„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გელა სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/449/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 158-ე მუხლის „91“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობისა და ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტრანზიტის საფასურის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.“ მუხლი 2. 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 158-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის ტრანზიტზე არ ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ამავე კანონის საფუძველზე დადგენილი გადაცემის ტარიფი, ასევე, არ გადაიხდევინება რეგულირების საფასური. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური განისაზღვრება ტრანზიტის დამკვეთსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რაც მიუთითებს ტრანზიტის მომსახურების დერეგულირებულ საქმიანობასა და თავისუფალ ფასზე. მიუხედავად ამისა, კანონის ამავე მუხლის 91 პუნქტი იწვევს ტრანზიტის საფასურზე გადაცემის ტარიფის გავრცელების აღქმის საშუალებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის ზემოხსენებულ პუნქტებთან. ამრიგად, კანონის სისტემური განმარტება არ იძლევა ერთგვაროვანი შინაარსის აღქმის საფუძველს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ არსებული მოწესრიგების ამავე საკანონმდებლო აქტით დაზუსტების მეშვეობით, რაც აუცილებელს ხდის კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. კერძოდ, კანონის 158-ე მუხლის მე-91 პუნქტის არსებული რედაქციით განსაზღვრული „სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობაზე“ ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფასურის მითითება, ხსნის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობასთან მისაყენებელი ფას(ებ)ის პრინციპს და შესაბამისად, საფასურის მიყენების ორაზროვან აღქმას. შედეგად, სატრანზიტო ელექტროენერგია გადაცემის ტარიფის გაანგარიშებისას ისევ გათვალისწინებული იქნება, დაზუსტებული, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფასურის საფუძველზე მიღებული შემოსავლით, რითაც კანონის სისტემური განმარტება იქნება ერთგვაროვანი აღქმის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით გათვალისწინება მნიშვნელოვანია კანონის კრიტერიუმების, კერძოდ, მისი სიცხადისა და განჭვრეტადობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ვინაიდან, მოქმედი რედაქცია არ არის ცხადი და იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის და შესაბამისად, ერთმანეთის საწინააღმდეგო განმარტებების შესაძლებლობას. კანონპროექტის მიღების შედეგად ორაზროვნების აღმოფხვრით, გადაცემის ტარიფის დაანგარიშებისას, გაწეული ტრანზიტის მომსახურებაზე გავრცელებადი იქნება არა თითქოს და ირიბად განსაზღვრული გადაცემის ტარიფი, არამედ ტრანზიტის მომსახურებაზე ფაქტობრივად გადახდილი საფასურები და შესაბამისობაში მოვა კანონის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან, რომლებიც განსაზღვრავენ ტრანზიტის ფასის პრინციპსა და საქმიანობის დერეგულირებულ შინაარსს. შესაბამისად, ცვლილებები შედის 158-ე მუხლის 91 პუნქტში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი აზუსტებს კანონის არსებულ რედაქციაში მოაზრებულ ჩანაწერს და ემსახურება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაცემის ტარიფის განსაზღვრისას სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობაზე ფასის მიყენების პრინციპს. შესაბამისად, 158-ე მუხლის მე-91 პუნქტი შესაბამისობაში მოდის ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან. ამრიგად, გადაცემის ტარიფის განსაზღვრისას სატრანზიტო ელექტროენერგიის გათვალისწინება რჩება ძალაში და ნაცვლად ტრანზიტის საფასურზე გადაცემის ტარიფის ირიბად განსაზღვრის შესაძლო აღქმისა, შესაბამისობაში მოდის კანონის 158-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-91 პუნქტები. აქედან გამომდინარე, 158-ე მუხლის მე-91 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობისა და ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტრანზიტის საფასურის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.“ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). მიმართებაში ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადაცემის ტარიფის კორექტირებისას მნიშვნელოვანია დაზუსტებული და არაწინააღმდეგობრივი იყოს საკანონმდებლო ნორმა, არ რჩებოდეს კანონის ორაზროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. შესაბამისად, კანონის ამოქმედება განსაზღვრულია გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში დაფიქსირებული გადახრიდან გამომდინარე, დაუყონებლივ უნდა წარადგინოს მარეგულირებელ კომისიაში შესაბამისი განაცხადი, რომლის ფარგლებშიც, შესწავლასა და კორექტირებას ექვემდებარება საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებიც. გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ორაზროვანი ინტერპრეტაცია არ იძლევა საკითხის ცალსახა და მკაფიოდ შესწავლის საფუძველს, აღნიშნული პროცესი ფერხდება. შესაბამისად, კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შესაბამისობაში იყოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებას არ ახლავს ხარჯები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტი ეხება არსებული რედაქციის დაზუსტებასა და ორაზროვნების აღმოფხვრას იმ ფაქტობრივ საოპერაციო შედეგზე, რომელიც უკვე მოქცეულია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ რეჟიმებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენითსახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვალდებულებების აღებას. ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საქართველოში ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების გამწევია გადამცემი სისტემის ოპერატორი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის №20/1 გადაწყვეტილებით, გადამცემი სისტემის ერთადერთ ოპერატორად ლიცენზირებულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“. შესაბამისად, კანონპროექტს გავლენა აქვს მხოლოდ ამ საწარმოზე. სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადაცემის ტარიფი ექვემდებარება კორექტირებას (გადათვლას). შესაბამისად, როცა გამოვლინდა კორექტირების გარემოება, გადაცემის ტარიფის გადათვლისას კანონის 158-ე მუხლის 91 პუნქტის საფუძველზე, კორექტირებაში მოექცა ტრანზიტის მომსახურებით მიღებული შემოსავალიც (პირველად მიმდინარე ტარიფის დადგენის შემდეგ), რომელზეც საფასურის გავრცელებამ გამოიწვია ორაზროვანი ინტერპრეტაცია, რაც ხელს უშლის ტარიფის გადათვლის ერთგვაროვან მიდგომას. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესწავლისას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა უნდა შემცირდეს ტრანზიტის მომსახურებით მიღებული ფაქტობრივი შემოსავლებით (2021-2023 წლებში ჯამურად 54.5 მლნ.ლარი), სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით. კანონის ორაზროვანი ინტერპრეტაცია კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საშუალებას აძლევს გადაცემის ტარიფის განსაზღვრისას სატრანზიტო ელექტროენერგია, მეორე ინტერპრეტაციით, გაითვალისწინოს გადაცემის ტარიფით (რაც აღემატება ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალს) როგორც თითქოს და ირიბად განსაზღვრული საფასური, მიუხედავად იმისა, რომ კანონის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქმიანობა დერეგულირებულია, მასზე არ ვრცელდება გადაცემის ტარიფი და ამასთან, ტრანზიტის მომსახურების საფასური დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის საფასურებსა და სხვა რეგიონულ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე. ამასთან, ვინაიდან, გადაცემის ტარიფის კორექტირებისას, ტრანზიტზე საფასურის გავრცელების მიდგომა არაერთგვაროვანია, სატარიფო მეთოდოლოგიით, ტარიფში ყოველ დასაკორექტირებელ კომპონენტზე, დამდგარი ფაქტიდან კორექტირების მომენტამდე პერიოდზე, ვრცელდება დროში ფულის ღირებულება, რაც ზრდის კორექტირების კომპონენტს. კანონპროექტის დაზუსტების შემთხვევაში, ტრანზიტის რაოდენობა გადაცემის ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება დერეგულირებული საქმიანობის შესაბამისად, ისე, როგორც მოაზრებულია თავდაპირველ რედაქციასა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, ანუ ამ მომსახურებით მიღებული ფაქტობრივი შემოსავლის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობისგანსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი პირდაპირ არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებებზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსწევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი არ გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გელა სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გელა სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე.