„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.04.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/380/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1184 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1185 მუხლი: „მუხლი 1185. M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის, ტვირთის ძარაზე დამაგრების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის, ტვირთის ძარაზე დამაგრების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების (გარდა ამ კოდექსის 1271 მუხლის 14, 15 და მე-7-72 ნაწილებისა) დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევის ჩადენა, გამოიწვევს: ა) პირველი ხარისხის დარღვევისთვის - გაფრთხილებას; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის - დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; გ) მეორე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; დ) მესამე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“; შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა ხორციელდება გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების განხორციელებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. საგზაო ინსპექტირებისას ამ მუხლით განსაზღვრული იმგვარი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, საქართველოს უფლებამოსილია კანონმდებლობით მძღოლს განსაზღვრული შეუზღუდოს შესაბამისი სატრანსპორტო გადაადგილება შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრამდე. ორგანო საშუალებით 2. 1271 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1185 და 1291 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1185 და 1291 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისას „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) გათვალისწინებული საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) არქონა/გათიშვა ან/და დაზიანებული ტაქოგრაფით გადაადგილება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“; დ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-72 ნაწილები: „71. ტაქოგრაფის შემოწმების შედეგად გამოვლენილი სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 72. სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას, განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის და სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გარეშე გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“. 3. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 116 7 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 166 2, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 174 15 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 176 3 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე−1811, 1813−1815, 182-ე−1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 116 7 მუხლის პირველი ნაწილით, 1168 და 118-ე−1184, 119-ე - 122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−72 ნაწილებით, 1291 და 1352−1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე პარაპლანით ფრენის განხორციელების დროს უსაფრთხოების წესების დაცვას, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 214-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 1185 და 1271 მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 5. 239-ე მუხლის: ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210 , 45-ე, 451 , 583 , 861 , 1002 , 107-ე, 1075 , 1141 , 1142 , 1151 , 116-ე–1168 და 118-ე−1184, 119-ე - 123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−72 ნაწილებითა და 134-ე, 135 2 −1354 , 1395 , 150-ე, 1527 , 1528 , 1533 , 1536 , 166-ე, 1662 , 167-ე, 173-ე, 17314 , 17315 , 1741 , 17415 −17418 , 1752 , 1761 , 1763 , 177-ე, 1771 , 17715 , 180-ე–183-ე, 190-ე, 1902 , 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“; ბ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. ამ კოდექსის 1185 მუხლით, 1271 მუხლის მე-8 ნაწილით და 1396 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 1271 მუხლის 14-15, 21, 22, 31, 32 და მე7 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.“. 6. 242-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1168 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 14-15, მე2−22, მე-7-72 ნაწილებითა და 1291, 1352–1354, 1527, 1528, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ან 21 ნაწილით ან 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“; ბ) შენიშვნის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 1185 მუხლით, 1271 მუხლის 14-15, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.“. 7. 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 1151−1168, 118-ე-1184, 119-ე-123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“. 8. 290-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 1151, 116-ე, 118-ე -1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 1271 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. ჯარიმის ან საურავის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლოსამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მძღოლს აღუდგება მართვის უფლება. მართვის უფლების აღდგენისთვის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ არის. შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 1181 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 1182 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 1183 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით, 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 122-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 123-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილითა და 125-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომლებითაც დგინდება ჯარიმისა და საურავის გადახდის სხვა წესები.“. 9. 291-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 1151, 116-ე, 118-ე -1184, 119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 1271, 1291, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლოსამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას სამართალდამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე სამართალდამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევით ახორციელებს აღმასრულებელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 3 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი გამომდინარეობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული ცვლილების შესაბამისად და თან ერთვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება). კერძოდ, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის დაახლოება 2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/22/EC დირექტივასთან საგზაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N 3820/85 და (EEC) N 3821/85 რეგულაციების იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ, რომელიც წარმოადგენს 2006/22/EC დირექტივის კონსოლიდირებულ ვერსიას 2022 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპერაციებთან დაკავშირებულ სოციალურ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ (EC) №561/2006 და (EU) №165/2014 რეგულაციებისა და 2002/15/EC დირექტივის სისრულეში მოყვანის მინიმალური პირობებისა და საბჭოს 88/599/EEC დირექტივის გაუქმების შესახებ). „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება გზისპირა ზონებში ექვემდებარება ინსპექტირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირების მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამდინარე, გზისპირა ზონებში ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, მომზადდა ცვლილების პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელშიც 1184 მუხლის შემდეგ დაემატა 1185 მუხლი. კატეგორიის აღნიშნული ცვლილების მიხედვით, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის, ტვირთის ძარაზე დამაგრების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა, რომელიც სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდება საგზაო ინსპექტირების გზისპირა ზონებში და გამოიწვევს დაჯარიმებას. ამისათვის კი მნიშვნელოვანია სააგენტოს გააჩნდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისა და ადგილზევე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე განისაზღვროს ადმინისტრაციული სახდელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს გზისპირა ზონებში სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების პროცესის ეფექტიანობას, რაც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კოდექსს ემატება ახალი - 1185 მუხლი, რომლის მიხედვითაც M2, M3, N 1, N 2, N 3, O 3, O 4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის, ტვირთის ძარაზე დამაგრების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების (გარდა ამ კოდექსის 1271 მუხლის 14, 15 და მე-7-72 ნაწილებისა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევის ჩადენა, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ა) პირველი ხარისხის დარღვევისთვის - გაფრთხილებას; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის - დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; გ) მეორე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; დ) მესამე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ასევე კოდექსის 1271 მუხლს ემატება ემატება 71-72 ნაწილები, რომლის მიხედვითაც, ტაქოგრაფის შემოწმების შედეგად გამოვლენილი სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას, განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის და სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გარეშე გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილში შედის ცვლილება და ზუსტდება, რომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისას „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებითს (AETR) გათვალისწინებული საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) არქონა/გათიშვა ან/და დაზიანებული ტაქოგრაფით გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით ასევე ცვლილება შედის კოდექსის 214-ე მუხლში და ახალი რედაქციით ყალიბდება მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ამ კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ხოლო, რაც შეეხება საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების და წარდგენის წესს, აღნიშნულს დაამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. შესაბამისი ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 28-ე ნაწილში, სადაც ემატება 1185 მუხლზე და 1271 მუხლის 14-15 და მე-7 ნაწილებზე მითითება. ასევე, 209-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში, 1271 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში, 239-ე მუხლის მე-13 ნაწილში, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილში, 290-ე მუხლის 11 ნაწილში და 291-ე მუხლის მე-5 ნაწილში ცვლილება განხორციელდა იმის გამო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრირების ქვეშ არ მოექცეს 1185 მუხლი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2025 წლის 3 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. სააგენტო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს ახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დარღვევის შესაბამისად, ჯარიმის შემდეგი ოდენობებით: ა) პირველი ხარისხის დარღვევისთვის - გაფრთხილება; ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის - დაჯარიმება 500 ლარის ოდენობით; გ) მეორე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით; დ) მესამე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმება 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან შემოსული (ჯარიმების სახით) თანხის 100%, რომელიც გადახდევინებულია ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ, შედის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს, შემოსული თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსი მოცემულ სამართალდარღვევას არ იცნობს, სტატისტიკური მონაცემები მასთან დაკავშირებით არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოცემული მუხლი სტრუქტურულად ემატება კოდექსის მე-10 თავს, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში. 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე, მოცემული სამართალდარღვევებიდან შემოსული ჯარიმების ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტში შეადგენდა 76,786,884.21 ლარს, 2021 წლიდან 2022 წლამდე 52,392,812.44 ლარს, ხოლო 2020-2021 წლებში 40,502,191.11 ლარს. შესაბამისად, მოცემულ თავში არსებული სამართალდარღვევებიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე იზრდება და წარმოდგენილი კანონპროექტით სავარაუდოა მისი კიდევ უფრო მეტად გაზრდა. პირობითად, სამი წლის განმავლობაში ყოველთვე პირველი ხარისხის 2 დარღვევის (14 400), მე-2 ხარისხის 2 დარღვევისა (36 000) და მე-3 ხარისხის 2 დარღვევის (144 000) გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა იქნება 194 400. თუმცა, საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითი გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ვინაიდან აღნიშნული ვალდებულებების განსახორციელებლად იგეგმება ახალი თანამშრომლების აყვანა, ამ მხრივ გავლენა შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილსაც, კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში ახალი თანამშრომლების (20 ახალი თანამშრომელი საშუალო ხელფასი 2400 ლარი) ხელფასი ჯამურად იქნება 576 000 ლარი და აქედან 20% ანუ 115 200 ლარი, საშემოსავლო გადასახადის სახით გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, კანონის ამოქმედების წელს და შემდგომ სამი წლის განმავლობაში - 2026 წელს-115 200 ლარი, 2027 წელს-115 200 ლარი, 2028 წელს -115 200 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სააგენტოს მოუწევს ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როგორიცაა: ა) დამატებული ადამიანური რესურსისთვის გადასახდელი შრომის ანაზღაურება. აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სააგენტოს დაემატება 20 ახალი თანამშრომელი, თითოეული მათგანის საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2400 ლარს, შესაბამისად კანონის ამოქმედების წელს და შემდგომი სამი წლის განმავლობაში ახალ თანამშრომელებზე გასაწევი ხარჯი იქნება 576 000 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე აისახება დასაქმებულთა ხელფასიდან 2% -ის საპენსიო დანაზოგში შეტანა, შესაბამისად ახალი თანამშრომლებისთვის გამოყოფილი ხელფასებიდან 11520 ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადანაწილდება დასაქმებულთა საპენსიო დანაზოგში. ბ) საოფისე ხარჯები, რომელიც მოიცავს სპეციალური ფორმისა (ერთ თანამშრომელზე დაახლოებით 1552 ლარი წელიწადში, სულ 31 040 ლარი) და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის (ერთ თანამშრომელზე დაახლოებით 1700 ლარი წელიწადში, სულ 34 000 ლარი) დასაფარ ხარჯებს. ვინაიდან რეგიონალური განყოფილება განლაგდება ქუთაისის უკვე არსებულ ოფისში, ამ მხრივ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება. გ) მომსახურების გაწევისთვის საჭირო ხარჯები - კერძოდ, სააგენტოს ახალი უფლებამოსილებების განსახორციელებლად დასჭირდება 6 ავტოსანტრასპორტო საშუალების შეძენა, რისთვისაც, საშუალოდ, საჭირო იქნება 240 000 ლარი. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ადმინისტრირებას დასჭირდება სათანადო ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა სააგენტოს მხრიდან, კერძოდ, სააგენტოს მოუწევს ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როგორიცაა: საჯარიმო ქვითრის დაბეჭდვა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა, ადამიანური რესურსის დამატება-გადამზადება, ბაზრის მონაწილეების ინსპექტირება, წინამდებარე კანონპროექტის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ღონისძიების აღსრულება, მათ შორის დამატებითი ტექნიკური რეგულაციებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ა.შ. ამ მხრივ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება. სექტორში მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის ხარჯები დამოკიდებული იქნება სააგენტოს მხრიდან ყოველწლიურად განხორციელებული შემოწმებების რაოდენობასა და სიხშირეზე, ასევე იმ მიდგომებზე, რომლებიც იქნება გამოყენებული სექტორის ზედამხედველობის პროცესში. სააგენტო ამ ღონისძიებებს განახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი უარყოფით ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ, რადგან მათ მოუწევთ კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე, გავლენას იქონიებს 20 ახალ თანამშრომელზე, რომელიც დასაქმდება და შრომის ანაზღაურების სახით მიიღებს საშუალოდ 2400 ლარს თვეში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით, კოდექსის 1184 მუხლის შემდეგ ემატება მუხლი 1185, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის შემდეგ ოდენობებს: ა) პირველი ხარისხის დარღვევისთვის - გაფრთხილებას; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის - დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; გ) მეორე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; დ) მესამე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროს, მხედველობაში იქნა მიღებული ჯარიმის ოდენობის თანმიმდევრულობა - დარღვევის სიმძიმესა და დამრღვევი პირის შემოსავლების მიმართ. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წ ევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმების 296-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებასთან, რომლის თანახმად, საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXIV დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების დებულებების შესაბამისად. ამავე (XXIV) დანართში მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება 2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/22/EC დირექტივასთან საგზაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N 3820/85 და (EEC) N 3821/85 რეგულაციების იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ, რომელიც წარმოადგენს 2006/22/EC დირექტივის კონსოლიდირებულ ვერსიას 2022 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპერაციებთან დაკავშირებულ სოციალურ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ (EC) №561/2006 და (EU) №165/2014 რეგულაციებისა და 2002/15/EC დირექტივის სისრულეში მოყვანის მინიმალური პირობებისა და საბჭოს 88/599/EEC დირექტივის გაუქმების შესახებ). გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXIV დანართით (ტრანსპორტი) გათვალისწინებულ 2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/22/EC დირექტივასთან საგზაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N 3820/85 და (EEC) N 3821/85 რეგულაციების იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ, რომელიც წარმოადგენს 2006/22/EC დირექტივის კონსოლიდირებულ ვერსიას 2022 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპერაციებთან დაკავშირებულ სოციალურ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ (EC) №561/2006 და (EU) №165/2014 რეგულაციებისა და 2002/15/EC დირექტივის სისრულეში მოყვანის მინიმალური პირობებისა და საბჭოს 88/599/EEC დირექტივის გაუქმების შესახებ). დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.