„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.04.2024
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/386/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-14
ბიუროს ნომერი 352

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები);“. 2. 62-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 621 მუხლი: „მუხლი 621. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე, შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში. 2. 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში. 3. ის მოსწავლეები, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში. 4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 (სამი) წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებულ პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. 5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოაცხადოს პროფესიულ სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ამასთან, კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ საბაზო საფეხურის ჩათვლით სკოლაში 9 წელი ისწავლოს და დაძლიოს ორივე - დაწყებითი და საბაზო საფეხური. არსებული მონაცემებით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. ასევე მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზო საფეხურის ერთი წლით გაზრდა და ოთხწლიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება სავალდებულოა განათლების ფორმატში, რაც შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან (მაგალითად, ფინეთის რესპუბლიკაში 11-წლიანია სავალდებულო დაწყებითი-საბაზო განათლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საბაზო საფეხური მოიცავს 4 წელს, ირლანდიაში საბაზო განათლება გრძელდება 3-დან 6 წლამდე, ლიეტუვის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოში დაწყებითი-საბაზო განათლება 10 წელს გრძელდება). შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12წლიანი რჩება. კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსწავლეები უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან იმისათვის, რომ მიიღონ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის (ერთი წლით დიდი, ვიდრე ამჟამად არსებული რეგულაციით), ხოლო შეთავაზებული სოლიდური ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე. გარდა აღნიშნულისა, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი დებულებების დამატებას, რომელიც აკონკრეტებს ახალი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს. კერძოდ, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში, რაც ნიშნავს, 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასელი მოსწავლეების X კლასში გადაყვანას საფეხურის დაძლევის გარეშე, ანუ 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასის მოსწავლეებს გაუხანგრძლივდებათ სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით. გარდამავალი დებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან მათ უკვე დაძლეული აქვთ საბაზო საფეხური, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხური 2 წლიანია. გარდამავალი დებულებით ასევე დადგენილია სპეციფიკური ჩანაწერი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, ისინი 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან, ამ პერიოდისათვის X კლასი უკვე მიეკუთვნება საბაზო საფეხურს, რაც მათ დაძლეული აქვთ. აკადემიური ჩამორჩენის აღმოფხვრას სკოლა უზრუნველყოფს რემედიაციის პროგრამით, რაც რეგულირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. გარდამავალი დებულებების ბოლო ორი პუნქტი ეხება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კერძოდ დაწესებულება უფლებამოსილი იქნება 3 წლიან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულების შესაძლებლობა მისცეს იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული საკითხის გადასაჭრელად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, ვინაიდან, ზოგადი განათლების საფეხურების ხანგრძლივობა დადგენილია აღნიშნული კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საბაზო საფეხური გაიზრდება 1 წლით და გახდება 4 წლიანი. ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან (მაგალითად, ფინეთის რესპუბლიკაში 11-წლიანია სავალდებულო დაწყებითი-საბაზო განათლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საბაზო საფეხური მოიცავს 4 წელს, ირლანდიაში საბაზო განათლება გრძელდება 3-დან 6 წლამდე, ლიეტუვის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოში დაწყებითი-საბაზო განათლება 10 წელს გრძელდება). შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება. კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან იმისათვის, რომ მიიღონ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ამასთან, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის, ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა კი უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე. დამატებით აღსანიშავია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების შინაარსობრივი ნაწილი (მაგალითად, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში და სხვ.) გადანაწილდება 4 კლასზე და თითოეულ კლასში მოსწავლის სავალდებულო განათლების დატვირთვა შემცირდება. არსებული მდგომარეობით VIII-IX კლასის დატვირთა საგრძნობლად მაღალია. საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) იქნება მეტად ფოკუსირებული განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებელად. იმისათვის, რომ განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადოს აღნიშნულის დასანერგად, მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ: 1. კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები)“. 2. 62-ე მუხლის შემდგომ კანონს დაემატება შემდეგი შინაარსის 621 მუხლი (გარდამავალი დებულებები): „მუხლი 621. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე, შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში. 2. 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში. 3. ის მოსწავლეები, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში. 4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 (სამი) წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებულ პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. 5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოაცხადოს პროფესიულ სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ.“. 3. კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან, ვინაიდან, შესაბამისი ცვლილებები ძალაში უნდა შევიდეს 2025-2026 სასწავლო წლიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მიხედვით, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ამასთან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ საბაზო საფეხურის ჩათვლით სკოლაში 9 წელი ისწავლოს და დაძლიოს ორივე დაწყებითი და საბაზო საფეხურები. არსებული მონაცემებით, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც 9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას მოსწავლეების დაახლოებით 5% შეადგენს. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სავალდებულო საბაზო განათლება ნაცვლად 9 კლასისა განისაზღვრება 10 კლასით და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა მომავალში მოხდება 10 კლასის ჩათვლით. 2023 წლის მონაცემებით 3 222-მდე მოსწავლემ დაასრულა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გავიდა სკოლიდან, მათ შორის, 99% საჯარო სკოლაზე მოდის. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ცვლილება აღნიშნული რაოდენობის ბავშვების განათლების ხარჯის გაზრდას გამოიწვევს დამატებით ერთი წლის განმავლობაში, რაც წლიურად საშუალოდ გულისხმობს 3.62 მლნ ლარის ოდენობით ხარჯს, მათ შორის, საჯარო სკოლის წილი შეადგენს 3.61 მლნ ლარს. აღნიშნულის მიზნით ხარჯების დაფინანსება ხორციელდება წლიური ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება“ ფარგლებში (პროგრამული კოდი 32 02 01) გამოყოფილი ასიგნებებიდან. საგულისხმოა, რომ „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია ყოველთვიური ვაუჩერული დაფინანსებით. ვაუჩერული დაფინანსება მოიცავს: ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსურ ნორმატივს (ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით) და ფინანსური ნორმატივის შესაბამის სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტებს, ამას, გარდა, ვაუჩერული დაფინანსება მოიცავს საბაზო დაფინანსებას და გაზრდილ ვაუჩერულ დაფინანსებებს სხვადასხვა მიზნობრიობით, რაც საშუალოდ ბავშვზე წლიურად 1,130 ლარს შეადგენს. ხოლო კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვრება ბავშვზე წლიურად 300 ლარის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით ვალდებულებები. არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს სავალდებულო განათლების ერთი წლით გაზრდას. პირები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ ზოგადი განათლების მიღება, IX კლასის ნაცვლად, ვალდებული იქნებიან X კლასიც დაასრულონ, თუმცა მათზე წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას, ვინაიდან, სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლება ფინანსდება სრულად, გარდა კერძო სკოლისა. თუმცა საგულისხმოა, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ბოლო კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაზო განათლების დასრულების შემდეგ სწავლა შეწყვიტა 22 მოსწავლემ. რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე თვალსაჩინოა, რომ მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი უწყვეტად აგრძელებს სწავლას და საბაზო-საშუალო განათლების 3+3 მოდელიდან 4+2 მოდელზე გადასვლა დიდ წილს გავლენას არ იქონიებს არც სკოლების, როგორც ბიზნეს-ოპერატორების და არც მოსწავლეთა ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება მასწავლებლების მიმართულებით ფინანსურ გავლენას, გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობით გამიჯნულია საბაზო და საშუალო საფეხურებზე მასწავლებლების როგორც განათლების მოთხოვნები, ისე სასწავლო საათების მოცულობა, საბაზო საფეხურის ერთი წლით გახანგრძლივებითა და საშუალო საფეხურის ერთი წლით შემცირებით ამ კანონპროექტის გავლენა არ აისახება მათზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას. სავალდებულო ფორმალურ განათლებაში მათი დამატებით 1 წლით გაჩერებით, მცირდება არასრულწლოვანთა ისეთი რისკების წინაშე აღმოჩენის შესაძლებლობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვ. ასევე, იზრდება მათი დაცვისა და მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების ხარისხი, განათლების შემდგომ საფეხურებზე ტრანზიციის შესახებ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.