„ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-03
ბიუროს ნომერი 359
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი
1.
ტურიზმის
შესახებ
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2023, სარეგისტრაციო კოდი:
460070000.05.001.102213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ვ) 2026 წლის 1 იანვარამდე მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების
ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და
პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება.“
2. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. კანონის მე-12 მუხლის მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონის პროექტი ითვალისწინებს „ტურიზმის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. კერძოდ, მოქმედი
რედაქციით, „ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად,
„საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და
უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“, აღნიშნული პირობა კი, ამავე
კანონის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება ამოქმედებას 2024
წლის 1 ივნისიდან. ამავდროულად, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი
ითვალისწინებს
დადგენილების
პროექტის
მიღებას
და
შესაბამისად,
საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური
შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის მინიმალური სტანდარტისა და პირობების
დადგენას.
აღსანიშნავია, რომ კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების აქტიური
ჩართულობით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შემუშავების პროცესშია
„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური
შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების
შესახებ“ დადგენილების პროექტი და მისი პირობები.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დადგენილების პროექტზე მუშაობის
პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა გათვალისწინებით,
მიზანშეწონილია, „ტურიზმის შესახებ“ კანონში განხორციელდეს ცვლილება და
კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული პირობა - საქართველოში
შემომსვლელი ტურისტის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის
სავალდებულო დაზღვევის ქონის შესახებ შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე,
ვინაიდან, ახალი რეგულაციების დანერგვა და ამოქმედება საჭიროებს
მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის, ასევე,
უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას,
საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და სხვა შესაბამისი სახის ღონისძიებების
გატარებას, რაც ეფექტიანად დაეხმარება სექტორს აღნიშნულ ცვლილებებთან
ადაპტირების პროცესში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
„ტურიზმის შესახებ“ კანონოს 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის
თანახმად, „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და
უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შემუშავების პროცესში გამოიკვეთა მთელი
რიგი საკითხები, რაც მიზანშეწონილს ხდის კანონის მე-12 მუხლის ჩანაწერის 2026
წლის 1 იანვრამდე შეჩერებას, ვინაიდან, იკვეთება, რომ კერძო სექტორი
ადაპტირებისთვის საჭიროებს დამატებით ვადებს და ამ ეტაპისთვის,
მოსალოდნელ ცვლილებებს ვერ ხვდება მზად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის
მოქმედება შეჩერდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე
გადავადდება ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის
მოთხოვნაც „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და
უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღების თაობაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12
მუხლის მოქმედების შეჩერებას და ასევე, „საქართველოში შემომსვლელი
ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო
დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის
მიღების გადავადებას 2026 წლის 1 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია
მისი დროული ამოქმედება და მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული
საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური
შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ქონის და ასევე, შესაბამისი წესისა და
პირობების შემუშავების ვალდებულების გადავადება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა
ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“,
აღნიშნული პირობა კი ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,
ექვემდებარებოდა ამოქმედებას 2024 წლის 1 ივნისიდან. ამავდროულად, 50-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტი ითვალისწინებს დადგენილების პროექტის
მიღებას და შესაბამისად, საქართველოში შემომსვლელი ტურისტების
ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის
მინიმალური სტანდარტისა და პირობების დადგენას. გასათვალისწინებელია, რომ
დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში გამოიკვეთა, რომ კერძო
სექტორი არ არის შესაბამის მზადყოფნაში ადაპტირდეს საკანონმდებლო
ცვლილებებთან, შესაბამისად, მიზანშეწონილია, გადავადდეს სავალდებულო
ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონის ვალდებულება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
წინამდებარე კანონპროექტის მიღებით რაიმე ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით
ვალდებულებები.
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
2026 წლის 1 ივნისამდე საქართველოში შემომსვლელ ტურისტს არ ექნება
ვალდებულება
ჰქონდეს
ჯანმრთელობისა
და
უბედური
შემთხვევის
სავალდებულო დაზღვევა, შესაბამისად, ფინანსური კუთხით არ წარმოეშობათ მათ
დამატებითი ხარჯები.
2026 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული საკითხი
დარეგულირდება „ტურიზმის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება, კერძო სექტორზე გავლენას, მათთან
დაკავშირებული საკითხები უნდა განსაზღვრულიყო მთავრობის დადგენილებით,
რომლის ამოქმედების ვადა იწევს 2026 წლის 1 იანვრამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
არ
ახდენს
ზეგავლენას
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ვასილ
ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გელა
სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, ეკა სეფაშვილი, ელგუჯა
გოცირიძე, გოჩა ენუქიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ვასილ
ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გელა
სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, ეკა სეფაშვილი, ელგუჯა
გოცირიძე, გოჩა ენუქიძე