საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-6259/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 147

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2824?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 26 აპრილი 2024 12:00 2024 წლის 26 აპრილი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (1-419 / 24; 17.01.2024) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (1-645/24; 25.01.2024) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 4/24/2024, 1:16 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 26 აპრილი, 12.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N147 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი, ლევან მგალობლიშვილი, სალომე ჯინჯოლავა გურამ მაჭარაშვილის უფლებამონაცვლე ეკა სეფაშვილი და გენრიეტა წიწავას უფლებამონაცვლე გივი მიქანაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-419 /24; 17.01.2024) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (N1-645/24; 25.01.2024) განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს ვალდებულება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად აწარმოოს მონიტორინგი თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხებზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არც ერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის 1 მოთხოვნით. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მექანიზმი კომიტეტებს და ფრაქციებს საანგარიშო პერიოდში არ გამოუყენებიათ, თანამდებობის პირები კომიტეტის სხდომებს ესწრებიან და მონაწილეობას იღებენ განხილვებში, როდესაც აქვთ მოსმენა ან წარდგენა კანონპროექტების. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე, კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. აზრი გამოთქვეს: გიორგი კახიანი დაინტერესდა, ხომ არ არის ცნობილი მიზეზი, თუ რატომ არ ხდება საპრლამენტო კონტროლის ზემოაღნიშნული მექანიზმის გამოყენება? ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი კახიანის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გამოთქვა მოსაზრება, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად იქნება გადასახედი საპარლამენტო კონტროლის არსებული, მრავალრიცხოვანი მექანიზმების დინამიურობის საკითხი, საპარლამენტო სუბიექტების მიერ მათი ეფექტური გამოყენების მიზნით. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-419/24; 17.01.2024) განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირისათვის სანქციის სახით გაფრთხილების დაწესებას საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში. ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პოზიცია ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დეტალურად განსაზღვრავს საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გაგრძელების წესს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში, ხოლო საკანონმდებლო წინადადების სხვა კომიტეტისათვის გადაცემისას, სხვა კომიტეტი წინადადებას განიხილავს გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა და წამყვან კომიტეტს წარუდგენს დასკვნას საკანონმდებლო წინადადების თაობაზე. იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვისათვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია, მისი განხილვისათვის თავდაპირველად დადგენილი ვადა, წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით, გააგრძელოს არაუმეტეს 30 დღისა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, აგრეთვე, განსაზღვრულია აღნიშნული ვადების ათვლის, ვადის დინების შეჩერებისა და ბიუროს მიერ ვადის დინების გაგრძელების წესიც, რაც გამორიცხავს რეგლამენტით დადგენილი ვადების ათვლის განსხვავებულ ინტერპრეტაციას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მიმდინარეობს განსახილველი საკითხების პრიორიტეტულობისა და აქტუალურობიდან გამომდინარე, რაც რიგ შემთხვევებში დღის წესრიგში აყენებს განსახილველი საკითხებისათვის, რეგლამენტით დადგენილი წესით, ვადის გაგრძელების მოთხოვნის აუცილებლობას. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისა თუ პარლამენტის თანამდებობის პირებისათვის რეგლამენტის დარღვევისთვის სხვადასხვა სანქციებს და მათი შეფარდების წესს, მათ შორის, 2 - - კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ უარყოფილად ცნოს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-419 /24; 17.01.2024)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-419 /24; 17.01.2024); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (N1-645/24; 25.01.2024) განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრს შესაძლებლობა ექნება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და ხმა მისცეს განსახილველ საკითხს, როგორც წინასწარ, წერილობითი ფორმით საქართველოს პარლამენტი ბიუროს, პლენარული სხდომის თავმჯდომარის ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის წარდგენილი მიმართვის საფუძველზე, ასევე ქალაქის ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებით წარდგენილი განცხადებით დააფიქსიროს თავისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პოზიცია ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, რომელთა თანახმად, საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპი საკითხის კოლეგიური განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ითვალისწინებს, რა მიზნითაც პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. იგი ვალდებულია დაესწროს პარლამენტის პლენარულ სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების თანახმად, პლენარული სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. პარლამენტის წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრი ხმას აძლევს პირადად. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის 3 - პროცედურის ჩატარებისას პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი პირადად მონაწილეობს პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვასა (მოისმინოს მომხსენებლის გამოსვლა, დასვას შეკითხვები და მიიღოს მათზე პასუხი) და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გადაწყვეტილება, კენჭისყრის ფორმით, სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღება პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, წინასწარ ხმის მიცემა და წერილობითი ფორმით პოზიციის დაფიქსირება საკითხის განხილვამდე შეუძლებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ, მივლინებაში ყოფნისას პარლამენტის წევრი ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს, რაც ცხადია გამორიცხავს, აღნიშნულ პერიოდში მის მონაწილეობას პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვასა და ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებით წარდგენილი განცხადების მეშვეობით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ხმის მიცემა ხორციელდება უშუალოდ კენჭისყრის მიმდინარეობისას, შესაბამისი დროის მონაკვეთში. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ უარყოფილად ცნოს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას (N1-645/24; 25.01.2024)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 8 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება (N1-645/24; 25.01.2024); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 4