„დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.04.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/383/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აქტივების განთავსების სტრატეგია − საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საქართველოს საპენსიო ფონდის ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) რისკის მიმართ ტოლერანტობაზე, საინვესტიციო პერიოდსა და საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად;”; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ1 ქვეპუნქტი: „ზ1) საპენსიო ფონდი - საქართველოს საპენსიო ფონდი;”; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო ფონდის მიერ მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, მონაწილის საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების შესახებ ინფორმაციას, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;”; დ) „ნ“-„ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირი; „ო) პენსია – მონაწილის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად ამ კანონის 32-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად მიღებული/მისაღები, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული თანხა, რომლის დაანგარიშება, დანიშვნა და მონაწილისთვის გადახდა ხდება ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობითა და წესით;”; ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საინვესტიციო კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) შესაბამისად საპენსიო ფონდი ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას;”; ვ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) „ყ“-„ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) ელექტრონული სისტემა − საინფორმაციო ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი საპენსიო ფონდის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემების ბაზა; შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც საპენსიო ფონდს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით, აგრეთვე ამ კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − ეროვნული ბანკი; ჩ) საინვესტიციო ჰორიზონტი − დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო ფონდი ან/და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ინვესტიციის კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში განთავსებას გეგმავს (გეგმავენ);”; ი) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი − საპენსიო ფონდის ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომელიც იწყება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა;”; კ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევას;”; ლ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ3) რისკების მართვა – საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის ორგანოს კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საპენსიო ფონდში რისკის მართვა ხორციელდება;”; მ) „ჰ4“-„ჰ7“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ნ) „ჰ8“-„ჰ9“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ8) პენსიის მიმღები − პირი, რომელიც იყო მონაწილე და რომელიც ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით იღებს პენსიას/საპენსიო აქტივებს; ჰ9) პორტფელის ერთეული − ამ კანონით გათვალისწინებულ საინვესტიციო პორტფელში წილის ფლობის დამადასტურებელი ერთეული, რომლის ღირებულების გამოთვლის წესს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი;”. 2. მე-3 მუხლის მე-6 - მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მონაწილის საპენსიო შენატანები ფინანსდება შემდეგნაირად: ა) დამსაქმებელი, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მისთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; ბ) დამსაქმებელი, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მისთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; გ) თვითდასაქმებული საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით ახორციელებს საპენსიო შენატანს თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით; დ) დასაქმებული, რომლის ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას, ხელფასის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაბეგრი ხელფასის 4 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ დასაქმებულის დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გადახდისას მას აუნაზღაუროს საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; ე) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს: ე.ა) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის პირველი 24 000 ლარის ფარგლებში − დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2 პროცენტის ოდენობით; ე.ბ) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის მიერ ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის გადაჭარბების შემდეგ − აღნიშნული ოდენობიდან 60 000 ლარის ჩათვლით დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით; ვ) სახელმწიფო არ ახორციელებს საპენსიო შენატანს შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში 60 000 ლარის ზემოთ დასაქმებულის დასაბეგრ ხელფასზე ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალზე. 7. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო ფონდის მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).“. 3. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III. საპენსიო ფონდი მუხლი 4. საპენსიო ფონდის შექმნა 1. საპენსიო ფონდი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის. 2. საპენსიო ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა შემოიფარგლება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით. 3. საპენსიო ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად ამ კანონის, საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. საპენსიო ფონდის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. და სხვა 5. საპენსიო ფონდის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვები და მოთხოვნები. მუხლი 5. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება 1. საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის გამოყენებით ახორციელებს მონაწილეთა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და თითოეულ მონაწილეს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს. 2. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით. 3. საპენსიო ფონდი ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით. 4. საპენსიო ფონდი დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი არის (არიან) შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია. 5. საპენსიო ფონდი მონაწილის შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 6. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა 1. შემოსავლების სამსახური საპენსიო ფონდს უზრუნველყოფს ინფორმაციით საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული საჭიროებისამებრ და პერიოდულობით. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით შეადაროს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას. მათი შედარების შედეგად საპენსიო ფონდი ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას ან/და ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო ფონდის მიერ ინფორმაციების შედარების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ. ამასთანავე, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო ფონდისთვის დაბრუნება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო ფონდის მიერ ინფორმაციების შედარების შედეგად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში საპენსიო ფონდი უფლებამოსილია: ა) დამსაქმებელს, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულს, რომელმაც ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება დაარღვია, აგრეთვე დამსაქმებელს, რომელმაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაქმებულს იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად არ აუნაზღაურა საპენსიო შენატანი, დააკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა ან/და მის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის პირს მოსთხოვოს დარღვევის გამოსწორება − საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის თანხა ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა და საპენსიო შენატანი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო ფონდის ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 6. საპენსიო ფონდი ამ კანონის შესაბამისად ამტკიცებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების წესებსა და პროცედურებს და სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს. მუხლი 7. საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები 1. საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად. 2. საპენსიო ფონდის ფუნქციებია: ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; გ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება; დ) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; ე) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება; ვ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის: ვ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; ვ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირთან (პირებთან); ვ.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე; ზ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისთვის საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება; თ) საპენსიო ფონდის თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა; ი) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების განხორციელება; კ) მონაწილეებისთვის, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიებისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება; ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და გაფრთხილების/ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 3. საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესახებ. 4. საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8. საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები 1. მმართველობით საბჭოს გააჩნია სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციების შემსრულებელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების შესაძლებლობა ობიექტური, სამართლიანი და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით. სპეციალური ფუნქციებია: ა) საინვესტიციო ფუნქცია; ბ) რისკის მართვის ფუნქცია; გ) შიდა აუდიტის ფუნქცია. 2. ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური ფუნქციები უნდა შესრულდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. 3. სპეციალური ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულმა პირებმა ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა აცნობონ მმართველობით საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს სათანადო ზომების მიღების აუცილებლობას. თუ მმართველობითი საბჭო არ იღებს შესაბამის და დროულ ზომებს მაშინ, როდესაც სპეციალური ფუნქციის შემსრულებელი პირის მიერ გამოვლენილია არსებითი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების ინტერესებს, ან არსებობს საქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული პირი უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ეროვნულ ბანკს. 4. საინვესტიციო ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც გულისმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია: ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა; ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია; გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება; დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება. 5. რისკების მართვის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს ეფექტიანი და სათანადოდ ინტეგრირებული საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე აღნიშული ფუნქცია ორგანიზებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს რისკის მართვის სისტემის ფუნქციონირებას. რისთვისაც საპენსიო ფონდი ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დადგენისთვის, შეფასებისთვის, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის. რისკის მართვის ფუნქცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ რისკებს: ა) აქტივებისა და ვალდებულების მართვას; ბ) ინვესტიციებს; გ) ლიკვიდურობის და კონცენტრაციის რისკების მართვას; დ) საოპერაციო რისკების მართვას; ე) რისკების შემცირების მეთოდებს. 6. შიდა აუდიტის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც ახორციელებს საპენსიო ფონდის შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მათ შორის, აუთსორსინგული საქმიანობის შემთხვევაში. შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა იყოს საოპერაციო საქმიანობისგან დამოუკიდებელი და ობიექტური. მუხლი 9. მმართველობითი საბჭო 1. მმართველობითი საბჭო არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ორგანო, რომელიც შედგება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრისგან. 2. მმართველობითი საბჭო შედგება პროფესიონალი წევრებისაგან და თანამდებობრივი წევრებისაგან, რომელთაგან 9 წევრის შემთხვევაში 1 წევრი წარმოადგენს თანამდებობრივ წევრს, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში შესაძლებელია არსებობდეს 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. 3. ამ კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია და დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი პროფესიონალი წევრი, მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი პროფესიონალი წევრის არჩევამდე. 4. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიციისათვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. შესაბამისი პოზიციისათვის კანდიდატთა შერჩევის წესი და პროცედურა, ასევე მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, ასევე შესაფერისობის სხვა მოთხოვნები, მათ შორის მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული დადგენილება უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო ფონდის საჭიროებებს. 5. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრი არ შეიძლება იყოს პირი თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, ან ეკონომიკური დანაშაულებისთვის. ასევე პირი, რომელმაც გამოიწვია ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება. 6. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრს თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი შემდეგი საფუძვლებით: ათავისუფლებს ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) სასამართლომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) იგი თანამდებობიდან გადადგა ან გარდაიცვალა; ე) მან დაარღვია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები ან/და არასათანადოდ განახორციელა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და არასათანადოდ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები; ვ) იგი ზედიზედ სამჯერ, საპენსიო ფონდის დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე არ მონაწილეობდა მმართველობითი საბჭოს სხდომებში. 7. მმართველობითი საბჭო თავის წევრთაგან 3 წლის ვადით ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთან, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით აირჩიოს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ ან/და მის მოადგილედ არ შეიძლება არჩეულ იქნას მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი. 8. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა. 9. მმართველობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებას, მათ შორის ორგანიზაციულ სტრუქტურას; ბ) ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის დირექტორატსა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობებს და აძლევს მათ მითითებებს; გ) ღია კონკურსის საშუალებით არჩევს და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრებს; დ) ქმნის საპენსიო ფონდის კომიტეტებს; ე) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ დოკუმენტებს; ვ) განიხილავს და ამტკიცებს სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს; ზ) განიხილავს და ამტკიცებს გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას; თ) ახორციელებს ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას; ი) მმართველობითი საბჭო ადგენს ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვის სამართავად გადასაცემი საპენსიო აქტივების მოცულობისა და გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს); კ) მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია რეკომენდაციების მისაღებად შექმნას და მოიწვიოს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებისაგან. საკონსულტაციო საბჭოს წევრები არ წარმოადგენენ მმართველობითი საბჭოს ნაწილს და მათი მოწვევისა და დაკომპლექტების წესები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით; ლ) უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას; მ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს, რომელიც სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებისა და აცილების მექანიზმებს/წესებს; ნ) მმართველობითი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. 10. მმართველობითი საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი. 11. მმართველობითი საბჭოს წევრს ეზღუდება აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო ფონდისთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. 12. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის საქმიანობა ანაზღაურებადია და ფინანსდება საპენსიო ფონდის ბიუჯეტიდან. 13. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი არ შეიძლება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო ფონდის. თუ აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო საბჭოს წევრი ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. 14. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერმინისტრის და ეროვნული ბანკის წინაშე. 15. საპენსიო ფონდის ამ კანონით და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტების გადასინჯვისა და გამოქვეყნების წესები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. მუხლი 10. მმართველობითი საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები 1. მმართველობითი საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. 2. მმართველობითი საბჭოს სხდომას წარმართავს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან მის მიერ განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს სხვა წევრი. 3. მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება მმართველობითი საბჭოს მოქმედი წევრების შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 6 წევრისა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მმართველობითი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი. 5. მმართველობითი საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. მუხლი 11. შესარჩევი კომისია 1. შესარჩევი კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად შეარჩევს მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრთა კანდიდატურებს და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 2. შესარჩევი კომისიის საქმიანობა, მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრთა კანდიდატურების შერჩევის წესები და პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. შესარჩევი კომისია მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატებს არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. 3. შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი. 4. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი წევრი, მათ შორის, არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 5. შესარჩევი კომისიის წევრ საქართველოს პარლამენტის 3 წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი. 6. შესარჩევი კომისიის წევრს შესარჩევი კომისიის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება მისი, თანამდებობრივბი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრზე. 7. შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესარჩევი კომისია ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრისთვის შრომის ანაზღაურების მიცემას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. შესარჩევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მატერიალურ-ტექნკურ მხარდაჭერას ახორციელებს საპენსიო ფონდი. 8. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება შესარჩევი კომისიის არანაკლებ 5 წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მუხლი 12. მმართველობითი საბჭოს კომიტეტები 1. მმართველობითი საბჭო საკუთარი პროფესიონალი წევრებისაგან სპეციალური ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის სავალდებულო წესით ქმნის შემდეგ კომიტეტებს: ა) საინვესტიციო კომიტეტი; ბ) რისკის კომიტეტი; გ) აუდიტის კომიტეტი. 2. კომიტეტის წევრი ასევე შესაძლოა იყოს დირექტორატის წევრი, საპენსიო ფონდის თანამშრომელი და მოწვეული წევრები. 3. კომიტეტი მმართველობითი საბჭოს შესაბამისი პროფესიონალი წევრებისაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას. კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ორი მესამედი და კომიტეტზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. კომიტეტში ხმის უფლება გააჩნია მმართველობითი საბჭოს წევრსა და დირექტორატის წევრს. 4. კომიტეტი ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე და კომიტეტის ფორმირების და ფუნქციონირების წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. 5. კომიტეტი უფლებამოსილია საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად მისი საქმიანობა ან საქმიანობის ნაწილი დაადელეგიროს დირექტორატის შესაბამის წევრზე, გარდა სპეციალური ფუნქციების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის კომიტეტს. 7. საინვესტიციო კომიტეტი მმართველობითი საბჭოსაგან მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, და ასევე შეარჩევს ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას და სპეციალიზებულ დეპოზიტარს მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. 8. რისკის კომიტეტი მმართველობითი საბჭოსაგან მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის შეიმუშავებს რისკის მართვის ჩარჩოს და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. 9. აუდიტის კომიტეტი მმართველობითი საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 10. თითოეულ კომიტეტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დებულება, რომლის დამტკიცების წესი განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით და რომელშიც გაწერილი იქნება კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რაც, მათ შორის, მოიცავს, კომიტეტის მმართველობით საბჭოსთან რეგულარული ანგარიშგების, კომიტეტებს შორის თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების, კომიტეტის წევრთა როლებისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. 11. კომიტეტის წევრებს (გარდა მოწვეული წევრებისა) კომიტეტში საქმიანობისათვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ. 12. საჭიროების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას ამ მუხლით განსაზღვრულის კომიტეტების გარდა სხვა კომიტეტები, რომლის შექმნის და დამტკციების წესი განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. მუხლი 13. საპენსიო ფონდის დირექტორატი 1. დირექტორატი არის საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც შედგება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსისაგან. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს სხვა მიმართულების აღმასრულებელი ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები), რა შემთხვევაშიც მათზე გავრცელდება დირექტორატის წევრების მიმართ დადგენილი ამ კანონის მოთხოვნები. 2. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მმართველობითი საბჭო თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრებს რომლებიც ხელმძღვანელობენ საპენსიო ფონდის შესაბამის მიმართულებებს საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად. 3. საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მოვალეობის შემსრულებელი (მოადგილე). საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრის მოვალეობის შემსრულებლის (მოადგილის) დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. 4. დირექტორატის წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიციისათვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. შესაბამისი პოზიციისათვის საჭირო განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, ასევე შესაფერისობის სხვა მოთხოვნები დგინდება ეროვნული ბანკის მიერ. 5. საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, ან ეკონომიკური დანაშაულებისთვის. ასევე პირი რომელმაც გამოიწვია ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება. 6. თუ საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული საპენსიო ფონდის ახალი დირექტორატის წევრი, საპენსიო ფონდის მოქმედი დირექტორატის წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი დირექტორატის წევრის დანიშვნამდე. 7. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი: ა) წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს საპენსიო ფონდისთვის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის დებს ხელშეკრულებებსა და გარიგებებს საპენსიო ფონდის სახელით; ბ) კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს; გ) აღასრულებს მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს; დ) ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს/ინსტრუქციებს; ე) შეიმუშავებს საპენსიო ფონდის ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს; ვ) ამ კანონის და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის საქმიანობას რის ფარგლებშიც იღებს და აღასრულებს შესაბამისის გადაწყვეტილებებს. ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ და ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად; თ) საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო ფონდის საქმიანობის ანგარიშს; ი) ასრულებს საპენსიო ფონდის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 8. საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულების და საინვესტიციო კომიტეტისაგან დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ხელმძღვანელობს საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებას. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, გააფორმოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, მათ შორის საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე პირებთან ურთიერთობაში და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები. 9. მთავარი რისკის ოფიცერი ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულების და რისკის კომიტეტისაგან დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის რისკის მართვას და ახორციელებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. რისკის მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო ფონდში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. ასევე მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საპენსიო ფონდის სახელით დადებული გარიგებების შესახებ. 10. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი აუდიტის კომიტეტთან ერთად ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ყველა სხვა საქმიანობისაგან დამოუკიდებლად. შიდა აუდიტის სამსახურისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ჩანაწერი და დოკუმენტი, მათ შორის საპენსიო ფონდის თანამშრომლების, დირექტორატის წევრებისა და მმართველობითი საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. 11. საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრებზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო ფონდისთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 12. საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრი არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრი ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო. 13. საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრი ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს და შესაბამისი კომიტეტის წინაშე. მუხლი 14. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი 1. ამ კანონის მიზნებისთვის ნდობითი ვალდებულების მქონე პირები არიან: ა) მმართველობითი საბჭოს წევრები; ბ) დირექტორატის წევრები; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ; დ) ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) და მის (მათ) მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ; ე) საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი, რომელიც საპენსიო ფონდს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საინვესტიციო რჩევას აძლევს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მქონე პირად ითვლება სპეციალიზებული დეპოზიტარის/აქტივების მმართველი კომპანიის ის დასაქმებული, რომელიც უფლებამოსილია უშუალოდ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით ან/და მის ფარგლებში. მუხლი 15. ანაზღაურების პოლიტიკა 1. საპენსიო ფონდი ვალდებულია გააჩნდეს საკუთარი საქმიანობების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად განსაზღვრული ანაზღაურების პოლიტიკა ყველა იმ პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ დაგროვებით საპენსიო სქემას, ასრულებენ სპეციალურ ფუნქციებს და რომელთა საქმიანობები არსებით ზეგავლენას ახდენს საპენსიო სქემის რისკის პროფილზე. აღნიშნული ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს ყოველწლიურად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი: ა) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ დაცულ იქნეს დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილი, მიზნები და საპენსიო სქემების მონაწილეების გრძელვადიანი ინტერესები, ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეუწყოს საპენსიო ფონდის რაციონალურ/გონივრულ და ეფექტიან მართვას; ბ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გრძელვადიან საუკეთესო ინტერესებს; გ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; დ) საპენსიო ფონდი ვალდებულია განსაზღვროს ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და სულ მცირე სამ წელიწადში ერთხელ განაახლონ; ე) ანაზღაურების პოლიტიკის მართვა და კონტროლი უნდა განხორციელდეს მკაფიოდ, გამჭვირვალედ და ეფექტიანად. მუხლი 16. აუთსორსინგული მომსახურება 1. საპენსიო ფონდის ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, სპეციალური ფუნქციები, მთლიანად ან ნაწილობრივ შესაძლებელია გადაეცეს შესაბამის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ამ საქმიანობების განხორციელებისას/ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მათი სახელით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საპენსიო ფონდს. 3. სპეციალური ფუნქციების ან ნებისმიერი სხვა საქმიანობის აუთსორსინგზე გადაცემა არ უნდა იწვევდეს: ა) საპენსიო ფონდის მართვის სისტემის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესებას; ბ) საოპერაციო რისკების გაუმართლებელ გაზრდას; გ) საპენსიო ფონდის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელების შეფერხებას; დ) საპენსიო სქემის მონაწილეების მომსახურების მიწოდების გაუარესებას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული აუთსორსინგის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული საქმიანობების/ფუნქციების სათანადო განხორციელება/შესრულება აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი მონიტორინგით როგორც პერიოდისთვის. შერჩევის პროცესში, ისე მათი ფუნქციონირების მთელი 5. საქმიანობებისა და სპეციალური ფუნქციების გადაცემა უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდს და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მხარეებს შორის უფლება-მოვალეობების განაწილება. 6. საპენსიო ფონდი ვალდებულია ნებისმიერი საქმიანობის აუთსორსინგზე გადაცემის შემთხვევაში ეროვნული ბანკისაგან მოიპოვოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ეროვნულ ბანკთან აგრეთვე უნდა შეთანხმდეს ნებისმიერი შემდგომი ცვლილება, რომელიც შეეხება აუთსორსინგულ მომსახურებას. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საპენსიო ფონდს და აუთსორსინგული მომსახურების მომწოდებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია გადაცემულ სპეციალურ ფუნქციებთან ან ნებისმიერ სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით. მუხლი 17. საპენსიო ფონდის დაფინანსების წყაროები, საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტი 1. საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყაროა მონაწილეთა საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოიხატება საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია განსაზღვროს აღნიშნული საფასურის გატანის პერიოდულობა. 2. საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტში განსაზღვრული უნდა იყოს წლიური მომსახურების საფასურის პროცენტული მოცულობა. 3. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი არაუგვიანეს ყოველი საბიუჯეტო წლის პირველი დეკემბრისა მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო ფონდის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს. 4. არ შეიძლება საპენსიო ფონდის საქმიანობის დასაფინანსებლად საპენსიო ფონდის მიერ მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით საპენსიო ფონდის მიერ მიღებული თანხა დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ის სხვაგვარად გასხვისდეს საპენსიო ფონდის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. აღნიშნული თანხა აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი საპენსიო ფონდის გაკოტრების მასაში. მუხლი 18. საპენსიო ფონდის ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება მუხლი 19. საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა 1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებას და ზედამხედველობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ეროვნული ბანკის მიერ რეგულირება და ზედამხედველობა ხორციელდება წინასწარი განჭვრეტის და რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. 2. ეროვნული ბანკის რეგულირება და ზედამხედველობა მოიცავს სულ მცირე შემდეგს: ა) საპენსიო ფონდის მიერ მომზადებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონითა და ამ კანონის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და შეთანხმებას; ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიის, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენას; დ) საპენსიო ფონდის დირექტორატის შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას; ე) საპენსიო ფონდის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრას; ვ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საინვესტიციო წესების დადგენას; ზ) საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენისა და მიწოდების მოთხოვნების დადგენას; თ) ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების გადატანის წესების დადგენას; ი) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დადგენას; კ) საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას; ლ) მონაწილეთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დადგენას; მ) ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის მოთხოვნების დადგენას; ნ) პენსიის პროგრამული გატანის მოთხოვნების დადგენას; ო) პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალურ მოთხოვნების დადგენას; პ) რისკების მართვის ჩარჩოს შეთანხმებას და რისკის მართვასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დადგენას. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო ფონდის/აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს). ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის; ბ) საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველ კომპანიას, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და მათთვის მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია; გ) საპენსიო ფონდისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან) მოითხოვოს და მიიღოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია თავის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით; დ) შეამოწმოს საპენსიო ფონდის სტრუქტურის, აქტივების მართვასთან და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობისთვის აუცილებელ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ე) შეამოწმოს საინვესტიციო და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ვ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო ფონდი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ზ) ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს დამატებითი წესები და ლიმიტები საპენსიო ფონდის ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო პორტფელებში ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის (საინვესტიციო ფონდების) ფლობასთან დაკავშირებით; თ) შემოწმების შედეგად გამოვლენი საჭიროების ან/და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო ფონდს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას მისცეს სავალდებულო მითითება 1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეარჩევს. შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება. ბ) ინფორმაციას ჯამური აბსოლუტური ამონაგების შესახებ, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით; გ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულებისა და პროპორციის შესახებ ინფორმაციას, აქტივების კლასების როგორც მიზნობრივ, ისე ფაქტობრივ განაწილებას; დ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების, მიზნობრივი მაჩვენებლების და მათგან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას − ცალ-ცალკე, ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტებისათვის; ე) ანგარიშს ყველა სხვა გადასახდელის შესახებ, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს და ჯამურად სხვა მომსახურებისა და ფინანსური გარიგების საფასურების თაობაზე; ვ) საპენსიო ფონდის დებულებით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. 2. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი ვალდებულია: ა) კალენდარული წლის პირველი 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა; ბ) კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. 3. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გამოაქვეყნოს სხვა ინფორმაცია (მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება) მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა; ი) მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საპენსიო ფონდთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მიერ დადგენილი წესით სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები; კ) მონაწილის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის 31 პუნქტით მინიჭებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში საპენსიო ფონდისათვის დაადგინოს პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მათი გამოსყიდვის თითოეული პერიოდისთვის დაწესდება გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა, აგრეთვე აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის იმგვარი მექანიზმი, რომელიც დააბალანსებს იმ ეფექტს, რომელსაც ახალი პორტფელის ერთეულების გაყიდვა ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვა ახდენს აქტივების წმინდა ღირებულებაზე; ლ) დაადგინოს ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით დენომინირებული იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური საკრედიტო რეიტინგი, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; მ) შეაფასოს ხარისხობრივი მახასიათებლები სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებით; საპენსიო ფონდის მართვის ნ) შეაფასოს საპენსიო ფონდის წინაშე არსებული და შესაძლო რისკები; ო) შეაფასოს საპენსიო ფონდის შესაძლებლობები რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის კუთხით; პ) შეაფასოს საპენსიო ფონდის დებულება და საჭიროების რეკომენდაციები საპენსიო ფონდის დებულებასთან მიმართებით; შემთხვევაში გასცეს ჟ) მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორატის წევრი; რ) განუსაზღვროს საპენსიო შემუშავება/დამტკიცება. ფონდს აუცილებელი პოლიტიკის დოკუმენტების 4. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს საპენსიო ფონდის საქმიანობის ამ კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 5. თუ ეროვნულ ბანკს აქვს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია, ის საპენსიო ფონდს წერილობით აწვდის ამ ინფორმაციას, აგრეთვე საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის შესაბამისად შერჩეული სპეციალიზებული დეპოზიტარისა და ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის გაუქმების პროცესის ინიციირების თაობაზე ინფორმაციას. 6. ეროვნული ბანკი ახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინვესტირებული საპენსიო აქტივების 1%ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებით, საკრედიტო რისკის ან კონტრაჰენტთან დაკავშირებული რისკის მატერიალიზებით, რომლის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო და რომელიც არ არის გამოწვეული ფონდის ბრალეულობით, ან ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან მდგომარეობა, რომლის დროსაც საპენსიო ფონდი დროებით ვერ ასრულებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დროებითი მოქმედების განხორციელებას. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებისა და მოქმედების წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. 7. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დაადგინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო და დაგროვებითი საპენსიო სქემის რეგულირების დამატებითი წესები. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 4. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს; 5. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო ფონდს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.“; ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში: ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით; ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით; გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით. 4. თუ დასაქმებული ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს. 5. დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწევრებული დასაქმებულის მიერ საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის საფუძველს მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურებისთვის.“. 6. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები/პორტფელის ერთეულები აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის/პენსიის მიმღების, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში.“. 7. 25-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საპენსიო ფონდში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპენსიო შენატანები და საპენსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. 2. საპენსიო ფონდი მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციურ ელექტრონულ ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;”; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. სპეციალიზებული დეპოზიტარი 1. საინვესტიციო კომიტეტი ვალდებულია შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც დააკისრებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების ვალდებულებებს. 2. საინვესტიციო კომიტეტი სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის საშუალებით შეარჩევს (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს (მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს) განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. 3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს, მაგრამ მას საპენსიო ფონდის საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული. 4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო ფონდს, უნდა იყოს ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ავტორიზებული. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო ფონდს, უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ავტორიზებული. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 5. სპეციალიზებული დეპოზიტარი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია. 6. სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ მუხლის გათვალისწინებით, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: მე-12 პუნქტის მოთხოვნების ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს; ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვებისა და ფულადი სახსრების გაცემის შესახებ ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს; გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში; დ) საპენსიო ფონდს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად; ე) უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის შესახებ დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას; ვ) საპენსიო აქტივებთან მიმართებით ასრულებს ზედამხედველობის ვალდებულებებს; ზ) ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 7. სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საპენსიო ფონდს შორის დადებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და ფორმას; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 8. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის შესაბამისი ლიცენზიის ან ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების, სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო ფონდი სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკსა და მმართველობით საბჭოს. 9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას. 10. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში. 11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები. 12. თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების შესაძენად ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების დადების შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი.“. 9. 27-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტობას. მონაწილე/პენსიის მიმღები საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით წარდგენილი განცხადებით აფიქსირებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება მას.“; გ) მე-5 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან ის საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტების შესაბამისად ავტომატურად არის არჩეული და რომლის მართვას საპენსიო ფონდი ახორციელებს. 51. მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის შერჩევისა და შეცვლის წესს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი. აღნიშნული წესით დგინდება, მათ შორის, საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა და მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საპენსიო ფონდისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენის ვადა. საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები, გარდა საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ცალკეული შემთხვევებისა (მათი არსებობის შემთხვევაში). 52. საპენსიო ფონდი ვალდებულია მონაწილეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე 2 წლით ადრე ელექტრონულად აცნობოს/მიაწოდოს ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია პენსიის მიღების შემდეგ საინვესტიციო პორტფელის შეცვლის შესაძლებლობისა და პენსიის გატანის ფორმების თაობაზე. საპენსიო ფონდი ადგენს პენსიის მიმღებისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემის/დანიშვნის წესებსა და პროცედურებს, მათ შორის, თითოეული პორტფელის ჭრილში ლიკვიდური აქტივების მინიმალურ მოთხოვნებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 6. საინვესტიციო კომიტეტი ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავებს (შეიმუშავებენ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება.“; დ) მე-8 - 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თითოეული საინვესტიციო პორტფელი უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელსაც განსაზღვრავს საინვესტიციო კომიტეტი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე: ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები; პორტფელის საინვესტიციო ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს; გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს. 81. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ტიპის (კონსერვატიული, დაბალანსებული, დინამიკური) საინვესტიციო პორტფელის მიხედვით შექმნას და მონაწილეებს შესთავაზოს რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) ან დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი.“. ე) მე-10 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მმართველობითი საბჭო განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვის წესსა და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა გადაისინჯოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 11. მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი ვალდებულია საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება.“; ვ) მე-12 პუნქტის: ვ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: ა.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 100 პროცენტამდე; ა.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტამდე; ა.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) − 15 პროცენტამდე.“; ვ.ბ) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: ბ.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 80 პროცენტამდე; ბ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტიდან 40 პროცენტამდე; ბ.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) – 20 პროცენტამდე;“; ვ.გ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: გ.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 60 პროცენტამდე; გ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40 პროცენტიდან 60 პროცენტამდე; გ.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) − 25 პროცენტამდე.“; ზ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საინვესტიციო კომიტეტი ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის. ის უნდა მოიცავდეს არანაკლებ უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად.“; ი) მე-16 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნორმატიული აქტით აღიარებული სახელმწიფოების შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული/ავტორიზებული/რეგისტრირებული ან/და ასეთი მარეგულირებლის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საინვესტიციო ფონდის (მათ შორის, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის) ერთეულები;“; კ) მე-20 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ აქტივების მმართველი კომპანიის, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, მმართველობითი საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;“; ლ) 22-ე - 221 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს: ა) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20 პროცენტზე მეტის ფლობა; ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში 20 პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა. 221. ინვესტიციის განხორციელებისას ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს. თუ საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა არ არის გამოწვეული ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდი ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.“; მ) 223 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „223. ამ მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული ლიმიტები გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს.“; ნ) 24-ე პუნქტის „ბ” - „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მმართველობით საბჭოს წევრზე; გ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მმართველობითი საბჭოს წევრთან აფილირებული პირი (ასეთი აფილირების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში).“; ო) 241 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „241. ამ მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, 24-ე პუნქტითა და 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება საპენსიო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდებით დადებულ იმ გარიგებაზე, რომლის მეორე მხარე ბენეფიციარის სახელით/სასარგებლოდ ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტია, ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დამკვიდრებული ჩვეულებებიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდისთვის/აქტივების მმართველი კომპანიისთვის ამ ბენეფიციარის ვინაობა უცნობია.“; პ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „26. საპენსიო ფონდი/აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს მის მართვაში მყოფი საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ყველა უფლებას მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.“. 10. 28-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ამ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი აქტივების მმართველ კომპანიასთან დებს შესაბამის ხელშეკრულებას. 2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე.“; ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არ უნდა იყოს მმართველობით საბჭოს წევრთან აფილირებული პირი;“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მმართველობითი საბჭო შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ აქტივების მმართველ კომპანიას. მმართველობითი საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს.“; დ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ მუხლით განსაზღვრულ დებულებებზე ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესები.“. 11. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 12. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. მონაწილის მიმართ წლიური ანგარიშგება 1. საპენსიო ფონდი მონაწილეს არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია მონაწილეს შეიძლება მიეწოდოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მონაწილისთვის ინფორმაციის მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საპენსიო ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ.“. 13. 32-ე მუხლის: ა) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით. 2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს ასევე უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით. 3. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების მონაწილისთვის პენსიის სახით გაცემის სხვა ფორმაც და უზრუნველყოს მონაწილე ამ ფორმით.“; ბ) მე-5 - მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საპენსიო ფონდი ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეს უფლება აქვს, მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით. 6. მონაწილე მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხის მთლიან მოცულობას მიიღებს მას შემდეგ, რაც საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით მიმართავს საპენსიო ფონდს, ხოლო საპენსიო ფონდი მიიღებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. 7. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით პროგრამული გატანის პერიოდულობის განსაზღვრის წესებსა და პირობებს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საპენსიო აქტივების იმ მონაწილეებისთვის გაცემის მიზნით, რომლებიც არ არიან უფლებამოსილი, გაიტანონ საპენსიო აქტივები ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საპენსიო ფონდი მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ ატყობინებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ ასაკის დადგომამდე 6 თვით ადრე და უზრუნველყოფს მისთვის სტანდარტული განაცხადის ფორმის ხელმისაწვდომობას.“; დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „13. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, თუმცა ვალდებული არ არის, საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით მოითხოვოს და მიიღოს პენსია საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით. თუ მონაწილე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არ ისარგებლებს ამ უფლებით, დამსაქმებელი და სახელმწიფო მის სასარგებლოდ განახორციელებენ საპენსიო შენატანებს მონაწილის მიერ პენსიის მოთხოვნამდე ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.“; ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საპენსიო ფონდი პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაწილის მიერ მისთვის საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით პენსიაზე გასვლის შესახებ განცხადებით მიმართვის თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საპენსიო ფონდის მიერ პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მონაწილეს სტატუსი ეცვლება და პენსიის მიმღები ხდება.“. 14. 33-ე მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას. 3. საპენსიო ფონდი შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წესით და განსაზღვრულ ვადაში. 4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მონაწილეს აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.“. 15. 34-ე მუხლის მე-3 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო ფონდში წარადგენს მოთხოვნას საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული წესის (პროცედურების) შესაბამისად. 4. საპენსიო ფონდი გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისგან საპენსიო აქტივების მისთვის გადაცემის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით მიღების შემდეგ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემის შესახებ და მემკვიდრეს გადასცემს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.“. 16. 341 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საპენსიო ფონდი მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მონაწილეს გადასცემს საპენსიო აქტივების ღირებულებას ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის გადასაცემი თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 17. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა (მათ შორის, საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან მასთან აფილირებული პირების სასარგებლოდ გამოყენება ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება (გარდა საპენსიო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო აქტივებით საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებისა), რომლის მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირთან აფილირებული პირია).“. 18. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპენსიო ფონდმა შეიძლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირს მოსთხოვოს ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“. 19. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი: „მუხლი 371. პრეტენზიების გადაწყვეტა 1. საპენსიო ფონდის დებულებით უნდა განისაზღროს საპენსიო ფონდის მონაწილეთა პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმი. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს მინიმალური მოთხოვნები საპენსიო ფონდის პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმებთან დაკავშრებით. 3. მონაწილის პრეტენზიის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. 4. მონაწილე უფლებამოსილია უფლებების დასაცავად ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს.“. 20. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საპენსიო ფონდის მართვის საკომისიოს ოდენობა დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ, ამასთან აღნიშნული საკომისიოს ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 0,75 პროცენტს.“. მუხლი 2. გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონის ამოქმედებამდე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული საპენსიო სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აგრძელებს ამ კანონის შესაბამისად საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობების შესრულებას და ამ კანონის ამოქმედებისას მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე წარმოადგენს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს. თუ ამ კანონის ამოქმედებისას საპენსიო ფონდის დირექტორი დანიშნული არ არის და ყავს მოვალეობის შემსრულებელი, აღნიშნული პირი ახორციელებს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობას ამ კანონის შესაბამისად ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საინვესტიციო საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აგრძელებს ამ კანონის შესაბამისად საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის მოვალეობების შესრულებას. 3. იმ შემთხვევაში თუ საინვესტიციო საბჭოს წევრს ამ კანონის ამოქმედებისას ამოწურული აქვს ვადა და იგი აგრძელებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილების შესრულებას, მას ეს უფლებამოსილება უწყდება მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნისთავანავე. 4. 2024 წლის პირველ დეკემბრამდე ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. 5. 2024 წლის პირველ დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის გამოცემა. 6. ძალადაკარგულად გამოძახდდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №421. 7. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მმართველობითი საბჭოს პირველადი დაკომპლექტებისას, მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები დანიშნოს 5 წელზე ნაკლები ვადით. 8. 2025 წლის პირველ ივლისამდე საპენსიო ფონდმა უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრულ მმართველობით სტრუქტურასთან, ასევე სამართლებრივ აქტებთან / ინსტრუქციებთან და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. 9. 2025 წლის პირველ აპრილამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყოს მმართველობითი საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე წევრების დანიშვნა. 10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.020784). 11. ამ კანონის ამოქმედებამდე საპენსიო სააგენტოს სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას საპენსიო ფოდნის მმართველობითი საბჭოს მიერ აღნიშნული სამართლებრივი აქტების გაუქმებამდე. მუხლი 3. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-4 - მე-6 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბერიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-4 - მე-5 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო რეფორმა ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული წლების განმავლობაში გამოვლინდა, რომ საპენსიო რეფორმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა წარმოადგენს, რამდენადაც არსებულ სტრუქტურაში არ ხორციელდება საპენსიო სქემის ერთიანი მართვა და მისი ჰოლისტიკური ზედამხედველობა. დაგროვებითი მმართველობითი სისტემის ეფექტური, სწორი და სათანადო მმართველობითი სტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ემსახურება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის დახვეწის საჭიროებით, რადგან ერთიანი მართვის და ჰოლისტიკური ზედამხედველობის არ არსებობა წარმოშობს ისეთ სირთულეებს, როგორებიცაა მმართველობითი სისტემის სუბიექტებზე ფუნქციების, პასუხისმგებლობებისა და მანდატის ადეკვატურად გადანაწილების სირთულე, მმართველობით სისტემაში გარკვეული ფუნქციების დუბლირების შემთხვევები, საინვესტიციო და ადმინისტრაციული საქმიანობების არათანაბარი რეგულირება/ზედამხედველობა, სქემის საერთო რისკის შეფასების ხარვეზი და სხვა. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ემსახურება ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს ადეკვატური და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებას და რაც მთავარია, შესაძლებლობას მისცემს საპენსიო სააგენტოს უფრო ეფექტურად განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა/ადმინისტრირება და სათანადოდ იზრუნოს მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებზე ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი მმართველობითი სტრუქტურა უფრო ეფექტურს გახდის დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვას და ზედამხედველობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი) შემდეგ ძირითად ცვლილებებს: კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებები ძირითადად ემსახურება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს. კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას და ის განისაზღვრება, როგორც - „საპენსიო ფონდი“, აღნიშნული სახელწოდება უფრო ზუსტად ასახავს თუ რას არეგულირებს კანონი და რას ემსახურება აღნიშნული კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, ასევე აღნიშნული სახელწოდება შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მე-2 მუხლს დაემატა ზ1 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო ფონდის დეფინიციას. ამასთან, სახელწოდების ცვლილების შედეგად, დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის სრულ ტექსტში „საპენსიო სააგენტო“ ჩანაცვლდა „საპენსიო ფონდის“ დეფინიციით და შესაბამისაც უმეტესი მუხლების/პუნქტების ცვლილება ითვალისწინებს არა შინაარსობრივ, არამედ ტექნიკური ხასიათის ცვლილებას. კანონპროექტის III თავი შეიცვალა სრულად, რადგან სწორედ ის ასახავს მმართველობით სტრუქტურას. ცვლილება პირველ რიგში შეეხო III თავის სათაურს და განისაზღვრა, როგორც „საპენსიო ფონდი“. აღნიშნული თავის ფარგლებში გადაინომრა მუხლები და განისაზღვრა მათი ახლებური თანმიმდევრობა. სწორედ კანონპროექტის აღნიშნული თავი ასახავს შემდეგ შემდეგ ძირითად ცვლილებებს:  კანონპროექტის მე-4 მუხლი განსაზღვრავს საპენსიო ფონდის ზოგად დებულებებს, რომლებიც შინაარსობრივ ცვლილებებს არ განიცდის, რადგან მისი სამართლებრივი ფორმა უცვლელია (საჯარო სამართლის იურიდიული პირი), ასევე მასზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვები და სახელმწიფო არ მონაწილეობს საპენსიო ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაში.  კანონპროექტით კანონის მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებად განისაზღვრა - „დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“, „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა“ და „საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები“. აღნიშნულ მუხლებში შინაარსობრივი ცვლილებები არ განხორციელდა (ასახავს იმ შინაარსს რაც არსებული რედაქციის მე-7, მე-71 და მე-8 მუხლებით განისაზღვრება) და მხოლოდ ტექნიკურად განისაზღვრა „საპენსიო ფონდი“ „საპენსიო სააგენტოს“ ნაცვლად.  კანონპროექტით კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრება, რომ გარდა კანონის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა, მმართველობითი საბჭოს სტრუქტურაში ინტეგრირებული უნდა იყოს სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციებია საინვესტიციო ფუნქცია, რისკის ფუნქცია და შიდა აუდიტის ფუნქცია. ამგვარი მოწყობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ახასიათებს სწორ და ეფექტურ კორპორატიულ მართვას, მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებში, როგორიცაა საპენსიო ფონდი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფუნქციები უნდა შესრულდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. საინვესტიციო ფუნქცია გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. კეთილსაიმედო  ინვესტირების პრინციპებს ითვალისწინებს როგორც არსებული კანონი, ისე კანონპროექტი. კანონპროექტით განისაზღვრა რისკის მართვის ფუნქცია და დადგინდა, რომ ის ინტეგრირებული უნდა იყოს ეფექტურად საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე განისაზღვრა, რომ საპენსიო ფონდი ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დადგენისთვის, შეფასებისთვის, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის. კანონპროექტით ასევე დადგინდა სულ მცირე რას უნდა მოიცავდეს რისკის მართვა - აქტივებისა და ვალდებულების მართვას, ინვესტიციებს, ლიკვიდურობის და კონცენტრაციის რისკების მართვის, საოპერაციო რისკების მართვას და რისკების შემცირების მეთოდებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია ახორციელებს საპენსიო ფონდის შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მათ შორის, აუთსორსინგული საქმიანობის შემთხვევაში. ასევე დაკონკრეტდა, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა იყოს საოპერაციო საქმიანობისგან დამოუკიდებელი და ობიექტური. კანონპროექტით ასევე განისაზღვრა სპეციალური ფუნქციის განმახორციელებელი პირების ვალდებულება, რომ ასეთმა პირებმა ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა აცნობონ მმართველობით საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს სათანადო ზომების მიღების აუცილებლობას. თუ მმართველობითი საბჭო არ იღებს შესაბამის და დროულ ზომებს მაშინ, როდესაც სპეციალური ფუნქციის შემსრულებელი პირის მიერ გამოვლენილია არსებითი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების ინტერესებს, ან არსებობს საქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური ფუნქციების განხორციელებასათან დაკავშირებული პირი უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ეროვნულ ბანკს. ამ შემთხვევაში სპეციალური ფუნქციის შემსრულებელი პირი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით. კანონპროექტით კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს მმართველობითი საბჭოს სტრუქტურას, მოწყობას და მათ უფლება-მოვალეობებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტით გათვალისწინებული მმართველობითი სისტემის შესაბამისად, საპენსიო ფონდს ჰყავს ერთი უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვაზე. მმართველობითი საბჭო შედგება არანაკლებ 9, ხოლო არაუმეტეს 15 წევრისგან, რომელთაგან 9 წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა 1 წევრს ნიშნავს თანამდებობრივად, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია თანამდებობრივად დანიშნოს 2 წევრი, დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალი, შერჩევის შედეგად დანიშნული წევრები. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ინიშნება 5 წლის ვადით და მათ შეარჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. პროფესიონალი წევრები ინიშნებიან შესაბამისი პოზიციებისათვის, რათა მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდეს ყველა საჭირო და აუცილებელი განათლების/პროფესიული გამოცდილების მქონე წევრებით. შესაბამისი პოზიციისათვის კანდიდატთა შერჩევის წესი და პროცედურა, ასევე მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, ასევე შესაფერისობის სხვა მოთხოვნები, მათ შორის მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო ფონდის საჭიროებებს. კანონპროექტი განსაზღვრავს მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების ზოგად მოთხოვნებს, კერძოდ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიციისათვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ასევე მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრი არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი ან პირი რომელმაც გამოიწვია ორგანიზაციის გაკოტრება. რაც შეეხება მმართველობითი საბჭოს წევრების გათავისუფლებას, კანონპროექტის თანახმად, მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. კანონპროექტის შესაბამისად მმართველობითი საბჭო თავის წევრთაგან 3 წლის ვადით ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს/მოადგილეს. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ ან/და მის მოადგილედ არ შეიძლება არჩეულ იქნას მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი, ასევე მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა. კანონპროექტით კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს მმართველობითი საბჭოს ძირითად ფუნქციებს, რომელთაგან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მმართველობითი საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და დებულებას; ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის დირექტორატსა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობებს და აძლევს მათ მითითებებს; შესარჩევი კონკურსის საშუალებით არჩევს, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრებს; ქმნის საპენსიო ფონდის კომიტეტებს; განიხილავს და ამტკიცებს სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს; განიხილავს და ამტკიცებს გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას; ადგენს ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვის სამართავად გადასაცემი საპენსიო აქტივების მოცულობისა და გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს); უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას; შეიმუშავებს საპენსიო ფონდის ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს, რომელიც სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებისა და აცილების მექანიზმებს/წესებს და სხვა. ასევე, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია რეკომენდაციების მისაღებად შექმნას და მოიწვიოს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებისაგან. საკონსულტაციო საბჭოს წევრები არ წარმოადგენენ მმართველობითი საბჭოს ნაწილს და მათი მოწვევისა და დაკომპლექტების წესები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. მმართველობითი საბჭოს სხვა ფუნქციები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. დებულებით განისაზღვრება ასევე პოლიტიკის დოკუმენტების გადასინჯვისა და გამოქვეყნების წესები.    კანონპროექტი ასევე ადგენს, რომ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის საქმიანობა ანაზღაურებადია და ფინანსდება საპენსიო ფონდის ბიუჯეტიდან, ასევე დირექტორატის წევრები არ შეიძლება შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს. კანონპროექტით ასევე დგინდება, მმართველობითი საბჭოს წევრებისათვის აფილირების აკრძალვა, ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღების აკრძალვა და სამუშაოს დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიული მომსახურების გაწევის შეზღუდვები. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის და საქართველოს პარლამენტის წინაშე. კანონპროექტით კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს მმართველობითი საბჭოს სხდომას და მისი ჩატარების პროცედურებს. დგინდება, რომ მმართვლობითი საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. რაც შეეხება ხმის მიცემას, მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება მმართველობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მმართველობითი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ხმა. მმართველობითი საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. კანონპროექტით კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს შესარჩევ კომისიას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომისია შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეარჩევს მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრთა კანდიდატურებს და დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კანონპროექტით დგინდება, რომ შესარჩევი კომისიის საქმიანობა, მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრთა კანდიდატურების შერჩევის წესები და პროცედურები განისაზღვრება კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. შესარჩევი კომისიის წევრთა შემადგენლობა და მის გადაწყვეტილებაუნარიანობა კანონპროექტით შენარჩუნდა უცვლელად. დამატებით განისაზღვრა, რომ შესარჩევი კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის აპარატი. კანონპროექტით კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავს მმართველობითი საბჭოს კომიტეტებს, რომლებსაც მმართველობითი საბჭო ქმნის საკუთარი პროფესიონალი წევრებისაგან სპეციალური ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის და რომლებიც ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე. მმართველობითი  საბჭო ვალდებულია შექმნას შემდეგი კომიტეტები: საინვესტიციო კომიტეტი, რისკის კომიტეტი და შიდა აუდიტის კომიტეტი. კომიტეტის წევრი ასევე შესაძლოა იყოს დირექტორატის წევრი, საპენსიო ფონდის თანამშრომელი და მოწვეული წევრები. კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ კომიტეტი თავისი წევრებისაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, ამასთან კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ორი მესამედი და კომიტეტზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტში ხმის უფლება გააჩნია მმართველობითი საბჭოს წევრსა და დირექტორატის წევრს. კომიტეტის ფორმირების და ფუნქციონირების წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. საინვესტიციო კომიტეტი მმართველობითი საბჭოსაგან მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, და ასევე შეარჩევს ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას და სპეციალიზებულ დეპოზიტარს მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. რისკის კომიტეტი მმართველობითი საბჭოსაგან მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის შეიმუშავებს რისკის მართვის ჩარჩოს და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. აუდიტის კომიტეტი მმართველობითი საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომიტეტი უფლებამოსილია მისი საქმიანობა ან საქმიანობის ნაწილი დაადელეგიროს დირექტორატის შესაბამის წევრზე, გარდა სპეციალური ფუნქციების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა. ამასთან, თითოეულ კომიტეტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დებულება, რომელშიც გაწერილი იქნება კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები. კანონპროექტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კომიტეტების გარდა შექმნას სხვა კომიტეტები, მის მიერ განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესაბამისად. კანონპროექტით კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს საპენსიო ფონდის დირექტორატს, რომელიც წარმოადგენს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოს და რომელიც შედგება ფონდის გენერალური დირექტორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსისაგან. დირექტორატის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მმართველობითი საბჭო, ასევე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს დირექტორატის წევრი მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთან, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს სხვა მიმართულების აღმასრულებელი ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები).დირექტორატის წევრის მოვალეობის შემსრულებლის/მოადგილის დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. კანონპროექტით დირექტორატის წევრებისათვის განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნების იდენტური მოთხოვნები. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი - წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს, აღასრულებს მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს, გამოსცემს სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს/ინსტრუქციებს, შეიმუშავებს საპენსიო ფონდის ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის საქმიანობას რის ფარგლებშიც იღებს და აღასრულებს შესაბამისის გადაწყვეტილებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის და ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად, ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო ფონდის საქმიანობის ანგარიშს, ასრულებს საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ხელმძღვანელობს საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებას. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, გააფორმოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, მათ შორის საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე პირებთან ურთიერთობაში და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები. მთავარი რისკის ოფიცერი ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის რისკის მართვას და ახორციელებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. რისკის მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო ფონდში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. ასევე მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საპენსიო ფონდის სახელით დადებული გარიგებების შესახებ. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი აუდიტის კომიტეტთან ერთად ხელმძღვანელობს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ყველა სხვა საქმიანობისაგან დამოუკიდებლად. შიდა აუდიტის სამსახურისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ჩანაწერი და დოკუმენტი, მათ შორის საპენსიო ფონდის თანამშრომლების, დირექტორატის წევრებისა და მმართველობითი საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ თუ საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული საპენსიო ფონდის ახალი დირექტორატის წევრი, საპენსიო ფონდის მოქმედი დირექტორატის წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი დირექტორატის წევრის დანიშვნამდე. ამასთან, კანონპროექტი ადგენს, რომ დირექტორატის წევრებზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით    გათვალისწინებული ვალდებულებები და საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამასთან, დირექტორატის წევრზე ვრცელდება აფილირებისა და გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის შეზღუდვები. კანონპროექტით კანონის მე-14 მუხლით განისაზღვრება ნდობითი ვალდებულების მქონე პირები, რომელთა ჩამონათვალშიც ახალი მმართველობითი სისტემის შესაბამისად განისაზღვრა მმართველობითი საბჭოს წევრები და დირექტორატის წევრები. კანონპროექტით კანონის მე-15 მუხლით განისაზღვრება ანაზღაურების პოლიტიკა, რაც გულისხმობს, რომ საპენსიო ფონდი ვალდებულია გააჩნდეს საკუთარი საქმიანობების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად განსაზღვრული ანაზღაურების პოლიტიკა ყველა იმ პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ დაგროვებით საპენსიო სქემას, ასრულებენ სპეციალურ ფუნქციებს და რომელთა საქმიანობები არსებით ზეგავლენას ახდენს საპენსიო სქემის რისკის პროფილზე. აღნიშნული ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს ყოველწლიურად. კანონპროექტი ადგენს, რომ ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი საკითხები დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილი, მიზნები და საპენსიო სქემების მონაწილეების გრძელვადიანი ინტერესები, ფინანსური სტაბილურობა და ხელს უნდა უწყობდეს საპენსიო ფონდის რაციონალურ/გონივრულ და ეფექტიან მართვას; უნდა შეესაბამებოდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გრძელვადიან საუკეთესო ინტერესებს და უნდა მოიცავდეს ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. ამასთან, საპენსიო ფონდი ვალდებულია განსაზღვროს ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და სულ მცირე სამ წელიწადში ერთხელ განაახლონ. ანაზღაურების პოლიტიკის მართვა და კონტროლი უნდა განხორციელდეს მკაფიოდ, გამჭვირვალედ და ეფექტიანად. კანონპროექტით კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს აუთსორსინგული მომსახურების პრინციპებს. აუთსორსინგი გულისხმობს რომ საპენსიო ფონდის ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, სპეციალური ფუნქციები, მთლიანად ან ნაწილობრივ შესაძლებელია გადაეცეს შესაბამის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ამ საქმიანობების განხორციელებისას/ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ საპენსიო ფონდის სახელით, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საპენსიო ფონდს. კანონპროექტი ადგენს, რომ სპეციალური ფუნქციების ან ნებისმიერი სხვა საქმიანობების აუთსორსინგზე გადაცემა არ უნდა იწვევდეს: საპენსიო ფონდის მართვის სისტემის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესებას, საოპერაციო რისკების გაუმართლებელ გაზრდას, საპენსიო ფონდის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელების შეფერხებას და საპენსიო სქემის მონაწილეების მომსახურების მიწოდების გაუარესებას. საქმიანობებისა და სპეციალური ფუნქციების გადაცემა უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდს და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. კანონპროექტი ადგენს, რომ საპენსიო ფონდი ვალდებულია ნებისმიერი საქმიანობის    აუთსორსინგული მომსახურების შესახებ დროულად აცნობოს ეროვნულ ბანკს, ხოლო სპეციალური ფუნქციების აუთსორსინგზე გადაცემის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე ეროვნულ ბანკს უნდა ეცნობოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე. ეროვნულ ბანკს აგრეთვე უნდა ეცნობოს ნებისმიერი შემდგომი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომელიც შეეხება აუთსორსინგულ მომსახურებას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საპენსიო ფონდს და აუთსორსინგული მომსახურების მომწოდებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია გადაცემულ სპეციალურ ფუნქციებთან ან ნებისმიერ სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით კანონპროექტით კანონის მე-17 მუხლი ადგენს საპენსიო ფონდის დაფინანსების წყაროებს და საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტს, რომელიც ახალი მმართველობითი სისტემიდან გამომდინარე მხოლოდ ტექნიკურად შეიცვალა და განისაზღვრა, რომ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი არაუგვიანეს ყოველი საბიუჯეტო წლის პირველი დეკემბრისა მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო ფონდის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს. კანონპროექტით კანონის მე-18 მუხლი ადგენს საპენსიო ფონდის ანგარიშგებას და ანგარიშვალდებულებას, რომელშიც შევიდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები და ნაცვლად „საპენსიო სააგენტოსი“ განისაზღვრა საპენსიო ფონდი, ხოლო პარლამენტთან ანგარიშების წარდგენის ვალდებულება დაეკისრა საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს. კანონპროექტით კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს ზედამხედველობის საკითხებს. ახალ მმართველობით სტრუქტურასთან ერთად, კანონპროექტით დადგინდა რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საპენსიო ფონდის და მისი ყველა საქმიანობის ზედამხედველს. კანონპროექტის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირება და ზედამხედველობა ხორციელდება წინასწარი განჭვრეტის და რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე. კანონპროექტის შესაბამისად ეროვნული ბანკის რეგულირება და ზედამხედველობა მოიცავს სულ მცირე შემდეგს: საპენსიო ფონდის მიერ მომზადებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონითა და ამ კანონის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და შეთანხმებას; აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიის; საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენას; საპენსიო ფონდის დირექტორატის შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას; საპენსიო ფონდის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრას; კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საინვესტიციო წესების დადგენას; საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენისა და მიწოდების მოთხოვნების დადგენას; საპენსიო აქტივების გადატანის წესების დადგენას; საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დადგენას; მონაწილეთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დადგენას; ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის მოთხოვნების დადგენას; პენსიის პროგრამული გატანის მოთხოვნების დადგენას; პრეტენზიების  განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალურ მოთხოვნების დადგენას და რისკების მართვის ჩარჩოს შეთანხმებას და რისკის მართვასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დადგენას. კანონპროექტით ასევე დადგინდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები, მათ შორის - ადგილზე შეამოწმოს საპენსიო ფონდი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო ფონდს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა; მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საპენსიო ფონდთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მიერ დადგენილი წესით სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები; შეაფასოს ხარისხობრივი მახასიათებლები საპენსიო ფონდის მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებით; შეაფასოს საპენსიო ფონდის შესაძლებლობები რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის კუთხით; შეაფასოს საპენსიო ფონდის დებულება და საჭიროების შემთხვევაში მმართველობით საბჭოს დაუდგინოს საპენსიო ფონდის დებულებასთან მიმართებით დამატებითი მოთხოვნები; მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორატის წევრი; განუსაზღვროს საპენსიო ფონდს აუცილებელი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება/დამტკიცება და სხვა. ამასთან კანონპროექტით დგინდება ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის სპეციალურო ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება დაადგინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო და დაგროვებითი საპენსიო სქემის რეგულირების დამატებითი წესები. III თავით განსაზღვრულმა მმართველობითი სისტემის ცვლილებებმა გამოიწვია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები დეფინიციებში, მათ შორის გარკვეული დეფინიციების წაშლა, ასევე წაიშალა აღნიშნული თავის მე-20 მუხლი. მმართველობითი სისტემისა და „საპენსიო სააგენტოს“ სახელის ცვლილებამ ტექნიკური ხასიათის ჩასწორებები გამოიწვია სხვა მუხლებსა და მუხლების სათაურებში, მათ შორის ცვლილება შევიდა 26-ე მუხლში და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა ნაცვლად საინვესტიციო საბჭოსი დაეკისრა საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ასევე ამავე მუხლში ახალი მმართველობითი სტრუქტურის შესაბამისად ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება დაექვემდებარა მმართველობით საბჭოზე. კანონპროექტით კანონის 27-ე მუხლში განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. ამასთან, საპენსიო აქტივების დივერსიფიკაციის მიზნით 27-ე მუხლის მე-12 პუნქტს „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ა.გ” ქვეპუნქტი, რომლითაც მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივების (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) ლიმიტი განისაზღვრა 15 პროცენტამდე, ამავე პუნქტის ბ.გ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიმიტი გაიზარდა 20%-მდე, ხოლო ამავე პუნქტის გ.გ. ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიმიტი გაიზარდა 25%-მდე. კანონპროექტით 28-ე მუხლით განისაზღვრა, რომ მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ამ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი აქტივების მმართველ კომპანიასთან დებს შესაბამის ხელშეკრულებას. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე. კანონპროექტით კანონის 29-ე მუხლი ამოღებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ძალიან მცირე ნაწილი თუ გამოიყენებს სხვა აქტივების მმართველის არჩევის უფლებამოსილებას, იმდენად რამდენადაც საპენსიო აქტივების მართვა გრძელვადიანი პროცესია და მისი ამონაგების საწყის ეტაპზე შეფასება რთულია. ამასთან, საპენსიო აქტივების დაცულობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია მათი ერთი მმართველობითი ორგანოს ფარგლებში მართვა. მითუმეტეს, რომ კანონპრექტი ითვალისწინებს 28-ე მუხლის თანახმად საჭიროების შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანიების მიერ დაგროვებითი საპენსიო აქტივების მართვას. კანონპროექტით კანონს 37-ე მუხლის შემდეგ ემატება 371 მუხლი, რომელიც ადგენს პრეტენზიების გადაწყვეტის მექანიზმს. აღნიშნულის თანახმად, საპენსიო ფონდის დებულებით უნდა განისაზღვროს საპენსიო ფონდის მონაწილეთა პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს მინიმალური მოთხოვნები საპენსიო ფონდის პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმებთან დაკავშირებით. კანონპროექტის შესაბამისად, მონაწილის პრეტენზიის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო თუ მონაწილის მიერ საპენსიო ფონდისათვის წარდგენილი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, მონაწილეს უფლება აქვს, მიმართოს ეროვნულ ბანკს. კანონპროექტით 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საპენსიო ფონდის მართვის საკომისიოს ოდენობა დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ, ამასთან აღნიშნული საკომისიოს ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 0,75 პროცენტს. აღნიშნული მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც საპენსიო აქტივების ინვესტირების დივერსიფიკაცია საჭიროებს მეტ მოქნილობას საკომისიოებთან მიმართებით, საკომისიო კი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროებიდან გამომდინარე დადგინდება საქართველოს მთავრობის მიერ. კანონპროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ცვლილებების ეფექტურ და დროულ განხორციელებას. გარდამავალი პერიოდი განხორციელდება შემდეგნაირად: კანონპროექტის ამოქმედებამდე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არჩეული და დანიშნული საპენსიო სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აგრძელებს ამ კანონის შესაბამისად საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობების შესრულებას და ამ კანონის ამოქმედებისას მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე წარმოადგენს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს. ამასთან, კანონპროექტის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საინვესტიციო საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აგრძელებს ამ კანონის შესაბამისად საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის მოვალეობების შესრულებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საინვესტიციო საბჭოს წევრს ამ კანონის ამოქმედებისას ამოწურული აქვს ვადა და იგი აგრძელებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილების შესრულებას, მას ეს უფლებამოსილება უწყდება მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნისთანავე. ასევე, 2024 წლის პირველ დეკემბრამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. ასევე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №421. ასევე, 2024 წლის პირველ დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის გამოცემა. გარდამავალი დებულებები ასევე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას დაადგინოს კანონპროექტით განსაზღვრული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისაგან განსხვავებული მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადა. გარდამავალი დებულებების შესაბამისად, 2025 წლის პირველ ივლისამდე საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 2025 წლის პირველ მარტამდე შესარჩევმა კომისიამ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მმართველობითი საბჭოს წევრების არჩევა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა არჩეული წევრების დანიშვნა. კანონპროექტის მე-3 მუხლი განსაზღვრავს კანონის ამოქმედების ვადებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-4 მე-6 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდება 2024 წლის 1 დეკემბერიდან; კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-4 - მე-5 და მე-10 პუნქტები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე; კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. კანონის ამოქმედების განსხვავებული ვადები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შესაბამის ნორმებთან მიმართებით ზემოაღნიშნული თარიღების დადგომამდე, მიღებულ უნდა იქნეს სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტები. ამასთან, საპენსიო სააგენტომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების საფუძველზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების სათანადო ჩამოყალიბება/დაკომპლექტება და კანონპროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების სრულად განხორციელებამდე საჭიროა გარკვეული მატერიალური და ადამიანური რესურსების, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც მოითხოვს გონივრულ ვადას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო არის საპენსიო აქტივებიდან მომსახურების საფასურის სახით მიღებული თანხები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის თანახმად საპენსიო ფონდში შეიქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომლის წევრთა რაოდენობაც განისაზღვრება მინიმუმ 9, მაქსიმუმ 15 წევრისაგან, რომელთა უმრავლესობის (გარდა 2 მთავრობის მიერ დანიშნული თანამდეოობრივი წევრისა) საქმიანობა ანაზღაურდება და შესაბამისად მათ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის შესაბამისად იზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ულებამოსილებები, რაც დაკავშირებულია დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროებასთან, აღნიშნული საჭიროების ფარგლებში დასაქმებულს პირებს ასევე მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ზემოაღნიშნული გარემოებები გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: - კანონპროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი მმართველობითი სისტემის შექმნას, რაც ზეგავლენას მოახდენს საპენსიო სააგენტოს ხარჯვით ნაწილზე. დღეს საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობაში 4 წევრია, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ კი უნდა შეიქმნას მმართველობთი საბჭო, რომელიც მინიმუმ 9, მაქსიმუმ 15 წევრისაგან შედგება, აღნიშნულ წევრთაგან მხოლოდ თანამდებობრივად დანიშნული მაქსიმუმ 2 წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება, დანარჩენი წევრები კი მიიღებენ ანაზღაურებას. შესაბამისად აღნიშნულ პირთა შრომის ანაზღაურება, მათი აღჭურვა და შესაბამისი გარემოთი უზრუნველყოფა განხორციელდება საპენსიო ფონდის ბიუჯეტიდან. რაც შეეხება ხარჯების ოდენობას, მმართველობითი საბჭოს წევრების ანაზღაურება კერძო მოლაპარაკებების ნაწილია, შესაბამისად გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებების შედეგებზე, ხოლო შესაბამისი აღჭურვილობით და გარემოთი უზრუნველყოფა დამოკიდებული იქნება საპენსიო სააგენტოს არსებული რესურსების შეფასებაზე და ახალი დანიშნული კადრების რაოდენობაზე/მოთხოვნილებებზე. რაც შეეხება დირექტორატს, აღნიშნული ფუნქციები და დირექტორატის წევრები (გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და აუდიტის სამსახურის უფროსი), აღნიშნული პირები დღესაც ყავს საპენსიო სააგენტოს და მათი ანაზღაურება ფინანსდება მისი ბიუჯეტიდან შესაბამისად დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობითი საბჭოს კომიტეტების წევრობა არ ანაზღაურდება, ანაზღაურდება მხოლოდ გარე წევრების მოწვევის შემთხვევაში, რაც ან განხორციელდება მმართველობითი საბჭოს მიერ ან არა, შესაბამისად გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაზე, კერძო მოლაპარაკებებსა და აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგებზე. რაც შეეხება, შესარჩევ კომისიას, აღნიშნულის ცვლილება არ მომხდარა და შესაბამისად არ არის დაკავშირებული გაზრდილ ხარჯებთან. კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი მმართველობითი სტრუქტურის ჩამოყალიბება გამოიწვევს დღეს არსებული შიდა აუდიტის სამსახურის, საინვესტიციო სამსახურის, რისკების კონტროლის დეპარტამენტისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაციას და მათ ახალ მმართველობით სისტემაში ინტეგრირებას. იქედან გამომდინაარე, რომ კანონპროექტი ინარჩუნებს ამ ფუნქციებს, თუმცა იცვლება ამ ფუნქციების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულები, პირები, რომლებიც ამ სამსახურებში არიან დასაქმებული ჩვეულებრიც გააგრძელებენ შიდა რეორგანიზაციის შემდეგაც თავიანთი ფუნქციების შესრულებას ახალი მმართველობითი სტრუქტურის ფარგლებშიც. ამასთან, გარდამავალი დებულებების თანახმად საპენსიო სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აგრძელებს ამ კანონის შესაბამისად საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობების შესრულებას და ამ კანონის ამოქმედებისას მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე წარმოადგენს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს. მსგავსი წესი ვრცელდება საინვესტიციო საბჭოს წევრზე, რომელიც უფლებამოსილების ამოწურვამდე გააგრძელებს მმართველობითი საბჭოს წევრობას. აღნიშნული პირებს, ისედაც უნდა განეხორციელებინათ განსაზღვრული ვადით მათი ფუნქციები და კანონპროექტი აღნიშნულს არ ცვლის, შესაბამისად მათზე ფინანსურ გავლენას არ იქონიებს. - კანონპროექტი ითვალისწინებს ფონდის ნებისმიერი საქმიანობის აუთსორსინგზე გადაცემის შესაძლებლობას, რისთვისაც საჭირო იქნება ეროვნული ბანკის თანხმობა. აუთსორსის მომსახურებით სარგებლობა ერთის მხრივ გაზრდის ფონდის ხარჯებს, თუმცა მეორეს მხრივ დაუზოგავს საპენსიო ფონდს იმ რესურსის გაჩენის ხარჯებს, რის გამოც მისთვის უფრო ხელსაყრელია გარკვეული საქმიანობის აუთსორსით განხორციელება. რაც შეეხება პოტენციურად მომსახურების გამწევ პირებს, მათ გაეზრდებათ შემოსავლები. ამასთან, აღნიშნული ხარჯების და შემოსავლების ჯამური გავლენა დამოკიდებულია თუ რა საქმიანობა გადაეცემა მესამე მხარეს აუთსორსით (საქმიანობის ხასიათი და მოცულობა) და შესაბამის მესამე მხარეებთან კერძო მოლაპარაკებების შედეგებზე. - კანოპროექტით განისაზღვრება, რომ საპენსიო ფონდს უნდა გააჩნდეს პრეტენზიების გადაწყვეტის მექანიზმი. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს დამატებით ხარჯს საპენსიო ფონდისათვის, რადგან საჭირო იქენება დამატებითი სტრუქტურული ერთეულის შექმნა ან არსებულ სტრუქტურულ ერთეულებში დამატებითი თანამშრომლების აყვანა. აღნიშნული ხარჯების ჯამური გავლენა დამოკიდებული იქნება პოტენციურ კანდიდატებთან კერძო მოლაპარაკებების შედეგებზე. „საპენსიო სააგენტოს“ ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს ასევე სახელის ცვლილება, კანონის შესაბამისად მისი სახელწოდება ხდება „საპენსიო ფონდი“, შესაბამისად საჭირო იქნება ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, როგორიცაა ლოგოს, ბეჭდის და მსგავსი ატრიბუტების ცვლილება. აღნიშნული ხარჯების ჯამური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული სერვისების მიმწოდებლებთან კერძო მოლაპარაკებების შედეგებზე. - კანონპროექტით დგინდება ეროვნული ბანკის გაზრდილი საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც გულისხმობს მთლიანი საპენსიო ფონდის ზედამხედველობას. ამასთან კანონპროექტი ადგენს ეროვნული ბანკის მიერ კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების გამოცემის ვალდებულებას. შესაბამისად, შესაძლოა ეროვნულ ბანკს დასჭირდეს დამატებითი ადამიანური რესურსების გამოყოფა, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ეროვნული ბანკის გაზრდილი ხარჯები, რაც დამოკიდებული იქნება ეროვნული ბანკის არსებული რესურსის შეფასებასა და პოტენციურ ახალ თანამშრომლებთან კერძო მოლაპარაკებების შედეგებზე. - - - - კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული წესების დადგენას და დადგენილებების გამოცემას, აღნიშნული განხორციელდება არსებული რესურსის ფარგლებში და არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. საინვესტიციო ლიმიტებთან (მანდატის გაფართოებასთან) დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა აქტივების ჭრილში ლიმიტების გაზრდას 15%-მდე, 20%-მდე, 25%მდე, აღნიშნული უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტიციების მეტად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე, რადგან დივერსიფიკაცია სწორედ საპენსიო აქტივებზე ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ასეთი გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი. კანონპროექტი ითვალისწინებს 29-ე მუხლის ამოღებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ძალიან მცირე ნაწილი თუ გამოიყენებს სხვა აქტივების მმართველის არჩევის უფლებამოსილებას, იმდენად რამდენადაც საპენსიო აქტივების მართვა გრძელვადიანი პროცესია და მისი ამონაგების საწყის ეტაპზე შეფასება რთულია. ამასთან, საპენსიო აქტივების დაცულობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია მათი ერთი მმართველობითი ორგანოს ფარგლებში მართვა. მითუმეტეს, რომ კანონპრექტი ითვალისწინებს 28-ე მუხლის თანახმად საჭიროების შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანიების მიერ დაგროვებითი საპენსიო აქტივების მართვას. თავის მხრივ აღნიშნული 29-ე მუხლის ამოღება აქტივების მმართველ კომპანიებს (დღეს საქართველოში რეგისტრირებულია/ლიცენზირებულია 8 აქტივების მმართველი კომპანია) შესაძლოა უკარგავდეს დამატებითი ფინანსური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ დღეს მათ ეს შესაძლებლობა არ აქვთ (აღნიშნული მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2025 წლის პირველი იანვრიდან) და შესაბამისად გავლენა შეეხება სამომავლო ჰიპოთეტურ საქმიანობას, რომელსაც რეალობაში ან განახორციელებდნენ აქტივების მმართველი კომპანიები ან არა, რადგან აღნიშნული დამოკიდებული იქნებოდა მონაწილეთა არჩევანზე, ამ კომპანიების საქმიანობის წარმატებასა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა როგორც აღინიშნა მათ უნარჩუნდებათ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, აღნიშნული კი გულისხმობს აუთსორსს, რა შემთხვევაშიც მონაწილის არჩევანი არ წარმოადგენს ფაქტორს, შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა აუთსორსული მომსახურება გაუწიონ საპენსიო ფონდს. აუთსორსული მომსახურების შემოსავალი და შესაბამისად ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება კერძო მოლაპარაკებებსა და საპენსიო აქტივების აუთსორსის მასშტაბზე. კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო ფონდის მართვის საკომისიოს ცვლილებას და განსაზღვრავს, რომ საპენსიო ფონდის მართვის საკომისიოს ოდენობა დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ, ამასთან აღნიშნული საკომისიოს ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 0,75 პროცენტს. დღეს, საპენსიო აქტივების მართვის საკომისიო არის საპენსიო აქტივების 0.5%, აღნიშნულის გაზრდის შემთხვევაში მონაწლეების საპენსიო აქტივებიდან მოხდება მეტი საკომისიოს გადახდა. გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება თუ რა კონკრეტულ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა, ასევე მეტწილად დამოკიდებული იქნება მოცემულ მომენტში საპენსიო ფონდის მართვის ქვეშ მყოფი აქტივების მოცულობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო აქტივების წრე გაიზარდა, მათ შორის ზემოაღნიშნული სხვა აქტივების ნაწილში, შესაბამისად მონაწილეთა ამონაგებიც გაიზრდება, ინვესტირების კუთხით კი აღნიშნული მოითხოვს გაზრდილ რესურსებს, რაც საჭიროებს შესაბამისი და ადეკვატური საკომისიოს დადგენას. შესაბამისად, უპრიანაია, საქართველოს მთავრობას ჰქონდეს ბერკეტი განსაზღვროს საკომისიოს ოდენობა აქტივების მოცულობის, ინვესტირებული აქტივების და სხვა მაჩვენებლებზე დაყრდნობით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი აწესებს ზღვარს საპენსიო აქტივების 0.75 %-ის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ საკომისიოს ამგვარი მოცულობა თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, მეტიც OECD-ის 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში საკომისიოს სხვადასხვა სახეობა და მეტი ოდენობა არის დადგენილი, მაგ: ჩეხეთში - საპენსიო აქტივების 0.8%, ესპანეთში - საპენსიო აქტივების 1.1%, თურქეთში - საპენსიო აქტივების 1.4%, სლოვაკეთში - 0.8%. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის ექსპერტთა ჯგუფმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.