საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის“ შესახებ (№1-4207/24; 05/04/2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-8170/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 148

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 6/5/24, 5:16 PM საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 07 ივნისი 2024 12:00 2024 წლის 7 ივნისი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (1-2638/24; 04.03.2024) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი; 2. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (1-4207/24; 05.04.2024) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი; 3. ა(ა)იპ „ფერეიდნიდან საქართველომდე“-ს (ლექსო ქურდიანი) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე (1-6168/24; 30.05.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/2896?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 7 ივნისი, 12.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N148 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი შატაკიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა და გურამ მაჭარაშვილის უფლებამონაცვლე ირაკლი (დაჩი) ბერაია. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-2638 /24; 04.03.2024) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი; 2. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (N1-4207/24; 05.04.2024) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი; 3. ა(ა)იპ „ფერეიდნიდან საქართველომდე“-ს (ლექსო ქურდიანი) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-6168/24;30.05.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-2638 /24; 04.03.2024) განხილვა მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრს შესაძლებლობა ექნება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და ხმა მისცეს განსახილველ საკითხს, როგორც წინასწარ, წერილობითი ფორმით საქართველოს პარლამენტის ბიუროს, პლენარული სხდომის თავმჯდომარის ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის წარდგენილი მიმართვის საფუძველზე, ასევე ქალაქის ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას კვალიფიციური ელექტრონული 1 ხელმოწერის განხორციელებით წარდგენილი განცხადებით დააფიქსიროს თავისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი შატაკიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პოზიცია ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, რომელთა თანახმად, საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპი საკითხის კოლეგიური განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ითვალისწინებს, რა მიზნითაც პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. იგი ვალდებულია დაესწროს პარლამენტის პლენარულ სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების თანახმად, პლენარული სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. პარლამენტის წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრი ხმას აძლევს პირადად. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი პირადად მონაწილეობს პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვასა (მოისმინოს მომხსენებლის გამოსვლა, დასვას შეკითხვები და მიიღოს მათზე პასუხი) და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გადაწყვეტილება, კენჭისყრის ფორმით, სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღება პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, წინასწარ ხმის მიცემა და წერილობითი ფორმით პოზიციის დაფიქსირება საკითხის განხილვამდე შეუძლებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას პარლამენტის წევრი ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს, რაც ცხადია გამორიცხავს, აღნიშნულ პერიოდში მის მონაწილეობას პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვასა და ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებით წარდგენილი განცხადების მეშვეობით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ხმის მიცემა ხორციელდება უშუალოდ კენჭისყრის მიმდინარეობისას, შესაბამისი დროის მონაკვეთში. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ უარყოფილად ცნოს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (N1-4207/24; 05.04.2024) განხილვა; მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას, რომლის შესაბამისად ნაცვლად საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა პარლამენტის წევრთა ეთიკის საკითხები მოწესრიგებული უნდა იყოს კანონით, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის დადგენილება არ წარმოადგენს კანონს და ვერ უზრუნველყოფს საკითხის მოწესრიგებას. ამასთან, კანონი უნდა ითვალისწინებდეს პარლამენტის წევრისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე. ირაკლი შატაკიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პოზიცია ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება პარლამენტის 2 წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხები მოწესრიგებულია 2019 წლის 22 თებერვლის N4335-II „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დადგენილება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულ ნორმატიულ აქტს, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“ ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებსა და ქცევის წესებს, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდეს და რომელთაც უნდა იცავდეს საქართველოს პარლამენტის წევრი უფლებამოსილების განხორციელებისას. ამავე დადგენილებით განსაზღვრულია, რომ კონკრეტული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს შეისწავლის და მონიტორინგს უწევს ეთიკის საბჭო. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, ხოლო, ეთიკის საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლით. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“ ასევე ითვალისწინებს საჩივრის წარდგენის წესს, კერძოდ, კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეთიკის საბჭო კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტს განიხილავს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე. დადგენილებით ასევე განსაზღვრულია საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე გათვალისწინებულია რეაგირების ზომები. „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, რომელმაც დაარღვია კოდექსი, აგრეთვე დარღვევის მოკლე აღწერა. საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას მიმართოს სარეკომენდაციო ბარათით. ამდენად, საქართველოს პარლამენტის წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები, მათი დარღვევის შემთხვევების მონიტორინგის წესი, საჩივრის განმხილველი ორგანოს შექმნისა და ეთიკის კოდექსის აღსრულების მექანიზმები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ და საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული განსხვავებული რეგულირების საჭიროება არ არსებობს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ უარყოფილად ცნოს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ფერეიდნიდან საქართველომდე“-ს (ლექსო ქურდიანი) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-6168/24;30.05.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ფერეიდნიდან საქართველომდე“ (ლექსო ქურდიანი) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე „ფერეიდნელებისთვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით“ მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. სულ წარმოდგენილი 352 პეტიციის მხარდამჭერიდან (24 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ 3 შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად შეადგინა 17 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 17 ხელმოწერა, თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (335 ხელმოწერა) აღემატება 300 ხელმოწერას. კენჭისყრები: 1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-2638 /24; 04.03.2024)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 4 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 4 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას (N1-4207/24; 05.04.2024)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 4 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 4 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 3. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას ა(ა)იპ „ფერეიდნიდან საქართველომდე“-ს (ლექსო ქურდიანი) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-6168/24;30.05.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის თაობაზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 4 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ირაკლი შატაკიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 4