
ამასთან, გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების წესი (მათ შორის ტექნიკური
მდგომარეობის შემოწმების პარამეტრები რაზეც მოხდება მონიტორინგი) განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
მასისა და გაბარიტების შემოწმება მოხდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11
აგვისტოს №393 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის
ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის
განსაზღვრის შესახებ“, ხოლო, ტვირთის ძარაზე დამაგრება - საქართველოს მთავრობის 2014
წლის 3 იანვრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“
შესაბამისად.
საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო
დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვის ინსპექტირება განხორციელდება შესაბამისი
ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებისა ან/და საერთაშორისო კონვენციების
მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა
და კალიბრაციის წესების დაცვის ინსპექტირებისას გათვალისწინებული იქნება „გარკვეული
კატეგორიის
ძრავიან
სატრანსპორტო
საშუალებებში
სიჩქარის
შემზღუდველი
მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის
16 აგვისტოს N400 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი.
ასევე, პროექტით, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და
დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, სატრანსპორტო
საშუალების ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების,
საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო
დოკუმენტის გამოყენების წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის
მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა შინაარსის მიხედვით დაიყოფა პირველ, მეორე
და მესამე ხარისხის დარღვევად. ხოლო, ხსენებული ხარისხის გათვალისწინებით დარღვევის
სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების
განხორციელებისას აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი დანაყოფების (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის) ჩართულობა,
დადგინდება, რომ გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სააგენტოს
უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან კოორდინაციის გზით.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო
რეგულირების
გარეშე
შეუძლებელია
სააგენტოსათვის
განსაზღვრული ახალი ფუნქციის ფარგლებში მინიჭებული უფლებამოსილების
განხორციელება, რაც გულისხმობს გზისპირა ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების
შემოწმებას სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების
პრევენციასა და დაცვას - გზებზე კონტროლის სისტემის შექმნის საშუალებით.
ამაღლებას,
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება
გზისპირა ზონებში დაექვემდებარება ინსპექტირებას სააგენტოს უფლებამოსილი პირების
მხრიდან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების
განხორციელებისას აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი დანაყოფების (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის) ჩართულობა,
დგინდება, რომ გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სააგენტოს
უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან კოორდინაციის გზით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტით კანონს ემატება 111 მუხლი - საგზაო
ინსპექტირება გზისპირა ზონებში სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ, რაც
გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის
წესების დაცვის, მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვისა და ტაქოგრაფის
ელექტრონული ბარათის გამოყენების შემოწმების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური
გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვის, საერთაშორისო გადაყვანაგადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების
დაცვისა და ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და
კალიბრაციის წესების დაცვის მიზნით.
ცვლილება შედის ასევე კანონის 63-ე მუხლში და დგინდება, რომ გზისპირა ზონებში
საგზაო ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
ასევე, წარმოდგენილი პროექტით, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა
შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების,
სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების
წესების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო
დოკუმენტის გამოყენების წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის
მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა შინაარსის მიხედვით დაიყოფა პირველ, მეორე
და მესამე ხარისხის დარღვევად, ხოლო აღნიშნული დარღვევის სახეების განსაზღვრა
მოხდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №353
დადგენილებით დამტკიცებულ - საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების
ეროვნულ სტრატეგიასა და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომლის მე-4 თავში
(ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება), 1.4.4 საკითხი
ითვალისწინებს გზებზე კონტროლის სისტემის შექმნის მიზნით საკანონმდებლო
ცვლილებების მომზადებას (ინდიკატორი - საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი
ნორმატიული აქტების პროექტები. ვადა 2023 წლის მე-4 კვარტალი).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 3 იანვარი.
იმის გათვალისწინებით, რომ საგზაო ინსპექტირება გზისპირა ზონებში გულისხმობს
დადგენილი წესის შესაბამისად, გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების
შემოწმებას სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ, ამ კანონის ამოქმედებამდე სააგენტომ
უნდა უზრუნველყოს გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების განსახორციელებლად
შესაბამისი ადამიანური რესურსის დამატება - გადამზადება. ამასთან, სააგენტომ უნდა
უზრუნველყოს აღნიშნულ პირთათვის სპეციალური ფორმის, მატერიალურ-ტექნიკური
აღჭურვილობისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, ასევე, კანონპროექტის
გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება, მათ შორის
დამატებითი ტექნიკური რეგულაციებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
პროექტების მომზადება, კერძოდ, გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების წესის მიღება
და სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების
და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, სატრანსპორტო საშუალების
ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების, საერთაშორისო
გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების
წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და
კალიბრაციის წესების პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევის სახეების განსაზღვრა.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
სააგენტო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს ახორციელებს საკუთარი
ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად საჭიროების
შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო
სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით
შემოსავლები.
გაიზრდება საბიუჯეტო
კანონპრექტის თანმდევია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი“, აღნიშნული
პროექტით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა, დარღვევის შესაბამისად, ჯარიმის შემდეგი ოდენობებით:
ა) პირველი ხარისხის დარღვევა - გაფრთხილებას;
ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედების ერთი წლის განმავლობაში
განმეორებით ჩადენისთვის - დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
გ) მეორე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
დ) მესამე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხები
ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
გავლენის ჯამური ოდენობა კი დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
გამომდინარე იქედან, რომ მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსი მოცემულ სამართალდარღვევას არ იცნობს, სტატისტიკური მონაცემები მასთან
დაკავშირებით არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოცემული მუხლი სტრუქტურულად
ემატება კოდექსის მე-10 თავს, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს
ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში. 2022 წლის პირველი
იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე, მოცემული სამართალდარღვევებიდან შემოსული
ჯარიმების ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტში შეადგენდა 76,786,884.21 ლარს, 2021 წლიდან
2022 წლამდე - 52,392,812.44 ლარს, ხოლო 2020-2021 წლებში 40,502,191.11 ლარს. შესაბამისად,
მოცემულ თავში არსებული სამართალდარღვევებიდან მიღებული შემოსავალი წლიდან
წლამდე იზრდება და წარმოდგენილი კანონპროექტით სავარაუდოა მისი კიდევ უფრო მეტად
გაზრდა. პირობითად, სამი წლის განმავლობაში, ყოველთვე, პირველი ხარისხის 2
დარღვევის(14 400), მე-2 ხარისხის 2 დარღვევისა (36 000) და მე-3 ხარისხის 2 დარღვევის (144
000) გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა იქნება 194 400. თუმცა,
საბოლოოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითი გავლენის ჯამური
ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ვინაიდან აღნიშნული ვალდებულებების განსახორციელებლად სააგენტოში იგეგმება
ახალი თანამშრომლების აყვანა, ამ მხრივ გავლენა შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილსაც, კერძოდ ერთი წლის განმავლობაში ახალი თანამშრომლების (20
ახალი თანამშრომელი საშუალო ხელფასი 2400 ლარი) ხელფასი ჯამურად იქნება 576 000 ლარი
და აქედან 20% ანუ 115 200 ლარი, საშემოსავლო გადასახადის სახით გადაირიცხება
სახელმწიფო ბიუჯეტში, კანონის ამოქმედების წელს და შემდგომ სამი წლის განმავლობაში 2026 წელს-115 200 ლარი, 2027 წელს-115 200 ლარი, 2028 წელს -115 200 ლარი.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
სააგენტოს მოუწევს ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის
როგორიცაა:
ა) დამატებული ადამიანური რესურსისთვის გადასახდელი შრომის ანაზღაურება.
აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად
სააგენტოს დაემატება 20 ახალი თანამშრომელი, თითოეული მათგანის საშუალო
ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2400 ლარს, შესაბამისად კანონის ამოქმედების წელს და
შემდგომი სამი წლის განმავლობაში (თითოეულ წელზე ცალ-ცალკე) ახალ თანამშრომელებზე
გასაწევი ხარჯი იქნება 576 000 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე
აისახება დასაქმებულთა ხელფასიდან 2% -ის საპენსიო დანაზოგში შეტანა, შესაბამისად ახალი
თანამშრომლებისთვის გამოყოფილი ხელფასებიდან 11 520 ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან
გადანაწილდება დასაქმებულთა საპენსიო დანაზოგში.
ბ) საოფისე ხარჯები, რომელიც მოიცავს სპეციალური ფორმისა (ერთ თანამშრომელზე
დაახლოებით 1552 ლარი წელიწადში, სულ 31 040 ლარი) და მატერიალურ-ტექნიკური
აღჭურვილობის (ერთ თანამშრომელზე დაახლოებით 1700 ლარი, სულ 34 000 ლარი) დასაფარ
ხარჯებს. ვინაიდან რეგიონალური განყოფილება განლაგდება ქუთაისის უკვე არსებულ
ოფისში, ამ მხრივ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება.
გ) მომსახურების გაწევისთვის საჭირო ხარჯები - კერძოდ, სააგენტოს ახალი
უფლებამოსილებების
განსახორციელებლად
დასჭირდება
6
ავტოსანტრასპორტო
საშუალების შეძენა, რისთვისაც საშუალოდ საჭირო იქნება 240 000 ლარი.
კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ადმინისტრირებას დასჭირდება
სათანადო ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა სააგენტოს მხრიდან. კერძოდ, სააგენტოს
მოუწევს ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის როგორიცაა: საჯარიმო
ქვითრის დაბეჭდვა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა, ადამიანური
რესურსის დამატება-გადამზადება, ბაზრის მონაწილეების ინსპექტირება, კანონპროექტის
გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ღონისძიების აღსრულება, მათ შორის,
დამატებითი ტექნიკური რეგულაციებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
პროექტების მომზადება და ა.შ. ამ მხრივ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება.
სექტორში მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის ხარჯები დამოკიდებული იქნება
სააგენტოს მხრიდან ყოველწლიურად განხორციელებული შემოწმებების რაოდენობასა და
სიხშირეზე, ასევე იმ მიდგომებზე, რომლებიც იქნება გამოყენებული სექტორის
ზედამხედველობის პროცესში. სააგენტო ამ ღონისძიებებს განახორციელებს საკუთარი
ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი
იქონიებს
ფინანსურ
შედეგებს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ, რამდენადაც მათ მოუწევთ წარმოდგენილი
კანონპროექტის თანმდევი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა.
ასევე, გავლენას იქონიებს 20 ახალ თანამშრომელზე, რომელიც დასაქმდება და შრომის
ანაზღაურების სახით მიიღებს საშუალოდ 2400 ლარს თვეში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია ასოცირების
შეთანხმების 296-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებასთან, რომლის თანახმად,
საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების
XXIV დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო
სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების დებულებების შესაბამისად. ამავე
(XXIV) დანართში მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება 2006 წლის 15
მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/22/EC დირექტივასთან საგზაო ტრანსპორტის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N
3820/85 და (EEC) N 3821/85 რეგულაციების იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ,
რომელიც წარმოადგენს 2006/22/EC დირექტივის კონსოლიდირებულ ვერსიას 2022 წლის 2
თებერვლის
მდგომარეობით
(ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
ოპერაციებთან
დაკავშირებულ სოციალურ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ (EC) №561/2006 და
(EU) №165/2014 რეგულაციებისა და 2002/15/EC დირექტივის სისრულეში მოყვანის
მინიმალური პირობებისა და საბჭოს 88/599/EEC დირექტივის გაუქმების შესახებ).
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXIV დანართით
(ტრანსპორტი) გათვალისწინებულ 2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს
2006/22/EC დირექტივასთან საგზაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული
სოციალური კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N 3820/85 და (EEC) N 3821/85
რეგულაციების იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ, რომელიც წარმოადგენს
2006/22/EC დირექტივის კონსოლიდირებულ ვერსიას 2022 წლის 2 თებერვლის
მდგომარეობით (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპერაციებთან დაკავშირებულ
სოციალურ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ (EC) №561/2006 და (EU) №165/2014
რეგულაციებისა და 2002/15/EC დირექტივის სისრულეში მოყვანის მინიმალური პირობებისა
და საბჭოს 88/599/EEC დირექტივის გაუქმების შესახებ).
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.