„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები(07-2/383; 24/04/2024): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონების პროექტები (07-2/383; 24/04/2024): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N.29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ10“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ10) საპენსიო ფონდი - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო ფონდი.“.
კანონით
2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
32.
კომერციული
ბანკების,
მიკრობანკების,
არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, სარეზოლუციო ფონდის, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის
ანგარიშები ეროვნულ ბანკში
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, მიკრობანკების,
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების,
საპენსიო ფონდის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის
სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და
პირობებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის რეზოლუციის
მიზნებისთვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი.“.
3. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს
კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო
ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული
დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების,
საპენსიო ფონდის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების,
ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო
სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო
საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების
საფუძველზე.“.
4. 523 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 523. საპენსიო ფონდის ზედამხედველობა
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) შეითანხმოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმეტი და ეროვნული ბანკის წესით განსაზღვრული სხვა
პოლიტიკის დოკუმენტები. ამასთან ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პერიოდულად
შეამოწმოს საპენსიო ფონდის პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისობა მის მიერ
განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
გ) მისი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში სავალდებულო მითითებები მისცეს
საპენსიო ფონდს;
დ) გასცეს რეკომენდაციები საპენსიო ფონდის დებულებასთან მიმართებით;
ე) მოთხოვოს საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოს სავალდებულო წესით შექმნას
კომიტეტები;
ვ) მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს
დირექტორატის წევრი;
ზ) დაადგინოს დირექტორატის წევრის შესაფერისობის კრიტერიუმები და შეითანხმოს
საპენსიო ფონდის დირექტორატის წევრის დანიშვნა;
თ) განსაზღვროს ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები
რეიტინგი ან დამატებითი მოთხოვნები ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტების მიმართ,
რომლებშიც შეიძლება საპენსიო ფონდმა განახორციელოს ინვესტირება;
ი) საპენსიო ფონდის მხრიდან მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო
ფონდს მისცეს სავალდებულო მითითება, გონივრული ვადების მითითებით;
კ) განახორციელოს საპენსიო ფონდის სპეციალური ადმინისტრირების დროებითი
რეჟიმი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი
წესის შესაბამისად;
ლ)
დაადგინოს
დამატებითი
მარეგულირებელი
წესები
სპეციალიზებული
დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო ფონდს, ეს წესები შეიძლება
ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას,
ტექნიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული
ბანკი საჭიროდ მიიჩნევს;
მ) აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი და
აქტივების მმართველი კომპანია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ნ) საპენსიო აქტივების მართვის მიზნით განახორციელოს ლიცენზირებული აქტივების
მმართველი კომპანიის (კომპანიების) და სპეციალიზებული დეპოზიტარის (დეპოზიტარების)
ავტორიზაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ო) დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ
რეგისტრირებული/ლიცენზირებული
აქტივების
მმართველი
კომპანიისთვის
(კომპანიებისთვის);
პ) მოახდინოს საპენსიო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი
კომპანიის (კომპანიების) ადგილზე შემოწმება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
შესაბამისად;
ჟ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის
გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ წერილობითი ინფორმაცია (მათ შორის,
კონფიდენციალური ინფორმაცია) მიაწოდოს საპენსიო ფონდს;
რ) განიხილოს და გამოსცეს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასთან
დაკავშირებული სამართლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ს) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეასრულოს
სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები;
ტ)
განახორციელოს „დაგროვებითი
პენსიის
შესახებ“
საქართველოს
კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“.
5. 61-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული
ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და
საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ეროვნული ბანკი წლიურ
ანგარიშში ასახავს საპენსიო ფონდის საქმიანობის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონთან და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს
პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.“.
მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით,
რომელიც ითვალისწინებს არსებული საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის
ცვლილებას და საპენსიო სააგენტოში არსებული ორი საბჭოს - სამეთვალყურეო საბჭოს და
საინვესტიციო საბჭოს გაერთიანებას ერთ მმართველობით საბჭოში და საპენსიო სააგენტოს
საპენსიო ფონდად სახელწოდების ცვლილებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებითა და საპენსიო სააგენტოს საპენსიო ფონდად
სახელწოდების ცვლილებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით იცვლება საპენსიო სააგენტოს დასახელება, კერძოდ „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებულია საპენსიო სააგენტოს სახელწოდების ცვლილება საპენსიო
ფონდის სახელით და საპენსიო ზედამხედველობის ნაწილში ეროვნული ბანკის
უფლებამოსილებების დაზუსტება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ორგანული კანონი ამოქმედდება 2024 წლის 1 დეკემბრიდან, რაც დაკავშირებულია
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების
ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის შესაბამისად იზრდება საქართველოს ეროვნული
ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები, რაც დაკავშირებულია დამატებითი
ადამიანური რესურსის საჭიროებასთან, აღნიშნული საჭიროების ფარგლებში დასაქმებულ
პირებს ასევე მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნული გარემოებები გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით დგინდება ეროვნული ბანკის გაზრდილი საზედამხედველო ჩარჩო,
რომელიც გულისხმობს მთლიანი საპენსიო ფონდის ზედამხედველობას. ამასთან
კანონპროექტი ადგენს ეროვნული ბანკის მიერ კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების
გამოცემის ვალდებულებას. შესაბამისად, შესაძლოა ეროვნულ ბანკს დასჭირდეს დამატებითი
ადამიანური რესურსების გამოყოფა, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ეროვნული
ბანკის გაზრდილი ხარჯები, რაც დამოკიდებული იქნება ეროვნული ბანკის არსებული
რესურსის შეფასებასა და პოტენციურ ახალ თანამშრომლებთან კერძო მოლაპარაკებების
შედეგებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთ არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთ არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.