საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ელდარ ჯავახიძის და შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილ „პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალიწინების შესახებ“ (№1-2387/24; 28.02.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-05-27
ბიუროს ნომერი 354
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-7137/24
21-05-2024
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქეების: ელდარ ჯავახიძის და
შორენა
ლობჟანიძის
საკანონმდებლო
სისტემაში
მიერ
წინადადებაზე
წარმოდგენილ
„პენიტენციურ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური
კონფესიის
წარმომადგენელთა
საჭიროებების
გათვალიწინების შესახებ“ (N1-2387/24; 28.02.2024)
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 20 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქეების: ელდარ ჯავახიძის და შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
კვების
სისტემაში
„პენიტენციურ
მომზადებისას
სხვადასხვა
რელიგიური
კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალიწინების შესახებ“.
საკანონმდებლო
წინადადებაში
მიმოხილულია
რწმენისა
და
აღმსარებლობის
თავისუფლების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი
კანონმდებლობა,
კონფესიების
ასევე
კვების
დეტალურადაა
თავისებურებანი.
განხილული
საკანონმდებლო
სხვადასხვა
რელიგიური
წინადადების
ავტორთა
შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობაში პატიმართა კვების რაციონის სპეციფიკურ
საჭიროებაზე მითითება მხოლოდ კანონქვემდებარე აქტებშია მოცემული. წინადადების
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ავტორები
ყურადღებას
ამახვილებენ
საქართველოს
პატიმრობის
კოდექსისა
და
„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური
ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანების ცალკეულ
ნორმებზე, რომლებიც არეგულირებს პატიმართა კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საერთაშორისო სამართლებრივი და ეროვნული კანონმდებლობის ნორმების მიმოხილვის
შედეგად,
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია
შემდეგი
სახის
6
რეკომენდაცია:
1. შეიქმნას
სამუშაო
ჯგუფი
სახელმწიფოში
მოქმედი
ყველა
რელიგიური
უმცირესობის წარმომადგენელთა ჩართულობით:
2. საკანონმდებლო
დონეზე
განისაზღვროს
რელიგიური
უმცირესობებისათვის
მისაღები საკვები რაციონით უზრუნველყოფის საკითხი და დამტკიცდეს საკვები
პროდუქტების ჩამონათვალი რელიგიების მიხედვით სათითაოდ;
3. განისაზღვროს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
რელიგიური
უმცირესობებისათვის საკვების მომზადების თავისებურებანი;
4. პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყვნენ ჰალალის და კაშერპარევის სერტიფიცირებული პროდუქტებით;
5. განსხვავებული რელიგიური და კულტურული ჯგუფების კვების რაციონისთვის
საჭირო პროდუქტები დაფიქსირდეს წლიურ სატენდერო მოთხოვნებში, როგორც
სამზარეულოს მომარაგების, ისე პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე
არსებულ მაღაზიაში დაშვებული პროდუქციის ნუსხაში, რათა პროდუქტები იყოს
ხელმისაწვდომი ყველა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით;
6. განისაზღვროს სახელმწიფო ენის არმცოდნე, საქართველოს ან უცხო ქვეყნის
მოქალაქე
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირებისთვის
საერთაშორისო
ენაზე
არსებული პროდუქციის ანოტაციების არსებობა.
განიხილა რა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, კომიტეტმა ყურადღება
გაამახვილა შემდეგ საკითხებზე:
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
„ყოველ ადამიანს აქვს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.“;
საქართველოს პენიტენციური კოდექსის 94-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად,
„ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
დადგენილი
წესით
მიიღოს
მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან
იქონიოს და გამოიყენოს რელიგიური ლიტერატურა და საკულტო საგნები.“;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად, „საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის
უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან
ელექტრონულად
წარდგენილი,
დადგენილი
წესით
გაფორმებული,
დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის
ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.“;
საკანონმდებლო
წინადადებაში
მითითებული
პატიმრობის
კოდექსი
და
„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ
ერთობლივი ბრძანება წარმოადგენს ძალადაკარგულ სამართლებრივ აქტებს.
საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2024 წლის 28
თებერვალს, ხოლო პატიმრობის კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2023
წლის 15 დეკემბერს მიღებული პენიტენციური კოდექსით. „ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების
განსაზღვრის
შესახებ“
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანება
ძალადაკარგულად გამოცხადდა 2019 წლის 6 მარტს მიღებული საქართველოს
იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №388 –
№01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა
და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“;
პენიტენციური
კოდექსის
მუხლის
111-ე
თანახმად,
ბრალდებულები/მსჯავრდებულები ყოველდღიურად უზრუნველყოფილნი არიან
არანაკლებ სამჯერადი კვებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა
და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს;
პენიტენციური დაწესებულებების მოქმედ დებულებებში მითითებულია, რომ
რაციონის
„კვების
განსაზღვრისას
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
რელიგიური
გაითვალისწინება
ასაკი,
ჯანმრთელობის
მდგომარეობა,
კუთვნილება,
კულტურული
თავისებურებები
და
იუსტიციის
მინისტრისა
ფიზიკური
დატვირთვა.“;
საქართველოს
და
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388 – №01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით
უმთავრესად დადგენილია კვების რაციონი სხვადასხვა სამედიცინო ნიშნით
გამოყოფილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფებისათვის. იმავდროულად,
აღნიშნული ბრძანების მე-7 მუხლი ადგენს, რომ „სადღესასწაულო დღეებში,
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
გენერალურ
დირექტორთან
შეთანხმებით, შეიძლება მომზადდეს კერძი ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც არ
არის გათვალისწინებული კვების სტანდარტული მენიუ-განრიგით.“;
პენიტენციური
კოდექსის
111-ე
მუხლის
მე-5
ნაწილის
თანახმად,
„ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების
ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები“.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კომიტეტისთვის მიწოდებული
ინფორმაციის
თანახმად,
პენიტენციური
დაწესებულებების
ტერიტორიაზე
არსებულ მაღაზიებში უზრუნველყოფილია საკვები პროდუქტების ფართო
ასორტიმენტი და მორგებულია სხვადასხვა სახის რელიგიური კონფესიების
წარმომადგენლების საჭიროებებზე;
პენიტენციური
კოდექსის
111-ე
„ბრალდებულს/მსჯავრდებულს
მუხლის
უფლება
აქვს,
მე-6
ნაწილის
სამსახურის
თანახმად,
გენერალური
დირექტორის ნებართვით დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი
მოხმარების საგნები ამანათის სახით მიიღოს.“;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კომიტეტისთვის მიწოდებული
ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველწლიურად
ყიდულობს სათარჯიმნო/მთარგმნელობით მომსახურებას, რის შედეგადაც ყველა
პენიტენციური
დაწესებულება
უზრუნველყოფილია
სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურებით. აღნიშნული მოიცავს თარგმანს 29
ენაზე და ასევე, თარგმანს ჟესტურ ენაზე.
აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, კომიტეტმა მიიჩნია, რომ
საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული მომართვის ნაწილი, რომელიც
შეეხება სამუშაო ჯგუფის შექმნას, სცილდება საკანონმდებლო წინადადებისთვის
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლით დადგენილ ფარგლებს, რადგან
შინაარსობრივად არ გულისხმობს ახალი კანონის მიღებას, კანონში ცვლილების შეტანის
ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი
მოთხოვნის დაუსაბუთებლობას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების საკითხების,
მათ შორის, ტექნიკური და პროცედურული დეტალების, საკანონმდებლო დონეზე
დარეგულირების აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა არსებითად ემყარება
ძალადაკარგული სამართლებრივი აქტების ნორმებზე მითითებას და არ ითვალისწინებს
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებულ ბოლო დროინდელ
ცვლილებებს. საკანონმდებლო წინადადებაში ასევე არ არის მითითებული რაიმე
არგუმენტი,
თუ
რატომ
შეიძლება
იქნეს
მიჩნეული
კვების
ორგანიზებასთან
დაკავშირებული რიგი საკითხების დარეგულირების დელეგირება კანონქვემდებარე
დონეზე უფლების განხორციელების ნაკლებად ეფექტიან საშუალებად. აღსანიშნავია,
რომ
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
დამკვიდრებული
მიდგომის
თანახმად, ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს მოქნილ საკანონმდებლო
მექანიზმს და ამ თვალსაზრისით უფლებამოსილების დელეგირება ხელს უწყობს მარტივ
ნორმატიულ ცვლილებებს იმ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს ხშირ მოდიფიკაციას,
გამარტივებული პროცედურების საფუძველზე რეგულირების შეცვლილ გარემოებებზე
მორგებას.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
მოწესრიგების
უფლებამოსილების დელეგირება შესაძლოა, ასევე გამართლებული იყოს ამა თუ იმ
საკითხზე
სწრაფი
გადაწყვეტილების
მიღების
მოტივითაც
(იხ.
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება
საქმეზე
„ალექსანდრე
მძინარაშვილი
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიის წინააღმდეგ“, II-31). საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც
საკითხის მოწესრიგება დინამიკური მიდგომების გამოყენებას და გადაწყვეტილების
სწრაფად მიღებას მოითხოვს, პარლამენტის მიერ კანონით მოსაწესრიგებელი საკითხის
დელეგირება არა მარტო შესაძლებელი და ლეგიტიმურია, არამედ, ზოგ შემთხვევაში,
აუცილებელიც.
მუდმივად
ცვალებადი
ტექნიკური,
წვრილმანი
საკითხების
დარეგულირების თავიდან არიდება, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს პარლამენტის
გადატვირთვისაგან/პარალიზებისაგან
დაცვას
(იხ.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმის 2023 წლის 15 დეკემბრის №N3/5/1502,1503 გადაწყვეტილება
საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის
და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-45).
კომიტეტმა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია საკანონმდებლო წინადადების ავტორთა
მოთხოვნა
საქართველოს
სახელმწიფო
ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის
კვების
ანოტაციების
საერთაშორისო
ენებზე
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
ენის
არმცოდნე
პროდუქტებზე
არსებული
არსებობასთან
მიერ
დაკავშირებით.
კომიტეტისთვის
როგორც
წარდგენილი
ინფორმაციიდან ირკვევა, ყველა პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფილია
სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა დაუსაბუთებლად მიიჩნია
და უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: ელდარ ჯავახიძის და შორენა
ლობჟანიძის
სისტემაში
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
კვების
წინადადება
„პენიტენციურ
მომზადებისას
სხვადასხვა
რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალიწინების შესახებ“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი